შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XIII თავი)


26-07-2017, 23:12
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 991

გავედით მე და ერეკლე საცეკვაოდ. როგორც ჩანს არამარტო ქართული ცეკვები ეხერხება, არამედ უცხოურებიც. მშვენივრად ცეკვავდა.დავიწყეთ და ისე შევუბერეთ,რომ ვეღარც ვიგრძენი მაქსიმეს მწველი მზერა. მუსიკა რომ დამთავრდა გავხედე. ჩვენკენ იხედებოდა,თან მუშტი ჰქონდა შეკრული და ძარღვები დაჰბერვოდა გაბრაზებისგან.მეც მეტი რა მინდოდა. უცბად ნელი მუსიკა ჩაირთო, ერეკლე მოვიდა და ამჯერად თვითონ გამიწვია საცეკვაოდ. მეც გავედი. დაინახა ეს თუ არა მაქსიმემ, ჩქარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩვენკენ და ჩემი თავი გამოჰგლიჯა(დიახ გამოჰგლიჯა...არც კი უკითხავს რამე). ნელა შემომხვია წელზე ხელები და დავიწყეთ ცეკვა. ორჯერ ფეხი დავაბიჯე, რადგან მთვრალი ვიყავი და ფეხები მერეოდა ერთმანეთში.მთელი ცეკვის მანძილზე ხმა არ ამომიღია. შემდეგ მუსიკა გაითიშა და მეც ბარისკენ წავედი. ერთი ჭიქა კიდევ დავასხმევინე კოსწიას.
-არ დალიო მეტი!
-შენ გკითხო დავლევ თუ არა?−მივბრუნდი და მაქსიმე შემრჩა ხელში.
-წამო სახლში წაგიყვან!
-არ მინდა!
-წამოდი! ლიზამაც მთხოვა თუ შეგიძლია წაიყვანეო!
ამ დროს ლიზა მომადგა:
-გთხოვ რა წაყევი მაქსიმეს! იმდენი დალიე უკვე თვალებს ვერ ახელ წესიერად! წაყევი რა!
-კაი ხო! სანამ გეფლიზებიზე გადახვალ მანამდე წავყვები!
* * *
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს. მინდა რომ წამოვდგე, მაგრამ რაღაც მაკავებს. დავხედე და ხელია. სასწრაფოდ გადავბრუნდი მეორე მხარეს და... მაქსიმე მიწევს გვერდით. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე...ისე რა საყვარელია როცა სძინავს... რა დროს ეგ არის გაბი... ნეტავი რამე მოხდა გუშინ?! არაფერი არ მახსოვს!.. გაიხსენე გაბი! გაიხსენე!.. ამ დროს მაქსიმემ მაგრად მიმიხუტა. ისე როგორც ბავშვები იხუტებენ თავიანთ დათუნიებს ძილის დროს. ცხვირი ჩემს თმაში ჩაყო. ხელი ძლივს ამოვწიე საბნიდან და... კაბა არ მაცვია. დავხედე და პიჟამოები მაცვია. მოიცა მაქსიმემ გამომიცვალა?! ღმერთო... მეტი აღარ უნდა დავთვრე!.. ბევრი ვიწრიალე, მაგრამ ვერ დავაღწიე თავი და გავჩერდი. ცოტახანი ვუყურებდი მაქსიმეს. ძალიან საყვარელია. შემდეგ კი მოვითენთე, მაგრამ თავი მისკდებოდა და ვერ ვიძინებდი. ოდნავ როგორც კი მიყუჩდა თავის ტკივილი, მაშინვე ჩამეძინა!

ისევ თავის ტკივილი მაღვიძებს. ვახელ თვალებს, მაგრამ ჩემს გვერდით აღარავინ წევს. ამ დროს მაქსიმე შემოდის ოთახში და ხელში პოდნოსი უჭირავს.
-დილა მშვიდობისა ლოთო!
-რა მოხდა წუხელ?
გაეცინა და ხმა არ ამოიღო.
-გემრიელად მიირთვი.−და ლოგინზე დამიდო ბლინები, ცალკე ჯამში, შოკოლადი ესხა და ყველაზე კარგი რაც იყო ნაბეღლავი იდო. სასწრაფოდ ვეცი ნაბეღლავს და დავლიე. გაიხაროს ამის მომგონმა! ჭამა არ მინდოდა. ამიტომ ბლინებს პირი არ დავაკარე.
-სხვათაშორის ჩემით მოვამზადე ბლინები.
-შემიძლია გენდო?−ვკითხე და ეჭვის თვალით გავხედე.
-აბსოლიტურად!
-არ მინდა! ჭამის ხასიათზე არ ვარ!
-ეე... აბა ტყუილად ვიწვალე ამდენი?! სასწრაფოდ გამიღე პირი!
-არ მინდა!
მაინც წაუსვა ბლინზე შოკოლადი,პირთან მომიტანა და ძალით ჩამტენა.
-აბა ხო ვარ ნამდვილი მზარეული?
მართლაც უგემრიელესი იყო.ცერა თითი ავუწიე, მაგარიათქო.
თან ვჭამდი და თან პირგამოტენილი ველაპარაკებოდი მაქსიმეს.
-ახლა მომიყევი წუხელ რა მოხდა!
-ფრთხილად არ გადაგცდეს.
-რამე ცუდი გავაკეთე?
ჩაახველა და დაიწყო:
-მოკლედ იქ მაგრად დათვერი, შემდეგ ერეკლეს ეცეკვე, შემდეგ მე მეცეკვე, შემდეგ მე წამოგიყვანე ძალით,შემდეგ აქ რაღაცეებზე მელაპარაკებოდი( ამ ნაწილზე ჩაეღიმა), შემდეგ კაბაზე მითხარი არ მჭირდება შენი ნაჩუქარი არაფერიო და კაბა გაიხადე...
-მოიცა შენს თვალწინ?
-კი ბატონი.
-კაი მერე?
-მერე... მერე ლიზა შემოვიდა ოთახში, თვალები გააფართოვა და თან ჩვენ შემოგვხედა გაკვირვებულმა, შემდეგ აბანოში შეგიყვანა და იქიდან პიჟამოთი გამოგიყვანა,შემდეგ მე მთხოვა შენთან დარჩენა, რადგან თვითონ ამაღამ ნიკასთან გავიდოდა. ისიც გახეული მთვრალი იყო შენსავით და თან მგონი ჩხუბიც მოუვიდა და რამდენიმე ადგილას ჩალურჯებები ჰქონდა. ლიზა ღელავდა და მოკლედ იქ დარჩა. მე კი შენთან... მერე დილით ვიღაც თვალს არ მაცილებდა(აქაც ეშმაკურად ჩაიღიმა) და ახლა ის ვიღაც ჩემს გამომცხვარ ბლინებს მიირთმევს. დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
ღმერთო მის თვალწინ გავიხადე კაბა?! რა სირცხვილია! აწი აღარ დავლევ, არასდროს!
-თუ ოდესმე კიდევ გადავწყვიტე დალევა, შემაჩერე კაი?
-რატომ... კაი საღამო იყო!−ისევ ეშმაკურად ჩაიღიმა.
-აუ კაი რაა...
-კაი, კაი ხო. გპირდები, რომ თუ ოდესმე დალევას დააპირებ, მაშინვე გამოგლიჯავ ხელიდან სასმელს!
-მადლობა! ბლინი არ გინდა?
-თუ შენ მაჭმევ კი!
-ხოდა დაემშვიდობე მაშინ ბლინებს! მე შევჭამ მთლიანად.
-ნუ ხარ გოჭი! მაჭამე! მე რომ გაჭამე წეღან კაი იყო?
-კაი, ხო! ოღონდ ერთხელ!
ავიღე ბლინი, გადავუსვი შოკოლადი და პირთან მივუტანე მაქსიმეს. მანაც გამიღო პირი და პატარა ბავშვივით ელოდებოდა როდის ჩავუდებდი ლუკმას. ჩავუტენე პირში და თანაც იმდენი,რომ პირს ვეღარ კეტავდა, რომ დაეღეჭა. 2-3 წუთიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა გადაყლაპა და ნაბეღლავიც დააყოლა. ალბათ გულზე დაადგა.
-ჰეი შენ კი არ ხარ ნაბახუსევზე!
-მთლიანი ბლინი რომ არ ჩაგეტენა პირში, არ დავლევდი. კინაღამ დამახრჩე.
ამ დროს ნიკუშა შემოვიდა ოთახში:
-გვრიტებო ბოდიშით რომ შემოგეჭერით!
-რაის გვრიტებო?! ჩვენ უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ!−სწრაფად ვუთხარი ნიკას. მაქსიმეს წყენა შეეტყო სახეზე.
-მაქსიმე, ორი წუთი გამოდი რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკო.
ნეტა რა მოხდა?
ცოტახანში შემოდის მაქსიმე. ძალიან გაბრზებულია. ჟაკეტი აიღო და წავიდა.
ნეტავ რა მოხდა? როგორ მაინტერესებს! რამდენიმე ზარის გაშვების შემდეგ, მესიჯი მომივიდა:
,,გაბი მალე მოვალ! ნიკუშას გავყევი სადღაც. მანამდე შენ და ლიზამ გაისეირნეთ!’’
უიმე ლიზა! გავვარდი ლიზასთან. მანაც არაფერი იცოდა. მხოლოდ ის უთქვია ნიკუშას, რომ არ ინერვიულოს და მალე მოვა! დაახლოებით ერთი საათი ვიჯექით ასე უაზროდ. უბრალოდ მათ ველოდებოდით, მაგრამ არ გამოჩნდნენ.
უკვე მეხუთედ მივწერე მაქსიმეს სად ხარ მეთქი და ორ წუთში მომდის მესიჯი ,,მოვალთ მალე!’’. ჩვენც ცოტა დავმშვიდით, რახან პასუხი გაგვცეს! ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გაგვესეირნა. რაღაც სუვენირები ვიყიდეთ, რომ სამახსოვროდ დაგვრჩეს.
მე და ლიზა ბლოკნოტებს ვათვალიერებდით. ამ დროს აღმოვაჩინე ერთი ძალიან მაგარი ბლოკნოტი. სულ თეთრი იყო და შავად ეწერა წარწერა:
A R E W E F R I E N D S ?
სასწრაფოდ მოვკიდე ხელი და ვიყიდე. არც კი ვიცი რატომ მომეწონა ასე ძალიან...
სახლში დაღლილები დავბრუნდით. თნ გზაში ძალიან ბევრი ვიცინეთ. ლიზა ნიკუშას ოთახში გავიდა რაღაცის ასაღებად. მე კი ჩვენს ოთახში შევედი... ლოგინზე მაქსიმე იყო გაწოლილი. კარები შევაღე თუ არა წამოყო თავი... მაგარი ნაცემი იყო!
-რა გჭირს?−მივვარდი შეშინებული
-უბრალოდ ვიღაც დებილებს ვასწავლეთ ჭკუა!
-თქვენ ხომ არ გადაირიეთ?
-...
-ნიკუშა სადაა?
-თავის ოთახში გავიდა.
-შენ არ გაქ შენი ოთახი, აქეთ-იქით რომ დაწანწალებ?
-ეს სასტუმრო ჩემია და სადაც მინდა იქ დავიძინებ!
-კაი ნუ ბოდავ. მოიცადე პირველადი დახმარების ყუთს მოვიტან.
-რა არ გჯერა? გაიკითხე ვის ეკუთვნის ეს სასტუმრო.−დამეჭყანა
-აუცილებლად, აუცილებლად!
მოვიტანე პირველადი დახმარების ყუთი და შუბლზე ჩამოდენილი სისხლი მოვწვმინდე სპირტიანი ბამბით.ეტკინა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მოეთმინა!
-მოვრჩი!−ვუთხარი,როდესაც დავამთავრე.
-აუ გაბი! რა ლამაზი ხარ!
ვითომ ვერ გავიგე! არაფერი შევიმჩნიე. შემდეგ წამოდგომა დავაპირე და ხელზე დამქაჩა.
-გახსოვს ლიფტში რა გითხარი?
,, ჯერ არ დაგვიმთავრებია!’’ გამახსენდა მისი სიტყვები.
-არა...−მინდოდა კიდევ რამე მწარე დამემატებინა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე!
-მაშინ გაგახსენებ!
...

P.S. იმედია მოგეწონებათ! <3 <3 <3



№1 სტუმარი stumari :D

Dzalian kargi gamovida :) eseni ki dzalian sayvareli wyvili :)))

 


რადროს ამ თავის დამთავრება იყო astonished მთელი ღამე ვერდავიძინრბ ახლა cold_sweat მომეწონნენ heart_eyes

 


№3 სტუმარი Guest shorena

როდისდაიდება შემდეგი

 


№4 სტუმარი S.m

Velodebiiiiii shemdeegs

 


№5  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

Vaimee rogor chamitria am istoriam naxe ra, ukve vegar vudzleb, shemdegi male dade ra❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent