შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული სრულად


24-07-2017, 22:48
ავტორი Mari S
ნანახია 4 859

ნელა მივაბიჯებთ, უბრალოდ ვსეირნობთ. რამდენი რამე მაქვს მისთვის სათქმელი, მაგრამ ვერც ერთ სიტყვას გამოვთქვამ.
განსაკუთრებული ხარ!
მართლა?- რითი?
ყველაფრით
უბრალოდ გავჩუმდი, ყველაფრით ვარ განსხვავებული, ის აზიელია მე ევროპელი, მე 21-ე საუკუნეში ვცხოვრობ, ის კი მე-11-ში. ჩაცმულობა ეს ხომ სხვა თემაა. ამ დროში ჩემი ტანსაცმლით აღმოვჩნდი, მათ კი გრძელი ატლასის მოსაცმელები, გრძელი ნაჭრის შარვლები, რომლებიც ხბოს ტყავის ფეხსაცმელებში აქვს ჩატანებული, გრძელი შავი თმები ცხენის კუდად აქვს შეკრული, მაგრამ თმის ნაწილი გაშლილი აქვს. მე კიდე კარედ შეჭრილი თმები, რაც გაოცებას იწვევს, თბილი ჯემპრი მაცვია, ზემოდან კი შავი მანტო, თბილი კლასიკური შარვალი და მაღალქუსლიანი შავი ტყავის შუზები. ელვით იკვრება და ყოველ ჯერზე რამდენჯერაც ამჩნევენ იმდენჯერ ოცდებიან, მე კიდე უბრალოდ მეღიმება. ყველა თითის შვერით მიყურებს, მაგრამ უკვე შევწჩვიე, არც მეშინია, ალბათ თავი ისევ ჩემს დროში მგონია, ან კიდე იმდენჯერ მიოცნებია სხვა დროში მოხვედრაზე, რომ თითქოს ვიცი რა და როგორ უნდა გავაკეთო, მაგრამ ეხლა არათუ სხვა დროში ვარ, არამედ სხვა ქვეყანაში. ქართულად ვლაპარაკობ და იგებენ, იმათი ლაპარაკიც ქართულად მესმის, ალბათ სინამდვილეში სულ სხვა ენაზე ვლაპარაკობთ ორივე, მაგრამ ვინც აქ გამომგზავნა აშკარად ხელს მიწყობს ბევრ რამეში.
სახელებს ვერ ვიმახსოვრებ, უბრალოდ მათ გარეშე მივმართავ, ძაან უკვირთ ჩემი ასეთი საქციელი, მაგრამ მპატიობენ, რადგანაც უცხოელი ვარ, მაგრამ როდემდე იზამენ ასე? ამიტომ იმპერატორს ვთხოვე ყველაფრის გაკვეთილები დაენიშნა ჩემთვის. დიახ არ მოგეჩვენათ იმპერატორთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ალბათ იმიტომ რომ ეგზოტიკა ვარ ყველასთვის.
ისე ვიქცევი თითქოს ამნეზია მაქვს, მაგრამ რაც არ გამიკეთებია, ის რა მემახსოვრება, ამიტომ ვითომდა ოჯახის და ნათესავების პოვნა მინდა. სხვანაირად როგორ გავიმართლო რომ არაფერი ვიცი.
-იქნებ სოფლის ბაზარში გავსულიყავით
- რამე გჭირდებათ ქალბატონო?
- არა, ისე გავისეირნოთ
ზედმეტს არ ლაპარაკობს, მაგრამ ყოველ წუთს თვალს აპარებს ხოლმე, აქ გოგოებითავდახრილები დადიან ბიჭებთან ერთად ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ არ სეირნობენ ერთად ხალმრავალ ადგილებში, მე კიდე გამართული თავაწეული დავდივარ. იმ დროისთვის შოკია არა? ამდენ ფიქრში უკვე სოფელში ვართ, თავზე ქუდი გადმოვიფარე. ვათვალიერებ ბაზარს. ათასი რამე იყიდება, რაღაცეები მეცნობა, სანელებლები რაღაც უცნაურ ფორმაშია და რომ ვკითხე ჩემს თანამგზავრს გაოცებულმა შემომხედა, როგორ ვერ იცანიო. ხალხი მაშტერდება, მაგრამ რა ვქნა .
ბოძებზე რაღაცაა გაკრული, გუმანით ცუდ რამეს ვგრძობ, მაგრამ ვცდილობ რომ წინასწარ დასკვნები არ გამოვიტანო. უკვე ფეხის ნაბიჯს ვუჩქარებ, თანამგზავრიც მომყვება, ბოძების წინ ვდგავარ და თვალებს ვერ ვუჯერებ, მთელი ოჯახი ცხოველებივით დასერეს და ამისგან სანახაობა შექმნეს. ასეთი სადიზმი როგორ შეიძლება. გიჯივით მივარდი და პულს ვუსინჯავ, ისე დაასახიჩრეს რომ ძლივს ვარჩევ მათ სახის ნაკვთებს. თანგზავრი მომვარდა და ცდილობს ხელი გამაშვებინოს, მეკიდე მათ მაინც ვხსნი ბოძებიდან. ყველა მკვდარია , ბავშვებიც არიან, ორი გოგო და ბიჭი. არავინ ტირის, არავის ადარდებს მათი სიკცდილი. სიბრაზისგან ცრემლები მადგება
რატომ? - ვყვირივარ- ეს რატომ გააკეთეს?
მოღალატეები იყვნენ ქვეყნის უბრალოდ- ისე მშვიდად მითხრა,ეს უფრო მაგიჯებს, რომ ასეთი სცენები ნორმა გახდა
მოღალატეები? ოღონდაც რითი უღალატეს, მტერს ქალაქის კარიბჭე გაუხსნეს, სამეფო ოჯახს ერთ-ერთუ წევრი მოსტაცეს? რით გამოჩნდა მათი ღალატი. სხვა თუ არაფერი როგორ შიძკება მათი სხეულები მწერების და ფრინველების საჯიჯგნად გახადო, პატივი ეცით მათ ცხოვრებას და ეხლა სიკვდილს- მშვიდობის დამცველები (თანამედროვე პოლიცია) მოვიდნენ ჩემს ჩხუბზე , მაგრამ ჯერ გაშეშდნენ ჩემს დანახვაზე, მერე თანამგზავრმა რაღაც უთხრა და მშვიდობიანად წამოვედით. ვკანკალებ სიბრაზისგან, არ მეგონა ასეთი უსამართლობის მოწმე თუ გავხდებოდი, ალბათ ამიტომ არ გამოდიან იმოერატორის შვილები სასახლიდან.
სასახლეში ვსეირნობ, ვათვალიერებ ყველაფერს, როგორი უცნაურია არა , აზრზე კიდევ ვერ მოვდივარ, იქნებ მე გავგიჯდი და ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, საკვირველია მაინც, როგორ გადავამოწმო?! არანაირად. ჯობია სიმშვიდე შევინარჩუნო და ეჭვებს არ მივცე გასაქანი. ხალხი შეიკრიბა , ხალხი რა მსახურები, შეწუხებულნი დგანან, რა ხდება ?! ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. ეს, ეს რა არის? ერთ სერიალში მაქვს ნანახი რომ დასჯის ერთ-ერთი მეთოდი ხალიჩაში გახვეული ადამიანს კეტებით სასიკვდილოდ ცემაა. ჯერ გონს ვერ მოვედი, ერთი დღისთვის ამდენის გადატანა მართლა ზედმეტია. ვცდილობ ერთ ერთი მათგანა მაინც გავაჩერო, მაგრამ ხელს მკრავს და ვვარდები, ეხლა იმ საწყალ გოგოს გადავეფარე, ერთი მეც მომხვდა ზურგში, სიმწრით სახე დამემანჭა, მძიმედ ამოვიგმინე, მაგრამ იმ გოგოს ისე მაგრად ჩავეხუტე , რომ ხელი ვერაფრით ვერ გაშვებინეს. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ გააწყვეს იმპერატორით დამაშინეს. აი სად დამერხა, ნერწყვი ძიმედ გადავყლაპე, მაგრამ არ დავნებდები, რახან დავიწყე ბოლომდე უნდა გავიდე.
გოგონა იყო, პატარა,18 წლის? შეიძლება, თვალებს ძლივს ახელს , ვხვდები რომ ვერ გადარჩება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს უნდა გავუადვილო სიკვდილი, თავზე ვეფერები, სახე სულ სისხლიანი აქვს, ოდესღაც თეთრი კაბა ეხლა წითლად შეღებილიყო.
ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება
მხოლოდ მიღის, მაგრამ თვითონაც კარჰად იცის თავისი დასასრული
ცას შეხედე, როგორი ლურჯია, ღრუბლებიც არ არის, კარგი ამინდია არა?!
როგორ ფიქრობ მაპატიებს?
სიკვდილის წინათაც სხვაზე ფიქრობს, ვუღიმი
აუცილებლად გაპატიებს, შემომხედე, თვალები არ დახუჭო, მელაპარაკე კარგი?
კისერს ვუსინჯავ, გამტყდარი აქვა, რომც გადაეჩეს რაც მეეჭვება , პარალუზებული იქნება კისერს ქვემოთ, თვალებს ხუჭავს
გთხოვ დარჩი ჩემთან, არ დახუჭო თვალები , შემოხედე- მაგრამ ჩემი თხოვნა ამაოა, უკვე გარდაიცვალა, პულსი არ ესინჯება. ვერ ვტირივარ, ცრემლები არ მომდის, გაბრაზებული ვარ. მიმათრევენ იმპერატორთან , ჩემით ვერ დავდივარ, იმპერატორი ამაღლებაზე ზის, მე კიდე იატაკზე ვაგდივარ. ორივე გავჩუმებულვართ
რატომ?- ესღა აღმომხდა
იმპერატორის ბრძამებას როგორ არ ემორჩილები!- დასჭექა
რა დააშავა? სულ პატარა იყო
მთელი წლით სასახლიდან ვერ გახვალ, ეს სასჯელი გექნება დაუმორჩილებლობისთვის
არა, ეს იმიტომაა, რომ სხვა დავიცავი, რომ ადამიანობა გამოვიჩინე
აქ ისე არაა როგორც შენ გგონია, აქ ჩემი ბრძანება ყველაფერია, ეს კანონია ყველასთვის
თქვენსდამი დიდი პატივისცრმა მაქვს, მაგრამ ხალხი სიმართლეს ვერ გეტყვის თქვენი ძალაუფლების გამო, იმის შიშით რომ მოკვდებიან
თქვი რისი თქმაც გინდა!
ვშიშობ არ მოგეწონებათ ჩემი სიტყვა, ვიცი როდის უნდა გავჩუმდე
სასახლიდან ცხვირს ვერ ვყოფ, ახლა ვხვდები რატო მღერიან გალიაში ჩიტები, შესწორებას შევიტან ეს ჩვენ გვგონია, რომ მღერიან, იქნებ და დახმარებას ითხოვენ, მაგრამ მე ხმასაც ვერ ვიღებ, ეგ კი არა და წუწუნიც კი არ შეიძლება. მსახურებში მითქმა-მოთქმა გავარდა, რომ სასახლეში ერთ-ერთი პრინცი ბრუნდება, მაგრამ ეს სიხარულს არ იწვევს ხალხში. რატომ? ის ხომ იმოერატორის შვილია, ბოლოს და ბოლოს პრინცია, ვიღაც გლეხის შვილი ხო არაა. დღეები უშნოდ გადიოდა, ეს სიტყვა გაიგეთ როგორც გინდათ, იმიტომ რომ რასაც ჩემთან სახლში ვაკეთებდი, იგივეს ვაკეთებ სასახლეში. ანუ არაფერს. ეს თუ ჩემს სახლს შეჰფერის, ბოლოს და ბოლოს ეს სასახლეა. ამ დღეებში თითქმის ყველაფერი ვნახე, ნუ თითქმის. მხოლოდ სავარჯიშო ადგილას არ მიშვებენ, არადა ყველაზე მეტად მანდ მინდა შესვლა, ალბათ იმიტომ , რომ მიშლიან, თორე ისე თავს არ გავიჰიჯებდი. რა აღარ ვცადე, დაცვასთან ფლირტიც კი დავიწყე, მაგრამ რათ გინდა. ეს ჩემი გარეგნობაც რომ არაფერში გამოგადგება რაა. ერთხელაც გადავწყვიტე ღამე აევპარულიყავი, უკვე იმდენჯერ დავზვერე ეს ტერიტორია, რომ ერთი ადგილი დავიგულე, ხე იზრდება და ერთი სქელი ტოტი სავარჯიშო მოედანზე გადის, ხოდა ეხლა უნდა მოვიმარჯვო ჩემი მოხერხებულობა და ელასტიურობა, რომელიც არ მაქვს. თუ დამიჭერენ წასულია ჩემი საქმე, მაგრამ მას შემდეგ რაც კომპიუტერი აღარ მაქვს, ინტერნეტზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მე-11 საუკუნეში, ყველაფრის ცუდის გაკეთება მინდება. დავწექი დასაძინებლად, უკვე მეც ვერ ვძლებ , თვალები მეხუჭება, მაგრამ არა! რა დროს ძილია, უკვე სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა , დროა , მურით სახე მოვიხატე, აბა ამ მისიას ეფექტები ხომ სჭირდება. გარეთ აგენტივით დავდივარ, რასაც ჰქვია ჯეიმს ბონდი ვარ რაა! ოხ მარი რა მეტიჩარა ხარ. უკვე ხეს მივუახლოვდი, თვალით ვზომავ ხის სიმაღლეს, ტოტებიც ზემოდან ეწყება
-აქ რას აკეთებ?
აი სად დავიწვი, შენელებულ კადრში როგორც არის ისე ვტრიალდები, თავი დავხარე
-მე... იცით მე, ვსეირნობდი
-ასე გვიან? სულელი გგონოვარ?
-არა უბრალოდ, ჩაფიქრებული ვიყავი და დრო ვეღარ გავთვალე
-და სინამდვილეში?
ახლაღა ავწიე თავი და თვალებში შევხედე, ბევრი რამეა უცნაური აქ ჩემთვის , მაგრამ ეს უფრო უცნაურია, ნახევარი სახე დამალული აქვს, ნიღაბი უკეთია, ეს რაღაც ახალია.
-შიგნით მინდოდა შევსულიყავი
-მერე არ იცი, რომ მეტიჩარა ხალხის ბოლო სიკვდილია?
-ვიცი! მაგრამ აქ ერთი რაღაც გამოგრჩა
-ჩემი არ გეშინია? როგორ მელაპარაკები
-და შენ რატო არ გეშინია ჩემი!
-ვითომ რატო?
-მეც იგივე პასუხს გეტყოდი, ვითომ რატო უნდა მეშინოდეს შენი?
-რამდენს ბედავ?
-უფრო მეტსაც გავბედავ ეხლა, არავის ვეტყვი აქ რომ იყავი თუ დამეხმარები ხეზე ასვლაში
-და რატომ გგონია , რომ ვიმალები?
-იმიტომ რომ ორივე ვჩურჩულებთ-მივხვდი რომ სწორედ მივხვდი, ეხლა დროა გამარჯვების ღიმილი გადავიკრა
-მე თუ ჩამიშვებ შენც არ მოგელის კარგი ბედი
-მართალია, მაგრამ თუ დამეხმარები შენ შენს საქმეზე წახვალ, მე თუ დამიჭერენ კიდე დამსჯიან, არანაირად ხარ წაგებაში, ორივე შემთხვევაში დასჯა არ ამცდება, შენ კიდე არაფერს კარგავ
-ასე აბეზრებ ხალხს თავს?
-არა, მხოლოდ უჯმურებს-გამარჯვების ღიმილით ვდგავარ და ეხლა უკვე თავდაჯერებულიც.
