ფერები?! ...15...
ნელ-ნელა წამომაყენა და კაბინეტში დამაბრუნა. საერთოდ არაფერს მეკითხებოდა, უთქმელად, ჩუმად აკეთებდა ყველაფერს და მე მტკიოდა... თავი გაბრუებული მქონდა და არვიცოდი რა გამეკეთებინა. ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია მისი მოშორება, მე ვიყავი ორსულად, მიუხედავად იმის, რომ არ მინდოდა. მეყოლებოდა პატარა ანგელოზი, რომელიც მისი ნაწილი იქნებოდა და ეს ყველაზე მეტად მწიწკნიდა გულს. იმ ღამემ ყველაზე შავი ფურცელი დამიწერა, ჩემი ცხოვრების დღიურში, შავი ფურცელი, რომელსაც მეორე მხარეს იმაზე თეთრი, პატარა და ნათელი წერტილები ქონდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. ამ პატარა წერტილმა გამაძლიერა და მივხვდი, რომ მე ჩემი პატარას იმედი, რწმენა და თავშესაფარი ვიყავი, არ შემეძლო ამ გრძნობების გარეშე დამეტოვებინა, თავი მაღლა ავწიე და ალექსის ნაღვლიან, ამღვრეულ მზერას წავაწყდი, კიდევ ერთხელ ძლიერად მეტკინა ჩემი მომავალი მის გარეშე, ყველაფერს მივცემდი რომ ჩემ გულს მიღმა, მის ნაწილს ეძგერა და ეცოცხლა, თანახმა ვიყავი თუნდაც ალექსის გარეშე ვყოფილიყავით მაგრამ... ჩვენ ვიქნებოდით ერთად, ჩემი იმედის გარეშე. -იზი...-მკრთალი ხმით დამიძახა და მეც მზერა დავიწმინდე- " შენ გავხარ წყლის წვეთს, უდაბნოში... ნუ წახვალ ზღვისკენ" -მითხრა და ოდნავ შესამჩნევად, სევდიანად გამიღიმა. ღრმად ამოვიოხრე, მასთან ახლოს მივედი და ძლიერად ჩავეხუტე -მე...იცი ალექს... ზღაპრის გმირი რომ ვიყო ალბათ ჩემს ტკივილს დავხევდი... მაგრამ მე არ ვარ მარტო... აქამდე შენ მყავდი, მაგრამ მე ვიყავი ბრმა... ახლა კი ვეღარ დავბრმავდები... ვეღარ დავკარგავ იმ ახალგაჩენილ იმედს, რომლის მსგავსი, უკვე ხელიდან მეცლები... გმადლობ-აცრემლებულმა ძლივს ვუთხარი და კარისკენ შევბრუნდი -იზი... მე არ გეცლები! -მტკიცე ტონი დაიბრუნა და მეც ბოლოჯერ შევხედე მის სახეს. ვეცადე დამმახსოვრებოდა, მაგრამ როგორ დავიმახსოვრებდი, ჩემს გვერდით მდგომიც კი მენატრებოდა ხოლმე. თავი ოდნავ დავხარე და წამოვედი... წამოვედით ორნი... ფეხით მივდიოდი და ვფიქრობდი, იცით რაზე? ნიკა იმსახურებდა ჩემი შვილის მამობას? პასუხი არვიცოდი მაგრამ ის ზუსტად ვიცოდი რომ ვერაფერს გაიგებდა, ჩემი ჯერ არდაბადებული პატარა, მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო. იმ ღამეს, ორივეს უპასუხისმგებლო და დაუკვირვებელი საქციელის გამო, ვალდებული ვიყავი შედეგზე მეზრუნა. . . მხოლოდ მე. . . ისევ წარსულს ვიხსენებ და ვცდილობ წარმოვიდგინო რას მეტყოდა დედა... რა რეაქცია ექნებოდა მამას. აღარ მინდა ვიტირო, აღარ მინდა მეგობრად ცრემლები მყავდეს, თბილი მაგრამ მლაშე, გამოუსადეგარი ცრემლები... რას ეტყოდნენ შვილს რომელსაც საუკეთესო ბავშობა არგუნეს, ნათლად ვხედავ იმ პატარა იზის, სახლის ეზოში რომ დარბოდა და ტიტინებდა, ყოველწელს, დაბადების დღეს მოუთმენლად რომ ელოდა და დედიკოს გარშემო ალბათ იმდენ წრეს ურტყავდა ხტუნვა-ხტუნვით, სანამ თავბრუს ხვევას არ იგრძნობდა. ის პატარა ბავშვი მენატრება, დედიკოს გამომცხვარ ნამცხვარს აციმციმებული თვალებით რომ უყურებდა და დედა საფიცრად ყავდა... პირი გავაღე რომ ჰაერის ნაკადი ფილტვებში შემეშვა, საოცარია მაგრამ იმ ნამცხვრის სიტკბო ვიგრძენი. თვალები ცრემლებით ამევსო მაგრამ ტირილი არ მინდოდა, თუმცა გული მიმძიმდებოდა მონატრებისგან. ვერც გავიაზრე ისე დავადექი სასაფლაოს გზას, მათ საფლავთან ჩამოვჯექი და ავტირდი. მინდოდა ისევ პატარა ვყოფილიყავი, ლაღი და უდარდელი ბავშობით. მამას აწყლიანებული, აციმციმებული თვალები გამახსენდა, საჩუქარის გახსნის მოლოდინში რომ შემომყურებდა, ჩემს რეაქციას ამოწმებდა და ხარობდა. რამდენჯერ შემიმჩნევია, დედიკო, ანთებული სანთლით ხატებთან მოჩურჩულე... მინდა რომ ისევ მათი პატარა მერქვას, მინდა ისევ ის იზი ვიყო. მინდა ისევ მშობლებისეული ცის კამარა მქონდეს, მე კი, მათ ერთადერთ დიდ ვარსკვლავს, თავზე დამყურებდნენ. ჩემი ოჯახური ცა მინდა. მიუხედავად იმის, რომ დედ-მამას კარგად ვიცნობდი, მაინც ვერ მივხვდი, ვერ წარმოვიდგინე რას მეტყოდნენ, რას მირჩევდნენ. ცრემლები მოვიწმინდე, თავს ძალა დავატანე და მარჯვენა ხელი მუცელზე მივიდე, ჯერ ვერ ვგრძნობდი მაგრამ ის მგრძნობდა, ჩემით იწყებდა არსებობას და ამაში ხელი მე როგორ შემეშალა.სრულიად მარტო აღმოვჩნდი, მარტო,შეძლებისდაგვარად შინაგანი ენერგიით გაძლიერებული მაგრამ ამავე დროს, ყველაზე დიდი სუსტი წერტილით. ბავშვის გარეშე ხომ ყველაფერი უფრო კარგად იქნებოდა, ვივლიდი სასწავლებელში, გრძნობებშიც გავერკვეოდი და მშვიდი გონებითაც გავნსჯიდი. დავივიწყებდი იმ ღამეს და ალბათ უდარდელად გავაგრძელებდი ცხოვრებას. ჩემი თავი ჩემივე ფიქრებში გამოვიჭირე. მე მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობდი და არ ვფიქრობდი იმ უსუსურ არსებაზე, რომელიც ჩემით იწყებდა სიცოცხლეს. გადავწვყვიტე ტაძარში მივსულიყავი, ჩემთვის შვების ადგილს ვეძებდი და ვიპოვე კიდეც, მაგრამ მოძღვართან დალაპარაკებას მაინც ვერ ვბედავდი, რა მეთქვა, ან როგორ... ჩემი შეცდომის მრცხვენოდა. ტაძრის კუთხეში, სკამზე ჩამოვჯექი, ხელები კალთაზე დავიკრიფე, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, რა უნდა მეთხოვა? რომ "შემთხვევითი" ნაყოფი აერიდებინა? ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ამიტომ ვერ გავბედე, სიტყვა ვერ ვთქვი. ცრემლები მახჩობდა, ყელში მეჩხირებოდა და სუნთქვას მიშლიდა. თავი დავხარე და ჩუმი ტირილი დავიწყე. ვტიროდი ჩემ ცხოვრებას, დედას, მამას, იმ ბრმა გოგოსაც ვტიროდი, ყველაზე დიდი სისულელე რომ ჩაიდინა და ყველაზე მტანჯველს...ალექს ვტიროდი... ვერ დავინახე როდის მომიახლოვდა შავ ანაფორით შემოსილი, გვერდით დამიჯდა და მზრუნველი თვალებით შემომხედა -რა გაგჭირვებია შვილო?-საოცარი სითბოთი აღსავსე ხმით მითხრა, მე კი ისე მივამგვანე მშობელ მამას, რომ გული მეტკინა, მინდოდა ჩამხუტებოდა და ვენუგეშებიე, მამობრივი მზრუნველი ტონით ეთქვა კიდევ რამე. თვალებში შევხედე და ისევ თავი დავხარე -თუ განსაცდელი გაქვს და მაგაზე დარდობ, ნუ გეშინია, უფალი თან გაძლიერებს. თავის შვილს მარტო არ დაგტოვებს- თავზე გადამისვა ხელი. მე კი ინსტიქტურად მუცელზე მივიდე ჩემი მარჯვენა.როგორც ჩანს შეუმჩნეველი არ დარჩენია, ოდნავ გაიღიმა და დაამატა-შვილო, შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ ერთს მეორე არ უნდა დავუმატოთ. დედობა შეცდომით გამოწვეული შედეგი არაა, არც ის შეიძლება, მას სასჯელი უწოდო. დედობა ღვთისგან ბოძებული მადლია და უნდა მიიღო, არ აქვს მნიშვნელობა მერამდენე იქნება, ერთი მადლი მეორეს არ ცვლის. შვიდია ცოდვა მაგრამ მასში, შვიდი მადლია...-კიდევ ერთხელ გადამისვა თავზე ხელი და გამცილდა. უთქმელად მიმიხვდა რა მაწუხებდა და "უთქმელად" მაპოვნინა პასუხიც. მე ვიყავი ერთი, მაგრამ ორსული, მე აღარ ვიქნებოდი მარტო, მე მეყოლებოდა ერთი მაგრამ ყველა და ყველაფერი მასთან ერთად. გული დამიმშვიდდა,ცრემლებიც მოვიწმინდე, სანთელი ავანთე და სახლის გზასაც დავადექი... ხო აი ასე, ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა, ვიცოდი საკმაოდ რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება, არ იყო ადვილი სიტუაციასთან შეგუება, სამსახურის პოვნა და ღიმილიც, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე შევეჩვიე ტირილს, უკვე ღიმილის დრო იყო. მე აღარ ვიტირებდი... მე ვიქნებოდი იმაზე ძლიერი, ვიდრე აქამდე... მე ვიქნებოდი იმაზე მეტად იმედით და რწმენით,ვიდრე ადრე... მე ვიქნებოდი მე და არა წარსულის იზი... არ დამავიწყდება ლელას რეაქცია, ჯერ სავსე, გაფართოებული თვალებით რომ იყურებოდა, თითქოს ხუმრობა ეგონა ან კარგად ვერ გაიაზრაო. შემდეგ? შემდეგ კი თავისთავად დაიყვირა -იზიიი.... ჩემი ნათლული დაიბადება...ჩემი ლიზიიი!-თვალებიდანაც კი სიხარულს და სიყვარულს აფრქვევდა. ხო აი ასე, ლელამ დაარქვა ჩემ პატარა თოჯინას ლიზი, მიუხედავად იმის, რომ არ იცოდა ბიჭი იყო თუ გოგო. მაგრამ გაამართლა, მართალი გამოდგა... ერთი კვირის განმავლობაში ვცდილობდი ალექსის ფიქრებს გავქცეოდი. როცა ვფიქრობდი რომ თითქოს გამომივიდა, სწორედ მაშინ მახსენებდა გული და გონება. ერთი კვირის განმავლობაში ჩემ თავს და იმ ღამეს ვწყევლიდი, სასაცილოა არა? ნიკა არც კი გამხსენებია. არა და ის ღამე ნაწილობრივ მისი ბრალიც ხომ იყო. ერთი კვირა ვფიქრობდი, ჩემს მომავალ დედობაზე და ჯერ არ დაბადებულ შვილზე. -იზი არ გადამრიო... რატომ ფუქრობ მასე ბევრს? წარმოიდგინე შენისთანა მეორე ცალი, ოღონდ მინი ვერსია-საოცრად მინდოდა მეც ლელას პოზიტივი. მინდოდა რომ მეც ესე აუღელვებლად მეთქვა ჩემს პაწაწინა არსებაზე "კი" მაგრამ არ გამომდიოდა. არც უარყოფა მიცდია, ის ჩემში იყო, ჩემთან... ჩემით სუნთქავდა... ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მეორე პატარა არსებასთან ერთად, გავუმკლავდებოდი? ალბათ კი. ჩემიი თავისთვის იმედი ჯერ მე უნდა მიმეცა. ორშაბათს დილით გადავწყვიტე ექიმთან მივსულიყავი. ინტერნეტში ძრომიალის და გაკითხვა გამოკითხვის შემდეგ, ავირჩიე ექიმიც და წავედი... მისაღებში რიგის ნომერი ავიღე და ჩემს რიგს დაველოდე. რამდენიმე ორსული გოგონა იდგა, ჩემთან ერთად. მათ ოდნავ წამოზრდილ მუცლის დანახვისას,სოთბო ჩამეღვარა გულში. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ვათვალიერებდი თითოეულს. მალე ვიგრძენი ჩანთაში ტელეფონის ხმა, ძლივს მოვიძიე, უდიერად ჩაგდებული და ეკრანს დავხედე... არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი, საშინლად მომინდა მონატრებული ხმის გაგება, გულის აჩქარებაც ვიგრძენი, ჯერ რამდენიმე დარტყმის გამოტევება მერე კი, გაორმაგებული ძალით ფეთქვა. ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე.გავუთიშე... ხმა გამოვურთე და ისევ ჩანთაში ჩავაგდე. არვიცი რდენი ხანი ვიყავი რიგის მოლოდინში. 15 წუთი? ან იქნებ ნახევარი საათიც? არვიცი... ექიმის კაბინეტის კარი შევაღე და მივესალმე. მორიდებით დავიკავე ადგილი მის წინ და ვეცადე ნერვიულობა არ შემტყობოდა. -აბა, რა გქვია ჩემო გოგო? -დედობრივი მზრუნველობით გამიღიმა ისე, რომ ამ პატარა კითხვით, უნებლიე სითბო ვიგრძენი მის მიმართ. -მე იზი ვარ... 19 წლის.... -სასიამოვნოა იზი. მე ლიკა მქვია.ახლა კი მითხარი რამდენი კვირის ხარ? -მე... არვიცი...-თვალები დაბლა დავხარე -კარგი მაგას გავარკვევთ, მოდი ანალიზები გავიკეთოთ და მერე ეხოც გადავიღოთ ვადის დასადგენად.-ენერგიულად ჩამომირაკრაკა და ბოლოს ფრთხილად ჩაილაპარაკა -იზი ვატყობ ნერვიულობ. რატომ? ასეთ დროს კარგია მეუღლესთან ერთად თუ მოხვალ-წამით გაჩერდა, ალბათ ჩემ სახეზე ამოიკითხა რაღაც, მერე ოდნავ უხერხულად გაიღიმა და დაამატა-არაუშავს. მოდი სისხლი ჩავაბაროთ და...-სიტყვა კარზე კაკუნმა გააწყვეტინა და გაღებული კარისკენ ორივემ ერთად მივიხედეთ... თითქოს გავიყინე... ადგილს მივეყინე თან ისე რომ მზერაც გამიშეშდა. მარტო გული ვერ გავაჩერე, მხოლოდ მას უნდოდა ყვირილით გადაეცა სისხლის ნაკადი ორგანიზმისთვის. -შეიძლება?-თავაზიანად იკითხა ოდნავ ბოხი ხმით -რა გნებავთ?-ღიმილით მიმართა ლიკამ. დავიბენი... თავში უამრავი კითხვა მიტრიალებდა, პასუხი კი არცერთი... მთელი სხეულით გავცხელდი ისე,რომ წეღანდელი სიცივე აღარც მახსოვდა. კითხვაჩამდგარი თვალებით შევხედე მეც, მას კი ჩვეული, მშვიდი გამომეტყველება ქონდა -იზისთან ვარ-ოდნავ ხმადაბლა მაგრამ მტკიცედ თქვა და მომიახლოვდა -კი მაგრამ...-თავისთავად წამომცდა სიტყვები, თვალებს ვერ ვაშორებდი, მინდოდა მეკითხა აქ რა გინდათქო, ან საიდან იცოდა სად ვიყავი,მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ცალი წარბი ამიწია, ისე თითქოს მეუბნეოდა "რის კითხვა გინდა? აქ ვარ და მორჩა" -ო. თვალები ცრემლებით ამევსო, თავი დავხარე და ვცდილობდი მოვრეოდი გრძნობებს და აქედან ტირილის გარეშე გავსულიყავი. -ძალიან კარგი-ღიმილიანი ხმით განაგრძო ლიკამ და ფეხზე წამოდგა-ახლა ანალიზები ავიღოთ და მერე ექოსკოპიაც... -კარი გააღო და გვანიშნა გავყოლოდით. -აქ რა გინდა? -მის გვერდით მიმავალმა ძლივს გასაგონი ხმით ვკითხე -ტელეფონი სად გაქვს?-ჩემი კითხვა დააიგნორა და თავად მკითხა ის, რაც ალბათ არც აინტერესებდა. მინდოდა ჩემთან ყოფილიყო, მსიამოვნებდა მაგრამ ასე არ უნდა ყოფილიყო. ის ჩემთან არ უნდა მდგარიყო და არ უნდა შემოეხედა ასე საოცრად, საყვარელი სახით. ჩემთან ერთად ვერ დავსჯიდი მასაც. -აქ არ უნდა იყო, ეს შენი მოვალეობა არაა. უნდა წახვიდე, შენი გზით!-მასავით მტკიცე ხმით ვთქვი ისე, რომ ჩემი თავის მეც გამიკვირდა. -შენ გადამიწყვიტავ?-ღრმად ამოვისუნთქე და ანალიზის გასაკეთებლად მოვემზადე. შემდეგ კი ხმის ამოუღებლად გამოვედით და ექოსკოპიის კაბინეტისკენ წავედით. დავინახე ისევ მომყვებოდა? ცოტა ჩამოვრჩი ექიმს და უკან სწრაფად მივტრიალდი -აქაც უნდა შემოხვიდე? -ჩუმი ხმით ვკითხე თუმცა ისე შემომხედა, თითქოს რამე წარმოუდგენელი მეკითხოს -სალაპარაკო გვაქვს-ოდნავ ბრაზიანი ტონით წარმოვთქვი, სევყტრიალდი და კაბინეტშიც შევედი. არ შემოსულა, გარეთ იცდიდა? ალბათ... რამდენიმე წამში გავიგე ექიმის ხმაც -იზი, 5 კვირის ხარ, შეიძლება გულის ცემა ისმოდეს კიდეც მაგრამ ძალიან სუსტი იქნება, აი ეკრანს გაგიფერადებ და უფრო მიხვდები- დაამთავრა და ჩემს წინ ჩამოკიდულ მონიტორზე მანიშნა, სადაც პატარა წითელი წერტილი ოდნავ შესამჩნევად მოძრაობდა. თვალები ცრემლებით ამევსო, გული ამიჩქარდა. იმ პატარა წერტილს ვუყურებდი და მივხვდი რომ უკვე აღარ შემეძლო მის გარეშე. ის იქნებოდა უკვე ჩემი ყველა'ფერი და მახარებდა, მახარებდა ის, რომ სხვა გადაწყვეტილება არ მივიღე. თვალები დავხუჭე და კარისკენ ინსტიქტურად გავიხედე, უზომოდ მზრუნველ მაგრამ სხივჩამქრალ თვალებს გავუსწორე მზერა. ვერ გეტყვით მერამდენედ მაგრამ ძლიერ მეტკინა. პირველად მაშინ მივხვდი რაზე ფიქრობდა ალექსი, მეც იმავეს ვფიქრობდი. მეც მინდოდა იმ პაწაწინა უსუსურ წერტილს ალექსის ნაწილი ქონოდა... იმ დღეს ვეღარაფერი ვუთხარი, ვიცოდი შეუვალი და მტკიცე იყო, ბავშვივით ჯიუტი, რომელსაც თავისი მიდგომა ჭირდება. ვარჩიე ამჯერად არაფერი მეთქვა. იმასაც ვხვდებოდი, რომ მეც საშინლად, უზომოდ მსიამოვნებდა მისი ყურადღება.თუმცა ისიც მესმოდა რომ იგნორირებაც უნდა მესწავლა. ექიმმა დანიშნულება მომცა და სახლისკენ წამოვედით, რა თქმა უნდა, მანქანამდე ორჯერ მტკიცედ გამეორებული "- იზი მანქანაში ჩაჯექი! " , ბოლოს კი მოთმინება დაკარგული ალექსის ხელის მოკოდებით და თითქმის ძალით ჩასმით. ხმის ამოღებას არცერთი ვაპირებდით,წინ იყურებოდა და გზას თვალს არ აშორებდა, მე კი მიჭირდა მის სახეზე ემოციების და გრძნობების წაკითხვა. მანქანა სადარბაზოსთან შეაჩერა, თუმცა არც მაშინ შემოუხედავს. გადასვლამდე მთელი ძალის მოკრება დამჭირდა, რომ მტკიცედ მეთქვა -ალექსანდრე! ჩემით გავიკვლევ გზას! დიდი მადლობა, მაგრამ ვალდებული არ ხარ. მეტიც, საერთოდ არ მინდა რომ ჩემით შეწუხდე. ყურადღებას, რომელსაც ასე ხარჯავ, ჯობია ადრესატი შეუცვალო!- ვეცადე ხმის კანკალი არ დამტყობოდა. მისი სრული სახელის წარმოთქმისას ოდნავ, სევდიანად და თითქოს, ცოტა ირონიულადაც ჩატეხა ტუჩის კუთხე, თუმცა მზერა არ შეუცვლია, წინ იყურებოდა და არც ფიქრობდა შემოხედვას. მანქანის საკეტს ხელი მოვკიდე და ის იყო უნდა გამეღო, რომ მისი ხმაც გავიგე -ბავშვის მამა ვინ არის?- უცბად გამაცია, დავიბენი... მეგონა ჩემს წეღანდელ ნათქვამს, ცოტას მაინც მიაქცევდა ყურადღებას, მაგრამ შთაბეჭდილება დამჩა თითქოს გულში, ჩემთვის მეთქვას ის სიტყვები და არა ხმამაღლა, მისთვის. რა მეთქვა? რა მეპასუხა? ვიციდი რომ მკითხავდა, მაგრამ აქ? და ახლა? ღრმად ამოვისუნთქე და თავი დავხარე -არ ჰყავს -ჩუმად, თითქოს ჩემთვის ჩავილაპარაკე- მარტო ჩემია-თვალები ცრემლებით ამევსო, გადასვლა და გაქცევა მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი. უკანასკნელი გამბედაობის და სითამამის ნამსხვრევები, შევაგროვე და კარი აკანკალებულმა გავაღე ისე, რომ მისთვის ღარ შემიხედავს. -მაგრამ ეყოლება!- ისევ მტკიცე ნათქვამი დაეწია ჩემს ყურთასმენას, კარი ხმაურით მივხურე და მანქანაც ადგილს მოწყდა. _______ ესეც მეთხუთმეტე ჩემებო... არვიცი რა გამომდის მაგრამ ვცდილობ თავიდან წარმოდგენილ არსს არ გადავუხვიო. იმედია მოგეწონებათ თუმცა არვიცი. მადლობა ვინც კითხულობთ და კიდევ, როგორც ყოველთვის ბოდიში... პ.ს. არვიცი მომდევნო თავს როდის დავდებ. ცოტა დატვირთული დღეები მელის წინ. წინასწარ ვერ გპირდებით თუმცა შევეცდები ძალიან. მიყვარხართ და მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.