ტყის საიდუმლოება (თავი მეხუთე)
კიდევ აპირებდა დიალოგის გაგრძელებას იოაკიმე, მაგრამ ქალის ხმის გაგონებამ შეაწყვეტინა. ოთახის კართან გაჩნდა და შეჩერდა, ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ არა. - სად ვიმყოფები? - ძლივს ამოილაპარაკა, თავის ტკივილისგან სახე მოეჭმუხნა. - არის აქ ვინმე? - წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა. იაკიმემ გაბედა და შიგნით შევიდა. გული გაორმაგებულად უცემდა. - იო?! - გაოცებული ჩანდა გოგონა. - სად ვარ ?! რა ხდება ?! - ტყეში გიპოვე გულ-წასული და ჩემთან წამოგიყვანე. - უჭირდა პასუხის გაცემა. - მე, იქ, მე, დიდი.. ძალიან დიდი, ცხოველი დავინახე. ჩემსკენ.. ჩემსკენ და ცხენისკენ მოდიოდა.. მერე მე გავითიშე.. - სვენებით საუბრობდა. - ის.. ის.. სად არის ?! იქ იყო ?! - ის იქ აღარ იყო.. - არ უნდოდა ტყუილის თქმა მაგრამ, გულს ვერ ატკენდა. - და ის ცხოველი.. - ალბათ მოგეჩვენა, არამგონია არსებობდეს - არ აცადა წინადადების დამთავრება. - არა, მახსოვს, რომ დავინახე.. მისი თვალები, ისეთი საშიში და შემზარავი იყო.. - გახსენებისას შიშისგან გააკანკალა. - ძალიან გტკივა თავი? - თემის შეცვლა სცადა. - არც ისე.. მაგრამ, მე ის მიკვირს როგორ მოხდა რამე რომ არ დავიზიანე.. - გაკვირვება ეხატა სახეზე. - ალბათ ძლიერად არ დაეცი, უბრალოდ თავი ჩამოარტყი. - ჰოო.. - ეჭვისთვალით უყურებდა მამაკაცს. - ჩემებმა იციან რომ აქ ვარ? - არა, ჩემს გარდა არავინ.. ცოტახანი იწექი და წავიდეთ. - არა, არ მინდა, ალბათ ძალიან ნერვიულობენ. - კარგი, როგორც შენ გინდა. მასთან მივიდა და წამოდგომაში მოეხმარა. ქვემოთ ერთად ჩავიდნენ. - წყალი დამალევინე თუ შეიძლება. - მორიდებულად სთხოვა. - ახლავე.. მალე დაბრუნდა უკან. სარას ხელები უკანკალებდა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა. - ვაიმე, მე ხელები მიკანკალებს და.. - დაიხარა ნამსხვრევების ასაკრეფად. ამ დროს კი თითი გაეჭრა. - ვაიჰ.. - სისხლი წამოუვიდა. იოაკიმე, სისხლის დანახვაზე მხეცს დაემსგავსა. თვალები ჩაუწითლდა, ღრჯოლები ჩამოეზარდა. - შენ.. შენ .. - შეშინებულმა დაიწყო უკან სვლა. მამაკაცი მისკენ მიდიოდა, მისი სურვილი სწვავდა. გონება დაებინდა, მხოლოდ გოგონას სხეულში მოძრავი სისხლის დაგემოვნებაზე ფიქრობდა. - ჰეი, ჰეი, იოაკიმე გონს მოდი.. - მასთან ბართლომე გაჩნდა და დაუღრიალა. - რა.. აქ რა ხდება?! - შეშინებული უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს. იოაკიმე გონს მოეგო, სახე დაუმშვიდდა, თვალებმა ცისფერი ფერი დაიბრუნეს. საშინლად იგრძნო თავი, როდესაც სარას შეხედა. მის სახეზე იმხელა შიში იკითხებოდა, გული დაეწვა. - სარა, გთხოვ მაპატიე მე უბრალოდ.. - მისკენ დაიწყო სვლა. - არა.. არა.. არ მომეკაროო ! - დაუყვირა და ოთახისკენ წავიდა. გული მოუკლა გოგონას ქცევამ, მაგრამ არაფერში ადანაშაულებდა ის ხომ ცხოველი იყო ადამიანის ტყავში გადაცმული. - ფუ ამის დედა შევეცი, მეგონა.. მეგონა თავს ვაკონტროლებდი. - კედელს მუშტებს ურტყავდა. სიბრაზისგან თვალები სულ ჩაუწითლდა. - კარგი გაჩერდი ტო, სახლს დაანგრევ.. - ამ მომენტშიც კი ხუმრობას ცდილობდა. - დაავიწყებ ყველაფერს და ეგ იქნება. წადი დაელაპარაკე, ალბათ შეშინებულია შენი პრინცესა.. - ირონიულად წარმოსთქვა. ერთხელ შეხედა და გააჩუმა. წამში თავის ოთახში შეიკეტა. უძნელდებოდა მასთან შესვლა და მის თვალებში, ზიზღის და შიშის დანახვა. გამბედაობა მოიკრიბა და კარებზე დააკაკუნა, ხმა რომ არ გასცა შიგნით შევიდა. - არ მომეკარო ! - კბილებში გამოსცრა. - მე, არაფერს დაგიშავებ, უბრალოდ სალაპარაკოდ მოვედი.. - დაბნეულად ამოილაპარაკა, აფრთხობდა ასეთი რეაქცია. - შენი თვალები და კბილები.. - ხოო, მე ვამპირი ვარ.. სიტყვის დამთავრება არ აცადა სარამ, ისტერიკული სიცილი აუტყდა. - უკაცრავად ალბათ მომესმა, ვინ ხარ ?! - სული ძლივს მოითქვა. - რაც დაინახე ის! ვამპირი! - ნერვები მოეშალა, მის საქციელზე. - რას მიპირებ ?! - თვალებში შიში ჩაუდგა შიში. ნათქვამი და ნანახი, რომ გაანალიზა. - არაფერს, არაფერს.. ამ ყველაფერს დაივიწყებ, სულ მალე და ხვალიდან კი, მე შენს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოვჩნდები.. - როგორ თუ დავივიწყებ ?! - ეტკინა მისი სიტყვები. გონებაში ერთი და იგივე სიტყვები უტრიალებდა. ,, შენს ცხოვრებაში აღარასოდეს გამოვჩნდები’’ . - მე ხომ ვამპირი ვარ.. - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. - ანუ რაც სერიალებში აჩვენებ ყველაფერი მართალია ?! - გაოცებულმა ჰკითხა. - ყველაფერი არა, - გაეცინა - მზეზე არ ვიწვებით და არც გულში ჩარტყმით არის ჩვენი მოკვლა შესაძლებელი. სარა, მისმა ღიმილმა მოაჯადოვა. ახალ გაპარსულ წვერზე, კარგად ჩანდა ლოყა, რომ ეჩხვლიტებოდა. გულში სითბო ჩაეღვარა და მასაც გაეღიმა. - ის.. ის ცხოველიც არსებობს ხომ და არ მომჩვენებია ?! - შეშფოთებულმა ჰკითხა. - კი, არსებობს. ჩემი ბიძაშვილია, ალფა მგელი, რომელსაც გადაქცევაც შეუძლია. - გაოცებული უსმენდა. - და რა უნდოდა ჩემგან ? ჩემი ცხენი, ის აღარ არის ცოცხალი ხო? - თვალებზე ცრემლები მოადგა. - ის.. არ არის ცოცხალი სამწუხაროდ, მეც ძალიან მიყვარდა. - ადამიანის სისხლით იკვებები ?! - გაოგნებულმა ჰკითხა. - არა ! წლებია უკვე, რაც ადამიანის სისხლი არ მიმიღია. - მკაცრად და დამაჯერებლად წარმოსთქვა. სარამ არაფერი აღაღ უთქვა. გოგონა დაფიქრდა და მიხვდა, რომ ყოველ ღამით მომხდარი არ ელანდებოდა თურმე და ტყუილად ბრაზობდა საკუთარ თავზე. ამაზე კი ძალიან გაბრაზდა. - ყოველ ღამე მოდიოდი ჩემს ოთახში და მიყურებდი ხო მძნარეს ! - თვალებში ცეცხლი აუკიაფდა. - ხოო .. - არ უცდია დამალვა, მის სახეზე კი ღიმილი ვერ შეიკავა. - და რატომ ? - მართლა აინტერესებდა პასუხი. - სიმართლე გითხრა მეც არ ვიცი რატომ მოვდიოდი. ჩემდა უნებურად ხდებოდა. თვალს დავახამხამებდი და უკვე შენთან ვიყავი. მძინარე ისეთი ლამაზი იყავი ანგელოზს გავდი. მერე როდესაც დავფიქრდებოდი ვხვდებოდი, რომ მე მხოლოდ დიდი, შავი ლაქა ვიქნებოდი შენს ცხოვრებაში. სულ პირველად, აქ, რომ ჩამოხვედი მაშინ შეგამჩნიე. იმდენად ძლიერი სურნელი გქონდა შორიდან ვიგრძენი. ახლოს რომ მოვედი, მდელოზე იწექი ქალღმერთივით. მაშინ პირველად შემიტოკდა გული. ნადირობის სურვილიც კი გამიქრა. შემდეგ კი მოულოდნელად გნახე, თურმე გიორგის კლასელი ყოფილხარ. - სარა, გაოგნებული უსმენდა, გული კი რამოდენიმე დარტყმას ტოვებდა. - ახლა კი, შენს თვალებში შიშის დანახვა მანადგურებს. მაგრამ, ამ ყველაფერს დაივიწყებ და ვეღარ გამიხსენებ. როგორც დგეს ამბობდი, შენს ცხოვრებას მიხედავ და მიაღწევ ყველაფერს რაც კი გსურს. - ბოლოს სიტყვები, ძლივს წარმოსთქვა. სარაც არ იყო კარგ მდომარეობაში. მაგრამ, მაინც ვერ იტყოდა იმ ყველაფერზე უარს რაც ასე სურდა. მშობლებს დაპირდა, წარმატებული იურისტი გახდებოდა. გული მისკენ იზიდავდა მაგრამ, გონება მისგან შორს ყოფნას სთხოვდა. - წავიდეთ.. - არაფერი არ უთქვამს. იცოდა ატკენდა, მაგრამ არაფრის თქმა შეეძლო. იოაკიმეს გული სტკიოდა. ხვდებოდა, რომ კარგავდა სმაუდამოდ. ხელში აიყვანა, ქარის სისწრაფით წაიყვანა სახლისკენ. შორი ახლოს ჩამოსვა და წინ დაუდგა. - არ ვიცი, როდის და როგორ. სიმართლე გითხრა არ მჯერა ერთი ნახვის და შეყვარების. მაგრამ, ეს განსხვავებული გრძნობაა. მიყვარხარ ?! არა, ეს გრძნობა, სიტყვა მიყვარხარზე ძლიერია. ვიცი, რომ გკარგავ, მაგრამ შენს გვერდით ვერ ვიქნები, ვერ ჩაგაგდებ საფრთხეში. - ხელებში მოიქცია საყვარელი ქალის სახე. ტუჩებს დაეწაფა, კოცნიდა ნელა, მაგრამ მომთხოვნად. უნდოდა დიდხანს გაჰყოლდა მისი გემო. გოგონას მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა. გული კი აუჩქარდა, ამაზე კი იოაკიმეს გაეცინა. თვალებში შეხედა, არ სურდა ამის გაკეთება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. - ყველაფერს დაივიწყებ რაც დღეს მოხდა. შენ ცხენით სწრაფად მიჰქროდი, ამ დროს აღმოჩნდი ტყეში. ცხენი, ცხოველმა დააფრთხო და გადმოვარდი. გულ წასული გიპოვე მე და ხელში აყვანილი წამოგიყვანე, რადგან შენ სიარულის თავი არ გქონდა. ცხენი კი მოვძებნე და ვერ ვიპოვე. ამაზე კი არ ინერვიულებ. - სარამ მხოლოდ თავი დაუქნია. ფეხით გაუდგნენ გზად, გოგონას ხმა არ ამოუღია. სახლამდე მალე მივიდნენ. სანამ შევიდოდნენ, მამაკაცს მაჯაზე მოჰკიდა ხელი და გააჩერა. - მადლობა, ჩემს საძებნელად, რომ წამოხვედი და მიპოვე. შენ რომ არა, არ ვიცი რა დამემართებოდა. - თბილად გაუღიმა და დაუფიქრებლად ლოყაზე აკოცა. თავისი საქციელი, რომ გაანალიზა ლოყები ბროწეულისფრად აუღაჟღაჟდა. - არაფერს, ყველა ასე მოიქცეოდა. - ცივი, არაფრისთქმელი ხმით განუცხადდა. გოგონას არ ესიამოვნა ასეთი ტონი. ეწყინა კიდეც, მაგრამ არ შეიმჩნია. სახლის კარები შეხსნა იოაკიმემ. სარა, პირველი შეატარა. ტასოს ტირილის ხმა გამოდიოდა მისაღებიდან. იქით წავიდნენ. ყველას სახეზე მწუხარება იყო გამოსახული. გოგონები ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ტიროდნენ. - ბავშვებო გამარჯობა, მოვედი.. - გაეღიმა, სიხარულით, მათი სიყვარული უფრო შეისისხლხორცა. თავიდან ყურადღება არავინ მიაქცია, თითქოს ვერ გაიგესო. მაგრამ, რომ გაანალიზეს მეგობრის ხმა იყო, ყველამ იმ მიმართულებით გაიხედეს. ერთდროულად წამოიშალნენ და მეგობარი გულში ჩაიკრეს. ამ დროს იომ წასვლა გადაწყვიტა, შემდეგ უფრო გაუჭირდებოდა დამშვიდობება. - სარა, სარა, შენ აქ ხარ, უვნებელი.. - ცრემლებს ვერ იკავებდა ანასტასია, თან მთელი გულით იკრავდა გულში. - იცი როგორ ვინერვიულეთ ?! სად წახვედი უთქმელად ?! - თან უბრაზდებოდა, თან კი კოცნიდა. - წამო დავსხდეთ, ფეხზე რომ დამაყენეთ. ძალიან დავიღალე, ყველაფერს მოგიყვებით ნუ ღელავთ. - მათ სახეებზე გაეცინა. - კიდევ ხუმრობის ხასიათზე ხარ ამის დედა ვატირე ?! მოვკვდით ნერვიულობით. ნუთუ ვერ მოიფიქრე ვინმესთვის გეთქვა წასვლის შესახებ ?! ან სად მიდოდი შენ ხომ გზები არ იცოდი ?! - წინ და უკან დადიოდა გიორგი, თან კი ჯუჯღუნებდა. სარა, ფეხზე წამოდა მასთან მივიდა და გულში ჩაიკრა. - ნუ ღელავ კარგად ვარ არაფერი მომსვლია. - მასთან ერთად ჩამოჯდა დივანზე და გვერდიდან მიეხუტა. - რაღაცაზე გავბრაზდი და ცხენით მომინდა გასეირნება. ისე აღმოვჩნდი შუა ტყეში ვერ გავანალიზე. შემდეგ ცხენი რაღაცამ დააფრთხო, თავი ვერ შევიკავე და გადმოვარდი. დაცემისას თავი ხეს დავარტყი და გონება დავკარგე. არ ვიცი როგორ მიპოვა იოაკიმემ, მაგრამ გონს რომ მოვედი თავზე მედგა. შემდეგ აქამდე ერთად მოვედით. - თვალებით დაუწყო ძებნა, მაგრამ არსად ჩანდა. - მას თუ ეძებ წეღან წავიდა. - ტასომ ღიმილით შეხედა მეგობარს. - ჰო, არაუშავს.. - სულერთიას გამომეტყველებით შეხედა მეგობარს. მაგრამ, რას მოატყუებდა ხუთი თითივით იცნობდა. ძალიან ეწყინა, თვალზე ცრემლები მოადგა. - წავალ ჩემს ოთახში ცოტახანი წამოვწვები, თან ბარგიც ჩასალაგებელი მაქვს. ხვალ ხომ მივდივართ. - კარგი, მიდი დაიძინეე. - თავზე აკოცა გიორგიმ. - დროებით. - ყველას დაემშვიდობა და ოთახში შეიკეტა. სააბაზანოში შევიდა, წყლის ქვეშ დადგა და თვალები დახუჭა. გაახსენდა როგორ აკოცა პირველად მამაკაცს და თავის საქციელზე გაეღიმა. თან ბრაზობდა, ასე დაუმშვიდობებლად, რომ წავიდა. წყლის წვეთებმა დაღლილობა მოუხსნა. პიჟამოები ჩაიცვა და ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა. მალე მოათავა, ბევრი არაფერი ჰქონდა წამოღებული. ლოგინში შეწვა და ბალიშს ჩაეხუტა. შუაღამისას მწველმა მზერამ გამოაღვიძა. შუქები აანთო, მაგრამ არავინ იმყოფებოდა. დაღლილობას დააბრალა და ძილი გააგრძელა. თავის ოთახში ვეღარ ისვენებდა. ბოლთას სცემდა წინ და უკან. ბოლოს ვეღარ უძლებს. წამებში მასთან ჩნდება და მძინარეს უყურებს. სიყვარული უფრო ღრმად იდგამს ფესვებს მის გულში. უფრო და უფრო ეფლობა ჭაობში, საიდანაც ვეღარ ამოვა. უნდა მივიდეს, გააღვიძოს და მთელი არსებით ჩაიკრას გული. აქამდე არასდროს არ სდომებია ადამიანად ყოფნა. რადგან ამ შემთხევაში არც დაფიქრდებოდა ისე იბრძოლებდა მის გამო. ჯოჯოხეთშიც კი გაჰყვებოდა, ოღონდაც ჰყვარებოდა და ეთხოვა. გოგონა ლოგინში შეირხა, ამან აიძულა წასულიყო. ტყეში დაეხეტებოდა და თან ფიქრობდა. ხვალ წავიდოდა და ვეღარ ნახავდა. გაჰყვებოდა კი?! თუნდაც რა აზრი ჰქონდა, მის სიახლოვეს ვერ გამოჩნდებოდა. შორიდან თუ დააკვირდებოდა, შორიდან თუ მოიკლავდა მონატრების სურვილს. მაგრამ, შეძლებდა კი ამდენი წლის შემდეგ, თბილიში დაბრუნებას სადაც ტკივილის მეტი არაფერი არ ახსოვს. დილით გოგონებმა გააღვიძეს სარა. მოწესრიგდა და გარეთ გავიდა. ყველას მიესალმა და გაწყობილ სუფრასთან მივიდა. კარებისთვის თვალები არ მოუშორებია. სჯეროდა მამაკაცი მივიდოდა დასამშვიდებლად. - ვის ელოდები ?! - ეშმაკური ღიმილით უყურებდა. - ჰა ?! არავის ვის უნდა ველოდებოდე. - უდარდელი გამომეტყველება მიიღო. გულს კი ცეცხლი ეკიდა, ქარიშხალი კი უფრო ამწვავებდა. - დილით იყო მოსული ყველას დაგვემშვიდობა.. - მე , მიკითხა? - იმედით შეხედა. - არა, არაფერი უთქვამს. - ხასიათი გაუფუჭდა, წამოდგა და ეზოში გავიდა. ჰამაკთან მივიდა და შიგ ჩაწვა. ეზოს გასცქეროდა, ბოლოს იმედს ებღაუჭებოდა. ბავშვები გამოლაგდნენ და მანქანებში ბარგი ჩაალაგეს. მასაც დაუძახეს, ისიც წამოდგა და მივიდა. ბებოს დაემშვიდობეს, ქალმა ცრემლები ვერ შეიკავა. ყველა ჩაიკრა გულში და ლოყები დაუკოცნა. მანქანაში მოთავსდა, საქარე მინას თავი მიადო. გული ყელში ებჯინებოდა, ამოუცნობი გრძნობა სჭამდა. მანქანა დაიძრა, გული აუჩქარდა. გრძნობდა, ვიღაც რომ უყურებდა. მაგრამ, არავინ ჩანდა გარშემო. მე თქვენ მიყვარხართ ძალიან .. ^_____^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.