შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეცამეტე თავი)


20-07-2017, 19:46
ავტორი buterfly
ნანახია 2 003

როგორც იქნა აჩი მისი საყვარელი ქალის გვერდით ყოფნით დატკბება და მის სურნელს ხარბად შეისუნთქავს. ის ხომ ამდენი ხანია ამაზე ოცნებობს. ემილიაც თითქოს თავიდან დაიბადა, უარყოფილი გრძნობა დაუკითხავად შეიჭრა მის ცხოვრებაში და ყველაფერი აურდაურია, გააბედნიერე ემილიაც და აჩიც .
დილის ხუთი საათია და ემილიას და მარიამის ოთახის კარზე ვიღაც გაუჩერებლად აკაკუნებს.
-ვინ უნდა იყოს ამ დილაუთენია?-მთქნარებით წამოიზლაზნა ემილია და კარის გასაღებად გაემართა-აჩი?-გაოცებულმა შეხედა კარში მდგარ მომღიმარ აჩის-აქ რას აკეთებ?
-მიდი ლამაზო ,ჩაიცვი და სადღაც უნდა წაგიყვანო-ღიმილიანი სახით ესაუბრებოდა ემილიას
-სად?
-ჩაიცვი მიდი აქ დაგელოდები
-სად უნდა წავიდეთ?
-ამდენ კითხვას რატომ მისვამ?მიდი და გაემზადე-უთხრა და ოთახში შეაგდო და კარი მოუხურა. ემილია მალევე გაემზადა და გარეთ მჯდარ აჩისთან გავიდა
-ეს რა არის გოგო?
-რა არის?
-შედი და ეგ მოკლე შორტი გაიხადე.
-ვერ ხარ შენ მგონი ცოტა
-რას ჰქვია ვერ ვარ? აქ წამოსვლის დღეს ერთად არ ვიყავით და არ დამიჯერე მაგრამ ახლა ჩემი შეყვარებული ხარ და გაიხადე ეგ შორტი. მასე ვერ წამოხვალ
-მომისმინე ბიჭო-მკაცრი ტონით წარმოთქვა ემილიამ-რადგან ერთად ვართ იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერს დაგიჯერებ .მინდა და ასე წამოვალ და შენ თუ ჩემს ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს დავრჩები და იარე მარტო.
-არასწორად გაიგე, გიხდება თან ძალიან ეგ შორტი ,მაგრამ სწორედ მაგიტომ ამდენი ბიჭის თვალწინ მასე ვერ გაივლი.
-აუუ დაიწყე უკვე უაზრო ეჭვიანობები?შენთან ერთად ხომ ვარ და რატომ უნდა ვიღელვო მაგაზე-მომაჯადოვებლად გაუღიმად და ლოყაზე აკოცა
-ოხ შენ ვინ ხარ. იპოვნე ხომ ჩემი სუსტი წერტილი?კარგი წამოდი მასე მაგრამ იცოდე თუ ვინმე შემოგხედავს ვერ გადამირჩება
-კაი ჩემო ეჭვიანო-ხელკავი გაუკეთა ემილიამ და აჩის გაჰყვა-უი მართლა სად მივდივართ?
-გაიგებ მალე
-მითხარი
-გაჩუმდი რა, ცოტახანს გაჩუმდი .ნუ სვამ ამდენ კითხვას.
-მითხარი სად მიგყავარ და გავჩუმდები.
-აუ ემილია პირს აგიკრავ ახლა.-მობეზრებულად გადახედა და წელზე ხელი შემოჰხვია
-რას აკეთებ?
-თვალები უნდა აგიკრა
-რაა? რატომ? სად მივდივართ?
-ნახავ მალე ოღონდ ნუ დამღალე რა ამდენი კითხვით
თვალებ აკრული ემილია აჩისთან ერთად კარგახანს მიდიოდა უსწორმასწორო ზედაპირზე და როგორც იქნა მიადგნენ დანიშნულების ადგილს. ულამაზეს ტბას. წყალი ისეთი სუფთა და კამკამა იყო რომ ცას მთლიანად ირეკლავდა ,ირგვლივ სულ ტყე იყო და ჩიტებს ჟრიამული გაემართათ. აჩიმაც მოხსნა ემილიას თვალებიდან შავი ნაჭერი და უფლება მისცა ულამაზესი ხედით დამტკბარიყო
-აჩიი. რა ლამაზია -აღფრთოვანებისგან წამოძახა ემილიამ-ღმერთო ჩემო რა სილამაზეა-ტბასთან მიახლოებისას კიდევ ერთხელ წამოიძახა
-მოგეწონა ჩემო სიცოცხლე?-უკნიდან მიეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა
-ძალიან, ძალიან მომეწონა.-მიბრუნდა და საყვარელ ადამიანს მაგრად მოეხვია, შემდეგ უეცრად მოშორდა და გახდა დაიწყო
-რას აკეთებ?
-უნდა ვიბანაბო ამ წყალში
-სერიოზულად?ცურვა რომ არ იცი?
-ნაპირზე ვიჭყუმპალავებ-გადაიძრო მაისურიც და დაეშვა დაღმართზე
-დამელოდე მაშინ მეც წამოვალ-აჩიმაც მიბაძა ემილიას
-დამეწიე ,თუ მაგარი ხარ-ერთი შეჰკივლა და წყალში შეაბოტა. აჩიც მალევე მივიდა და მიჰყვა უკან
-მოდი ჩემთან იყავი და ღრმად არ შეხვიდე
-ნუ გეშინია არ შევალ
-გინდა ცურვას გასწავლი?
-ახლა? აქ?
-ხო ახლა და აქ-გაუღიმა და ხელები გაშალა -მოდი ჩემთან ერთი მაგრად ჩაგეხუტო, სველს-ღიმილით გადაულაპარაკა. ემილიაც გაჭყუმპალავდა მისკენ და ხელები წელზე მოჰხვია. -მოდი გასწავლი ცურვას
-აუუ მეშინია
-კაი რისი გეშინია?ჩემთან უსაფრთხოდ ხარ-უთხრა და ლოყაზე ეამბორა.
-კაი ოღონდ ხელი კარგად მომკიდე.-უთხრა და აჩიმ ხელში აიყვანა
-ისე გყავა ჩაჭიდებული ძალიანაც რომ მინდოდეს ხელს მაინც ვერ გაგიშვებ-ღიმილით უთხრა და წყალში ჩასწია-შეეცადე რომ ხელები და ფეხები ერთდროულად ამოძრაო
-შენთვის ადვილი სათქმელია ერთდროულად. ვერ ვაკეთებ მასე-დაიწუწუნა და შეეცადა აჩის ნათქვამი შეესრულებინა-ასე მგონია ეს წყალი ჩემს წინააღმდეგაა, ვერ ვამოძრავებ ერთდროულად
-კაი მაშინ ჯერ ხელები სცადე ერთდროულად და მერე ფეხები
-კაი მასე უფრო ადვილია-გაუხარდა და პატარა ბავშვივით დაიწყო ხელების ქნევა
-ეგრე არა, თვალებში მასხამ . ჰორიზონტალურად აქნიე და არა ზემოდან ქვემოთ-სიცილნარევი ხმით უთხრა რამაც ემილიას აბუზღუნება გამოიწვია
-აუუ გამიყვანე ნაპირზე არ გამომდის-დაიწუწუნა და ხელების და ფეხების ფართხალი დაიწყო
-ეგრე თუ იქნიე ხელები და ფეხები ნაპირზე ვერა მაგრამ პსკერისკენ ჩახვალ-სიცილით უთხრა ემილიას-ნუ წუწუნებ გააგრძელე
-არა გამიყვანე რა-კისერზე მოეჭდო აჩის და მბრძანებლური ტონიდან მუდარაზე გადავიდა
-დაგჭირდი გოჭო?-უთხრა და აკოცა-ფეხები წელზე შემომხვიე და ვიყოთ ასე არ გინდა? ხელი არ გამეშვება ნუ დარდობ-ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-აუუ ეხლა ვიკივლებ, გამიყვანე წყლიდან ,თორემ დამეღალა უკვე ხელები
-კაი ხო გავიდეთ-წელზე ხელი შემოჰხვია და ნაპირისკენ წაიყვანა. ამოვიდა ემილია და უკან მოტოვებულ აჩის ხელი ჰკრა,ისიც მაშინვე გადავარდა წყალში . ემილიამ კი სწრაფად გადაიცვა აჩის გრძელი მაისური(მუხლებამდე წვდებოდა) და იქიდან დაიწყო სიცილი-ერთი ამოვიდე ნახავ რასაც გიზამ
-ჯერ ამოდი-ხელი დასტაცა აჩის ტანსაცმელს და თავქუდმოგლეჯილი გაქანდა ტყისკენ.
-ემილია მოგკლავ. დამაცადე შენ-შეეცადა სწრაფად ამოსულიყო და ემილიას დადევნებოდა. ემილია კი უკან-უკან იხედებოდა და ტრუსის ამარა დარჩენილი აჩის დანახვაზე სიცილს ვერ იკავებდა-დაგიჭერ ემილია, როდემდე ირბენ-მისდევდა მუქარით მაგრამ ემილიასთვის აზრი არ ჰქონდა ამ მუქარას რადგან აჩის წვალებით ძალიანაც ერთობოდა
-ჯერ დამიჭირე-მიტრიალდა და პატარა ბავშვივით დაეჭყანა
-ვაიმე საცოდავო ემილია,საცოდავო ემილია დონღვანო-ტრასაზე გასული აჩი უფრო მეტად ყვიროდა და მისდევდა ქანცგამძვრალ ემილიას.
-ვაიმე -ერთი ესღა აღმოხდა ემილიას და ძირს გაიშოტა
-ემილია -დაიყვირა მისკენ გამოქცეულმა აჩიმ წაქცეული ემილიას დანახვისას-რა დაგემართა?-უკვე მოახლოებული ეკითხებოდა და თავზე წამოადგა-მანახე. ოხ ემილია. ასე იცის ჩემმა წვალებამ-ლოყაზე უჩქმიტა და ემილიას ფეხს დახედა-
-ემილია კი სიცილს არ წყვეტდა
-მიდი წამოდექი თუ შეგიძლია
-არა ძალიან მეწვის
-სულ გადაგიტყავებია გოგო, ასე მწარედ როგორ დაეცი, სულელო-უთხრა და ხელში აიტაცა-მორჩები და მერე გასწავლი ჭკუას -ღიმილით გადაულაპარაკა და გადატყავებულ მუხლს სული შეუბერა-ძალიან გეწვის
-კი მეწვის-ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა
-კაი არაუშავს ნიკაზე ერთ ისტორია მოგიყვები და სიცილი ტკივილს დაგავიწყებს-და აჩიმაც დაიწყო თხრობა-მოკლედ ,ადრე ნიკას მოსწონდა ერთი გოგო ,მაშინ სკოლის მოსწავლეები ვიყავით ხოდა გადაწყვიტა იმ გოგოსთან სახლში მისვლა ,უფრო სწორად მისი სახლის წინ ამ გოგოს სახელის ყვირილი, ხოლო ამის გამგონე ის გოგო გადმოდგა აივანზე და ნიკას სუპით სავსე ქვაბი გადაამხო თავზე, ნეტავ დაგანახა მაკარონები როგორ ეკიდა თავზე. ძნელია ამის შემხედვარე სიცილის შეკავება-ამბის გახსენებისას სიცილი დაიწყო აჩიმ და ემილიაც აჰყვა-გაგიარა ტკივილმა?
-უფრო დამავიწყდა მაგრამ ახლა რომ მკითხე კიდევ ამტკივდა-მწარედ გაიცინა და მუხლს დახედა
-არაუშავს მე მოგხედავ როცა მივალთ. აი უკვე გამოჩნდა სანაპიროც. მალე იქ ვიქნებით-უთხრა და საყვარელა დამიანს შუბლზე აკოცა-ჩემი სულელი
*მარიამი და ნიკა*
-სად ჯანდაბაში არიან ?-ნერვიულად ამოილაპარაკა მარიამმა
-გაიტაცეს ალბათ-სიცილნარევი ხმით უთხრა ნიკამ ,რითაც მარიამის განრისხებული მზერა დაიმსახურა
-მთელი დღეა წასულები არიან. ღამდება უკვე-განაგრძობდა მარიამი
-კაი ნუ ნერვიულობ. უნდოდათ შეყვარებულებს მარტო ყოფნა და..
-შენ გაჩუმდი რა . საერთოდ არ ნერვიულობ?რამე რომ დამართნოდათ
-კაი რა . რა უნდა დაემართოთ? დიდები არიან უკვე-სიცილს არ წყვეტდა ნიკა-თანაც გარე სამყაროსგან მოწყვეტილები კი არ ვართ .გავიგებდით აქამდე რამე რომ მომხდარიყო
-ეგეც მართალია მაგრამ მაინც ვნერვიულობ
-მაქსიმუმ გაპარულიყვნენ,მაგრამ ემილია რომ მაგის გამკეთებელი არ არის ეგ ჩემზე უკეთ შენ იცი-ესღა ამოილაპარაკა და გაშტრებულ მარიამს გადახედა-რა დაგემართა? რა დაინახე?
-მოდიან-დაიძახა და მათკენ გაიქცა და ნიკაც უკან დაედევნა-რა დაგემართა გოგო? მუხლი რა დღეში გაქვს-აჩის ხელებში მოკალათებულ ემილიას ტუქსავდა მარიამი
-ჩემს გოგოს ნუ აწუხებთ-ამოილაპარაკა აჩიმ და განაგრძო სიარული
-ამათ უყურე რა, დაგელაპარაკებით მოგვიანებით
-რა დაგემართათ ბიჭო-ახლა ნიკამ განაგრძო
-დამაცადეთ ჩამოჯდომა მაინც. დავიღალე ამხელა მასის ზიდვა ადვილი გგონიათ?-ღიმილიანი სახით გადახედა ემილიას და ამის საპასუხოდ მუშტიც მიიღო მხარში-ახლა რომ დაგსვამ აქ და დაგტოვებ იმის ღირსი იქნები-დაემუქრა ბიჭი
-ვერ დამტოვებ
-ვითომ რატომ?
-შეგეცოდები, ნატკენი მუხლით აქ რომ დამტოვო-ტუჩები გამობუშტა და აჩის საწყალი თვალებით შეხედა
-შენ ვინ ხარ ვინც არ გიცნობს რა- როგორც იქნა მიაღწიეს სასტუმრომდე და ოთახის წინ მდგარ დივანზე ჩამოსვა ქალბატონი-შენ აქ იჯექი და მე სამედიცინო დახმარების ყუთს მოვიტან-უთხრა მალევე დაბრუნდა უკან სპირტით, ბამბითა და ბინტით შეიარაღებული.
-სპირტი უნდა დამასხა?
-არა, საყურებლად მოვიტანე
-აუ არა რა. არ დამასხა ამეწვება.უთხარით არ დამასხას სპირტი რა-მუდარის თვალებით გადახედა მარიამს და ნიკას , მათ კი უძლურების ნიშნად მხრები აიჩეჩეს, თუმცა აზრი მაინც არ ჰქონდა ვედრებას რადგან წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული აჩიმ ფეხზე სპირტი რომ დაასხა და ემილიას განწირული ყვირილიც გამოიწვია-აუ, ღმერთო დამეხმარე,ნორმალური ხარ? იდიოტო, მეწვის ,მეწვის ,მტკივა, ვაიმე, ვაიმე-გაჰკიოდა განწირული ხმით , აჩი კი ცდილობდა ტკივილი შეემსუბუქებინა და სულს უბერავდა შემდეგ კი ყინულები დაადო-ვაიმე რა კარგია-ამოიკვნესა და გაინაბა.
-გაგიარა ტკივილმა?-მზრუნველი ხმით ჰკითხა აჩიმ
-კი, ახლა იმდენად აღარ მტკივა.
-მალამოს წაგისვამ და მალე საერთოდ აღარ გეტკინება-ღიმილით უთხრა და შეუდგა საქმეს . მალევე მორჩა ,შეხვეულ ფეხს ერთხელ კიდევ დააკვირდა და ემილიას გვერდით მოუჯდა. მანაც მხარზე თავი ჩამოადო და გაიტრუნა
-ახლა მაინც მოყევით რა მოხდა?რას გვაწამებთ?
-რა უნდა მომხდარიყო?ტბაზე წავიყვანე და ბანაობის შემდეგ ტანსაცმელი წამართვა და გამოიქცა ,ხოდა უკან ყურებისას ფეხი წამოსდო ალბათ რამეს და შედეგს თქვენც ხედავთ
-ეგრე არ ყოფილა რა.-ამოიბუზღუნა ემილიამ-ნუ ამახინჯებ ისტორიას. ცურვას გასწავლიო ამ იდიოტმა ,ხოდა მე არ გამომდიოდა და ამან დაცინვა დამიწყო და მეც ამით შური ვიძიე
-შენ თვითონ დარჩი წაგებული, ლამაზო-უთხრა და წელზე ხელი მოჰხვია
-სამაგიეროდ გზაზე ხო გატანტალე შიშველი-სიცილი დაიწყეს ბავშვებმა
-რატომ არ ვიყავი იქ? ვიდეოს გადაგიღებდი და მერე ჩემი პირიდან ვეღარ ამოხვიდოდი-სიცილს არ წყვეტდა ნიკა
-ეჰ ჩემო საწყალო ფეხო-დაიწუწუნა ემილიამ-ვერ ვხრი ფეხს. როგორ უნდა ვიარო. რა მაგრად მოგიჭერია ,ბიჭო, ბინტი.
-აბა შენი ამბავი რომ ვიცი ძილში მოიძრობ და...-დასრულებული არ ჰქონდა წინადადება ემილიამ რომ გააწყვეტინა
-შენ რა იცი მერ როგორ მძინავს?
-არ გახსოვს ,როცა დავთვერით მაშინ შენთან მეძინა და ვაი მაგ ძილს აქამდე არ გითხარი არ შერცხვესთქო და ახლა მაიძულებ და გეტყვი. შენი ფეხი ორჯერ სახეში მომხვდა ,ერთხელ ხელი ჩამარყი ცხვირში და კინაღამ განვუტევე სული. ხოდა კინაღამ დამავიწყდა კიდევ მაწვებოდი და ერთხელ ლოგინიდანაც გადამაგდე და მეორე მხრიდან მოგიწექი...
-კაი გეყოს .-ლოყებ გაწითლებულმა ემილიამ პირზე ხელი ააფარა და ბავშვების სიცილი გამოიწვია
-აბა მე მკითხეთ ?ყოველ ღამე მასეთ დღეში ვარ-დაიწუწუნა მარიამმა
-მარიამ , სიკვდილი მოგინდა?-გადაულაპარაკა დაქალს ემილიამ
-კაი ჰოო მეყოს-გაიცინა და ნიკას გადახედა ,რომელიც ბავშვებს(ჭკუით) თვალს არ აცილებდა.
-რა საყვარლები ხართ-ამოილაპარაკა და აჩის მზერა გაუსწორა
-თქვენც ძალიან-საყვარლად გამობუშტული ტუჩებით უთხრა ემილიამ და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა
-ვაიმე ემილია ასეთი მხიარული თუ იყავი არც ვიცოდი-გაკვირვებული სახით შეხედა ნიკამ
-არც ვიყავი ,ახლა ვარ მხოლოდ თქვენთან-თქვა და გვერდით მჯდომ აჩის ლოყაზე აკოცა ,რამაც აჩის დაბნევა და აწითლება გამოიყვია
-გაწითლდა ,ვაიმეე-ესღა უნდოდა ნიკას. მაშინვე ტელეფონი ამოიღო და სურათების გადაღება დაიწყო
-ნიკა, თუ არ გაჩერდები მაგ ტელეფონს წყალში გადავუძახებ ,ან უკეთესი გადაგაყლაპებ და მერე ვნახოთ რითი გაერთობი-შეუბღვირა აჩიმ
-ჩემთან მაგარი ხარ ხო? სულ მე რატომ მჩაგრავ?მე მერევი ხო? აბა ემილიას უთხარი ეგ-ბუზღუნი დაიწყო ნიკამ და დაუცველობის ნიშნად მარიამს ამოეფარა
-მე ნუ მედრები ბიჭო-ემოილაპარაკა ემილიამ და კიდევ ერთხელ ორონდ ამჯერად ყურის ძირში აკოცა საყვარელ მამაკაცს და ისიც იგრძნო როგორ შეიშმუშნა აჩი
-შენ კიდე გეყოს ჩემი გრძნობებით და ემოციებით თამაში-უსაყვედურა აჩიმ და ყელში აკოცა რაზეც ემილიამ ხმამაღალი სიცილი დაიწყო
-ვაიმე გაჩერდი აჩი, ახლა მოვკვდები, მეღიტინება
-ეგ აღარ გაიმეორე გაიგე? -სიკვდილის ხსენებაზე დასერიოზულდა და საყვარელი არსება მკერდში ჩაიკრა
-ვაიმე რა საყვარელი ხარ. მიყვარხარ აჩი ,ძალიან მიყვარხარ
-მეც მიყვარხარ. არასდროს არ დამტოვო კაი?
-მუდამ შენთან ვიქნები-უთხრა და წელზე ხელი მოჰხვია



გული ცუდს რატო მიგრძნობს?! no_mouth

 


№2 სტუმარი Guest lika

Auu mec egre mgonia ragac... Magariii taviaaa

 


№3  offline წევრი buterfly

უბრალო ადამიანი
გული ცუდს რატო მიგრძნობს?! no_mouth

რავი რავი :)

Guest lika
Auu mec egre mgonia ragac... Magariii taviaaa

მადლობთ, მადლობთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent