შრამიანი წარსული 3 თავი
თან როგორში, მაგრამ რაც ფაქტია ის ხომ არ უნდა დავუკარგო არაა?! დღეები გადიოდა ის კიდე გაქრა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმპერატორთან არ მიშვებდნენ, ყველა გამირბოდა, მსახურები არ მოდიოდნენ, როცა მე ვუახლოვდებოდი ისინი გარბოდნენ, რა იყო შიცი მაქვს და არ ვიცი თუ რა ამბავია აქ?! უკვე დასაძინებლად ვემზადები, ჩემს მასკიანზე ვფიქრობ, ხო არ მოგეჩვენათ უკვე ჩემს ვეძახი პროგრესია არა? სიძულვილიდან სიყვარულამდე, რა ბანალურია არა, ეჰ მარი ასეთი არ მეგონე, მოკლედ თემას ძაან გადავუხვიე კაი კაი გეტყვით რომ კარგად არ დამთავრებულა ეს ღამე მაგრამ რადგანაც ამას ვწერ ცოცხალი გადავრჩი და ყველა კიდური ზედ მაქმვს. სამი დღე დილეგში ვიყავი ან შეიძლება უფრო მეტიც. ბოლოს როგორც იქნა დამაღირსეს სტუმრობა, უსიტყვოდ მიმათრევენ სადღაც, მეკიდე ლამისაა ვიტირო რა ჯანდაბა უნდათ, ყვრივარ უაზროდ თითქოს თავს შევაცოდებ, არადა კინოებში სულ თმობენ, ბოლოს რომ მივხვდი აზრი აქვს შევწყვიტე, ხმა ჩამიწყდა და თავიც ამტკივდა. ხო მივიღე რაც მინდოდა, ან რა მინდოდა ამ დროში, ვერ დავეტიე სადაც ვიყავი?! ხოო სულ ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი თავი უკვე ათასნაირად მოვკალი, არჩევანიც კი გავაკეთე როგორ მინდოდა სიკვდილი აბა დილეგში კი არ დამავწვევდნენ რომ მერე ჩაიზე დავეპატიჯე, ჩემი ბოლო ისედაც ვიცოდი იმ წუთიდან როცა დილეგის კარები მომიჯახუნეს. შენობის მეორე ბოლოს გამიყვანეს, ერთ დიდ კარებთან გავჩერდით, საკმაოდ ბნელოდა მაგრამ მაინც გავარჩიე სისხლის კვალი, არც კი მოუწმენდიათ ეს კი ნიშნავს რომ მაგრად დამერხა. კი არ შემიყვანეს შემაგდეს იმ ოთახში, ერთადერთი სკამი და ეს ორი ჩემთვის ჯალათები, ვისკიღა მაკლია და განგსტერულად მოვკვდები. ეს აზრი აღარც გაგრძელებულა კეტი პიდაპირ წელში მომხვდა, სიმწრით ჩავიკეცე, ყრუდ ამოვიგმინე, ხმაც კი არა მაქვს რომ მთელი სიმწარე მას გავატანო, ერთს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და სადღაც მეხუთე დარტყმის მერე აღარაფერი მახსოვს, სავარაუდოდ გავითიშე მაგრამ თვალის გახელაც კი მიჭირდა როცა გონს მოვედი, ყველაფერი ისე მტკიოდა რომ ცოტახანში შევეჩვიე კიდეც, უბრალოდ არ ვინძრეოდი. თითქოს ამ პოზაში სიმშვიდე ვპოვე, ასე კიდე რამდენიმე ხანს გაგრძელდა ზუსტად დროს ვერ გეტყვით თვალები სულ დახუჭული მქონდა თითქოს ძალებს ვიკრებდი. ამ წაყვანას მეორეც მოჰყვა, მოკლედ გვარიანად დამალურჯეს, მხოლოდ ერთი ფრაზა ამომდიოდა პირიდან ,,რა დავაშავე ?” მაგრამ ამას მგონი ჩემთვის ვამბობდი ვიდრე მათ გასაგონად. ამის მერე სიზმარიც კი დამესიზმრა,ჩემი მასკიანი იყო თითქოს მოსული და მთხოვდა რომ გამეძლო, რომ მალე წამიყვანდა მეკიდე პატიებას ვთხოვდი, არ ვიცი რისთვის მაგრამ ჩემს გულში იმედმა გაიღვიძა, მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო,ძალა მომემატა. ბოლოს იმპერატორთან მიმაგდეს, ტკივილისგან სულ ვოხრავდი მაგრამ მის წინაშე როგორ გამოვაჩენდი ტკივილს, უბრალოდ მუხლებზე ვიდექი ან ამის მსგავსი, ხმას არ ვიღებდი, არ ვიცი შოკის გამო იყო თუ არა მაგრამ არაფერი მესმოდა, ვხედავდი როგორ ამოძრავებდა პირს მეკიდე ერთი ბგერაც არ მესმოდა, ვცდილობდი გამეგებინა რომ დავყრუვდი მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ერთი კიდევ მითავაეს ალბათ იმიტომ რომ პასუხს არ ვცემდი, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო. კვლავ დილეგში დამაბრუნეს, როცა თავი მარტო დავიგულე, არ ვიცი როგორ გამოვნახე ჩემს ხელებში ძალა მაგრამ მაიკა გავხიე რაც შიგნიდან მაცვია ხოლმე და მომტყდარი ფეხი გადავიხვიე, იქვე ტოტები ეყარა და მაგით დავაფიქსირე, დროებით მიშველიდა მაგრამ ექიმი მჭირდება. ეხლა ხელზე მიდგა საქმე, სისხლი მდიოდა, ისიც გადავიჭირე. სხვა მოტეხილობები არ მქონდა, ალბათ რამდენიმე ნეკნი მომატვრიეს მაგრამ მაგათი მკურნალობა არ ვიცი ამიტომ თავი დავანებე, ისე მთელ ტანზე ჩალურჯებები და დაჟეჟილობები მქონდა, თუმცს იყო ერთი რამ რასაც ვერ ვეგუებოდი. წყალი მინდოდა საშინლად.უწყლობას ვერ ვიტან. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორთან დამაბრუნეს მითხარი სად წავიდა? ვინ?- რატო მაბნევენ?? ეს რაღაა სად წავიდა, ჯერ ის თქვი ვინ წავიდა მერე მე რატო უნდა ვიცოდე?? რა ჩამოუყალიბებელი ხალხია რაა -მეორე პრინცი სად წავიდა?? -არ ვიცი -მითხარი და დაბრუნდები შენთან ხელს აღარავინ გახლებს -არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? -როგორ ბედავ რომ იმპერატორს ატყუებ, უკან დააბრუნეთ დილეგში არ გამოუშვათ სანამ სიმართლეს არ იტყვის. ეხლა მიდი და დააჯერე რომ არაფერი იცი. თუ გადავრჩი იმ მასკიანს არ ვაცოცხლებ, კაი ეხლა უნდა გავრისკო. -თქვენო უდიდებულესობა ერთი წუთით, ვიტყვი სად არის მეორე პრინცი მაგრამ ერთი პირობით - პირობებს მიყენებ? ბრძანე რაც გინდა -ჯერ მკურნალი, ტკივილისგან ვერ ვაზროვნებ, დანარჩენ პირობებს მერე მოგახსენებთ. ისე გადაიხარხარა იმპერატორმა გული შემეკუმშა, ნამდვილად აქედან ცოცხალი ვერ გავალ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად სასახლის საუკეთესო ექიმი იხმო. კარგია დრო მოვიგე ცოტა ხანი, როგორ გავიგო სად წავიდა ის დარტყმული როცა იმრეპატორმაც კი არ იცის. გამოჯანმრთელებას სამი დღე ვწელავდი, მისი ასავალ-დასავალი კი არავინ იცოდა, ერთადერთი ადამიანი ვისაც არ ვკითხე მთავარი სარდალი იყო რომელიც ვერ მიტანდა, რამდენჯერაც ჩემს მასკიანს მოაკითხა იმდენჯერ სახლიდან გამაგდო თანაც მაგას ვაბავდი როცა მოადენზე შესვლა მინდოდა. ფრთხილად ვაკაკუნებ მის კარებზე და შევდივარ, შიგნით არავინაა. ოთახს ვათვალიერებ. ჭოგრიტების მსგავსი რაღაცეები, უამრავი რუკა გაკრული, ხმლები, იარაღები, მოკლედ ყველაფერი ის რაც მთავარსარდალს შეჰფერის. მაგიდაზე აურზაური ჰქონდა, ნაწერები, რუკები, ფუნჯები ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.პატრონი არაა ამიტომ აუჩქარებლივ ვათვალიერებ ყველაფერს იქნებ რამე გავიგო. -რას აკეთებ?- ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში -იცით,თქვენ გეძებდით- ეხლა გამბედაობა უნდა მოვიკრიბო, ძაან კი მეშინია მისი მაგრამ სიკვდილის შიში უარესია - ვიცი რომ იცით სადაცაა ის, ამიტომ მოვითხოვ რომ მასთან წამიყვანოთ! -სისულელეებს ამბობ, მომწყდი თავიდან! -ჩემი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული და ეს თქვენც მშვენივრად იცით, მაქვს უფლება რომ მას შევხვდე და დაველაპარაკო -არა! -როგორ თუ არა, ალბათ კი უნდა გეთქვათ. შემომხედეთ ადამიანს არ ვგავარ, ისე მომექცნენ როგორც ცხოველს, მინდა რომ დაველაპარაკო, წამიყვანეთ გთხოვთ მასთან -ძედმეტად სარისკოა, ის საქმე სადაც ისაა წასული ჩემს და შენს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია - შეიძლება მაგრამ მიზეზი უნდა ვიცოდე! - კარგი, მაშინ მთვარე კენწეროში რომ ავა მაშინ მოდი თავლის უკან, თუ დავინახავ რომ ვინმე გამოგყვა მეთითონ მოგკლავ, ისე რომ იმპერატორამდე მისვლას ვერ მოასწრებ ცოცხალი. აი მუქარაც ამას ჰქვია, მე-11 საუკუნის განგსტერებთან მაქვს საქმე, თავი ნელა დავუქნიე და საწყლად კოჭლობ-კოჭლობით წამოვედი. შიში მიპყრობდა და ინტერესიც მკავლდა, სისხლი მიდუღდა იმის მოლოდინით რომ ჩემს მასკიანს ვნახავდი ან იმიტომ რომ მომკლავდნენ?! ზუსტად არ ვიცი მაგრამ გულის ფეთქვას რომ თავშიც ვგრძნობდი ეგ ვიცი. ვცდილობ არ დავიძინო, უკვე დიდი ხანია რაც ყველაფერი მიყუჩდა, მეკიდე სუნთქვაც კი შენელებული მაქვს, ტომისავით მინდა ასანთის ღერებით თვალები დავამაგრო, არ ვიცი რამდენი ხანი გავძლებ ასე, მთვარე კი საერთოდ არ ჩანს, არასდროს დავკვირვებივარ მთვარე ზენიტში რომელზეა. გარეთ გავდივარ, ისეთი ჩახუთულობაა ვეღარ ვსუნთქავ, ისიც არ ვიცი რას ვეტყვი როცა შევხვდები ,,ასე როგორ გამწირე?” ზედმეტად ბანალურია მაგრამ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს განცდებს. ვარსკვალვებს ვუყურებ, ვცდილობ რამე ფორმა დავინახო მაგრამ სულ სამკუთხედები ან ოთკუთხედებს ვხედავ, ნეტავი როგორ არქმევენ თანავარსკვლავედებს სახელებს რაა მე ვერაფერს ვხედავ, ფანტაზიის ნაკლებოვას არ განვიცდი უბრალოდ არ ვიცი. ყოჩაღ ასეთ მომენტში რეებზე ფიქრობ მარი. დედა მომენატრა, მამაც! ნეტავი რას აკეთებენ ეხლა, ჩემს დროში რა მჭირს?? უბრალოდ გავუჩინარდი??? იქნებ მკვდარი ვგონივარ, ან მძინარე მზეთუნახავისავით საუკუნო ძილს მივეცი თავი. ამ და კიდე სხვა ფიქრებში ვიყავი როცა მოულოდნელად ჩევამჩნიე მთვარე პირდაპირ ზემოდან დამყურებდა. გიჯივით წამოვხტი, სამეფო დაცვა დამყვება ხოლმე ალბათ იმიტომ რომ არასად გავიქცე, მაგრამ ისე დავახლოვდით რომ ხშირ შემთხვევაში არ დამყვებიან და მეც თავისუფლად ვარ, მაგრამ ეხლა დიდ სიფრთხილეს ვიჩენ, სულ უკან ვიყურები და ჩრდილში დავდივარ, როგორც იქნა მივედი დანიშნულ ადგილას. ვდგავარ და როგორც შემიძლია მოტეხილი ფეხით ბოლთას ვცემ. უკვე ნერვიული წიკები დამეწყო, ვეჭვობ რომ მომატყუეს, თვალზე ცრემლი მადგება, ჩემი თავი უკვე დილეგშივე გამოვიტირე , მაგრამ როცა ეხლა იმედი მქონდა უარესად ვგრძნობ თავს, თითქოს მიმატოვეს, ეს ბევრად უარესია, ეხლა ვხვდები რა არის მარტოსულობა უკან დაბრუნებას ვაპირებ გულში უკვე ათჯერ მივტრიალდი სახლში მაგრამ ფეხს ვერ ვდგამ, უბრალოდ ადგილიდან ვერ ვიძვრი, ნახევარი საათი გავიდა, მაინც თავლასთან ვარ, მთვარე უკვე გადაიხარა, ფეხი საშინლად მტკივა, ის ჩემი იმედია ასე მარტივად ვერ წავალ აქედან. მიწაზე დავჯექი, ობოლი ცრემლი გადმომივარდა თვალიდან, სიცივისგან ვკანკალებ, კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. არა ასე სიკვდილი არ მინდა, ოჯახს იმისთვის კი არ მოვწყდი რომ აქ ამომხდომოდა სული. მგონი მიმეძინა, თავს კომფორტულად ვგრძნობ. სითბოა და რაღაც სასიამოვნო სუნი მცემს, მაგრამ ძვლები სულ მტკივა. თვალებს ვერ ვახელ, თითქოს ერთმანეთზე მიმეწებნენ, მაგრამ მოიცა მე გუშინ სახლში არ დავბურუნებულვარ. იმედია მოგეწონებათ, ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.