შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მეშვიდე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )


24-07-2017, 14:26
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 106

ახალი, ნორმალური თრილერი. თხოვნა იქნება სანამ წაიკითხავთ უყურეთ <3

თავი 7
-ჰარი სად არის?- ეს პირველია, რასაც კითხულობს ლუი, როცა ჰარის წასვლიდან რამდენიმე საათში სახლში შერბის და მამის მკლავებში ტირილში ჩაძინებულ დედას ხედავს. ნაილიც კარებშივე შეშდება და ხან მამას შეჰყურებს ხან დედას.
-წაიყვანა- მშვიდად ამობობს მამა- ჰარი თავისი ნებით გაჰყვა.
-რატომ გააყოლე?-ყვირის გაბრაზებული- ვერ დაინახე რა გააკეთა? მასთან სასჯელის შემდეგ არ დარჩა! მან არ იცის როგორ იყოს დომინანტი, ჰარი მასთან ერთად მუდამ საფრთხეში იქნება.
-ლუ...-ხელზე ექაჩება ნაილი, როდესაც დედამისი თვალებს ახელს და მის ლოყებზე ისევ ცრემლები მოგორავს.
-ჯანდაბა, ლუი! სულ ყველაფერს აფუჭებ-თვალებს ატრიალებს მამა და დივნიდან დგება, შემდეგ კი ელისონს მიმართავს- წყალს მოგიტან.
ლუი სწრაფად უახლოვდება დივანს, დედის გვერდით ჯდება და იხუტებს.
-ყველაფერი კარგად იქნება- ჩურჩულებს ისევ, თუმცა ამის თავადაც არ სჯერა. კარებთან მდგარ ნაილს კი თავი ზედმეტად ჰგონია, იქ დაბრუნდა სადაც ის არავის სჭირდება... მამამ გვერდზე ისე ჩაუარა, ზედაც არ შეხედა...
-ლუი, დამიბრუნე ჰარი... დამიბრუნეთ ჩემი შვილი.... კიდევ ერთს ვერ გადავიტან.
უეცრად ჯერარდი ნაილის გვერდით ჩერდება და წყლის ჭიქას ნაილს უწვდის, ნაილის დაბნეული სახის დანახვის შემდეგ კი ოდნავ უღიმის და დედისკენ უთითებს. ნაილი დაბნეული ართმევს წყლით სავსე ჭიქას მამას და ლუისკენ და დედისკენ მიდის.
-აუცილებლად დავაბრუნებ, აი ნახავ რადაც არ უნდა დამიჯდეს, ხვალ დილით როცა გაიღვიძებ ჰარი სახლში იქნება.
და სწორედ იმ წუთს, როდესაც ნაილი დედას წყალს უწვდის, დედა ლუის ხელს უშვებს და ნაილს ძლიერად იხუტებს.
-ო, ღმერთო... ნაილ... ღმერთო ....
ლუი ოდნავი ღიმილით შეჰყურებს დივანთან მუხლებზე მდგარ ნაილს, რომელსაც დედა იხუტებს და მამაზე გადააქვს მზერა.
-მისი დომინანტის სახელი და გვარი მითხარი.
-ალექსანდრა მალიკი.
-მალიკი?-წამით ლუი იბენვა და ნაცნობ გვარს გაოცებული იმეორებს- ჰარის მეგობრის ზეინ მალიკის ნათესავია ის გოგო?
-როგორც ვიცი ტყუპები არიან-მხრებს იჩეჩს მამა- დაახლოებით ერთი საათის წინ მათი ანკეტები ვნახე. ძველი გაგების ხალხია, ჰარი მაგ ოჯახში ვერ გაძლებს...-მამა ოხრავს და მზერა ლუიზე გადააქვს- ზეინი საბმისივია და როგორც გავიგე რამდენიმე საათით გვიან დაიბადა და ალექსანდრა უფროსია, ამიტომაც ძმა ძალიან უყვარს... ვიფიქრე რომ ზეინის დახმარებით ჰარი უკან დაგვებრუნებინა, მოგვეტაცებინა ან ....
-ეს სიგიჟეა-კბილებში ცრავს ლუი, მასში დომიანტი პირველ ადგილზე დგება და აცნობიერებს რომ მის საბმისივზე ლაპარაკობენ.
-ვიცი, მაგრამ რა გავაკეთოთ? დედაშენი გაგიჟების პირასაა, ხომ იცი თქვენ სამიდან ყველაზე მეტად ჰარი უყვარს,რადგან ყველაზე უმცროსია და პატარაობაში ჯამრთელობასთან პრობლემები ჰქონდა.
-ამას მე მივხედავ, ჰარის უკან დავაბრუნებ. მისამართი მითხარი.
რამდენიმე წუთში კი ლუი მანქანაში ზის და სწრაფად უხვევს მოსახვევში, სანამ ქალაქის მთავარ გზაზე გავა. ერთადერთი რაც მან იცის რომ მისი ძმა სახლში უნდა დაბრუნოს, ყველაფრისდამიუხედავად, ყველაფერზე წავა... მისი საბმისივის გამოყენება რომც მოუხდეს. მის საბმისივს თავი რომც შეაძულოს ძმაზე უარს არ იტყვის და უკან დააბრუნებს.
თუ ლუისთვის ჰარია ყველაზე ძვირფასი, მაშინ ალექსანდრასთვის ზეინია....
დაუნდობელი თამაში მათი თავისუფლებისთვის იწყება, თუმცა მან არ იცის.... აქ შეუძლელბელია გამარჯვება. ყველა ნებისმიერ შემთხევაში წააგებს და მალევე მათი ცხოვრება ქარბორბალას დაემსგავსება, რომელიც ყველაფერს გაანადგურებს რაც კი წინ დახვდება.
***
ჰარი მანქანასთან დგას და ალექსანდრას ელოდება, თვითონაც ვერ ხვდება რატომ არ დაიმალა, ლუის რჩევას რატომ არ დაუჯერა... უბრალოდ გამოჰყვა, თითქოს გონება გაეთიშა, ფიქრი შეწყვიტა და ის გააკეთა, რაც მას თავად არ სურდა. ის რაც მისმა ინსტიქტებმა გააკეთებინეს, ინსტიქტები კი მხოლოდ იმას გაიძახოდა, რომ ალექსანდრას უნდა გაჰყოლოდა, რომ მხოლოდ ის შეძლებდა მის ყველაფრისგან დაცვას.
-კარგი ბიჭი ხარ, ჰარი.-მის ყურთან ალექსანდრას ჩურჩული გაისმა. ჰარის სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა და თვალებგაფართოებულმა გახედა ალექსანდრას, რომელსაც მის რეაქციაზე ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა.
ის აუტანელი ტკივილი კი რომელიც ამდენი ხანი აწუხებდა, უკვალოდ გაქრა... მისი ადგილი ეიფორიამ დაიკავა და ჰარი მიხვდა.... სწორედ ამ გრძნობის გამო ელიან საბმისივები დომინანტისგან შექებას.
ის გრძნობა, მიწაზე რომ დგახარ, მაგრამ თითქოს ჰაერში დაფრინავ. ის გრძნობა, რომელსაც ის ვერაფერს შეადარებს.
-აღარ ჩაჯდები?-ალექსანდრას ხმა უკვე მანქანიდან ესმის და ჰარი ხვდება რომ გარესამყაროს რამდენიმე წამით გამოეთიშა, ჰარი რაღაცას ჩურჩულებს რაც ალექსანდრას არ ესმის და მანქანაში ჯდება, შემდეგ კი კარს ხურავს და შეშდება.
ისინი პირველად რჩებიან გაყოფის შემდეგ მარტო.
-ღვედი შეიკარი.
ჰარი ვერ ხვდება უბრალოდ ეუბნებიან თუ უბრძანებენ, რადგან სანამ ალექსანდრას სიტყვებს გაიაზრებს, მანამდე ღვედს იკრავს და მას ეს აშინებს. ის რომ ალესანდრას თითეულ სიტყვას გაუაზრებლად ემორჩილება.
გზა სიჩუმეში იწელება, ჰარი დაძაბული ზის და გზას გაჰყურებს. ხმის ამოღებას ვერ ბედავს და მის ჯიბეში ტელეფონს აწვალებს. ალექსანდრა გვერდულად შეჰყურებს მოუსვენარ ჰარის და ისევ გზაზე გადააქვს მზერა. უკვე ცხრა საათი ხდება, ცენტრალურ გზაზე კი საცობებია, ამიტომ ალექსანდრა სახლისკენ მოვლითი გზით მიდის.
-მგონი რაღაცის კითხვა გინდა- ბოლოს ხვდება ალექსანდრა და ჰარის უყურებს, თან წითელზე აჩერებს.
-დომინანტებს ხომ ახალ სახლს აძლევენ, ჩვენ ახალ სახლში ვიცხოვრებთ თუ... თუ ზეინთან ერთად?
როგორც იქნა კითხვას ბედავს ჰარი და მზერას არიდებს, შუქნიშანზე ჯერ სტაფილოსფერი ინთება, შემდეგ კი მწვანე და მანქანა ისევ ადგილს წყდება.
-ახალი სახლი უკვე გავყიდეთ, ასე რომ ჩემს მშობლებთან და ზეინთან ერთად ცხოვრება მოგიწევს. ნუ გეშინია, შენი მეგობარი შენც გვერდით იქნება.
-არ მეშინია-კბილებში ცრავს ჰარი, როცა გოგონას დამცინავი სიტყვები ესმის.
-მჯერა-იღიმის ალექსანდრა- შენ ხომ პატარა ბავშვი არ ხარ, ჰარი, რომ გეშინოდეს.
-ჩემზე რამდენიმე დღით დიდი ხარ!-ბრაზდება ჰარი.
ალექსანდრამ ჩაიცინა და რამდენიმე მოსახვევის შემდეგ მრავალსართულიან შენობასთან გააჩერა.
-შე... შენ რა ბინაში ცხოვრობ?-ჰარი იბნევა, როდესაც ალექსანდრას შემდეგ მანქანიდან გადმოდის. ჰარიმ იცის რომ ალექსანდრას ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ვერც კი წარმოედგინა რომ ის ასეთი ღარიბია. საზოგადობაში კიდევ ერთი დაყოფა იყო. 2სართულიან სახლებში საშუალო ფენა ცხოვრობდა, დაბალი ფენები კი ბინებში, ხოლო რადგან ჰარის ოჯახი მდიდარი იყო, ოთხსართულიან სახლში ცხოვრობდა. ჰარი კი ვერასდროს ხვდებოდა რა საჭირო იყო ამხელა სახლი, როცა ოთახების უმეტესობა ცარიელი იყო. ახლა კი მიხვდა, საზოგადოებისთვის სტატუსის დასანახვებლად.
-უკვე შენც ბინაში ცხოვრობ ჰარი-დამცინავად წარმოთქვამს ალექსანდრა, საბარგულს აღებს და ჩემოდანი გადმოაქვს. შემდეგ კი ისე რომ ჰარის ზედაც არ უყურებს შენობაში შედის და ლიფტის გამოსაძახებელ ღილაკს აჭერს. ჰარი ოხრავს და უკან მიყვება. ლიფტის კარები როცა იღება ალექსანდრა შედის და ჰარის შეჰყურებს, რომელიც ლიფტის კარებთანაა გაშეშებული და თვალებგაფართოებული შეჰყურებს.
-ჰარი, ლიფტი არ იცდის... შემოდი.
-მე.. მე არ შემიძლია-ლუღლუღებს ჰარი.
-რა დებილობებს ამბობ, შემოდი- ალექსანდრა ლიფტის კარს იჭერს, რომ არ დაიკეტოს.
-მ..მეშინია- ლუღლუღებს და ხვდება რომ ეს არ უნდა ეთქვა, როდესაც ალექსანდრას სახეზე დამცინავი ღიმილი ისახება, რომელიც მალევე ეშმაკურად გარდაიქმნება. ჰარი კრთება, როდესაც გოგონა ხელს კიდებს და მკაცრი ხმით წარმოთქვამს “შემოდი” და ჰარი ხვდება, რომ ეს ბრძანებაა, რომელსაც ვერ შეეწინააღმდეგება. რამდენიმე ნაბიჯს დგამს და მის ზურგს უკან კარი ხმაურიანად იკეტება. ჰარი ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და ალექსანდრას აშტერდება, ცდილობს ყურადღება არ გაამახვილოს იმაზე რომ დახურულ სივრცეშია, მაგრამ ეს არ გამოსდის და როდესაც ლიფტი იძვრება და მაღლა მიიწევს, ხვდება რომ ხელები უკანკალებს.
-რ.. რას აკ. აკეთებ..-შეშინებული ლუღლუღებს, როდესაც ალექსანდრა წითელ stop ღილაკს თითს აჭერს და ლიფტი მერვე და მეცხრე სართულს შორის ჩერდება.
-კლაუსტროფობია გაქვს?- ისე მშვიდად ეკითხება ალექსანდრა, რომ ჰარის მისი სიმშვიდის შურს. კარი კარებს ეყრდნობა და ცდილობს ჩაისუნთქოს, მაგრამ ასე ჰგონია იხრჩობა და პირს თევზივით აღებს. მთლი სხეულით კანკალებს, ალექსანდრას უკვე ბუნდოვნად ხედავს, მუხლებზე ეცემა და კვლავაც ცდილობს ჩაისუნთქოს , მაგრამ არაფერი გამოსდის. ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს მისი ფილტვები ჰაერის უკმარისობისგან იხლიჩება. ინსტიქტიურად, ზევით, ალექსანდრასკენ იწვდენს ხელს... თითქოს ის ერთადერთია ვისაც მისი ამ წუთას გადარჩენა შეუძლია და უეცრად გრძნობს გაწვდილ ხელზე როგორ ეხებიან, შემდეგ კი ნიკაპზე ეხებიან და თავს აწევინებენ.
-შემომხედე.
ბრძანება და ჰარი ალექსანდრას შეჰყურებს.
-ისუნთქე.
კიდევ ერთი ბრძანება და ჰარი ხვდება, რომ გაგუდვის შიში და კლაუსტროფობია უკვალოდ ქრება. ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ალექსანდრას შეჰყურებს გაოცებული თვალებით. გოგონა ოდნავ ღიმილით შეჰყურებს და ჰარი მხოლოდ ახლა იაზრებს , რომ ლიფტის დასვრილ იატაკზე მუხლებზე დგას. გოგონა ისევ წითელ stop ღილაკს აჭერს ხელს და ლიფტი კვლავ ზევით აგრძელებს სვლას.
-ადექი.
ჰარი კბილებს ერთმანეთს აჭერს, მაგრამ გოგონას სიტყვებს ემორჩილება და როგორც კი ლიფტი ჩერდება, სწრაფად გადის დერეფანში.
-არც ისე საშიში იყო, არა?-იცინის ალექსანდრა და ბინის კარებს აღებს, და როდესაც ჰარი ბინაში შედის მისი შემდეგი სიტყვები ესმის-ლიფტში ჩემთან ერთად ნუღარ შეგეშინდება, მე ყოველთვის დაგიცავ.
ჰარი თვალებს ატრიალებს და მისაღებ ოთახს ინტერესით ათვალიერებს.
-დედა-ყვირის ალექსანდრა- ზეინი სადააა.
-მის ოთახში-პასუხობს დედამისი და სამზარეულოდან გამოდის, ჰარი თვალებგაფართოებული აკვირდება ალექსანდრას დედას, რომელიც... დომინანტია?!
- და მამა სადღაა?-გაოცებული კითხულობს და ქურთუქს კარადაში კიდებს - მისი ხმა არ ისმის.
-დასჯილია-მოკლედ პასუხობენ, ჰარი გაშტერებული ათვალიერებს ალექსანდრას დედას და უკვე აღარ უკვირს ალექსანდრა რომ დომინანტია.
-სახელი-ცივად წარმოთქვამს გოგონას დედა და ჰარი მზერას არიდებს, როდესაც შემფასებლურად ათვალიერებენ. ისე როგორც ნივთს ათვალიერებენ, სანამ იყიდიან.
-თუ შეიძლება ჰარის ნუ აშინებ-იცინის ალექსანდრა- მაინც მშიშარა ლეკვივითაა.
-მასზე ისე ყვებოდი, რომ უფრო მეტს ველოდი.
-კარგი, რა მირანდა-თვალებს ატრიალებს გოგონა და ჰარის გაოცებული მზერა გადააქვს ალექსანდრაზე, როდესაც ის დედას სახელით მიმართავს.
-შენ რა დედაშენს სახელით მიმართავ?-მანამდე სვამს კითხვას სანამ იაზრებს და შიშისგან კრთება, როდესაც ზეინის რჩევა ახსენდება, რომ მისი ოჯახი ძველებური ყაიდის ხალხია და ზედმეტად მკაცრად იცავენ დომინანტის და საბმისივის წესებს და რომ სანამ ხმას ამოიღებს, ამის უფლება დომინანტმა უნდა მისცეს.
-როგორ ბედავ უფლების გარეშე დალაპარაკებას?-მირანდა კბილებში ცრავს და ხელს იქნევს რომ სილა გააწნას-არავის არ მოუცია შენთვის ლაპარაკის უფლე....
-არ შეეხო!-მაშინ როცა ჰარი ელის რომ სილას გააწნიან, ალექსანდა ჰარის სახესთან დედის ხელს იჭერს- არ დაგავიწყდეს რომ მისი დომიანტი მე ვარ და არა შენ! მისი დასჯის უფლება მხოლოდ მე მაქვს, თითითაც აღარასდროს აღარ შეეხო, გასაგებია?
-მეგონა ვერ შეძლებდი დომიანტობას-ჩაიცინა მირანდამ-თუმცა შევცდი, არ დაგავიწყდეს ვის უნდა უმადლოდე ამ ყველაფერს.
-მადლობა-ჩურჩულებს ჰარი, როცა ქალი სახლიდან გადის, რადგან როგორც თავად თქვა საქმე ჰქონდა.
-მადლობა?-ალექსანდრა დაბნეული აშტერდება-კი მაგრამ რისთვის მიხდი მადლობას?
-რომ დამიცავი-ლუღლუღებს თავდახრილი ჰარი.
-ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა , ჰარი. მხოლოდ მე შემიძლია შენი დასჯა და სხვას ამის უფლებას არ მივცემ, რომც დედაჩემი იყოს-თვალებს ატრიალებს ალექსანდრა- მხოლოდ მე მაქვს უფლება შენი პერსონალური ჯოჯოხეთი მერქვას.
***
დაახლოებით ერთი საათი გავიდა, მას შემდეგ რაც ამ სახლში შემოაბიჯა. ახლა სამივე, ის, ზეინი და ალექსანდრა სამზარეულოში არიან და გოგონას მიერ გაკეთებულ ბუტერბროტებს შეექცევიან, ჰარი ხმას არ იღებს და მხოლოდ ზეინი და ალექსანდრა საუბრობენ. ალექსანდრამ აუხსა რომ მის ოჯახში ძველ წესებს და ტრადიციებს იცავენ, ერთერთი სწორედ დომინანტის უფლების მიცემის შემდეგ დალაპარაკებააა. თუ საბმისივი რაიმეს თქმას მოისურვებს, როდესაც ოთახში მისი დომინანტის გარდა კიდევ სხვა დომიანტია, ის დომიანტის მუხლს უნდა შეეხოს და დომინანტს თვალებში უნდა შეხედოს. ჰარის ამ აზრებზე აჟრიალებს და ისევ ალექსანდრას შეჰყურებს, რომელიც ზეინს უღიმის და ძმას თმებს უჩეჩს. იდილიას კი ზარის ხმა არღვევს.
-ზეინ, შეგიძლია კარი გააღო?-უღიმის ალექსანდრა. ზეინი თავს უქნევს და კარის გასაღებად დგება. ჰარის კი სუნთქვა ეკვრის, როდესაც რამდენიმე წუთი სიჩუმის შემდეგ მისაღები ოთახიდან ლუის გაბრაზებული ხმა ესმის.
-სად არის?!-ყვირის ის. ალექსანდრას გაოცებული მზერა გახარებულ ჰარიზე გადააქვს და როცა ჰარი მისაღებ ოთახში მირბის, გოგონა უკან მიჰყვება.
-ლუი!-ყვირის ჰარი და ძმას ეხუტება, ლუი გაბრაზებულ მზერას ალექსანდრას აშორებს და დაკეტილ კართან გაშეშებულ ზეინს შეჰყურებს, რომელიც როგორც კი ჰარი ლუის სახელით მმართავს, მაშინვე ხვდება ვინაა.
-შენ ვინღა ხარ?-თვალებს ატრიალებს ალექსანდრა- აქ არაფერი გესაქმება.
-ლექს... არ გინდა-ზეინის ჩურჩულს, ლუის ხმა ფარავს.
-ჰარი ჩემი ძმაა და შენნაირ ჩამოუყალიბებელ დომინანტთან არ დავტოვებ, მის წასაყვანად მოვედი.
-ჰაჰ და გგონია რომ გაგატან? ვერ ეღირსები.
-ანუ სახლში არ დააბრუნებ არა?-კბილებში ცრავს ლუი და ჰარის იშორებს.
-არავითარ შემთხევაში, ის აქ მის დომიანტთან ერთად დარჩება და თუ არ გინდა რომ მისი ნახვა საერთოდ აგიკრძალო ახლავე აქედან წახვალ!
-ასე არა?-ლუის სამცინავი ღიმილი ჰარის აშინებს და როდესაც ხვდება ლუი რას აპირებს , ხელზე ექაჩება და ეხვეწება “ლუ, არ გინდა”
მაგრამ თითქოს ლუის არაფერი არ ესმის, ჰარის ხელს იშორებს და კართან გაშეშებულ, შეშინებულ ზეინს შეჰყურებს, რომელიც თავს ხრის როგორც კი ლუი უახლოვდება.
-დაიჩოქე, ახლავე!
და ზეინიც მუხლებზე ეცემა, მტკივნეულად მაგრამ მუხლებზე მეტად მას გული უფრო სტკივა. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი დომინანტისგან გაგებული პირველი სიტყვები ბრძანება იქნებოდა.
-იქნებ მოვილაპარაკოთ? თუ ჰარის სახლში არ დააბრუნებ, მაშინ მე შენს ძმას წავიყვან.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რატომღაც ველოდი რომ ასე განვითარდებოდა კოვლენები... აი შემდეგ რა მოხდება ეს უკვე მართლა ძალიან მაინტერესებს... ძალიან საინტერესო ისტორიაა და მოუთმენლად ველი. დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ რომ შევამოწმო დაიდო თუ არა... მოკლედ ძალიან კარგად წერ და ახალ თავს ველი...

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარი იყო . ლუის ეს ნაბიჟი პროგნოზირებადი იყო ჩემი აზრიტ ახლა მაინტერესებს ალექსანდრა რას იზავს . დიდი დილემა უდევს გადასაწწყვეტად.
ალექსანდრას ოჯახი ჰმმ საინტერესოა....
გელოდები მოუთბენლად მართლა აბა შენ იცი

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რატომღაც მგონია რომ ალექსანდრას ჰარი უკვე უყვარს... უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა წარსული დამცირებისთვის...

 


№4  offline წევრი თ.მ

უცნობი ქ
რატომღაც მგონია რომ ალექსანდრას ჰარი უკვე უყვარს... უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა წარსული დამცირებისთვის...


მეც ეგ აზრი გამიჩნდა

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

თ.მ
უცნობი ქ
რატომღაც მგონია რომ ალექსანდრას ჰარი უკვე უყვარს... უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა წარსული დამცირებისთვის...


მეც ეგ აზრი გამიჩნდა

და მგონია რომ ლუის სულაც არ სურს სასტიკი დომინანტი იყოს, რომელიც საბმისივს ძულს. უბრალოდ ძმის გადასარჩენად ყველაფერზე არის წამსვლელი და საკუთარ ბედნიერებასაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს...
პ.ს. მგონი ლუის ზეინი უყვარს... აქამდეც შეეძლო წაეყვანა თავისთან ზეინი უბრალოდ მის გრძნობებს და სურვილს პატივს ცემდა...
(ღმერთო ჩემო რა ფანტაზიები მაწუხებს)

 


№6  offline წევრი sarahcastle

უცნობი ქ
თ.მ
უცნობი ქ
რატომღაც მგონია რომ ალექსანდრას ჰარი უკვე უყვარს... უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა წარსული დამცირებისთვის...


მეც ეგ აზრი გამიჩნდა

და მგონია რომ ლუის სულაც არ სურს სასტიკი დომინანტი იყოს, რომელიც საბმისივს ძულს. უბრალოდ ძმის გადასარჩენად ყველაფერზე არის წამსვლელი და საკუთარ ბედნიერებასაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს...
პ.ს. მგონი ლუის ზეინი უყვარს... აქამდეც შეეძლო წაეყვანა თავისთან ზეინი უბრალოდ მის გრძნობებს და სურვილს პატივს ცემდა...
(ღმერთო ჩემო რა ფანტაზიები მაწუხებს)

იმედებს გაგიცრუვებ, ლუიმ ზეინი პირველად ამ თავში ნახა, როცა ჰარის წამოსაყვანად მივიდა.

 


№7  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

sarahcastle
უცნობი ქ
თ.მ
უცნობი ქ
რატომღაც მგონია რომ ალექსანდრას ჰარი უკვე უყვარს... უბრალოდ სამაგიეროს გადახდა უნდა წარსული დამცირებისთვის...


მეც ეგ აზრი გამიჩნდა

და მგონია რომ ლუის სულაც არ სურს სასტიკი დომინანტი იყოს, რომელიც საბმისივს ძულს. უბრალოდ ძმის გადასარჩენად ყველაფერზე არის წამსვლელი და საკუთარ ბედნიერებასაც კი საფრთხის ქვეშ აყენებს...
პ.ს. მგონი ლუის ზეინი უყვარს... აქამდეც შეეძლო წაეყვანა თავისთან ზეინი უბრალოდ მის გრძნობებს და სურვილს პატივს ცემდა...
(ღმერთო ჩემო რა ფანტაზიები მაწუხებს)

იმედებს გაგიცრუვებ, ლუიმ ზეინი პირველად ამ თავში ნახა, როცა ჰარის წამოსაყვანად მივიდა.

ხო მაგრამ ლუის მაინც ხომ არ უნდოდა მის საბმისივს შეძულებოდა...

 


№8  offline წევრი Kalina

ალექსანდრა არის...
აი, ძალიან ახლოს მოსული.
ისე ახლოს მოდის მისი პიროვნება ჩემთან, რომ მეშინია.
თავისი ნაკლიანად და დადებითიანად.
ნუ მაშინებ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline მოდერი ენემი

მმმ რა კაი იყო ველი ახალ თავს

 


№10 სტუმარი Guest shadow

ლუუუუის და ზეინის წყვილი სასტიკად მაინტერესებს და ამდენი გეი წყვილი, რომ ჩართე იქნებ ლეზბიანკებიც ჩაგერთო მოთხრობაში მაინც ვისი ვისაშია ვერ გაიგებ და აწი იყვნენ :))

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩვენი ლუი ძალიან გაბრაზდა, მართალია არ უნდოდა მკაცრი ყოფილიყო,მაგრამ ეგ და ალექსანდრა ერთმანეთს თუ ჯინში ჩაუდგნენ,ცუდად იქნება ჰარის და ზეინის საქმე.არა მგონია ლუი მკაცრი იყოს, მითუმეტეს ისეთ ოჯახში არის გაზრდილი სადაც სიყვარულია, მაინტერესებს ალექსანდრას რეაქცია,რომ გაიგებს მისი ძმის დომინანტი ლუი არის.მომწონს ალექსანდრა,ასე მგონია სპეციალურად ექცევა ჰარის ცუდად,არადა სულაც არ უნდა.ერთი სული მაქვს ახალ თავს როდის დადებ.
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent