შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები (3)


31-07-2017, 16:19
ავტორი ანკა
ნანახია 4 352

-არ გინდა ვიცეკვოთ? - მომიბრუნდა დემე და ერთი ხელი გამომიწოდა. თავი უხმოდ დავუქნიე, ჭიქა მაგიდაზე დავდე და მისი შეხებისას ტრადიციულად დავლილი ჟრუანტელის გამო ოდნავ ჩამეღიმა...
ყველაფერი სურვილით მოცულ ბურუსში იყო გახვეული. ვერ წარმოიდგენთ რა სასიამოვნოა როცა ყველაფერი გკიდია. როცა თავისუფალი ხარ. ამბობენ თავისუფლები მარტო გიჟები არიანო, თუმცა მე დავამატებდი, რომ მთვრალი ადამიანიც გიჟივით თავისუფალია.
ჩვენი დიჯეი ძალიან კარგად ასრულებდა თავის ფუნქციას. სწრაფი სიმღერების შემდეგ შესვენებებისთვის ნელს რთავდა და ჩვენც, ხტუნაობისგან დაღლილები, ბედნიერად ვაგრძელებდით ტანის ნელ რხევას. რაც შემეხება მე... მთლიანად დემეზე ვიყავი გადართული. სიმღერის მელოდიას ვგრძნობდი და მისი გამომწვევი რიტმები ჩემს ემოციებზე მყისვე მოქმედებდნენ. ხელები მის კისერზე მქონდა მოხვეული, მას კი წელზე. მართალია უბრალოდ ვცეკვავდით, თუმცა თვალებით ერთმანეთს ვბურღავდით. არ ვიცი რატომ ვაშტერდებოდი ასე ძალიან, თუმცა სუსტ განათებაზე მისი მოციმციმე მწვანე თვალები ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდნენ. თვითონაც ჩემს მზერაში იყო ჩაკარგული, სახე გაშეშებოდა. არანაირი ემოცია არ ეტყობოდა, მხოლოდ თვალები უელავდა და პერიოდულად ტუჩებს ილოკავდა, თუმცა მის თვალებს მაინც ვერ ვწყდებოდი. როცა შევატყვე, რომ მზერა ჩემი ტუჩებისკენ გაექცა, დავიბენი, მექანიკურად მეც ქვედა ტერიტორიების დაზვერვა დავიწყე და ვიგრძენი როგორ მძაფრად შემიპყრო სურვილმა. აუტანელი იყო ეს გრძნობა, თუმცა ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო თავს ვიკავებდი. ან უბრალოდ ზედმეტი განძრევის ძალა არ მქონდა...
ნელი დარტყმები ისევ სწრაფმა რიტმმა შეცვალა და ჩვენს შორის არსებული მუხტიც, რომელიც გახეთქვის პირას იყო შედარებით ჩაცხრა. საბოლოო განადგურებაში კი მარიმ და გიომ ითამაშეს უდიდესი როლი, როდესაც შემთხვევით დაგვეტაკნენ. ხმის ამოღება ვერ მოვახერხე. დემეს მსუბუქად მივეჯახე და როდესაც ხელი კისერზე მოვისვი შევამჩნიე, რომ ჩემი საყურე სადღაც გამქრალიყო. თვალები ისევ დემეს სახეზე ავაცოცე და შემდეგ ირგვლივ დავიწყე ყურება სამკაულის პოვნის იმედით, თუმცა იმ სიბნელეში რას ვიპოვიდი. თან შეიძლებოდა ვინმემ ფეხი გაკრა და ახლა სულაც სხვა ოთახში ეგდო.
-ჩემი საყურე... - ამოვიბურტყუნე ძლივს გასაგებად
-რა? ვერ გავიგე.. - მკითხა დემემ დაძაბული ტონით. სიმღერა მართლაც იმხელა ხმაზე გუგუნებდა, რომ საკუთარი ხმაც არ მესმოდა.
-სა-ყუ-რე! - დავუმარცვლე და ხელით ვანიშნე აღარ მიკეთიათქო. ისიც გამოფხიზლდა და ირგვლივ ყურება დაიწყო, თუმცა გავაჩერე და ვუთხარი არ გინდა მერე მოვძებნოთ თუ არა და არა უშავსთქო.
-როდის დაკარგე? - შემომხედა გაურკვევლობაში მყოფმა
-არ ვიცი... საპირფარეშოში წავალ და ისევ დავბრუნდები - დავუბარე და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას ტუალეტისკენ.
ტუალეტისკენ მიმავალმა ალექსანდრეს მოვკარი თვალი, რომელიც სახლში შემოვიდა. ჩემი გზა გავაგრძელე. სახეზე ცივი წყალი მესიამოვნა. თვალწინ გამიელვა დემეს ნახევრად განათებულმა სახემ და გონება დამებინდა. ვარაუდით გავედი დერეფანში და უღონოდ გავჩერდი, როდესაც ალექსანდრე დავინახე. ჩემი ასეთი ქმედება აშკარად გაუკვირდა და მომიახლოვდა
-კარგად ხარ? - მკითხა შეწუხებულმა.
-ცოოოოტა დავლიე - გავუცინე და თითებით ვაჩვენე აი ამდენითქო
-გეტყობა - ჩაიცინა და ხელი წელზე მომხვია - მგონი ჯობია სუფთა ჰაერზე გაგიყვანო
-არა, ცეკვა მინდა - დავაბაკუნე ფეხი, თან მეორე საყურე მოვიხსენი და იქვე მივაგდე.
-როგორი მოუსვენარი ხარ - ამოიოხრა ღიმილით და საცეკვაოდ გავედით
-ზედმეტად ფხიზელი ხარ თუ მეჩვენება? - ვკითხე მოჭუტული თვალებით რომ უკეთესად დავკვირვებოდი.
-ამწამს მოვრჩი რაღაც საქმის მოგვარებას, როდის მოვასწრებდი დალევას - მიპასუხა ნიშნისმოგებით და ამასობაში ცეკვაც დავიწყეთ. ირგვლივ მიმოვიხედე და იმედგაცრუებულმა დავუბრუნე ჩემი მზერა ალექსანდრეს, როდესაც დემე ვერსად ვერ შევნიშნე. ნეტავ სად გაქრა... ეს ორი მგონი შეთანხმებულები არიან რომ ან ერთს ვხედავდე ან - მეორეს. ხელები კისერზე მოვხვიე და მთელი ტანით ავეწეპე. თვალები ჯიუტად გამიშტერა და ვიგრძენი როგორ დამიარეს ჭიანჭველებმა ზურგზე. ეს ალბათ წელზე მოთამაშე თითების ბრალი იყო... და კიდევ სასმლის. მას დემეზე უფრო სავსე ტუჩები ჰქონდა. თვალები მისკენ გამექცა და ერთი წამით დავფიქრდი რა მოხდებოდა ახალ წლამდე მისთვის რომ მეკოცნა... იქნებ იმ მომენტში იმდენად ვყოფილიყავი მისი ზეგავლენის ქვეშ მოქცეული რომ ერთად ყოფნაზე დავთანხმებულიყავი? მგონი ჩემი ტვინი ფიქრს უსასტიკესად მთვრალ მდგომარეობაშიც კი არ წყვეტს. თუმცა ფიქრით იფიქროს, რას მიშლის... მთავარია ჩემს ქმედებებზე ვერ ახდენს ვერანაირ ზეგავლენას.
ალექსანდრემ ლოყაზე, ტუჩთან ახლოს ნაზად მაკოცა, მე კიდევ თვალები დამეხუჭა ჩემდა უნებურად. ტუჩები გავილოკე და მსუბუქად ვიკბინე. ამ ქმედებამ აშკარად მიიპყრო ალექსანდრეს ყურადღება და მზერა ტუჩებზე გადმოიტანა. სურვილმა მძლია და მილიმეტრის მეასედებით მისკენ გავიწიე. იმ მომენტში კოცნა მწყუროდა, ვგრძნობდი რომ მოვკვდებოდი თუ არ ვაკოცებდი. ჩემს წინ მდგომის თვალებში ცეცხლი აკიაფდა. თავი ვერ შეიკავა და საკოცნელად დაიხარა. ზუსტად ეს მინდოდა... კოცნის მოლოდინში თვალები დავხუჭე და ზუსტად მაშინ, როდესაც მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი, თვალწინ დემეს თვალებმა გადამირბინეს. შევკრთი და უკან გავიწიე, ალექსანდრე კი სრულ გაურკვევლობაში დავტოვე, საკოცნელად ხომ მე გავიწიე... გარშემო ყველა მიმართულებით დავიწყე თვალების ცეცება და ჩახუთულობა ვიგრძენი.
-გამიშვი, ჰაერზე გასვლა მინდა - მოკლედ მივაყარე სათქმელი ერთმანეთს და აჩქარებული ნაბიჯით გავედი გარეთ.
ფეხი გავდგი თუ არა სუსხიანმა ნიავმა დაუბერა და მთელს ტანში უსიამოვნო სიცივემ დამიარა. რამდენიმე წამიც და სრულიად გავიყინებოდი რომ არა გარეთ გამოსული ვაკო.
-ამ ყინვაში გარეთ ასე რომ გამოდიხარ რაზე ფიქრობ? - დამიცაცხანა გაბრაზებულმა, ხელი დამავლო და სამზარეულოში გამიყვანა, სადაც მოგუგუნე მუსიკა შედარებით ხმადაბლა ისმოდა.
-რა იყო, ყველა ფხიზელი ხართ ჩემ გარდა? - დავიწუწუნე და ხელებით მაგიდას დავეყრდენი.
-სხვათაშორის, ამ მომენტში მარტო მე ვაზროვნებ საღად - მიპასუხა ნიშნისმოგებით და წყლიანი ჭიქა გამომიწოდა - არა, მართლა რაზე ფიქრობდი
-არ ვიცი, გაგრილება მომინდა - მხრები ავიჩეჩე უდარდელად.
-როგორი შტერი მყავხარ - გაეცინა და მომეხუტა.
-შტერი ნამდვილად ვარ, მაგაში არ შეგეწინააღმდეგები - გამეცინა და მის მკლავებში კომფორტულად მოვთავსდი. - არ გინდა შენს დას მიაქციო ყურადღება? - მხიარულად ავუპაჭუნე თვალები.
-მაგას შაკო ყავს უკვე, მე აღარ ვჭირდები... ეჰჰ, გამეზარდა გოგო - დაიწყო მაიმუნობა.
-მე ხო ისევ გყავარ - ავხედე ლეკვის თვალებით.
-უჰჰ... შენ მოუშორებელი ჭირი მყავხარ, მგონი შინაბერად დარჩენას აპირებ - ახარხარდა და ჩემგან მსუბუქი მუშტიც მიიღო მკერდში.
-დამპალო... წავალ მე რამეს შევჭამ, თორემ ისევ მშია...
-მიდი, მეც მალე გამოვალ... სასმელები გაგვითავდა და გადავხედავ რომლები გამოვიტანო - გაეცინა და ბოთლებიან პარკს ხელი დაავლო.
მისკენ აღარ გამიხედავს, პირდაპირ გავაგრძელე სიარული და მოცეკვავე მიას და ლუკას დავეტაკე. რა მჭირს?! ირგვლივ მიმოვიხედე და დავინახე როგორ იკავებდა ფანჯარაზე მიყუდებული დემე სიცილს. შევუბღვირე და პირდაპირ მისკენ წავედი
-რაზე იცინი? - ავეტუზე წინ
-იმაზე, რომ ყოველ დღე მინიმუმ ერთხელ ახერხებ კოორდინაციაში სასტიკად ჩაფლავდე - მხიარულად გამიცინა და ენა გამომიყო.
-არადა ასე არასდროს არ მემართება - გულწრფელი სინანულით გავხედე და თავი გავაქნიე.
-აბა ახლა დაიწყე? - ისევ უმატა სიცილს.
-ნუ დამცინი, იცოდე განანებ - თვალწინ ავუტანე საჩვენებელი თითი.
-ხვალ აღარ გემახსოვრება ლამაზო - თითი ძირს ჩამოწია და მოკიდებული ხელი უფრო კომფორტულად ჩამკიდა. მომენტალურად ვიგრძენი მუცელში გაჩენილი პეპლების ფართხალი. თვალს არ მაშორებდა, თითქოს მიწვევდა. სასმლის გამო გარშემო ყველაფერი ტრიალებდა, თუმცა დემეს აშკარად ვხედავდი. გაუნძრევლად იდგა თუმცა ჯიუტად ვგრძნობდი მისგან წამოსულ მუხტს. სავარაუდოდ მეც მისნაირ მდგომარეობაში ვიყავი. მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი თვალებს უფრო სწრაფად ვახამხამებდი და ვცდილობდი ჩემს ტვინში არსებული მილიონი აზრიდან ერთს მაინც ჩავჭიდებოდი, თუმცა უშედეგოდ... სრულიად ყველაფერი ბუნდოვანი და არეული იყო დემეს გარდა. მხოლოდ მის თვალებს და ტუჩებს ვხედავდი, მკაცრი ნაკვთებით... და კიდევ მისი ხელის სიმხურვალეს, რომელიც ჩემ ტანში აღწევდა და მთელს სისხლს მიდუღებდა. თავი თითქმის შეუმჩნევლად დახარა ძირს, თუმცა მე ესეც შევნიშნე. თვალები აემღვრა, თუმცა ეს სურვილისგან ამღვრეული თვალები ნამდვილად არ იყო.
-კარგად ხარ? - ვკითხე დაეჭვებულმა და გამიკვირდა ენის მობრუნება როგორ მოვახერხე.
-ისე რა... - გამიღიმა შეძლებისდაგვარად - არაყი არ უნდა ამერია მგონი, შენც კი ბუნდოვნად გხედავ - მიპასუხა მძიმედ.
-გინდა გარეთ გავიდეთ? - ვკითხე მზრუნველი ტონით. უხმოდ დამიქნია თავი და ზანტი ნაბიჯებით და ბარბაცით გაემართა კარისკენ, თან მოკიდებული ხელით თავისკენ გამიყოლა. ინერციით მივყვებოდი. სიმართლე გითხრათ არ ვიცი მე უფრო მრუდე ხაზზე დავდიოდი თუ დემე. ისიც მიკვირს ამდენი რამე რომ მახსოვს და პირდაპირ გაურკვეველ მდგომარეობაში რომ არ გავიღვიძე საშინელი თავისტკივილით.
გარეთ გავედით და მე ისევ გავიყინე.
-ძალიან ცივა, შიგნით შევალ - ვუთხარი კბილების კაწკაწით.
-იყავი რა - ლეკვის თვალებით შემომხედა და მოკიდებული ხელი უფრო დაჭიმა. შეწინააღმდეგების არც ძალა მქონდა და არც სურვილი - მოდი მე ჩამეხუტე და გათბები. ახლა ისე მცხელა მზად ვარ თოვლში თავით გადავხტე... - ეს მითხრა და მიმიხუტა. ვერც გავიაზრე ისე აღმოვჩნდი მის უზარმაზარ მკლავებს შორის. გული ამიჩქარდა და მუხლები ამიკანკალდა. თავი სრულიად უსუსურად ვიგრძენი, თუმცა იმდენად მსიამოვნებდა დემეს შეხება გეგონებათ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ვარო. გაყინული ცხვირი მის კისერში ჩავმალე და მასაც მომენტალურად გააჟრჟოლა
-აუ მართლა არ გაცივდე, შედი თუ გინდა - მითხრა შეწუხებულმა და ხელის გაშვება დააპირა, თუმცა ტკიპასავით ავეკარი და ხმაამოუღებლად განვაცხადე უარი მას მოვშორებოდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ შემწინააღმდეგებია. უნდოდა რომ იქ ვყოფილიყავი და ამიტომ უფრო დიდი მონდომებით მიმიხუტა.
-კურტკაც არ მაცვია რომ მოგცე. გამოგიტან, ან შენც შემოდი - ისევ არ გაჩუმდა და ახვანცალდა. მგონი ცხოვრებაში პირველად მოხდა ისე, რომ მე ბიჭის მკლავებში მოქცეული მშვიდად ვიყავი და ბიჭი იქეთ ხვანცალებდა.
-აუუ, ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობ, გასკდა თავი - შევჩივლე ტუჩებდაბუშტულმა და თვალებში შევხედე.
-კარგი, თუ სიარული გეზარება აქ დამელოდე - გამიცინა და გაქრა. ზუსტად 5 წამში ისევ უკან დაბრუნდა, თუმცა იმ ხუთ წამში ჩემმა გამთბარმა სხეულმა თავიდან მოასწრო გაყინვა. გეფიცებით, დემეზე მიხუტებულს საერთოდ არ მციოდა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მოსაცმელი რომ არ გამოეტანა ჩემი გაცივების შანსი 100%-ს გადასცდებოდა. ახლა „გამოძრომის“ შანსი მაინც მქონდა, თუმცა მაინც ღირსი ვიქნებოდი ხვალ თუ სიცხიანი გავიღვიძებდი და არც დავიწუწუნებდი. უტვინო უნდა იყო აბა რა უნდა იყო, როცა გარეთ ყინავს და მოკლე კაბით დგახარ.
დავინახე თუ არა, პირდაპირ მისკენ გადავგდი ნაბიჯი და სასურველი სითბოს მოლოდინში ძლიერად ჩავეხუტე.
-კანკალებ კიდეც? იცოდე ხვალ თუ გაცივდი ჩემი ხელით მოგკლავ - დაიწყო ბუზღუნი და მე კიდევ სიცილი ავტეხე. სულ სხვანაირი ხმა ჰქონია მთვრალ დემეს. ან მე მესმოდა სხვანაირად, რადგან მეც არ მქონდა ნაკლები დალეული.
-ფენომენი ხარ რა - გავეხუმრე და დემეს ხელები წელზე ვიგრძენი. ფრთხილად მომახურა თავისი უზარმაზარი კურტკა და ცდილობდა ისე ჩამხუტებოდა რომ მოსაცმელი ძირს არ გადავარდნილიყო.
-როგორ გავიგო შენი განაცხადი? - მკითხა დაინტერესებულმა და თვალებში შემომხედა. მეც შევაგებე ჩემი თვალები. პასუხი არ გამიცია. უბრალოდ ძალიან მეზარებოდა და ლაპარაკისთვის ენერგიის დახარჯვა მენანებოდა. ნეტავ ოდესმე ვინმეს თუ ემართება ჩემნაირი უცნაურობები? როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას რომ რამდენიმე სიტყვის თქმა მღლის და დამეზარაო.
ალბათ ჯობდა რამე მეპასუხა, რადგან ჩუმი გარემო ისევ ჩვენს ემოციებზე აგრძელებდა თამაშს. დემეს ლოდინში დაპატარავებული მუხტი მისი შეხებისთანავე გაიზარდა და იმწამს უკვე გასკდომაზე იყო. თანაც არც ერთს არ გვქონდა სურვილი ხელი შეგვეშალა ამ „აფეთქებისთვის“.
ჩემკენ დაიხარა და მეც მისკენ გავიწიე. ძალიან ავღელდი. ტვინის მოაზროვნე უბანი განგაშის ზარებს სცემდა, თუმცა თქვენც კარგად იცით, რომ მეკიდა. ვაანალიზებდი, რომ ეს შეიძლებოდა დიდი შეცდომა ყოფილიყო, თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი მისი ტუჩები შემეგრძნო, რომ არაფერს არ ვუსმენდი. საკუთარი ფიქრებიც კი ჩავახშე. თვალები დავხუჭე და როგორც კი მისი მოახლოებით გამოწვეული სითბო ვიგრძენი ყველა კუნთი მომიდუნდა. უკვე სიცივისგანაც აღარ ვკანკალებდი.
ცხელი ბაგეების შეხება ვიგრძენი და მოწყურებულივით დავეწაფე. ერთადერთი ფიქრი, რომელიც იმწამს თავში მიტრიალებდა ის იყო, რომ ეს კოცნა არ მინანია. შეიძლება საღ გონებაზე შეცდომად ჩამეთვალა, მაგრამ ჩემი მთვრალი გონება თვლიდა რომ სწორად ვიქცეოდი და ამიტომ სურვილიც იმატებდა.
დემე საოცრად ვნებიანი იყო. აშკარა იყო, რომ მასაც ჩემსავით ჰქონდა ვნებები აშლილი, თუმცა ჩემდა გასაკვირად არ ჩქარობდა. როგორღაც ახერხებდა რომ თავი იდეალურად მეგრძნო. მომთხოვნად მკოცნიდა და წელზე მოხვეული ხელებიდან ერთ-ერთი ზურგზე ამოასრიალა. სასიამოვნო ტალღამ კიდევ ერთხელ დამიარა მთელს ტანში. ძლივს მოვახერხე გრძნობების დაოკება. დემეც დამშვიდდა და მეც მას ავყევი. როდესაც მომშორდა ტუჩებს ვეღარ ვგრძნობდი. თვალებში შეხედვას ვერ ვბედავდი და ჯიუტად მივჩერებოდი ბაგეებზე, არადა ვგრძნობდი, რომ თვითონ თვალებში მიყურებდა. რამე უნდა მეღონა რომ ამ უხერხული სიტუაციიდან თავი დამეღწია. პოზიცია არ შემიცვლია - კვლავ დემეს კისერზე ვიყავი ჩამოკიდებული. ხელები უბრალოდ გაშეშებული მქონდა, ძალაწართმეული ვიყავი და უნარი არ შემწევდა რომელიმე კუნთი სწორად ამემუშავებინა.
-ნიტა, შეგიძლია შემომხედო, ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი - გავიგე ყურში დემეს ტკბილი ჩურჩული და მექანიკურად ავხედე თვალებგაფართოებულმა. ვცდილობდი მისი ემოცია წამეკითხა, მაგრამ იმდენად ვიყავი საკუთარი გრძნობების გარკვევით დაკავებული, რომ მარტო მწვანე თვალებს ვხედავდი. იმ გამომწვევ, დამაბნეველ მწვანე თვალებს, რომლებიც ყოველგვარ ძალას მართმევდნენ.
-თავი ვერ შევიკავე და... არ ვიცი რა მომივიდა... - ავლუღლუღდი დანაშაულზე წასწრებული პატარა ბავშვივით.
-თავი ვერც ერთმა ვერ შევიკავეთ, რადგან ორივეს გვინდოდა. თავს რატომ იმართლებ... რატომ ართულებ სიტუაციას ნიტა - გამაწყვეტინა და არეული მზერა მომაპყრო.
-მე არ ვართულებ, თავისთავადაა რთული - თავი გავიმართლე და ხელები ოდნავ დაბლა ჩამოვაცოცე. მინდოდა მოვშორებოდი და გავქცეულიყავი ამ უხერხულ მომენტს, როდესაც ნამდვილად არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, მაგრამ დემეს მკლავებს გარეთ საშინლად ციოდა. კარამდე მანძილიც კატასტროფულად დიდად მეჩვენებოდა
-ამ არაჩვეულებრივ მომენტს აფუჭებ...
-არ ვაფუჭებ
-აი ისევ მედავები - გაეცინა და ლოყაზე თბილად მაკოცა. ამ ყინვაში ამდენი სითბო საიდან ჰქონდა ნამდვილად არ ვიცი. გულის ერთ კუნჭულში თავს დამნაშავედ ვთვლიდი ალექსანდრეს წინაშე, მაგრამ თან მიკვირდა რომ ამ კოცნას არ ვნანობდი.
-რა გინდა რომ გითხრა - ახლა მე გადავედი შეტევაზე.
-არაფრის თქმა არაა საჭირო, საიდან დაასკვენი რომ აუცილებელია ილაპარაკო - გამიღიმა და მეორე ლოყაზე მაკოცა. თვალებიდან უსაზღვრო სითბო ეღვრებოდა და მეც ამ მორევში ვიყავი ყელამდე ჩაძირული. მის ნათქვამს დავუჯერე და ენას კბილი დავაჭირე. გული ჩიტივით მიფართხალებდა, ვნებიან მწვანე თვალებს ვუყურებდი და ისევ სურვილის მატებას ვგრძნობდი. ბაგეებზე ჯერ კიდევ დამრჩენოდა კოცნის თბილი კვალი.
-გაჩუმება სახიფათოა - ჩამეცინა და მანაც გაიღიმა.
-თბილ ოთახში რომ ვიყოთ დაგეთანხმებოდი, მაგრამ აქ არანაირი საშიშროება არაა გარწმუნებ - უდარდელად ახარხარდა.
-ამის შესახებ არავისთან არ თქვა, გთხოვ - ისევ ალექსანდრე გამახსენდა და ლეკვის თვალებით ავხედე.
-რააა? - იმწამსვე შეწყვიტა სიცილი და გამოშტერებულმა პირი დააღო.
-სასმელი მოქმედებდა. თავი ვერ შევიკავეთ და ამიტომ გაკოცე
-ხო მაგრამ, ეგ რა შუაშია - გაუკვირდა და აღელდა - თავის შეკავება საჭირო იყო? - ნელ-ნელა მოემატა ბრაზი და მე კიდევ უსუსურად ავიწურე.
-კი - მოკლედ მოვუჭერი და თავი დავხარე. რაღა ახლა ვფხიზლდებოდი ნელ-ნელა!
-ძალიან მომწონხარ და შენთან ყოფნა მინდა. ვგრძნობ რომ არც შენ ხარ ჩემს მიმართ გულგრილი. ხელს რა გვიშლის იმაში, რომ ერთად ვიყოთ? - ახლა უკვე გაბრაზება იმედგაცრუებამ შეცვალა.
-ალექსანდრეს ცუდად მოვექეცი, არ უნდა მეკოცნა...
-ალექსანდრეს? თქვენს შორის რამე ხდება?! - დაიბნა და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი - გავჯიუტდი და მზერა ავარიდე.
-ასე არ შეიძლება ნიტა. მე მეგონა თქვენს შორის არაფერი არ იყო და ახლა უკვე დავიბენი სიმართლე გითხრა...
-გამომიტყდა მიყვარხარო, მე კიდევ ვუთხარი დრო მჭირდება მოსაფიქრებლადთქო. ახლა შენთან კოცნის ნაცვლად იმაზე უნდა ვფიქრობდე ალექსანდრეს რა პასუხი გავცე! - ბურთი ყელში გამეჩხირა და დემეს მოვშორდი. სახლში შევედი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. მესმოდა ნაბიჯები, რომელიც უკან მომყვებოდა, მე კიდევ უფრო გულაჩქარებული განწირულად ვცდილობდი თავის დაღწევას. ოთახის კარი გავაღე და ერთმანეთზე გადაკვანძული შაკოს და ანას დანახვისას მომენტალურად დავხურე. მოვბრუნდი და წინ დემე ამეტუზა
-ნუ იქცევი პატარა ბავშვივით ნიტა - ცალი ხელით კედელს მიეყრდნო და გზა გადამიღობა.
-რატომ არ გესმის, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ადვილი არაა - შევეპასუხე აღელვებისგან გაღიზიანებული - ყველა შენსავით პირდაპირ ვერ ამბობს სათქმელს!
-მაშინ ირიბად მითხარი. რამე მითხარი და შევეცდები გავიგო - მითხრა და ხელი კედლიდან ჩამოიღო - თუ გინდა წადი და ნურაფერს მეტყვი. გაურკვევლობაში ყოფნა არ მომკლავს არ ინერვიულო...
გზა უკვე ხსნილი მქონდა, მაგრამ ვეღარ მივდიოდი. ოდესმე მაინც მოგვიწევდა კოცნის განხილვა და რა მიშლიდა ხელს, რომ ახლა განმეხილა? ალბათ დაბინდული გონება.
-საღად ჯერ კიდევ ვერც ერთი ვერ ვაზროვნებთ - მაინც საწინააღმდეგო აზრის გატანა ვცადე.
-შენც ხომ იცი რომ ფხიზელი ასე გულწრფელად ვერ დამელაპარაკები - ამოიოხრა და თავი ჩახარა. - თუ გინდა ოთახში შედი და გამოფხიზლდი, მე ქვემოთ ვიქნები და გასაგები პასუხის გასაცემად მზად რომ იქნები ჩამოდი
-შიგნით შაკო და ანა არიან - ვუპასუხე მორცხვად. დემეს კიდევ ჩაეცინა.
-ხომ ხედავ, ყველა მარტივად ცხოვრობს, შენ კიდევ ყველაფერს ირთულებ. ჩემს ოთახში წამოდი. იმედია არ გეშინია - გამომწვევად შემომხედა და მეც გამბედაობა მომემატა.
-რისი უნდა მეშინოდეს - მხრები ავიჩეჩე და ამაყად გავიმართე მხრებში.
-მე რა ვიცი, დამფრთხალი კურდღელივით მიყურებდი - გზას გაუდგა და ლაპარაკი განაგრძო. მესამე სართულზე ავედით და მარჯვნივ მყოფი ოთახის კარი შეაღო. ირგვლივ დემეს სუნამოს სუნი იგრძნობოდა და ჩვენს კოცნას მახსენებდა. აივნის კარი ცოტათი შევაღე და გრილ ნიავთან დავდექი.
-როგორი არეულია - შევნიშნე და თვალიერება განვაგრძე.
-არ ვარ სახლის ლაგებას მიჩვეული - გამეკრიჭა და საწოლზე მიყრილი მაისურები კარადაში ერთი ხელის მოსმით შეყარა. საწოლზე წამოგორდა და ბალიში კომფორტულად ამოიდო თავქვეშ - აბა, თავს როგორ გრძნობ? - მზრუნველად მკითხა და ამათვალიერა.
-ფეხსაცმელმა დამღალა - გულწრფელად შევჩივლე და იმხელა ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიძრე.
-ყველაფერი ტრიალებს - გაეცინა დემეს და თვალები მოისრისა
-ჩემთანაც - სიცილში ავყევი და მსუბუქი ნაბიჯებით საწოლს მივუახლოვდი, კუთხეში ჩამოვჯექი და ფეხები კომფორტულად ავკეცე.
-თუ დაგამშვიდებს, კოცნა არ კლავს - გამამხნევებლად გამიღიმა და ჩემი გაცინება სცადა.
-არაა სასაცილო - მოჩვენებითად გავუბრაზდი და თვალები დავუბრიალე.
-შენი დაბნეულობაა სასაცილო, მაგრამ თან საყვარელი - თბილად შემომხედა, მე კიდევ იმწამსვე ავარიდე მზერა. კიდევ ამისი დაბნევა მინდოდა? ღრმად ამოვისუნთქე და უკანასკნელი ძალებიც მოვიკრიბე.
-დემე, ალექსანდრეს ვუყვარვარ. თავის გრძნობებში გამომიტყდა და მე არ ვიცოდი რა მეპასუხა. არ ვიცი რას ვგრძნობ მის მიმართ და ამიტომ ვუთხარი რომ დრო მინდათქო.
-გაურკვევლობის მიზეზი მე ვარ? - მაშინვე დასერიოზულდა და მომლოდინედ მომაჩერდა.
-შეიძლება მასეც ითქვას. მაგრამ თან ისიც მაბნევს, რომ მას წლებია ვიცნობ და არასდროს მიფიქრია რომ ოდესმე ერთად ვიქნებოდით, ხომ გესმის...
-კი... ამ შემთხვევაში გეთანხმები, მთლად სამართლიანად არ მოვქცევივართ ალექსანდრეს
-ჰო...
-მაგრამ იმის გამო, რომ ამდენხნიანი მეგობრობა გაკავშირებთ იმას არ ნიშნავს, რომ შენს გრძნობებს ნაკლებად უნდა უსმინო. მე ვფიქრობ რომ სწორედ ეგ გაბრკოლებს საბოლოოდ შენს თავში გარკვევაში. - მძიმედ ამოიხვნეშა და წამოჯდა - ისე, მე თუ მკითხავ, ამ ეტაპზე ალექსანდრე უფრო მეტად გიმსახურებს...
-არ იტყვი იმის შესახებ რაც გარეთ მოხდა? - ვკითხე და მუდარის თვალებით ავხედე.
-გპირდები არ ვიტყვი - თავი დამიქნია და გამამხნევებლად გამიღიმა.
-მადლობა... არ იფიქრო რომ საიდუმლოდ შენახვას ვაპირებ. უბრალოდ მინდა, რომ ალექსანდრემ ჩემგან გაიგოს როცა საჭირო იქნება.
-ჩახუტება შეიძლება? - მკითხა ხელებგაფარჩხულმა.
-არა - სიცილით ვკარი ხელი და უკან გადავაგდე.
-სასტიკად მექცევი ნიტაა! - განწირულად ამოთქვა და ისედაც არეული ბალიშები უარესად არია.
-მეგონა გამიბრაზდებოდი - ვთქვი შეპარული ტონით.
-მართალი ხარ, სამი დღე ხმას არ გაგცემ! - გამომიცხადა მოჩვენებითი სერიოზულობით.
-რა გეშველება - გამეცინა და ფეხზე წამოვდექი - ძალიან დიდი ხნით გავქრით - ვუთხარი და ისევ ფეხზე ჩაცმა დავიწყე.
-სიმღერების ხმა აღარ ისმის, მგონი ყველა დასაძინებლად დაწვა - თქვა და ყურები დაცქვიტა.
-მაინც შევამოწმებ რა ხდება... - კარი გავიხურე და უკუნით სიბნელეში ხელის ცეცებით გავიკვლიე გზა.
-ნიტა, შენ ხარ? - გავიგე მოჩურჩულე მარის ხმა, რომელიც სამზარეულოში ტკბილეულზე „ნადირობდა“.
-ხო რა იყო? - მეც ჩურჩულით ვკითხე.
-სად იყავი? ალექსანდრე გეძებდა, მაგრამ ვერ გიპოვა და როცა აღმოაჩინა, რომ დემეც გამქრალი იყო დაასკვნა რომ ერთად იყავით და გაბრაზებული გავარდა გარეთ. სადღაც წავიდა და ჯერ არ დაბრუნებულა...
-რა? აუუ... - ამოვიოხრე ანერვიულებულმა.-ნასვამი რატომ დაჯდა საჭესთან?! - ვკითხე ნერვებმოშლილმა და მობილურს დავწვდი.
-აქ დარჩა, დარეკვას აზრი არ აქვს - მაშინვე მითხრა და მობილურზე მანიშნა.
-აბა რა ვქნა... ქვემოთ დაველოდები როდის მოვა მაშინ
-კარგი, როგორც გინდა - გამიღიმა და მეორე სართულზე ავიდა. მე ბუხრის წინ დივანზე წამოვწექი და პლედი გადავიხურე.
მალევე ჩამეძინა, თუმცა კარის ჭრიალის ხმაზე მომენტალურად გამეღვიძა.
-ალექსანდრე, შენ ხარ? - ვიკითხე ჯერ კიდევ თვალებდახუჭულმა და გავიზმორე.
-ნიტა? - მკითხა გაკვირვებულმა - აქ რატომ წევხარ?
-შენ გელოდებოდი. მთვრალი რომ დაჯექი მანქანაზე რას ფიქრობდი! - შევუბღვირე და ოდნავ წამოვიწიე. თვითონ გვერდზე მომიჯდა და მიმიხუტა.
-ინერვიულე? - მკითხა ნასიამოვნები ტონით.
-კი, დებილო - იდაყვი მსუბუქად გავკარი და გამეცინა.
-როგორც ხედავ კარგად ვარ - გამეკრიჭა, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა და თვალებში შემომხედა.
-მასე აღარ ქნა - გავაფრთხილე და თვალები დავუბრიალე.
-ხომ იცი ჩემი ხასიათი, როგორ დაგპირდე რომ ასე აღარ ვიზავ - დამნაშავე მზერა მომაპყრო და ტუჩები საწყლად დაპრუწა.
-ვიცი ხო... - გამეცინა და კომფორტულად მივეხუტე.
-აქ აპირებ დაძინებას?
-ცოტა ხნის წინ რომ შევაღე ჩემი ოთახის კარი ერთმანეთზე გადაკვანძული შაკო და ანა ვნახე, მეორედ იმ კარის შეღება მეშინია.
-ჩემს ოთახში წამო, ძველი დრო გავიხსენოთ -გამიცინა და წამოდგა. მეც ნელა ავდექი ფეხზე.
-მირჩევნია შაკოს ოთახი ვნახო, მგონი ცარიელი იქნება - გავუღიმე და კიბეებისკენ წავედი.
-სიყვარული აგიხსენი და დაახლოების ნაცვლად უფრო გაუცხოვდი - სევდიანად ჩაიცინა.
-ადრე რომ გვეძინა ჩახუტებულებს სხვა სიტუაცია იყო, შენც კარგად იცი...
-სხვა სიტუაცია მხოლოდ იმ მხრივ იყო, რომ შენ ვერ ხვდებოდი მე რომ მიყვარდი
-მაინც სხვა სიტუაციად ითვლება - მოკლედ მოვუჭერი და შაკოს ოთახის კარი შევაღე. ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, აქ მიას ეძინა.
-ძილინებისა - ლოყაზე მაკოცა და თავისი ოთახისკენ წავიდა. მე კიდევ მიას მივუცუცქდი და რამდენიმე წამში ტკბილად დამეძინა.

თვალი რომ გავახილე ოთახში არავინ არ იყო. კმაყოფილი გავიზმორე და ირგვლივ მიმოვიხედე. კაბაში გამოწყობილმა ფეხზე წამოდგომა გადავწყვიტე. სარკეში ჩავიხედე და დავინახე ჩემი სასტიკად გათხაპნილი მაკიაჟი დავინახე. მაშინვე შევედი სააბაზანოში და სახე დავიბანე, შეძლებისდაგვარად გამოვფხიზლდი და ფეხსაცმლის ძებნა დავიწყე. კუთხეში მიმიყრია... ხელი დავავლე და ჩემი ოთახისკენ გავემართე. გარეთ რომ გამოვედი დემე დავინახე, ისიც ჩემს დღეში იყო მგონი. თმააბურდული, მზორებით ჩამოდიოდა კიბეებზე. რომ დამინახა გამიღიმა და ჩემკენ წამოვიდა.
-როგორ ხარ გუშინდლის მერე? - მკითხა თბილად. უნდა მეპასუხა იმაზე ბევრად კარგად ვიდრე ველოდითქო, თუმცა პირი რომ გავაღე ხმა არ ამოდიოდა. ისევ დავატანე ჩემს თავს ძალა, თუმცა აზრი არ ჰქონდა.
-ხომ გითხარი გაცივდებითქო - სახე დაისერიოზულა და ორ წამში ისევ ხარხარი დაიწყო დამპალმა - რა სასაცილო ხარ იცი??
ახლა ვაპირებდი მეთქვა მოგკლავთქო, მაგრამ ვარჩიე მუშტი მეთავაზებინა მხარში და როდესაც ვნახე როგორ გაჩუმდა კმაყოფილი გავიჭიმე.
-ოჰჰ, რა გიხარია, რამდენ ხანს იქნები დამუნჯებული კაცმა არ იცის - ენა გამომიყო. მეც მას მივბაძე და შემდეგ უკანალის ქნევით შევტანტალდი ჩემს ოთახში. არავინ არ დამხვდა. სწრაფად გადავიცვი ტანზე და პირველ სართულზე ფეხის თრევით ჩავფრატუნდი.
-ტოსტი გინდა? - მკითხა ზურგით მდგარმა დემემ, რომელიც დიდი მონდომებით საქმიანობდა რაღაცას. რას ვუპასუხებდი. ხმა არ მქონდა. ის დამპალი კიდევ სპეციალურად მიბრუნებულიყო ტოსტერისკენ.
-ააა, უი... ახლა გამახსენდა რომ ხმა არ გაქვს - აფხუკუნდა და მეც გაბრაზებულმა შევაგებე ჩემი დაბღვერილი მზერა.
-მოდი მაშინ, სანამ ხმა არ გაქვს სალაპარაკო ენა შევადგინოთ, გინდა? - მითხრა დასერიოზულებულმა და მეც ინტერესით დავუქნიე თავი.
-ესეიგი - განაგრძო ჩემი თანხმობის მერე - თუ გშია და გინდა საუზმე გაგიკეთო ერთხელ მაკოცებ, და თუ არ გინდა არ მაკოცო - დაასრულა და წარბები ამითამაშა. საპასუხოდ მხოლოდ გამეცინა, მუშტი ვკარი მხარში და უკანალის მირტყმით გავაგდე ტოსტერიდან.
-აუუ, უსამართლობაა - დაიწყო ბუზღუნი - მაშინ მეც გამიკეთე ერთი და ნუ მაკოცებ, ჯანდაბას - ხელი ჩაიქნია და ლეკვის თვალები მომანათა. საპასუხოდ თვალები გადავატრიალე და ისიც კმაყოფილი ჩამოჯდა სკამზე.
-ნიტა, სასწრაფოდ გიორგიზე შურის საძიებლად რამე უნდა მომაფიქრებინო! - მყარი განაცხადით შემოვიდა სამზარეულოში მარი. საპასუხოდ თვალები ავუპაჭუნე, თუმცა ეს რას მიხვდებოდა. დემე კი განგებ იჯდა ხმაამოუღებლად და ტუჩის კუთხეები დაჭიმვოდა ღიმილის შეკავებისგან.
-დამპალმა მითხრა გასუქდიო! - ისევ მარიმ განაგრძო ლაპარაკი და დოინჯი შემოირტყა - არა, მართალია გავსუქდი იმდენი ვჭამე ამ დღეებში, მაგრამ მაგის სათქმელად დაქალები მყავს და არა საქმრო! - ამ ყველაფერს ფეხის დრამატული ბაკუნიც მიაყოლა და როდესაც ისევ სიჩუმე ჩამოწვა გაკვირვებულმა ამათვალიერა, მართლა აქ დგას თუ მეჩვენებაო.
-ეს დამუნჯდა? - ხელი ჩემკენ გამოიშვირა და დემეს გახედა. იმანაც უხმოდ აიჩეჩა მხრები, აბა მე რავიციო და ჭინკაათამაშებულმა გამომხედა.
-ნიტა, ხმა ამოიღე ახლა რას მაიმუნობ, შენი თავი არ მაქვს, ისედაც ნერვებაშლილი ვარ - განაგრძო უსასრულო ტიტინი.
-ქალბატონი გუშინ გარეთ გავარდა იმ თხელი კაბით და ახლა ხმა არ აქვს, ნუ შეჭამე - როგორც იქნა დემემ შემიცოდა და ჩემ მაგივრად ჩამოაყალიბა სათქმელი. შემდეგ კი ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა - იცოდე ტოსტს ველი - თითი დამიქნია და გაქრა.
-ჰმმ... აბა ახლა რა ვქნა... ფურცელზე რომ დამიწერო? შენ კარგი გეგმების მოფიქრება იცი და შენი იმედი მქონდა - ამოილაპარაკა იმედგაცრუებულმა და გათავისუფლებული სკამი დაიკავა.
-გიხდებათქო ხომ გითხარი არა! ჩემო პატარა, 200 კილოც რომ იყო მაინც ულამაზესი იქნები! - შემოვიდა საწყლად მოლუღლუღე გიორგი და მის დანახვაზე სიცილი ამიტყდა. როცა მან დაინახა რომ ყოველგვარი ხმის გარეშე სიცილით ვიგუდებოდი გაკვირვებული შედგა და თავის მართლება შეწყვიტა.
-ამას სპაზმები სჭირს თუ კვდება? - იკითხა და ისე დამაკვირდა გეგონებათ უცხო ჯიშის ცხოველს აკვირდებოდა.
-ხმა არ აქვს და სხვანაირად როგორ გაიცინებს. მაინც გაბრაზებული ვარ! - მოკლედ მიაყარა სათქმელი, ხელები გადააჯვარედინა და გარეთ გავარდა.
-აუუ, მარიიიიიი... - მიყვა ესეც წუწუნით და მარტო დამტოვეს. გადასარევია, ახლა ვინმე რომ შემოსულიყო რა გააგებინებდა ხმა რომ არ მქონდა. ნეტავ როდის დამიბრუნდებოდა...
გამზადებული ტოსტები თეფშებზე დავაწყვე და დემეს მოსაძებნად წავედი.
-დილამშვიდობის - გამიღიმა ალექსანდრემ, მომეხუტა და შუბლზე მაკოცა - ესენი ვისთვისაა? - მკითხა და გაურკვევლობის მომავალი რამდენიმე წამი წინასწარ გამოვიგლოვე უხმო ხვნეშით.
-ჩემთვის - უცბად გაჩნდა ჩემს წინ დემე და თეფში გამომართვა - მადლობა - გამეკრიჭა და შემდეგ მზერა ალექსანდრეზე გადაიტანა - ხმა არ აქვს და ვერ გიპასუხებს... - ეს თქვა და გაგვშორდა.
-გაცივდი ხო? იმის ბრალია გარეთ რომ გავარდი! - გავიგე ამ დროს ვაკოს უკმაყოფილო ტონი და თვალები გადავაბრიალე.
-მართალია და ნუ იბუსხები - დაეთანხმა ალექსანდრე.
ორივე მოვიშორე და ბუხართან ჩემთვის დავჯექი. შუადღემდე ყველამ ჩემი ასეთი წვალების შემდეგ გაიგო რომ ხმა არ მქონდა. გოგოებმა დამტუქსეს რას გადიოდი გარეთ იმ კაბითო, ბიჭებს კიდევ საღადაო თემა მიეცათ და მეტი რა უნდოდათ. უსაქმურობისგან გაბეზრებულებმა ჩემი წვალებით იჯერეს გული.
მთელი დღის განმავლობაში არაფერი საინტერესო არ მომხდარა. თხილამურებით ვისრიალეთ და დაღლილები დავბრუნდით შინ.
ბიჭებს შვებულება უმთავრდებოდათ. მათგან ერთადერთი, რომელიც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლობდა ტატო იყო და ისიც წელს ამთავრებდა.
გადავწყვიტეთ თბილისში დავბრუნებულიყავით. გოგოებმა ვიბუზღუნეთ, ჩვენ ჯერ კიდევ არდადეგები გვაქვს და რა ვაკეთოთთქო, თუმცა არც გუდაურში გვინდოდა ბიჭების გარეშე.
-ზეგ ნიუ-იორკში მივფრინავ - ჩაილაპარაკა დემემ და მე გამომხედა. ბოლო საღამო იყო გუდაურში და ყველა ცეცხლის წინ ვიხსედით.
-მეც გამიყოლე რა - თავი მოისაწყლა ტატომ.
-გაგიყოლებდი, მაგრამ სად მცალია იქ შენთვის. დამეკარგები იმხელა ქალაქში და მერე რა გიპოვის - გაეცინა და ისევ მე გამომხედა. რას ვეტყოდი, ხმა არ მქონდა... მხოლოდ თვალები დამინაღვლიანდა, ვინაიდან დემე მომენატრებოდა.
-ჭკვიანად მოვიქცევი შენ თავს ვფიცავარ - განაგრძო ტატომ.
-ვინმე დიზაინერი გამიჩითე და წაგიყვან - შეეპასუხა ნიშნისმოგებით.
-რა დიზაინერი - ახარხარდა და კინაღამ სავარძლიდან გადმოვარდა.
-ფილიალს ვხსნი და ინტერიერის დიზაინერი მჭირდება, მე ხომ არ დავუხატავ რომელი კაბა სად დაკიდონ - გაიკვირვა და ხელი აიქნია.
-აა ეგეთი? გაგიჩითე. აჰა მომავალი დიზაინერი! - კმაყოფილი გაიკრიჭა და ხელი ჩემკენ გამოიშვირა.
-რა? მართლა?! - გაუკვირდა და მე გამომხედა. უხმოდ დავუქნიე თავი და წამით გამიხარდა რომ ნიუ-იორკში წასვლის შანსი მომეცემოდა, თანაც დემესთან ერთად და თანაც პრადასთან ვითანამშრომლებდი. დემე მათთან მუშაობდა რომელიღაც თანამდებობაზე.
-ჯერ რომ არ დაგიმთავრებია სწავლა? - საუბარში ჩაერთო ალექსანდრე.
-დიზაინს სწავლა არ უნდა მე თუ მკითხავ, გემოვნება უნდა და ეგაა. თუ წამოხვალ მე ჩავაწყობ და არანაირი პრობლემა არ იქნება. უცხოელები სხვა ხალხი არიან, ქართველებივით დიპლომი არ სჭირდებათ. სარეკომენდაციო წერილი გაამზადე დეკანისგან, ან თუ მაგას ვერ მოახერხებ ლექტორიც საკმარისი იქნება, ჩემი აზრით... - მხრები აიჩეჩა და აღტაცებულმა გამისწორა მზერა.
ვაუ... არც კი ვიცოდი რა მეთქვა... თუმცა რომც მცოდნოდა ხმას მაინც ვერ ვიღებდი და რა აზრი ჰქონდა? დაბნეულმა შაკოს გავხედე და მან მხრები აიჩეჩა, შენ როგორც გინდაო. ალექსანდრე მგონი ბოლს უშვებდა ყურებიდან, მას ხომ დემე პირველივე დღიდან არ მოეწონა. და მე მომწონდა? კი, დემე ძალიან მომწონდა და კოცნის გახსენებამ მთლიანად ამახურა.
-აბა, რას იტყვი? - მკითხა დაინტერესებულმა. უცბად მომაფიქრდა რომ ჩემი სათქმელი მობილურში დამეწერა. თითი ჰაერში ავზიდე დამელოდეთქო და მობილურში ავკრიფე ასე ადვილად უნივერსიტეტიდან როგორ წამოვიდე, ბევრის გაცდენა მომიწევს და პრობლემები შემექმნებათქო.
-ნიტა, ღადაობ ხო? - პირი დააღო გაკვირვებულმა დემემ - რაღად გინდა ეგ უნივერსიტეტი. პრადასთან რომ იმუშავებ მაგ გამოცდილების გამო ნებისმიერი გაცილებით უკეთესი უნივერსიტეტი მიგიღებს უცხოეთში. არ მოგცემ ამ შანსის ხელიდან გაშვების უფლებას. უკვე დავრეკავ და შენზე ვეტყვი, თბილისში რომ ჩავალთ კიდევ სარეკომენდაციო წერილსაც მოვაგვარებთ - თქვა მყარად, ფეხზე წამოდგა და მობილურში რაღაცეების ძებნა დაიწყო. შემდეგ კი კურტკა მოიცვა და გარეთ გავიდა.
-ნიტაა! იცოდე არდადეგებზე შენთან ჩამოვალ ხოლმე! ვაიმე, რა მაგარია, რა შანსი მოგეცა ვერ წარმოიდგენ! - ატიტინდა გახარებული მია.
-გაყვები?! - განწირული თვალები მომანათა ალექსანდრემ.
-გაყევი, გეუბნები ძალიან ბევრს მიაღწევ. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელაც კი არ აქვს ზოგს - მითხრა ვაკომ - დემე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ახლო ძმაკაცია და დამიჯერე, ვიცი რასაც გეუბნები. ძალიან დიდი გავლენა აქვს და რადგან შენი დახმარება უნდა ესე იგი რაღაც ფენომენალური აქვს უკვე თავის თავში წარმოდგენილი. მაქსიმალისტია თავის საქმეში და ამდენს მაგიტომ მიაღწია
თავი უხმოდ დავუქნიე და ალექსანდრეს მზერა ავარიდე. მენანებოდა მისი აქ დატოვება, მაგრამ ჩემს მომავალზეც ხომ უნდა მეფიქრა.
-ყველაფერი მოგვარებულია, თბილისში ოფიციალურ საბუთებს გავაკეთებ და ზეგ ნიუ-იორკშიც წავალთ - სახლში კმაყოფილი დემე შემოვიდა.
-მეც ხო მოვდივარ? ბილეთი გამიჩითე იცოდე! - თითი გამაფრთხილებლად აწია ტატომ.
-კაი ხოო, წამო სანამ არდადეგები გაქვს - გაეცინა დემეს.
-ჯიგარი ხარ!!! აბა ჰეეეე, წავედი მე ნიუ-იორკში და ცნობილი რომ გავხდები გაგიხსენებთ! - სულ ხტუნვა-ხტუნვით ავარდა მეორე სართულზე. გაბრაზებული ალექსანდრე კი ფეხზე წამოვარდა და მეორე სართულზე ავიდა.
თავი დამნაშავედ ვიგრძენი, მაგრამ თან გავბრაზდი. თუ მოუნდება ძალიან თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში ჩამომაკითხოს. თანაც, ჩემთან განშორების გამო კი არ უნდა გაბრაზებულიყო, არამედ ჩემი კარიერული წინსვლა უნდა გახარებოდა და თვითონვე ეთქვა წადიო. რაც არ უნდა რთული იყოს ადამიანის გაშვება, ნამდვილი სიყვარული ისაა, როდესაც მისთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა. ჩემი აზრით, სიყვარულთან ეგოიზმი ძალიან შორსაა. ალექსანდრეს ბუტიაობა ეჭვიანობის გამო კი ეგოისტურ საქციელად მეჩვენებოდა.
ბავშვებმა მეორე დღეს საღამოსკენ გადაწყვიტეს თბილისში დაბრუნება. მე კიდევ დემემ დილაადრიან წამომაფრინა ფეხზე, კაცმა არ იცის რომელ ქალაქში მომიწევს შენი დეკანის პოვნა თუ თბილისში არ დაგვხვდა და რაც უფრო მალე გავარკვევთ უკეთესიაო. ფრენის გადადება არ უნდოდა, რადგან ეს კიდევ დამატებითი პრობლემაა და ჯობია თუ მოვახერხებთ დროულად მოვაგვაროთო. ვერ შევედავებოდი...
-დეკანი სადაა როგორ უნდა გავარკვიო? - გამეცინა და დემეს მანქანაში უკანა სავარძლებზე კომფორტულად გავიშლხართე. ხმა უკვე დაბრუნებული მქონდა და ბედნიერი ვიყავი, რომ უპრობლემოდ შემეძლო კომუნიკაცია.
-კაცია? - მკითხა სერიოზული ტონით.
-კი, რაიყო?
-ეგეთ პოზაში უნივერსიტეტის წინ თუ გაგატარე თავისი ფეხით გამოვარდება, ზედმეტი პრობლემის გარეშე ვიპოვნით - ახარხარდა და საჭე მოატრიალა.
-ნიუ-იორკში რომ არ მიგყავდე აქვე მოგკლავდი. მაგრამ არაუშავს, იქ გადაგიხდი სამაგიეროს - ვუპასუხე ისე, თითქოს სულაც არ დამაწყვიტა თითოეული ნერვი მისმა კომენტარმა.
-გამოწვევა მიღებულია ლამაზო - სარკიდან გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
დანარჩენი გზის განმავლობაში ჩუმად ვიყავით, მე კიდევ ფიქრებით ალექსანდრესთან დავფრინავდი. რამე უნდა მეთქვა. უთქმელად ვერ წავიდოდი, თანაც გაბრაზებული რომ ავარდა თავის ოთახში იმის მერე არც მილაპარაკია. ბუნდოვნად დავსახე სათქმელის მონახაზი იმაში დარწმუნებულმა, რომ ალექსანდრეს წინ მდგომს ყველაფერი აჯაფსანდალივით ამერეოდა, თუმცა მთავარი ის იყო, რომ უკვე ვიცოდი რაც უნდა მეთქვა.
უნივერსიტეტში მხოლოდ ლექტორები იყვნენ, ამიტომ ჩემი საყვარელი ლექტორის ოთახს მივაშურეთ.
-უკაცრავად, ქალბატონო მაია, რამდენიმე წუთით გცალიათ? - მორიდებულად შევიხედე მის ოთახში. ქალს ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე, შემდეგ კი გაუხარდა და გადამეხვია
-მოდი, ნიტა! როგორ არ მცალია! ამ დროს აქ რამ მოგიყვანა? - მკითხა დაინტერესებულმა, თან დემე დაკვირვებით აათვალიერა და თავის მაგიდაზე დახვავებული ფურცლები ოდნავ მიალაგა - იმდენი საწერი მაქვს, რომ სახლშიც კი ვეღარ ავუდივარ ამ ქაღალდებს - გვითხრა სხვათაშორის და გაიცინა. - აბა გისმენ, რით შემიძლია დაგეხმარო?
-სარეკომენდაციო წერილი მჭირდება დეკანისგან და, თუ იცით, შესაძლებელია, რომ დღეს ან ხვალ ეს მოხერხდეს? - ვკითხე და ნერვიულობისგან თითები ერთმანეთში ავხლართე.
-ჰმმ... ერთი წამით, დავფიქრდე... როგორც ვიცი, ბატონი ლევანი სადღაცაა დასასვენებლად. ეჭვი მეპარება, რომ დღეს ან ხვალ ჩამოვიდეს და რომც ჩამოვიდეს, ალბათ, აქ არ მოვა - დანანებით ჩაილაპარაკა.
-უკაცრავად, იქნებ შევძლოთ და გავარკვიოთ სადაა? - ახლა ხმა დემემ ამოიღო.
-კი ბატონო, გაგირკვევთ სადაა, მაგრამ, იქნებ, მე დაგეხმაროთ? - გვკითხა და თან მობილურს დაწვდა.
-თუ მისგან ვერ მოვახერხებთ სარეკომენდაციო წერილის მიღებას, ძალიან მადლობელი ვიქნები თუ თქვენ დაგვიწერთ - თავაზიანად გაუღიმა დემემ. როგორც გავარკვიეთ, დეკანი პარიზში იყო და უახლოესი ერთი კვირა ჩამოსვლას არ აპირებდა. ამიტომ სარეკომენდაციო წერილი მაიამ დაგვიწერა და ჩვენც კმაყოფილები დავბრუნდით უკან.
-მე ახლა ოფისში უნდა გავიდე. თუ გინდა, სახლში მიგიყვან მანამდე - მითხრა საქმიანად, მანქანის კარი გამიღო და შემდეგ თვითონაც დაჯდა.
-გასაღები შაკოს აქვს - ვუპასუხე და თან ღვედი შევიკარი - შენთან მომიწევს წამოსვლა.
-ოჰჰ! ისე თქვი, გეგონება სასჯელია - ჩაიცინა და მანქანა დაძრა.
-გარკვეულწილად კი - დავეთანხმე და ენა გამოვუყავი.
-ნუ, გასაგებია, რომ ჩემს შარმს ვერ უძლებ, მაგრამ რას იზავ, შენი ბრალია ცხოვრებას რომ ირთულებ - გამეკრიჭა და მეც გულუხვად ვუთავაზე მუშტი მხარში.
-ყოველ წამს მაგას როგორ მახსენებ! - შევიცხადე ვითომ მობეზრებულმა, არადა უკვე მეათასეჯერ დამიარა ჟრუანტელმა კოცნის გახსენებისას.
-იმიტომ, რომ მეც ისევე ვერ ვივიწყებ, როგორც შენ
-თავდაჯერებული იდიოტი ხარ - ხელი ავიქნიე და გარეთ გავიხედე.
-ნიუ-იორკში წასვლამდე მაინც ნუ აბრაზებ მაგ თავდაჯერებულ იდიოტს, თორემ აღარ წაგიყვანს - მიპასუხა ნიშნისმოგებით. აღარაფერი მიპასუხია, უბრალოდ ხმაურიანად ამოვიხვნეშე და გავიფიქრე, ღმერთო, ეს სად გავყავი თავითქო.

-ბატონო დემეტრე, თქვენი ფრენის ბილეთი ამწამს ვიყიდე. სასტუმროც მოგვარებულია - შევედით თუ არა კომპანიაში, მაშინვე ერთი ოფიციალურად ჩაცმული ქალი ამოუდგა გვერდზე ქაღალდის დასტით ხელში.
-მადლობა ლელა, მაგრამ ახლა მოგიწევს კიდევ ორი ბილეთი იშოვო და სასტუმროც სამი კაცისთვის მომიგვარო - უპასუხა საქმიანად და თავის კაბინეტში შევიდა. მე იქვე დავჯექი ტყავის უზარმაზარ დივანზე, თვითონ კი მაგიდასთან დაჯდა და კომპიუტერი ჩართო.
-სამი? კი მაგრამ, ფრენა ხვალ საღამოსაა. ასე მალე კიდევ ორი ადგილი?! - შეიცხადა ქალმა.
-ნუთუ საერთოდ აღარაა ადგილები, შანსი არაა - ხელი აიქნია დემემ
-არის, მაგრამ VIP ადგილები არაა - უპასუხა დანანებით.
-არა უშავს, მთავარია ადგილი იყოს.
-კარგით, ახლავე მოვაგვარებ. სასტუმროს ნომრები ერთადგილიანი გნებავთ სამივე?
-კი, ან თუგინდა ერთი ორადგილიანი აიღე - დაამატა ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა.
-სამ ერთადგილიანს ავიღებთ - გავუსწორე მაშინვე და დემეს თვალები დავუბრიალე, მან კი ჩუმად ჩაიცინა და კომპიუტერში რაღაცის ბეჭდვას შეუდგა. ქალი ოთახის მეორე ბოლოში თავის მაგიდას მიუჯდა და უზარმაზარი ნომრების ჟურნალი დაიდო წინ, თან აჩქარებით დაუწყო ფურცვლა.
მათ შემხედვარემ, თავი ძალიან უსაქმურად ვიგრძენი, თუმცა თუ გგონიათ ამან დამაღონა, ძალიან ცდებით! კმაყოფილი გავიშოტე უზარმაზარ დივანზე და დემეს ენა გამოვუყავი, მე აქ ვისვენებ და შენ მანდ მუშაობთქო.
-დეა, სამი ყავა შემოიტანე - ტელეფონს ჩასძახა და გამარჯვებული მზერა მომაპყრო. ნეტა რა ახარებდა ამ საწყალს? სამი ჭიქა ყავა? ცინიკურად გავუღიმე და პირი დავაღე, როდესაც 1.80 შხვართი ჯოხი, ორი დიდი ბურთით წინა ჰორიზონტზე და ლანგარზე დადებული სამი ყავის ჭიქით ოთახში შემოპაკუნდა. ერთი კუთხეში მჯდარ ლელას მიუტანა, მეორე მე დამიდგა ჟურნალის მაგიდაზე, შემდეგ კი დემეს მიუტანა და გამომწვევად გაუღიმა.
-მადლობა დეა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ხარ - მაცდურად გაუღიმა ალექსანდრემ.
-მთავარია შენ მითხრა და მე ყოველთვის მზად ვარ - უპასუხა შექებით კმაყოფილმა და ს ქნევით გავიდა გარეთ.
აი თურმე რა ახარებდა. ამ შტერს ეგონა, რომ ბოზებზე ვეჭვიანობ. ყავას დავავლე ხელი და დემესკენ წავედი, მის გვერდზე დავეყრდენი იდაყვებით და ყურისკენ მივიწიე.
-ბოზები თუ მოადგილეებად იწყებდნენ უკვე მუშაობას არ მეგონა - გავუცინე და ენა გამოვუყავი.
-ყველას ჰყავს გამომწვევი მოადგილე და ვიფიქრე მეც ავიყვან, გავერთობითქო - პატარა ბავშვივით გამეკრიჭა და ყავა მოსვა - ამ გოგოს ხო ყავის გაკეთება ვერ ვასწავლე! - უკმაყოფილოდ დაიჭყანა და ფინჯანი ისევ თავის ადგილას დააბრუნა.
-მაგან ერთი რამე იცის მარტო, სხვა რამეს ნუ მოსთხოვ - ვუპასუხე ეშმაკური ღიმილით.
-ჰო, აი ეგ კი მართლა კარგად იცის - ბედნიერმა გაიღიმა და ხელები ჰაერში გაჭიმა.
-იდიოტი ხარ რა - შევუბღვირე და ისევ დივანს დავუბრუნდი, ნერვებს მაინც არ მიშლის!
-ბატონო დემეტრე, სასტუმრო მოგვარებულია. თვითმფრინავის ბილეთებს რაც შეეხება, მოვახერხე რომ მეორე ბილეთი VIP ადგილი ამეღო, თუმცა მესამე ჩვეულებრივ ადგილასაა, სამწუხაროდ.
-არა უშავს, ყოჩაღ. მესმის, რომ ამ დროს ბილეთის პოვნა რთულია - გამამხნევებლად გაუღიმა და ქალიც მალევე გახალისდა. სახეზე ეტყობოდა, რომ თავისი საქმე იცოდა. ალბათ დემეს მარჯვენა ხელია ყველაფერში, თანაც ალბათ 40 წლის იყო, და გამოცდილებაც ხომ იცით რამდენს ნიშნავს...

საღამოს 9-ზე დემე ყველა საქმეს მორჩა. მე კიდევ ამასობაში დივანზე მიმეძინა. აბა რა ეგონა დილაადრიან ქათამზე ადრე რომ მაღვიძებდა!
-ძილისგუდა, ხელით წაგიყვანო თუ იკადრებ მანქანამდე ფეხით მისვლას? - ნაზად შემანჯღრია და სახე იმდენად მომიახლოვა, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი. ოთახში ბნელოდა, მარტო ჩვენ ვიყავით. გარედან სუსტი სინათლე აღწევდა და მხოლოდ მის ნაკვთებს ეცემოდა მსუბუქად.
-მმმმ.... - მოკლედ მოვუჭერი და ისევ დავხუჭე თვალები. ვერ ვიტან როცა მაღვიძებენ და რა ვქნა!
-ძილს ნუ იმიზეზებ იმისთვის რომ ჩემს მკლავებში აღმოჩნდე. აღიარე და ისეც ჩაგეხუტები - აფხუკუნდა ჩემს თავთან ჩაკუზული. იმის ენერგია მაინც მქონდა რომ ხელი მეკრა და როდესაც გავიგე როგორი ბრაგუნით გადავარდა უკან სიცილი ავტეხე.
-ღირსი ხარ - ამოვილაპარაკე კმაყოფილმა.
-ბედი გაქვს, რომ მაიმუნობაში არ გყვები - მითხრა დასერიოზულებულმა და ამჯერად გვერდზე ჩამომიჯდა. - ადე შე ზარმაცო - თბილად გაიცინა და ყურში მიჩურჩულა. ერთი ხელი წელზე მომხვია რომ წამოვეჯინე, თუმცა მის შეხებაზე უარესად მოვდუნდი. თვალები გავახილე და დავინახე თუ რა ახლოს იყო. გული ამიჩქარდა... ტუჩები გაილოკა და თვალები მეც მისკენ გამექცა. ზურგზე ვიწექი და ყველა კუნთი პარალიზებული მქონდა. ვერც გავაანალიზე ისე ავაცოცე ხელი მის მხარზე და კისერზე მსუბუქად მოვხვიე. გაურკვეველი გამომეტყველებით მომჩერებოდა, თუმცა ნელ-ნელა ვგრძნობდი როგორ გაიზარდა ჩვენს შორის არსებული მუხტი. აი, ზუსტად ის მუხტი, რომლის „ბრალიც“ იყო ჩვენი პირველი კოცნა. თითებით მის თმებს წავეთამაშე და ისევ თვალებში შევხედე. არ ვიცი სახეზე რა გამომეტყველება მქონდა. უბრალოდ გამოშტერებული ვიყავი და წინასწარ წარმოვიდგენდი დემეს მწველ ტუჩებს, რომლებიც სასტიკად მაბნევდნენ. ნელა დაიხარა და მეც უფრო კომფორტულად მოვათავსე ჩემი ხელი მის კისერზე. თვალებიც დამეხუჭა კოცნის მოლოდინში, თუმცა უეცრად დემე გაჩერდა და აფორიაქებულმა წამსვე გავახილე თვალები.
-ძალიან მინდიხარ, მაგრამ ჯერ ალექსანდრესთან გაქვს მოსაგვარებელი რაღაც-რაღაცეები - ჩაილაპარაკა დანანებით. იმ წამს ძალიან შემრცხვა. ხელი მოვაშორე და თვითონაც ფეხზე წამოდგა. ჩემს თავზე მომეშალა ნერვები... რატომ ვერ მოვახერხე თავის შეკავება?! მილიონჯერ გავუმეორე საკუთარ თავს დებილი და უტვინო ხართქო.
სახლამდე ხმა აღარ ამომიღია. დემემ მხოლოდ ის მკითხა სად ცხოვრობო, შემდეგ კი სახლამდე მიმაცილა და მეორე დღემდე დამემშვიდობა.


...............
საუკეთესო მკითხველი მყააავს!!!
ყველაზე თბილები და საყვარლები ხართ <3 არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის
მიყვარხართ ტკბილებო ძალიაან!!!!

ესე იგი... ყველა პერსონაჟის პროტოტიპი ავარჩიე. ყველა მათგანის ნამდვილი სახელი არ ვიცი, მაგრამ რომლებისაც ვიცი აქ ჩამოვწერ

ნიტა - Barbara Palvin
დემე - Lucas Partyka
შაკო - Chace Crawford
ანა - Galina Dub
გიორგი - Herman Tømmeraas
ტატო - Grant Gustin
და ერთ-ერთმა თქვენგანმა იპოვა გუშინ ლუკას პროტოტიპის სახელი - Jay Alvarrez


იმედი მაქვს მოგეწონათ, ველი შეფასებას...




№1 სტუმარი Guest Eka

Alewsandre tu damichagre am istorias agar wavikitxav !!

 


№2  offline მოდერი ანკა

Guest Eka
Alewsandre tu damichagre am istorias agar wavikitxav !!

მომიწევსს.... :"((

 


№3 სტუმარი Kass

Udzalianmagresia, chemi txovnaa new-yorkis ambebic sheitano motxrobashi,

 


№4 სტუმარი Guest Eka

Mere sxva vinme mainc upove an ravici...codoaaa

 


№5  offline მოდერი ანკა

Kass
Udzalianmagresia, chemi txovnaa new-yorkis ambebic sheitano motxrobashi,

კიი აუცილებლად ^^ <3 შემდეგი თავი მაგაზე იქნება <3 <3 <3

Guest Eka
Mere sxva vinme mainc upove an ravici...codoaaa

ალექსანდრე არ დამეჩაგრება, არ ინერვიულოთ <3

 


№6 სტუმარი ))

Shen xar sauketesoo <3 unichierii xar yochaggg <3 RAC sheexeba motxrobas ufro da ufrooo vinteresdebk da intrigashi vvardebi dzalian kargiaaa cota ariyos Nita's saqcielo armomwons :/, aull aleqsandre dzaan magaria aii demes kids tavi unda sheekavebina icoda rom aleqsandres mowonda... Saerto jamshi dzaan kargia romantikuli, tbilo da tkbili wasakitxiii ❤❤❤❤❤❤ P.S chemiporveli kocna gamaxsenda :D

 


№7 სტუმარი მოცინარი

ანკა
Guest Eka
Alewsandre tu damichagre am istorias agar wavikitxav !!

მომიწევსს.... :"((

იეეეეეეეეეს!!!!!!!!!!!!!!

 


№8  offline წევრი Okokitsalright

ალექსანდრეს მოუხერხე რამე რა :/ ისე ძაან მაგარი ისტორიაა

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო ალექსანდრე მიდლნდა მე ნიტასთან.ნუ მართალია ცოტა რთულია,როცა ამდენი ხანი მეგობარი გგონია და უცებ მიყვარხარო გეუბნება,მაგრამ რა ვქნა ის მირჩევნია მაინც.დემეს კიდე მოვუძებნოთ რა ვინმე სხვა.კარგი თავი იყო.მომეწონა ძალიან
--------------------
ლანა

 


№10 სტუმარი Modern day

Eeex, ubralod Maris saxeli Imitom mainteresebda rom ai dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaalian gavs ert chem nacnobs, ise gavs gegoneba gadmoakopireso :dd
New-York shi midian lalala LA LA :-* akoces ertmanets :-D ura-vasha!!!

Demesken vaaaaaaaaaaaàaaaaæaaaaar!

 


№11  offline წევრი dzadzamia25

პ.ს ვაკო ლაქი ბლუ სმიტი

 


№12  offline მოდერი ანკა

))
Shen xar sauketesoo <3 unichierii xar yochaggg <3 RAC sheexeba motxrobas ufro da ufrooo vinteresdebk da intrigashi vvardebi dzalian kargiaaa cota ariyos Nita's saqcielo armomwons :/, aull aleqsandre dzaan magaria aii demes kids tavi unda sheekavebina icoda rom aleqsandres mowonda... Saerto jamshi dzaan kargia romantikuli, tbilo da tkbili wasakitxiii ❤❤❤❤❤❤ P.S chemiporveli kocna gamaxsenda :D

pirveli kocna koveltvis dauvickaria :d imedia sasiamovno mogonebaa ^^ <3
Okokitsalright
ალექსანდრეს მოუხერხე რამე რა :/ ისე ძაან მაგარი ისტორიაა

ki, ki, movuxerxeb kvelas rames :D <3
La-Na
ოო ალექსანდრე მიდლნდა მე ნიტასთან.ნუ მართალია ცოტა რთულია,როცა ამდენი ხანი მეგობარი გგონია და უცებ მიყვარხარო გეუბნება,მაგრამ რა ვქნა ის მირჩევნია მაინც.დემეს კიდე მოვუძებნოთ რა ვინმე სხვა.კარგი თავი იყო.მომეწონა ძალიან

didimadlobaaaa ♡♡♡♡♡
Modern day
Eeex, ubralod Maris saxeli Imitom mainteresebda rom ai dzaaaaaaaaaaaaaaaaaaaaalian gavs ert chem nacnobs, ise gavs gegoneba gadmoakopireso :dd
New-York shi midian lalala LA LA :-* akoces ertmanets :-D ura-vasha!!!

Demesken vaaaaaaaaaaaàaaaaæaaaaar!

homm, maris saxeli verafrit vee vipove ://♡♡♡
dzadzamia25
პ.ს ვაკო ლაქი ბლუ სმიტი

egaa? Titkos ar gavs

 


№13  offline წევრი qeti.ii

რა კარგი ხარ!ძალიან მომწონს,სულ გულის ფანცქალით ვუცდი ახალ ახალ თავს მიყვარს უკვე ეს ისტორია,დემე მინდა მე ნიტას გვერდით.მალე დადე ახალი თავი და ნუ მოკლედ მაგარი ხარ რაა!
პ.სლუკიტო მე ვიპოვე:დდდ

 


ალექსანდრეეე დაიჩაგრა რააა cry მაგას უნდა ერთი კაი გოგო ახლა და მიხვდეს რო ნიტას მართლა დასავით უყურებდა და უბრალოდ გატაცებასავით იყოო innocent ძაან მაგარი ხარ heart_eyes

 


№15 სტუმარი Guest უცნობი

ალბათ პირველად ვარ ასე უარყოფითად განწყობილი მთავარი პერდონაჯი მამაკაცის მიმართ ატანა არ მაქვს რაღაცნაირად ჩემი გული ვერ დაიპყრო რა უნდა გააკეთოს რომ დემე მომეწონოს სულ არ არის ეს გოგო ალექსანდრეს ღირსი ყავდეს მისი დემე პირველივე გაცნობილ ბიჭს რომ აფრინდება, რა მნიშვნელობა აქვს ალექსანდრე როგორ ეწცეოდა მან იყო ბრმა თავიდანვე ისე ექცეოდა უნდა მიმხვდარიყო რმ გრძნობები ქონდა. აი რაგაცნაირად ამ ისტორიიდან იმედ გაცრუებული დავრჩი არადა შემნზე ვგიჟდებიიი მაგრამ ეს დემე ვერ მომაწონე. ურალოდ ძალიან მინდა რომ ნიტას გრძნობენზე თამაშობდეს ძალიან ბოროტი ვარ არა?

 


№16  offline წევრი თუთა პირველი

საშინლად მაღიზიანებს ნიტაც და დემეც. ჯერ ერთი ბიჭი ასე თუ ისე უცხო სამეგიბრო წრეშიბხვდება და ატობს რომ ალექსანდრეს მოსწონს ნიტა, მისი მხრიდან ნიტას პროვოცირება და მათ ურთიერთობაზე ფიქრი ზედმეტა არა კაცური საქციელი მგონია. მეორეს მხრივ ალექსანდრე ცოტა ბავშვურად მოქმედებს ამ ხუმრბებით "ჩემი ცოლი" და ა.შ.. შენი სათქმელი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა თქვა. მესმის რომ საოცარი შანსია ასეთ ადგილას მუშაბა, მაგრამ ასე ცეხებზე დაკიდება ადამიანის და ხამივით გავარდნა არ მიმაჩნია ღირსეულ საქციელად მითუმეტეს რომ ალექსანდრესთან ამდენწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ელემენტარული მეგობრული პატივისცემა მაინც უნდა გამოეჩინა და ადამიანურად დაშორეოდა და ეთქვა რომ მათ შორის არაფერი არ მოხდებოდა.ძალიან მინდა რომ ეს საქციელი ინანოს ნიტამ, მიხვდეს რმ ალექსანდრე უყვარს ოღონდ უვე გვიანი იყოს და პატიება ვერ ნიიღოს ალექსანდრესგან. ვიცი ხაან ბოროტული კომენტარი გამმივიდა მაგრამ ასეთი თავქარიანი გოგოების ატანა არ მაქვს.
შენ ფანტასტიური გოგო ხარ და მოუთმენლად ველი ახალ თავს )))))

 


№17  offline მოდერი ანკა

qeti.ii
რა კარგი ხარ!ძალიან მომწონს,სულ გულის ფანცქალით ვუცდი ახალ ახალ თავს მიყვარს უკვე ეს ისტორია,დემე მინდა მე ნიტას გვერდით.მალე დადე ახალი თავი და ნუ მოკლედ მაგარი ხარ რაა!
პ.სლუკიტო მე ვიპოვე:დდდ

ვიცი რომ ლუკიტო შენ იპოვე :დ უბრალოდ ისტორიაში თქვენს სახელებს არ ვწერ, არ ვიცი რამდენად მოგეწონებოდათ გამოჭენება და... :დდ თავი შევიკავე უბრალოდ
მადლობა საყვარელოო, ჩემი პოზიტივიხარ! <3

//////////
ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის. ყველას პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ სიუჟეტის განვითარება მე მანდოთ. არ მინდა რომელიმეს გული დაგწყვიტოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, მოვლენები მე უნდა განვავითარო ისე, როგორც თავიდან მქონდა წარმოდგენილი...

 


№18  offline აქტიური მკითხველი lalita

თუთა პირველი
საშინლად მაღიზიანებს ნიტაც და დემეც. ჯერ ერთი ბიჭი ასე თუ ისე უცხო სამეგიბრო წრეშიბხვდება და ატობს რომ ალექსანდრეს მოსწონს ნიტა, მისი მხრიდან ნიტას პროვოცირება და მათ ურთიერთობაზე ფიქრი ზედმეტა არა კაცური საქციელი მგონია. მეორეს მხრივ ალექსანდრე ცოტა ბავშვურად მოქმედებს ამ ხუმრბებით "ჩემი ცოლი" და ა.შ.. შენი სათქმელი ყოველ მიზეზ გარეშე უნდა თქვა. მესმის რომ საოცარი შანსია ასეთ ადგილას მუშაბა, მაგრამ ასე ცეხებზე დაკიდება ადამიანის და ხამივით გავარდნა არ მიმაჩნია ღირსეულ საქციელად მითუმეტეს რომ ალექსანდრესთან ამდენწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და ელემენტარული მეგობრული პატივისცემა მაინც უნდა გამოეჩინა და ადამიანურად დაშორეოდა და ეთქვა რომ მათ შორის არაფერი არ მოხდებოდა.ძალიან მინდა რომ ეს საქციელი ინანოს ნიტამ, მიხვდეს რმ ალექსანდრე უყვარს ოღონდ უვე გვიანი იყოს და პატიება ვერ ნიიღოს ალექსანდრესგან. ვიცი ხაან ბოროტული კომენტარი გამმივიდა მაგრამ ასეთი თავქარიანი გოგოების ატანა არ მაქვს.
შენ ფანტასტიური გოგო ხარ და მოუთმენლად ველი ახალ თავს )))))


ნამდვილად დავეთანხმები ამ კომენტარს ძალიან ჩერჩეტ გოგოდ დავინახე ერთი დღის გაცნობილს რომ მიახტა რასაც ქვიანამდვილად ღირსი იქნება . ეგ ლტოლვა რომ გაუვლის და ხელში არაფერი შერჩება.

 


№19  offline წევრი ბუტია

Guest უცნობი
ალბათ პირველად ვარ ასე უარყოფითად განწყობილი მთავარი პერდონაჯი მამაკაცის მიმართ ატანა არ მაქვს რაღაცნაირად ჩემი გული ვერ დაიპყრო რა უნდა გააკეთოს რომ დემე მომეწონოს სულ არ არის ეს გოგო ალექსანდრეს ღირსი ყავდეს მისი დემე პირველივე გაცნობილ ბიჭს რომ აფრინდება, რა მნიშვნელობა აქვს ალექსანდრე როგორ ეწცეოდა მან იყო ბრმა თავიდანვე ისე ექცეოდა უნდა მიმხვდარიყო რმ გრძნობები ქონდა. აი რაგაცნაირად ამ ისტორიიდან იმედ გაცრუებული დავრჩი არადა შემნზე ვგიჟდებიიი მაგრამ ეს დემე ვერ მომაწონე. ურალოდ ძალიან მინდა რომ ნიტას გრძნობენზე თამაშობდეს ძალიან ბოროტი ვარ არა?

მეც ალექსანდრესათან მინდა და დემე არ მომწონს გეთანხმები ყველანაირად კარგი კიარის მაგრამ დემესთან როა მუღამი დამეკარგა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent