შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის საიდუმლოება (თავი მეოთხე)


1-08-2017, 13:46
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 685

''უსიყვარულო სიცოცხლე სიცოცხლე არ არის. ნუ ეკითხები საკუთარ თავს, როგორ სიყვარულს ეძებ, სულიერსა თუ ხორციელს, ღვთიურსა თუ მიწიერს, დასავლურსა თუ აღმოსავლურს... ამგვარ გამიჯვნას მხოლოდ დაწვრილმანებისკენ მივყავართ. სიყვარული განსაზღვრებებს ვერ იტანს. იგი ის არის რაც არის. სუფთა და მარტივი. სიყვარული სიცოცხლის წყალია, ხოლო შეყვარებული ადამიანი-ცეცხლის სული. სამყარი სხვაგვარად იწყებს ბრუნვას, როცა ცეცხლს წყალი შეუყვარდება.''
ელიფ შაფაქი -"სიყვარულის ორმოცი წესი''

ბედაურს ქარის სისწრაფით მიაქროლებს, ადრელანინის გრძნობით ივსებს. თან ცრემლები ნაკადულით სცვივა, გული ყელში ებჯინება. ყელიდან მთელი ხმით უშვებს ხმებს
,, არა, ღმერთო არა, არ უნდა მქონდეს ეს გრძნობები მის მიმართ, არ მინდაა არაა..’’
,, არ უნდა მხვდებოდეს გულზე, მისი თითოეული სიტყვა, არა...’’
,, მისი სიახლოვე ასე არ უნდა მოქმედებდეს ჩემზე’’
,, ორ დღეში ვეღარ ვნახავ ვერასდროს, არ მინდა მისგან არაფერი არა...’’
ცრემლებს იწმენდს გაბრაზებული, არ უნდა მის გამო ტიროდეს. ვერ გაანალიზა როდის შეუხვია ტყეში ბედაურმა. როდესაც მიმოიხედა უკვე შუაგულში იმყოფებოდა. გარშემო მხოლოდ ხეები მოსჩანდა, გზა არსად იყო.
ბედაური უეცრად, ორ ფეხზე შედგა. ძლივს დაიმორჩილა გოგონამ თავი, რომ არ გადმოვარდნილიყო. ცდილობდა დაემშვიდებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. უფრო და უფრო, აშინებდა რაღაც და ხმამაღლა ჭიხვინებდა. მისი ხმა ტყეში ექოდ ისმოდა.
სარამ მათთკენ მომავალი დიდი ტანის ცხოველი შენიშნა, რომელიც აქამდე მხოლოდ კინოში თუ ენახა. თვალები დაახამხამა, ხომ არ მეჩვენებაო. მოჩვენება რომ არ აღმოჩნდა შიშისგან შეჰკივლა. ცხოველი მგელს ჰგავდა, მაგრამ მასზე ორჯერ დიდი იყო. მწვანე თვალებში სისასტიკე იკითხებოდა. ბრილიანტივით თეთრ კბილებს აღრჭიალებდა. სქელი და კუპრივით შავი ბეწვი მოსავდა.
ცხენი კვლავ აიწია ორ ფეხზე, თან ჩლიქების სროლა დაიწყო. გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა, მიწაზე დაეცა და თავი ხეს დაარტყა, სიმწრისგან დაიკვნესა და გული წაუვიდა.
******
იოაკიმე, ბავშვებს გამოეყო და სარას სურნელს გაჰყვა, რომელსაც შორიდან გრძნობდა. ქარის სისწრაფიდ გარბოდა, ფოთლების შრიალით და ჩიტების ხეებიდან აფრთიალებით მიხვდებოდით, რომ იმ წამს ვიღაცამ გაიარა იმ ადგილებში.
სულ უფრო და უფრო ახლოდან გრძნობდა მძაფრ სურნელს, რომელიც ასე მოსწონდა. თვითონაც არ იცოდა, რატო ნერვიულობდა მასზე ასე ძალიან, რატომ უცემდა გული გამალებით. ცუდის წარმოდგენისას რატომ ეგონა, რაღაც ძვირფას დაკარგავდა.
წამიერად ნადირობის ინსტიქტმა გაიღვიძა მასში, როდესაც სისხლის მოტკბო, საამო სურნელი მოელამუნა ცხვირთან. თვალები ჩაუმუქდა და მასთან გაჩნდა.
როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალის ნაზი, სიცივისგან ფერმკთალი სახე. რომელიც მიწაზე გულ წასული ესვენა. წამში ჩაუქრა სისხლის წყურვილი და სხვა უფრო განსხვავებულმა გრძნობებმა შეცვალეს.
უღრან ტყეში, სადაც მაღალი ხეები იდგა, როდესაც ზევით აიხედავდით გეგონებოდათ ცას სწვდებიანო. იქიდან შემომავალი მზის სხივები, რომელიც მკრთალად ეცემოდნენ ქალის სახეს, სისხლს ლალისფრად ანათებდნენ.
გულმა გამალებით დაუწყო ცემა სისხლის დანახვისას. შეეშინდა და გულის ცემას დაუგდო ყური, რომელიც აქამდე არ შეუმჩნევია. ღრმად ამოისუნთქა, როდესაც მისი სუსტი, მაგრამ ჰარმონიული ცემა გაიგონა. პულსიც სუსტი იყო, შენელებული და არათანაბარი.
გოგონას სისხლის სურნელი, გულ მუცელს უწვავდა. მართალია ადამიანის სისხლით აღარ იკვებებოდა, აქამდე არც მოსდომებია. მაგრამ, მას გასხვავებული სურნელი ჰქონდა, რომელიც აქამდე არ უგრძვნია.
ვერ ბედავდა ახლოს მისვლას, ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში. ეშინოდა მისთვის რამე არ დაეშავებინა.
გვიანღა შეამჩია ქალის სხეულთან სიახლოვეს. შუაზე სასტიკად გაგლეჯილი შავი ბედაურის სხეული და მაშინვე ამოიცნო ვისი ნამოქმედარიც იყო.
სწრაფად გაჩნდა ქალის სხეულთან, ჩაიმუხლა და კარგად დააკვირდა. ხელზე ჭრილობა ჰქონდა, საკმაოდ ღრმა და გრძელი.
ქალი, ბუმბულივით აიტაცა ხელში და ქარზე სწრაფად გაჰკვეთა ჰაერი. ტოტებს ტკადატკუცი გაუდიოდათ.
კაცობრიობისგან შორს მდგარ სასახლეში შევარდა და ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა. ფრთხილად დააწვინა განიერ, თეთრ საწოლზე და ელვის სისწრაფოდ გამოვარდა უკან.
სამზარეულოში წავიდა, ჯამი წყლით აავსო, სუფთა ნაჭერიც მოძებნა, მხარზე გადაიდო და უკან დაბრუნდა. ატრიბუტები საწოლის გვერდით ტუმბოზე მოათავსა. ფრთხილად გაუწმინდა იარები. ხელზე იმდენად ღრმა ჭრილობა იყო სისხლს ვერ უჩერებდა, არ წყდებოდა.
შეეძლო თავისი სისხლით ემკურნალა, წამში მოარჩენდა. მაგრამ , იცოდა რა შედეგებიც მოჰყვებოდა ამ საქციელს. კიდევ სცადა შეჩერება, ბოლოს ვერაფერს რომ ვერ გახდა. მაჯა პირთან მიიტანა. ოთხი ბასრი, ბრილიანტებივით ქათთქათა, კბილი ჩამოეზარდა, კანს ჩაასო. ხელი კისერთან შეუცრა, თავი ააწევინა და გოგონას პირთან მიიტანა. ისიც წაეტანა მოწყურებულივით, თითქოს რაღაც ტკბილს, არომატულს აგემოვნებდა. მაგრამ, გონს ვერ მოდიოდა. ჭრილობებმა მალე იწყეს შეხორცება. იოაკიმემ ამოისუნთქა და მას ყველაფერი ამოატანა.
სისხლიანი ნაჭრები მოკრიფა, ჯამი აიღო და ნებისყოფა დაკარგული გარეთ გავარდა. ყველაფერი სამზარეულოში გაიტანა. ოთახის კარების დასაკეტად აირბინა კვლავ კიბებიი. გულმა არ მოუთმინა და თან დახედა. ტუჩებს კვლავ ლურჯი ფერი დაჰკრავდათ, სწრაფად მივიდა და შუბლზე აკოცა.
სასახლე დატოვა და ტყეში გაიქცა სანადიროდ, წყურვილის მოსაკლავად. გზად რამოდენიმე ირემი მოინადირა და უკან დაბრუნა. სახლიდან ხმარური არ გამოდიოდა. გულის ცემით თუ იმსჯელებდა, კვლავ ეძინა გოგონას.
თავის ოთახში შევიდა, წყალი გადაივლო და სპორტულები ჩაიცვა. თავისი წეს ჩვეულება, თმის გაშრობის რიტუალი კვლავ შეასრულა. თავს ქარის სისწრაფით იქნევდა და წამებში იშრობდა. ბავშობიდან ვერ იტანდა ფენით გაშრობას. მხოლოდ ამიტომ მოსწონდა ვამპირად ყოფნა.
ყველაფერი რომ მოითავა, სარას ოთახში შევიდა. ახლოს მივიდა და სახეზე დააკვირდა. სითბოსგან ლოყები ჭარხალივით ჰქონდა აწითლებული. ტუჩებსაც ვარდისფერი ფერი დაჰბრუნებოდა. დიდი ნერწყვის გორგალი ძლივს გადააგორა. გულისცემაც აჩქარებოდა, რაც მალე გამოღვიძებას მოასწავლიდა.
ოთახიდან გასვლა და მისი დატოვება არ სურდა. მაგრამ, ქვემოდან ხმაური მოესმა. კარები ჩაკეტა და ქარიშხალივით გავარდა. უკვე იცოდა ვინც იმყოფებოდა და სიბრაზემ ტვინში აასხა.
- ვაუ, ტყის პრინცი მობრძანებულა - ირონიით გაჟღენთილი ხმით წარმოსთქვა მამაკაცმა. დივანთან მივიდა და დაჯდა. ფეხი, ფეხზე გადაიდო და ღიმილ შეპარული მზერა მიაპყრო. - ფუუ - სახე დამანჭა - ისევ ირმის სისხლის მიღებით იკლავ თავს?!
- აქ, რა ჯანდაბას აკეთებ ?! - მეხივით დასჭექა და სახლი შეაზანზარა. ბოლოს გონს მოეგო და მიხვდა ქალს გააღვიძებდა. - ხომ გითხარით არავის დანახვა არ მინდათქო ?! - კბილებში გამოსცრა.
- ოჰ, რა იყო ბიძაშვილო, მოქცევის წესები სულ დაგავიწყდა ?! მთლად გადაგვარდი ჯუნგლებში ?! - ჩაიცინა უცნობმა.
- ბართლომე ! ჭკუიდან ნუ გადამიყვან ! მე აგიკრძალეთ იმ ამბის შემდეგ ჩემთან მოსვლა! რა ჯანდაბამ მოგიყვანათქო აქ! - ყელთან ძარღვები დაეჭიმა, სახეზე ცეცხლი ეკიდა.
- მომენატრე და მოვედი. აქ, კიდე სიუპრიხი დამხვდა და თან დიდი. თურმე ჩვენი პრინცის ყინულის გული, პრინცესას მოუნადირებია. - სარკასტულად წარმოსთქვა სიტყვები.
- არ არის ეგ შენი საქმე! მას ახლოს არ გაეკარო! თორე იცი რისი გაკეთებაც შემიძლია. - სიბრაზისგან მუშტებს ძლიერ მუშტავდა, ხელებზე წითელ ფერს, ლურჯი ანაცვლებდა.
- ოჰ, ჩემი ვამპირუკა, შეყვარებულიაო ?! - არ რჩებოდა ნერვებზე თამაშს, ყოველთვის უყვარდა მისი გაბრაზება. - ნეტავ როდესაც გაიგებს როგორი ურჩხულიც ხარ, მოეწონები?! - პირდაპირ მიზანში გაარტყა.
- ის ამას ვერ გაიგებს, რადგან არ ვაპირებ მის გვერდით ყოფნას და საფრთხეში ჩაგდებას ! - მოთმინება ნელ-ნელა ეკარგებოდა, გულში რაღაც ჩასწყვიტა საკუთარმა სიტყვებმა.
- ჰმ, ძალიან კარგი, ესეიგი შემიძლია ვიაქტიურო ?! რა არომატიულო სუნი აქვს, აქამდეც კი აღწევს მისი სურნელი. მმ , რა გემრიელი იქნება. - ენა ტუჩებზე გადაისვა.
- არ გაბედოთქო, მასთან მიკარება, არ გაბედო! - მასთან გაჩნდა, ყელში ხელი წაუჭირა და კედელზე მიახეთქა. - ხომ იცი არ დაგინდობ, როგორც მაშინ ! - სახე მოეღუშა ძველი ამბის გახსენებისას.
- შენ იცი, რომ ჩემი ბრალი არ ყოფილა და ტყუილ უბრალოდ მადანაშაულებ ! - კბილებში გამოსცრა მამაკაცმა. ხელები კრა გულმკერდზე და მოიშორა.
- არ მინდა ამაზე საუბარი.. მას ორი მეტრის რადიუსზეც არ გაეკარები. მორჩა ამ თემაზე საუბარი!
- ვნახოთ.. ვნახოთ..
კიდევ აპირებდა დიალოგის გაგრძელებას იოაკიმე, მაგრამ ქალის ხმის გაგონებამ შეაწყვეტინა. ოთახის კართან გაჩნდა და შეჩერდა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა.

ესეც ახალი თავი..
იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ.
ბოდიშს გიხდით, რომ დავაგვიანე.. დედა იკეთებს ოპერაციას და ვერანაირად ვახერხებდი, ეხლაც გადარბენაზე ვარ.
შეცდომები თუ იქნება მაპატიეთ.
გამიზიარეთ თქვენი შეხედულებები, როგორც წინა თავში ვთქვი თითოეული აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის.
მიყვარხართ უკლებლივ ყველა.



№1 სტუმარი Ana

გევედრები ისე კარგად დაიწყე და ''ვამპირის დღიურებს'' არ დაამსგავსო რა <3

 


№2 სტუმარი Guest bubu

dzalian momwons da gtxov es gogo ioakimestan datove ise ar moxdes martla rom axla am axal gamochenil gmirsac sheuyvardes an rame daushaos mas

 


№3  offline წევრი მეამბოხე ^^

Ana
გევედრები ისე კარგად დაიწყე და ''ვამპირის დღიურებს'' არ დაამსგავსო რა <3

არა, არა, ვამპირების დღიურებს არ ვუყურებ, მაგრამ არ ემსგავსება:დდდდდ heart_eyes

Guest bubu
dzalian momwons da gtxov es gogo ioakimestan datove ise ar moxdes martla rom axla am axal gamochenil gmirsac sheuyvardes an rame daushaos mas

ვნახოთ, ვნახოთ, რა მოხდება. წინასწარ ნურაფერს ვიწინასწარმეტყველებთ smile

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ახალი თავი რომ ვნახე.კარგი იყო და ჩვენი იოაკიმე თუ ვამპირია,მაშინ ის მაქცია ვიღა არის?
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ახალი თავი რომ ვნახე.კარგი იყო და ჩვენი იოაკიმე თუ ვამპირია,მაშინ ის მაქცია ვიღა არის?

ოუჰ, ვერ მიმხვდარხარ, ის მაქცია ბართლომეა ანუ. იმიტომ ეჩხუბა.

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

თამაკო
La-Na
შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ახალი თავი რომ ვნახე.კარგი იყო და ჩვენი იოაკიმე თუ ვამპირია,მაშინ ის მაქცია ვიღა არის?

ოუჰ, ვერ მიმხვდარხარ, ის მაქცია ბართლომეა ანუ. იმიტომ ეჩხუბა.

აჰა.მე ეგ ვამპირი მეგონა,ბიძაშვილოო და მაგიტომ დავიბენი
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
თამაკო
La-Na
შენ ხომ არ იცი როგორ გამახარე ახალი თავი რომ ვნახე.კარგი იყო და ჩვენი იოაკიმე თუ ვამპირია,მაშინ ის მაქცია ვიღა არის?

ოუჰ, ვერ მიმხვდარხარ, ის მაქცია ბართლომეა ანუ. იმიტომ ეჩხუბა.

აჰა.მე ეგ ვამპირი მეგონა,ბიძაშვილოო და მაგიტომ დავიბენი

ნუ, ნელ-ნელა ყველაფერი გაირკვევა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent