შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(თავი მეშვიდე, პირველი ნაწილის დასასრული)


24-07-2017, 02:01
ავტორი blue witch
ნანახია 2 007

-მგონი ძალინ დიდ შეცდომას ვუშვებთ დიმიტრი.-შეწუხებული სახით თქვა ნინემ.
-შეიძლება ცოტა ვერ ვართ, მაგრამ ის რაც მათ გაგვიკეთეს დაუსჯელი არ დარჩება, ეს დაუშვებელია ნინე!-ამოიოხრა დიტომ.
-კარგი, თუმცა როგორ უნდა გენდო, როცა შენს გეგმას წესიერად არ მეუბნები!-ხელები გაშალა გოგომ.-ქორწილის ჩაშლას როგორ აპირებ დიმიტრი? ყველაფერს ბუნდოვნად მიხსნი! ქარაგმებით მელაპარაკები!
-ნინე! დაწყნარდი, რომ გითხრა ბოლო წამს გადაიფიქრებ!
-ასეთი რა საშინელების ჩადენას აპირებ, რომ არ შეგიძლია გამანდო, მშიშარა გგონივარ?!-წამოენთო ნინე.
-ნუ აპილპილდი! არაფერ ცუდს არ ვაკეთებ! უბრალოდ შენი ემოციურობა უკანა პლანზე გადასწიე და ცივი გონებით მიუდექი საქმეს!-თვალები გადაატრიალა დიმიტრიმ.
-არ შემიძლია!-კატეგორიულად გამოაცხადა გოგონამ.
-ჰოდა სწორედ მაგიტომ ვერაფერს გაიგებ! უბრალოდ მომენდე, დინებას მიჰყევი და ნახავ რაც მოხდება.-დარწმუნებით უთხრა ბიჭმა.
-რომ არ გამოვიდეს?!-თვალები გადმოკარკლა ნინემ.-რომ ვერ ჩაშალო და მართლა მოგვიწიოს დაოჯახება?!
-მაშინ ვეცდები კარგი ქმარი ვიყო!-გაეცინა დიტოს.
ნინემ „თავი რამეს ხომ არ ხეთქე? „ თვალებით შეხედა.
-შნე ხომ არ გინდა პირდაპირ ყბაში მოგდო?! გგონია რადგან გოგო ვარ არ შემიძლია სიფათში გლეწო და ამიტომ მბრძანებლობ?!-ყბა მოექცა ნინეს.
-ჯანდაბა! სერიოზულად ნუ იღებ ყველაფერს! ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გამოპრანჭვა, თაიგულის დაკავება და ჩემ ბაღში მოსვლა გევალება.
-შევრცხვებით!-ფრჩხილი წაიკვნიტა.-მარიამი ტყავს გამაცლის, კატოკით გადამივლის!
-არ შევრცხვებით, ამ ჩაშლილ ქორწინებაზე მამაჩემს, მამაშენს, დედაშენსა და დედაჩემს ეცოდინებათ. კიდევ რეგისტრატორს, რომელსაც სავარაუდოდ ვეღარასოდეს შევხვდებით. მარიამი კი ნამდვილ, ბედნიერ ქორწილში დაპატიჟე, გჭირდება ამ თეტრალურ წარმოდგენაში მისი გარევა და ტყუილად აცუნდრუკება?!
-მაგრამ, მამაშენი რას იფიქრებს?! რა კლოუნადას ვაწყობთ!-ისევ ანერვიულდა გოგო.
-მამაჩემი მართლა ასეთი ტირანი კი არ არის როგორადაც დედაჩემი ნათლავს. სახლიდან გამომაბრძანა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვერ მიტანდა, არამედ იმ გოგოების ხილვა არ სურდა და ბიძაჩემს დახმარება სთხოვა. მას არ უნდა პრესთიჟი შეელახოს და ჩემს სახელზეც ზრუნავს. დედაჩემმა გადაამლაშა.-კვლავ თვალების ტრიალი დაიწყო დიმიტრიმ.
-კიდევ კარგი, თორემ მიკვირდა ის კაცი თვითონ ამ ჩერჩეტისხელა არ ყოფილა თუ ქალები არ მოსწონს მეთქი!
-ნინე!-შეჰყვირა ბიჭმა.
-კარგი ჰო! ვიხუმრე რა იყო?! ბოდიში!-ცხვირი აიბზუა ნინემ.
-შენები რას შვრებიან?! თანხის მხრივ პრობლემები აქვთ?!-ცხვირი ღრმააზროვნად მოიფხანა დიტომ.
-არა. მამამ ეგ პრობლემა უკვე მოაგვარა, დედაჩემიც აზვიადებდა.
-არ გეწყინოს, მაგრამ ორივეს მშობელი დედები გიჟები არიან!
-რა უნდა მეწყინოს?! თვალები ამომწვარი კი არ მაქვს ან ყურები ქვიშით ამოვსებული?!
-ისე რა გინდა, ერთი დღით გადავწიეთ ქორწილი. მომზადება მაინც დაგვჭირდა.
-ისეთი გახარებული ვარ ლამის ბედნიერებისაგან კბილები ჩავიმსხვრიო. მაინც, ღიმილით პირი, რომ არ გამეხეს და ტუჩების მოკუმვის მიზეზი მქონდეს.-კბილები დაკრიჭა ნინემ. მერე კი დაამატა.-თუმცა მაინც არ მესმის, ამის ასახსნელად ტუალეტში რატომ შემომიყვანე?!
-იმიტომ, რომ აქედან ხმა არ გადის, სხვაგან გულგახეთქილი ანასტასია და ქეთევანი დაგვდევენ!-ამოიგმინა.
-ნუ ყვირი, ყრუ კი არა ვარ!-დაიღრინა.- შენი აზრით რამეს ხვდებიან?!
-ვერა, რომ ხვდებოდნენ არ ინერვიულებდნენ და სიცილ-სიცილით აქეთ გადაგვიყვანდნენ ჭკუიდან!
-ჰო, ეგ მართალია, ვერ შეგედავები, ამსეთ საკითხებში ბადალი არ ჰყავთ.-უცებ სახეზე შეშფოთება გამოეხატა:-მოიცა, თუ აქედან ხმა არ გადის, ვინ იცის რას ფიქრობენ?! რა სიკვდილი უნდა გვინდოდეს ტუალეტში?!
-სამაგიეროდ ფანჯარაა ნინე და სიმშვიდეა, ესეიგი მაგ ფანჯარაში მაგათ სილუეტებს ვხედავ და დარწმუნებული ვარ ჩვენ მშვიდ საუბარს თვალს ადევნებენ, თორემ აქამდე მიწაში ჩაგვდებდნენ და გვამის ამოთხრასაც მოასწრებდნენ ხელმეორედ დასაძიძგნად.-მშვიდად მიუგო დიმიტრიმ.-აი, ახლა წავიდენ.
-მგონი ჯობია გავიდეთ.
-აჰამ.
ჯერ დიმიტრი გასხლტა კარში, შემდგე კი ნინე მიჰყვა და ქეთოს ზედ შეასკდა.
-დედა! გამიხეთქე თავი!
-რას აკეთებდით ?!
-ვსაუბრობდით.
-ტუალეტში?!-წარბი აძგიბა ქეთომ.
-შენ რას აკეთებდი?!
-საქმე მქონდა.
-ტუალეტის კართან?!-ნიშნისმოგებით უთხრა ნინემ.
*********************************************************************************************************************************
კვირა დილა მზიანი გათენდა. ნინე ძლისვ წამოზლაზნა საწოლიდან დ ფანჯარაში გაიჭყიტა. „დღეს ვთხოვდები“, გაიფიქრა მან. თავი ისე გააქნია თთქოს ამ აზრის გონებიდან გამოფერთხვა სურდა.
დიმიტრის გამოგზავნილი კაბა სრული საშინელება აღმოჩნდა. მართალია მაქმანები, ორნამენტები, შიფონის თხელი ქსოვილიდა მარგალიტები ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთეს, სამაგიეროდ ამ ოთხ(ხუთ)კაციანი ქორწილისათვის შეუფერებელი იყო და საშინელი კორსეტი ჰქონდა. ნინე დიდი გაჭირვებით გაეკვეხა კაბაში. რაღათქმაუნდა მას შემდეგ რაც დედამ მაკიაჟით (მისი სიტყვების ციტირებაა) გაგლისა და შეარემონტა.
-რა ლამაზად გამოიყურები შვილო, მაგრამ ძალიან ჩქარობთ!
-კი მზეთუნახავს ვგავარ პირდაპირ, უბრალოდ მკერდის დეკოლტეში ჩატენვა, რომ არ დამჭირვებოდა უფრო უკეთესი იქნებოდა.-თემის შესაცვლელად აჯუჯღუნდა გოგონა.
-ნუ ჭიჭყინებ!-ცხვირზე თითი წაჰკრა ქალმა.
-ფრთხილად, ტონალურით შებათქაშებული ლოყა არ ჩამომგლიჯო!-ენა გამოუყო გოგომ.
მალე საათის ისრები საბედისწერო დროს მიუახლოვდ, ნინემ დაიგმინა და დიმიტრისთან გაეშურა, რათა მისთვის ხელკავი გამოედო და იმ ბუჩქების გავლით, მენაბდეს სახლის ბაღში შესულიყო. იქ სადაც რეგისტრატორი ელოდა.
„დიმიტრის გეგმამ რომ არ გაჭრას?!“
გული გადუქანდა მას.
„რომ არ გამოვიდეს.“
პასუხივით გაიჟღერა მის თავში.
*********************************************************************************************************************************
-დროზე განახორციელე ეგ შენი წყეული გეგმა თორემ იმ პატარა აუზში ჩაგახრჩობ და მკვდარს მაგ პეპელა-ჰალსტუხზე დაგკიდებ ფეხებით, მერე კი შენი მოთრეული დამპალი კაბის კორსეტს ჩამოგაცმევ თავზე, რომ გარდაცვლილს ძარღვები დაგისკდეს და გალურჯდე!-დაუსისინა ნინემ დიმიტრის.
-ცოტაც მოიცადე...
-უკვე თითქმის დავფარეთ გზა იდიოტო!
-ნუ იგესლები! შხამში არ ჩაიხრჩო!-შესცინა ბიჭმა.
-მე არ მეხუმრება!
-კარგი გაიმეორე რასაც გეტყვი:დედა, ჩვენც შესანიშნავად გამოგვდის ტყუილი, ყველას სასიამოვნო დღეს გისურვებთ!“
ნინემ თუთიყუშივით გაიმეორა სიტყვები.
-ახლა კი სამ თვლაზე ხმამაღლა ჩემთან ერთად თქვი.
-რა?!
-მიდი!
-კაიი!
-ერთი, ორი სამი! მიდი!
-დედა, ჩვენც შესანიშნავად გამოგვდის ტყუილი, ყველას სასიამოვნო დღეს გისურვებთ!-ერტხმად დაიძახა ნეფე-პატარძალმა.
წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ჭრიჭინას ჭრიჭინი ისმოდა.
რეგიტრატოს ყბა ქვეყნნის ეკონომიკური მდგომარობასავით მოენგრა.
ნამდვილად ისტორიაში ჩასადღაბნ ფაქტს შეესწრო.
-ახლა კი გაიქეცი!-შეუძახ დიმიტრიმ და ნინეც ადგილს მოსწყდა. ორივე აწყვეტილი მიქროდა და ქუჩისაკენ ჰქონდათ გეზი აღებული.
სანამ პირდაღებული მშობლები გაკიდებას მოასწრებდნენ, მანამ ისროლა ნინემ ყვავლების თაიგული მხარუკუღმა. თან მიაძახთ:
-ადამიანის გაცურება ასე უნდა! გვიყურეთ და სიწავლეთ!
დიმიტრი ახითხითდა და უცერემონიოდ შეტენა ნინე წინასწარ გამზადებულ ტაქსში.
-სწრაფად! სადაც გითხარით იქ წაგვიყვანეთ!
-არა, გაქცეული პატარძალი, სიძე, მეჯვარეებიც კი მინახავს, მაგრამ საკუთარი ქორწილიდან გამოქცეული ნეფე-დედოფალი არასოდეს შემხვედრია!-გაოცდა მძღოლი.
-ჩვენ უნიკლაური შემთხვევა ვართ! ძალიან გთხოვთ დაუჩქარეთ!-შეხვეწა ნინე.
ცოტა ხანში, რამდენიმე ჩიხიდან გამომძვრალი მძღოლი უკვე ღია ტრასაზე მიქროდა და ოთხასოცდამეათე ისტორია ყვებოდა.
*****************************************************************************************************************************
ის, რაც მალვაში მყოფ ხიზნებს შეემთხვათ, მოგვიანებით მოგითხრობთ. სამაგიეროდ ვიცით, რომ მშობლებმა ლამის მუხლებზე შემდგრებმა შესთხოვეს დაბრუნება. ეს ამბავი მიწყნარდა და მალე თითქოს ყველას გადაავიწყდა.
ანუ უფრო სწორად, თითქმის ყველას.
*********************************************************************************************************************************
-დიმიტრი, იმედია ხვდები, რომ ჩვენი გზები გაიყოფა.
-ეგ რას ნიშნავს ნინე?!
-მე გერმანიაში წავალ.
-რატომ?!
-აღარ მინდა აქ ვიყო.
-მე გამირბიხარ?!
-არა, შენ ვერ გაგექცევი, შენ ხომ მხოლოდ...
-მხოლო რა?!
-მხლოდ ნაცნობი ხარ.
-არც მეგობარი?!
-ჯერ არა. არამგონია ოდესმე გახდე.
*********************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ:
-ნინე?!-შესძახა დიმიტრიმ.
-დიმიტრი?!-გამოიქცა ნინე.
-არ წახვედი?!-გაუკვირდა ბიჭს.
-არა, სამაგიეროდ შენ წახვედი.-ხმაში წყენა გაერია გოგოს.
-ჰო, მე შენგან გავიქეცი.
-რატომ?!
-იმიტომ, რომ ივლისის ერთ დღეს, საშინლად ცხელ და დახრუკულ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სახლშ შემოიჭერი კატასრტრროფავ, შემოიჭრი პირდაპირი და გადატანითი მნითვნელობით. ქარიშხალი დაატრიალე და თავდაყირა დამიყენე. მერე სუპერმარკეტში გამლანძღე ჩემი ტყუილისათვის, მერე ისევ უბოდიშოდ შემოეხეტე, კარები ჩამომიღე და მღვდლის მოწაფედ გამომაცხადე. დედაჩემმს კინაღამ ვემსხვერპლეთ, ლამის ვიქორწინთ, ერთად გავიქეცით და მერე მომისროლე.
-დიტო, მე...
-დამასრულებინე! ის რასაც შენ ქმნი ნინე, ის რასაც შენ ქმნი მჭირდება. შენი შეცდომებით გამოწვეულ ნგრევაას დიდი მშენებლობა მოყვება. თითქოს ყველაფერს აფუჭებ, არადა ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლი. ნეგატივით პოზიტივი მოგაქვს, დასასრულს დასაწყისად გარდაქმნი. შეგიძლია შენი წამოსროლილი სისულელით ლაპარაკის ხასიეთზე მომიყვანო, თუ ფეხი დაგიცდება საშუალებას მაძლევ დაგიჭირო, თუ ისტერკაში ხარ ამით შენი კოცნით გაჩუმებისაკენ მიბიძგებ.
-მოიცადე, დიმიტრი...
-დამაცადე! მიყვარს როცა ფილოსოფოსებ, საუბარს არ მაცდი და სიტყვაში მეჩრები, როცა შენს მსოფლმხედველობას თავზე მახვევ და რაიმეს მიმტკიცებ. თითქოს სიცოცხლის ხალისს მინბრუნებ, თითქოს ნგრევა მოგაქვს, ყველა პრინციპს თავზე ამასხვრევ და ამით ახალ, დიდებულ შენობას აგებ. ძალიან ძალიან მომწონხარ ნინე! მინდა, რომ შენი პასუხით დასასრული გააგრძელო და დასაწყისი მომცე. ან იმედგაცრუების ან ბედნიერების. მინდა დასაწყისად იქცე!-ემოციურად დაასრულა დიტომ.
-ეს შენით მოიფიქრე თუ?!-გაეხუმრა ნინე.-მართლა დიდი მადლობა მაგრამ მე არ გეტყვი!
-რა?!-ფერი წაუვიდა დიტოს?!-რას არ მეტყვი?!
-უნდა გამოიცნო.-თავმომწონედ შესძახა გოგო.-მოვლენები ერთმანეთს დაუკავშირე და მიხვდები რამეს ვგრძნობ თუ არა.
-სულ გაგიჟდი!
-რა ჩემი ბრალია თუ კარი შემეშალა?!-გაეცინა ნინეს.
-აბა ვისი ბრალია?!-ტუჩის კუთხეში გაუკრთა ღმილი დიტოსაც, თითქოს პასუხი ფსკერიდან ამოუტივტივდაო.
-ჰმმ..-ჩაფიქრდა გოგო.-ეს ყველაფერ აფროდიტას ბრალია!-ეშმაკურად გაიცინა კვლავ.
-ეგ ჩემი პასუხია, მაშინ გითხარი როცა..
-როცა... გაიხსენე!
-ოჰ, ნინე! რათქმაუნდა, აფროდიტა, რომ არა ვის მოეწონებოდი შენ! თავწითელა გიჟო!
-რათქმაუნდა, აფროდიატა, რომ არა როგორ შეძლებდი ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით აზრის ჩამოყალიბებას?!-ვალში არ დარჩა ნინე.
-ისევ ციანიდივით შხამიანი ხარ!
-ისევ შემომთავაზებ შენი მოწამვლა თუ მენდომება ენა მოვიჭრა და წყალში ჩაგიგდო?!-მოაგონდა გოგოს.
-ალბათ.-წარბები ასწია დიტომ. მოგონებების მორევი დატრიალდა და ერთი წუთით ორივე ჩანთქა.
-წავედი, და სამ დღეს გაძლევ საფიქრელად!
-ერთი წუთით!-დიმიტრი მკლავში სწვდა და აკოცა. ამბორი ხანმოკლე მაგრამ მწველი გამოდგა, ნინეს კი ლოყები აუჭრხლდა.
-ახლა უფრო უკეთსად ვიფიქრებ!-მზაკვრული ღიმილი გადაეფინა დიმიტრის.
ნინემ სიცილით დატოვა იქაურობა.
**********************************************************************************************************************
შეიძლება ნინე და დიმიტრი ხუმრობნდენ, მაგრამ ამ სამყაროში არაფერი ხდება უმიზეზოდ. ქვეყნად მართლა არსებობს რეალობა, სისასტიკე, მეცნიერება და მცირე დოზით მაგიაც. სასწაულებისა და ჯადოსნობის დაჯერება არდაჯერება ჩვენს სურვილებს ემყარება. თვალს დავიბრმავებთ, ყურს დავიყრუებთ და გვერდს ავუვლით, თუმცა მაინც წინ შეგვეჩეხება, ახსნას მოვუძებნით დამთხვევებს და არავითარ შემთხვევაში არ ვირწმუნებთ იმას რაც ჩხვირწინ გვაქვს.
ჯადოქრობას.
ოღონდ იცოდეთ, როცა ორი ადამიანის ურთიერთობა ასე პარანორმალურად, კატასტროფულად, რომანტიულად და კომიკურად ვითარდება, მაშინ ყველაფერი მეცნიერების, დამთხვევების, უიღბლობისა და მოუხერხებლობის კი არა აფროდიტას ბრალია.
ამ ისტორია კი გიყვებით უცნობი, თუმცა ძალიან ნაცნობი ვინმე.
ყველას გისურვებთ იმას, რაც სინამდვილეში აფროდიტას ბრალია.
*****************************************************************************************************************
დადააამ! პირველი ნაწილიც დასრულდა. ცოტა წავუმისტიკე. მეორე ნაწილის დასაწყისი ალბათ ორი კვირა არ იქნება. დასვენება მჭირდება, თუმცა ძალიან მომენატრებით.თუ ამ თავს კომენტარები არ ექნება მაშინ ეს ჩათვალეთ ისტორის დასასრულად. უკმაყოფილო არ დავრჩები, რადგან წერის პროცესში ძალიან დიდი სიამოვნება განვიცადე და უამრავი უცნობი ადამიანისაგან ვიგრძენი სითბო. ამიტომ ძალიან მიყვარხართ და ბოდიში შეცდომების, ბანალობისა და დაბდურიზმისათვის! (მეორე ნაწილზე თქვენ უნდა დამაფიქროთ.)
დროებით „გენახვამდებათ“(არანაირი მშვიდობით! მაინც შემოვეტენები ისევ)თქვენი საძაგელი და მანიპულატორი ავტორი.



№1 სტუმარი Guest ლიზა

ამდენი ხანი აღარ დადეებ? :'( მომეწონა ეს დასრულება კარგ დასვენებას გისურვებ

 


№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვფიქრობ ასეთი დასასრულიც კი მშვენიერია ამ ისტორიისთვის მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ მეორე ნაწილის დაწერას იცოდე ერთგულ მკითხველთა სიაში მეც ვარ.

 


№3  offline წევრი M-morieli

გიჟები :დ ამას ნამდვილად აღარ ველოდი. მოკლედ შენთან არასდროს იცი რა მოხდება მომდევნო თავში :დ მშობლებსაც რა ჩაუტარესს ორი გიჟი ოჯახის შედეგია. არაა ძაან მაგარი ისტორიაა. ველოდები ახალ თავს. ნუ წინასწარ რას ვფიქრობ არ ვიტყვი მაინც გამაოცებ ბოლოს დაა:დ მაგადი გოგო ხარ ძაან ♡♡

 


№4  offline წევრი blue witch

Guest ლიზა
ამდენი ხანი აღარ დადეებ? :'( მომეწონა ეს დასრულება კარგ დასვენებას გისურვებ

რას ვიზამთ სხვანაირად არ გამომდის. დიდი მადლობა <3
Anuki96
ვფიქრობ ასეთი დასასრულიც კი მშვენიერია ამ ისტორიისთვის მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ მეორე ნაწილის დაწერას იცოდე ერთგულ მკითხველთა სიაში მეც ვარ.

დიდი მადლობა, გააჩნია მეორე ნაწილში თქვენთვის ცოტა კიდევ მაქვს მოსაყოლი. <3
sa-mira
გიჟები :დ ამას ნამდვილად აღარ ველოდი. მოკლედ შენთან არასდროს იცი რა მოხდება მომდევნო თავში :დ მშობლებსაც რა ჩაუტარესს ორი გიჟი ოჯახის შედეგია. არაა ძაან მაგარი ისტორიაა. ველოდები ახალ თავს. ნუ წინასწარ რას ვფიქრობ არ ვიტყვი მაინც გამაოცებ ბოლოს დაა:დ მაგადი გოგო ხარ ძაან ♡♡

უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! წარმოუდგენლად თბილები და ტკბილები ხართ. ოოხ, როგორ დამაინტირგე, ნეტავ რას ელოდები?!

 


№5  offline წევრი Hot Chocolate

აიი დამაინტრიგე და დაამთავრე? ორი კვირა უნდა ველოდოთ? ქამ ონ გაიზ :დ ამას როგორ ეგუებით. კარგია მისტიკა მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა. დაგელოდები რა თქმა უნდა. სასიამოვნო დასვენებას გისურვებ

 


№6  offline წევრი blue witch

Hot Chocolate
აიი დამაინტრიგე და დაამთავრე? ორი კვირა უნდა ველოდოთ? ქამ ონ გაიზ :დ ამას როგორ ეგუებით. კარგია მისტიკა მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დამრჩა. დაგელოდები რა თქმა უნდა. სასიამოვნო დასვენებას გისურვებ

უღრმესი მადლობა. მეც ძალიან მინდა რომ მალე დაგიდოთ თუმცა რა ვქნა. უპასუხოდ კითხვებს არ დაგიტოვებთ, არ ინერვიულოთ.

 


№7 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№8 სტუმარი მოცინარი

ოოო, კაი რა აქ გაწყვეტა შეიძლებოდა?! უფ, ეხლა ორჲ კვირა რა ჳაკეთო?!

 


№9  offline წევრი Kalina

აუ, როგორ იჩქარე...
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10 სტუმარი მოცინარი

მგონი ორი კვირა გავიდა........







.......და მეტიც

 


№11  offline წევრი blue witch

მოცინარი
მგონი ორი კვირა გავიდა........







.......და მეტიც

მოულოდნელად გამიგრძელდა დასვენება.<3 მაგრამ დავწერ აუცილებლად.

 


№12 სტუმარი Guest მაკა

აუუუ სადაა დაპირებული მოთხრობაააა☹️

სადაა დაპირებული გაგრძელებაა

 


№13  offline წევრი blue witch

Guest მაკა
აუუუ სადაა დაპირებული მოთხრობაააა☹️

სადაა დაპირებული გაგრძელებაა

სამწუხაროდ ჯერ არ გამიგრძელებია, მაგრამ ახალი მაქვს დამატებული,ახლის დასრულებისას კი ამასაც ვიხილავთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent