Never miss a chance to dance(XV თავი)
გამეღვიძა და ლიზა ლოგინზე აღარ წევს. სად გაქრა? ისევ წერილი. უკვე მერამდენედ მიკეთებს ასეთ რაღაცას. კაი წავიკითხოთ ამჯერად რა წერია: ,, გაბი ბოდიში რა! ვიცი შენთან ერთად უნდა გამესეირნა, მაგრამ ნიკუშამ ისე მთხოვა, უარი ვეღარ ვუთხარი!.. ბოდიში!.. მიყვარხარ! -ლიზა’’ სხვა რა გზაა! იაევ მარტოს მომიწევს გასეირნება! ამ დროს აბაზანიდან ვიღაც გამოდის, გავიხედე და მაქსიმე შემრჩა ხელში. წელს ქვემოთ პირსახოცი ჰქონდა შემოხვეული.თან პირსახოცით თავს იშრობს. როგორც იქნა მაღირსა და გამოიხედა, მაგრამ მის ტანს დავაშტერდი ხამივით. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. -დილა მშვიდობისა−ისევ ეშმაკური,ცალყბა ღიმილი. -ჰა?..უი! დილა მშვიდობისა!−ძლივს მოვაცილე თვალი მის ტანს. შემდეგ კი მივხვდი რომ სასწრაფოდ უნდა ვუშველო ამ სიტუაციას: -აქ რა ჯანდაბას აკეთებ? არ თქვა რომ ესეც შენი სასტუმროა! -სამწუხაროდ არა, მაგრამ ყიდვაზე არ ვიტყოდი უარს! -ნწ, ნწ, ნწ... განებივრებული!..−ჩავილაპარაკე ჩემთვის. უეჭველი გაიგონა რაც ვთქვი, რადგან აშკარად ჩაეღიმა. -აქ რას აკეთებ? თქვენ ოთახში არ არის აბანო? -კი, როგორ არ არის! უბრალოდ რაღაც მილია გაფუჭებული იმ ნომერში. გამოვიძახე სასტუმროს სანტექნიკოსი თუ ვიღაცა და მიხედავს. -ხო აბა შენით რას გააკეთებდი! -სხვათაშორის მეხერხება ეგეთი რაღაცეების შეკეთება! -კი, კი აბა რა! ნომერ პირველი ხარ მაგ საქმეში!−და ცერა თითი ვაჩვენე. -კაი შეიძლება მაგ საქმეში არ ვარ ნომერ პირველი, მაგრამ ხისგან რაღაცეების გამოთლაში ვერავინ მაჯობებს! -ხისგან რაღაცეების გამოთლა გეხერხება? -კი ბატონი! -არ მჯერა! -როგორ დაგიმტკიცო? -მმმ...−ჩავფიქრდი−მე გამომითალე რამე! რამე ისეთი, რითაც მივხვდები რომ სენი გამოთლილია და სხვა ამ იდეას ვერ მოიფიქრებდა! რამე ისეთი, რაც მარტო ჩვენ ორმა ვიცით!..და დაიფიცე რომ არავის გააკეთებინებ და შენით გამოთლი! -გეფიცები!−მარჯვენა ხელი გულთან მიიდო, მარცხენა კი მაღლა ასწია! ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა. უხერული სიჩუმე... -ხო იბანავე?! ხოდა ახლა გაეტიე და ჩაიცვი! -ერთი პირობით! -უკაცრავად? რა პირობით? -ერთად გავისეირნოთ! -არავითარ შემთხვევაში! -მაშინ მე არსად მეჩქარება! ესაა ხო შენი ლოგინი?−ჩემს ლოგინზე მიმითითა−ხოდა აქ დავწვები და არსად გავალ! ჩაცმაც არ მინდა! მთელ დღეს აქ გავატარებ! -აეგდე! -არა! -აუ! ნუ ბავშვობ! ადექი! -შენ რომ მაგას ვინმეს ეტყვი! -ოოფფ...კაი ხო! აეგდე, ჩაიცვი და წავიდეთ! -არის! ვდგები სიხარულო! -იცოდე გადავიფიქრებ! -კაი ხო, კაი! მოკლედ მეც გავემზადე. შორტი და გრძელი ,,საროჩკა’’ ჩავიცვი. ისე რომ იმ შორტს ფარავდა. უკვე კარებში გასვლას ვაპირებდი,რომ მაქსიმეც შემოვარდა. -აბა წავედით? -კი ბატონი! მოკლედ სეირნობა-სეირნობით მოვიარეთ ყველაფერი. თან იმდენი მაცინა, მუცლის პრესი სულ დამეჭიმა.შემდეგ ფრანგული, განთქმული კრუასანები მივირთვით, შშემდეგ ნაყინი და ბოლოს წყალი ვიყიდეთ(ისე გვწყუროდა). უამრავი ფოტოები გადავიღეთ, ეიფელის კოშკთან,ტრიუმფალურ თაღთან და ა.შ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარშიც ვიყავით და მოკლედ საოცარი დღე იყო. ბოლოს რაღაც მაღაზიაში შევედით. ძალიან პატარა მაღაზია იყო ქუჩის ბოლოს, მაგრამ რომ შევიხედეთ და დავინახეთ რომ ბევრი რაღაცეები ჰქონდათ, შევვარდით. უამრავი უცხო ნივთი ჰქონდათ. მე ვიყიდე ბურთში ჩასმული ეიფელის კოშკი, რომ აანჯღრევ და ფიფქები რომ ცვივა. მაქსიმემ უბრალოდ რაღაც პატარა ეიფელის კოშკი აიღო, მგონი ბრელოკი იყო. სანამ ის ქალი ჩემს სუვენირს ფუთავდა, მანამდე მე ვათვალიერებდი და ერთ უცნაურ, მაგრამ ლამაზ ნივთს მოვკარი თვალი. კულონი იყო,რომელზეც გასაღები და გული იყო იყო ჩამოკიდებული და ორივე სხვადასხვა ფრად ანათებდა. იმ ქალმა ეტყობა თვალი მოკრა, რომ ვუყურებდი და მითხრა: -იცი ლეგენდის თანახმად, ეს კულონი ერთ-ერთ ულამაზეს დედოფალს ეკუთვნოდა, მაგრამ ძალიან უგულო იყო. არავინ უყვარდა, არავისზე ზრუნავდა, არ ყავდა ისეთი ადამიანი გვერდით, ვისთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებდა.ის ბევრს უყვარდა, მაგრამ განსაკუტრებით ერთ-ერთ უფლისწულს ჩავარდნია გულში, მაგრამ ეს ქალი ზედაც არ უყურებდა. ერთხელაც მივიდა ეს კაცი და უთხრა რომ მა ძალიან უყვარდა, მაგრამ რახანც გოგს არა, ამიტომ თავი უნდა მოეკლა. მანამდე კი ყელსაბამი აჩუქა,რომელშიც ჩემი სიყვარული დევსო და მე რომ მოვკვდები ცხოვრების ბოლომდე გექნებაო, ხოლო ეს გასაღები(და გასაღები ამოუღია ჯიბიდან) იმას მიეცი ვინც ოდესმე მთელი გულით შეგიყვარდებაო. წავიდა ეს კაცი და უკვე ს აპირებდა, რომ დედოფლის ხალხი მივარდა და კვლავ მასთან მიათრიეს. დედოფალი ნაზად წამომდგარა და უფლისწულისთვის გასაღები გაუწოდებია. უფლისწული სიხარულისგან მეეცხრე ცას ეწია, მაგრამ ის ქალი 1 თვეში გარდაიცვალა. დანაღვლიანებულმა უფლისწულმა თავი მოიკლა! ვაუ! მე და მაქსიმე ამ ისტორიას გაშტერებულები ვუსმენდით! -ამბობენ რომ ამ გულში დღემდეა იმ კაცის სიყვარული ჩადებული და იმიტომ ანათებსო. თუ ვინმე მას ჩამოიკიდებს და იმ წამს ის ვარდისფრად გაანათებს, მაშინ უკვე ნაპოვნი ყავს თავისი სიყვარულიო, თუ წითლად მალე ეყოლებაო, ხოლო თუ ლურჯად მაშინ ცხოვრების ბოლომე უსიყვარულოდ დარჩებაო. ხოლო გასაღები მარტო შენს ნამდვილ სიყვარულს უნდა მისცეო. მიდი მაგას მე გჩუქნი ბებია! აიღე! შენი იყოს! -არა, არა! მადლობა! -იცი ეს ისტორია ალბათ არ არის ნამდვილი! უბრალოდ ლეგენდაა! რაც შეეხება ამ ყელსაბამს! ანათებს და ლამაზია! აიღე! გჩუქნი! -დიდი მადლობა ქალბატონო! მადლობა ყველაფრისთვის! ნახვომდის! გამოვართვი ყელსაბამიც და გარეთ შოკირებული გამოვედი. ასეთი რამ ჯერ არ მქონია მოსმენილი! ყელსაბამი იქ არ გამიკეთებია, ჩანთასი ჩავაგდე და სასტუმროსკენ დავიძარით! -საოცარი დღე იყო! მადლობა და აბა ძილინებისა!−ვუთხარი, როდესაც კარებთან მიმაცილა. -პირიქით მადლობა შენ! ძილინებისა! -კარგად. -კარგად! ის იყო სახელური უნდა ჩამომეწია რომ მაქსიმემ დამიძახა: -გაბი! -რა იყო? მივბრუნდი, მაგრამ მეტი არაფრის თქმა აღარ მაცალა. მომვარდა, ხელები წელზე შემომხვია და დაეწაფა ჩემს ბაგეებს. თავიდან გავუძალიანდი, მაგრამ შემდეგ მეც ავყევი. ბოლოს უკვე კინაღამ გავიგუდე. მანაც იგრძნო ეტყობა უჰაერობა და გაჩერდა. -ხომ გითხარი ჯერ არ დაგვიმთავრებიათქო! აბა ძილინებისა!−მითხრა, თვალი ჩამიკრა და თავისი ნომრისკენ დაიძრა. მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ისევ შოკირებული ვიყავი!.. უბრალოდ ოთახის კარი შევაღე და გაოგნებული წამოვწექი ლოგინზე. თან დღევანდელი ა,ბების გადახარშვა დავიწყე... მემგონი მიყვარს!.. მემგონი კი არა მიყვარს!.. მე მაქსიმე მიყვარს! ვფიქრობდი და თან ბედნიერი ვიყავი!.. სასწრაფოდ უნდა ვუთხრა მაქსიმეს! ავდექი ლოგინიდან, კარი გამოვგლიჯე და დერეფანში გავვარდი. გზაში ლიზა შემეფეთა. -ხო მშვიდობაა? -კი...მგონი!.. გნახავ მერე!.. მოვალ 5წუთში!.. -კაი! მინდოდა კარზე დამეკკუნებინა, მაგრამ კარები ღია იყო, შევვარდი და თან ვყვიროდი -მაქსიმე, მე შენ... ამ დროს გავჩუმდი...მაქსიმე ლოგინზეა გაწოლილი, ტანს ზემოთ არაფერი არცვია და ნატუკაც ამავე მდგომარეობაშია, ოღონდ ის დგას. ღმერთო რა საზიზღრობაა! თვალებზე ცრემლები მომადგა და ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა.ნატუკამ და მაქსიმემ ჩემკენ გამოიხედეს. მე სასწრაფოდ შევბრუნდი და ლიფტის ღილაკს დავუწყე თითის რტყმა. დავინახე მაქსიმე როგორ მორბოდა დერეფანში ჩემკენ და თან ზედის ჩაცმას ცდილობდა, მაგრამ ამ დროს ლიფტი გაიღო, შევვარდი, სასწრაფოდ დავაჭირე პირველ სართულს და ლიფტის კუთხეში ჩავიმუხლე. მაქსიმემ შემოსვლა ვერ მოასწრო! ვიჯექი ლიფტსი და ვტიროდი! როდესაც ლიფტი გაიღო სასტუმროდან გავვარდი და უკვე გზის გადაკვეთას ვაპირებდი, როდესაც ვიღაცამ ხელში მაგრად ჩამავლო ხელი... P.S. აი დავდე ახალი თავიც! ბოდიშით დაგვიანებისთვის! :( მაინტერესებს დაგვიანებების გამო მკითხველი თუ დარჩა! :// მე უეჭველი დავამთავრებ ამ მოთხრობას სულ რომ 2თვე დამაგვიანდეს! თუნდაც ერტი მკითხველის გამო, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებს თუ დარჩა ვინმე! <3 მადლობა ვინც კიტხულობთ ამ ისტორიას, მიუხედავად ყველაფრისა! <3 <3 <3 მიყვარხართ! <3 <3 <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.