შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი ( თავი 22 )


22-07-2017, 21:36
ავტორი რუსანა
ნანახია 13 930

იდგა ერთ ადგილას გაყინული და ერთი სიტყვაც კი ვერ იპოვა ,რომ ეთქვა ,ან რა უნდა თქვას განა თავად შეუძლია მის გარეშე? როგორცვე ხვდება რომ მისგან შორსაა ათას სისულელეს აკეთებს რომ ყურადღება მიიქციოს . ისევ ლევანმა დაარღვია სიჩუმე -მითხარი რამე , თორრმ ახლა გავიხურავ ამ კარს და..
-მემუქრები? ჩაიცინა ლიზამ
-ჰო , გემუქრები ჩემი წასვლით თითქოს ყველაზე ძვირფას ქვას კარგავდე . სიცილით გააქნია თავი ,თავის მუქარაზე. -მარტო მე შემიძლია იმით დაგემუქრო რაც ყველაზე მეტად გინდა . აღელვებულმა გააყოლა თვალი გოგოს ტანის რხევით რომ ჩაუარა და კარი ბრაგუნით დახურა, ზურგით მიეყრდნო და მომნუსხველად გაუღიმა შემობრუნებულ ლევანს
-მიყვარს ძვირფასი ქვები . ღიმილი შეეპარა ლევანს სახეზე და ისიც კი არ ახსოვდა ცოტახნის წინ აღელვებული რომ ძლვს ალაგებდა აზრებს . აღელვებული აღარ,მაგრამ საკმაოდ დაბნეული იყო, რა უნდა ქნას ? ჯერ კიდევ 10 წუთის წინ გამოუცხადა რომ მისი თოჯინა არ იქნებოდა ახლა საკუთარი ხელით მიუკეტა კარი .
-მალე ჭკუიდან გადამიყვან ლიზ. ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი და ვერც კი შეამჩნია როგორ მიეკრა მკერდზე თავად ლიზა.
-აღარ მომწონს შენთან ჩხუბი . გულწრფელად აღიარა ლიზამ.-თმაც კი დავიგლიჯე წეღან.
-მერე რატომ ფეთქდები ხოლმე ,რატომ ატრიალებ მაგ ენას დანასავით ?
-შენ რატომ არ შეგიძლია დაივიწყო ვინ ვარ?
-სიამოვნებით გეტყოდი შენს გამო ყვრლაფერს დავივიწყებთქო , მაგრამ…
-მაგრამ არ მომატყუებ არა?
-მოგატყუებ ,მაგრამ რომ არ იმსახურებ რა გავაკეთო?
-ესეგი არც წეღან მოიტყუე ,აი როცა თქვი ჰარამჰანა არ მჭირდებაო?
-ლიზ გითხარი ჰაერი ხართქო ჩემთვის და შენ მარტო ეგ გაიგე? სიცილი ვერ შეიკავა ლევანმა .-ყველა ქალს პირველობა რატომ გინდათ?
-მე პირველობა არ მინდა , მე ბოლო მინდა ვიყო . ამაყად აწია თავი და თვალი გაუსწორა .
-ბოლო და ერთადერთი? ცხვირი გაუხახუნა ცხვირზე.-ჭკკვიანი ხარ შენ ხომ იცი ?
-აი შენ კიდე ეგოისტი , წამითაც არ შეგიძლია რაღაც დათმო , მაშინაც თუ კი იცი რომ უფრო კარგად იქნები. იმდენად გაქვს დღევანდელი ცხოვრება შეშისხლხორცებული არ შეგიძლია ..
-სულ მეყოლები ? მიუხედავად ყველაფრისა, რავ ვქენი , რაც არ უნდა ვქნა და საერთოდ სულ?
-მე შემიძლია ესეთთანაც გავძლო და ვიყო ,როგორიც დღეს ხარ ,მაგრამ გული მხოლოდ იმაზე დამწყდება რომ შეგიძლია უკეთესიც იყო და არ აკეთებ.
-საოცარი ვინმე ხარ შენ ! მარტივად შეგიძლია ყველაფრის მიუხედავად რომ ჩემთან იყო? იცი რომ ვერ ვიტან შენს ოჯახს და
-დიდი ხანია ვიცი მაგრამ არასდროს აგირევია ჩემი და შენი ურთიერთობა ჩემს ოჯახთან.
შენი ნებაა ეგ , არც მე ავურევ თუ არ მაიძულებთ ერთერთის მხარეს დავდგე. არც ომი გქონდეს და არც ურთიერთობა სავსებით საკმარისია რომ მშვიდად ვიყო.
-და ერთ დღეს რომ აზრი შეგეცვალოს ?
-მაშინ ძალიან ცუდი რაღაც უნდა ქნა და თუ მაინც იზავ ესეგი აღარ ვარ ჰაერი შენთვის და მომიწევს ავორთქლდე. მოწყენილმა შეუშვა ხელები ლევანს და უკან გაიწია. -არცერთს გამართლებთ ,ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს არცერთის მხარეს დავდგები .
-ეგ მაწყობს. შევრიგდით? დაინახა როგორ სწრაფად მოკიდა ხელები კისერზე ლიზამ და ერთი ისკუპა.-ეს ჩახუტების შენეული ვერსია ? კარგად რომ ააბობღდა და ფეხები შემოაჭდო წელზე კმაყოფილმა გადმოხედა ზემოდან ლიზამ.
-მძიმე ვარ?
-ძალიან .ისეთი მძიმე რომ ერთი სული მაქვს როდის მოგისვრი . მსუბუქად დააგდო საწოლზე. კარგად დააკვირდა თითქოს ზომავდა ეწინააღმდეგებოდა თუ არა მაგრამ ვერაფერი შეამჩნია მიკიმაუსიანი პიჟამას გარდა. ჯერ წაიფხუკუნა ბოლოს გულიანად ახარხარდა .
-რაა? რა გაცინებს ?
-სად იპოვე ,ეს რა არი?
-რა გინდა საყვარელია და თანაც კომფორტული .
-და ძალიან არასექსუალურიც თან ისეთი მარტო დაძინების სურვილს რომ აღმიძრავს და ..
-ხო და სხვა სურვილებზე არც გამითვლია , რანოხდება რომ უბრალოდ დავიძინოთ? ეშმაკურად მოჭუტა ცალი თვალი.
-გამირბიხარ? ძილი მარტოს მირჩევნია . გულწრფელი იყო ,აქამდე ასე იყო ,თუმცა ახლა სიამოვნებით დათანხმდებოდა მასთან ერთად დაძინებასთან ბოლოს და ბოლოს უყვარდა მისი სუნი ,ცხვირში რომ უღიტინებდა და მადას უღვიძებდა ,მაგრამ როდემდე აიტანს ამ მხოლოდ დაძინებას ?
-უკვე გითხარი რომ .. ომახიანი ხმით დაიწყო ლიზამ იგივეს გამეორება რაც ისედაც კატგად აუხსნა და გააგებინა ამიტომ სულაც არ უფიქრია ახლიდან მოსმენა . უხეშად გაწია გვერდით და მთელი ძალით დაეხეთქა საწოლს .-ვითომ ტესტს აბარებ ,ვნახოთ თუ შეგიძლია გაძლო საწოლში ვინმესთან ერთად ისე რომ ხელი არ წაგიცდეს.
-დავიძინოთ.
-ეგ ჩემი მხარეა .
-ბარემ შუაში ბალიშებიც ჩამილაგე რომ არ გამოვცდე .
-კარგი აზრია . კომფორტულად შეისწორა ბალიში და სახეში შესცინა .
-რა გინდა ? როცა მასე იცინიხარ ვხვდები რომ რაღაც გინდა . დაძაბული იხსნიდა პერანგის ღილებს გამიცდის მოლოდინში , რომ არ ეძინებოდა და თან მთელი ღამე უნდა გაეძლო მის გვერდით ერთადერთი ლიზას მიკიმაუსიანი პიჟამა აწყნარებდა რომელიც სიცილს უფო იწვვედა მასში.
-შუქს შენ აქრობ .
-არც მიფიქრია რომ შენ შეწუხდებოდი. დუდღუნით ჩააქრო შუქი .-იმდი ცუდი ძილი არ იცი .
-იქნებ შენ იცი , იქნებ ხვრინავ ? აი ჩავიწერ და მერე დაგაშანტაჟებ
-კი როგორ არა ,მაგის იმედით არ დაიძინო ღამე .
-არ დავიძინებ .
-ნუ დაიძინებ ,მაგრამ მთელი ღამეც ნუ ილაპარაკებ .
-რომ ვილაპარაკო ? აბა მთელი ღამე ბუსაავით ხომ არ ვიქნები ? დაჟე ბუები ხმებს მაინც გამოსცემენ .
-აი უკვე იწყებ. ხელი წაავლო და მაგრად შეოაჭდო ხელები და ამოისუნთქა - აი ესე , შეგიძლია თავი დამადო და ჩუმად იყო.
-არ შემიძლია ჩუმად როორ ვიყო როცა მიჭერ?
-მაშინ მომიწევს გაგაჩუმო და თუ შენი გაჩუმება დავიწყე ხომ იცი რომ ვეღარ გავჩერდები ?
-ვიცი , გაიღიმა თუმცა სიბნელეში ვის დაანახვა საკუთარი ღიმილი , უნებურად რომ ეღიმებაათ ის ღიმილია თორემ და უბედურებაა ისაა რომ მარტო ლევანი კი არაა თვითონაც ვერ ერევა სურვილს , ხომ დარწმუნდა რომ პატივს ცემს მის სურვილებს ? უღირს ინიციატივის გამოჩენა? საკუთარი თავის პასუხს არ დაელოდა ისე იპოვა ლევანის სახე სიბნელეში. კრგად გაარკვია სად იყო ტუჩი ,მაგრამ მაინც ლოყა არჩია და სწრაფად შეახო ტუჩები ლოყაზე და ხმაურით აკოცა .
-ჰმმმ, რით ვერ დაიმახსოვრე ლიზა რომ ეს კოცნა არა?
-ჩემთვის არის.
-ჩემთვის არა. სწრაფად მოიქცა ხელებში მისი კისერი და მოწყურებული დაეწაფა .გული რომ იჯერა ვნება მორეულმა სცადა გაჩერება -აი ესაა კოცნა მაგრამ ეხლა თუ უნდა მითხრა რომ უნდა გავჩერდე გაფრთხილებ .. გაჩერება არ დაჭირვებია წინადადება ამჯერად ლიზას ტუჩებმა შეაწყვეტინა .არაფერი გაახარებდა ცხოვრებაში იმაზე მეტად ვიდრე იმ წამს მისი ცოლის მხურვალე სხეული იყო . ყველაზე მეტად ის ეუცნაურა ვნება ჩამცხრალს სულ რომ არ გასჩენია სურვილი მარტოს დაეძინა ეჭვნარევი მზერით უყურებდა მის მკერდზე გემრიელად მოკალათებულ გოგოს და გაჭირვებით მაგრამ მაინც აღიარა რომ ერთადერთი იყო ვისთან ერთად გაღვიძებაც სურდა , რაღაც უცხო განსხვავებული და ახალი დილა უნდა ყოფილიყო . არ ახსოვს როდის დაეძინა ლიზას თმაზე თამაშში გართულს ,მაგრამ ისე გაიარა რამოდენიმე საათმა თითქოს წამით მოხუჭა თვალები . მძიმედ აახილა თვალები და გრძნობა რომ მარტო არ იყო საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა ბედნიერი ადამიანი ერქვა ? ამ წამს ალბათ დაუფიქრებლად გასცემდა პასუხს კიო , მტი რა უნდა კაცს რომელსაც ყველაფერი აქვს , აქამდე თუ თვლიდა რომ რაღაც აკლდა მის სმყაროს ,ახლა ხომ გრძნობს რომ ის სიცარიელეც სავსეა? სავსე და თან როგორ? საათობით შეძლევს რომ უყუროს უდარდელად რომ სძინავს მის გვერდით ,მაგრამ ერთი კითხვა უტრიალება თავში, მისი ცოლიც ისეთივე სავსეა ემოციებით ? იგივენაირად ავსებს თავად ლიზას იმ სიცარიელეს ? შეუძლია რომ იყოს ისეთი ადამიანი როგორც მის ცოლს უნდა ? ცდა მაინც შეუძლია . ვინც არ ცდის არაფერი არ აქვს. ნაზად აატარა თითები შიშველ მხარზე და გაეღიმა კიდეც საყვალად რომ შეიშმუშნა.როგორ არ უნდა რომ ადგეს და წავიდეს ? საათს გაბრაზებულმა გახედა.
-გათენდაა ლიზა. რატომ აღვიძებს ,ეგოისტია არ უნდა წასვლა ისე რომ არ ნახოს როგორ გაუღიმებს , დასტურს ეძებს რომ ხვალინდელი დღეც იგივენაირად დაიწყება. -გაიღვიძეეე. გბედავად დასძახა და დანაშაულად რომ არ ჩათვლოდა თითების მოძრაობა მის მხარზე კოცნით ჩაანაცვლა .
-რატო მაღვიძებ ? საცოდავად ამოიკნავლა .
-უნდა წავიდე . გულდაწყვეტით ამოუშვა მშვიდი ხმა .
-სად ? სწრაფად გაახილა თვალები დამფრთხალი მიაჩერდა . იცის რა პასუხსაც მოისმენს “საქმე “ მაგრამ იქნებ მისი საყვარელი ქმარი გასაქცევ მიზეზს ეძებს ? იქნებ უბრალოდ გული იჯერა და წამიერ სიამოვნებასთან ერთად დამთავრდა მისი ბედნიერი დასაწყისი?
-მომბეზრდი და მივდივარ ,მშვენიერი ღამე იყო მაგრამ აი ისეთი ერთხელ რომ კმარა . სრული სერიოზულობით განაცხადა და ინტერესით დააკვირდა დადუმებული და თვალგაშეშებული რომ უყურებდა. -ამოისუნთქე , ცხვირზე თითი მიკრა და გაუღიმა .
-მატყუარა.
-მზად ვარ ყოველ მზის ამოსვლას შენთან ერთად შევხვდე თუ ჩამეხუტები .
-გამბედავი ხარ. გემრიელად მიეწებაა გოგოც სხეულზე .-არ წახვიდე ,რა მოხდება რომ არ წახვიდე და როგორც გუშინ იყავი სულ თავისუფალი დღესაც იყო?
-შენ მე უსაქმურს გამხდი ნუ წუწუნებ . აბურდულ თმას თითებით ულაგებდა .
-ცურვაში ვიმეცადინოთ, რამე გავაკეთოთ. არ ეშვებოდა .
-არ გამოგდის ხომ ხედავ ეს ცურვა შეეშვი. გაბედულად მიახალა სიმართლე .
-ხოდა წადი. სწრაფად იცვალა გვერფი და ზურგი აქცია .
-გეყოფა , ნუ ბავშვობ დიდი გოგოსავით მოიქეცი გამიღიმე მაკოცე და გამაცილე. ოცნების დილა დახატა ლევანმა .
-არა , ხელი გაიქნია როგორმე რომ მოეშორებინა ზურგზე დადებული ტუჩები .
-მაშინ მე გაგაცინებ . რამოდენიმეჯერ მოუღუტუნა და ჭიანჭველასავით რიმ იკლაკნებოდა ლიზა თავად ეღიმებოდა . -უკვე გეცინება ,მშვენიერია ღიმილი მაქვს , რა დამრჩა ? კოცნა ? ეგ ყველაზე მარტივია ერთი ხელის მოძრაობით დაუჭირა ლოყები და აკოცა .-გაცილებას მერე მივხედავ . სწრაფად წამოდგა და ხელის ქნევით გავიდა . უხალისოდ იცმევდა და თავს ამხნევებდა რომ არ დაზარებოდა . დაუკითხავად შეაღო ოთახის კარი და გამოწყობილ ცოლს თვალი შეავლო .
-შენ სად მიდიხარ? ინტერესით აათვალიერა.
-ჩემი ძაღლი უნდა წამოვიყვანო .
-მერე ვერ წამოიყვან?
-შენ მერე ვერ წახვიდოდი? ნაწყენმა შეხედა.
-ვერა .
-ხო და მეც ვერა . დამანებე თავი , არ გელაპარაკები უკან უკან წავიდა მოახლოვებული მამაკაცის დანახვისას .
-არ მაინტერესებს . ხელი წაავლო და წელზე შემოხვია .-ჯიბრი კარგი არ არის ,თან ჩემთან. მოსიყვარულე ხმით რომ გამოუვიდა ნათქვამი მიხვდა არანაირი ძალა არ ქონდა მის წინადადებას .-არ მინდა რომ იქ წახვიდე .
-და რატომ ? გეშინია ტვინი არ გადამიბრუნონ ? სწრაფად გაერკვა რას ნიშნავდა ლევანის არ მინდა .
-წადი თუ გინდა ,უბრალოდ იმას ვამბიბ რაც მე არ მინდა . შუბლეზე აკოცა -შემიძლია სახლში გამოგკეტო ,მაგრამ გენდობი , არა არ გენდობი მაგრამ ვაპირებ . ოღონდ რომ დავბრუნდები აი ესეთი გაბუტული სახე არ დამახვედრო .
-რატო გემო არ მაქვს ? თითის წცერებზე მოუწია აწევა რომ მიწვდომოდა , განსაკუთრებულად მინდომა გემრიელი ყოფილიყო , როცა უნდა ყველაფერი გამოსდის ამჯერადაც არ დააკლო მარილი თითქმის გაუჭირდა კიდეც ლევანს ღირსეული მეტოქეიბა გაეწია ცოლის კოცნისთვის. გაჭირვებით მოშორდა ლიზაც და ღიმილით მიაჩერდა . პირველად მგონი გაცნობის შემდეგ პირველად შეამჩნია შავ თვალებში მოცეკვავე პატარა ეშმაკუნები ლევანმა .
-შენ გემო სულ გაქვს . დაბნეულმა ამოილაპარაკა და ხელის გაშვებას ვერ ბედავდა.
-არ მიდიხარ?
-კი .
-მერე ? ძლიერად ჩაეჭიდა ხელებზე და სცადა გამოსხლტომოდა .-გაგვიანდება .
-ხო ,უხერხულად ჩაახველა . -ჰმმმ მივედივარ ლიზ ,მივდივარ აი გიშვებ ხელებს . მძიმედ გაიწია უკან და უკან უკან სვლა დაიწყო .-ნუ მიყურებ . ღიმილით შებრუნდა და კიბეზე დაეშვა .-მშვენიერია . ცხოვრებაში პირველად გაუღიმა ეზოში გასულმა . მთელი გზა უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და ვერაფრით დააბრუნა საკუთარი ფიქრები თავის სხეულთან ,ისევ იქ იმ სახლში იყო დარჩენილი. უხარია , პატარა ბიჭივით რომ აჰფორიაქებია გული, სასიამოვნო გრძნობაა საწუწუნო არაფერი აქვსვსა საწუწუნო . უაზროდ ისმინა თავის ადვოკატის გამოსვლა ,რობოტივით აწერდა ხელს ყველაფერს. როგორი ძნელია სხვაგან გაჩერდეს როცა იცის რომ ვიღაც ელოდება ? უბრალოდ ვიღაცა კი არა თანაც ზუსტად ის ვინც უნდა რომ ელოდებოდეს. რამდენი თვე გაატარა ამისიმის მოლოდინში რომ რა კარგი იქნებოდა ვინმე დალოდებოდა , დალოდებოდა. არა ტრადიცია არ დარღვეულა რომ ყველაფერი აქვს ,ყველაფერს იღებს ,მაგრამ წარმოუდგენლად რომ ეჩვენებოდა ასეთი ურთიერთობა საკუთარ ცოლთან . ახალია , ახალი სიტყუაციაა და როგორმე უნდა გამკლავდეს ,დროთაგანმავლობაში მიეჩვევა და ალბათ ლიზაც აღარ გამოეტირება ბავშვივით მაგრამ სანამ დროა ხომ უნდა დატკბეს ბოლომდე ამ მომენტით? გზაც რა გრძელი ეჩვენება სანამ სახლამდე მივა. რა მაგარი იქნება რომ არ დახვდეს ? ცივი წყლის გადასხმასავით იყო იმის გახსენება რომ შეიძლება არ ყოფილიყო ,სიხარულით რომ გაიქცეოდა თავის მშობლებთან და რა გახარებულები დარჩებოდნენ მისები ლევანის ახალი სუსტი წერტილის ცოდნით. გაუნელდა მოლოდინი,თუმცა მაინც სიხარულით შეაღო კარი თუ ეს გოგო უნდა მაშინ უნდა ისწავლოს მისი ნაკლთან ერთად ცხოვება რომ ამირანის შვილია. წამში გაადავიწყდა როგორ მოსთქვამდა , დივანზე მოკალათებულ ლიზას თვალი რომ შეავლო ხმაურით რომ უსვამდა ფურცელს ფანქარს .
-მოხვედი ? გვერდით მოისროლა ფურცელი და დივანზევე წამოდგა ,ხტუნვით მივიდა მეორე ბოლომდე .
-არა , ხელი ჰაერში აწია .-არ გადმოხტე . სულ არ უფიქრია დაჯერება წამში ისკუპა და კატასავით ააბობღდა . -იცოდე ერთხელ ვერ დაგიჭერ და .. ოთახში შემოსული სოფოს დანახვისას თვალები აებნა ერთ წამში გაუშვა ხელები და იატაკზე თითქმის ძალით დაადგმევინა ფეხები.დასერიოზულდა და თვალებით ანიშნა უკან მიბრუნდიო. შებრუნდა და გაურკვეველი სახით მოუბრუნდა , ვერაფრით გაიგო რატომ უნდა მორიდებოდა სოფოსი სერიოზული სახით ჩამოჯდა და მისაღები მოათვალიერა -სადაა ძაღლი?
-არ წავედი . მხიარულად მიუსკუპდა გვერდით.
-რაო? რატომ? სასიამოვნოდ გაუღიმა ,მაგრამ ის აზრი არ აძლევდა მოსვნებას როგორ მოიჩქაროდა და ბოლოს რა ცივად გამოუვიდა ყველაფერი ? რიგორი ბავშვური იყი ლიზა და სანამ ისწავლის როგორ უნდა გახდეს თბილი ეგონა წლები დაჭირდებოდა და თანაც როგორი დამჯერი ყოფილა ? საკმარისია ნორმალურად და თბილად აუხსნას რომ დაუჯერებს? რატომ არ გაიქცა მამამისთან? ნუთუ ისეთი მნიშვნელოვანია მისი აზრი რომ მზადაა დაუჯეროს ?
-რავიცი , არ წავედი ხომ თქვი არ მომწონსო ?
-და მხოლოდ იმიტომ რომ მე არ მომწონს არ წახვედი?
-ჰო მე გავითვალისწინე და შენ კიდე მაინც წახვედი .
-თავი დამნაშავედ რომ ვიგრძნო ? ვაი რა ეშმაკი ხარ . თითით ანიშნა მოიწიეო , კარგად მოიქცია ხელის გულებში ლიზას სახე თუმცა ისევ სოფო შემოფრასტუნდა ლანგრით ხელში და იძულებული გახდა ისევ გაშეშებულიყო . ახლა რა შიშით ვერ უნდა შეეხოს? რამდენჯერაც ვინმე დაინახავს ასე უნდა გაცივდეს ? წამოენთო ლიზა .
-სოფო ? ხმამაღლა შესძახა ლიზამ .-ხო საყვარლები ვართ ? კარგად მიჩოჩდა და თავი მხარზე ჩამოადო ლევანს .სიცილით გაადაქნია თავი სოფომ და სამზარეულოში გაუჩინარდა .-იცი რა , ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მალავ .
-რას ვმალავ ? უბრალოდ არ მიყვას ეს სახალხო მოფერებები . თავი იმართალა და კიდევ ერთხელ გახედა სამზარეულოს კარს კარგად რომ დარწმუნდა მარო იყო მხოლოდ მერე გადახვია ხელები .
-აბა ესე ყინულივით უნდა ვიყოთ? შენი საყვარელი კი არ ვარ ვიმალო.
-კარგი რა, რას მოაყოლე ეხლა ეს,იმედია არ მთხოვ რომ სერენადები გიმღერო .
- მინდა რომ , ნამდვილი წყვილივით ვიყოთ, არა წყვილივით კი არა წყვილი ,ვისეირნოთ, ერთად წავიდეთ სადმე ,ფილმებს ვუყუროთ .
-ვაიმე , სიცილი აუტყდა -ლიზა , არაა ეს ჩემი საქმე ,მაგრამ ფილმებზე შეიძლება დავფიქრდე.
- რანაირი ბებერი ხარ, ცხოველები შენ არ გიყვარს ,სეირნბა შენ არ გიყვარს , არავინ არ გიყვარს.
-რა იცი ? იქნებ მიყვარს მეც რამე ან ვინმე ?
-არ გეტყობა . აი ეს მაგიჟებს , საყელოს ეცა და ბოლომდე გაჭერილი ღილი შეუხსნა . -როგორ არ იხუთები ?
- თემა შემიცვალე ?
-რა თემა ?
-მე ვამბობდი რომ ვინმე ან რამე მიყვარს შეიძლებათქო .
-მერე რა ყველას უყვარს ვიღაც ან რაღაც ,მთავარია გეტყობოდეს შენ კიდე ორმოც გრადუსშიც კი ზამთარივით ხარ. უცნაური ვიღაც ხარ , ადამიანებს თბილი ადამიანები უყვართ და ძა
-მეტაფორები არ გელევა . რით გამოვასწორო ჩემი ყინულობით ჩადენილი დანაშაული ?
-სადმე დამპატიჟე .
-ეგ ადვილია . საღამო დავგეგმეთ მშვენიერია , პრობლემაც მოგვარებულია მოდი შენ შენი ხატვა გააგრძელე , მაგიდაზე მიგდებულ ფურცელს წაწვდა და მიაჩეჩა მე წავალ გამივიცვლი . მოიცა რას ხატავ? ეს რა არი ხელში ფურცელი დაატრიალა და რიმ მიხვდა ვერაფერი ამოიცნო დააუბრუნა . -უცნაური ფანტაზია გაქვს .
-ძაღლს ვხატავ . საცოდავად დმანჭა სახე.
-ჰო ეგ თუ ძაღლია ,წარმომიდგენია ბოროტ ცხოველებს როგორ ხატავ .წელზე შემოიწყო ხელები და თვალები მოჭუტა -თავს მაცოდებ თუ ხაზს უსვამ რომ ჩემინაზრი გაითვალისწინე ?
-ორივე ,მაგრამ რა აზრი აქვს ?
-კარგი , თუ შემპირდები რომ წესიერად ჩაიცმევ და აი ამ რაღაცას გაიხდი ძლივს რომ გიფარავს სხეულს შენი ძაღლის წამოსაყვანად წავალთ.
-ამას რას უწუნებ ? ვერაფრით გაიგო რატომ უწუნებს გამუდმებით მოკლე შორტებს . -შენც წამოხვალ ?
-მგლების ბუნაგში მარტოს ხომ არ გაგიშვებ ? ხმაში ირონია შეერია .
-მეც იმ ბუნაგიდან ვარ . ხმა დაუსერიოზულდა გოგოს.
-მაგის თქმა არ მინდოდა , ნუ ვიჩხუბებთ .
-სულ მაგას ამბობ , თქმა არ მინდოდა მაგრამ ვერასდროს დაივიწყებ გამუდმებით წამომაძახებ და.. არ მინდა იყოს ,ვინმეს ვთხოვ და მოიყვანნენ .
-კარგი რა , ხომ მითხარი რომ გესმის ჩემი დამოკიდებულება ?
-ლევან დამოკიდებულება ერთია აი ესე ხსენება ყოველ ჯერზე კი სხვა .
-არაფერს ვამბობ მორჩა , ავდგებით , წავალთ და გპირდები ისე მოვიქცევი რომ დაჯერებაც კი გაგიჭირდება რომ მე ვარ .
-არ მინდა , აფერისტობა დიდად არ გეხერხება და მარტო იმიტიმ რომ მე დამიმტკიცო არ მჭირდება .
-ადექი , შენ არაფერს გიმტკიცებ ჩემს ნერვებს ვამოწმებ .
-არა . ხმა გაუჯიუტდა .
-გახსოვს რომ გითხარი მძიმე ხართქო ? მოგატყუე . წამში წვდა ფეხებში და მხარზე გადაიკიდა .
-გაგიჟდი ? რას აკეთებ ,გამიშვი .
-წავედით . თითქმის ნახევარი გზა ქონდათ გავლილი როცარომ ფეხსაცმელები არც გახსენებიათ .-სულ პრობლემა რატო ხარ ?
-შენ მწვდი გიჟივით , მე რა შუაში ვარ .
ამირანის სახლის დანახვისას ერთადერთ კარგ მოგონებად ლიზა გაახსენდა , ცივაად აავლო თვალი და მძიმედ მიჰყვა უკან ხტუნვახტუნვით შესულ ლიზას , რამოდენიმე ნაბიჯს რომ გაირბენდა და ჩერდებოდა თან რა სიხარულით უქნევს ხელს შემოდიო. რამდენ რამეზე უნდა თქვას უარი ამ გოგოს გამო ? მოყვარესავით უნდა გაიღიმოს თავადაც , ზუსტად ისე როგორც ამირანი უღიმის ,უღირს კი ? რათქმაუნდა უღირს , ზანტად გაუწოდა ხელი ამირანს და თავი დაუქნია გამარჯობის ნიშნად . მხოლოდ ის ეუცნაურა გვერდი რომ აუარა ლიზამ მამას და მხოლოდ დედას აკოცა . არცისეი უპრინციპოა როგორც ეგონა , არც ისე მალე ივიწყიბეს წყენას და გულში ჩარჩენილ ტკივილს ადვილად ვერ ივიწყებს . თბილად შეხვდნენ ვერ იტყვის თუმცა არც ის უგრძვნია რომ არასასურველი სტუმარია ,არც გაკვირვებია ლიზას გამო მაშინაც ასეთი ღიმილ აკრულები ისხდნენ იმავე მისაღებში სადაც ახლა ზის და ვერც მაშინ იგრძნო რომ მტერი იყო. შეუძლებელია კაცი რომელიც შვილს ასე უყურებს ასე მოქცეოდა ? დაუფიქრებლად გაატანა და თან იქითაც კი ეხვეწებოდა. როგორ უნდა გაამართლოს რამით მაინც , რომ ოჯახისთვის ასე ჯობდა,რომ ყბელა გაადარჩინა ,მაგრამ სასიკვდილო განაჩენი რომ გამოუტანა ამირანმა იმას რით შეცვლის ? ოჯახის გამოვო ? რას იზამდა თვითონ თავის ოჯახის გამო ? ალბათ იგივეს . გულთბილად რომ უღიმის ნატალია ,შეიძლება უღიმოდე კაცს რომლის გამოც მისმა შვილმა თვითმკვლელობა სცადა ? ყალბია თუ ნამდვილი ის რაც მის თავს ხდება? მნიშვნელობა არ აქვს .მხოლოდ იმიტომ უნდა გაიღიმოს თავად რომ მისი ცოლი ბედნიერია და იატაკზე ძაღლთან ერთად გორავს . გამოსავალი იპოვა ,შეუძლია დაუღალავად უყუროს ასეთ ლაღ გოგოს და თავადაც გადაედება ხასიათი. აბედნიერებს ,ბედის დაცინვაა რომ ამ სახლში მიხვდა საკუთარი მტრის წინ რომ ავიწყებს ყველაფერს. ვერ იტყვის რომ კარგად გაატარა დრო თუმცა მშვიდად იყო , ღიმილითაც კი ისმენდა ლიზაზე მოყოლილ ისტორიებს. მხოლოდ მაშინ დაიძაბა სერიოზული ხმით რომ ჩაეკითხა ამირანი მარტო დარჩენილებს როგორ მისდიოდა სააქმეები.
-კარგად. მოკლედ შემოიფარგლა და მისი ტონი იმოს მანიშნებელი იყო ,რომ არ ვაპირებ შენთან ერთად განვიხილო ჩემი სააქმეებიო.
-კარგია , ჭკვიანი კაცი ხარ .
-არც შენ ხარ ნაკლები ,ბევრი რამე ვიცი შენზე .
-ჰო? მაშინ რატომ ვერ გაჯობე ? გაეცინა ამირანს
-ჭკვიანზე ჭკვიანი რომ არ ილევა ეგ ხომ იცი .
- პატიოსნად ვცხოვრობდი ლევან ,მაგრამ როცა ივანეს დაჭირდა ..
-არ გინდა გეხვეწები , გაღიზიანდა -ახსნა განმარტებებს ნუ ჩამაბარებ .
-სულელი შვილი მყავს და .. ეჰჰ, ყოველ დილას რომ გადის სახლიდან მგონია ნებისმიერ წუთას დამირეკავენ და მეტყვიან რომ აღარაა ცოცხალი. ბევრი შეცდომა დავუშვი ,ბევრიც ვეცადე მარა ვერა ,კაცად ვერ ვაქციე , ერთზე ზრუნვაში მეორე დავკარგე და .. აი , ისევ . სამზარეულოდან ყვირილი რომ მოესმა სწრაფად წამოხტა ფეხზე . ისევ ჩხუბობენ . ლიზას ხმაც გაარკვია და ამირანს გაადასწრო . ინტერესით მოათვალიერა სამზარეულო და გაწუწული ივანე ,ბუტბუტით რომ იგინებოდა .
-ოჰ ,მშველელიც აქ გყოლია . ლევანის დანახვაზე საზიზღრად გაიცინა.
-რა ხდება ?
-არაფერი . უხეშად ჩაილაპარაკა ლიზამ .
-ივანე , გაეთრიე , რას გავხარ . რა მდგომარეობაში ხარ . ხმას აუწია ამირაანმა .
-გავეთრიო ? მე ? ჰაჰ ჰო აბა ამას ხომ არ გაუშვებ ,მამიკოს საყვარელი გოგო . -კომპლიმენტს ვეუბნებოდი ეს კიდე გაგიჟდა .
-მოკეტე თორე თვალებს ამოგთხრი . ივანესკენ გაიწია ლიზამ .
-ლიზა ლიზააა , შეაჩერა ლევანმა . -მშვიდად.
-აი ხედააავ რა აზრიანად გითხარი ? მაგარი გოგო ხარ , ზუსტად გეგმას მიყვები ჯერ ლოგინში ჩაუწექი ,მერე თავს შეაყვარებ და ..
- გაეთრიე , ხელით ანიშნა გასასვლელისკენ ამირანმა .
- არ დამარტყავთ ბატონო ლევან ?
- არა, შენნაირებზე ხელა არ ვისვრი ,მაგრამ თუ ძალიან მოინდომებ იქნებ დაგარტყა კიდეც .
-წადი ,წამოდი თითქმის ძალით გაათრია ნატომ გარეთ.
-ტყუილია , დამფრთხალი მოუბრუნდა ლიზა . -არანაირი გეგმა არ მაქვს .
- ვიცი . გაეცინა ლევანს დამშვიიდდი ,არ აპირებდა ივანეს სუტყვებია გამო გულში ეჭვი გაეღვივებინა . ვერავინ აიძულებს რომ ჯერ არ ჩამოყალიბებული ბედნირება დაუნგრიოს მითუმეტეს ივანემ . თუმცა ისიც ფაქტია ყველამ იცის რომ გულგრილი არაა და ადვილად შეუძლიათ წიხლი მიაჭირონ სუსტ წერტილას .
-ხომ ხედავ რომ ავადმყოფია ? მამამის მოუბრუნდა გამწარებული .-როდემდე უნდა ეფერო და ატარო თავის ნებაზე ? თვალები არ გაქვს ?
-ლიზა გეყოფა .
-დამაცადე ხელი აუქნია ლევანს .
-მთელი ცხოვრება უკან დასდევდი ,ერთი თეთრიც კი არ უპოვია და მაინც იმის გამო რომ გვაის გამგრძელებწლი გყავს თავზე ხელს უსმევდი . ხომ გაგანადგურა? დღემდე მაგის ვალებს იხდი ,კინაღამ მთელი ოჯახი ამოახოცინა ამას ,მაგრამ არა თვალები მაინც ვერ გაახილე . მკვლელბაც კი დაგეგმე თავის თავი ხომ გახადა არაკაცი და შენ რას დაგამსგავსახვდები მამა ? მარტო ივანეს მამა არ ხარ . ყელში ამომიხვედით ,მე შემომყურებთ ? ჩემი იმედი გაქვთ რომ თურმე თავს შევაყვარებ და ვსო ნანატრი მშვიდობა გექნებათ ? კაი გაგიმართლათ ამასთან ხომ გაგიმართლა ? აი სხვებს რას უპირებ? დაგრჩა გასათხოვარი შვილები? ან დედას რატო აყურებინებ ასეთ მდგომარეობაში მყოფ შვილს ? ნე სადმე ,ბოლოსდაბოლოს მოაშორე აქაურობას ან უბრალოდ უმკურნალეთ,მაგრამ არა თქვენ მარტო ჩემთან იყავით იძულებაში მაგრები. ისარივით გავარდა მისაღებში ,კარგახანს იდგნენ დადუმებულები ლევანი და ამირანი , ცერცერთი ვერ პოულობდა სიტყვას რა უნდა ეთქვათ , ერთი სიტყვაც არ უთქვამს ტყუილი . დაბნეულმა მოიფხანა კეფა ლევანმა და სამზარეულოშივე გამოემშვიდობა. შეეცოდა კიდეც ,როგორი მოსასმენია ერთი შვილი ესეთ რამეს გეუბნებოდეს და მეორეს ისეთს უყურებდე ადამიანის სახეც კი რომ არ აქვს შერჩენილი . მანქანაში ელოდებოდა შეშლილის სახით , გამწარებული რომ უსვამდა თავზე ხელს ჩაფუმფულებულ ლეკვს . რამე უნდა ეთქვა ,რა უნდა უთხრას ვერასდროს გაიგებს რა გრძნობა ასე რომ გიწევს ბრძოლ ერთ დროს მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანებთან . უცნაურად მიაჩერდა , არა მაინც როგორ ამოხეთქა? ცრემლიც რომ არ გადმოუგდია თან? სიტყვაც რომ არ არევია . კარგად დალაგებული ტექსტით რომ მეტყველებდა ? იქნებ შეუძლია კარგადაც გეგმოს ყველაფერი ? იქნებ სულაც არაა ისეთი ბავშვური როგორიც ჩანს ?
-რას მიყურებ? გაღიზიანებული მოუბრუნდა ლევანს .
-ისე უბრალოდ , კარგად ხარ?
-ძალიან , დამღალეს თურმე ვალდებული ვარ რომ მე გაკავო ?
-შენ მაინც ვერ დამაკავებ თუ არ მინდა .
-ხო და ეგ იმათ შეაგნებინე. ხელი გაიშვირა უმისამართოდ .
-კარგი , დამშვიდდი . გაშლილ ხელს თავის ხელი შეახო და კარგად ჩაბღუჭა მუჭში.
- არ დამაცდიან , არ დამაცდიან კარგად ყოფნას გესმის ? საკმარისია მე და შენ რამე გამოგვივიდეს მაშინვე მოვა ვინმე და გეტყვის რომ ..
-არ მაინტერესებს რას მეტყვიან ლიზ, სიმართლეს ამბობენ გესმის ? ნებით არა მაგრამ უნებურად მაინც გამოგდის მათი დაცვა იმიომ რომ შენ ხარ და შენს უკან ისინი .
-ვერ გავიგე.
-ერთად იმიტომ ვართ რომ მშვიდობა ყოფილიყო, თავიდანვე ამიტომ ვიყავით ერთადერთი ის შეიცვალა რომ ახლა მე და შენ მართლა ერთად ვართ. ამიტომ ნუ ფიქრობ რომ მხოლოდ ამას იტყვიან ,მთავარია რას გრძნობ ,მათთვის სულ ერთია ბედნიერი ხარ თუ არა ჩემთან მთავარია დაზღვეულები არიან . განსხვავება ადრინდელსა და ეხლანდელს შორის ჩემი და შენი ურთიერთობა თორე სხვა ყველაფერი იგივეა.მშვიდი ხმით უხსნიდა და თავდაც ვერ მიხვდა როდის გაანალიზა ის რასაც ამბობდა .
-დავიღალე , საცოდავად მიწურა თვალები .
-შენ თუ არ გინდა ვერავინ გაიძულებს ,ვერაფერს ლიზა ვერც მე , რომ გაიძულო კიდეც ვერ იქნები ჩემთან ბედნიერი მხოლოდ იმიტომ რომ სხვას ასე უნდა და ბოლოს არ მინდა იმაზე ინერვიულო რომ იმას დავიჯერებ რასაც მეტყვიან. კარგად ვარჩევ ნამდვილ და ყალბს და გინდ დაიჯერე გინდ არაა გენდობი. არც ის ვიცი რამე გამოვა თუ არა , იქნებ ვცდები კიდეც , ხო ხვალინდელზეც ვფიქრობ ,მაგრამ დრევანდელით კმაყოფილი ვარ და თუ თანახმა ხარ უნდა ვცადოთ .
-მე და შენ მაშინ გამოგვივა რამე თუ მთელი კაცობრიობა გაქრება და მარტოები დავრჩებით.
-ხო და გავაქროთ კაცობრიობა . მტკიცე და ხმამაღალი განაცხადი გამოუვიდა . ჩავალაგებთ ბარგს და წავალთ , იქ სადაც არავინ ვართ , სადაც ჩვეულებრივი ცოლქმარი ვიქნებით და ჯანდაბას ჩემი ხასიათი , ფილმებს ვუყურებთ , ვისირნებთ , სადმე დაგპატიჟებ და … უცბად გამოერკვა და მომღიმარ მძღოლს შეავლო თვალი სარკეში . დადუმდა და თან როგორ სახლამდე ხმა არ ამოუღია . შეჰყურებდა მოწყენილ გოგოს და პირველად ცხოვრებაში თავს უმოქმედობაში ადანაშაულებდა .
-ნეტავ რა ხდება ამ პატარა თავში ? ხმამაღლა ამოილაპარაკა და გვერდით მიუჯდა . პასუხად დუმილი მიიღო , რა ხდებოდა ? წამით ვერ წყვეტდა ფიქრს რომ განწირული იყო, აქამდე თუ ის აწუხებდა რომ ერთ ბედნიერ დღეს მის ქმარს მობეზრდებოდა ახლა ტვირთად ის დააწვა რომ ვლაფერი შეიძლება ყალბად ჩაეთვალა ლევანს .-ლიზაა ? ჩასძახოდა ყურებში .
-ჰო, რამე მითხარი?
-კი გითხარი ,უნდა წავიდეთქო .
-ისევ ?
-რა ვქნა პაემანი მაქვს ერთ შავთმიან გოგოსთან შუადღით შევთანხმდით რომ სადმე უნდა დამეპატიჟა, მაგრამ საქმე ისაა რომ ერთ ადგილზე ზის და არ ინძრევა .გაეღიმა ,კარგია თუ მისი გაღიმება შეუძლია ესეგი მარტო მასზე არ მოქმედებს გადამდებად ლიზას ხასიათი.
-არ გვინდა ვიყოთ აქ .
-კარგი რა რანაირი ახალგაზრდა ხარ შენ , იგივე ტონით გაუმეორა რომ ჩამოურაკრაკებს ხოლმე წინადადებას თავის სიბერზე . -დროზე გაემზადე ,მოთმინებიტ დავიცდი როგორც ჯელტმენი ,მერე სადმე წავალთ ვივახშმებთ,მერე ვისეირნებთ და მერე.. ენერგიას თუ დამიტოვებ მერეზე მერე დავფიქრდები . მიდი მიდი .თითქმის ძალით წამოაყენა და ხელისკვრით გააგდო კიბისკენ . ბევრი ლოდინი არ მოუწია სწრაფად ჩამოვიდა , არც ჩაცმაზე დაუკარგავს ბევრი დრო და არც მკიაჟზე ,რატომ უნდა გაიპრანჭოს იმიტომ რომ ერთ დღეს წამოაძახოს სპეციალურად აკეთებდი რომ თავი სეგეყვარებინაო? ნეტა მართლა მზადა მასთან ერთად წავიდეს ? არც უფიქრია რომ დიდი ხნიანი იქნებოდა მათი მოგზაურობა მაგრამ დაჯერება უჭირს რომ ისეთი შეპყრობილი და გატაცებულია მისით მზადა დაივიწყოს ყველაფერი? როგორი სხვანაირი აღმოჩნდა ? რამდენაირი ლევანიგაიცნო ? ვნებიანი ,გაბტაზებული , სასტიკი,მესაკუთრე ,მაგტამ აი ესეთი ლევანს რა ქვია ? შეყვაებული? მორცხვად ჩამოუუდგა წინ და თავი გაიმართლა
-არ მინდოდა გეცადა და ძალიან არ გადავყევი თავს.
-არ გჭირდება , ისედაც ლამაზი ხარ. ვაფასებ ბუნებრივობას .
-სად მივდივართ ?
-მოვიფიქრებ რამეს , ხშირად კი არ დავდივარ პაემნებზე .
-ეს პაემანია?
-ხო რა იყო , პაემანი ცოლთან ,კარგად ჟღერს არა?
მშვენიერი დრო გაატარეს , არც კი ახსოვს როდესმე თავი ასე ბედნიერად უგრძვნია თუ არა? განსხვავებული იყო მისი ქმარი , მზრუნველი თბილი და მიუხედავად იმოსა რომ ბევრი არაფერი უთქვამს , ისიც აკმაყოფილებდა მომნუსხველად რომ უღიმოდა და შიგადაშიგ აიძულებდა რამე ეჭამა . დაავიწყდა კიდეც რომ როდესღაც უკანასკნელ ნაძირალად მიაჩნდა , რომ სიცოცხლეზეც ამბობდა უარს და წარმოუდგენლად ეჩვენებოდა ასე მშვიდად ჯდომა მის წინ .გაუთვებლად ლაპარაკობდა ათას სისულელეზე და ნაწყენი უყურებდა ყოველ წინადადებია ბოლოს რომ უცინოდა. ბოლოს სადღეგრძელო რომ შესვა ლევანმა მე და შენ გაგვიმარჯოსო მოულოდნელად დაუბრუნდა რეალობას .რამოდენიმე ფუჟერი შამპანიურით გათამამებულმა კითხვაც გაბედა.
-ამირანის შვილი რომ არ ვყოფილიყავი , აი ისე რომ გაგეცანი მაინც მომიყვანდი ცოლად ?
- აერთოდ ვერ გაგიცნობდი ალბათ, ასე რომ მადლობა ც კი უნდა ვუთხრათ ივანეს ასეთი დებილი რომაა .მთლად სასურველი პასუხი ვერ მოისმინა თუმცა კმაყოფილმა გაიღიმა მაინც .-და შენ ? ბევრად უფრო მარტივად შეგიყვარდებოდი ?
-ვინ გითხრა რომ მიყვარხარ? დანაშაულზე გამოჭერილივით წამოიყვირა.
-არა ? სკამის საზურგეს მთელი ძალით მიაწვა და კარგად შეათვალიერა .-რატომღაც მგონია რომ შენნაირი გოგოები სიყვარულის გარეშე არ არიან კაცებთან.
-იქნებ იმიტომ ვარ რომ ასე მაწყობს ?
-როცა გაწყობდა მაშინ არ იყავი , ეხლა საერთოდ არ იქნები . გამომცდელად მიაშტერდა თვალებში .
-დამანებე თავი რა. მზერა აარიდა და დარბაზს გახედა
-მშვენიერი პასუხია ,მომწონს . დარწმუნებული იყო რომ არას არ ნიშნავდა მზერის არიდება , როგორი კმაყოფილი იყო ამ წამს ,საკუთარ თავში კარგად დარწმუნებული და ამაყი. სწრაფად გაატარა სიყვარულზე საუბატი ლიზამ . ჩვეულებრივად განაგრძო ლაყბობა და თითქმის დაწვრილებით გამოკითხა ყველაფერი , ფერებიც კი რა უყვარდა .
-დაკითხვაზე ვარ ? იხუმრა ლევანმა ,პასუხების გაცემით დაღლილმა. -სანამ დამაპატიმრებ ჯობია წავიდეთ არა? მობეზრდა ერთ ადგილას ყოფნა , ვერ იტანდა ამ ჩაბნელებლ გარემოს და ხმაურს ზუზუნივით რომ ჩაესმოდა , ხანდახან ისე ერთობოდაბ ლიზას ყურებით ვერც კი ამჩნევდა რა ხდებოდა გარშემო მაგრამ ბევრად უკეთ გრძნობდა თავს იქ სადაც მარტო იქნებოდა ,თავისუფლად რომ შეეხებოდა , როგორ აწუხებდა ეს მაგიდა შუაში კედელივით რომ იდგა და ტანჯავდა რომ ვერ წვდებოდა .- გავისეირნოთ ? თუ საკმარისად ფხიზელი ხარ ფეხით სასიარულოდ ?
-დავდივარ ,მშვენივრად მიყურეე სწორად სცადა გავლა.
-სანტიმეტრიც კი არ აგრევია . დაამშვიდდა ღიმილით . - მაინც ვერ ვიგებ რა სიამოვნებაა ფეხით სიარული ?
-გამშვიდებს . უყურებ ადამიანებს,აკვირდები ცდილობ გაიგობ რა ხდება მათ თავს ,ზოგს სახეზე აწერია,ზოგს სიარულის მანერაზე..
-მე და შენ რა გვაწერია ? რა ხდება ჩვენს თავს.?
-არ ვიცი , ეგ ვინმე სხვას უნდა ვკითხოთ ,ვინც ჩვენსავით აკვირდება და ცდილობს გამოიცნოს .
-ვკითხოთ ? ხელი გაიშვირა გამვლელისკენ ლევანმა .
-არა , მემგონი შენ უფრო ხარ ზემეტად ფხიზელი .
-პასუხის გეშინია ?
-შენ ? გაჩერდა უცნაურად ჩაფიქრდა ლევანი ბოლოს გაბედულად მოხვია ხელი
- მე მაგალითად მეშინია , თუ მეტყვიან რომ ზედმეტად მაქვს შეტოპილი აი ამ შენი ტუჩების გამო , ესეგი ცუდადაა ჩემი საქმეე .
-ცუდია შეტოპილი რომ გაქვს ? ნაწყენმა შეჭმუხნა შუბლი .
-ჰო ,ცუდია ჯერ შენგან უნდა მოვისმინო რომ შენ ხარ ღრმად შესული წყალში ,აბა მერე შენ ხომ არ გათქმევინებ დავიმორჩილეო? როდის გავხდი შენზე ასეთი დამოკიდებული ?
-არ ვიცი . მხრები აიჩეჩა ლიზამ .
-თვალების ამოთხრით რიმ მემუქრებოდი იქნებ მაშინ , ან სახე რომ ჩამომკაწრე ? იქნებ მაშინ ლანგას რომ მირტყამდი ? არ ვიცი ,მაგრამ ფაქტია რომ ზედმეტა მჭირდები და როდესმე თუ გავიგე რომ ..
-რა ? თუ გაიგე რომ გატყუებ მომკლავ ? ტკივილნარევი სახით დააქნია თავი .
-ჰო , მესაკუთრე ვარ , რიცა ვამბობ რომ მხოლოდ ჩემი ხარ იმას ნიშნავს რომ არაფერი აღარ გეკუთვნის შენ ყველაფერი ჩემია , თავლებიც , ცხვირიც . სათითაოდ უთვლიდა სახელის ყველა ნაწილს და კოცნიდა ბოლოს ყელთან მოუწია გაჩერება ,ჩავლილი მანქანის ხმამ რომ გამოარკვია და მიხვდა ქუჩაში იდგა.



არ ვიცი რა გითხრათ ,ყველაფრის ღირსი ვარ სახრჩობელისაც კი



№1  offline წევრი Kalina

რა გინდა,
აუღებელი ციხესიმაგრე კი აიღე და.
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

კომპლიმენტების წვიმის ღირსი ხარ! ♡♡

 


№3  offline წევრი რუსანა

მარიკუნაა♥️
რა გინდა,
აუღებელი ციხესიმაგრე კი აიღე და.
:)

რავიცი რავიცი :)

Anuki96
კომპლიმენტების წვიმის ღირსი ხარ! ♡♡

არაფრის ღირსი არ ვარ იმდენი გალოდინეთ ❤️❤️

 


№4  offline წევრი Kristaly

Rusoooo ase agar daagvianooi

 


№5  offline წევრი რუსანა

Kristaly
Rusoooo ase agar daagvianooi

ვეცდები ❤️

 


№6 სტუმარი Guest nita

არ გვაწყობს შენი ჩამოხრჩობა.მერე ვინ გაგვახარებს ახალი,საინტერესო თავით? smile smile smile მომწონს ესეთი ლევანი,გრძნობა აღიარებული :)

 


№7 სტუმარი Guest დადუ

აღარ გვალოდინო რა გთხოვ უმაგრესი იყო

 


№8  offline წევრი რუსანა

Guest nita
არ გვაწყობს შენი ჩამოხრჩობა.მერე ვინ გაგვახარებს ახალი,საინტერესო თავით? smile smile smile მომწონს ესეთი ლევანი,გრძნობა აღიარებული :)

ძაან გამიჭირდა აი გრძნობაღიატებულების დაწერააა

 


№9 სტუმარი ლუციფერი

ვკითხულობდი და ბოლო ნაწილში ვინატრე მეც მინდა ასეთი ლევანითქო :დ განსაკუთრებით ის,ქუჩაში ყოფნაც რომ ვერ შეამჩნია,ისე იყო ჩაკარგული სიყვარულში :დ მოკლედ ძაან მშურს ლიზასი :დდ ძალიან კარგად წერ,სულ ველოდები ხოლმე ახალ თავს და ისე მიხარია ხოლმე ვერ წარმოიდგენ :დ დიდხანს არ მიგვატოვო ხოლმე რა ♥ ( მგონი ამხელა კომენტარი ჯერ არსად დამიწერია :დდ

 


№10  offline წევრი რუსანა

ლუციფერი
ვკითხულობდი და ბოლო ნაწილში ვინატრე მეც მინდა ასეთი ლევანითქო :დ განსაკუთრებით ის,ქუჩაში ყოფნაც რომ ვერ შეამჩნია,ისე იყო ჩაკარგული სიყვარულში :დ მოკლედ ძაან მშურს ლიზასი :დდ ძალიან კარგად წერ,სულ ველოდები ხოლმე ახალ თავს და ისე მიხარია ხოლმე ვერ წარმოიდგენ :დ დიდხანს არ მიგვატოვო ხოლმე რა ♥ ( მგონი ამხელა კომენტარი ჯერ არსად დამიწერია :დდ

❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№11 სტუმარი Guest პანდა

ვაიმე ეს რა შოკი თქვი იყოო ^^ <3 როგორ მომწონს ასეთი თბილებიიი ^^ ზიზოზღლეები არიან ^^ <3 მოაშორეთ ეს ივანე თორე მე მოვკლავ

 


№12 სტუმარი მარკო

შემდეგი თავით როდის გაგვახარებ? ^^^^^^^

 


№13 სტუმარი Guest მარი

მომწონა ეს თავიიიი. სასიამოვნოდ ვითარდება მოვლენებიიი. ძალიან კარგად წერ. ხოოო, დღეს კიდე ერთ თავს რო დაამატებდე დაბ დღის ყველაზე სასიამოვნო საჩუქრად ჩავთვლიდი. ❤❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ნუ აგვიანებ გამიფუჭდა ნერვები

 


№15 სტუმარი Guest Maka

Ai iseti tavi iyo meored wakitxva ro mogindeba kacs

girda lodinad,magram agar daagviano ra ase .sheecade ro dge gamoshvebit
Mainc dado ❤️❤️

 


№16 სტუმარი Guest neilo

Ra tkbilebi arian

 


№17 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ragac saocrebaa es kacii vgijdebi da ra gavaketoo <3

 


№19  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგი იყო <3 ლევანი შემიყვარდა ამ თავში უფრო მეტად <3 იმედია აღარ დააგვიანებ და დროულად დადებხოლმე <3 წარმატებები <3

 


№20 სტუმარი ბასილისა..

უბრალოდ უსიტყვოოდ რაღაც საოცრებაა იყოო, უფფ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხეე ეს "პატარა" თავი blush blush blush ავტორრ დიდი პატივისცემა და დიდი სიყვარული შენ ჩემგანნ ჩემო ღუსუდანნ :)) იხარე

 


№21  offline წევრი tamuna.s

დღეს არ დადებ?

 


№22  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადებ?!

 


№23  offline წევრი რუსანა

მადლობა ,ყველას ყველაააას !<3 ხვალ დავამატეებ <3

 


№24 სტუმარი Eto

Vaime rakargia rogorc iqna gamoerkvnen grdznobebs .... male dade da amdeni xani nugar gvalodineb ra ..... upro tu endobian ertmanets uketesi iqneba m.... exla yvelaze magari iqneba patara levaniko ri chaisaxos :d :d

 


№25  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

სადდ დაგვეკარგეე ამდენი ხანიი ... ახალ თავს ველოდები იმედიაა არ დააგვიანებ ასეე .. უმაგრესი იყოო ძლიანნნნნ

 


№26  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადეეე მალე რააა ^-^

 


№27 სტუმარი Vvv

Dadee raaaa

 


№28 სტუმარი mar

Rodis dadebb

 


№29  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადეე გთხოოოოოოოვ

 


№30 სტუმარი Guest თაკო

არადა ლევანი მომვლელიდანვე მომწონდა, სულ არ არი ცუდი პერსონაჟი, პირიქით ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს ძლიერი კაცი,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent