შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები (2)


30-07-2017, 13:52
ავტორი ანკა
ნანახია 5 414

ვინაიდან მოსამზადებლად ყველაზე გვიან მე ავედი, ყველაზე გვიანაც მე მოვრჩი. გოგოები ოთახიდან უკვე გაკრეფილები იყვნენ როდესაც ჩემს თხილამურებს ხელი დავტაცე და კიბეებისკენ გავემართე.
-ბიჭო, რამდენჯერ უნდა გითხრა უაზრო ღადაობებს მორჩითქო? - გავიგე შაკოს დაძაბული ტონი და კიბის თავთან გავშეშდი.
-რაზე ლაპარაკობ - უპასუხა გაკვირვებულმა
-რაზე და წამოსვლისას მანქანაში რეებსაც ბოდიალობდი. ვერ მოვახერხე მაგაზე დალაპარაკება გუშინ. მომისმინე... ნიტა დებილი არაა, უკვე ხვდება და ან თქვი ან კიდევ შენი ქცევები შეცვალე. ჩემი ძმაკაცი ხარ მაგრამ ის ჩემი დაა და პირდაპირ ნერვები მაწყდება როცა ღადაობით ლაპარაკობ მაგ თემაზე
-ხომ იცი რომ არ ვღადაობ - ტონი დაასერიოზულა ალექსანდრემაც
-ვიცი, მაგრამ არ მსიამოვნებს
-კაი შაკო რა, ზედმეტად ნუ ავარდები სულელურ ხუმრობაზე - ჩაერთო ტატოც
-არ ვვარდები, უბრალოდ გაგაფრთხილე და გაითვალისწინე - ჩაიბურტყუნა შაკომ და კარი ჯახუნით გაიხურა.
-ესეც ვერაა რა - ამოიოხრა ალექსანდრემ.
-რაღაც პონტში მართალია... - თქვა ტატომ და ესენიც გარეთ გავიდნენ. როდესაც ჰორიზონტი თავისუფლად დავიგულე ნაბიჯის გადადგმა დავაპირე.
-კიბეებთან რას ელოდები - უეცრად ზურგიდან დემეს ხმა გავიგე და ისევ დენდარტყმულივით შევხტი.
-არ შეიძლება სულ გული არ გამიხეთქო? შეიძლება დავგორებულიყავი - შევჩივლე ლეკვის თვალებით.
-ეგ უნდა მეთქვა ახლა, ფრთხილად არ დაგორდეთქო - გამიცინა და თხილამურები გამომართვა - მგონი ჯობია მე წამოგიღო
-არაა საჭირო, ჩამოვიტან მეც - ოდნავ გავუძალიანდი, თუმცა როდესაც მისი მზერა ვიგრძენი ხელზე მაშინვე დამეწვა და უკან გამოვწიე.
-არ მინდა რომ დაიმტვრე - თვალი ჩამიკრა და წინ გამატარა, თვითონ უკან მომყვებოდა და აბა თუ გამოიცნობთ რა მჭირდა?.. დიახ, ზურგი მეწვოდა მისი მწვანე თვალების გამო (პ.ს. ბავშვებო, კიდევ გადავათვალიერე დემეს პროტოტიპის სურათები, და რაც ვნახე უმეტესობაში მწვანე თვალები უჩანს, რაც განახეთ იმის გარდა მარტო ერთში ჰქონდა ცისფერი და მგონი ჯობია ჩავთვალოთ რომ მწვანე თვალები აქვს... ბოდიში შეცდომისთვის)
-აქ ადრე არასდროს არ ყოფილხარ? - ვკითხე სხვათაშორის
-კი როგორ არა, ძალიან ბევრჯერ. უბრალოდ ახალ წელს ყოველთვის საქართველოს გარეთ ვხვდები ხოლმე და მხოლოდ წელს მოვახერხე რომ ჩამოვსულიყავი...
ამ ლაპარაკში გარეთაც გავედით. როგორც ჩანდა ყველა ჩვენ გველოდებოდა.
-მომეცი თხილამურები, აწი მეც წამოვიღებ დამტვრევის გარეშე - წინ ავეტუზე და პატარა ბავშვივით გავეკრიჭე.
-არ მინდა რომ დაიმტვრეთქო. 2 დღის განმავლობაში რაც მე დავინახე ორჯერ მოიმტვრიე კინაღამ კისერი და დარწმუნებული ვარ ორი იმდენი არ მინახავს - ახარხარდა და სიარული გააგრძელა.
-ვაიმეე, გეხვეწები შენც ჩემი ნერვების ჭიად არ იქცე - გვერდზე ავეკიდე და წინ მიმავალ ბავშვებს გავყევით.
-არ ინერვიულო, ნერვების ჭია რომ გავხდე ბევრი უნდა ვილაქლაქო და მე კიდევ ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს
-ვაკოს ძმაკაცისთვის ცოტა უჩვეულოა - გამეცინა და მზერა გავუსწორე. არა რა, თეთრი გარემო მის თვალებს ზედმეტად მკვეთრს ხდიდა. გეგონებათ ანათებენო.
-შენს შეყვარებულს ალექსანდრე ქვია ხო? შაკო და ტატო გავიცანი უკვე და მაგას ნორმალურად ვერ დაველაპარაკე ჯერ კიდევ - ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და გვერდულად გამომხედა.
-ჩემი შეყვარებული? არა, ძმაკაცია უბრალოდ - ისტერიული სიცილი დავიწყე, თუმცა საბედნიეროდ მალევე გავჩერდი.
-არა მგონია კიდევ დიდხანს იყოს ძმაკაცი - ბოლო სიტყვაზე განსაკუთრებული მახვილი გააკეთა და ორივეს თხილამურები ერთ ხელში მოიქცია.
-ამმმ... ჰო.. რა? - უკიდურეს დონეზე დავიბენი და ჩემს წინ ქვაც ვერ დავინახე. პირდაპირ წამოვკარი ფეხი და რომ არა დემეს ძლიერი ხელი ჩემს წელზე იმ უზარმაზარ დაღმართზე თავით დავეშვებოდი.
-კაი რა იყო, მაინცდამაინც ჩემს ხელებში გინდა სიკვდილი? - გულაჩქარებულმა ისევ ხუმრობა სცადა და მოჭუტული თვალებით გამისწორა მზერა.
-არა, მე... ვერ დავინახე და... - ავბურტყუნდი დაბნეული.
-სწორედ ამიტომ გამოგართვი შენი თხილამურები ქალბატონო - გამიცინა და თითი ცხვირზე დამკრა მსუბუქად - ადამიანების ამოცნობა კარგად გამომდის. შევამჩნიე რომ ჩემზე ეჭვიანობს - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.
-თავი ხო არ მიარტყი რამეს - გავიკვირვე და თავი გავისულელე.
-მე არა და შენ მალე გაარტყავ თუ არ გამოიწევი - ხელი წელზე მომხვია და თავისკენ მიმწია რომ ჩემს წინ მდგარ ხეს მოვშორებოდი - წინ არ იყურები? - მკითხა ხარხარით.
-ოოო, შენი ბრალია! - გაუაზრებლად წამომცდა და პირდაღებული მივაჩერდი გაკვირვებულ თვალებში.
-ჩემი ბრალი რა არის ხომ ვერ დამიკონკრეტებდით? - ისევ ისე, მექანიკურად გაილოკა ტუჩები და შევამჩნიე როგორ აუციმციმდა თვალები.
-ჩქარა იარე, ბავშვებს ჩამოვრჩით - შევუბღვირე და ნაბიჯს ავუჩქარე. თვითონაც გვერდზე ამომიდგა და ამაყად გაჭიმულმა ამიწყო სიარულის ტემპი.
-იძებნება ალექსანდრეს ცოლიიიი! - გავიგე ტატოს ყროყინი, რასაც მომენტალურად მოჰყვა დემეს ფხუკუნი და ჩემი დაბღვერილი მზერა.
-რა იყო? - გავძახე მობეზრებული ტონით.
-აბა მე რავიცი, ოჯახურ საქმეებში ცხვირს არ ვყოფ - მხრები აიჩეჩა და გვერდზე ამომიდგა.
-მე წავალ ვაკოს მოვძებნი, ამის თხილამურებს შენ მიხედე - დაუბარა დემემ ტატოს და თავის გზას გაუდგა.
-აი თურმე სად ყოფილხარ - ახლა ალექსანდრე მოგვიახლოვდა - იქიდან ჩამოსრიალება ჯობს ყველაფერს, კარგი გზაა - ხელი ჩამკიდა და იქით წამიყვანა.
-გოგოებს მოვძებნი და მერე შემოგიერთდებით - მოკლედ ვუპასუხე, ტატოს ნაჩქარევად გამოვართვი ჩემი თხილამურები და მარი დავინახე თუ არა მისკენ წავედი.
-სად დაიკარგე მთელი გზა - მკითხა აციმციმებული თვალებით.
-ოჰჰ, რავიცი მე... კინაღამ კისერი მოვიმტვრიე - ხელი ავიქნიე მობეზრებულად და მთიდან დავეშვი. სრიალში დიდი პროფესიონალიზმით არ გამოვირჩევი, თუმცა იმ დონეზე მაინც ვფლობ რომ ვისრიალო და არაფერი მოვიმტვრიო. საღამომდე არ გავჩერებულვართ. შემდეგ კი ადგილობრივ ბარში შევედით გასათბობად და საჭმელად და შემდეგ სახლში დავბრუნდით რომ ახალ წელს გარეთ არ შევხვედროდით.
-აბა ჰე, სუფრა გააწყვეთ გოგოებო! - ენერგიული შეძახილით შემოდგა ფეხი სახლში ტატომ.
-მოდი და დაგვეხმარე შენც - ენა გამოვუყავი და კუნტრუშით მივაშურე სამზარეულოს.
-ქალი ვიცი მე კუხნაში! - დააბრეხვა ახალი განაცხადი და ამაყად გამეჯგიმა წინ.
-ბევრს ნუ ბოდიალობ და მიდი ხაჭაპურები და ლობიანები გაიტანე - სიცილით მივაჩეჩე ხელში ორი უზარმაზარი თეფში.
-მე მაინც დავბრუნდები იცოდე - თითი ჰაერში აზიდა და სწრაფად გაეშურა მისაღები ოთახისკენ, თან ერთ ლობიანს წაავლო პირი და ჭამა დაიწყო.
-წვენები სადაა? - იკითხა მიამ.
-აივანზე გავიტანე, მაცივარში არ ეტეოდა - უპასუხა მარიმ.
-ეს ნამცხვარი დაჭერით ვინმემ რა, ჩემი ამბავი რომ ვიცი დაჩეხვა უფრო გამომივა - საწყლად გამოგვხედა ანამ.
-მომე, მე მივხედავ - საქმიანად მივუახლოვდი და ხელში დანა მოვიმარჯვე.
-აუ თავი მისკდება გოგოებო, წამალი მინდა რამე - ლეკვის თვალებით შემობაჯბაჯდა გიორგი.
-მე მოგცემ, წამოდი - წამსვე ისკუპა მარიმ.
-ოჰჰ, ოღონდ გიომ თქვას რამე და ქალბატონი სიცხიანიც კი ასე წამოხტება მგონი - ჩაიცინა ანამ.
-გნახავ მე შენ შეყვარებულს და მერე მე ვიცი როგორც გაგეღადავები - თვალი ჩაუკრა და გიოსთან ხელჩაკიდებული გავიდა.
-ამათ მგონი ხვალამდე ვერ ვნახავთ - დაიწყო მიამ ხარხარი.
-არამგონია. დღეს მაინც ახალი წელია და გავახსენდებით და აი მერე რა მოგახსენო - ხუმრობაში ავყევი მეც.
-აუ ეგ ორცხობილა მომე ერთი ცალი რაა - ზურგიდან ალექსანდრე მომეხუტა და ლეკვის თვალებით ამომხედა.
-იცოდე მარტო ერთი - თვალები დავუბრიალე და მივაწოდე.
-აი ასეთი ტკბილი უნდა იყოს ცოლი - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა, ლოყაზე მაკოცა და ისევ გავიდა.
-მაბნევთ - გაეცინა ანას.
-დამიჯერე მე უფრო ვიბნევი - ვუპასუხე ვითომ უდარდელად.
-შაკო რას შვება ერთი ეგ გამაგებინეთ - ახალი თემა წამოჭრა თვალებაციმციმებულმა მარიმ.
-ვაა, დაგვიბრუნდი? - ყველამ ერთ ხმაში შევძახეთ.
-ხოო, რაიყო - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
-გვეგონა ხვალამდე არ მოხვიდოდი - განუმარტა მიამ კისკისით.
-ოოოჰ! - მობეზრებულად აიქნია ხელი ჰაერში.
-ისე მეც მაინტერესებს რას შვება შაკო - დაეთანხმა მია. ანა კი განგებ არ იღებდა ხმას, თუმცა ინტერესით სავსე თვალებით მომჩერებოდა.
-იზამს რამეს, მაგრამ როდის არ ვიცი, არ მეუბნება. დავიტანჯე თქვენი საცოდაობით - თანაგრძნობით გადავხედე ანას.
-არაუშავს, ლოდინად ღირს - მშვიდად გამიღიმა და დაჭრილი ნამცხვარი გარეთ გაიტანა.
-ბიჭებო! მწვადები შესაწვავად მზადაა! - გავძახე ხმამაღლა და კარგად გამოსაჩენ ადგილას დავაწყვე სანელებლებით მორთული ხორცი.
-მემწვადეები აქ ვართ! - თავი შემოყვეს ვაკომ, ტატომ და შაკომ.
ასეთ მხიარულ საახალწლო სამზადისში ვიყავით ყველა. შემდეგ მაგიდასთან გავედი რომ შემემოწმებინა რამდენად ლამაზად ეწყო ყველაფერი. კმაყოფილმა გადავავლე თვალი იქაურობას და შემდეგ ბუხარში შემძვრალ ბიჭებს მივუახლოვდი.
-როგორ მიდის საქმეები? - ვიკითხე ინტერესით.
-ისეთი მწვადები გამოვა რომ თითებს ჩაიკვნეტთ - განაცხადა ტატომ ამაყად.
ახალ წლამდე სულ რაღაც 1 საათი რჩებოდა. ყველას გვეტყობოდა წინასაახალწლო სიხარული.
-ჩემი ფეიერვერკები ვინ დამალა! - ბღავილით შემოვიდა სახლში თოვლში ამოგანგლული ტატო.
-ბიჭო, ფეიერვერკი კი არა იმხელა რაღაცეებია რომ გაისვრი ჩაგიტანს მიწაში - შეიცხადა გიომ.
-ხოდა ეგ ასწორებს! ეე აზრზე არ ხარ, მომეცი სად წაიღე - გაეცინა დამშვიდებულს.
- მთავრობა მოგვაკითხავს ტერორისტულ აქტზე - ფხუკუნით წამოდგა ფეხზე.
-მოგვაკითხონ! მე აქ დავხვდები - მედიდურად ასწია ნიკაპი ზემოთ.
-ნუ ხარ ბოდიალა და აჰა გამომართვი. იმენა პატარა ბავშვივით ხარ - ერთი დიდი ყუთი აიღო ბუხრის გვერდიდან და ძმაკაცს გაუწოდა.
-ვინმე დამეხმარეთ მიწაში ჩავარჭო რა, ძალიან ბევრია და გავიყინები მარტო - საწყლად გადმოგვხედა ყველას.
-მე წამოვალ! - ავწიე ხელი და მხიარულად გავემართე კარისკენ.
-ხომ იცით რომ ეს მარტო ყურებას გულისხმობს დახმარებაში. ვინმე წამოდით ბიჭებიდან - ისევ განაგრძო წუწუნი.
-მე წამოვალ - თქვა დემემ ბოხი ხმით და კურტკა მოიცვა.
-ძმა ხარ - გახარებულმა დაუტყაპუნა ხელი მხარზე.
სამივე გარეთ გავედით. ბიჭებმა ფეიერვერკების მიწაში ჩარჭობა დაიწყეს გასამზადებლად, მე კიდევ მაიმუნი პატარა ბავშვივით თოვლის გუნდა გავაკეთე და ტატოს ვესროლე.
-ნიტა, ვერ გადამირჩები იცოდე! - გამაფრთხილა თვალების ბრიალით. ტატოს ვინღა უსმენდა, ახლა დემეს გავუქანე. არანაირად არ ელოდა, დაბნეულმა გამომხედა და მეორე წამში მხოლოდ ის ვიგრძენი რომ უზარმაზარი გუნდა მომხვდა. დემე ახარხარდა და ჩემი გაბრაზებული სახის დანახვისას კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო.
-აი ეგრე გინდა შენ! ღირსი ხარ! - აყვა ტატოც.
-მოგკლავ იცოდე! - დავემუქრე დემეს და ახალი გუნდის გასაკეთებლად დავიხარე. წამოვიწიე თუ არა დავინახე, როგორ მორბოდა ჩემკენ, შემდეგ როგორ ჩამავლო ორივე ხელი და უზარმაზარ თოვლში ჩამაყირავა. თან ისე, რომ თვითონ ზემოდან ყოფილიყო და ადგომის საშუალება არ მოეცა.
-ცოტაც სცადე და გამოგივა - გამომწვევი მზერა მტყორცნა და სახე მომიახლოვა. კარგით რა! არ შემიძლია დემეს ასე ახლოს ყოლა. მძაბავს და მაბნევს. ნაჩქარევად ავაფართხალე ხელები და სახეში თოვლი ისე შევაყარე რომ ლამის ვაჭამე. ამის დანახვაზე კი კმაყოფილი ავკისკისდი.
-ავდგები და შენი საქმე ცუდად იქნება იცოდე! - ვემუქრებოდი და ვცილობდი პარალელურად გულისცემა როგორმე შემენელებინა - გამიშვიიი! - დავიწყე ხელ-ფეხის ქნევა.
-სანამ არ აღიარებ რომ დამარცხდი მანამდე ასე იწვები - ერთი ხელი ფეხზე ჩამავლო და გამიჩერა, მეორეთი კი ხელები დამიჭირა. გეფიცებით მთელს ტანში დენმა დამიარა და მოჯადოებულივით ენა ჩამივარდა. თვალებში შევხედე და მივხვდი, რომ საღი აზროვნების უბანი ტვინში აშკარად შეფერხებით მუშაობდა.
-ხელი გაუშვი! - ამ დროს ალექსანდრეს უკმაყოფილო ტონი გავიგეთ ორივემ და მისკენ გავიხედეთ.
-ალექსანდრე რა იყო? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-ძალიან მოგწონს თოვლში წოლა როცა დემე ზემოდან გაწევს? - მკითხა ცივი ტონით. ამის გაგებაზე დემემ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა, ხელები გამიშვა და მომშორდა.
-ადე - ხელი გამომიწოდა მეც მოვკიდე. აი ისევ ის პეპლები, რომელიც დემეს შეხებაზე ჩემს მუცელში ჩნდებიან. როდესაც ამაყენა, ალექსანდრეს ცივად გახედა და ისევ ტატოს შეუერთდა, მე კიდევ მასთან დამტოვა.
-რა გჭირს?! - ვკითხე გაღიზიანებულმა.
-მე რა მჭირს? შენ თვითონ როგორ იქცევი, ორი წლის ბავშვს გავხარ - შემეპასუხა და დავინახე როგორ აუელდა თვალები.
-ამას გართობა ქვია, თუ არ იცი რას ნიშნავს! - ხელები გადავაჯვარედინე და ცხოვრებაში პირველად ალექსანდრესთან ტონს ავუწიე. პირველად წავიკინკლავეთ და კინკლაობის მიზეზი აშკარად ეჭვიანობა იყო. რამდენიმე წამით გაჩუმდა, გარშემო მიმოიხედა, შემდეგ კი დამშვიდებულმა ისევ გამისწორა მზერა და ხელი ჩამკიდა.
-სალაპარაკო მაქვს და შეიძლება გვერდზე გავიდეთ?
-კი... - ვუპასუხე და თან თვალი დემესკენ გავაპარე, რომელმაც აშკარად გაიგო ალექსანდრეს ნათქვამი.
-არ მინდოდა რომ დამეყვირა... - ჩავიბურტყუნე დამნაშავე ტონით და თავი დავხარე. ვერ ვუძლებდი იმ ფიქრს, რომ ალექსანდრეს რამე უხეშად ვუთხარი.
-არაუშავს - ისევ ჩემი საყვარელი თბილი ღიმილით გამისწორა მზერა და ნაზად ჩამეხუტა.
-აღარ ვიჩხუბოთ რა - ხელები კისერზე მოვხვიე ჩემზე ერთი თავით მაღალ გიგანტს და ცხვირი მის კისერში ჩავრგე. შევეხე თუ არა ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი. ყოველთვის ასე ემართებოდა.. ახლაც ასე ქნა და მეც კმაყოფილებისგან ჩამეღიმა. ეს იმის ნიშანი იყო რომ აღარ მიბრაზდებოდა.
-ჩემი თბილი გოგო. ხომ იცი რომ ძალიან მიყვარხარ - შუბლზე მაკოცა და ნიკაპით მსუბუქად დამეყრდნო თავზე.
-ვიცი და მეც მიყვარხარ - ლოყაზე ვაკოცე და ღიმილით შევხედე მიმზიდველ მწვანე თვალებში. საკმარისი იყო რამდენიმე წამით თვალი არ მომეშორებინა და შევამჩნიე როგორ დაეძაბა სხეულში ყველა კუნთი. თვალები უფრო გაუნათდა და ტუჩებზე დამაშტერდა. მართალია გაშეშებული იყო, თუმცა წინასწარ ვგრძნობდი მოსალოდნელი მომენტის მოახლოებას და გული ამიჩქარდა. დაბნეულმა ავაფახულე წამწამები. ალექსანდრე ხან თვალებში მიყურებდა, ხანაც ტუჩებზე. მინდოდა გავქცეულიყავი, რადგან იმ მომენტში არ ვიცოდი რა მინდოდა, თუმცა მისი ხელები საიმედოდ იყო „ჩაკეტილი“. ნუთუ მასთან ვეღარ ვიმეგობრებდი? მეც არ ვიცი რა მინდოდა. მომწონდა? რთული სათქმელია მომწონდა თუ არა. ერთი შეხედვით ვერაფერს დაუწუნებდით, მაგრამ მეორე მხრივ რატომ ვერ ვგრძნობდი პეპლებს? დემესთან ხომ ვგრძნობდი. მაგრამ რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის „პეპლების“ არსებობა? ფიქრების კორიანტელი ტრიალებდა იმ წამს ჩემს თავში. გაშეშებული ვუყურებდი თვალებში და უბრალოდ განძრევას ვერ ვახერხებდი, თითქოს ყველანაირი ძალა წართმეული მქონდაო.
ნელა დაიხარა და კოცნის მოლოდინში ვიგრძენი როგორ ავხურდი. მსუბუქად ვიგრძენი მისი ცხვირის წვერი, შემდეგ ცხელი სუნთქვა და თვალები მიმელულა. ის-ის იყო ძალიან მსუბუქად ვიგრძენი მისი ტუჩები, რომ რაღაც საოცრად ძლიერ ხმაზე აფეთქდა და გულგახეთქილი შევხტი.
-მოგკლავ შე საწყალო! - გავიგე შაკოს ღრიალი, რასაც ტატოს ფართხალის ხმა მოყვა.
-ახალგაზრდა ვარ ჯერ!!! - კიოდა განწირული ხმით. შესაძლებლობა მომეცა თუ არა ალექსანდრეს მკლავებიდან დავუსხლტი და ხმაურისკენ წავედი.
-რა ხდება?! - ვიკითხე ჯერ კიდევ გულაჩქარებულმა და ვიგრძენი როგორ გამომყვა უკან ალექსანდრე, თან ხელი მსუბუქად მომხვია წელზე და კინაღამ იქვე ჩავიკეცე.
-ამ დებილმა ჩემხელა ყუმბარა ამიფეთქა - შემომჩივლა შაკომ, რომელიც თოვლში გაწოლილ ტატოს ზემოდან ეჯდა და გუნდებს აჭმევდა.
-კაი გავძეხი , გადადი ახლა - ახარხარდა ქვემოთ გაშხლართული.
-მოსაკლავი ხარ რა - გაეცინა ამასაც, ძმაკაცურად დაუტყაპუნეს ხელები ერთმანეთს და შერიგდნენ.
-მია სადაა? - ვიკითხე, როდესაც დაქალი იქ ვერ დავინახე.
-ოთახშია ზემოთ - მითხრა სახლიდან გამოსულმა ანამ.
-რაღაც საქმე ჰქონდა, წავალ ვნახავ - სიტყვები ერთმანეთს საჩქაროდ მივაყარე და სახლში შევვარდი. კარი გავაღე თუ არა დემეს შევასკდი პირდაპირ, თუმცა მაგისთვის სად მცხელოდა, უხმოდ ავუარე გვერდი და ოთახისკენ გავემართე. ყველაფერი მოვუყევი და ცოტა ხნით საწოლზე წამოვწექი რომ დავმშვიდებულიყავი.
-ბავშვებთან არ გინდა ჩავიდეთ? - მკითხა ფრთხილი ტონით.
-არ ვიცი... ჩადი თუ გინდა, ცოტახანს ვიწვები მე - ჩუმად ამოვიბურტყუნე.
-ჩემი შტერუკა - გვერდზე მომიწვა და მომეხუტა - მითხარი აბა რას ფიქრობ ალექსანდრეზე
-არ ვიცი... ალბათ იმას რომ მეგობრობა უფრო ადვილი იყო - სევდიანი თვალებით გავუსწორე მზერა და ამოვიოხრე.
-ხო მაგრამ სიყვარული გაცილებით უფრო მაგარია, დამიჯერე. იქნებ შანსი მისცე?
-მინდა რომ შანსი მივცე, მაგრამ არ მინდა მერე ვაწყენინო. მეშინია რომ საერთოდ დავკარგავ
-თუ არ სცადე ვერ გაიგებ. დამიჯერე ახლა უფრო ატკენ გულს თუ შანსს არ მისცემ
-ხო მაგრამ არაა ასე მარტივად. ალექსანდრე განსაკუთრებული რომ იყოს დემე ხო უნდა მეკიდოს? რატომ მემართება მთელი ელეთ-მელეთი მაგის შეხებაზე? - ვკითხე აღელვებულმა.
-არ ვიცი, მაგრამ დიდი შანსია გატაცება იყოს. ალექსანდრე დემეს დაგავიწყებს, მასთან სულ სხვანაირი გრძნობა გაკავშირებს შენც ხომ იცი
-იქნებ ეგ სხვანაირი გრძნობა მარტო მეგობრობაა?
-მარტო მეგობრობა რომ იყოს გაურკვევლობაში არ იქნებოდი. იტყოდი რომ მეგობარივით ვუყურებ და რა ვქნაო
-ეგეც მართალია... - კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ოთახში ალექსანდრე შემოვიდა
-ჩამოსვლას აღარ აპირებთ?
-კი, კი, ჩამოვდივართ - ფეხზე წამოხტა და მეც მას მივბაძე. ალექსანდრესთვის ზედაც არ შემიხედავს, თვალებში ვეღარ ვუყურებდი.
-არ გინდა ვილაპარაკოთ? - გასვლისას ყურში მიჩურჩულა და მეც იმწამსვე გავშეშდი. დამფრთხალი თვალებით ავხედე და შემდეგ შევამჩნიე რომ მია უკვე გამქრალი იყო.
-რავი... - დაბნეულად ამოვიბურტყუნე. გულისცემა იმდენად ამიჩქარდა რომ მეგონა ამოხტებოდა.
-ძალიან უცბად გაიქეცი - კარის ჩარჩოს მიეყუდა და ჩემი ერთი ხელი თავისაში მოიქცია.
-ხო ვიცი - მსუბუქად ჩავიცინე და გავბედე რომ მზერა გამესწორებინა. არ ვიცი ეს ბიჭი როგორ ახერხებს ასე თბილად მიყუროს!..
-არ მეგონა ოდესმე ასეთი შეშინებული თუ შემომხედავდი - ჩაილაპარაკა სევდიანად
-შეშინებული არ ვარ - მომენტალურად უარვყავი „ბრალდება“.
-როგორ არა, ძალიან კარგად გიცნობ. დაბნეული და აფორიაქებული ხარ - ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, თავი დახარა და ქვემოდან ამომხედა - ნიტა, მართლა მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ მაგრამ... მთლად მეგობრულად არა - ვგრძნობდი, რომ ამ სიტყვების თქმისას ღელავდა.
-აღარ გააგრძელო. ალექსანდრე... არ ვიცი რა მინდა და არ მინდა რომ ტყუილად გული გატკინო. უნდა დავფიქრდე, დაბნეული ვარ... თან ძალიან - ვუპასუხე დამნაშავე ტონით.
-მესმის რომ დაბნეული ხარ, მაგრამ გთხოვ შანსი მომეცი
-ვერა, იქნებ მერე მივხვდე რომ შევცდი? ძალიან ცუდად მოგექცევი და ამას არ იმსახურებ.
-რატომ ფიქრობ რომ ჩემთვის შანსის მოცემა შეიძლება შეცდომა იყოს?
-ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არაა, ახალ წელს გამოვტოვებთ - კიბისკენ გავიხედე და ხელზე დავქაჩე.
-ისევ გარბიხარ - ამოილაპარაკა უკმაყოფილომ
-არ გავრბივარ - ისევ ერთ ადგილას გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი - დრო მინდა მოსაფიქრებლად...
-კარგი, მაშინ დაველოდები შენს გადაწყვეტილებას - მითხრა მქრთალი ღიმილით.
-და... თუ გადავწყვიტე რომ შანსს ვერ მოგცემ? - ვკითხე აღელვებულმა.
-არ ვიცი, შეგუება მომიწევს...

პირველ სართულზე ჩავედით. მარი და გიო ერთად იყვნენ დივანზე მიწოლილები. მია და ლუკა რაღაცაზე ჭუკჭუკებდნენ. შაკო და ანა ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ. ვაკო, დემე და ტატო ერთად ბჭობდნენ რაღაცაზე. წყვილების მყუდროების დარღვევა არ მინდოდა და ამიტომ ბიჭებს შევუერთდი. ალექსანდრე ჩემს გვერდზე დაჯდა და ხელი ჰქონდა მოხვეული. დემე თითქოს ინტერესით გვიყურებდა. ყველაფერი მშვიდად იყო, თუმცა ამ ფაქტს მალე გაიგებდა ყველა. მე გოგოებს ვეტყოდი, ალექსანდრე შაკოს და ტატოს. ანა, რა თქმა უნდა, თავის ძმას - ვაკოს ეტყოდა. ვაკო კი დემესთან სავარაუდოდ ახსენებდა. ალბათ ლუკაც ასევე გაიგებდა.
მოახლოვდა თუ არა 12 საათი ბავშვებმა უკუღმა თვლა დავიწყეთ. მარიმ და გიომ მომენტალურად აკოცეს ერთმანეთს. მიამ და ლუკამ ერთმანეთისკენ გააპარეს ეშმაკური თვალები. ტატო და ვაკო უბრალოდ მხიარულად წამოხტნენ ფეხზე. შაკომ კი ანას აკოცა! ამის დანახვაზე ყველამ აღტაცებული შეძახილები დავიწყეთ და მივულოცეთ რომ საშველი დაადგეს და ამოგვასუნთქეს. ბედნიერი ანა გაკრეჭილი მალავდა თავი სახეს შაკოს კისერში და მასაც უდიდესი სინაზით ჰყავდა გულში ჩაკრული თავისი სატრფო. მათ შემდეგ თვალები დემესკენ გამექცა. მანაც შემომხედა და ოდნავ გამიღიმა, მეც გავუღიმე და ზუსტად იმ მომენტში ალექსანდრემ მაკოცა ლოყაზე „ახალ წელს გილოცავო“ და ისევ მომეხუტა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დემესკენ ამჯერად დამნაშავე ბავშვის თვალები გამექცა. ერთი წამით შემომხედა და შემდეგ ვაკოს და ტატოს შეუერთდა, ყურადღება აღარ მოუქცევია...
სუფრას მალევე მივუსხედით და კერძების უმეტესობა გადავსანსლეთ. აბა ამდენი ორმეტრიანი ბიჭი ადვილი გამოსაკვები კი არაა! გასუქების შიშით, ტრადიციულად, მალევე მოვშორდი სუფრას. მხოლოდ ჩემი საყვარელი ლიქიორი ავიღე და ბუხრის წინ გემრიელად მოვკალათდი. რა თქმა უნდა, პლედში გავეხვიე და სასმლის წრუპვა დავიწყე.
-ფრთხილად იყავი, მასე უფრო მოგეკიდება - გვერდზე ვაკო მომიჯდა და ჭიქა მომიჭახუნა.
-თუ რამეა საწოლამდე ხომ მიმიყვან? - ვკითხე გაკრეჭილმა. უკვე მქონდა დალეული რამდენიმე ჭიქა და ისიც მოქმედებდა.
-ალბათ მიტანა უფრო მომიწევს თუ მაგ ჭიქას ხელს არ გაუშვებ - გამაფრთხილებლად დამიბრიალა თვალები და ისევ ფეხზე წამოდგა - ნამცხვარი მინდა ისევ!
ვაკოს ღორმუცელობა ძალიან სასაცილოა. გიჟდება ტკბილეულზე და როცა არ უნდა შესთავაზოთ, რაც არ უნდა ბევრი ჰქონდეს ნაჭამი, გემრიელი სასუსნავისთვის მუდამ გამოძებნის ადგილს თავის კუჭში. როგორც თვითონ ამბობს, ამისთვის სპეციალურად აქვს მოწყობილი პატარა პერსონალური კუპე. რა ენაღვლება, გასუქებით ეგ არ არ სუქდება და!..
შემდეგ ტატომ გარეთ გაგვყარა ყველა, ჩემი ფეიერვერკები უნდა გავისროლოო. სანთებელათი მან, ვაკომ და შაკომ სულ სირბილით ჩამოუარეს და უნდა გენახათ რა ლამაზად ფეთქდებოდა ყველა ერთად.
-თქვენ კიდევ მეუბნებოდით რათ გინდა ამდენიო - ენა გამოგვიყო ტატომ ყველას
-მართლა რათ გინდოდა ამდენი - ახარხარდა ლუკა
-ოოო.. უჟმურები ხართ რა.. - ხელი ჩაიქნია მან და სახლში ბაკუნით შევიდა.
ყველანი შევედით და ცეკვა დავიწყეთ. საახალწლო სიმღერები გვქონდა ჩართული უზარმაზარი დინამიკებით გამაყრუებელ ხმაზე. ერთმანეთისაც არ გვესმოდა, უბრალოდ დავხტოდით და ვცეკვავდით. შემდეგ გარეთ გავედით და გუნდაობა დავიწყეთ. მერე ისევ დავლიეთ და ერთი სიტყვით მანამ ვერთობოდით, სანამ დაღლილობისგან ერთმანეთზე არ მიგვეძინა.

თვალები რომ გავახილე მისაღებ ოთახში სრული ქაოსი შევნიშნე. ალბათ კარგი იქნება თუ აღვნიშნავ, რომ ჭოტი ვარ. დილით ყოველთვის ადრე მეღვიძება. მართალია ძალიან მეძინება მაგ მომენტში ყოველთვის და შემიძლია ორ წამში ისევ მშვიდი ძილი გავაგრძელო, თუმცა რაც მთავარია მეღვიძება. არემარეს თვალი მოვავლე და შეშფოთებული შეძახილი აღმომხდა: ბიჭების ძირითადი ნაწილი ძირს ეყარა. მია და ანა ერთმანეთზე იყვნენ გადაკვანძულები, რომლებსაც ზემოდან შაკო ეწვა. მარი და გიო არსად ჩანდნენ. ალექსანდრეს ძირს გაშხლართულს ეძინა, მასზე ლუკა იწვა, სულ ზემოდან კი ტატო, რომელსაც საეჭვოდ ჰქონდა მოთხვრილი მთელი სახე კრემით. ჰმმ... ნეტავ რა მოხდა? მეც ძირს ვიწექი, თუმცა თავქვეშ ბალიში მქონია, დემეს კი ჩემი მუცელი გამოუყენებია ბალიშის მაგივრად და ხელები წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული. მშვიდად ფშვინავდა და მგონი გაღვიძებას კიდევ დიდხანს არ აპირებდა. ესენი კარგი, მაგრამ ვაკო სად იყო? თავი შეძლებისდაგვარად წამოვწიე და კიბეებზე გადაწოლილი, უგონოდ დაგდებული სხეული დავინახე. აი ვაკოც! დავიჯერო მარის და გიოს იმდენის თავი ჰქონდათ, რომ ოთახში ავიდნენ?
ამდენმა ფიქრმა თავი ამატკია და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი. უეცრად დემემ თავი უფრო კომფორტულად მოათავსა ჩემს მუცელზე და მეც გამახსენდა, რომ ამხელა გიგანტის მკლავებში ვიყავი მოქცეული... არ ჯობდა ძილი გამეგრძელებინა? როცა გავაანალიზე თუ როგორ იყო დემე ჩემზე აწეპებული იმწამსვე დამიარა ჟრუანტელმა. როგორმე უნდა მომეშორებინა, მაგრამ თან გასაღვიძებლად შემეცოდა. მარა ისე რა დროს შეცოდება იყო? გული მქონდა ამოვარდნაზე!
ცოტა ავფართხალდი, იქნებ გაეღვიძოს და მიხვდეს რომ მომშორდესთქო, თუმცა ერთადერთი რაც ქნა იყო ის, რომ თვალები მოიფშვნიტა და ზემოთ ამოცოცდა. მკერდზე თავის დადება არ მოეწონა ვაჟბატონს და როცა კისერი იპოვა კმაყოფილი გაჩერდა. ეს ან ვერაა და ან ისევ მთვრალია! ხელები კვლავ წელზე დატოვა და ყელთან დაბინავებულმა კმაყოფილმა ამოიხვნეშა. გაგიკვირდებათ და არანაირი სურვილი არ მქონდა დემეს მოვშორებოდი. ვაღიარებ, რომ იმწამს უკიდურესად მქონდა გულისცემა აჩქარებული, თუმცა კომფორტულ დისკომფორტს ვგრძნობდი. ცოტახანში მისი სუნამოს სუნიც მომივიდა და მთლიანად გამოვშტერდი. ჭკუა მეკეტება როცა ბიჭს კარგი სუნამო ასხია. ასეთ ეიფორიულ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც მარის კივილი გავიგე და ყველამ მომენტალურად დავცქვიტეთ ყურები.
-რა ხდება? - თვალები მოისრისა შაკომ.
-ცოლობა სთხოვა ასიანი - ჩაილაპარაკა ვაკომ.
-დაგვაძინონ, თორემ მაგათ ვანახებ მე ქორწილს - დაიმუქრა უკმაყოფილო ალექსანდრე.
-რამდენს კივით რა იყო - ამოიბურტყუნა ნახევრად მძინარე მიამ.
-გოგო მარი თხოვდება, რა დროს ძილია - ფეხზე წამოვარდა ანა და სამზარეულოდან ხტუნვით მომავალ მარის გადაეხვია.
-სამზარეულოში რა გინდოდათ? - ვიკითხე საოცრად დაინტერესებულმა.
-მგონი ტკბილეულის ჭამაში მიგვეძინა. მთელი პარკია გამქრალი - მიპასუხა მომღიმარმა გიომ. მთელი ამ დროის განმავლობაში დემეს მხოლოდ ოდნავ ჰქონდა თავი წამოწეული. არც კი მოაფიქრდა მომშორებოდა. ეს კიდევ ალექსანდრემ დაინახა და შევამჩნიე როგორ ჩაუდგა თვალებში მრისხანე ცეცხლი.
-გილოცავთ! უნდა აღვნიშნოთ! - ბიჭები წამოიკრიფნენ და ყველა წყვილს გადაეხვია.
-დემე გამიშვი, უნდა ავდგე - ამოვიოხრე და ავხვანცალდი.
-აა, უი... - დაბნეული მომშორდა და თვითონაც წამოდგა.
-კრემით რომელმა დამსვარეთ აღიარეთ! - იმედგაცრუებული სახით გადმოგვხედა ყველას ტატომ.
-ეგ რომ მახსოვდეს რაღა მიჭირს - ხელი აიქნია შაკომ.
-აუუ... მერამდენეეედ!.. - აბუზღუნდა ტატო და პირის დასაბანად გაეშურა.
-როგორ ვახერხებთ რომ ეს საწყალი ყოველ წელს დათხუპნული იღვიძებს? - აფხუკუნდა ალექსანდრე
-არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ შემდეგ წელს ყველა ვარიანტში კამერებს დავაყენებ - გაეცინა ვაკოს.
-რა კარგი ახალი წელიაა. ამ ორმა საშველი დაადგეს და ეს ორი ქორწინდება - ჩაილაპარაკა მიამ ღიმილით.
-ხო მაგრამ დანარჩენებსაც გვინდა პარტნიორები, თორემ თავს დაჩაგრულად ვგრძნობ - ლეკვის თვალებით გადმოგვხედა ტატომ.
-შენ ვის უნდა მოეწონო - მუშტი გაკრა მხარზე შაკომ.
-შენ თუ მოეწონე მე რითი ვარ ნაკლები - ამაყად გაეჭიმა წინ.
-ჩვენ მოწონებას გადავახტით და პირდაპირ სიყვარულზე გადავედით - განაცხადა შაკომ და ანა ჩაიხუტა.
-კარგით რა, თქვენი სისაყვარლით ნუ მოგვკალით, მშურს! - ხელი აიქნია მიამ და სამზარეულოში გავიდა. მას ლუკა მიყვა ეშმაკური ღიმილით.
-შეგიძლია მითხრა სამ კაცს ერთმანეთზე რატომ გეძინათ? - იკითხა დემემ და ბიჭებს გადახედა.
-გეუბნები წინა წლის გამო გავპიდარასტდითქო - გაეკრიჭა ტატო.
ეჭვიანი ალექსანდრეს ხასიათის ცვლილებები უკვე ძალიან მღლიდნენ. ისევ უხასიათოდ იყო და მობეზრებული გამომეტყველებით სვამდა ლიმონათს.
-მაგხელა თმებს რომ დავარცხნა უნდათ არ იცი? - ვკითხე მხიარულად და გვერდზე მივუჯექი.
-სად მაქვს ახლა დავარცხნის თავი, ფეხზე ძლივს ვდგავარ. არ უნდა დამელია იმდენი რა - გამიღიმა და შოკოლადს დაწვდა - შენ არ გინდა?
-არა, წავალ ყავას გავაკეთებ ყველასთვის - ფეხზე წამოვდექი და სამზარეულოში გავედი. მია და ლუკა მხიარულად ჭუკჭუკებდნენ, ამიტომ ისევ უკან გამოსვლა ვარჩიე და დავუბარე ყავა გააკეთეთ ყველასთვისთქო. არ მინდოდა ხელი შემეშალა მომავალი გვრიტებისთვის.
მე კურტკა მოვიცვი და გარეთ გავედი, რომ იქნებ სიცივეს მაინც გამოვეფხიზლებინე ბოლომდე.
-ოჰო, გუშინ ეზო გადაგვითხრია - ზურგს უკან დემეს ხმა გავიგე. გვერდზე დამიდგა და ეზოს თვალი მოავლო.
-შენი თხრის ნიჭის ძაღლებს ნამდვილად შეშურდებათ - გავუცინე და კარის ხმაურზე უკან გავიხედე. ალექსანდრე გამოვიდა და სიგარეტს მოუკიდა.
-ხო მართლა, კომფორტული ბალიში იყავი - გამეკრიჭა მხიარულად
-ყველას არ აქვს ჩემზე ძილის პატივი - ამაყად გავიშალე მხრებში
-ხო მართლა, აზრზე არ ვარ მანდ საიდან და როგორ აღმოვჩნდი და იმედი მაქვს არ გაგჭყლიტე - მითხრა ღიმილით.
-გაჭყლიტავდი აბა რა იქნებოდა - უპასუხა ალექსანდრემ.
-გაგიკვირდება და თავს გადასარევად ვგრძნობ - თვალები დავუბრიალე გაღიზიანებულმა.
-კაია - ცივად გამიღიმა, სიგარეტი გადააგდო და შიგნით შევიდა.
-რა პრობლემა აქვს? - მკითხა დემემ გაღიზიანებული ტონით
-არაფერი, უბრალოდ...
-არაფერი კი არა ძალიან მენაგლება და ურჩევნია შეირგოს ამდენს რომ ვუთმენ - გამაწყვეტინა და მუშტი დაჭიმა.
-იმედია ჩხუბს არ აპირებ - ვუთხარი აღელვებულმა
-არ ვაპირებ თუ ყელში არ ამომიყვანს. რადგან მოსწონხარ იმას არ ნიშნავს რომ მისი საკუთრება ხარ. გასაგებია რომ ეჭვიანობს, მაგრამ არანაირი უფლება არ აქვს რამე დაგიშალოს
-არც მიშლის - გადავედი თავდაცვაზე. მეც არ ვიცი ალექსანდრეს რატომ ვიცავდი მაშინ, როდესაც დემეს სრულიად ვეთანხმებოდი.
-ნუ, მართალი ხარ... დაშლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მაგრამ ზედმეტად აშკარა უკმაყოფილებას გამოხატავს როდესაც ჩემთან ერთად გხედავს. ალბათ ჩემი ეშინია - თავისთვის ჩაეცინა და დამაბნეველი თვალებით შემომხედა.
-საიდან მოიტანე რომ ეშინია - ეს ბიჭი უფრო და უფრო უახლოვდებოდა სახიფათო სივრცეს. არ ვიცი დემესთან ასე გახსნილად რატომ ვლაპარაკობდი ალექსანდრეზე. იდეაში პირადი ცხოვრების ნახევრად უცნობ ადამიანთან განხილვა უხერხულია ხოლმე... თუმცა ასეთ უხერხულობას ნამდვილად არ ვგრძნობდი.
-ჩემში კონკურენტს ხედავს. დამიჯერე ბიჭები ასე ვართ მოწყობილები. დარწმუნებული ვარ აჩქარდება და თუ უკვე არა, ძალიან მალე გამოგიტყდება გრძნობებში
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი - ოდნავ მოვიბუზე და ისე ვუთხარი.
-როგორც გინდა. თუ რამე ცუდად გამომივიდა ბოდიში, არ მინდოდა. უბრალოდ ზედმეტად პირდაპირი ვარ ზოგჯერ და იმას ვამბობ რასაც ვგრძნობ ან ვფიქრობ - თბილად გამიღიმა და შევამჩნიე როგორ გადმოტანა მზერა თვალებიდან ტუჩებზე და ისევ თვალებზე.
-არაუშავს...
-ცხვირი ისევ აგიწითლდა - გაეცინა და მომიახლოვდა - გათბობა არ გაწყენდა, წამო შიგნით შევიდეთ.
სახლში შევდგი თუ არა ფეხი, ყავის მძაფრი სუნი მეცა. ყველას ერთი ფინჯანი ეჭირა ხელში და ნამცხვრებთან ერთად წრუპავდნენ.
-ჩვენთვისაც დატოვეთ ყავა? - იკითხა დემემ.
-კი, სამზარეულოშია - უპასუხა ანამ.
-მე მოგიტან, შენ ბუხართან დაჯექი - დამიბარა დემემ და საქმიანად გაემართა სამზარეულოსკენ. ბუხართან ალექსანდრე იჯდა. როგორ არ მინდოდა ახლა მისი გაბრაზებული თვალების ყურება!..
მის გამოსაცდელად მაინც წინ დავუჯექი. თავისთვის იჯდა და დიდად ყურადღება არ მოუქცევია. ვაკოსთან საუბარში იყო გართული.
-აი შენი ყავა. რამე მისაყოლებელი ხომ არ გინდა? - მკითხა დემემ და გვერდზე მომიჯდა. მისი ხმის გაგებისთანავე მოატრიალა თავი ალექსანდრემ ჩვენკენ, ერთი ღრმად ამოისუნთქა და ისევ ვაკოს მიუბრუნდა.
-არ მინდა, მადლობა - გავუღიმე და ყავა გამოვართვი.
-ხალხო, ქორწილი როდის გაქვთ? - ინტერესით იკითხა შაკომ.
-რომ დათბება მერე გვინდა, გაზაფხულზე სავარაუდოდ - თქვა მარიმ ბედნიერი ღიმილით.
-უკვე გაგითამამდა საცოლე? - გაეცინა ვაკოს.
-ცოლია მთავარი, აბა ვინაა - გაიჭიმა მარი.
-ვინ და ქმარი! - შეეწინააღმდეგა გიორგი.
-კი აბა! მე როგორც მინდა ისე უნდა იყოს ყველაფერი! -ფეხი დააბაკუნა მომავალმა პატარძალმა.
-როგორც მე მინდა ისე იქნება - მშვიდად ჩაუკრა თვალი გიომ.
-გეგონოს - ენა გამოუყო მან.
-დაგიმტკიცებ, გინდა?
-მიდი აბა!
-წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ. ჯვარი გაზაფხულზე დავიწეროთ, მაგრამ მინდა რომ ოფიციალურად ჩემი ცოლი იყო! - განაცხადა მყარად.
-უიმე, სულ გაგიჟდი ხო? - აკისკისდა მარი.
-არ გავგიჟდი, ასე მინდა!
ბევრი ბჭობის და მარის წუწუნის შემდეგ მაინც ჩავლაგდით მანქანებში და ხელის მოსაწერად თბილისში ჩამოვედით. მგონი ასე სპონტანურად ჯერ არავინ დაქორწინებულა. ხელი რომ მოაწერეს მარიმ შემდეგ გააანალიზა როგორი კმაყოფილიც იყო. მთელი გზა ხუმრობდა ჩემს კლანჭებში გამოგიჭირე და ვეღარსად გამექცევიო. ბიჭები კი ხუმრობით უსამძიმრებდნენ თავისუფლების სამუდამოდ დაკარგვას.

ბედობას კვლავ გუდაურში დავბრუნდით. ყოველ წელს ვიბედებთ რომ ერთად და მხიარულად ვიყოთ.
-გამახსენეთ რომ შემდეგ ბედობას მაინც გავაგდო ეს ტკიპა გარეთ - შემოგვჩივლა ტატოს მაიმუნობით დაღლილმა ალექსანდრემ.
-მე კიდევ კამერები გამახსენეთ აუცილებლად. ერთი ახალი წელი მაინც ხომ უნდა მახსოვდეს თავიდან ბოლომდე - გაეცინა ვაკოს.
-აუ მილიონი მომეცით და არც თქვენი კამერა მინდა და არც არაფერი - უპასუხა ტატომ.
-მომინდომა მილიონი - უპასუხა ლუკამ.
-თქვენი ხელის მოწერა არ უნდა აღვნიშნოთ? - თავი წამოღო დივანზე კომფორტულად გაწოლილმა ვაკომ.
-ისედაც სულ რაღაცის აღნიშვნაში ხართ, კიდევ სმის დაბედება გინდათ? - ხელი აიქნია მარიმ.
-უნდა აღვნიშნოთ, აბა ისე როგორ შეიძლება - ტაში შემოკრა შაკომ.
-ისევ უნდა დალიო? - ჰკითხა ტუჩებდაბუშტულმა ანამ.
-არა, იმდენს აღარ დავლევ ჩემო ფერია - გაუღიმა შაკომ და აკოცა.
-რომელიმე ბარში წავიდეთ და ჩვენი პონტი გავისწოროთ - თქვა ლუკამ.
-გუდაურში რომელი ლაუნჯი გაგიჩითო - ახარხარდა ტატო.
-ჩვენით მოვაწყოთ ბარი აქ! - წამოიძახა აღფრთოვანებულმა მიამ.
-ვაიმე თავს უშველეთ ახლა რაღაც დებილიზმს წამოროშავს! - აღმოხდა სასოწარკვეთილ ვაკოს და თავში ხელები იტაცა. მიამ კი იმწამსვე შეუბღვირა.
-ეს დიდი მაგიდა კედელთან დავდგათ და სასმელები და რამე მისაყოლებელი დავაწყოთ. დინამიკები ლეპტოპს მივუერთოთ და მუსიკაც გვექნება. ასევე მაღაზიაში ნაძვის ხის მოსართავი ნათურები ვიყიდოთ და ოთახში კედლებზე გავაკრათ რომ როცა დაღამდება ჩამქრალ შუქში რაღაცეები დავინახოთ
-კარგი იდეაა - მოიწონა მარიმ. მას ბიჭებიც აყვნენ და საბოლოოდ გადავწყვიტეთ რომ სასმელი და ნათურები გვქონდა სადმე საყიდელი.
-ოღონდ აუცილებელი პირობაა შესაბამისად ჩავიცვათ! - თითი ჰაერში აწია მიამ - თორემ ასე პიჟამოებში და ჯემპრებში ცეკვა არ ასწორებს - დაამატა ბურდღუნით.
-გეთანხმები სრულიად - ხელები აწია ანამ.
დემე და ტატო სასმელებზე წავიდნენ. ვაკო და ანა ნათურების საყიდლად. დანარჩენები კი შინ დავრჩით ოთახის მოსაწყობად და სასუსნავების მოსამზადებლად.
-დახმარება ხომ არ გინდა? - ალექსანდრემ სამზარეულოში მომაკითხა და მომეხუტა.
-კი, იმ ჭიქებს თუ ჩამომიღებ სკამზე ასვლა აღარ მომიწევს ასაღებად - გავეკრიჭე და კარადაზე ვანიშნე.
-ახლავე... - აუჩქარებლად მიუახლოვდა კარადას და ყველა ჭიქა მაგიდაზე დამიწყო.
-კიდევ რით გემსახუროთ ქალბატონო? - გამიღიმა და ისევ ჩემკენ დაიძრა.
-არაფრით, მადლობთ დახმარებისთვის - მეც ავყევი საუბრის მანერაში და თან შოკოლადის პატარა ნამცხვრები თეფშზე ლამაზად გადავანაწილე.
-როცა ფუსფუსებ ძალიან საყვარლად გამოიყურები - ზურგიდან მომეხუტა და კისერში მაკოცა. ხმა არ გამიცია, ანდაც რა უნდა მეთქვა... გული ამიჩქარდა და ავღელდი. იმან უფრო ამაფორიაქა, როდესაც მისი ხელები წელზე ვიგრძენი.
-ალექსანდრე, გაჩერდი - ვუთხარი აფორიაქებულმა შეცვლილი ხმით.
-რატომ არ უშვებ იმ აზრს, რომ ძალიან კარგი წყვილი ვიქნებით? დარწმუნებული ვარ შენც გსიამოვნებს ჩემთან ყოფნა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ჯიუტობ
-არ ვჯიუტობ. გითხარი არ ვიცი რა მინდათქო
-როგორ შეიძლება ეგ არ იცოდე. გულის სიღრმეში იცი... აი მაგალითად მე ვიცი რომ შენთან ყოფნა მინდა და შენს გარდა ყველა მაგრად
-გაჩერდი, ალექსანდრე! - უფრო გავუძალიანდი და მოვშორდი.
-გეწყინა? - მკითხა დაბნეულმა დამნაშავე მზერით
-როცა გეუბნები გაჩერდითქო უნდა გაჩერდე და ვსიო! - ცოტა უხეშად ვუპასუხე და მისაღებ ოთახში გავედი დანარჩენებთან.
ამ დროს კარი გაიღო და დემე სასმელებით ხელში შემოვიდა. ალექსანდრე კი სამზარეულოდან გამოვარდა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა გარეთ, თან ისე, რომ დემესთვის არც შეუხედავს და გასვლისას უხეშად გაკრა მხარი. დემემ ერთხელ დაჭიმა შეკრული მუშტი და სამზარეულოში შევიდა მძიმე ნაბიჯებით. მას ტატოც შემოყვა
-არ იფიქროთ რომ ეს მთლიანად უნდა დავლიოთ. ასე ახალგაზრდას სიკვდილი არ მინდა - განაცხადა ტატომ მანამ, სანამ დავიწყებდით იმაზე ლაპარაკს, თუ რამდენი სასმელი იყიდეს. დემემ ალექსანდრეს საქციელზე გაურკვეველი თვალებით გამომხედა და მე ჩემი დამნაშავე მზერა შევაგებე. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა ალექსანდრესთან ვიყავი დემეს წინაშე თავს რაღაცნაირად დამნაშავედ ვგრძნობდი.
რამდენიმე წუთში და-ძმაც მოვიდნენ. ანას ხელში ნათურებით გავსებული ორი დიდი პარკი ეჭირა. გოგოებმა გადავანაწილეთ რას საით დავამაგრებდით, ბიჭებს კი ჩაქუჩები და ლურსმნები ჩავაბარეთ. მხოლოდ ყვითელი ნათურები იყიდეს, რათა ნაძვის ხე არ დაეჩრდილა ფერად განათებას. თანაც ასე უფრო რომანტიული გარემო იქნებაო, განაცხადა ანამ.
რომანტიული გარემო მინდოდა მე? არ ვიცი ალექსანდრე სად იყო გამქრალი, თუმცა გამოპრანჭვის დრო ისე მოვიდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. მაინტერესებდა სად იყო, თუმცა მასზე გაბრაზებული ვიყავი და არ ვაპირებდი მის მოსაძებნად წასვლას, თუმცა შაკოს დავუძახე და ყველაფერი ვუთხარი.
-გიოს რომელ კაბაში უფრო მოვეწონები? - იკითხა მარიმ და წითელი და თეთრი კაბა მიიდო ტანზე.
-მგონი ჯობია თეთრი ჩაიცვა, მომავალი პატარძლის პონტში - გაუღიმა მიამ.
-კი, მეც ეგრე ვფიქრობ, თან ეგ სტილი უფრო გიხდება - დავეთანხმე მეც.
-შენ რის ჩაცმას აპირებ? - მკითხა ანამ და თან თავისი კაბების თვალიერებას შეუდგა.
-ჩემი საყვარელი შავი კაბის ჩაცმა მინდა - ამოვაფარფატე შავი კაბა და ქუსლიანი ფეხსაცმელიც გვერდზე დავუდე - თან ახალია და ერთი სული მაქვს როდის ჩავიცვამ
-სულ უნდა გააგიჟო საწყალი ალექსანდრე თუ რა ხდება - გაეცინა ანას
-არა მარტო - ეშმაკური თვალების ბრიალით უპასუხა მიამ და ანასთან ერთად აკისკისდა.
-რა გამოვტოვე? - იკითხა მარიმ.
-ახლა ვართ იმ ეტაპზე, სადაც ვერ გაგვირკვევია დემე მოსწონს თუ ალექსანდრე - სიტუაციაში გაარკვია ანამ.
-არაა სასაცილო - გავიბუსხე ვითომ გაბუტული.
-სასმელი რომ მოგეკიდება მერე გაიგებ რა გინდა, დამიჯერე - დამამშვიდა მარიმ - მე მასე მივხვდი რომ გიორგი მიყვარდა, თორემ ხომ ხედავდი რა დღეში ვიყავი. ჯიუტად გავიძახდი მაგ დებილში რა უნდა მომწონდესთქო - უდარდელად აიქნია ხელი.
-ვაიმე თუ ერთი დალევა მიშველიდა აქამდე გეთქვა, ამოვისუნთქებდი - გავიხუმრე და კაბის ჩაცმას შევუდექი.
-ოუუუ, ნიტა დაგვინდეე! - დაიწყეს გოგოებმა აღფრთოვანებული შეძახილები.



-მორჩით ახლა ჩემს ნერვებზე თამაშს! - დავტუქსე სამივე და ფეხსაცმელიც მოვირგე. ერთადერთი რაზეც ვოცნებობდი ის იყო, რომ კისერი არ მომემტვრია. დემესთან სიახლოვისას ამის ტენდენცია შევნიშნე.
ბოლო დონეზე გამოწყობილი გოგოები სათითაოდ გავლაგდით ოთახიდან. პირველი მარი გავუშვით, კიბესთან გიო მოუთმენლად ცქმუტავდა და როდესაც საცოლე დაინახა თვალები გაუბრწყინდა. მათ დანახვაზე სითბოთი ჩამეღიმა და ჩემდაუნებურად დემეს ძებნა დავიწყე... დი-ჯეი ვაკოსთან ერთად იდგა და ხელში სასმელი ეჭირა. მანაც გამოიხედა ჩემკენ და არამგონია მომჩვენებოდა როგორ გაშეშდა. ვაკო რაღაცეებს ლაპარაკობდა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ იმ მომენტში ჩემზე იყო გადმორთული. ყოველ ნაბიჯზე მისი მზერის თანხლება ტვინს მირევდა. სასუსნავების მაგიდასთან მივედი და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მშიოდა ჯერ მაინც სასმელი მოვიყუდე.
-ბარმენი თქვენს განკარგულებაშია - გამეკრიჭა შაკო.
-შენ და ბარმენობა? რამე არ დალეწო - გამეცინა და მორიგი ჭიქა ჩამოვისხი. თან შოკოლადის ორცხობილა ავიღე, რომ დაუმორჩილებელი შიმშილის გრძნობა როგორმე დამეოკებინა. - ალექსანდრე იპოვე? - ვკითხე ინტერესით.
-კი, გარეთაა... შემოვალო, რაღაც საქმეზე ლაპარაკობს - დამამშვიდა და ანასკენ წავიდა სურვილით სავსე მზერით.
-ოჰო, შენ ნამდვილად აღარ ხუმრობ! - მომიახლოვდა თვალებაციმციმებული დემე. ეს ბიჭი იმდენად იშვიათად ამბობს კომპლიმენტებს, რომ როცა მეღირსება ხოლმე მაშინვე უცნაურად მიხარია. -ძალიან გიხდება ეგ კაბა - გამიღიმა და თვითონაც ჩამოისხა ვისკი.
-მადლობა - მორცხვად ავარიდე თვალები.
-მოდი ჩვენი გაცნობის სადღეგრძელო დავლიოთ - ჭიქა მომიჭახუნა და დალია. მეც მივიტანე გამაბრუებელი სასმელი ტუჩებთან და მოწყურებულივით გადავცალე. თავში ყველაფერი დატრიალდა და შიგნიდან სულ ავხურდი. კაია... სასმელი მოქმედებას იწყებდა. ეს საღამო ძალიან მჭირდებოდა საფიქრალისგან თავის დასაღწევად. რამდენიმე ჭიქაც და უკვე ყველაფერი მეკიდა. რასაც მოვისურვებდი იმას ვიზამდი და ამაში აზროვნება ხელს ვერ შემიშლიდა, ვინაიდან ეგ უბანი უკვე წარმატებით გავთიშე.
-ამდენი სმა ცუდად გაგხდის, ჯობია შეისვენო - შენიშნა შაკომ.
-არ გინდა ვიცეკვოთ? - მომიბრუნდა დემე და ერთ ხელი გამომიწოდა. თავი უხმოდ დავუქნიე, ჭიქა მაგიდაზე დავდე და მისი შეხებისას ტრადიციულად დავლილი ჟრუანტელის გამო ოდნავ ჩამეღიმა...


..........................
ვერ წარმოიდგენთ როგორ მახარებს თქვენი კომენტარებიი! <3
მართლა ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო რომ არ დაიზარეთ და დააკომენტარეთ, იმხელა სტიმულს ვიღებ თქვენი თბილი სიტყვებისგან რომ ვერ წარმოიგდენთ <3
ერთ-ერთ თქვენგანს აინტერესებდა დემეს პროტოტიპს რა ქვია. კომენტარებში კი ვუპასუხე, თუმცა თუ არ წაგიკითხავს აქაც დავწერ lucas partyka
ველი შეფასებას... <3






№1 სტუმარი Guest Eka

Auuu me aleqsandreskeb vaaaar!!!!!

 


№2 სტუმარი qeti.ii

სასწაული გოგო ხარ!შემაყვარე თავი ამ ისტორიით,აქამდე არ გიცნობდი,ახალი ვარ,მოკლედ სხვაც დავიწყე შენი ისტორიებიდან სასწაულად წერ ასე გააგრძელე,დემე მომწონს მე,ალექსანდე ვიზუალურად კი კაი ტიპია მაგრამ ქცევები არ უვარგა,არ იცის როდის უნდა გაჩერდეს,მოკლედ ავითვალწუნე,
მიდი დეემეეე!
პ,ს მე ვიყავი ვისაც აინტერესებდა დემეს სახელი და მადლობა,კომენტარი ვნახე,დადებითი თვისება გაქვს რომ ცდილობ ყველა მკითხველს სათანადო ყურადღება მიაქციო,შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდა წავიკითხე თუ არა კომენტარი,მაგრამ არა აქაც დაწერე,ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში.დიდი კომენტარების წერა მეზარება ამიტომ გეტყვი,ზე კარგი ცარ,ასე გააგრძელე,და არ გვალოდინო❤❤❤❤❤

 


№3 სტუმარი მოცინარი

Uux, ra kai msuye tavi iyo :-P kargi xar shen <3

Me mainc demesken var <3 ise, shen mainc romeli mogwons rogorc Kaci?????? @):-

 


№4  offline მოდერი ანკა

Guest Eka
Auuu me aleqsandreskeb vaaaar!!!!!

:D :D ♡♡♡♡♡ or gundad gagkavit :D

qeti.ii
სასწაული გოგო ხარ!შემაყვარე თავი ამ ისტორიით,აქამდე არ გიცნობდი,ახალი ვარ,მოკლედ სხვაც დავიწყე შენი ისტორიებიდან სასწაულად წერ ასე გააგრძელე,დემე მომწონს მე,ალექსანდე ვიზუალურად კი კაი ტიპია მაგრამ ქცევები არ უვარგა,არ იცის როდის უნდა გაჩერდეს,მოკლედ ავითვალწუნე,
მიდი დეემეეე!
პ,ს მე ვიყავი ვისაც აინტერესებდა დემეს სახელი და მადლობა,კომენტარი ვნახე,დადებითი თვისება გაქვს რომ ცდილობ ყველა მკითხველს სათანადო ყურადღება მიაქციო,შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდა წავიკითხე თუ არა კომენტარი,მაგრამ არა აქაც დაწერე,ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში.დიდი კომენტარების წერა მეზარება ამიტომ გეტყვი,ზე კარგი ცარ,ასე გააგრძელე,და არ გვალოდინო❤❤❤❤❤

dzalian didi madlobaa ♡♡♡ ra tkma unda, kvela mkitxvelis azri mnishvnelovania chemtvis ♡ mixaria rom sxva motxrobebic mogecona ^^ dzalian gamaxare tkbiloo ♡♡♡

მოცინარი
Uux, ra kai msuye tavi iyo :-P kargi xar shen <3

Me mainc demesken var <3 ise, shen mainc romeli mogwons rogorc Kaci?????? @):-

hmm rtuli satkmelia... Garegnul mxareze tu mekitxebi zogadad shavgvremnebs vanicheb upiratesobas mara qerebic xshirad momconebia :D mtavaria rija ar ikos da danarcheni nebismieri momcons^^ aleksandre da deme rom shevadarot orive tanabrad kacuria mgoni, gadavkeke mteli saitebi magat dzebnashi :D

 


№5 სტუმარი მოცინარი

[quote=მოცინარი]Uux, ra kai msuye tavi iyo :-P kargi xar shen <3

Me mainc demesken var <3 ise, shen mainc romeli mogwons rogorc Kaci?????? @):-[/quote]
hmm rtuli satkmelia... Garegnul mxareze tu mekitxebi zogadad shavgvremnebs vanicheb upiratesobas mara qerebic xshirad momconebia :D mtavaria rija ar ikos da danarcheni nebismieri momcons^^ aleksandre da deme rom shevadarot orive tanabrad kacuria mgoni, gadavkeke mteli saitebi magat dzebnashi :D[/quote]

Ui chemsavit yofilxar :-) mec shavgvremanebi momwons da jgaltmianebi ar miyvars (nu mArto tyupi uizlebi :ddd)

 


№6 სტუმარი qeti.ii

ლუკას სახელიც მითხარი ნამდვილი,ნიტასიც და შაკოსიც,მჭირდება

 


№7  offline მოდერი ანკა

qeti.ii
ლუკას სახელიც მითხარი ნამდვილი,ნიტასიც და შაკოსიც,მჭირდება

samcuxarod lukasi ar vici... :((
Nita aris Barbara Palvin
Shako aris Chace Crawford ♡♡♡


მოცინარი
Ui chemsavit yofilxar :-) mec shavgvremanebi momwons da jgaltmianebi ar miyvars (nu mArto tyupi uizlebi :ddd)

getanxmebi :dd ai arvici rato mara shavgvremnebi mainc sxvanairad simpatiurebi mechvenebian, magram ra tkma unda gemovnebaze ar daoben :D kvelas sxvadasxvanairi moscons ^^

 


№8 სტუმარი Guest გოგონა შავი თვალებით

2 ragacas gtxov da uari ar mitxra ra
1)Maris namdvili saxeli mitxari ra (rac fotozea im gogos)
2) gios suratic daamate Ra

 


№9 სტუმარი ))

Kargiiyooonufrooo da ufrooo momwonsss male Dade raa gtxovvv moutmenlad veli rodis iqneba gagrdzeeba RAC shilebaMALEE RAAA TOREE MOBKVDII INTERESEITTT ISEE DEMEE KAITIPICHANSSS KIARADAAA VAFREN ISE MOMWONS MISI PESONAJIII

 


№10  offline მოდერი ანკა

Guest გოგონა შავი თვალებით
2 ragacas gtxov da uari ar mitxra ra
1)Maris namdvili saxeli mitxari ra (rac fotozea im gogos)
2) gios suratic daamate Ra

სამწუხაროდ მარის ნამდვილი სახელი არ ვიცი... თვალიერებისას წავაწყდი და ძალიან რომ მომეწონა გადმოვწერე, მაგრამ ვერაფრით ვერ გავარკვიე რა ქვია, ბოდიში :((
გიორგის რაც შეეხება, ხვალ გიორგის სურათსაც დავამატებ და ტატოსაც <3 ისეთებს მოვძებნი ვისი სახელიც მეცოდინება, რომ თუ დაგაინტერესებთ მოძებნოთ <3 <3 <3

))
Kargiiyooonufrooo da ufrooo momwonsss male Dade raa gtxovvv moutmenlad veli rodis iqneba gagrdzeeba RAC shilebaMALEE RAAA TOREE MOBKVDII INTERESEITTT ISEE DEMEE KAITIPICHANSSS KIARADAAA VAFREN ISE MOMWONS MISI PESONAJIII

ძალიან გამახარე თბილო <3 <3 <3 დიდი მადლობაა <3 ხვალ აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს... მეც ახლა ვწერ ამ მოთხრობას და უფრო მალე ვერ მოვახერხებ, თორემ უფრო დიდ თავსაც დავდებდი <3

 


№11 სტუმარი ))

Warmatebebiii ❤❤❤

 


№12 სტუმარი qeti.ii

გავიგე ლუკას სახელი jey alvarrez ასე ქვია

 


№13  offline მოდერი ანკა

))
Warmatebebiii ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობაა <3
qeti.ii
გავიგე ლუკას სახელი jey alvarrez ასე ქვია

ვაუუ ყოჩაღ! გაღიარებ :დდ <3 მე ვერაფრით ვერ ვიპოვე. ხვალ დავწერ რომელი პერსონაჟების პროტოტიპების სახელებიც ვიცი <3

 


№14 სტუმარი სადისტი

მე დემესკენ ვაააააააააარ!

 


№15  offline მოდერი ანკა

სადისტი
მე დემესკენ ვაააააააააარ!

უნდა დაგაბნიოოოოთ! :დდდ <3

 


№16  offline წევრი qeti.ii

ანკა
))
Warmatebebiii ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობაა <3
qeti.ii
გავიგე ლუკას სახელი jey alvarrez ასე ქვია

ვაუუ ყოჩაღ! გაღიარებ :დდ <3 მე ვერაფრით ვერ ვიპოვე. ხვალ დავწერ რომელი პერსონაჟების პროტოტიპების სახელებიც ვიცი <3
მე კი არა კარალევა მარგო აღიარე,მან მითხრა :დდდ

ხო მეც მაინტერესებს ყველას სახელი ვინც იცი და დაველოდები,ესეიგი ხვალ იქნება მესამე თავი ხო?

 


№17  offline მოდერი ანკა

Kii, xval mesames davdeb aucileblad ^^ <3 neta icodet reebi gelit :dddd

 


№18 სტუმარი ))

Mmm damaintrige :D #ანკა

 


№19  offline მოდერი ანკა

))
Mmm damaintrige :D #ანკა

vmaimunob cotas :dd intriga kaia, tkvens dabnevas vcdilob :D <3 <3 <3

 


№20 სტუმარი ))

Ertisulimaq rodis dadeb au tan ufrro didi tavi Dade raa :D :D dzaan cnobismoyvarevar da mainteresebs movlenebis ganvitareba ❤

 


№21  offline მოდერი ანკა

ახლაც ვწერ და თუ ავაღწიე უფრო დიდ ზომამდე აუცილებლად დავდებ :დდ <3 შევეცდები ყველანაირად გპირდები ^^ <3 <3 <3

 


№22  offline წევრი Kalina

დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს, ანკა.
დამანახვე, რომელს უფრო მოსწონს(ან უყვარს, თუმცა სიყვარული ჯერ ჰორიზოტზე არ ჩანს).
წარმატებები.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№23  offline მოდერი ანკა

მარიკუნაა♥️
დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს, ანკა.
დამანახვე, რომელს უფრო მოსწონს(ან უყვარს, თუმცა სიყვარული ჯერ ჰორიზოტზე არ ჩანს).
წარმატებები.

nel-nela daganaxebt ^^ cotaxans gaurkvevloba minda :d <3

 


№24 სტუმარი მოცინარი

ანკა
მარიკუნაა♥️
დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს, ანკა.
დამანახვე, რომელს უფრო მოსწონს(ან უყვარს, თუმცა სიყვარული ჯერ ჰორიზოტზე არ ჩანს).
წარმატებები.

nel-nela daganaxebt ^^ cotaxans gaurkvevloba minda :d <3

უუხ, შე მაიმუნო შენა! გაურკვევლობა+ინტირანო (წავაიტალიურე)
პ.ს. ან წავაესპანურე
პ.ს.ს. ფუი რანაირი დასაწერია წავაიტალიურე და წავაესპანურე?! დამაწყვითა ნერვები

 


№25  offline წევრი ლუკკიანეცცი

აუუ ანკა რა კარგი გოგო ხარ შე ინტრიგანო:P ვგიჟდები შენს ისტორიებზე და ალექსანდრეს ნუ მიწვალებ და მიტანჯავ თორე არ ვიცი რას გიზააამ:D:D ძაან შემიყვარდა და მაგისკენ ვარ მე, მარა ისე ვარ ვერანაირ პროგნოზზს ვერ ვაკეთებ.

 


№26  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ ორივე თავი ერთად წავიკითხე და ისევ ისეთი კმაყოფილი ვარ,როგორც შენს სხვა ისტორიებზე.ძალიან კარგი იყო.რა ვქნა მე ალექსანდრე რომ მომწონს მანდამაინც არ ვიცი.რა სისულელეც არ უნდა ჩაიდინოს (ეს ისე, თორემ იმედი მაქვს ამ ისტორიაში არ გაბოროტდება) მაინც ეგ მინდა ნიტასთან რომ იყოს,დემეც მომწონს,მაგრამ მაინც ალექსანდრე რა

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი,თან ასეთი მაგარი ისტორიით
--------------------
ლანა

 


№27  offline წევრი qeti.ii

გეუბნებე დემე-მეთქი ალექსანდრემ არ იცის როდის გაჩერდეს,კი შეიძლება უყვარს მაგრამ,გოგოს სურვილს პატივს არ ცემს,მართლა რა ინტრიგანი ხარ რა მოითმენს ახლა.

 


№28  offline მოდერი ანკა

მოცინარი

უუხ, შე მაიმუნო შენა! გაურკვევლობა+ინტირანო (წავაიტალიურე)
პ.ს. ან წავაესპანურე
პ.ს.ს. ფუი რანაირი დასაწერია წავაიტალიურე და წავაესპანურე?! დამაწყვითა ნერვები

წაიტესპანურობა ხომ არ დაგვერქმია? :დდ <3

ლუკკიანეცცი
აუუ ანკა რა კარგი გოგო ხარ შე ინტრიგანო:P ვგიჟდები შენს ისტორიებზე და ალექსანდრეს ნუ მიწვალებ და მიტანჯავ თორე არ ვიცი რას გიზააამ:D:D ძაან შემიყვარდა და მაგისკენ ვარ მე, მარა ისე ვარ ვერანაირ პროგნოზზს ვერ ვაკეთებ.

თანდათან გააკეთებთ :დდ <3 <3 <3 მადლობა საყვარელო <3

La-Na
მოკლედ ორივე თავი ერთად წავიკითხე და ისევ ისეთი კმაყოფილი ვარ,როგორც შენს სხვა ისტორიებზე.ძალიან კარგი იყო.რა ვქნა მე ალექსანდრე რომ მომწონს მანდამაინც არ ვიცი.რა სისულელეც არ უნდა ჩაიდინოს (ეს ისე, თორემ იმედი მაქვს ამ ისტორიაში არ გაბოროტდება) მაინც ეგ მინდა ნიტასთან რომ იყოს,დემეც მომწონს,მაგრამ მაინც ალექსანდრე რა

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი,თან ასეთი მაგარი ისტორიით

ძალიან დიდი მადლობაააა <3 როგორ გამახარე ვერ წარმოიდგენ მართლა <3 შევეცდები იმედები გაგიმართლოთ! <3 <3 <3

qeti.ii
გეუბნებე დემე-მეთქი ალექსანდრემ არ იცის როდის გაჩერდეს,კი შეიძლება უყვარს მაგრამ,გოგოს სურვილს პატივს არ ცემს,მართლა რა ინტრიგანი ხარ რა მოითმენს ახლა.

რამდენიმე საათში დავდებ :დ ჯერ-ჯერობით წერის პროცესში ვარ :დდდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent