შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეთორმეტე თავი)
იმედია მოგეწონებათ ეს თავი ,საყვარლებო და კარგებო. ------------------------------------------------------------------------ -ემილია გაიღვიძე მალე წავალთ.-გაჰკიოდა დილაუთენია მარიამი -ვდგები გოგო. რა გაყვირებს?-მთქნარებით წამოიზლაზნა ემილია-რომ არ წამოვიდე რა იქნება? მამა და ნინი მარტო როგორ დავტოვო? -აუუ კიდევ დაიწყო. მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ გუშინ. ადექი და გაემზადე თორემ დავუძახებ მამაშენს და ის გასწავლის ჭკუას -კაი ხო.-ემილიაც ადგა და მალევე გაემზადა. მაღალ წელიანი მოკლე შორტი და ტოპი ეცვა კეტებზე. 9 საათისთვის აჩიმ და ნიკამაც მოაკითხეს . ემილია და მარიამი დაემშვიდობნენ გიას და ნინის და ჩაუყვნენ კიბეებს. აჩიც და ნიკაც მანქანაზე მიყუდებულები უცდიდნენ -როგორც იქნა. ცოტაც და ფესვებს გავიდგამდი-დაიწუწუნა აჩიმ -თუ ლოდინი გეზარებოდა წასულიყავი-უკბინა ემილიამ -ჩემი სიხარული როგორ მომენატრე-ხელში აიტაცა ნიკამ მარიამი -მეც გიჟო-ლოყაზე აკოცა მარიამმა -უფრო მოკლე შორტი ვერ ჩაიცვი?-აათვალიერა აჩიმ ემილია -შენი საქმე არაა რას ჩავიცვამ-გაუღიმა და თვალი ჩაუკრა ბიჭს რაზეც აჩი დაიბნა და ნიკას რომ არ გამოეფხიზლებინა მანქანაში ჩაჯდომა დაავიწყდებოდა. ცოტახნის შემდეგ უკვე გრიგოლეთში იყვნენ და დაიწყეს გეგმის შედგენა თუ როგორ უნდა დაესვენათ. -წამოდით ზღვაში ჩავიდეთ-გამოთქვა ნიკამ სურვილი -ხოო წამოდით. გავრგრილდებით-დაეთანხმა მარიამი-წამოდი ემილია საცურაო კოსტიუმები ჩავიცვათ,თქვენც წადით და გამოიცვალეთ ბიჭებო და აქ შევხვდეთ-მიუთითა მარიამმა ნომერთან მდგარ მაგიდაზე -კარგი მიდით -აუ მარი მე არ წამოვალ რა -რატომ? -ხომ იცი რომ კოსტიუმს ვერ ვიცვამ. კომპლექსი მაქვს -რისი კომპლექსი გაქვს? მაგ გრძელი და ლამაზი ფეხების თუ პრესის-გაკვირვებულმა ამოილაპარაკა-ესეთი ტანი რომ მქონდეს სულ შიშველი ვივლიდი -არც შენ ხარ მარიამ ნაკლები. ისეთი ფიგურა გაქვს ნებისმიერს შეშურდებოდა. მე ვერ წამოვალ. -არ გამაგონო მეორედ ეგ აეთრიე დროზე და ჩაიცვი ,რომ გეუბნები -აუ მარიამ -მიდი ეხლა დროზე -ჰო კარგი-თვალები ნერვიულად აატრიალა და საწოლზე ჩამოჯდა.ისეთი იყო ამ კოსტიუმში თვალს ვერ მოწყვეტდით ,ულამაზესი. აჩიმ მის დანახვაზე მეტყველების უნარი დაკარგა. -წამოდით ვიბანაოთ -მე აქ ვიქნები-ამოილაპარაკა ემილიამ -რატომ? წამოდი-მისი დარწმუნება სცადა აჩიმ -არ მინდა თქვენ წადით -კარგი მაშინ.-თქვეს და შეცვივდნენ წყალში. ემილია კი შეზლონგზე იწვა და რუჯს იღებდა ,როდესაც ვიღაც ახალგაზრდა ,სიმპათიური ბიჭი მიუახლოვდა და მის გვრდზე ჩამოჯდა .ეს ყველაფერი არც აჩის გამოჰპარვია და მაშინვე მათკენ დაიძრა -უკაცრავად ეს ჩემი ადგილია-ააგდო ბიჭი -კარგი მაშინ აქეთა მხარეს დავჯდები-მეორე მხარეს გადაინაცვლა ბიჭმა და ახლა აქედან დაუწყო ემილიას საუბარი -ესეც ჩემი ადგილია და საერთოდ ამ გოგოს ირგვლივს ყველა ადგილი ჩემია-იქიდანაც ააგდო აჩიმ -ვერ ხარ ძმაო? რას აკეთებ? -ეს გოგო ჩემთანაა რა ვერ გაიგე? -ეგრე გეთქვა მერე-თავი გადაიქნია და წავიდა -შენთან ვარ?-გაიკვირვა ემილიამ -არ მინდოდა შეეწუხებინე და იმიტომ ვუთხარი -იქნებ არ მაწუხებდა? -არ გაწუხებდა? -არა .ძალიან საყვარელი და სიმპატიური ბიჭია-ღიმილით გადაულაპარაკა ემილიამ აჩის -ესეიგი არ გაწუხებდა არა?-უთხრა და ხელში აიტაცა და ზღვისკენ გააქანა -აჩი დამსვი არა ,არ ჩამაგდო მეე ცურვა...-სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო როცა უკვე წყალში აღმოჩნდა და აჩი კი იქ იდგა და ღიმილიანი სახით უყურებდა. -დებილო არ იცის ცურვა, ამოიყვანე!-მოესმა მარიამის ხმა და როდესაც ემილიას ფართხალს მოჰკრა თვალი მაშნვე წყალშ გადაეშვა და სასწრაფოდ ამოიყვანა წყლიდან და გონება დაკარგულს ხელოვნური სუნთქვაც ჩაუტარა. როგორც იქნა მოვიდა გონს ემილიაც -იდიოტო ,კინაღამ მომკალი-მუშტი ჩაარტყა მხარში -მაპატიე ძალიან გთხოვ არ ვიცოდი ცურვა თუ არ იცოდი -საიდან გეცოდინებოდა თქმა არ დამაცადე მაშინვე წყალშ გადამაგდე. -ბოდიში რა ,მაპატიე კარგი? -შემეშვი-ხელი ჰკრა და ოთახისკენ გაემართა. მალე მოსაღამოვდა კიდევაც და ბავშვები გარეთ მზის ჩასვლას უყურებდნენ. -მოდი რამე ვითამაშოთ-წარმოთქვა იდეა ნიკამ -რაა?-ინტერესიანი მზერა მიაპყრო მარიამმა -ბანქო -და წაგებულმა რა უნდა გააკეთოს?-იკითხა ემილიამ -ეგ მოგებულმა გადაწყვიტოს-განაცხადა ნიკამ -კარგი და თამაშიც დაიწყო. თავიდან გოგონების წყვილი იგებდა თუმცა შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და ბიჭებმა სძლიეს და გამარჯვებაც მოიპოვეს -აბა რა გავკეთოთ? -რა და მარიამ შენ მერე მოგიფიქრებ რამეს და შენ ემილია ნებისმიერ გამვლელ ბიჭთან უნდა მიხვიდე და აკოცო -აკოცოს-აჩიმ სიცილი ვერ შეიკავა და მარიამიც აჰყვა -ხო უნდა აკოცოს -არ არსებობს მაგან ეს გააკეთოს. სხვა რამე უთხარი-სიცილს არ წყვეტდნენ აჩი და მარიამი -ემილია მართლაც არ აპირებდა მაგრამ ამათი შემხედვარე გადაიფიქრა-ვითომ რატომ არ ვაკოცებ?-წამოდგა და სანაპიროდან მომსვლელი ბიჭისკენ გაემართა,ამის დანახვაზე კი აჩიმ სახე უცებ დაასერიოზულა -არ არსებობს ემილია-დაედევნა უკან და მხარში ხელი წაავლო-ამას არ გააკეთებ -ვითომ რატომ? -იმიტომ რომ ნებას არ გაძლევ უცნობ ბიჭს აკოცო -შენ ვინ გეკითხება მე რას გავაკეთებ და რას არა. მომბეზრდა შენი გამოხტომები .ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში მე არ...-საუბარი ,უფროსწორად ჩხუბი არ ჰქონდა დამთავრებული როდესაც აჩიმ მისი გაჩუმების ხერხს მიაგნო და ტუჩებზე ხარბად დაეწაფა. მკერდზე აიკრო და მონდომებულად კოცნიდა ,ემილიაც აჰყვა მაგრამ მალევე მოვიდა გონს და ძლივს მოიშორა .ბავშვები ამ ყველაფერს გაოცებულები უყურებდნენ და ელოდნენ ემილიას ქმედებას რომელმაც არც აცია არც აცხელა და გაულაწუნა სახეში აჩის. -ვინ მოგცა უფლება ?-გამწარებული გაჰყვიროდა ემილია -რა მოხდა? შენ თავადაც ამყევი კოცნაში? არ მოგეწონა-ტუჩზე ხელი გადაისვა და ემილიას თვალი ჩაუკრა. ემილიამაც მოირგო ახალი როლი და აჩის ყურში ჩასჩურჩულა -აჩი, სიმართლე გითხრა ძალიანაც მომეწონა და დიდი სიამოვნებითაც გავიმეორებდი კიდევ-ამ სიტყვების გამგონე აჩის ღიმილი სახეზე შეახმა და გაშტერებული უსმენდა, როცა გონს მოვიდა ემილია იქ აღარ იყო . ღამით წვეულებაზე გადაწყვიტეს გართობა ბავშვებმა. აჩის ნაცნობიც შეხვდა. -აჩი, საყვარელო როგორ ხარ?-გაისმა უსიამოვნო ხმა და აჩიც მისკენ მიბრუნდა -ვაა ლიკამ კარგად შენ როგორ ხარ?-გადაეხვია აჩიც -მომენატრე საყვარელო-კისერზე ჩამოეკიდა ლიკა აჩის .ამ ყველაფრის შემხედვარე ემილიამ კისერზე ხელი უსიამოვნოდ მოისვა და გამომეტყველება შეეცვალა -როგორ წიკვინებს -ამოილაპარაკა და მარიამის და ნიკას სიცილი გამოიწვია -შენს მეგობრებს არ გამაცნობ?-იკითხა ლიკამ და მათკენ დაიძრა -გაიცანი ეს მარიამია, ეს ნიკა-ხელი ჩამოართვა მათ და ახლა ემილიას მიუბრუნდა-ეს კი ემილიაა -ემილიამ ხელი არ ჩამოართვა ,მხოლოდ ნაძალადევად გაუღიმა და ბარისკენ დაიძრა -რამე სპირტიანი სასმელი გამიკეთე რა-მიმართა ბარმენს -კარგი ახლავე-ორი ჭიქის დალევის შემდეგ ემილია ხასიათზეც მოვიდა და როდესაც დაინახა აჩი და მის გვრდზე მჯდა ლიკა, რომელიც უმისამართოდს დააცურებდა აჩის სხეულზე ხელებს , სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა. აიღო კოქტეილით სავსე ჭიქა და ლიკას თავზე გადაასხა და ეს ქმედება წაბარბაცებას დააბრალა. -უი უკაცრავად არ მინდოდა . შემთხვევით მომივიდა-ღიმილით ეუბნებოდა ემილია კივილით მიმსვლელ ლიკას. ბავშვებს სიცილი აუტყდათ. -რა იყო ახლა ეს ემილია?-სიცილს ვერ იკავებდა აჩიც -არაფერი შემთხვევით მომივიდა-თავის არიდების მიზნით გარეთ გავიდა და აჩიც უკან გაჰყვა -რამდენი დალიე? -სულ რაღაც ორი ჭიქა -და ასე დათვერი?მეეჭვება შენი ეხლანდელი საქციელი შემთხვევითობა ყოფილიყოს -კარგი არ იყო შემთხვევითობა და იცი რატომ? -რატომ? -იმიტომ რომ ვიეჭვიანე თან ძალიან ვიეჭვიანე .ვერ ავიტანე ის გოგო შენს გვერდით-გაუაზრებლად წამოროშა ემილიამ -რაა? ანუ მაგით რისი თქმა გინდა? -რისი თქმა მინდა? არაფრის. უბრალოდ ვერ ავიტანე შენს გვერდით -რატომ? მაგას მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს -არ აქვს -კარგი თუ მიზეზი არ აქვს მაშინ მე გავყვები ლიკას და მასთან დავრჩები ის მაინც მეტყვის იმას რისი გაგონებაც მინდა -რაა? სად წახვალ? -ლიკასთან-წასასვლელად მოემზადა როდესაც ემილია ხელში წვდა და კედელზე ააკრა -მომისმინე ბიჭო ახლა კარგად რადგან ამას ჩემგან დიდი ხანი ვეღარ მოისმენ. არსადაც არ წახვალ იმიტომ, რომ უფლებას არ მოგცემ-უთხრა და მის ტუჩებს მოწყურებულივით დაეწაფა. ძლივს შეიკავა თავი ემილიამ და როგორც იქნა ყველაზე ტკბილ ტუჩებთან განშორება შეძლო და აჩის ამოსუნთქვის საშუალება მისცა -ეს რა იყო? -გულ აჩქარებული ეკითებოდა ემილიას -კოცნა -აჩის მსგავსად მანაც ტუჩზე ხელი მოისვა და აჩის ღიმილიანი სახით გადაულაპარაკა-არ მოგეწონა? -მომეწონა, ძალიან მომეწონა-უთხრა და საყვარელი არსება გულში ჩაიკრა-მიყვარხარ ემილია , ძალიან მიყვარხარ-ემილია კი მხოლოდ აჩქარებულად სუნთქავდა და აჩის მკლავებში გატრუნულიყო. -გეძინება შენ მგონი. -კი ძალიან-მოთენთილი ემილია აჩიმ ხელში აიტაცა და ოთახში შეიყვანა და თავადაც გვერდით მიუწვა და დაეძინათ ორივეს, ერთმანეთში ახლართულებს. -სად წავიდნენ?-იკითხა დაბნეულმა მარიამმა -გაიპარნენ ალბათ-სიცილნარევი ხმით უთხრა და საყვარელ ადამიანთან ხელჩაკიდებული გამოვიდა ბარიდან -წავედი მე მეძინება -კაი .მიგაცილებ-ოთახში მისულებმა ფანჯრიდან დაინახეს მძინარეები -ამათ შეხედე რა . მთვრალ ემილიას როგორ არის აჩი ჩახუტებული -ისიც კაი აჩი ფხიზელია ,თორემ მთვრალებს ჭკუა არ მოეკითხებათ -ხოო -წამო მარიამ ჩემს ოთახში დავიძინოთ -დასაძინებლად წამოვალ და სხვა რაღაცას ვერ ეღირსები-გაუღიმა და გაჰყვა -ოხ შენ ვინ ხარ ვინც არ გიცნობ -აბა რა გეგონა? -რაფერი ჩემო ლამაზო, არაფერი-ხელში აიტაცა ნიკამ მარიამი და ოთახში შევიდნენ და მათაც ერთმანეთზე ჩახუტებულებს დაეძინათ. გამთენიისას ემილიას პირველს გაეღვიძა და დიდი წვალება დასჭირდა აჩის მკლავებიდან რომ დაეხსნა თავი,მაგრამ ეს არც უნდოდა .უყურებდა და შავი თმები შუბლიდან გადაუყარა . უბრალოდ უყურებდა და ტკბებოდა. აჩისაც გამოეღვიძა და ემილიას მზერას თვალები გაუსწორა ,რაზეც ემილიამ თავი დახარა და გაწითლდა -ემილია, ლამაზო უკვე გაიღვიძე-თბილი და სასიამოვნო ტონით ჰკითხა და სახეზე მოეფერა -ხო როგორც ხედავ-უცბად წამოდგა და ჩვეული მდგომარეობა დაიკავა -გუშინდელი ამბები გახსოვს?-ზურგიდან მიეხუტა აჩი -კი სამწუხაროდ-თავი დახარა ემილიამ -სამწუხაროდ რატომ?მე ძალიან მომეწონა შენი კოცნა-მომხიბვლელად გაუღიმა და თავი ააწევინა -აჩი ..არ ვიცი რა გითხრა -რასაც გრძნობ ის მითხარი ემილია. მითხარი -არ ვიცი როგორ გითხრა -ვიცი რომ გეშინია,მაგრამ მენდე მე და შენ თავიდან ვისწავლით სიყვარულს-უთხარა და მის ქვედა ტუჩს ნაზად შეეხო-მე შენ ძალიან მიყვარხარ ემილია და აღარ შემიძლია გუშინდელის მერე ამის დამალვა.-გაუღიმა და გულში ჩაიკრა -აჩი.. მე.. მეც მიყვარხარ-ძლივს ამოილუღლუღა და ხელები მჭიდროს მოჰხვია აჩის წელზე. -ჩემო სიხარულო, რომ იცოდე ამის გაგონება როგორ მიხარია. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს. ძალიან მიყვარხარ-უთხრა და შუბლზე ცხელი კოცნის ნაკვალევი დაუტოვა -მეც მიყვარხარ-როგორც იქნა გაბედულად თქვა და აჩის თვალები გაუსწორა .მან კი თავი ვეღარ შეიკავა და ნანატრ ტუჩებს კიდე ერთხელ დაეწაფა. თუმცა ვინ აცლის ნეტარებას.კარზე მარიამ გაუჩერებლად აკაკუნებს -რა მოხდა ? მშვიდობაა?-კარი გააღო აჩიმ და მარიამს და ნიკას შეუღვირა -გამოდით აწი ოთახიდან 2 საათი ხდება.გვეგონა რამე დაგემართათ.-სიცილით ამოილაპარაკა ნიკამ და გაბრაზებული აჩის დანახვისას უკან დაიხია -ახლავე გამოვალთ. ესენი ხომ კაცს არაფერს დააცდიან რა-ერთი ჩაიბურტყუნა აჩიმ და უკან შებრუნდა-წამოდი ჩემო სიხარულო გავიდეთ ,თორემ ესენი არ დაგვაცდიან ჩვენ ბედნიერებას-სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა ემილიას და ხელი ჩაჰკიდა. -რა მოხდა? -რას გულისხმობ? -ხელები გაქვთ ჩაკიდებული. თქვენ რა.. -ხო ერთად ვართ-სიხარულით ამოილაპარაკა აჩიმ და დამორცხვებულ ემილიას ღიმილით გადახედა. -ღმერთო ჩემო, ნუთუ მესიზმრება. რამე ჩაგიყარეს გუშინ იმ სასმელში?-სიცილით გადაულაპარაკა ნიკამ აჩის -მოგხვდება შენ და მერე შენ გახდები დასახმარებელი-ღიმილის მოუშორებლად უთხრა აჩიმ -კაი ხო ვხუმრობ რა იყო. -ესეიგი გვეღირსა რა. რადგან თქვენ ერთმანეთს გამოუტყდით გრძნობებში რაღა მომკლავს-მარიამის ნათქვამზე ყველას გაეცინა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.