უკვე მეორე მხარეს გადასახტომად ვემზადები, ჯანდაბა, ძალიან მაღლა ვარ, მაგრამ არა! უკან არ ჩამოვალ, კაი ხო , რაც მოხდება მოხდეს. აუ კოჭები!!!! საშინლად მეტკინა, საჯდომიც კარგად დამეჟეჟა, ჩემს გვერდძე კიდევ ვიღაც დახტა, მე ჩემი გაჭირვება მაქვს ამიტომ ყურადღებას არ ვაქცევ.
-იტკინე რამე?
გაუცებული შევხედე, ჩვეულებრივად დგას, მეკიდე ლამის დავიშალე.
-ისე რა, შენ რატომ გადმოხტი?
-როცა დაგიჭერენ შენი სახის დანახვა მინდა
-რა ბოროტი ხარ, მაგრამ ეგეთ სიამოვნებას ვერ მოგანიჭებ, წავედით?
-იცი სად მიდიხარ?
-ცოდნა რა აუცილებელია, მთავარია წინ იარო.
-მაშინ წავედით
-რა უბედურებაა სიცარიელის გულისთვის მოვედი, მოედანს მაინც დავათვალიერებ
-აბა რას ელოდი რომ დაგხვდებოდა?
-რავი ხმლები, სისხლი, სხეულის ნაწილები, ისრები, ყველაფერს სიცარიელის გარდა
უცნობმა სიცილი დაიწყო, ეს დამპალი დამცინის,ერთი გემრიელად ვუთავაზე, თან იმელაზე იცინოდა აქამდე რომ არ დაგვიჭირეს მიკვირს.
-გაჩუმდი, ნუ დამჩინი
ის კიდე არ მისმენს , შიში სულ დაკარგა რაა! ფეხის ხმა მესმის და იარაღის ჩხარუნის. სასწრაფოდ ხელი დავავლე ჩემს უცნობს და ბალახებში შევათრიე, პირზე ხელი ავაფარე, ღრმად ვსუნთქვა, ისიც დაიძაბა, ალბათ მასაც შეეშინდა, მაგრამ ისეთი ტიპი ჩანას არამგონია საერთოდ რამის ეშინოდეს. დიდი ხანი იდგა დაცვა, ვერ გაერკვიათ რა მოხდა, მაგრამ მკითხაობა არ დაუწყვიათ და წავიდნენ. პირიდან ხელი მოვაშორე. ისე ჩქარა ადგა, თვალის დახამხამებაც კი ვერ მოვასწარი.
-როგორ ბედავ?
-რამ გაგაბრაზა რა იყო,თუ შენს ნიღაბზე ღელავ, დავინახე სად მოგძვრა და მოგცემ
ეხლა ხელი აიფარა სახეზე
-დაინახე?! -ხმაში შიში გაეპარა
-რა უნდა დამენახა?
-დაიციწყე გაიგე, დაივიწყე რომ საერთოდ მნახე
ნელა მივუახლოვდი, ცხვირწინ ვუდგავარ, ხელი ხელზე მოვკიდე და ნელა ჩამოვაღებინე სახიდან, შრამი აქვს, გრძელი. თითები ნელა გავატარე, შევამჩნიე როგორ გააჟრჟოლა. უბრალოდ გავუღიმე და ნიღაბი მივაწოდე, თვალები გაუფართოვდა და იმ სიბნელეშც კი შევმჩნიე როგრო უბრწყინავდა თვალები.ხესთან მივედით, როგორღაც მეორე მხარეს გადავძვერი, დამშვიდობებისას კი ერთიღა ვუთხარი
-თუ თავს მშვიდად იგრძნობ დავივწყებ, მაგრამ მე მომწონს ეგ შრამი, ამიტომაც ჩემთვის შევინახავ
დანა ამოიღო და ყელთან მომიტანა, ეხლა გიჟს ჰგავს
-ნუ მატყუებ, ეს სილამაზე?! მოწონება?! არავის მივცემ უფლებას რომ დაცინოს.
ნერწყვი ძლივს გადავაგორე , პირველად შემეშნდა სიკვდილის, კანკალმა ამიტანა.
-მომისმინე, ერთი წუთით დაწყნარდი, ჩემი სიკვდილით ეგ შრამი არ გაქრება, ამიტომ გკითხავ, ღირს კი ჩემი მოკვლა?!
-მეორედ აღარ გადამეყარო, თუ არა და ასე ადვილად ვერ გადამირჩები, ეხლა კიდე გაიქეცი და უკანაც კი არ მოიხედო.
ადგილიდან ვერ ვიძროდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ძლივს შევტრიალდი, სირბილით ნამდვილად ვერ წავედი, მაგრამ სიკვდილის შიში ოხერი რამ არის.
ერთი კი დანამდვილებით ვიცი,ამაღამ ნამდვილად არ დამეძნება.
ორი დღე გარეთ არ გამვდიოდი, ავადმყოფობა მოვიმიზეზე. ნელ-ნელა ყველაფერი დამავიწყდა, შიშიც გამიქრა, მსახურებთან კარგად ვერთობოდი. მესამე დღეს ისეთი კარგი ამინდი ამინდი გამოვიდა, რომ ვეღარ გავძელი ოთახში. მზე ისე აცხუნებდა, რომ რაღა იყოს, სულ დამეწვა ცხვირი. წვეულება იყო იმპერატორის კარზე, ნეტა რას აღნიშნავდნენ, მე კიდე არ დამპატიჟეს მაგ ღორებმა, აა შესწორებას შევიტან ცისფერი სისხლის მქონე ღორებმა. ჩუმად შევიპარე სასახლეში.მსახურები ემზადებიან, საჭმლის აკეთებენ, მაგრამ არც ერთი სტუმარი , ალბათ ჯერ ადრეა მეთქი, მაგრამ არც არავინ გამოჩენილა, სავარაუდოდ ცხრას გადასცდა, რომ იმპერატორისგან მოწვევა მივიღე. შევიფერე, მაფასებენ უკვე, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი სიურპრიზი დამხვდებოდა. როგორც შემეძლო გავლამაზდი, ნუ თმები დავივარცხნე და შევიკარი. შევედი იმპერატორთან, 17 პრინცი ორ მწკრივად განლაგდნენ. მე კიდე ეტიკეტი სულ დამავიწყდა და პირდაპირ იმპერატორთან მივედი, ერთი გამარჯობა ვუთხარი და სახე სულ წაეშალა, რომ არ ჩამოვიდა ტახტიდან და შუაზე რომ არ გამხლიჩა გამიკვირდა. მისი სახე რომ დავინახე სულ დამავიწყდა , რომ მეფეს მუხლებზე დადგომით ესალმებიან. მეც ჩემი ჭკუით სიტუაცია გამოვასწორე და მაშინვე მუხლებზე დავეცი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე მარტივად არ დამთავრდება
-როგორ ბედავ იმპერატორთან ასე საუბარს-იმხელაზე დაიყვირა კედლები რომ არ ჩამოიქცა მიკვირს
-მაპატიეთ, თქვენო უმაღლესობავ, ვიცი დიდი ცოდვა ჩავიდინე, არ მეპატიება- რათქმაუნდა ყალბი ცრემლებიც არ დავიშურე. ცოტა მოლბა იმპერატორი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერა
-კარგი მიპატიებია შენთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სამეფო ეტიკეტი არ იცი. იმისთვის რომ დანაშაული გამოისყიდო ერთ-ერთი პრონცის მთავარი მსახური იქნები, სეონ გონ სოკი იქნება შენი ბატონი
ისე მითხრა სახელი თითქოს ვიცნობდე რა, მეც შევტრიალდი და ველოდები რომელს შეხვდა ბედნიერება. ყველა ფერად ტანსაცმელშია , ერთია მხოლოდ ჩაშავებული, ეხლა ნამდვილად მართლდება გამოთქმა Black is always elegant, ერთი ჩავიღიმე , მაგრამ როცა თავი ასწია დენდარტყმულივით უკან დავიხიე, ბედიც ამას ჰქვია რაა, რატომ მგონია რომ სეონ გონ სოკი ესაა?!
-იმპერატოტო თქვენდამი დიდი პატივისცემით ერთ რაღაცას ვიტყვი, ეტიკეტიც კი არ ვიცი და ადამიანს , მით უმეტეს უფლისწულს , როგორ მოვემსახურები, ისევ ჯობია ჩემთვის ვიყო და პრინცს კი გამოცდილი მსახური მოუჩინეთ
-როგორ ბედავ, რომ იმპერატორს სიტყვას უბრუნებ, გინდა რომ მთელი ცხოვრება სასახლიდან ვერ გახვიდე?! არცერთი სიტყვა ზედმეტი, შეასრულე ის რასაც გეუბნები
-როგორც თქვენ იტყვით იმპერატორო-აზრი აღარ აქვს შეწინააღმდეგებას
-ეხლა კი სუფრას მივუსხდეთ, მარი ახლა შენ მოემსახურები მე-2 პრინცს
-ეგ რომელია?
-როგორ ვერ უნდა სცნობდე შენს ბატონს?
-თქვენ მისი სახელი თქვით და არა მისი ნომერრი, საიდან უნდა ვიცოდე რომ მეორეა
-აღარც ერთი სიტყვა ზედმეტი, ამ საღამოს ხმის ამოღება გეკრძალება
შენც ეხლა ბოქლომი არ დამადო რა პირზე, ნუ ეს რათქმაუნდა ჩემთვის ვთქვი, მაგრამ ერთი ვიცი, ამ ადამიანს მეორედ კი არა და ყოველდღე გადავეყრები.
იმპერატორს ვერ ვეტყვი ჩემი თავგადასავლების შესახებ. სხვა მსახურებს ვუყურებ და მეც იგივეს ვიმეორებ, მაგრამ მე რისი მარი ვარ ,,ჩემს ბატონს“ რომ არ გავუმწარო ნერვები, ხოდა ერთი ორჯერ ,,შემთხვევით“ ცხელი ჩაი გადავასხი, ერთხელ შემთხვევით რათქმიუნდა საჭმელი ჩამოვუყარე თეფშიდან და უნებურად ბევრი წიწაკა ჩავიყარე საჭმელში. ეს ბოლო კი ცოტა ზედმეტი იყო, ისეთი სახე მიიღო მწარე , რომ შეჭამა, რომ მეგონა გაიგუდებოდა.
გზაში ხმა არ ამოგვიღია, ალბათ სიბრაზეს ძლივს იკავებს, მაგრამ მაინც უყურადღებოდ მტოვებს. ყველაზე პატარა საცხოვრებელი აირჩია, რა თავმდაბალია ან სულელი. გარედან უბრალოდ არის, მაგრამ შიგნით ეტყობა , რომ პრინცის საცხოვრებელია. უსიტყვოდ შევიდა თავის უთახში. მე სადღა დავიძინო?! ნამდვილად უჯმურია რაა. კაი ეხლა თავს შევიკავებ და არ გავაბრაზებ უარესად. მთელი კვირა ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, უფრო სწორად რაც არ უნდა მეთქვა თვითონ ხმას არ იღებს , ეგ კი არა და საყვედურსაც არ არ მეუბნება, როცა წვნიანი ზედმეტად მლაშეა, ან სულ ცივი, არაფერი, მაიგნორებს , მეც დიდად გული არ მწყდება, ჯერ არ გავხუმრებივარ ისე რომ მოთმინების ფიალა ამოეწუროს, თანაც მაწყობს ასე რომ იქცევა , ღამ-ღამობით სავარჯიშოდ დავდივარ ხოლმე, მშვილდ-ისრის სროლაში ვვარჯიშობ, მიუხედავად იმისა რომ საშინლად ბნელა, უკვე თვალიც შეეჩვია და სამიზნეებს კარგადაც ვხედავ ხოლმე. ვიცი რომ იცის ჩემი ღამის სეირნობების შესახებ, მაგრამ არ იმჩნევს.
ერთხელაც ,,ბილიო“ გავრეცხე მდინარეში, კატასტროფაა სხვათაშორის,მ სარეცხი მანქანა მინდა, მაგრამ საქმე ამაში არაა. მოკლედ სველში დაიძინა, მაშნაც კი ხმა არ ამოიღო, მაგრამ მაშნვე ვინანე , როცა მეორე დღეს სიცხიანი დამხვდა . საშინლად მაღალი ჰქონდა სიცხე, უკვე ბოდავდა. აი მაშინ მივხხვდი რომ ზედმეტი მომივიდა. სასწრაფოდ ჩემ საწოლში გადმოვიყვანე, მშრალში , მთელი დღე ცივ საფენებს ვადებდი, ასეთ მდგომარეობაშიც კი როცა ნიღბის მოხსნა ვცდილობდი ხელი დამიჭირა. გული მიკვდება სულ დედასას ეძახის . ჯანმრთელი ურგანიზმი ჰქონდა და რამდენიმე დღეში გამოკეთდა, მაგრამ მას რაუჭირს, მთელი ღამეები მის გვერდით ვათენებდი. მისი ღრმა და ხშირი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა, სულ ვწუხდებოდი, მაგრამ როცა თავისთან გადავიდა მაკლდა მისი სხეულის სითბო, სუნთქვა, ისეთი უმწეო იყო, უკვე მენატრებოდა მასზე ზრუნვა , მოიცა მოიცა , როდის აქეთია სვისი ბედი მანაღვლებს, აბა გონება გაჩერდი, ეტყობა დროში მოგზაურობამ იცის. მორჩა ასეთი ფიქრები , არ მაწყობს, ამიტომ თავს ვარიდებდი, არც ველაპარეკობდი და ოინებიც შევწყვიტე. ჩემ რუტინას მაინც არ ვიღალატე და ეხლა სავარჯიშოდ უფრო დიდხანს ვჩერდებოდი პროგრესები შეინიშნრბა, წითელ რგოლში მაინც ვერ ვარტყამ, მაგრამ ცისფერი ზოლი დავიპყარი
-მშვილდი არასწორადგიჭირავს
ისეთი მოულოდნელი იყო მისი ხმის გაგონეება, რომ შევყვირე
-შენ? აქ რა გინდა?
-არ დაგავიწყდეს რომ ეს ყველაფერი მე მეკუთვნის და სადაც მინდა იქ ვიქნები
-ხოდა იყავი მაინდ, ვინ გიშლის-ცხვირი ავიბზუე და ისარი სამიზნეს დავუშინე
-მიზანში ვერ მოარტყავ
ვისროლე და ბედი არ გინდა ?! ჰაერში გავარდა, უკნიდან მისი ფხუკუნი მომესმა, ეხლა ესღა მაკლდა სრუი ბედნიერებისთვის, როომ მისი დასაცინი გავხვდე.
-მშვილიდ უფრო ზემოთ ასწიე და მკლავი უდნავ მოხარე- უკნიდან მიდგას, ჩემი ხელები თავისაში მიაქცია, ეხლა მაგას ჰგონია რომ ისარს ვაქცევ ყურადღებას, კისერში მაფრქვევს ჰაერს, ტანში სულ ჟრუანტელმა დამიარა, ასე ახლოს ჯერ არავინ მდგარა ჩემთან, ისარი გავარდა და პირდაპირ წითელი ზოლი გააპო, თქვენ წარმოიდგინეთ რა ბავშვი ვარ, რომ ასეთ მომენტში ხტუნვა დავიწყე სიხარულისგან
-მე ეს შევძელი, აი ეგრე წითელო, გეგონა ვერ მოგარტყამდი?! ხო მიიღე!
უკან შევბრუნდი ,პირველად ვნახე მომღიმარი, თურმე ლამაზი ღიმილი ჰქონია. ეჰ მგონი შარში ვარ. თან როგორში, მაგრამ რაც ფაქტია ის ხომ არ უნდა დავუკარგო არაა?!
დღეები გადიოდა ის კიდე გაქრა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იმპერატორთან არ მიშვებდნენ, ყველა გამირბოდა, მსახურები არ მოდიოდნენ, როცა მე ვუახლოვდებოდი ისინი გარბოდნენ, რა იყო შიცი მაქვს და არ ვიცი თუ რა ამბავია აქ?!
უკვე დასაძინებლად ვემზადები, ჩემს მასკიანზე ვფიქრობ, ხო არ მოგეჩვენათ უკვე ჩემს ვეძახი პროგრესია არა? სიძულვილიდან სიყვარულამდე, რა ბანალურია არა, ეჰ მარი ასეთი არ მეგონე, მოკლედ თემას ძაან გადავუხვიე კაი კაი გეტყვით რომ კარგად არ დამთავრებულა ეს ღამე მაგრამ რადგანაც ამას ვწერ ცოცხალი გადავრჩი და ყველა კიდური ზედ მაქმვს. სამი დღე დილეგში ვიყავი ან შეიძლება უფრო მეტიც. ბოლოს როგორც იქნა დამაღირსეს სტუმრობა, უსიტყვოდ მიმათრევენ სადღაც, მეკიდე ლამისაა ვიტირო რა ჯანდაბა უნდათ, ყვრივარ უაზროდ თითქოს თავს შევაცოდებ, არადა კინოებში სულ თმობენ, ბოლოს რომ მივხვდი აზრი აქვს შევწყვიტე, ხმა ჩამიწყდა და თავიც ამტკივდა. ხო მივიღე რაც მინდოდა, ან რა მინდოდა ამ დროში, ვერ დავეტიე სადაც ვიყავი?! ხოო სულ ჩემზე იყო დამოკიდებული. ჩემი თავი უკვე ათასნაირად მოვკალი, არჩევანიც კი გავაკეთე როგორ მინდოდა სიკვდილი აბა დილეგში კი არ დამავწვევდნენ რომ მერე ჩაიზე დავეპატიჯე, ჩემი ბოლო ისედაც ვიცოდი იმ წუთიდან როცა დილეგის კარები მომიჯახუნეს.
შენობის მეორე ბოლოს გამიყვანეს, ერთ დიდ კარებთან გავჩერდით, საკმაოდ ბნელოდა მაგრამ მაინც გავარჩიე სისხლის კვალი, არც კი მოუწმენდიათ ეს კი ნიშნავს რომ მაგრად დამერხა. კი არ შემიყვანეს შემაგდეს იმ ოთახში, ერთადერთი სკამი და ეს ორი ჩემთვის ჯალათები, ვისკიღა მაკლია და განგსტერულად მოვკვდები. ეს აზრი აღარც გაგრძელებულა კეტი პიდაპირ წელში მომხვდა, სიმწრით ჩავიკეცე, ყრუდ ამოვიგმინე, ხმაც კი არა მაქვს რომ მთელი სიმწარე მას გავატანო, ერთს მეორე მოჰყვა მეორეს მესამე და სადღაც მეხუთე დარტყმის მერე აღარაფერი მახსოვს, სავარაუდოდ გავითიშე მაგრამ თვალის გახელაც კი მიჭირდა როცა გონს მოვედი, ყველაფერი ისე მტკიოდა რომ ცოტახანში შევეჩვიე კიდეც, უბრალოდ არ ვინძრეოდი. თითქოს ამ პოზაში სიმშვიდე ვპოვე, ასე კიდე რამდენიმე ხანს გაგრძელდა ზუსტად დროს ვერ გეტყვით თვალები სულ დახუჭული მქონდა თითქოს ძალებს ვიკრებდი. ამ წაყვანას მეორეც მოჰყვა, მოკლედ გვარიანად დამალურჯეს, მხოლოდ ერთი ფრაზა ამომდიოდა პირიდან ,,რა დავაშავე ?” მაგრამ ამას მგონი ჩემთვის ვამბობდი ვიდრე მათ გასაგონად. ამის მერე სიზმარიც კი დამესიზმრა,ჩემი მასკიანი იყო თითქოს მოსული და მთხოვდა რომ გამეძლო, რომ მალე წამიყვანდა მეკიდე პატიებას ვთხოვდი, არ ვიცი რისთვის მაგრამ ჩემს გულში იმედმა გაიღვიძა, მიუხედავად იმისა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო,ძალა მომემატა.
ბოლოს იმპერატორთან მიმაგდეს, ტკივილისგან სულ ვოხრავდი მაგრამ მის წინაშე როგორ გამოვაჩენდი ტკივილს, უბრალოდ მუხლებზე ვიდექი ან ამის მსგავსი, ხმას არ ვიღებდი, არ ვიცი შოკის გამო იყო თუ არა მაგრამ არაფერი მესმოდა, ვხედავდი როგორ ამოძრავებდა პირს მეკიდე ერთი ბგერაც არ მესმოდა, ვცდილობდი გამეგებინა რომ დავყრუვდი მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, ერთი კიდევ მითავაეს ალბათ იმიტომ რომ პასუხს არ ვცემდი, მაგრამ უბრალოდ არ შემეძლო.
კვლავ დილეგში დამაბრუნეს, როცა თავი მარტო დავიგულე, არ ვიცი როგორ გამოვნახე ჩემს ხელებში ძალა მაგრამ მაიკა გავხიე რაც შიგნიდან მაცვია ხოლმე და მომტყდარი ფეხი გადავიხვიე, იქვე ტოტები ეყარა და მაგით დავაფიქსირე, დროებით მიშველიდა მაგრამ ექიმი მჭირდება. ეხლა ხელზე მიდგა საქმე, სისხლი მდიოდა, ისიც გადავიჭირე. სხვა მოტეხილობები არ მქონდა, ალბათ რამდენიმე ნეკნი მომატვრიეს მაგრამ მაგათი მკურნალობა არ ვიცი ამიტომ თავი დავანებე, ისე მთელ ტანზე ჩალურჯებები და დაჟეჟილობები მქონდა, თუმცს იყო ერთი რამ რასაც ვერ ვეგუებოდი. წყალი მინდოდა საშინლად.უწყლობას ვერ ვიტან. რამდენიმე დღის შემდეგ იმპერატორთან დამაბრუნეს
მითხარი სად წავიდა?
ვინ?- რატო მაბნევენ?? ეს რაღაა სად წავიდა, ჯერ ის თქვი ვინ წავიდა მერე მე რატო უნდა ვიცოდე?? რა ჩამოუყალიბებელი ხალხია რაა
-მეორე პრინცი სად წავიდა??
-არ ვიცი
-მითხარი და დაბრუნდები შენთან ხელს აღარავინ გახლებს
-არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე?
-როგორ ბედავ რომ იმპერატორს ატყუებ, უკან დააბრუნეთ დილეგში არ გამოუშვათ სანამ სიმართლეს არ იტყვის.
ეხლა მიდი და დააჯერე რომ არაფერი იცი. თუ გადავრჩი იმ მასკიანს არ ვაცოცხლებ, კაი ეხლა უნდა გავრისკო.
-თქვენო უდიდებულესობა ერთი წუთით, ვიტყვი სად არის მეორე პრინცი მაგრამ ერთი პირობით
- პირობებს მიყენებ? ბრძანე რაც გინდა
-ჯერ მკურნალი, ტკივილისგან ვერ ვაზროვნებ, დანარჩენ პირობებს მერე მოგახსენებთ.
ისე გადაიხარხარა იმპერატორმა გული შემეკუმშა, ნამდვილად აქედან ცოცხალი ვერ გავალ, მაგრამ ჩემდა გასაოცრად სასახლის საუკეთესო ექიმი იხმო. კარგია დრო მოვიგე ცოტა ხანი, როგორ გავიგო სად წავიდა ის დარტყმული როცა იმრეპატორმაც კი არ იცის.
გამოჯანმრთელებას სამი დღე ვწელავდი, მისი ასავალ-დასავალი კი არავინ იცოდა, ერთადერთი ადამიანი ვისაც არ ვკითხე მთავარი სარდალი იყო რომელიც ვერ მიტანდა, რამდენჯერაც ჩემს მასკიანს მოაკითხა იმდენჯერ სახლიდან გამაგდო თანაც მაგას ვაბავდი როცა მოადენზე შესვლა მინდოდა.
ფრთხილად ვაკაკუნებ მის კარებზე და შევდივარ, შიგნით არავინაა. ოთახს ვათვალიერებ. ჭოგრიტების მსგავსი რაღაცეები, უამრავი რუკა გაკრული, ხმლები, იარაღები, მოკლედ ყველაფერი ის რაც მთავარსარდალს შეჰფერის. მაგიდაზე
აურზაური ჰქონდა, ნაწერები, რუკები, ფუნჯები ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული.პატრონი არაა ამიტომ აუჩქარებლივ ვათვალიერებ ყველაფერს იქნებ რამე გავიგო.
-რას აკეთებ?- ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში
-იცით,თქვენ გეძებდით- ეხლა გამბედაობა უნდა მოვიკრიბო, ძაან კი მეშინია მისი მაგრამ სიკვდილის შიში უარესია
- ვიცი რომ იცით სადაცაა ის, ამიტომ მოვითხოვ რომ მასთან წამიყვანოთ!
-სისულელეებს ამბობ, მომწყდი თავიდან!
-ჩემი სიცოცხლე მასზეა დამოკიდებული და ეს თქვენც მშვენივრად იცით, მაქვს უფლება რომ მას შევხვდე და დაველაპარაკო
-არა!
-როგორ თუ არა, ალბათ კი უნდა გეთქვათ. შემომხედეთ ადამიანს არ ვგავარ, ისე მომექცნენ როგორც ცხოველს, მინდა რომ დაველაპარაკო, წამიყვანეთ გთხოვთ მასთან
-ძედმეტად სარისკოა, ის საქმე სადაც ისაა წასული ჩემს და შენს სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანია
- შეიძლება მაგრამ მიზეზი უნდა ვიცოდე!
- კარგი, მაშინ მთვარე კენწეროში რომ ავა მაშინ მოდი თავლის უკან, თუ დავინახავ რომ ვინმე გამოგყვა მეთითონ მოგკლავ, ისე რომ იმპერატორამდე მისვლას ვერ მოასწრებ ცოცხალი.
აი მუქარაც ამას ჰქვია, მე-11 საუკუნის განგსტერებთან მაქვს საქმე, თავი ნელა დავუქნიე და საწყლად კოჭლობ-კოჭლობით წამოვედი. შიში მიპყრობდა და ინტერესიც მკავლდა, სისხლი მიდუღდა იმის მოლოდინით რომ ჩემს მასკიანს ვნახავდი ან იმიტომ რომ მომკლავდნენ?! ზუსტად არ ვიცი მაგრამ გულის ფეთქვას რომ თავშიც ვგრძნობდი ეგ ვიცი.
ვცდილობ არ დავიძინო, უკვე დიდი ხანია რაც ყველაფერი მიყუჩდა, მეკიდე სუნთქვაც კი შენელებული მაქვს, ტომისავით მინდა ასანთის ღერებით თვალები დავამაგრო, არ ვიცი რამდენი ხანი გავძლებ ასე, მთვარე კი საერთოდ არ ჩანს, არასდროს დავკვირვებივარ მთვარე ზენიტში რომელზეა. გარეთ გავდივარ, ისეთი ჩახუთულობაა ვეღარ ვსუნთქავ, ისიც არ ვიცი რას ვეტყვი როცა შევხვდები ,,ასე როგორ გამწირე?” ზედმეტად ბანალურია მაგრამ ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს განცდებს. ვარსკვალვებს ვუყურებ, ვცდილობ რამე ფორმა დავინახო მაგრამ სულ სამკუთხედები ან ოთკუთხედებს ვხედავ, ნეტავი როგორ არქმევენ თანავარსკვლავედებს სახელებს რაა მე ვერაფერს ვხედავ, ფანტაზიის ნაკლებოვას არ განვიცდი უბრალოდ არ ვიცი. ყოჩაღ ასეთ მომენტში რეებზე ფიქრობ მარი.
დედა მომენატრა, მამაც! ნეტავი რას აკეთებენ ეხლა, ჩემს დროში რა მჭირს?? უბრალოდ გავუჩინარდი??? იქნებ მკვდარი ვგონივარ, ან მძინარე მზეთუნახავისავით საუკუნო ძილს მივეცი თავი. ამ და კიდე სხვა ფიქრებში ვიყავი როცა მოულოდნელად ჩევამჩნიე მთვარე პირდაპირ ზემოდან დამყურებდა. გიჯივით წამოვხტი, სამეფო დაცვა დამყვება ხოლმე ალბათ იმიტომ რომ არასად გავიქცე, მაგრამ ისე დავახლოვდით რომ ხშირ შემთხვევაში არ დამყვებიან და მეც თავისუფლად ვარ, მაგრამ ეხლა დიდ სიფრთხილეს ვიჩენ, სულ უკან ვიყურები და ჩრდილში დავდივარ, როგორც იქნა მივედი დანიშნულ ადგილას. ვდგავარ და როგორც შემიძლია მოტეხილი ფეხით ბოლთას ვცემ. უკვე ნერვიული წიკები დამეწყო, ვეჭვობ რომ მომატყუეს, თვალზე ცრემლი მადგება, ჩემი თავი უკვე დილეგშივე გამოვიტირე , მაგრამ როცა ეხლა იმედი მქონდა უარესად ვგრძნობ თავს, თითქოს მიმატოვეს, ეს ბევრად უარესია, ეხლა ვხვდები რა არის მარტოსულობა უკან დაბრუნებას ვაპირებ გულში უკვე ათჯერ მივტრიალდი სახლში მაგრამ ფეხს ვერ ვდგამ, უბრალოდ ადგილიდან ვერ ვიძვრი, ნახევარი საათი გავიდა, მაინც თავლასთან ვარ, მთვარე უკვე გადაიხარა, ფეხი საშინლად მტკივა, ის ჩემი იმედია ასე მარტივად ვერ წავალ აქედან. მიწაზე დავჯექი, ობოლი ცრემლი გადმომივარდა თვალიდან, სიცივისგან ვკანკალებ, კბილები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. არა ასე სიკვდილი არ მინდა, ოჯახს იმისთვის კი არ მოვწყდი რომ აქ ამომხდომოდა სული. მგონი მიმეძინა, თავს კომფორტულად ვგრძნობ. სითბოა და რაღაც სასიამოვნო სუნი მცემს, მაგრამ ძვლები სულ მტკივა. თვალებს ვერ ვახელ, თითქოს ერთმანეთზე მიმეწებნენ, მაგრამ მოიცა მე გუშინ სახლში არ დავბურუნებულვარ. თვალები ვჭყიტე, ვერ წამოვფრინდი საწოლიდან მაგრამ წამოვიწიე, სადღაც ვარ და ეს სიტყვა ზუსტად აღწერს ჩემს მდებარეობას, აზრე არ ვარ აქ როდის მოვედი
-გაიღვიძე?
ის არის, ის ჩემს გვრედითაა, ნუ გვერდით რა ოთახის მეორე ბოლოში დგას და მიყურებს.
-შენ? აქ როგორ მოვედი?
-მე მოგიყვანე, ჩაგეძინა და…
-მოიცა შენ რა იქ იყავი და არ მოხვედი??
-ვათვალიერებდი ვინმე ხო არ გამოგყვა მეთქი
-მერე მაგას საათები რათ უნდოდა? როგორ იქცევივ შენს გამო დილეგში ვიყავი გამომწყვდეული, დასაფლავებაც კი დავგეგმე და ეს ყველაფერი იმიტომ რომ შენ გაუფრთხილებლად წახვედი, ეხლა პატივი დამდე და ყველაფერი ამიხსენი
-მოგშივდებოდა, წამო რამე შევჭამოთ
-შენ საერთოდ მისმენ რაზე გელაპარაკები?? რა დროს ჭამაა? სად ვარ??
-როცა შევჭთ მერე მოგიყვები ყველაფერს
-შენსას არ იშლი?! კაი, მაგრამ იცოდე ამ თემას ვერ აცდები
-კარგად შეჭამე, ენერგია გჭირდება, რომ მოვრჩებიდთ უნდა წავიდეთ.
მეტი არაფერი მიკითხავს, უბრალოდ ჩუმად ვჭამდით. შიგადაშიგ თვალს გავაპარებდი მისკენ, წამიერად შევხედავდი და წამიერადვე ვტკბებოდი მისით, ის კი ჯიუტად თეფშს ჩაჰყურებდა, ისეთი მშვიდი იყო რომ მე ჩემი დარდი დამავიწყდა
-ძალიან გტკივა?- ისე საწყლად ამომხედა რომ ღიმილი ძლივს შევიკავე
-ძალიან მტკიოდა მაგრამ ეხლა ცოტა შევეჩვიე
-მაპატიე, არ მინდოდა
-ეგ არ მიშველის
-ვიცი და ბოდიშისცას გიხდი ამისთვის, ამის შემდეგ ხელს ვერავინ დაგაკარებს, ამის უფლებას არავის მივცემ
-ნუ მპირდები იმას რასაც ვერ შეასრულებ- პატარაზე ჩამეღიმა, მისგან წამოსული სითბო და ზრუნვა მაოცებდა, ასეთი დამოკიდებულება ჩემს დროში არ არსებობს. ეს იყო პირველად როცა არ ვნანობდი აქ ყოფნას.
ის ადგა და უბრალოდ ჩამეხუტა, ავდექი ვაი ვაგლახით, ჩემს საცოდაობაზე სახე ეჭმუხნებოდა მე კი მხოლოდ გავუღიმე, თითქოს ვაწყნარებდი.
-წავიდეთ?
-წავიდეთ!
ცხენზე შემსვა, თვითონ კი უკნიდან მოახტა, მის მკლავებში ვიყავი მომწყვდეული, ყინავდა მაგრამ მე ვდნებოდი, სიცივე ძვალ-რბილში ატანდა მე კიდე ისე ვხურდი რომ ლოყები ამიწითლდა, კიდევ კაი ვერ მხედავდა.
შუა დღემდე ვიარეთ ასე, მალე მთავარსარდალიც გზაში დაგვეწია.
დამწვრის სუნი, არ ვიცი უფრო ზუსტად რას შევადარო მაგრამ მგონი დამწვარი გვამის სუნი ტრიალებს ჰაერში, გადაბუგული სოფელი, ნაცარტუტად გცეული სახლები. ცხენიდან ფრთხილად ჩამოვყავარ. ის რაც ადამიანის სხეულისგან დარჩა ცენტრშია დაყრილი, არა უფრო ზუსტად სოფლის მცხოვრებნი აქ შეკრიბეს და ცეცხლის წრეში მოუქცევიათ, ამაზრზენია! მეტი რა სიტყვით შევაფასო, უბრალოდ არ ვიცი, არ ვიცი რა რეაქცია აღიბეჭდე ჩემს სახეზე როცა მასკიანს შევუტრიალდი
სამეფო ჯარმა გააკეთა, მთელი სოფელი ამოჯლიტეს, ის მეომრები კი ვინც ეს გააკეთეს ტყეში ყველა მკვადარი ვიპოვეთ, ტახტის მემკვიდრეს ემუქრებიან, ამიტომაც დავბრუნდი სასახლეში
-ეჭვი გაქვს ვინმეზე?
-მაქვს მაგრამ დამატკიცებელი საბუთი არა, ამიტომაც აქ ვარ წამოსული
-იმპერატორს რატო არ უთხარი არაფერი
-იმიტომ რომ მისი ერთ-ერთ შვილზე მაქვს ეჭვი და რომ ვუთხარი დედოფალიც გაიგებს მერე კი ნამდვილად ვერაფერს გავიგებ
-რატომ ის ხო დედაშენია, ის დაგეხმარება
-ეს შრამი იცი როგორ მიციღე?-ხელს ნიღაბზე იშვერს
-არა, ვინ გიქნა ეს?
-დედაჩემმა, როცა 9 წლის ვიყავი, მაშინ თქვა ჩემზე უარი, იმ დღიდან მე მისი მტერი ვარ, წარსულის აჩრდილი
-კი მაგრამ ის ხომ დედაა
-არა, ის დედოფალია!
-ვწუხვარ
-არ გინდა, პირიქით მე ვწუხვარ რომ ასეთ დღეში აღმოჩნდი
-ახლა რას აპირებ, იმპერატორი ალბათ ეხლა გამწარებულია მეც რომ წავედი
-ნუ ღელავ, ხვალე გამთინიისას წავალთ სასახლეში, ეხლა უკან დავბრუნდეთ
კარგი
-ამინდი საშინლად გაფუჭდა, ქარი ამოვარდა მალევე თავსხმა წვიმამ დაუშინა, ელვა და ქუხილი ერთმანეთს ენაცვლებოდა, საწყალ ქოხში ვიყავით და სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, არვიცი ასეთი მშიშარა როდის გავხვდი მაგრამ წარმოგიდგენიათ გრუხუნის მეშინია, არადა აქამდე მომწონდა კიდეც.
-გეშინია?
-ისე რაა
ადგა და გვერდზე მომიჯდა, ჩემი ხელები თავისაში მოაქცია და მითბობდა
-ბევრი ეროპელი მინახავს, მაგრამ შენ სულ სხვა ხარ, თითქოს სხვა პლანეტიდან მოსული
არ ვიცი გავუმხილო ყველაფერი, არაა, გიჯად ჩამთვლის, უბრალოდ გავჩუმდი
-მოდი არ გვინდა ჩემზე საუბარი, შენს ბავშობაზე მომიყევი
-მშვიდი ვიყავი, ბავშობიდანვე მარტო და გარიყული, ჩემი ძმები თავს მარიდებდნენ შრამის გამო, მაგრამ ეხლა მათზე ძლიერი ვარ, ეხლა ჩემი თავის დაცვა ვიცი
-და ეხლა მარტო აღარ ხარ
ნელა მოიხსნა ნიღაბი, თითქოს რცხვენოდა თუ ეშინოდა არ ვიცი. საბოლოოდ ნიღაბი იატაკზე დადო, გაიელვა და უკეთესად დავინახე მისი შრამი, შუბლიდან ლოყამდე გასდევდა, თითებით ნელა მოვხაზე, თითქოს შევისწავლე იგი, მერე მთელ სახეს გავყევი, ჯერ თვალის ფორმა მოვხაზე, მერე ცხვირი ბოლოს კი ტუჩები. მისი სახის ყოველ ნაკვთს ვსწავლობდი, მინდოდა რომ არამარტო თვალით არამედ თითებითაც დამმახსოვრებოდა, წვიმის წვეთები გამწარებით ეცემა დედამიწის ზედაპირს, თითქოს უნდათ რომ მიწა გააპონო და შემდეგ გაერთიანდნენ.
ის მიახლოვდებოდა, მის სუნთქვას უკვე სახეზე ვგრძნობ, ვხვდები რასაც აპირებს მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ, ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა, ჰაერი აღარ მყოფნის მაგრამ მაინც არ მინდა რომ გავჩერდე, შიგნიდან ვიწვი, ყველაფერი გაჩუმდა, ყველაფერი დამავიწყდა, მხოლოდ წვიმის წვეთები არღვევდა ჩემს მყუდროებას. უკან დაიხია, თვალები სიამოვნებისგან მიმელულა, ტუჩებზე კი ცეცხლი დამიტოვა. მან პირველი კოცნა მომპარა, არა მე მას ეს პრივილეგია მივანიჭე, არ ვნანობ, არ ვნანობ რომ იმ ღამეს მას არამარტო კოცნა არამედ მთელი ჩემი თავი ვაჩუქე. ის იყო პირველი ჩემთვის ყველაფერში. მასთან გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ!.
ორი ვნებამორეული სხეულის გამთლიანება…. თვალები დახუჭული მქონდა სიამოვნებისგან, სახეს მიკოცნიდა, შემდეგ კისერზე გადავიდა, ყოველი მისი ტუჩების შეხება ცეცხლს მიტოვებდა, მინდოდა ძლიერ ჩამეხუტა და აღარ გამეშვა, მინდოდა დამესაკუთრებინა მე ის და მას მე, ორი გული ერთხმაში ცემდა, ის ისეთი ფრთხილი იყო, ალბათ მოტეხილობების გამო, სიამოვნების ხმები და წვიმის სიმღერა ერთმანეთს ერწყმოდა. ერთმანეთზე ჩახუტებულებულს მიგვეძინა, ეს იყო ღამე ნეტარების, სიამოვნების.
ერთმანეთს გრძნობებში არ გამვოვუტყდით, მაგრამ სიტყვები ზედმეტი იქნებოდა, არ მინდოდა მისი ,,მე შენ მიყვარხარ” არ მინდოდა მისი ,,ჩემი სიცოცხლე ხარ” ისიც საკმარისი იყო რომ ჩავეხუტე, შუბლზე ეკოცნა. უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდა და ეს ჩვენს მზერაშიც ჩანდა.
მზის ამოსვლისთანავე გზას დავადექით, იმპერატორის შიშით ვცახცახებდი ის კი უფრო მაგრად მიკრავდა გულში, ამაზე მეღიმებოდა.
სასახლის კარები გაიღო თუ არა დაცვა გარს შემოგვესია, წინ გადამეფარა, რა რომანტიკულია, ეხლა სულ მაგისთვის მცალია რაა…
იმპერატორის წინ მუხლებზე ვდაგავრთ ორივე. სამარისებული სიჩუმეა ჩამოწოლილი, მეკიდე ხმის ამოღებას ვერ ვბედავ. არ ვიცი რა დამემართა თვალწინ უცნაური სცენა გადამეშალა : ასე ვისხედით იმპერატორის წინ, მაგრამ დაბმულები, ოთახში კი პრინცები იდგნენ და არამარტო ისინი, ყველა საბრძოლო ფორმაში გამოწყობილი, უკანიდან ტირილს ხმა ისმის, ხმლის ამოღების ხმა ისმის, ამაყენეს და ჩემი მასკიანის წინ ვდგავარ, ხმალმა პირდაპირ გულ-მკერდის ძვალი გააპო, ყველგან სისხლი, დენდარტყმულივით წამოვხტი როგორც შემეძლო, უკან დავიხიე ერთი ნაბიჯით, ორივემ მე შემომხედეს, რა უნდა მეთქვა?! წარმოვიდგინე რომ ჩემს ბიჭს კლავენ მეთქი?! სიტუაციიდან უნდა გამოვძვრე
-იმპერატორო ჩვენი დასჯის მიზეზი არ გაქვთ
- ახსნა- განმარტებებს ველოდები.
თვალი ჩემი მასკიანისკენ გავაპარე. მან ყველაფერი მოუყვა, სხვა გზა მაინც არ გვქონდა. იმერატორისგან ბოდიშს არც უნდა მოველოდო ტყუილუბრალოდ რომ გამალამაზეს.
სასახლეში მზადებაა, მერვე პრინცის დაბადების დღეა, მოფერებით ვუ ვუს ვეძახი , სახელში ვუ ურევია და რომ დავფარო უცოდინრობა ასეთი ხერხი მოვიფიქრე. პირველი ვუვუ იყო ვინც დადებითად შემხვდა, დილეგშიც ერთი ორჯერ მომაკითხა ჩუმად რათქმაუნდა მაგრამ ძაან სასიამოვნო იყო. ძმები მას სიურპრიზს უწყობენ, მეც ვიღებ სხვათაშორის მონაწილეობას. ბავშობიდან კარგად ვმღეროდი და ამიტომ ჩემს საყვარელს სიმღერას ,,ჩემი იქნები” უნდა ვუმღერო. რატომღაც რაც აქ აღმოვჩნდი არ მიმღერია ეხლა კი მშვენიერი შანსი მეძლევა.
ჩემი მასკიანი…. არ ვიცი თითქოს შეიცვალა , მაგრამ თითქოს არც. ეხლა ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებს ლაპარაკობს, მაგრამ მის მზერას სადაც არ უნდა წავიდე ყველგან ვგრნობ, ერთი ორჯერ თვალიც მოვკარი , მაგრამ არ ვიმჩნევდი. მომწომნდა მისი ყურადღება.
ჩემო ოთახში კონცერტი მოვაწყვე, ვმღერი , ვცეკვავ, მოკლედ ვერთობი რაა, რა თქმაუნდა ჩემი საყვარელი სიმღერის გარეშე არ დავამთავრე კონცერტი და ,,ჩემი იქნები” დავიწყე, მთელ ემოციებში ვარ. აჰა ესეც ჩემი საჩუქარი გავირეპეტიციე.
მთელი სასახლე შეიკრიბა, იმპერატორი და დედოფალი რათქმაუნდა ამაღლებაზე ზიან და ზემოდან დაჰყურებენ ყველაფერს. მე კიდე დაჯდომის უფლება არ მაქვს, მკითხველო შენი არ ვიცი მაგრამ მე სულ დამავიწყდა რომ მსახური ვარ ამიტომაც ამაგდეს და ეხლა ჩემს მასკიანს ვემსახურები სასწაული სახით, ისეთი გემრიელი საჭმელები დევს მეკიდე მხოლოდ სუნით ვტკბები, რა უსამართლობაა რაა.
საჩუქრების გახსნის ცერემონიაც ჰქონიათ, რა უცნაური ხალხია რაა, თურმე იუბილარი ყველას დასანახად ხსნის საჩუქარს და აფასებს მას, თუ მოეწონება ხო კაი, თუ არა და მაშინ ვინც აჩუქა იმას სასახლეში არ უშვებენ მთელი წლით.
ოთახში რა ძაან დიდი ოთახია ამიტომ დარბაზს დავარქმევ, მოკლედ იქ პატარა სცენა მომიწყვეს, ინსტრუმენტებით გაფორმება არ მინდა, პირველ რიგში ნოტები არ ვიცი ამ სიმღერის და მეორე ის რომ ეა ინსტრუმენტები კიდე საერთოდ არ გვანან იმათ როგორიც მე მინახავს.
იმდენი ხალხია მგონი სცენის შიში დამეწყო, სულ ვცახცახებ, მე სულ ოჯახის წიმაშე ვმღეროდი ხოლმე და არა დიდი აუდიტორიისთვის, მოკლედ ასე იყოთუ ისე გავედი ამ სცენაზე და დასამშვიდებლად ვუვუს ვუყურებდი სულ, ისეთი ლაღი ღიმილი აქვს რომ სულ ვწყანრები მას რომ ვუყურებ, შუა სიმღერაში ვარ როცა ვამჩნევ ჩემ მასკიანს სახეზე ფერი არ ადევს, გაოცებულია?! რაიყო ასეთი კარგი ხმაც კი არ მაქვს, კაი მერე დაველაპარაკები, დღეს ხომ ვუვუ უნდა იყოს ყურადღების ცენტრში. მხურვალე ტაშით მაჯილდოვებს, მეც რახან მოვრჩი ამ სიმღერას და თან მოეწონათ სასწრაფოდ ვტოვებ დარბაზს და სუფთა ჰაერზე გავდივარ. ერთი ღრმა ჩასუნთქვა, ეხლა მეორედ. ხელზე მოჭრა, პირზე ხელის აფარება და ჰოპ კედელზე ვარ გაკრული, თან ისე რომ ვერ ვმოძრაობ, რა ჯანდაბა ხდება , ჩემი მასკიანი?! რა მოუვიდა
-ვინ ხარ?
მოიცა, აქ რაღაცას ვერ ვხვდები
-რას ნიშნავს ვინ ვარ? მე!
-ეს სიმღერა საიდან იცი
-სულ ვიცოდი ეს სიმღერა, ნუ მთლად ეგრეც არა, უკვე სამი წელია რაც ვისწავლე და ძალაინ შემიყვარდა, და შენ რაში დაინტერესდი??
-არ შეუძლებელია
-კონკრეტულად რა? ანკიდე არ გინდა გამიშვა ხელებში მგრძნობელობა დავკარგე.
ხელები ნელ ნელა გამიშვა, რა სჭირს?? ეს კითხვა არ მასვენებდა ის კი უბრალოდ წავიდა, დარბაზში აღარ შემოსულა, მეც კიდე ისე გავერთე რომ ვერც შევამჩნიე მისი არ ყოფნა, მაგრამ თვალი სულ მისი ადგილისკენ მეპარებოდა და მაინც რა მოუვიდა?

იცით რა შეგრძნებაა როცა გამუდმებით ვიღაცის მზერას გრძნობ?! თან უკნიდან კი არა რომელიც ზურგს გიწვავს, მზერა რომელიც შენგან გამოდის, არც კი ვიცი ზუსტად როგორ აგიხსნათ რომ მიგახვედროთ, თითქოს შენს თვალებიდან სხვა იყურება და გარემოს კი არა შენ გაკვირდება შიგნიდანვე. თავიდან ეს გრძნობა მომწონდა თავს მარტოსულად არ ვგრძნობდი მაშინც კი როცა ოთახში სულ მარტო ვიყავი, მერე მომბეზრდა ეს შეგრძნება, ბოლოს კი მისი შემეშინდა, ყველაზე მეტად კი ეს გრძნობა მძაფრდებოდა ღამით, ეს კოშმარებში გადაიზარდა. არ ყოფილა ღამე რომ შიშის გრძნობით არ გამეღვიძოს, უბრალოდ დაუცველობას და სიცივეს ვგრძნობდი. იყო პერიოდები როცა ეს ყველაფერი უბრალოდ ქრებოდა და მაშინ მშვიდად ვიძინებდი, მაგრამ ყვოველთვის ვიცოდი რომ ასე მალე არ დამთავრდებოდა და ველოდი მის დაბრუნებას. რისას? არც მე ვიცი, უბრალოდ ველოდი შიშით. მაგრამ აქ უკვე შვიდი თვე ვარ და არცერთი კოშმარი, მშვიდი ძილი, იქნებ ეს ყველაფერი უბრალოდ დიდი კოშმარია მაგრამ მე ის მომწონს ამიტომ არ ვწუწუნებ.

ერთხელაც მე და ჩემი მასკიანი ვისხედით და ვსადილობდით, რაღაცაზე მასზე გაბრაზებული ვიყავი და ხმას არ ვცემდი, თვალებშიც კი არ ვუყურებდი
-რა მოგწონს ჩემში? მახინჯი შრამი მაქვს, ყველას ჩემი ეშინია, დედამაც კი ჩემზე უარი თქვა, მაგრამ შენ მაინც აქ ხარ
-შენში რა მომწონს?! ჰმ შენში ის მომწონს რომ იმის მეუხედავად რომ საზოგადოებამ გაგრიყა მაინც ჩემთან ხარ და ხელს არ მკრავ, როცა დედამ შენზე უარი თქვა ბრძოლა განაგრძე და იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე შენ წარმოგიდგენია, შრამი კი?! შრამი იმიტომ მომწონს რომ შენი სხეულის ნაწილია, შენი წარსულის აჩრდილია დაღად დასმული, ეს კი მომავლის ნიშანია, მე შენში ყველაფერი მომწონს, ისიც კი რომ ჭამის დროს შუბლს კრავს, ძილში ლაპარაკობ, ცხენზე ასვლისას კი ჯერ შარვალს ისწორებ მიუხესავად იმისა რომ მაიმც აიჩეჩება
ამ ყველაფრისდა მიუხედავად შენ არ იცი ერთი რამე
-მაინც?
-გახსოვს ჩემი ძმის დაბადების დღეზე რომ გავბრაზდი შენზე?
-კი მაგრამ ამასთან რა შუაშია
-რაც თავი მახსოვს არასდროს ვყოფილვარ ნორმალური
-რას გულისხმობ- უკვე სერიოზულად დავიძაბე
-იმას რომ მუდამ რაღაცას ვხედავდი, ზუსტად ვერ გეტყვი რას, რაღაც ოთკუთხედი რაღაცეები დადიოდნენ, დიდი შენობები, უცნაური ფორმის და ამ ყველაფერთან ერთად ერთი გოგოს ხმა მესმოდა, ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი მის გრძნობებს, მესმოდა მისი ხმა წლების განმავლობაში, თუ როგორ მღეროდა და იცინოდა, მისი სიცილის ხმა გქონდა და თავიდან მაგიტომ დავინტერესდი შენით, მერე კი შენი სიმღერა, ეს ტექსტი მხოლოდ იმ გოგოსგან გამეგო, მას ხშირად მღეროდა, წლების განავლობაში ეს კოშმარი იყო ჩემთვის, კონცეტრირებას ვერ ვახდენდი ვერაფერზე, სიზმარი მეგონა ყველაფერი და თავს ეს დავაჯერე, მერე ეს ყველაფერი ჩერდებოდა ხოლმე პერიოდულად მაგრამ მაინც ისევ გრძელდებოდა. შენი სიმღერა კი, ეს ტექსტი, როცა დაიწყე მაშინ მივხვდი რომ შენ იყავი, ის ვისაც ვერ ვიტანდი მაგრამ ამავდროულად ისე შევეჩვიე რომ შემიყვარდა გოგონა სიზმრიდან. ახლა კი შენ აქ ხარ და არ ვიცი რა ვქნა, არ ვიცი გიჯი ვარ თუ არა…..
ჩემი აქ ყოფნა რა წინასწარ დაგეგმილი იყო?? ანუ რა ხდება განგება და უფლის ნება და ეს ყველაფერი არსებობს? მაგრამ თუ ეს ყველაფერი მართლაია მაშინ აქ რატო ვარ, ანუ რისთვის?? ისტორია უნდა შეიცვალოს თუ რა ხდება?? ვინემემ რამე გამაგებინეთ??! ერთი ვიცი მე და ჩემი მასკიანი დაკავშირებულები ვართ, არა ამაზე ფიქრი მომკლვს უნდა გავჩერდე. ჩვეულებრივად ვიქნები , თუ ბედია და მართლა არსებობს ის მაინც ისე მოხდება როგორც მას უნდა, ზუსტად ვის უნდა არ ვიცი მაგრამ ჯანდაბა უბრალოდ გაჩერდი ფიქრო, დაწყნარდი! ვსო.
ამ დღის მერე ყველაფერი აირია, მძიმე დღეები დაადგა სახელმწიფოს, იმპერატორი დაავადდა და დაიწყო გაცხარებული ბრძოლა ტახტისთვის, ყველა ერთმანეთს ეცილება, მაგრამ ამ ბრხოლაში ჩემი მასკიანი და ვუვუ არ არიან ჩართულნი, ტახტის მემკვიდრის მცველებუს ფუნქცია აიღეს, ბოლომდე ამაში ვერ ვერკვევი პოლიტიკა ჩემი საქმე არაა მაგრამ მას შემდეგ რაც მეშვიდე პრინცი უცნაურ ვითარებაში გარდაიცვა მეც კი შევშფოთდი, ძმები ერთმანეთს კლავენ?! ეს ხო სადიზმია.
იპერატორი სიკვდილის პირასა, ტახტის მემკბიდრე კი სხვა ქალაქში, მის ჩამოსვლას ელოდებიან, მანამდე კი იმპერატორთან არავის უშვებენ, სასხლე ჩაიკეტა. პრინცები კი ოთახებიდან ვერ გამოდიან, ვუვუ არის წასული მემკვიდრის მოსაყვანად მაგრამ მათგან ცნობები არ მოდის იმპერატორის მდგომარეობა კი დღითი დღე კი არა ყოველ წუთას უარესდება.
ჩემ ოთახში ვარ, მეფის პირველი ვეზირი შემოვიდა, ეს მეტად მაკვირვებს მასთან ურთიერთობა არასდროს მქონია
-იმპერატორი გიბარებს თავისთან
-მე? რატომ? დედოფალი სად არის?
-უბრალოდ წამობრძანდით
ერთ დროს სასახლეში სიცოცხლე იგრძნობოდა, ყველა სადღაც გარბოდა, ვიღაც იცინოდა, ვიღაცა უბრალოდ ტკბებოდა ამინდით, ახლა კი , ახლა სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილა, მხოლოდ ვიღაცის ოხვრა ისმის და ექოს ის მთელ სასახლეში გადააქვს, ჟრუანტელი მივლის, ფრთხილად აღებს იმპერატორის საძილებლის კარებს, ფარდები ჩამოფარებულია , ვიპოვნე ის ადამიანი ვისი ოხვრითაც მე გული მეწვება.
-შემოდი, შემოდი
-იმპერატორო, როგორია თქვენი მდგომარეობა
-რამე ცნობებია მემკვიდრისგან?
-არა სამწუხაროდ
-თუ ვინემე გკითხა იმპერატორის მდგომარეობა არ იცი, თუ იკითხეს მოკვდა თუ არა იმპერატორი მას უფრთხილდი , მისთვის მთავარი ტახტია
-იმპერატორო, აქ რისთვის ვარ?
-მოწმე უნდა იყო, ჩემს საბოოლო გააწყვეტილებას ვცვლი, ტახტის მემკიდრე იცვლება, ახალი მემკვიდრე მეორე პრინცი სეონ გონ სოკი იქნება, ისაა ახლა იმპერატორი
-კი მაგრამ რატომ
-ჩემი ნება თავისანვე იყო მისი გამეფება, მაგრამ შრამი მისთვის მეტად მტკინვეულია, ის საზოგადოებას დაშორდა, შენ კი ის უფსკრულიდან ამოიყვანე, ახლა კი შემიძლია დაწყნარებულად წავიდე ამ ქვეყნიდან როცა ჩემი შვილი კარგი და სწორი ადამიანის ხელშია.
თავის ნებას იმეპრატორი ქაღალდზე წერს და მაძლევს, მისი ნება მე უნდა გამოვაცხადოო?! კაი ჯანდაბას პირველ ვაზირთან მივდივარ
-იმპერატორის ნება შეიცვალა, უნდა გამოვაცხადო
-წამობრძანდით ქალბატონო
გული ხელით მიჭირავს, მეშინია, შორიდან ჩემს მასკიანს მოვკარი თვალი, სახე გამებადრა, ნაცნობი სახე ჩემთვის ვალერიანივითაა თან მისი
იმპერატორი გარდაიცვალა?? -ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, შეენც ბრუტუს???! და ეხლა მე უნდა გამოვაცხადო რომ ის იმპერატორი გახდება?? ადამიანი რომელზეც იმპერატორმა მითხრა უფრთხილდიო?!
არ ვიცი მისი მდგარეობა, მე მე უნდა წავიდე.
როდესაც კარგად დავშორდით ვეზირს მივიბრუნდი
ვეზირო იმპერატორთან გავბრუნდეთ
როგორც გნებავთ ქალბატონო
იმპერატორო, გღვიძავთ?
პასუხს არ მცემს, დაიძინა??
-იმპერატორო!
ფარდა გადავწიე, სულ გალურჯებულია, მივარდი, ყველაზე მეტად ახლა მჭირდება მისი რჩევა, ის კი ყველაზე მძიმე ჩემთვის მომენტში ასე მიდის. ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, ჩემს თვალებს წრფელი ცრემლები ასკდება და გადმოსვლას ლამობენ როგორც მდინარე ჯებირებზე, ჩემს ტირილზე ვეზირი შემოდის, არ ვიცი დრო მე გამეპარა თუ უბრალოდ ყველაფერი მალევე მოხდა, იმპერატორის სიკვდილის ამბავი მთელმა სახელწიფომ გაიგო, მემკვიდრე კი როგორც იქნა ჩამოვიდა ქალაქში გვირგვინის დასადგმელად.
იმპერატორის დასაფლავებაზე ბევრი ტიროდა, მაგრამ რამდენის იყო წრფელი გლოვა არ ვიცი. ვეზირი მაჩქარებს რომ მმართველის ბოლო სურვილი ხალხს გავანდო, მაგრამ არ ვიცი რა ვთქვა.სიმართლე ჯობია, რაც არ უნდა იყოს მისი ბოლო ნება ეს იყო. არც ვიცი როგირ მოვახერხე ეს, ნაწყვეტ ნაწყვეტ მახსოვს როგორ გამოვაცხადე, მაგრამ მზერები კი კარგად დამამახსოვრდა, სიბრაზე, სიძულვილი, იმედგაცრუება და ბედნიერება. ყველა მუხლებზე დგას, მეკიდე გული მწყდება ვიცი უპატივისმცემლობა ეხლა ზურგის შექცევა და წასვლა მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უკვე ვგრძნობ რომ მარტო არ ვარ, ვიცი რომ პატარას ველოდები, აქ კი იმდენი ბოროტება ვნახე, უსმართლო სიკვდილიდან დაწყებული, უსამართლო დასჯით დამთავრებული, აქ ვნახე უზომო სიძულვილი, აქ ბავშვს ვერ გავზრდი, მსახურებიდან გამიგია რომ პრინცები უფრო მეტნი იყვნენ, მაგრამ ყველა უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა, აქ ცოვრება ბრძოლაა, არსებობაა გადარჩენისთვის. რომელ დედას უნდა ეს თავის შვილისთვის?! შეიძლება ის ერთ დღეს იმპერატორიც გახდეს რადგან მისი მამა ახლახან ვაკურთხე მეფედ მაგრამ არ მინდა რომ ერთ დღეს ისიც უცნაურ ვითარებაში წავიდეს ამ ქვეყნიდან, ამაზე ბევრი ვიფიქრე მეთქვა თუ არა მასკიანისთვის ბავშვის შესახებ, მაგრამ ვიცი რომ არ გამიშვებს, ვერ გამიგებს, ამიტომ უბრალოდ წავედი, ის კი ვერ გამომყვება, როგორც იტყვიან ,, სხვადასხვა სისხლი” გვაშორებს. სანამ სასახლეში არეულობა იყო გაპარვაც არ გამჭირვებია. ახსნა-განმარტების გარეშე დავტოვე ის ვინც მიყვარდა მთელი გულით, ის ჩემთან იყო მიუხედავად იმისა რომ ვერ ვხედავდი, ის ჩემი იყო თავიდან ბოლომდე, ახლა კი უკვე მუცელ გაზრდილი ძლივს დავაბოტებ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენჯერ მინდოდა ბატი-ბუტი, მარწყვი, ვაღიერებ ერთხელ ცარციც კი მომინდა მაგრამ არავინ მყავდა ამის მომტანი. ცრემლი ყოველ წუთას ცდილობდა გადმოღვრას თვალებიდან. ერთხელ შემთხვევით გავიგე რომ ჩემს მასკიანს ცოლი მოუყვანია, ხალხი ამბობს რომ ჭკვიანური იყო ,მაგრამ ეხლა ჩემს გულშიც ჩაიხედეთ, იმ ღამეს არც მძინებია, ვტიროდი, იმ ღამეს თავი ვეღარ შევიკავე, ბავშიც სულ მირტყამდა, მეკიდე ჩემს უზარმაზარ მუცელს ვეფერები და ვცდილობ ის გავამართლო, ცრემლები კი მახრჩობენ.არ მკითხოთ როგორ ვცხოვრობდი, უბრალოდ ვვარსებობდი.
ბაზარში ვარ გამყიდველად, ევროპელი რომ ვარ ბევრი მყიდველი მოდის ,რომ უბრალოდ მიყუროს, ამიტომაც პატარა ოთახიც გამომიყო ძილისთვის. ყოველ წუთას ჩემი მასკიანის გამოჩენას ვოცნებობდი, მხოლოდ ერთხელ მაინც, ვიცი ეგოისტურია და არასწორიც, მაგრამ მე ის მაკლია. თუმცა მე მხოლოდ ის მინდა და არა მისი ტიტული.
ეს დღე მძიმე იყო, განასკუთრებით ბევრი მყიდველი იყო, მაგრამ სასწაულით დამთავრდა. ის იყო მოსული, ეკსორტით იყო და შემთხვევით შეეჩეხა ჩვენი თვალები ერთმანეთს, მისი მზერა როცა დიდი მუცელი დაიმახა ენითაღუწერელი იყო, ყველა ემოცია ერთიანად აისახა მის სახეზე, ეხლა კი ერანეთის პირისპირ ვდგავართ და ხმას არ ვიღებთ, მე მრცხვენია და იმას რა სჭირს არ ვიცი, ალბათ ჯერ კიდევ შოკშია.
ვისია ბავშვი?
შენი არ არის
თავს ძლივა იკავებს რომ რამე არ დაშვნას
წადი გთხოვ
რატომ გამოიქეცი? რატომ მიმატოვე?
შენ იმპერატორი ხარ, ადრე თუ გვიან მაინც მომიწევდა წასვლა, ჯობდა ჩემით გადამედგა ეს ნაბიჯი
ხელს ვერავინ გახლებდა, მე ხომ იმპერატორი ვარ
ცოლიანი, ეხლა არაფერს აქვს აზრი
გთხოვ წამოდი სასახლეში, ისე იცხოვრებ როგორც დედოფალი, არავინ არ გახლებს ხელს
მიუხედავად იმისა რომ შენი შვილი არ დამყავს მუცლით?
ვიცი რომ ჩემია
იმიტომ წამოვედი რომ არ მინდა მეც და ჩემი შვილიც სასახლის ინტრიგების მსხვერპლი გავხდეთ
ბავშვია ჩვენია, ის ჩემი შვილიცაა, არ გაქვს უფლება რომ მასთან დამაშორო
გთხოვ, აქ მშვიდად ვცხოვრობ
ნუ მაიძულებ ცუდი გავაკეთო
რას გულისხმობ?
თავის მსახურებს თავით რაღაც ანიშნა, ჩემსკენ მოდიან, არ მომწონს ეს. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე, მუდარის თვალებით ვუყურებ მასკიანს , ის კი თვალს მარიდებს. ძალით მიმათრევენ , მეკიდე წიმააღმდეგობასაც ვერ ვუწევ, იმხელა ვარ.
სასახლეში ვარ, ოთახში ვზივარ! უბრალოდ ვზივარ.
ვიღაც გიჯივით შემოვარდა, მეათე პრინცი იყო, ხმლით მომარჯვებული, არ ვიცი რა მოუვიდა, სულ შეცვლილი იყო, როგორ აღვწერო, გიჯს ჰგავდა. კედელს ვიყავი ატუზული, ინსტიქტურად მუცელზე მქონდა ხელები შემოხვეული, ჩემში დედის ინსტიქტმა გაიღვიძა, მაგრამ დიდი ხანი არც დამჭირვებია თავდაცვით პოზიციაში დგომა, სასახლის დაცვა მაშინვე შემოვიდა და გაათრიეს, მისი ლაპარაკიდან უფრო სწორედ ღრიალიდან ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ მკვლელი ვარ, მისი ძმა მოვკალი მისი სიტყვებით, მაგრამ ეს აფსურდია! არავინ მომიკლავს! თუმცა ეს აზრი მოსვენებას არ მაძლევდა, ასე რამ აფიქრებინა.
მალევე ჩემი მასკიანი შემოვიდა
როგორ ხართ?
კარგად. ორივე, რა უნდოდა??
რაც წახვედი აქ ბევრი რამ შეიცვალა
რას გულისხმობ, და რა შუაშია აქ მისი ძმის სიკვდილი
ის სიკვდილით დაისაჯა ღალატისთვის და მას შემდეგ გაგიჯდა
კი მაგრამ მე რატომ მადანაშაულებს?
ჯობია დაისვენო, ორივეს გჭირდებათ
რას მიმალავ??
დუმილი
სეო გონ სოკ!- პირველად მივმართავ სახელით და ამ დროს ჩემი ხმაც კი მზარავს
სიკვდილით იმიტომ დაისაჯა რომ სასახლის გალავანი კარგად ვერ გააკონტროლო და ერთი ადამიანი გაიქცა
მოიცა, რისი თქმა გინდა?! იმიტომ მოკალი რომ მე გავიქეცი??
მარი გთხოვ დამშვიდდი
ეხლა როგორ უნდა დავწყნარდი როცა შენი ძმა, შენი სისხლი და ხორცი მოკალი, რაღაც სულელური მიზეზის გამო??? მე ესეთი არ მახსოვხარ
მართლაი ხარ. ასეთი გავხდი იმიტომ რომ შენ მიმატოვე, ყველასგან ველოდი ამას მაგრამ შენც დამტოვე აქ მარტო, სასახლეში, სადაც ყოველი დღე ბრძოლაა
და შენ გგონია ეს კარგი მიზეზია იმისა რომ ასეთად იქცე?
მუცელზე ხელი მიმაქვს, საშინლად მტკივა, სიმწრით ვიკეცები, ჯერ დრო არ არის, გთხოვ პატარავ ჯერ ადრეა, მასკიანი ექმიმს ეძახის დასახმარებლად, ისეთი სახე აქვს, მაგრამ ამის დრო არ მაქვს რომ დავაწყნარო, უბრალოდ მშობიარობა დამეწყო, კინოებში მინახავს რომ მტკინვეულია მაგრამ ამდენად, ცოტა გადამიარა ტკივილმა მაგრამ კვლავ ბრუნდება, პერიოდულია და საშინელი. უკვე დროა, მშობიარობა დამეწყო, ბავშვის აღარასდროს გავაჩენ ასეთი ტკივილის ატანა თუ კიდევ მომიწევს, მინდა რომ მალე მორჩეს, მინდა რომ ვინმეს ხელი მოვკიდო, გვერდით კი მხოლოდ მსახურები არიან, მშობლები და ნათესავები აქ არ არიან და არც ჩემი მასკიანი, ვეძახი მაგრამ მაინც არ მოდის, მშობიარობის ბოლო წუთამდე ვეძახდი მაგრამ არ მოვიდა. ის არ მოვიდა!
ბიჭია, პატარა და საყვარელი ბიჭი მყავს, სახეზე ღიმილი არ მშორდება მას რომ ვუყურებ.
მეორე დღეს გავიგე რომ მეათე პრინცი სიკვდილით დასაჯეს, ორი ადამიანი ჩემს გამო მოკვდა.
აქედან გაგცევა მინდოდა, არ ვიცი რა გავაკეთო? რჩევა მინდა, ისე როგორც არასდროს. არ მინდა რომ დავრჩე ჩემი პატარას გამო, მაგრამ მასაც ვჭირდები. მართალია, მე ის მივატოვე ისე რომ არჩევანის უფლებაც არ მივეცი, ჩემი ბრალია რომ ასეთია და მევე უნდა გამოვასწორო.
მას შვილი არ უნახავს, არ ვიცი რატომ იქცევა ასე, მაგრამ ეხლა დროა მე გადავდგა პირველი ნაბიჯი. სიარული მიჭირს არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, ბავშვიც წყნარადაა ალბათ გრძნობს რომ ცუდად ვარ ან კი მამის ნახვის სურვილი აჩერებს.
სასახლეში სიწყნარეა, ის სიჩუმე რაც დავტოვე კვლავ მეფობს, ყველას სახე ჩამოსტირის. მე კიდე ამ სიტუაციის შემხედვარე ღიმილიც კი მეთაკილება.
კარებს მიღებენ, ის ტრონზე ზის და თავი ხელებში ჩაურგავს, ისეა მოხრილი თითქოს ტონობით ტვირთი ეტარებინოს მხრებით და ვეღარ სწორდებაო. თავი ისე მძიმედ ასწია, უკან გაბრუმებაც კი ვიფიქრე ცოტა დაისვენოს მეთქი მაგრამ ბავშვი მისკენ იწევდა, ხელით ძლივსღა ვიჭერდი. მასთან ნელა მივდივარ, მის წინ ვდგავარ, როგორ მომნატრებია თურმე, სახეზე მოვეფერე, ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა, ბავშვს კალთაში ვუსვამ, მის გვერდით ვდგები და მხარზე ხელ ვადებ, როგორ მიმდა ეხლა ფოტოაპარატი მქონდეს და ეს ბედნიერი მომენტი დავაფიქსირო, როგორ ათვალიერებს ორი მამაკაცი ერთმანეთს, ჩემთვის ორი უსაყვარლესი ადამიანი
წამოდი გარეთ გავისეირნოთ
რა საყვარელი ბავშვია, ნუთუ ის მართლა ჩემია, ასეთი ლამაზი
შენც ლამაზი ხარ, ყველაზე ძვირფასი- ტუჩის კუთხესთან ნაზად ვკოცნი, მისი სურნელი მისი შეხება, ის იყო რაც ყოველ დღე მაკლდა, მეტს ვერ ვუბედავ მას ხომ ცოლი ჰყავს, ისიც თავს იკავებს
სახეზე ცუდი ფერი გაქვს, ექიმმა რა გითხრა?
ეხლა ისე კარგად ვარ როგორც არასდროს
რა დაარქვი?
შენს გარეშე არ მინდოდა სახელის დარქმევა
მომავალი იმპერატორი უსახელოა? საინტერესოა!
რაა? გთხოვ არ გინდა, ნუ გახდი მას ამ ჯოჯოხეთის ნაწილს?
თუ მემკვიდრე არ იქნება მას მოკლავენ
მაგრამ მას ისეც მოკლავენ თუ გახდება, გთხოვ გაგვიშვი სადმე შორს, ისე რომ ვერავინ გვიპოვოს
უსაფრთხოდ მხოლოდ აქ, ჩემთან იქნებით
მაშინ მხოლოდ ბავშვი გაუშვი და მე თუ გინდა აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩები
და ბავშვს ასე დატოვებ?! დედა ხარ და მასზე უნდა იზრუნო, მასზე უარს ამბობ?!
არა შენ ვერ ხვდები, ეს ბავშვი რომ მიყვარს და მასზე რომ ვზრუნავ მაგიტომ ვუშვებ, არ მინდა ვნახო თუ როგორ მინადგურებენ შვილს ძალაუფლების გამო, ეს შენ დაგემართა და ვერ შევაჩერე, შვილს მაინც გადავარჩენ ამ ტანჯვისგან
თუ შვილს გაუშვებ, მას ვეღარასდროს ნახავ, თუ გინდა ეს მაშინ ბავშვს ეხლავე გავაგზავნი ძალიან შორს სადაც სასხლის კლანჭები ვეღარ მისწვდება
ცრემლებს ვერ ვიკავებ, ნუთუ მართლა უნდა გავუშვა ჩემი დღეების ბავშვი მხოლოდ იმიტომ რომ აქ არ იყოს
სახელი მინდა რომ დავარქვა, მას დავითი ერქმევა
უცნაური სახელია
არა შესაფერისი სახელია
დღეები გადიოდა და ვდნებოდი, ჩემ თავს მეთვითონვე ვატყობდი, ვერაფერს ვჭამდი, ღიმილც კი გამიქრა სახიდან. ჩემი დათო მხოლოდ 4 დღე მყავდა, მხოლოდ! მენატრებოდა, თითქოს ჩემი ცხოვრების მიზანი დამეკარგოს. ეხლა ვხდები თუ რა ძალა აქვს დედობას. სიარული ახლა უარესად მიჭირდა, შიგნიდან რაღაც მტკიოდა, ზუსტად არ ვიცი რა, გული რომ მკვდარი მქონდა ეს კი ვიცი. ერთხელაც საწოლიდან ვეღარ ავდექი, ექიმი იყო მოსული მაგრამ ვერაფერი გაიგო და ეს ბედს მიაწერა, მაგრამ გადარჩენა არც მინდოდა, მაინც ცოცხალ- მკვდარი ვიყავი, მაგრამ თუ ეს ჩემს შვილს დაიცავდა მზად ვიყავი იმ წამსვე მომკვდარიყავი. ჩემი იმპერატორი, ჩემი მასკიანი გვერდით მეჯდა და მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა. მე კი მხოლოდ მისით ვტკბებოდი
ნიღაბი მოიხსენი რაა
რატომ? ის ხომ მახინჯია
მინდა რომ სიკვდილამდე შენი სახე კარგად დაიმახსოვრო
დაჯინებული ვუყურებ მის შრამს, თვალს არ ვაშორებ. კიდევ ერთი ხილვა, ადრე სულ სიზმარში ვნახულობდი. მოსვენებას არ მაძლევს ის სცენა როცა ჩემი მასკიანი ტახტზე ძის და პრინცები კი მის ფერხთით გართხმულან, ყველა მკვდარი, ყველას თითო ისარი გულში, ეხლაც ეს სცენა მეხატება თვალწინ და მოსვენებას არ მაძლევს.
ერთ პირობა მომეცი
რა მოხდა?
რაც არ უნდა მოხდეს შენი ძმები სიკვდილით არ დასაჯო
რას გულისხმობ
უბრალოდ პირობა მომეცი, რომ მათ არ მოკლავ, არც ერთს, არავითარ შემთხევაში
ასეთ პირობას ვერ მოგცემ
ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნა, არა მუდარაა ეს
ასე ნუ ამბობ, ნუ ამბობ რომ მოკვდები და კიდევ ბევრ რამეს მთხოვ
ვიცი რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ მაქვს, ვგრძნობ ამას, ამიტომ პირობა მომეცი
კარგი,
თქვი
პირობას გაძლევ
კარგია, ეხლა შემიძლია მშვიდად ვიყო, წადი შენ საქმეებს მიხედე თორე ისტორიაში ყველაზე ზარმაცი იმპერატორის სახელით შეხვალ
კარგი, არ მოიწყინო ხო, მალე დავბრუნდები
კარგი მაშინ გელოდები
როგორც კი წავიდა მალევე გავიგე მსახურების ჩურჩული, ისეთი სიჩუმეა ეხლა ყოველი ნაბიჯიც კი მკაფიოდ ისმის
დიდებულები უკმაყოფილოები არიან
მართლა? რითი?
იმპერატორი არაფერს აკეთებს და მისი გადაყენებათ უნდათ, სახელმწიფოზე არ ზრუნავს, ხალხი შიმშილით იხოცება
რა უნდა ქნან მერე?
არ ვიცი, მაგრამ სანამ ეს ქალბატონი ცოცხალია მანამდე არაფერი შეიცვლება
მართლები არიან, სულ ჩემთანაა, მეკიდე ეგოისტივით არც ვფიქრობდი რას თმობდა, თან დედოფალი ალბათ ეჭვიანობს, თან აქ სასახლეში, ერთი ჭერის ქვეშ ვართ, ასე არ გამოვა, ჯობია ისევ ჩემ პატარა სახლში გადავიდე, სასახლიდან ოდნავ მოშორებით. მსახურებს დავუძახე და ნელა წავედით ჩემი ,,ქოხისკენ” სასახლესთან შედარებით სწორედ შერჩეული სიტყვაა.
რახანია ასე ტკბილად არ მძინებია, უშფოთველი ძილით ვიყავი მორფევსის სამყაროში გადაშვებული როცა რაღაცამ დამიფრთხო ძილი, ოთახის კარები იღება, სიბნელის გამო ვერ ვარჩევ ვინ არის, თუმცა მთვარის შუქზე ელავს ვერცხლიაფერი იარაღი
რომელი ხარ?
ნელი ნაბიჯით მიახლოვდება, ქარქაშიდან ხმალს იღებს
მალე ისედაც მოვკვდები, რაღაზე იღებ ამ ცოდვას შენს ხელებზე
დედოფლის ბრძანება
ვერ შეეგუა, ანდა რატო უნდა შეგუებოდა. შურს ძიობს?
საქმე მავალდებულებს რომ ეს გავაკეთო
და იმპერატორი? მისი არ გეშინია?
დედოფლის უფრო ეშინია ხალხს ვიდრე იმპერატორის
შენი სახე მაინც დამანახე
უფრო მეტსსაც ვიზამ, მე მერვე პრინცი ვარ
უფლისწული? რაში გჭირდება ეს
ამ სასხლის ტყვე ვარ უკვე წლებია და ამით იმპერატორს ტკივილს მაინც მივაყენებ
ის ხომ შენი ძმაა?!
არა ის იმპერატორია რომელიც მძულს
ჩემი სიცოცხლე მეთერთმეტე საუკუნეში მალევე დასრულდა, იქ თითქმის სამი წელი ვიცხოვრე და მგონია რომ ნახევარი ცხოვრება იქ გამეტარებინოს. ეხლა ჩემს დროში ვცხოვრობ, ჩემს მშობლებთან და საშინლად მენატრება ჩემი
მასკიანი და პატარა დავითი. ისტორიიდან გავიგე რომ ჩემმა მასკიანმა თავისი სახელი შეასრულა, თუმცა უფლუსწულები სახელმწიფოს სხვადასხვა მხარეს გაფანტა, მის უკანონო ვაჟზე არაფერია ნახსენები, ხოლო თვითონ მისი მმართველობა როგორც ყველაზე სართლიანი იმპერატორის სახელით, რომელიც იცავდა მონების უფლებებს, ისტორიაში შევიდა. ახლა დავსეირნობ ქუჩაში, მანქანები მიაქროლებენ, მზე კი აჭერს, მეკიდე ვამაყობ იმით რომ ერთ სიცოცხლე ორად გავხლიჩე და ჩემი კვალი დავტოვე ისტორიაში მოუხედავად იმისა რომ ამის შესახებ მხოლოდ მე ვიცი, ხოლო მისი მზრუნველი მზერა რომლითაც მაჯილდოვებდა ჩემი მასკიანო აქაც შიგნიდან, და იქაც თავის სახელმწიფოში, კვალვ ჩემთანაა და მას მუდავ ვგრძნობ, ხოლო მის ნამდვილ სახეს ყოველ თვალის დახუჭვაზე ვხედავ.

The End.
ავტორი: სიბაშვილი მარიამი

იმედია მოგეწონებათ, ვფიქრობ გაგრძელება დავწერო, მასკიანი დღევანდელ დროში, რას იტყვით?
ეს ისტორია დაფუძნებულია სერიალზე Moon lovers, თუმცა ბევრი რამ შევცვალე.



№1 სტუმარი Guest ლიზა

ძალიან მომეწონა და ვფიქრობ მასკიანზეც საინტერესო იქნება იმედია გააგრძელებ ძალიან მაინტერესებს

 


№2 სტუმარი Teo

Saiinteresoiko dzalian.megona maskiansac hqonda awmkostan kavshiri..kargi.iqneba. tu gaagrdzeleb da.parda aexdeba inas,tu ratom icxovra samiweli.me-11 saukuneshi..an rstom icoda maskianmac. Is.simgeraerti.sitkvit intrigashivar:D

 


№3  offline ადმინი შამანი

გამარჯობა.
ისტორია არ წამიკითხავს ,თუმცა რაღაც მინდა გირჩიო. ნიკი შეიცვალე,მომავალში შეიძლება ხელი შეგიშალოს ამ ნიკმა,მერე შეცვლას ჯობია ახლავე დაირქვა ის სახელი რითიც მკითხველს დაამახსოვრდები.
heart_eyes innocent
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№4  offline წევრი Mari S

შამანი
გამარჯობა.
ისტორია არ წამიკითხავს ,თუმცა რაღაც მინდა გირჩიო. ნიკი შეიცვალე,მომავალში შეიძლება ხელი შეგიშალოს ამ ნიკმა,მერე შეცვლას ჯობია ახლავე დაირქვა ის სახელი რითიც მკითხველს დაამახსოვრდები.
heart_eyes innocent

მადლობა რჩევისთვის, ვიცი შესაცვლელია ნიკი, თავიდან უაზროდ დავიწერე

Teo
Saiinteresoiko dzalian.megona maskiansac hqonda awmkostan kavshiri..kargi.iqneba. tu gaagrdzeleb da.parda aexdeba inas,tu ratom icxovra samiweli.me-11 saukuneshi..an rstom icoda maskianmac. Is.simgeraerti.sitkvit intrigashivar:D

მადლობა რო კითხულობ, იმედებს არ გაგიცრუებთ, ვეცდები რო უფრო მეტი ინტრიგა და დაძაბული სიტუაციები შევქმნა

 


№5 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№6 სტუმარი WaLker

ნანახი მაქვს Moon Lovers და დასაწყისშივე მივხვდიი :) ჰო აშკარად იყო ცვლილებები რაც ალბათ კარგია *-* მთლიანობაში ძალიან კარგიი იყო*-* მაგრამ რაღაც რაღაცეები გაურკვეველი იყო ჩემთვის :/ ენიივეი მომეეწონა და დიდი მადლობა რომ ამ ისტორიით გამახსენე Moon Lovers :დდდდდ

 


№7 სტუმარი Eto

Auu gagdzeleba kargi iqneba axladneli droshi maskiani ogond aq mainc atove ertad bednieri

 


№8  offline წევრი Mari S

WaLker
ნანახი მაქვს Moon Lovers და დასაწყისშივე მივხვდიი :) ჰო აშკარად იყო ცვლილებები რაც ალბათ კარგია *-* მთლიანობაში ძალიან კარგიი იყო*-* მაგრამ რაღაც რაღაცეები გაურკვეველი იყო ჩემთვის :/ ენიივეი მომეეწონა და დიდი მადლობა რომ ამ ისტორიით გამახსენე Moon Lovers :დდდდდ

იმდენად მომწონს ეს სერიალი რომ არ დამეწერა მასზე რამე არ შემეძლო, მიხარია რომ მოგეწონა ჩემეული ვერსია kissing_heart kissing_heart

 


საინტერესო იყო❤️იმედია გააგრძელებასკიანზე ველოდები????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent