შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ემა (დასასრული )


22-07-2017, 12:36
ავტორი ადელაინი
ნანახია 2 366

შეცდა მეტრეველი,უკლებლივ ყველას დახმარება შეიძლება,თუ კი ამის სურვილი გაუჩნდება ადამიანს,მითუმეტეს ისეთი პრობლემის მქონე ადამიანის დახმარება როგორიც ახვლედიანი გახლდათ,იმდენად სუსტი,დაუცველი და მეამიტი იყო გოგონა...მართალია თავიდან ძალიან აღიზიანებდა მამაკაცს ემას ხასიათი,მაგრამ უნდა ეღიარებინა სწორედ ეს თვისება სძენდა მას ხიბლს,ემა არ ჰგავდა სხვებს...გეგა თავიდანვე ხვდებოდა რამდენ პრობლემას შეიძლება გადაყროდა ემასნაირი უპრეტენზიო ადამიანი და ცდილობდა მის შეცვლას,უხეში ხერხებით,ახლა კი უყურებდა მის ლურჯებს და ხვდებოდა რომ სურდა მიეცა მისთვის სისუსტის უფლება...უნდოდა მისი პრობლემები საკუთარ თავზე აეღო,მის მაგივრად ტკენკდა,დაეცვა ყველასა და ყველაფრისგან,გარდა საკუთარი თავისა...იმ ტრაგიკული ამბის მერე ემა შეიცვალა,პრეტენზიული,ცოტა აუტანელიც კი გახლდათ,გეგას ეს ამბავი ალბათ ძალიან გაახარებდა,გოგონას ამხელა ცვლილების მიზეზი უზომო ტკივილით რომ არ ყოფილიყო გამოწვეული... ემა მიენდო,ნდობა გამოუცხადა...იცოდა გეგამ მართალი იყო ახვლედიანი,ახლა სამუდამოდ პასუხს აგებდა გოგონაზე,ეს მისი არჩევანი იყო და უკან ვეღარ დაიხევდა.
ვინ იყვნენ ისინი ერთმანეთისთვის?მეგობრები,უბრალოდ მეგობარი,რომელზეც მთელი ცხოვრება იზრუნებდა,მაშინაც კი როცა ემა საკუთარ ოჯახს შექმნიდა...ამის გაფიქრებაზე გეგამ ტკივილი იგრძნო,იცოდა ემას მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა,უბრალო გოგონამ შეძლო მისი გულის მონადირება,გეგას მწარედ ჩაეცინა

888
დღეები ერთმანეთს მისდევდნენ,მე და გეგას კი საოცრად თბილი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა,საუკეთესო მეგობრებადაც კი ვიქეცით,რაღაც იცვლებოდა ჩემში,ჩემს გრძნობებში გარდატეხა ხდებოდა,ჩემი დამოკიდებულების ასეთ ცვლილებას ახსნას ვერ ვუძებნიდი გარდა იმისა რომ მე გეგას მადლიერი ვიყავი,გაწეული დახმარებისთვის,უანგარო მეგობრობისთვის...
* * *
ისე კარგად აეწყო ყველაფერი ვგრძნობდი რაღაც ცუდი მელოდა,ეს ცხოვრებაში მთავარი წესია,დიდ ბედნიერებას ყოველთვის უბედურება მოჰყვება და პირიქით. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო,ზლაზვნით ავითრიე სხეული საწოლიდან და რამოდენიმე წუთი დავყავი ცივი შხაპის ქვეშ,რომ როგორმე გამოვფხიზლებულიყავი,მოკლე შორტები,თეთრი მაისური გადავიცვი,თმა უწესრიგოდ ჩამოვიყარე მხრებზე და უკვე გამოცოცხლებული სწრაფად დავეშვი კიბეზე...
მისაღებში მდგარ დივანზე,არხეინად მოკალათებულიყო გეგა და მისი სამეგობრო წრე,სალი თაკო როგორც ყოველთვის უზადო ფორმაში იყვენე,მათ არც ლევანი ჩამორჩებოდა,ადგილზე გავქვავდი არ ვიცოდი არ გამეკეთებინა,ისევ ჩემს ოთახში ავსულიყავი თუ უსიამოვნო სტუმრების წინ წარმსდგარიყავი,გული მკარნახობდა რომ აქ ჩემი ადგილი არ იყო,რომ მე ამ საზოგადოების ნაწილი არასდროს გავხდებოდი,გონება კი მეუბნებოდა რომ აუცილებლად უნდა გავსულიყავი,რომ არაფრის უნდა შემშინებოდა, მე გეგა მყავდა,რომ ის არავის მისცემდა ჩემი შეურაცხყოფის უფლებას,ის იყო უნდა გავსულიყავი მასაღებში სალის მწვრილი,ხელოვნურად გაწელილი და გამაყრუებელი ხმა რომ შემომესმა
-შენი პროტეჟე სად არის გეგ?-აშკარა ირონია იგრძნობოდა ქალის ხმაში,ადგილს მივეყინე,არ ვიცი რატომ,ალბათ გეგას რეაქცი,მისი პასუხი მაინტერესებდა,ცნობისმოყვარეობა მკლავდა და ადგილზე დარჩენა,მათი თვალთახედვიდან შორს ყოფნა ვარჩიე

-საწყალი გაუპატიურებელი გოგონა,ყველაფერ ამას დამატებული ღარიბი უსახლკარო-საუბარში თაკო ჩაება
-მომისნე ძმაო,ვიცი გეცოდება ეგ გოგო,მაგრამ ის ხომ უბრალო მოახლეა,ეგეთი საწყალი გოგო უამრავია ქალაქში,მაგრამ ყველას სახლში ხომ ვერ შეიფარებ არა?
-ლევან შეწყვიტე!-მიუხედავად იმისა რომ გეგას ვერ ვხედავდი,ზუსტად ვიცოდი თვალებში მრისხანება ეხატა,ეს მისი ხმის ბარიტონიდანაც ჩანდა
-კარგი რა გეგ!კარგი რა!ხომ ხედავ მაგ გოგოს ზედმეტად ბევრ დროს უთმობ,მეგობრებსაც კი განუდექი,ვეღარ გცნობთ უკვე... -შეწყვიტე მაგ საწყალი გოგოს სიბრალული და თავის გზაზე გაამწესე თორემ ლანასაც დაკარგავ მალე,შენ გგონია მისთვის ადვილია ამ ფაქტთან შეგუება? მეტის მოსმენა მოთმენა და გააზრება აღარ შემეძლო,გეგას მეგობრები არ სტყუოდნენ უხეში ფორმით,მაგრამ მაინც სიმართლეს ამბობდნენ,გეგამ ჩემს გამო თქვა თავის ცხოვრებაზე უარი,რა იყო მიზეზი?მხოლოდ სიბრალული


ჩემი სიბრალული,პატარა საწყალი,უსახლკარო გოგოს სიბრალული,ამის გააზრებისას გულში ისე ძლიერი ჩხვლეტა და ტკივილი ვიგრძენი,სუნთქვა გამიჭირდა,გეგა ამას არ იმსახურებდა,არ შეიძლებოდა ცხოვრება ჩემთვის შემოეწირა,მე დავთანხმდი გეგას, ეზრუნა ჩემზე და უკვე ვნანობდი ამას,თანაც ჩემს უამრავ პრობლემას ლანა დაემატა,გოგონა რომლის შესახებაც არც კი ვიცოდი,მძულდა საკუთარი თავი,არც კი მიფიქრია რომ გეგას ვინმე ჰყავდა,რომ ჩემი მსგავსი არსებობა გეგას ურთიერთობაში ხელს შეუშლიდა...და გადაწყვეტილება მივიღე

სწრაფად ჩავყარე ნაცრისფერ ჩემოდანში გეგას ნაყიდი ტანსაცმელი,მხოლოდ ისინი რაც იმ წამს ხელში მომხვდა და უკანა გასესვლელიდან გავიპარე,გეგას და მისი მეგობრებისგან შეუმჩნევლად,უნდა წავსულიყავი,არ შეიძლებოდა ჩემი ამ სახლში გაჩერება,ვგრძნობდი ზედმეტი ვიყავი,შეუფერებელი მისი სამყაროსთვის.
ქუჩაში მარტო დარჩენილს ძველმა,ტკივილიანმა მოგონებებმა შემახსენა თავი,თითქოს მიძინებულმა,მაგრამ ისევ აუტანელმა ჩემთვის...არ ვიცოდი სად უნდა წავსულიყავი,მაგრამ ვიცოდი ერთი რამ,მე ვეგასთან არ დავბრუნდებოდი,არ უნდა დავბრუნებულიყავი,თავიდან რომ გადამეტანა მომხდარი...მაინც არ დავბრუნდებოდი.იმ ბავშვთა თავშესაფარში უნდამივსულიყავი,სადაც გავიზარდე და ღამის გასათევი უნდა მეთხოვა,"ხვალ კი ახალი დღე გათენდება,ახალი შესაძლებლობები" ვფიქრობდი თან არც ისე მძიმე ჩემოდანს ფილაქნებზე მივაგორებდი.
ზურგს უკან მწველი მზერა ვიგრძენი,შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ვიცანი,არ დამინახავს ისე ვიგრძენი რომ ის იყო,სწრაფად მოვტრიალდი და დავინახე,მეტრეველი ჩემი მეტრეველი,გაცოფებული,აღელვებული და უზომოდ დაღლილი,სწრადად მოიჭრა ჩემთან და დაბნეულს ხელიდან სწრადაფ გამომგლიჯა ჩემოდანი.
-სულ გაგიჟდი არა?როგორ გაბედე!როგორ გაბედე გამაგებინე!-ღრიალდებდა გეგა,ვხედავდი ათობით თვალი გაოცებული მოგვჩერებოდა,ჩემოდანი იქვე მიაგდო,მაჯაში ძლიერად მწვდა და ანთებული თვალები შემომანათა
-აღარ მინდა შენთან!-ამოვილუღლუღე სასოწარკვეთილმა
-მე შენ პირობა მოგეცი,როგორ შეგიძლია ასე მომექცე?
-გათავისუფლებ პირობისაგან!უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები.-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი,ისე როგორც მას სჩვეოდა
-რატომ?ყველაფერი გაიგე არა?-არ მოელოდა ჩემს ასეთ რეაქციას და დაბნეული მომაჩერდა.არაფერი ვუპასუხე,თავი დავხარე მხოლოდ
-მიპასუხე ემა!მინდა ვიცოდე,ყველაფერი გაიგე არა?
-ლანა ვინ არი?-დაუფიქრებლად ვიკითხე,ღაწვები ამიწითლდა,სიმხურვალეს ვგრძნობდი,თავი გავყიდე
-რა?
-მომისმინე გეგა,ვიცი შენ კარგი ადამიანი ხარ,ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი,ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის,მაგრამ...-ნერწყვი ზლივს გადავაგორე,მინდოდა კისერში მოწოლილი ბურთი უკუმეგდო
-რა მაგრამ.?-გამომცდელად მომაჩერდა
-შენ შენი ცხოვრება გაქვს!
-მინდა დაგეხმარო ემა!უბრალოდ მომეცი ამის უფლება...
-რატომ?ვიცი გეცოდები და ყველაფერი ამის ბრალია,ვინ ვარ მე შენთვის? ერთი საწყალი გაუპატიურებული გოგო,რომელსაც ცხოვრება დაუმახინჯეს და შენ უბრალოდ კეთილი გულის გამო გადაწყვიტე ჩემი შეფარება-მისი ძლიერი თითებისგან განთავისუფლებული,მთელი ემოციით ვლაპარაკობდი,ვამბობდი იმას რაც ასე ძალიან მაწუხებდა,და ოდნავადაც არ ვცდილობდი დამენდო კაცი,მერჩივნა მწარე სიმართლე მეთქვა ვიდრე ილუზიებით მეცხოვრა
-გეყოფა!მეორედ არ გაიმეორო!შენც იცი რომ ეს არ არი ეგრე!
-აბა როგორააა?შენი მეგობრებისთვის ასეა,შენც იცი რომ ეს ასეა! -ფეხებზე რას ფიქრობს ჩემი მეგობრები,რაც შეეხება ლანას უკვე წარსულია,ემა დაბრუნდი სახლში,ძალიან გთხოვ-მუდარა შეერია მამაკაცს ხმაში
-შენი პროტეჟეს სტატუსით?-დაუფარავი ირონია იგრძნობოდა ჩემს ხმაში
-ჩემი ცოლის სტატუსით.-სისუსტე ვიგრძენი,ცოტაც და გული გამისკდებოდა,მოწოლილი ემოციების გამო,მე გეგა მეტრეველი ჩემი მფარველი,იმედი და უბრალოდ იდიალური მამაკაცი ცოლობას მთხოვდა,უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი რომ არა ერთი უსიამოვნო ფაქტი
-იმიტომ რომ გეცოდები
-არა სულელო,იმიტომ რომ შემიყვარდი,შენი მეამიტი ხასიათი,შენი სისუსტეები,თვისებები რაც ასე ძალიან მაღიზიანებდა,აღარ მინდა გაგხადო ძლიერი,მინდა შენი პრობლემების სადარაჯოზე ვიდგე!
-მე არ მაქვს სიყვარულის უფლება-ვერ შევიკავე თვალებზე მოწოლი ცრემლები და გასაქანი მივეცი
-რათქმაუნდა გაქვს,შენ უკვე გიყვარვარ მე...-ეშმაკურად გამიღიმა,იქვე მიგდებულ ჩემოდანს წვდა,მეორე ხელი კი მაჯაში ჩამავლო და მანქანისკენ გამიძღვა,მორჩილი ბავშვივით მივყევი უკან,დავუჯერე,მივენდე და არც მინანია....
როგორც ყოველთვის მართალი აღმოჩნდა მეტრეველი,ემას უყვარდა გეგა,ისევე ძლიერად როგორც გეგას ემა...ძალიან გაუჭირდა მამაკაც ეღიარებინა,რომ რასაც ის საკუთარ ეგოიზმსა და მესაკუთრეობას აბრალებდა სინამდვილეში სიყვარული იყო,სიყვარული და არა სიბრალული...ბევრი იწვალა გეგამ,ებრძოლა თავს, ძნობებს მაგრამ მაინც ვერ შეძლო,ვერ დამალა....
მაინც შეძლო,გამოიყენა თავისი ავტორიტერი და მოძალადეები,რომლებმაც ემას ცხოვრება დაუმახინჯეს,დააჭერინა,თანაც ისე რომ გოგონა ერთხელაც არ დასწრებია სასამართლო პროცესს,ჩუმად და უხმაუროდ მოხდა...

***
ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა,რომ არა ერთი უსიამოვნო ფაქტი,გეგას და ემას სექსუალირი ცხოვრება.მიუხედავად იმისა რომ გოგონას სიგიჟემდე უყვარდა მამაკაცი,მაინც არ შეეძლო,ეშინოდა,კოცნიდა, ეხვეოდა მამაკაცს,მაგრამ როგორც კი საქმე დასერიოზულდებოდა,მაშინვე პანიკა ეწყებოდა,გეგას ესმოდა მისი...როგორც ყოველთვის,არ აჩქარებდა,არ აძალებდა და ელოდებოდა....უსასრულოდ დაელოდებოდა ალბათ,მაგრამ ემას აღარ შეეძლო,უნდოდა გეგასთან,უფრო მეტი უნდოდა,მაგრამ შიში ჭარბობდა მასში,ტკივილის შიში.

გეგა საწოლზე არხეინად გაწოლილიყო და თეთრ ჭერს მისშტერებოდა,ისე როგორც ემას სჩვეოდა,ფიქრებიდან რომ ახვლედიანის მორიდებულმა ხმამ გამოარკვია,მის წინ,პენუარში გამოწყობილი,თავისი...საკუთარი,ღვთაებრივად ლამაზი ცოლი იდგა,ემა ნერვიულად ისრესდა თითებს,უნდოდა რაღაც ეთქვა ქმრისთვის,მაგრამ ვერ ბედავდა,რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ გაბედა
-შენთან მინდა...-გეგა გველნაკბენივით წამოჯდა საწოლზე,ხედავდა მზერადანისლულ ქალს და სურვილი უათმაგდებოდა
-მოდი ჩემთან-ვნებამორეულმა ძლივს წაიჩურჩულა და ხელი გაუწოდა ქალს.


დ ა ს ა ს რ უ ლ ი....
ავტორი:ადელაინ ენ



№1 სტუმარი Shore shore

vaime ra magari iko shwn xar unichieresi da umagresi gogo .imdeni emocia iko .yvela tkivili da bedniereba shevigrzeni .yochag shen chemo tkbilo

 


№2  offline წევრი ადელაინი

Shore shore
vaime ra magari iko shwn xar unichieresi da umagresi gogo .imdeni emocia iko .yvela tkivili da bedniereba shevigrzeni .yochag shen chemo tkbilo

ვაიმე ვაიმე უღრმესი მადლობა, საყვარელო <3

 


№3 სტუმარი Guest someone

მადლობა შენ ამ საყვარლობა მოთხრობივის!

 


№4  offline წევრი ადელაინი

Guest someone
მადლობა შენ ამ საყვარლობა მოთხრობივის!

მადლობააა <3

 


№5  offline წევრი მარი,,

კარგი იყო დზალიაააააან

 


№6  offline წევრი ადელაინი

მარი,,
კარგი იყო დზალიაააააან

მადლიბა საყვარელო

 


№7  offline წევრი tatiko.1995

Kargiii iYo momewona dzalian

 


№8  offline წევრი ადელაინი

tatiko.1995
Kargiii iYo momewona dzalian

M
tatiko.1995
Kargiii iYo momewona dzalian

Maxareb

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent