შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მესამე თავი +18 ( BDSM / WORLD )


16-07-2017, 18:54
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 117

თავი 3
ორი დღე თითქოს წამებში გადის, ჰარის არ ახსოვს რას აკეთებდა. არ ახსოვს რას ამბობდა. ერთადერთი რაც ახსოვს, ალექსანდრასთან საუბარის შემდეგ, ტესტის დაუწერლად როგორ გაიქცა სახლში და მთელი ძალით ჩაეხუტა ლუის, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა. ახსოვს რომ დედამ სკოლაში დარეკა და უთხრა რომ ჰარი რამდენიმე დღე ვერ ივლიდა სკოლაში , ხოლო გაყოფის შემდეგ კი სკოლას შეატყობინებდენ ჰარის სტატუს, რომ მათ ის სპეციალურ კლასში გადაეყვანათ.
ახსოვს როგორ უმეორებდა რამდენიმე წუთის წინ მამა, რომ ის აუცილებლად დომიანტი იქნებოდა. ახლა კი კიბეებზე არბის და მის ოთახში იკეტება, ლუი კარზე აბრახუნებს, მაგრამ ჰარის ეს არც ესმის. მისი გონება დაბინდულია, ეს მისი ნორმალური რეაქციააა , ახსოვს რა გადაიტანა ლუიმ, როდესაც ნაილის გაყოფის შემდეგ მისი გაყოფის დროც დადგა. ყველას უნდა დომიანტობა, რადგან ეს იმას ნიშნავს რომ შეუზღუდავი ძალაუფლება გაქვს, ხოლო საბმისივობა…ეს ამ სამყაროში ნამდვილი წყევლაა. ცხოვრების და თავისუფლების დასასრული.
-დომინანტი ვიქნები.. დომინანტი ვიქნები.. დომინანტი…-განუწვეტლივ ჩურჩულებს და საწოლზე დაგდებულ მუქ ყავისფერ სამაჯურს შეჰყურებს. არც კი იცის რას გააკეთებს თუ საბმისივი აღმოჩნება, ალბათ ს სცდის როგორც ყველა საბმისივი ცდილობს, როდესაც გაყოფა სრულდება. იმიტომ რომ თითეული მათგანი იაზრებს რომ არაფრად არ ღირან, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ მდიდარი ხალხის აქსესუარები იქნებიან, რომლებიც მათ იყიდიან. კანონის მიხედვით თუ გაყოფიდან 4 წლის შემდეგ, ანუ საბმისივის 20 წლის ასაკში ნამდვილი დომიანტი არ იპოვის, ოჯახი ვალდებულია ის გაყიდოს შემდგომი 5 წლის განმავლობაში, თუ არადა მაშინ სახელმწიფო საბმისივს კლავს. ამ ყველაფერს ჰარის სიკვდილი ურჩევნია.
წუთები იმაზე მეტად იწელება, ვიდრე სინამდვილეში. დრო თითქოს ნელდება, როდესაც უკვე გაყოფამდე რამდენიმე წუთი რჩება. ლუი კარზე ბრახუნს წყვეტს და ჰარის ესმის, როგორ ეუბნებიან რომ კართან იჯდებიან და ჰარის გამოსვლას დაელოდებიან. ჰარი უკვე წამებს ითვლის და უკუთვლას იწყებს.
ათი… ცხრა… რვა… შვიდი… ხუთი…
მას კვლავ სჯერა რომ დომიანდტი იქნება.[center]
ოთხი … სამი… ორი… და მალევე ხვდება რომ სულ ტყვილად.
ერთი…
მარცხენა ხელის მაჯა ისევ ეწვის, რომ ჰგონია ცოცხლად იწვის და ტკივილისგან ყვირის.
მარცხენა..
მარცხენა…
მარცხენა…
მარცხენა…
მისთვის ეს განაჩენია. მაგრამ ყველა იმედს სწორედ მაშინ კარგავს, როდესაც მის გაწითლებულ მაჯაზე ნაცნობ სახელს და გვარს ამჩნევს. “ალექსანდრა მალიკი”. ეს ყველაფრის დასასრულია, ჰარიში გულუბრყვილო ბიჭუნა კვდება, როდესაც ის სამაჯურს იკეთებს და სახელს ფარავს. ლუი მისი გასაღებით ჰარის ოთახის კარს აღებს და ადგილზე შეშდება, როდესაც აცრემლებული ჰარი მისკენ ტრიალდება. ის ყველაფერს ხვდება. გაყოფა დასრულდა. სამყაროს კიდევ ერთი საბმისივი შეემატა. მას ეს ცხოვრება არ აურჩევია, მას არ აურჩევია ტკივილი და დამცირება. მის მაგიერ ეს მისმა ორგანიზმა გააკეთა.
-ჰარი!-ყვირის შეშინებული ლუი, არცერთ მათგანს არ ახსოვს რომ ჰარი მხოლოდ რამდენიმე წუთით დაკარგავს გონებას, რომ მისი ორგანიზმი საბოლოოდ მიეჩვიოს იმას რომ საბმისივია. ჰარი ხვდება რომ თვითმკვლელობა დააგვიანა, როდესაც თვალები ეხუჭება და იატაკზე ეცემა. შემდგომში როცა თვალებს გაახელს, მას აღარ შეეძლება თვითმკვლელობა, რადგან მისი ორგანიზმი მის ცდებს არ აღიქვამს. სიკვდილიც ხომ მხოლოდ მას შემდეგ შეეძლება, რას ამას დომიანტი უბრძანებს.
***
როცა გონს მოდის, თვალებს არ ახელს. მის ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს მაინც გრძნობს, გრძნობს როგორ ძლიერ იხუტებს მას მისი ძმა და როგორ ამშვიდებს საბმისივ დედას დომიანტი მამა. აქამდე არასდროს არ იფიქრებდა, რომ მათ ასე დაყოფდა, მაგრამ დაყოფის შემდეგ ყველაფერი ერთნაირი აღარ ჩანს, ყველაფერი ორად იყოფა შენთვის. არსებობს დომინანტი და არსებობს საბმისივი, არსებობს კარგი ქცევები რომლის დროსაც შექებას იღებ და არსებობს ცუდი ქცევა, რომლის დროსაც დომიანტი სჯის საბმისივს. არსებობს ის რაც საბმისივს სურს და რასაც ვერ მიიღებს თუ ამას დომიანტს არ სთხოვს და არსებობს ის რაც დომინანტს სურს, რომელსაც იმიდამიუხედავად მიიღებს, სურს თუ არა ეს საბმისივს. ლუი ხვდება რომ ჰარი გონს მოდის, მაგრამ არ იმჩნევს უბრალოდ ეფერება და უმეორებს რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველანაირად ეცდებიან რომ მისმა დომინანტმა არ წაიყვანოს, არცერთმა მათგანმა ხომ არ იციან რომ ალექსანდრა მის წასაყვანად 3 დღეში მოვა, არცერთმა მათგანმა არ იცის რომ ჰარის დომინანტი ალექსანდრაა. ჰარის ლუის მკლავებში ტირილით ეძინება და ხვდება რომ მისი ოჯახი ვერცერთ დაპირებას ვერ შეასრულებს. ალექსანდრა მას მაინც წაიყვანს.
***
ჰარი დილითვე იაზრებს, რომ დამალვას აზრი არ აქვს. უნდა თუ არა მის ახალ ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს, სკოლისთვის ემზადება და ქვედა სართულზე ჩადის. სამზარეულოში შესვლამდე კი ესმის როგორ ამბობს მამამისი :
-კიდევ კარგი ერთი შვილი მაინც გვყავს დომინანდტი, წარმოიდგინე რა სირცხვილი იქნებოდა ამდენი საბმისივი შვილები!
-მამა!-გაბრაზებული შეჰყურებს ლუი, შემდეგ კი კარებში მდგარ ჰარიზე გადმოაქ მზერა და კრთება. დედა აცრემლებული თვალებით შეჰყურებს ჰარის, რომელიც გამარჯობას ამბობს, ისე ვითომც არაფერი და ლუის გვერდით უჯდება. ლუი უღიმის და მის თეფშს ჰარისკენ აცურებს. ჰარის კი ძმის ქცევაზე ისევ ეღიმება, შემდეგ კი თავს წევს და მამას შეჰყურებს.
-შეგიძლია არ ინერვიულო, მამა. ხვალ ჩემს წასაყვანად მოვლენ.
-რა? -ყველა ერთდროულად კითხულობს და ჰარის აშტერდებიან.
-ის ხვალ ჩემს წასაყვანად მოვა, მაგრამ მას არასდროს ვაღიარებ ჩემს დომინანტად.-ლუღლუღებს ჰარი და ტოსტს კბეჩს, სამზარეულოში სიჩუმე ისადგურებს. დედა ღრმად ისუნთქავს და სამზარეულოდან გადის, მას მის დასამშვიდებლად ამდგარი მამა მიჰყვება. ჰარი ლუის მზერას გრძნობს და თავს წევს, რომ ლუის თვალებში შეხედოს.
-ბიჭია?- მისუსტებული ხმით ეკითხება ლუი.
-ო ღმერთო არა! კიდევ კარგი არა!-თვალებს ატრიალებს ჰარი- კიდევ კარგი ამაში მაინც გამიმართლა!
-ჩემი საბმისივი ბიჭია-მხრებს იჩეჩავს ლუი და ტოსტერში პურს დებს.
-სერიოზულად?-შოკირებული ეკითხება ჰარი და ძმას უყურებს, რომელიც თვალებისტრიალით უქნევს თავს.
-ჩვენს სკოლაში სწავლობს, ალბათ მალე უნდა ჰქონდეს გაყოფა.- აგრძელებს ლუი- ალბათ არც მას მოუნდება საბმისივობა, ალბათ ისიც შენსავით არასდროს მაღიარებს მის დომინანტად.
-რა ჯანდაბად გჭირდებათ ამ დომინანტებს იმის აღიარება რაც ისედაც იცით?-გაბრაზებით კითხულობს და ლუის ჭიქიდან ყავას სვამს.
-ოჰ, სულ დამავიწყდა… შენ ხომ ახალი გაყოფილი ხარ, ამიტომ ჯერ ეს არ გისწავლია-ოდნავ იღიმის ლუი და ახალი ტოსტებით გვერდით უჯდება- სამბისივს ძალაუნებურად უწევს დომინანტზე დამორჩილება და მისი ბრძანებების შესრულება, მაგრამ როგორც კი საბმისივი მას მის ნამდვილ დომიანტად აღიარებს, დომინანტი მასზე 100% მმართველობას იღებს.
-ეგ როგორ?-გაოცებული ეკითხება ძმას და ზუსტად იცის რომ ალექსანდრას არასდროს აღიარებს მის დომინანტად.
-თუ აქამდე საბმისივს საკუთარი აზრი გააჩნდა და დომინანტის ბრძანებს ფიზიკურ დონეზე ასრულებდა, აღიარების შემდეგ ამას ფსიქოლოგიურადაც აკეთებს. დომინანტი მასზე 100%იან მმართველობას იღებს ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც, საბმისივი მას მის გონებაში უშვებს და დომინანტს მისი უსიტყვოდ ესმის, რადგან ისინი ბიოლოგიურად ყველაზე შესაფერისი წვილი ხდებიან.
-ანუ ის ჩემს აზრებს გაიგებს?
-შენს აზრებს გაიგებს, შენს ემოიციებს წაიკითხავს,შეეძლება შენი რომელიმე ემოცია გამოიწვიოს ან გააქროს, სიტყვის უთქმელად გიბრძანოს , რაღაც ფსიქოლოგიურად და შენ ამას გააკეთებ.რათქმაუნდა მის ემოციებს შენც იგრძნობ, მაგრამ ეს ვერაფერში დაგეხმარება.იმიტომ რომ მხოლოდ დომინანტს შეუძლია გონებრივ დონეზე მისთვის ბრძანებების მიღება.
-ამის დედაც!-ჩურჩულებს ჰარი- მადლობა რომ მითხარი და დამარწმუნე რომ ეს არ გავაკეთო!
-ჰარი, ჩემი საბმისივი წესით შენს ჯგუფში უნდა იყოს… შეგიძლია მითხრა, როდის ექნება გაყოფა?
-ვინაა?
-ზეინ მალიკი-ოხრავს ლუი და ძმის რეაქციას აკვირდება,რომელიც გაფითრებული შეჰყურებს და ბოლოსდაბოლოს როგორღაც ლუღლუღებს.
-მას უკვე ქონდა გაყოფა, 4 დღის წინ.

ჰარი ღუღლუღით ეუბნება რომ ზეინი უკვე გაიყო, რომ საბმისივია და რათქმაუნდა მას ეს არ გახარებია.ლუი არაფერს ამბობს უბრალოდ ჩუმად უსმენს და თავს უქნევს.
-ლუ, ახლა ტელეფონს წამართმევთ?-კითხულობს უეცრად ჰარი.
-რატომ უნდა წაგართვათ?-გაოცებულს ლამის ყავის ჭიქა უვარდება ხელიდან.
-საბმისივს ხომ ტელეფონის ქონა მხოლოდ იმ შემთხევაში შეუძლია, თუ ამის ნებას დომინანტი მისცემს?
-სანამ შენი დომინანტი წაგიყვანს მანამდე აქ მე ვარ, ნაილის შემთხვევაში შეცდომა დავუშვით მაგრამ შენს წაყვანის უფლებას არ მივცემ…
-ლუ, ალექსანდრას ვერ შეაჩერებ. თუ ჩემ თავს არ გაატანთ, პოლიციით მოვა თუ ასეც ვერ მოახერხა შემდეგ სასამართლოთი წაგართმევთ ჩემს თავს.
-ყველაფერს გავაკეთებ რომ რაც შეიძლება მეტი ხანი დარჩე ჩვენთან.
-შეუძლებელს ნუ დამპირდები , ლუ. ეს უფრო მტკივნეული იქნება.
სიჩუმე იწელება, ჰარი რომელიც ყოველთვის გემრიელად შეექცეოდა მარწყვის ჯემიან ტოსტს, უგემურად ჭამს და იმაზე ფიქრობს რა მოხდება შემდეგში.
-დედამ ან მამამ იცის?- უეცრად ხმას იღებს ჰარი და ლუის გამომცდელად ათვალიერებს.
-რა ?
-ის რომ შენი საბმისივი ბიჭია.
-არა, თუმცა ეს პრობლემა არც უნდა იყოს. როცა ის ამ სახლში მოვა, მაშინ გაიგებენ.
-მამას არ გაუხარდება.
-მათ არავინ ეკითხება და არც ჩემთვის და ზეინისთვის უკითხია ვინმეს რამე, როცა ჩვენს მაჯებზე ერთმანეთის სახელები ამოიშანთა.-ჰარი ლუის თეფშიდან კარტოფილის ნაჭერს იღებს და უცერემონიოდ, სანამ ლუი რამის თქმას მოასწრებს , პირში მიაქანებს.
-ცუდი ბიჭი - იცინის ლუი - ის რომ ჩვენ განებიურებდით, რადგან ყველაზე უმცროსი იყავი არ ნიშნავს რომ ამას შენი დომიანტიც გააკეთებს.
ჰარის ღიმილი სახეზე ახმება და ლუკმას ხმაურიანად ყლაპავს.
-სხვისი თეფშიდან უფრო გემრიელია და სანამ ეს მაინც შემიძლია დამოუკიდებლად , ამას გავაკეთებ.
-უბრალოდ ვიხუმრე….-უეცრად ორივე კარისკენ იხედება, გვერდითა ოთახიდან ლუის ტელეფონის ზარი ისმის, ლუი თვალებს ატრიალებს და დგება.
-ჰარი ვიცი რომ არ გშია და მადა არ გაქვს, მაგრამ უნდა ჭამო. ტელეფონზე ლაპარაკს რომ დავასრულებ, მინდა რომ რაც თეფშზე აქ ყველაფერი შეჭმული გქონდეს.
-ამას როგორც დომიანტი საბმისივს ისე მეუბნები? მიბრძანებ?!-კბილებში ცრავს ჰარი, გრძნობს როგორ ისადგურებს მთელს სხეულში სიბრაზე და ხელებს მუშტავს.
ლუი ოხრავს, მის ხელს ჰარის მუშტს ნაზად კიდებს და აშლევინებს.
-ამას როგორც უფროსი ძმა , ისე გეუბნები და თუ არ შეასრულებ მაშინ ისე დაისჯები როგორც შენ არ გიყვარს.
-ოღონდ ღუტუნი არა და შევჭამ-სიცილს ვერ იკავებს ჰარი, როცა ლუის თვალები ეშმაკურად უციმციმებს.
-ჭკვიანი ბიჭი- ლუიც სიცილით გადის სამზარეულოდან და ჰარისაც ღიმილი უქრება, ყველაფერი მალე შეიცვლება, ამ სახლიდან წასვლა მოუწევს და არც კი იცის რა მოელის შემდგომში. ლუის სახით აღარ ეყოლება ყველაფერში დამცველი და მფარველი, შეიძლება ალექსნადრამ ლუისთან ან საერთოდაც მთელს მის ოჯახთან აუკრძალოს ურთიერთობა, შეიძლება ვეღარც ლუი ნახოს… შეიძლება სკოლის გაგრძელების უფლება არ მისცენ ან სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში არ ჩააბარებინონ, ჰარი მხოლოდ ახლა ხვდება რომ მას მისივე სიცოცხლე აღარ ეკუთვნის, ის უბრალო სათამაშოა დომინანტის ხელში.
ჰარი საჭმელს ნაგავში ყრის და ზევიდან ჩიპსების რამდენიმე პაკეტს აყრის, რომ ლუიმ ვერაფერი შეამჩნიოს შემდეგ კი ყავას ასხმას და ჭიქში ცოტას ტოვებს, რომ ლუიმ იფიქროს რომ ცოტა კიდევ დარჩა დასალევი.
რაც თავი ახსოვს სულ ასე აკეთებს, როცა ლუი ჭამას თხოვს და მას მადა არ აქვს. ყველაფერი მაინც ნაილის წასვლით დაიწყო, მაშინ თითქოს ერთი დიდი ოჯახი გაიყო, ნაილი მათი ცხოვრებებიდან გაქრა, მაგრამ არა ფიქრებიდან. ხიდი ჩატყდა და მშობლები იქით მხარეს დარჩნენ, ხოლო თვითონ და ლუი მეორე მხარეს… მშობლები ყველანაირად ცდილობნენ ნაილის დაბრუნებას, მაგრამ სიმდიდრის მიუხედავად არაფერი გამოსდიოდათ, ხოლო ლუი და ჰარი ერთმანეთზე ზრუნვაზე და იმაზე ფიქრზე გადაერთვნენ, თუ ვინ გახდებოდა დომინანტი, ხოლო ვინ საბმისივი.
-რა სახე გაქ ! კარგად ხარ? - თვალები უფართოვდება როცა სამზარეულოში შემოსულ, შოკირებულ, გაფითრებულ ლუის ხედავს.
-იცი ვინ დარეკა?- დაბალი ხმით კითხულობს ლუი.
-ვინ?
-ლ...ლლიამმა! მას უნდა რომ ნაილმა რამდენიმე თვე აქ გაატაროს!
-ჰა?-ახლა ჰარი გაშტერდა და ლუის ისე შეხედა, თითქოს ეს უკანასკნელი უცხოპლანეტელი ყოფილიყო.
-ო , ღმერთო!! ეს რეალობააა- უეცრად აყვირდა და ყვირილით გაექანა კიბეებისკენ- დედაა! მამაა! ლიამმა დარეკა!! ნაილს უახლოეს აეროპორტში მოიყვანს რომ წამოვიყვანო!
სამწუხაროა, რომ ნაილს თვითონ ვერ ნახავს. თუმცა კი უხარია მისი დაბრუნება. მაშინ როცა ლუი და ნაილი სახლში დაბრუნდება, ის უკვე აქ აღარ იქნება. უახლოესი აეროპორტი ლონდონშია, ლონდონამდე კი 4 საათის სავალი გზაა მანქანით.
-ჰარი!-ოთახში მანქანის გასაღებით ლუი შემორბის და უეცრად იხუტებს- მისმინე, მე და შენ რომ ნაილს ვემალებოდით ის ოთახი გახსოვს?!
-ჩვენ ოთახებს შორის პატარა ოთახი რომაა, რომლის კარებიც ჩემი კარადიდანაა?
-ხო, იდიოტო-იცინის, მაგრამ რამდენიმე წამში სერიოზულდება- როცა შენი დომინანტი მოვა, შენ მაშინვე იმ ოთახში დაიმალე. თუ მის ბრძანებას გაიგებ, შენ გინდა ეს თუ არა მას დაემორჩილები. ოთახში კი ხმის იზოლაციაა.
-ლუი, დამალობანას თამაშს აზრი არ აქვს, ის მაინც წამიყვანს. დღეს თუ არა ხვალ, ან შემდეგ კვირაში… მე გავაცნობიერე რომ ამას აზრი არ აქვს, ამას შენც უნდა მიხვდე!
-ჰარი, დამპირდი რომ როცა დედა გეტყვის აუცილებლად იმ ოთახში დაიმალები.
-აზრი არ აქვს!
-დამპირდი!-დაიყვირა ლუიმ და ძლიერად შეანჯღრია ძმა .
-გპირდები-ამოიჩურჩულა ჰარიმ- მაგრამ აზრი არ აქვს.
-თუ წაგიყვანა გპირდები რომ უკან წამოგიყვან, გესმის?! მასთან არ დაგტოვებ.
-ლუ შენ ამას ვერ შეძლებ. გეყოფა- მის ხელებს იშორებს ჰარი და თვითონაც ყვირის, თვალებიდან ცრემლები მოსდის და გაბრაზებული შეჰყურებს ძმას- ნუ მომცემ დაპირებებს, რომელბსაც ვერ შეასრულებ!!!
ლუი წამით შეშდება, შემდეგ უკან იხევს და სანამ სამზარეულოდან გადის ჰარის მიმართავს.
-ყოველთვის ვიცოდი , რომ საჭმელს ყრიდი მაგრამ ამას არასდროს ვიმჩნევდი. არ მინდოდა რომ რამე გწყენოდა , ხოლო რაც შეეხება დაპირებებს, მე ჩემ დაპირებებს შევასრულებ. ყველაფრის ფასად.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ici. Ra mainteresebs es motxroba rogor ganvitardeba movlenebi. Ra moxdeba ase rom gelodebi xolme xshirxshirad dade xolmera

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა... აუცილებლად მიიყვანე ბოლომდე, მხოლოდ ერთს გთხოვ ასე ნუ აგვიანებ.

 


№3 სტუმარი mimikoo

cota mal-male dade
dzalian magariaa

 


№4 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

დამაინტრიგე ხომ იცი? ძალიან მაინტერესებს რა მოხდება.თან ერთმანეტის ძმები რომ შეხვდათ დომინანტებს laughing
--------------------
ლანა

 


№6  offline მოდერი ენემი

მეც დამაინტერესე :D ისე კიდევ კარგი ასეტი რამ არ არსებობს სინამდვილეშიც joy

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent