შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მეხუთე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )


20-07-2017, 21:03
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 152

თავი 5
-ჰარი, მარშლოუ წიგნიდან არ გვასწავლის… ის გვასწავლის როგორ შევეწინააღმდეგოთ დომიანტებს და გვასწავლის ეს როგორ გავაკეთოთ ისე რომ სახელმწიფოს ყურადღება არ მივიქციოთ-გადაჩურჩულა ზეინმა და კარიც გაიღო.
-მადლობა პასუხისთვის ჰარი-გაიღიმა მარშლოუმ-შეგიძლია დაბრძანდე, ელეანორ რა შემთხევაში აქვს უფლება დომინანტს რომ საბმისივს მის ოჯახთან და მეგობრებთან ურთიეერთობა აუკრძალოს? აჰ, რამე მოხდა მის დელევაინ?-კართან მდგარ ქალს გახედა მარშლოუმ, ზეინმა გაშეშებულ ჰარის ხელზე დაქაჩა და ანიშნა რომ დამჯდრაიყო, ჰარიმ დირექტორის მოადგილეს გახედა. მერე კი ელეანორს.
-ზოგადად დომინანტს შეუძლია ყველანაირი ბრძანება გასცეს, გარდა იმისა რამაც შეიძლება საბმისივის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს, თუმცა სახელმწიფო არ ერევა ე.წ “ნამდვილი წყვილის” დროს, რომელიც ნამდვილი დომინანტისგან და ნამდვილი საბმისივისგან შედგება.
-დირექტორი გეძახით-თვალები გადაატრიალა ქალმა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა, მარშლოუმ ბავშვებს გახედა.
-მალიკ, როცა გავალ სიგნალიზაცია ჩართე. შეგიძლიათ ნებისმიერ თემაზე ისაუბროთ.-და კლასიდან გავიდა. ზეინი წამოდგა , კარი დახურა და მასწავლებლის მაგიდის ქვეშ ღილაკს მიაჭირა.
-ელეონორ საიდან ისწავლე აკრძალული სიტყვები?-იკითხა უცებ ბიჭმა, რომელსაც ჰარი არ იცნობდა და გოგონასკენ წავიდა, ასევე მოიქცა კიდევ რამდენიმე და ელეანორს კითხვები დააყარეს.
-აქ შენ დანახვას არ ველოდი- ჰარის დაბინდულ გონებაში ზეინის ხმა გაისმა , ჰარი თავს წევს და მის წინ მდგარ ზეინს აშტერდება- ვიფიქრე დომინანტი იქნებოდი.
-ანუ არ იცი რომ ალექსანდრა ჩემი დომინანტია?-ცალი წარბი აწია ჰარი.
-ლექსი შენი დომიანტია?-შოკირებულმა იკითხა- გინდა მითხრა რომ ჩემი და შენი ნამდვილი დომინანტია?! სერიოზულად?!
-აჰამ-თვალები გადაატრიალა-შენ კი მაჯაზე ჩემი ძმის სახელი და გვარი გაწერია.
-მაჯაზე ლუის ტომლსონი მაწერია, შენ კი სთაილსი ხარ, ჰარი.
-ის დომინანტია, ზეინ. მას მამის, დომიანტის გვარი აქვს მე კი დედის, საბმისივის.კანონი დაგავიწყდა?
კიდევ ერთი კანონი რომლის მნიშვნელობასაც ჰარი ვერ ხვდებოდა. როცა ბავშვი იბადებოდა მისი მშობელი საბმისივის გვარზე იწერებოდა, თუ ბავშვი გაყოფის შემდეგ საბმისივი გახდებოდა გვარი რჩებოდა, თუ დომინანტი გახდებოდა მაშინ დომიანტი მშობლის გვარზე უნდა გადასულიყო. მე და ნაილი საბმისივები ვიყავით, ამიტომ სთაილსები დავრჩით. ლუი კი დომინანტი გახდა, ანუ გვარი შეიცვალა და ტომლსონი გახდა.
-ან...ანუ… ის ჩემს წასაყვანად მოვა?-ამოიჩურჩულა და ჰარის გვერდზე, პირდაპირი სიტყვის მნიშვნელობით, სკამზე დაეხეთქა.
-არ ვიცი, არ უთქვია როდის მოხდებოდა… მაგრამ არამგონია ეს მალე მოხდეს-მხრებს იჩეჩავს- თუ სახლიდან წასვლა არ გინდა, დროს მოგცემს… ის ცუდი არაა.
-ამას იმიტომ ამბობ რომ შენი ძმაა და ბავშვობიდან იცნობ, მაგრამ ის შენი ძმაა ჰარი, ის შენ კარგად გექცევა … მე კი… არ ვიცი ჩემთან კარგი იქნება თუ ცუდი.
-შეგახსენო რომ ჩემი დომიანტი ალექსანდრაა? დარწმუნებული ვარ ყველა დამცირებას და გადაკრული სიტყვის გამო გამანადურებს! ახლა რა გვარია? ის ხომ დომიანტის გვარზე გადავიდა?
-მორგანი.
-ალექსანდრა მორგანი-ჩურჩულებს ჰარი-ზედმეტად ცივად ჟღერს…
-ახლა რა მოხდება ჰარი?-ამოიჩურჩულა უეცრად და ჰარის გახედა ზეინმა- გჯერა რომ ბედნიერები ვიქნებით?
-ბედნიერება აკრძალული სიტყვაა,ზეინ-ოდნავ იღიმის ჰარი- ჩვენთვის ბენიერება არ არსებობს.
-მაგრამ მარშლოუ გვასწავლის როგორ უნდა შევეწინააღმდეგოთ მას- სწრაფად უპასუხა ზეინმა.
-მარშლოუ გვასწავლის როგორ შევეწინაარმდეგოთ დომინანტს, მაგრამ თუ ის შენი ნამდვილი დომიანტია ეს არ გაჭრის. მარშლოუმ ხომ გვითხრა რომ ეს მხოლოდ არანამდვილ წყვილზე ჭრის-ხმა ამოიღო ედრიენმა.
-ანუ მე თუ ჩემი ნამდვილი დომიანტი ვიპოვე მასთან შეწინააღმდეგებას ვერ შევძლებ?
-ეს შეუძლებელია ზეინ, შეგიძლია ნებისმიერ დომიანტს შეეწინააღმდეგო იმ ცოდნით რასაც მარშლოუ გვასწავლის მაგრამ ვერ შეძლებ ეს შენს ნამდვილ დომინანტთან გააკეთო.
-ანუ აზრი არ აქვს-ამოიჩურჩულა და ფანჯრისკენ გაიხედაა. ჰარი ჩუმად იყო, არაფერს ამბობდა. ან კი რა ჰქონდა სათქმელი? ნათურა ისევ განათდა და მონოტორული ხმა გაისმა. ბავშვები მაშინვე თავიანთ ადგილზებზე დასხდენ და სწრაფად გადაშალეს წიგნები შემდეგ კი თითქოს აქამდეც წესებს განიხილავდენ, საბმისივების წესების განხილვა დაიწყეს. კარი როცა გაიღო ჰარიმ მარშლოუ დაინახა.
მარშლოუ ერთადერთი დომიანტი აღმოჩნდა რომელმაც საბმისივების მხარე დაიჭირა, რომელმაც სიგნალიზაცია ისე დააყენა რომ შორეულ კლასში მისვლის მსურველის მიახლოებს მალევე გაიგებდა… ერთადერთი ვინც ასწავლიდა საბმისივებს იმას რისი სწავლაც აკრძალული იყო. მათ ნამდვილ უფლებებს, მათ ნამდვილ ინსქტიქტებს, თავისდაცვას და წინააღმდეგობის გაწევას. თუმცა ჰარის ეს არ აინტერესებდა. ის უბრალოდ შეეგუა, თან ალექსანდრა მისი ნამდვილი დომიანტი იყო და რომც სდომებოდა ამას ვერ შეძლებდა.
ნამდვილი წყვილი. ნამდვილი საბმისივი და ნამდვილი დომინანტი… ისინი ბუნებით და გენეტიკით განსზღვრული სრულყოფილი წყვილი იყვნენ, ნამდვილი წყვილების შვილები ხომ 20 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობდენ ვიდრე უბრალო წყვილების.
მარშლოუ კი აკრძალუილი სიტყვების ახსნას აგრძელებდა, ჰარი თითქმის არც უსმენდა.
“სიყვარული, ადამიანი, რისკი, ბედნიერება, მეგობარი, ოჯახი ….” აკრძალული სიტყვები… რატომ აკრძალეს? ისინი უბრალოდ საჭირო არ აღმოჩნდა. მხოლოდ იმიტომ რომ ამ სამყაროში ახლა გამრავლების სურვილი სუფევდა. ახლა ფასეულობები სიყვარული, ოჯახი ან მეგობრობა კი არა სექსი, მორჩილება, ფული და ძალაუფლება იყო. აკრძალული სიტყვების ადგილი ამ სამყაროში უბრალოდ აღარ იყო.
***
საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-40 წელი იყო, ხოლო ნამდვილი წყვილის შვილებისთვის 50-60 წელი, სწორედ ამის გამო ყველა სახელმწიფო ხელს უწყობდა ასეთ წყვილებს… თუმცა ხელშეწყობა ურთიერთობის არანაირ გაწყვეტას და მათ ურთიერთობაში არ ჩარევას გულისხმობდა. ზარის დარეკვისას ჰარის ჟრუანტელმა დაუარა, მეექვსე გაკვეთილი დასრულდა და სასჯელის დროც დადგა….
-ყველა თავისუფალი ხართ იმათ გარდა ვინც სასჯელი უნდა მიიღოს, ყველანი ერთმანეთს ხვალ შევხვდებით.
მარშლოუს სიტყვების შემდეგ ბავშვები წამოდგენ და კლასი ნელ-ნელა დაცარიელდა. ზეინი მისკენ გადაიხარა და ჩასჩუჩულა.
-ალექსანდრას დავუძახებ, არ აქვს უფლება დაგსაჯოს თუ დომიანტი გყავს.
ჰარიმ თავი გააქნია, იცოდა რომ ალექსანდრა თავს არ შეიწუხებდა მის გადასარჩენად. კლასში მხოლოდ სამნი დარჩნენ, მარშლოუ, ენდრიუ და ჰარი.
-ენდრიუ, პირველი ხარ. ოდნავ დაიხარე და ხელებით მაგიდას დაეყრდენი!
ჰარი ხედავს როგორ ემორჩილება ენდრიუ მასწავლებელს და მასწავლებლის მაგიდას ეყრდნობა, შემდეგ კი მასწავლებლის ხელში გრძელ ხის ჯოხს ამჩნევს და მტკივნეული გააზრებისგან თვალებს ხუჭავს.
-ენდრიუ, რისთვის ისჯები?
-გ..გაკვეთილზე დავაგვიანე-ლუღლუღებს ბიჭი, ჰარი სწრაფად ახელს თვალებს და ენდრიუს მზერას აწყდება.
-5 დარტყმა, დაითვალე!
ჰარი ხელებს მუშტავს და ენდრიუს შეჰყურებს, რომელიც თვალებს ხუჭავს და ტკივილის მოლოდინში იტრუნება. ჯოხი ხმაურიანად ეხება ენდრიუს ზურგს, ბიჭი თვალებს ახელს, ტკივილისგან კვნენის და კბილებსშორის ცრავს :
-ერთი.
შემდეგი დარტყმა უფრო მტკივნეულია და ჰარიც თითქოს მასთან ერთად განიცდის ამ ტკივილს, რადგან ორივე ერთმანეთს თვალებში შეჰყურებენ,
-ორი.
ჰარიმ არასდროს დასჯილა, მის ოჯახშიც კი… ყოველთვის იცოდა რომ მისი ოჯახი სხვებისგან განსხვავდებოდა. აქ ყველა ერთი იყო, სახლში დიდად არ ინტერესდებოდნენ დომინანტი იყავი თუ საბმისივი, დაიმსახურე თუ არა სასჯელი… მის სახლში სასჯელი არასდროს ყოფილა. მის სახლში საბმისივს და დომინანტს თანაბარი უფლებები ჰქონდა.
-სამი.
მამასაც კი რომელიც დომინანტი იყო, არასდროს დაუსჯია დედა. და ეს იმისდამუხედავად რომ ისინი ნამდვილი წყვილი არ იყვნენ. დედას და მამას მაჯებზე სხვადასხვა სახელები ეწერა. მამამ ვერ იპოვა ნამდვილი წყვილი, ხოლო დედას წყვილი გარდაიცვალა.
-ოთხი.
აი საიდან იცოდა ჰარიმ აკრძალული სიტყვა . “სიყვარული” აი რა აკავშირებდათ მათ მშობლებს და სწორედ ასეთ სახლში გაზრდის გამო მას არასდროს უფიქრია, რომ შეიძლება დასჯილიყო.
-ხუთი.
ჰარი თავს ოდნავ წევს და მასწავლებელს შეჰყურებს. ჰარი ვეღარ ხვდება რას გრძნობს მასწავლებლის მიმართ, დღევანლელი გაკვეთილის მერე პატივს სცემს იმიტომ რომ ერთადერთი მასწავლებელია ვინც გაბედა წესების წინააღმდეგ წასვლა . შიშსაც და ზიზღსაც, იმის გამო რაც ახლა მოხდა.
-შეგიძლია წახვიდე. -ენდრიუ სწორდება და მასწავლებისკენ ტრიალდება.
-მადლობა სასჯელისთვის. ეს მე უკეთეს საბმისივად მაქცევს. ბოდიშით რომ ჩემი დასჯა მოგიწიათ - ამბობს და სწრაფად გარბის კლასიდან. ჰარის ამ სიტყვების გაგებაზე ცრემლები ადგება… არც კი სჯერა რომ ამის გაკეთება მოუწევს…. ამ სტანდარტული სიტყვების წარმოთქმა. ახლა მისი ჯერია ....
-შენთვის ეს პირველი სასჯელია?-კითხულობს უეცრად მარშლოუ და ჰარის აშტერდება, მისი სახითვე ხვდება რომ ეს ასეა- გასაგებია შეგიძლია წახვიდე, მაგრამ სხვა დროს აღარ დააგვიანო. მეორეჯერ შენი დასჯა მაინც მომიწევს.
-ახლა არ დამსჯით?-ლუღლუღებს ჰარი და ფეხზე დგება.
-მთლად ისეთი საშინელი ადამიანიც არ ვარ, როგორიც გგონივარ . სახლშიც არასდროს დასჯილხარ, ხომ ასეა?
ჰარი პირს აღებს რომ უპასუხოს, მაგრამ ამ დროს ზეინი ქარბორბალასავით იჭრება ოთახში და ჰარისთან მირბის.
-მოასწრო?
-ჰა?-დაბნეული კითხულობს ჰარი, შემდეგ კი მზერა კართან მდგარ გაბრაზებულ ალექსანდრაზე გადააქ და ჟრუანტელი უვლის. პირველად ხედავს, როგორც საბმისივი მის დომინანტს.
-ზეინ, მანქანაში დამელოდე. მეც მალე მოვალ.
ზეინს მზერა ჯერ მასწავლებელზე გადააქ, შემდეგ ალექსანდრას შეჰყურებს , თავს უქნევს და სწრაფი ნაბიჯებით გადის. ალექსანდრა ისე, რომ ჰარის ზედაც არ უყურებს, მასწავლებლისკენ ტრიალდება.
-თქვენ არ გაქვთ უფლება რომ ჩემი ნებართვის გარეშე ჩემი საბმისივი დასაჯოთ, მე უფლება არ მომიცია.
-თქვენი საბმისივი?-მარშლოუს მზერა გაშეშებულ ჰარიზე გადააქ- მემგონი თქვენს საბმისივს სახელი აქვს!
-სახელი?-ჩაიცინა და ჰარის გახედა- მე უფლება მას მას ნებისმიერი რამ დავუძახო, რაც მომესურვება თუნდაც ლეკვი! აი თქვენ კი არანაირი უფლება გაქვთ რომ ის დასაჯოთ, როცა მას დომიანტი ჰყავს!
-მას ყავისფერი სამაჯური უკეთია, ის ჯერ კიდევ თავისუფალი საბმისივია, ალექსანდრა…თქვენ უნდა დამიმტკიცოთ რომ მისი დომინანტი ხართ და შემდეგ ეს ოფიციალურად უნდა გამოაცხადოთ.
-ჩემი აზრით ეს საჭირო არაა, ხომ ასე ჰარი?-ალექსანდრა ამჯერად ჰარის უყურებს, ჰარი მის მზერას თვალს არიდებს, თავს ხრის და გვერდულად შეჰყურებს მასწავლებელს.
მას არ სურდა რომ მხოლოდ მზერის გამო დაეხარა თავი! მას უნდოდა ალექსანდრასთვის თვალებში შეეხედა და მტკიცედ ეთქვა “ არა”, მაგრამ ინსტიქტები…
ინსტიქტები იმაზე ძველია ვიდრე დაყოფა, ვიდრე ყველაფერი ამ ქვეყანაში, ადმიანების მოდგმაზე ძველიც კი. ინსტიქტები მთელ სხეულშია გამჯდარი და და უფლებას არ აძლებს რომ გაინძრეს.
-ჰარი ხვალ სკოლას გააცდენს- ცივად წარმოთქვამს ალექსანდრა, მისკენ მიდის და მაჯაში ხელს ავლებს- და კიდევ ერთი, არ გაქვთ მისი დასჯის უფლება. არც დღეს და არც არასდროს! თუ რამეს დააშავებს მე მეტყვით და თავად დავსჯი.
ამ სიტყვების შემდეგ კი ჰარი კლასიდან გააათრია, მარშლოუმ კი ღრმად ჩაისუნთქა როდესაც ჰარიმ კარის ზღურბლს წამოსდო ფეხი და წაბორძიკდა. მისთვის ყოველთვის გაუგებარი იყო როგორ შეიძლება ასეთი არასწორი წყვილი, სადაც ქალი დომიანტია ხოლო კაცი საბმისივი, ნამდვილი წყვილი ყოფილიყო. თუმცა მის ოჯახშიც ხომ ადრე ასე იყო.
ჰარი კი უკან მიჰყვებოდა და თვითონაც არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა. უნდოდა ალექსანდრა შეეჩერებინა, რომელიც ასე პატარა ლეკვივით მიათრევდა დერეფანში, თუმცა ხვებოდა რომ ვერ შეძლებდა. უეცრად გრძნობს როგორ უშვებენ ხელს და თავს წევს.
-რა დააშავე?!-მისი ხმა თითქოს პირველად ესმის. არასდროს გაუგია ასეთი ცივი და მბრძანებლური ხმა.
-მე..მე..მ..-ჰარის საკუთარი თავი ეზიზღება , იმის გამო რომ რომ იბნევა. იმიტომ რომ ეს მის საქციელს არ გჰავს, მასში საბმისივი იბნევა როცა დომიანტის ხმა ესმის… მას კი ეს არ სურს! მის გონებაში 16 წლამდე, გაყოფამდე, ჩაბუდებული ადამიანი ყვირის რომ არავის დაემორჩილება.
-კითხვა დაგისვი! რა დააშავე რომ შენი დასჯა უნდოდათ!
-დ...დავ..დავაგვიანე.
-დაიჩოქე!
ბრძანება მოულოდნელია, თუმცა ჰარი მანამ ემორჩილება სანამ სიტყვა ბოლომდეა წარმოთქმული. არა, ჰარი არა, საბმისივი მასში. მისი ინსტიქტები, რომელიც მის სხეულს აკონტროლებენ, მისი დომიანტი.. რომელიც მას აკონროლებს. ჰარის მუხლები მანამ ეხება მტკივნეულად იატაკს სანამ ალექსანდრა სიტყვას ბოლომდე წამოთქვამს. ჰარი ხვდება რომ მის ბედისწერას ვერსად გაექცევა, მაგრამ მასში მაინც იღვიძებს მეამბოხე და ლუის სიტყვები ახსენდება. დომინანტთან შეწინააღმდეგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება თუ მის ბრძანებას პირდაპირ არ გაიგებ და გაიაზრებ. ჰარის უთხრეს “დაიჩოქე” , მაგრამ არ უთხრეს როდის უნდა ადგეს… ესეიგი შეიძლება წამოდგომა. ის ხელებს მუშტავს და ფეხზე დგება, შემდეგ კი გაოცებულ ალექსანდრას შეჰყურებს, რომლის სახეზეც მალევე ისეც ის ცივი ცინიკური ღიმილი ისახება.
-დაიჩოქე.
“ახლა არა, მას არ უთქვია როდის” ფიქრობს და ისევ ალექსანდრას შეჰყურებს, მის თვალებში იმდენი ზიზღი იკითხება გოგონასადმი რომ წამით ალექსანდრას ეჭვი ეპარება რომ ჰარი მისი საბმისივია.
-დაიჩოქე. ახლავე!
კონკრეტული ბრძანება და ჰარი ისევ მუხლებზე ეცემა, ამჯერად უფრო მტკივნეულად. ტკივილისგან თვალებზე ცრემლები ადგება და ქვევიდან გამწარებული აჰყურებს ალექსანდრას. ის პირდაპირ ბრძანებას მაინც ვერსად გაექცევა.
-მორჩილების პოზა მიიღე!
ჰარი კბილებს ერთმანეთს აჭერს, ხელებს მუშტავს , მუხლებზე ჯდება, ზურგს ასწორებს, ხელებს უკან ერთმანეთთან აერთებს და თავს ხრის მორჩილების ნიშნად.
-ესეც შენი პირველი სასჯელი-ჩაიცინა ალექსანდრამ- არ გაინძრევი სანამ ამას მე ან შენი ოჯახის რომელიმე დომიანტი არ გეტყვის. თავს არ ასწევს, როცა ვინმე რამეს გკითხავს… მხოლოდ მარშლოუსთან ლაპარაკი შეგიძლია. გონების დაკარგვის უფლება არ გაქვს სანამ . ჰმ, შენს ოჯახში ვინაა დომინატი?
-მამა და ჩემი ძმა-ავტომაურად პასუხობს ჰარი.
-სანამ მამაშენი ან შენი ძმა არ მოვა. გაიმეორე.
-რ..რა?
-გაიმეორე ჩემი ბრძანება, რომ გავიგო გასაგებია თუ არა შენთვის.
ჰარი თვალებს ძლიერად ხუჭავს და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ წარმოთქვამს.
-არ ვინძრევი, სანამ შენ ან რომელიმე ჩემი ოჯახის წევრი დომინანტი არ მეტყვის. ხმას არ ვცემ არავის მარშლოუს ან ჩემი ოჯახის წევრების გარდა არავის. გონების დაკარგვის უფლება არ მაქვს, სანამ ვინმე ჩემი ოჯახიან ჩემს წასაყვანად არ მოვა.
-როგორც ჩანს გაიგე-ჩაიცინა- და კიდევ მოემზადე, დღეს 8საათზე შენს წასაყვანად მოვალ.
ჰარის მისი ჩაცინების ხმა ესმის, შემდეგ კი ნაბიჯების და მის ლოყაზე ცრემლები მოცურავს. სრულიად მარტოა დერეფანში, მხოლოდ მის კლასს დაუსრულდა გაკვეთილები, რამდენიმე წუთში ბოლო გაკვეთილი გამოვა და მთელი სკოლა მას აქ , დერეფანში მუხლებზე მარტო მდგომს დაინახავს, მორჩილების პოზაში. ჰარი ცდილობს რომ გაინძრეს, წამოდგეს ან დაიყვიროს.. თუმცა უშედეგოდ. ბრძანებება ზედმეტად კონკრეტული და მძლავრი იყო, მას ვერ ეწინააღმდეგება. თავსაც კი ვერ ატოკებს, ერთადერთი რაც შეუძლია ცრემლების ღვრაა… ცრემლები მის სახეზე მოღალატეებივით მოგზაურობენ. ზარის დარეკვის შემდეგ კი უამრავ მზერას გრძნობს, ყველა მის გარშემო იკიბება და ჰარი ცდილობს ღრმად ისუნთქოს. მის ირგვლივ მხოლოდ იატაკს ხედავს და მასაც უკვე ბუნდოვნად, თავსაც კი ვერ წევს მაღლა , სუნთქვა უჭირს… უნდა რომ გონება დაკარგოს, რომ ეს მის გარშემო შეკრებილი მოსწავლეების და მასწავლებლების ჩურჩული შეწყდეს, ესმის როგორ დაჰყვირის დირექტორი, რომ ადგეს, რომ ყველას დასაცინს ნუ გაიხდის თავს და სკოლას… მაგრამ არ შეუძლია. ვიღაც ანჯღევს და ცდილობს ფეხზე წამოაყენოს.. მაგრამ არ შეუძლია. ხმასაც ვერ იღებს. არადა უნდა იყვიროს იმ უსამართლობაზე რომელიც მის გარშემო ხდება.
-ღმერთო, ჰარი!-მარშლოუს ყვირილი უკვე ბუნდოვნად ესმის, ჰარი გრძნობს მარშლოუს ხელს მის ლოყაზე- ჰარი , რას აკეთებ… ადექი!
-არ..არ შემიძლია.. მან.. თქვა… მან მარტო.. თქვენთა… ლაპარაკი.
-ეს ბრძანებაა, ჰარი?-მარშლოუ ხვდება და ჰარის ლუღლუღს აწყვტინებს- მისი სასჯელია?
-დ..დიახ.
-ვინ უნდა მოვიდეს ჰარი, რომ წაგიყვანოს.
-მ.მმა..მამა.
-რას დგახართ! ახლავე მის მამას დაურეკეთ! სწრაფად!-ჰარის აღარ ესმის რას გაჰყვირის მარშლოუ, მხოლოდ მის წინ მუხლებზე მდგარ დომინანტს შეჰყურებს, რომელიც იხუტებს და ამავდროულად ცდილობს რომ დაინტერესებული სხვა ბავშვები გაყაროს.
-ყველაფერი კარგად იქნება, ჰარი ცოტაც მოიცადე.
ჰარი მისი ერთ პოზაში გაშეშებული სხეულით მარშლოუს ოდნავ ეყრდნობა და მის სხეულში გამჯდარ დაღლილობას გრძნობს, გრძნობს როგორ იხუტებს მარშლოუ, როგორც წმინდავს ცრემლებს და უკვირს … ადამიანი რომელსაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ახლა მას ეხმარება ამ ყველაფრის დაძლევაში.
-ყველაფერი კარგადაა, ჰარი. მალე მამაშენი მოვა. ვიცი რომ ძნელია პირველი სასჯელის გადატანა, მაგრამ შენ ხომ ძლიერი ხარ? იცი რატომ ვაძულებ თავს ყველას იმ კლასში სადაც გაყოფა არ მომხდარა? იმიტომ რომ ზოგი ფიქრობს რომ თუ ადამიანს არ სურს რომ საბმისივი გახდეს, ჯერ ისინი უნდა შეიძულოს.. ვცდილობდი რომ შენც ჩემნაირად არ დაგმართნოდაა….
ჰარი მარშლოუს სიტყვებს ვერ იაზრებს რომ აღელვებული მამის ხმა ემის.
-ჰარი, ო,ღმერთო ჩემო, ადექი!
და ისიც დგება, ოღონდ ესეც ინსტიქტურად შემდეგ კი ხვდება რომ ფეხები მას ვეღარ იკავებს. მამა უკვე მოვიდა ბრძანებას არ დაარღვევს თუ გონებას დაკარგავს და ხვდება რომ ყველაფერი მის ირგვლივ შავდება. მისი სხეული მოწყვეყტით ეცემა იატაკზე და ბოლოს რასაც ხედავს ესააა დედ-მამა, რომელიც შეშინებული შეჰყურებენ მას.
*ფოტოზე ალექსანდრა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Imxela komentari wameshalaa.
Dzaan magari iyk.aleqsandra magari dzuknaa... dzaan tan. Marshkou momwons.
Kide majnteresebs zeinisa da luis urtiertoba dzalian. Geli moutbenlad!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Yagami

უმაგრესია

 


№3  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხომ ვთქვი მიყვარს მარშლოუ... ძალიან მაგარი კაცია... ალექსანდრას ვერ ვიტან მინდა რაღაც დონეზე შეიცვალოს თუმცა ამის იმედი არ მაქვს. და კიდევ ამ ისტორიაში ძალიან მინდა ლუის და ზეინის წყვილი გამოიკვეთოს არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ ლუი სასტიკი დომინანტი არ იქნება... მალე დადე რა ახალი თავი...

 


№4  offline წევრი Kalina

რატომაც არა.
მე მომწონს ალექსანდრა და მისი ამპარტავნობა.
იცი, ადვილია
სისუსტეს უცებ რომ აღწევ თავს.
ამ დროს ამაყდები.
ეს გოგოც ასეა.
ალბათ,
ადრწ თუ გვიან, მობეზრდება დომინანტობა და საბმისივს წესიერად მოეპყრობა.
წარმატებები. ^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი sarahcastle

nawkas12345
Imxela komentari wameshalaa.
Dzaan magari iyk.aleqsandra magari dzuknaa... dzaan tan. Marshkou momwons.
Kide majnteresebs zeinisa da luis urtiertoba dzalian. Geli moutbenlad!!!

ძუკნა არაა უბრალოდ ძალაუფლება აბრმავებს ხოლმე და თან ჰარიზე შურისძიება უნდა ^_^ არაუშავს თუ წაგეშალა, შემდეგ თავზე ველი დიდ კომენტარს მაშინ kissing_heart

უცნობი ქ
ხომ ვთქვი მიყვარს მარშლოუ... ძალიან მაგარი კაცია... ალექსანდრას ვერ ვიტან მინდა რაღაც დონეზე შეიცვალოს თუმცა ამის იმედი არ მაქვს. და კიდევ ამ ისტორიაში ძალიან მინდა ლუის და ზეინის წყვილი გამოიკვეთოს არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ ლუი სასტიკი დომინანტი არ იქნება... მალე დადე რა ახალი თავი...

ლუის და ზეინის წყვილზეც დიდი დატვირთვა იქნება.შეიძლება ისეთი თავები იყოს სადაც ალექსანდრა და ჰარი საერთოდ არ გამოჩნდებიან kissing_heart

მარიკუნაა♥️
რატომაც არა.
მე მომწონს ალექსანდრა და მისი ამპარტავნობა.
იცი, ადვილია
სისუსტეს უცებ რომ აღწევ თავს.
ამ დროს ამაყდები.
ეს გოგოც ასეა.
ალბათ,
ადრწ თუ გვიან, მობეზრდება დომინანტობა და საბმისივს წესიერად მოეპყრობა.
წარმატებები. ^_^

მიხარია რომ მიხვდი , ბევრი ვერ ხვდება heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ყველაზე მეტად ლუის და ზეინის წყვილს ველოდები რაც შეეხება ალექსანდრას და ჰარის იმ მომენტს ველოდები როცა ნამდვილ წყვილად გადაიქცევიან. და მართლა მაინტერესებს სიყვარულს თუ შეძლებს ეს ორი წყვილი... ლუი მოსიყვარულე ოჯახში გაზრდილია და იმედი მაქვს რომ მკაცრი და სასტიკი დომინანტი არ იქნება...

 


№7  offline აქტიური მკითხველი Yagami

ვგჟდები ალექსდრაზე heart_eyes უმაგრესი გოგოა მიყვარს ეგეთი გოგოები.... აი რაღაც ნაგლები, მაგრამ მერე ბოლოს ყველას რო აყვარებენ თავს heart_eyes წარმატებები

 


№8  offline წევრი sarahcastle

Yagami
ვგჟდები ალექსდრაზე heart_eyes უმაგრესი გოგოა მიყვარს ეგეთი გოგოები.... აი რაღაც ნაგლები, მაგრამ მერე ბოლოს ყველას რო აყვარებენ თავს heart_eyes წარმატებები

მადლობა kissing_heart ძლივს ვიღაც დავინახე ვისაც მოეწონა :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent