შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XIV თავი)


29-07-2017, 11:56
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 894

-გახსოვს ლიფტში რა გითხარი?
,, ჯერ არ დაგვიმთავრებია!’’ გამახსენდა მისი სიტყვები.
-არა...−მინდოდაკიდევ რამემ წარე დამემატებინა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე!
-მაშინ გაგახსენებ!
გამოიწია საკოცნელად, მაგრამ უცბად გავიწიე და მეორე ლოგინზე დავჯექი.
-ახლა კარგად მომისმინე მაქსიმე. შენი ვერაფერი გავიგე! ერთ დღეს მეუბნები შეყვარებული მყავსო და ხელი უნდა ვთხოვოო, მეორე დღეს კი ლიფტში ჩემს კოცნას ცდილობ. მანამდე...სანამ თბილისიდან წახვიდოდი მითხარი არ მიყვარხარო, შემდეგ კი კონცერტზე შენს შეყვარებულად გამასაღე და ახლა ისევ ცადე, რომ ჩემთვის გეკოცნა. რა ჯანდაბას ცდილობ ამ ყველაფრით?!
-...
-მიპასუხე!
-მეძინება! გთხოვ რა გაბი. ოღონდ ახლა არ გამიფუჭო ხასიათი და ხვალ ერთად ჩავჯდეთ თვითმფრინავში და თან ვილაპარაკოთ. გპირდები ყველაფერს გეტყვი!
-მოიცა შენ რა ჩვენთან ერთად მოდიხარ?
-ხო! გადავწყვიტე შემოგიერთდეთ!
-...
-კაი?
-კაი. ანუ მპირდები, რომ მეტყვი ყველაფერს?
-გპირდები!
-კაი! მიდი დაიძინე!
-ძილინებისა!
გადაიძრო მაისური და დაწვა. მისი თავის ბალიშზე დადება და ძილი ერთი იყო! მე მეორე ლოგინზე გაუნძრევლად ვიჯექი. ფიქრები ერთმანეთში ამერია. ნეტავი რა არის ამ სპექტაკლის მიზეზი?! ან მინდა გავიგო სიმართლე?! ძალიან მწარე რომ იყოს?! მაგრამ ახლა ისე იყო,ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა...
ამ დროს მისი ნათქვამი ამომიტივტივდა: ,,ეს სასტუმრო ჩემია და სადაც მინდა იქ დავიძინებ!’’
ნუთუ მართლა მისი სასტუმროა?! ისე ახლა არც ისე გვინია. ჩავალ ფოიეში და გავიგებ ვისია ეს სასტუმრო.
მოკლედ გამოვიძახე ლიფტი, ჩავედი ფოიეში და ვიკითხე თუ ვის ეკუთვნოდა ეს სასტუმრო. მითხრეს რომ ეს სასტუმრო ეკუთვნის გიორგი გელოვანს...
მაქსიმეც გელოვანია...
ალბათ მამამისია...
ანუ მართალი იყო, რაც მითხრა?! იმიტომ დაწანწალებს ასე არხეინად. კაციშვილი ვერ შეეცილება.
ჩემ ოთახში შესვლამდე ნიკუშასთან და ლიზასთან შევიხედე. ორივეს ეძინათ. ჩანთაც ჩაულაგებიათ...აუუ! მეც ჩასალაგებელი მაქვს!..
გავვარდი ოთახში და ფრთხილად ამოვალაგე ტანსაცმელი თაროდან. შემდეგ ჩემს ჩანთას მოვკიდე ხელი, გავხსენი და დავიწყე ტანსაცმლის კეცვა...
როგორც იქნა მოვრჩი ჩალაგებას! უკვე ღამის სამი საათი იყო და ისე მეძინებოდა,რომ კინაღამ ზედ ჩანთაზე დამეძინა. გამზადებული დავდე კარებთან. ჩავწექი ლოგინში და დაქანცულს, მაშინვე დამეძინა...
დილით მაღვიძარის ხმა მაღვიძებს.მაღვიძარა გავთიშე, წამოვდექი და თვალები მოვიფშვნიტე.ისე მეზარებოდა ახლა მგზავრობა! მაქსიმე უკვე ამდგარიყო. მეც აბანოსკენ ავიღე გეზი. წყალი გადავივლე, ტანსაცმელი ჩავიცვი, აქეთ-იქით ორი ნაწნავი ჩავიწანი და ლიზასთან გავედი. ის და ნიკუშაც მზად იყვნენ. მაქსიმე არსად ჩანდა. ვერსად ვნახე!
-დილამშვიდობისა!
-დილამშვიდობისა! მზად ხართ?
-კი. ჩვენ მზად ვართ და წავიდეთ აეროპორტში!
-წავიდეთ!
-ხო მართლა, დღეს მაქსიმე არ გინახავთ?−ისე ვიკითხე.
-მაქსიმეს რაღაც საქმე გამოუჩნდა. დღეს დილით დაურეკეს და თუ მოვასწარი წამოვალ თქვენთან ერთად, თუ არადა სხვა რეისით გამოვფრინდებიო.
-აჰამ, გასაგებია! წავედით მაშინ!
-წავედით!
მივედით აეროპორტში. იქ კაი ხანი სხვა ბავშვებს ველოდებოდით. ყველა მოვიდა, მაგრამ მაქსიმე არსად ჩანდა. იქნებ არ უნდოდა,რომ ჩემთვის ყველაფერი მოეყოლა და ,,საქმეებზე’’ მოიტყუა. იმედი მაქვს არა,თორემ მოვკლავ ჩემი ხელით...
უკვე ბარგიც ჩავაბარეთ, მაგრამ არსად არ ჩანს! ცოტახანში ბილეთებსაც მივცემთ და თვითმფრინავში ჩავჯდებით...
რიგში ჩავდექით,რომ თვითმფრინავში ავსულიყავით. მე სულ ბოლოს მომიწია...
ჩემი რიგიც მოვიდა! ბილეთის მიცემამდე, ერთხელ კიდევ გავიხედე უკან, მაგრამ არავინ ჩანდა... იმედი გადამეწურა... აღარ მოვა!.. ალბათ არ უნდა,რომ ყველაფერი მითხრას. მოსწონს ასე რომ თამაშობს ჩემს გრძნობებზე! ნაგავი ადამიანია!..
უკვე ტვითმფრინავში ასასვლელ კიბეებზე ვიდექი, როდესაც ვიღაცის ყვირილი გავიგე...გავიხედე და მაქსიმე იყო! ისე გამიხარდა, რომ სასწრაფოდ ჩავვარდი და ჩავეხუტე...ჩავეხუტე კი არა შევაფრინდი! ამას ნამდვილად არ ელოდებოდა, მაგრამ აშკარად ესიამოვნა და თვითონაც მომხვია ხელები!
-წამოდი, ავიდეთ!
-წავედით!−მითხრა და თვითმფრინავისკენ წავედით.
ჩვენი ადგილები ვიპოვეთ(ბილეთები გვერდიგვერდ გვქონდა ნაყიდი) და დავჯექით. ყველა გაოცებული გვიყურებდა. ასეთ რამეს არავინ ელოდა. აჩი და ნატუკა ზიზღით გვიყურებდნენ. ჰო მართლა, ნატუკამ უკვე იცოდა იმის შესახებ, რომ მაქსიმემ იცოდა მასზე და აჩიზე.
თვითმფრინავი აფრინდა...
წავედით საფრანგეთში...
სიყვარულის ქალაქში...
-აბა მომიყევი ყველაფერი!
-...
-ჰე ახლა! დაიწყე!
-ოღონდ არ გამიბრაზდე!
-შენ ჯერ მოყევი და მერე მე გეტყვი გავბრაზდი თუ არა!
-კაი! მოკლედ სალომეზე მოგატყუე. არავითარი საცოლე არ მყავს, დარწმუნებული ვარ შენც მომატყუე(ეშმაკური ჩაღიმება). ის სასტუმრო, სადაც ერთი კვირა გაატარეთ, მამაჩემისაა და ნუ მალე ჩემი გახდება.მეტი რა დარჩა?
-და მაშინ რომ მითხარი არ მიყვარხარო−ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე−მართალი იყო?
-...
-მართალი იყო?
-გაბი, მოკლედ მაშინ რაც გითხარი, მთლად მართალი არ იყო. მეც გაურკვევლობაში ვიყავი. შენ ძალიან მომწონდი, მაგრამ ნატუკა ჩემი შეყვარებული იყო და ასე უბრალოდ ვერ გადავაგდები, თუმცა მერე გავიგე რომ თვითონ გადამაგდო...ბოლოს რომ ჩემს გამო საავადმყოფოში ამოყავი თავი, გადავწყვიტე რომ მეტი ზიანი არ მომეყენებინა შენთვის და ამიტომაც გითხარი, რომ არ მიყვარდი!
-ანუ ეს ყველაფერი დედაჩემის დავალებით არ გითქვამს?
-არა რა სისულელეა! არ მითხრა რომ მაგის გამო დედაშენს ეჩხუბე... ის ისეთი კარგი ქალია! მე მას ის ერთი კვირა ისე ვექცეოდი როგორც საკუთარ დედას მოვექცეოდი! ( მოიწყინა). ერთ დღეს ავდექი და იმ ამბებზე ყველაფერი მოვუყევი. არაფერი მითხრა... უბრალოდ ცრემლები წამოუვიდა და ჩამეხუტა, მითხრა რომ თქვენ ჩემს გვერდით იყავით და იმ ვიღაცას საშუალებას არ მისცემდით, რომ მე ასე უსამართლოდ მოვეკალი. მერე ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. მითხრა რომ ამით უფრო გატკენდი გულს, მაგრამ მე მაინც მტკიცედ მქონდა ეს ყველაფერი გადაწყვეტილი. ვთხოვე რომ შენთვის ხშირად ემეორებინა, თუ როგორი სახიფათო ვიყავი მე შენთვის. თავიდან უარზე იყო, შემდეგ კი ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა დავითანხმე...და აი ასე!..
ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა. მხარზე თავი დავადე და ცოტახანი ასე ჩუმად ვიჯექით.
-დედაშენზე რას მეტყვი?−ვკითხე ბოლოს.
-ხოო!..მე უდედოდ გავიზარდე... ის ჩემს მშობიარობას გადაყვა...ასე რომ ჩემი თვალით არასდროს მინახავს...მხოლოდ ფოტოებით მყავს ნანახი...ულამაზესი ქალი იყო!..მეც მას ვგავარ!
-თუ მას გავხარ, მაშინ არ მიკვირს ლამაზი რომ იყო!
გამიღიმა. მგონი ცრემლების შეკავებას ცდილობდა და გამოუვიდა კიდეც. ამის შემდეგ მთელი გზა არაფერი გვიკითხავს ერთმანეთისთვის. უბრალოდ მის მხარზე მედო მხარი და მშვიდად ველოდებოდით თვითმფრინავის დაფრენას. ძალიან გამიხარდა, რომ მაშინ რაც მითხრა, სიმართლე არ იყო და კიდევ უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ ეს ყველაფერი დედაჩემის დაკვეთით არ იყო.
ჩავედით საფრანგეთში. აქ უკვე ინგლისური ენაა საჭირო. ფრანგული ჩვენ არ ვიცით, ქართული იმათმა არ იციან და რახანც, ინგლისური საერთაშორისო ენაა და თითქმის მთელს მსოფლიოში სავალდებულოა მისი ცოდნა, ამიტომ მოგვიწევს ინგლისურ ენაზე ვისაუბროთ.
საფრანგეთში რომ ჩავფრინდით, ვიღაც ქალი დაგვხდა(სახელი ვერ გავიგე წესიერად).აგვიხსნა ყველაფერი. ნუ აქაც თითქმის ისე იყო ყველაფერი, როგორც მოსკოვში. მეოთხე დღეს იქნება კონცერტი და მეშვიდე დღეს წამოვიდოდით.
-ჟიურიში ისევ შენ იქნები?−ვკითხე ტაქსში მაქსიმეს.
-არა მე აღარ ვიქნები! აქ სულ სხვა ჟიური გეყოლებათ! ისინი ვისაც თქვენი პირველ ტურში ნაცეკვი ინტერნეტით აქვთ ნანახი და ყველა ჯგუფზე ყველაფერი იცის, მაგრამ პირადად არც ერთ ჯგუფს არ იცნობენ.
-იცი როგორ მინდა რომ ვიცეკვო!
-ვიცი... ჩემი ბრალია, ბოდიში!−დასჯილი ბავშვივით დახარა თავი.
-რა სისულელეა! ჰე მივედით სასტუმროში და გადმოეტიე ახლა მანქანიდან!−გადმოვხტი ტაქსიდან და სასტუმროში შევვარდი. ძალიან ლამაზი იყო იქაურობა. რა თქმა უნდა აქაც ბოლო სართულები ვიხვედრეთ. ლიფტისკენ დავიძარით და ამ დროს ნატუკას ნათქვამი გავიგეთ:
-აუ ესენი სულ ბოლო სართულზე, რა პონტში ხვედრულობენ ნომერს? ჩემი აზრით ახლა სხვისი ჯერია,რომ ბოლო სართულზე აიღოს ნომერი!
ლიზა ხომ იცით როგორია, მიუბრუნდა და მიახალა:
-ახლა კარგად მომისმინე შე ტუჩებდაპრუწულო გორილავ! არ მაინტერესებს შენი აზრი და მგონი აქ არც არავის უთხოვია შენი ბრძნული აზრები აფრქვიეო. დაეტიე იმ ნომერში, რომელიც აიღე და ნუ უმწარებ ხალხს ამ სამ კვირას!
-რა იყო საკუთარი აზრის თქმაც აღარ შეიძლება?
-თუ ეს აზრი სისულელეა, მაშინ არ არის საჭირო მისი გახმოვანება.
და შევედით ლიფტში.
-საღოლ!−ვუთხარი ლიზას ოთახში რომ ავედით.
−თენქ იუ!−მიპასუხა და ლოგინზე გაწვა.
−მოდი ცოტა დავისვენოთ და მერე სასეირნოდ გავიდეთ!
-ვოქეი!−ვუპასუხე და მეც ლოგინზე წამოვწექი.

P.S. 3 დღე ვერ დავდებ ახალ თავს! :(( ბოდიშით! <3 <3



№1  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

"ტუჩებდაპრუწული გორილა" მაგარი იყო შენ თავს ვფიცავარ, ვაიმეე რამდენი ვიცინეე, მგრად გავმხიარულდი.
ლიზა იმენნა ჯიგარია. ნუ მომწონს ეს გოგო❤
აი ეს ამხელა კაცი კიდევ რას ბოდიალებს ვერ გავიგე.
რაც შეგეხება შენ, თუ არ ვცდები პირველი ისტორიაა არა?! ყოჩაღ ნამდვილად კარგია.❤ჰო დამავიწყდა 3 დღე ვერ დავდებო, იმედია მშვიდობაა და თუ გინდა 5 დღე არ დადო

ხო მართლა ასეთი მხიარული ეპიზოდები საჭიროცაა, ამიტომ თუ გაითვალისწინებ ბევრს გაახალისებ და უფრო მოეწონება, ნუ ამ შემთხვევაში მე ძაააალიაააან მომწონს და მომეწონება.❤

 


ვიმყოფინებ როგორმე ამ თავს ეს 3დღე smirk ნუუ ლიზასნაირი ხალხი ყოველთვის მიყვარს და მეყვარება heart_eyes ამ ორმა კიდეკაი გაარკვია ყველაფერი და იმედია აღარ აერევათ ეს ძლივს ძლივობოთ აწყობილი ურთიერთობა heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent