შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები (5)


2-08-2017, 12:53
ავტორი ანკა
ნანახია 3 363

გათენებამდე ვმუშაობდი. დემეს გარეშე გაცილებით სწრაფად და ორგანიზებულად ვაკეთებდი საქმეს. შემდეგ კი იქვე მიმეძინა.
-ღმერთო ჩემო, ნიტა ნორმალური ხარ?! - წამოიკივლა ვიღაცამ და ჩემი დაფეთებაც მოახერხა. ისე წამოვჯექი მოულოდნელობისგან, რომ ძირს გემრიელი ბრახვანიც მოვადინე.
-რა დავაშავე? - ვიკითხე დაქანცული გამომეტყველებით.
-შენ რა, მთელი ღამე აქ გაატარე?! - მკითხა სტელამ შეწუხებული ტონით.
-ხო, ყველაფერი გავაკეთე, მხოლოდ ქსოვილებია სანახავი და შეუძლიათ მაღაზიის კეთებაც დაიწყონ - ვუპასუხე თვალების სრესვით - ყავა მინდა ან რამე ყავაზე უფრო ძლიერი, თორემ, დამიჯერე, ერთ საათში ისევ დამეძინება - ზანტად ავდექი და კარისკენ წავედი.
-სასადილომდე ხომ არ მიგაცილო? - მკითხა მზრუნველად.
-არა, მადლობა. მახსოვს სადაცაა - ვუპასუხე და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა რომ საჭმელად მივდიოდი. ბოლო-ბოლო ვის არ უხარია ჭამა? რავიცი, ასეთი ადამიანი არსად მეგულება, მაგრამ ჩემს ბედს რა ვუთხარი... პირდაპირ სასადილოს შესასვლელ კართან იყო აყუდებული ბატონი დემე და ვიღაც ქალთან ჭორაობდა.
როგორ შემეღწია საჭმელად? სასტიკად მშიოდა და ასეთივე სასტიკი დოზით მინდოდა დემესთვის თავის არიდება. საბოლოოდ, მაინც ცხოველურმა ინსტინქტმა გაიმარჯვა და ამაყად გაჭიმული გავემართე მოსაუბრეებისკენ.
-უკაცრავად, გავივლი თუ შეიძლება... - ვუთხარი დემეს ისე, რომ მისთვის არც შემიხედავს. ზედმეტი სიტყვების გარეშე გამატარა და მეც შვებით ამოვისუნთქე, როდესაც “დაბრკოლება“ წარმატებით გადავლახე. დახლთან მივედი, ძლიერი ყავა და შოკოლადის კექსი ავიღე, შემდეგ კი მაგიდისკენ გავემართე. თავი ავწიე თუ არა, ჩემკენ მომავალი დემე დავინახე და მობეზრებულმა ღრმად ამოვისუნთქე.
-რა გინდა? - ვკითხე გაღიზიანებული ტონით.
-ბოდიში მინდა მოგიხადო გუშინდლის გამო... - თქვა და დამნაშავე თვალები მომანათა.
-ბოდიში არ ცვლის იმ ფაქტს, რომ პატივს არ მცემ! ისე მოიქეცი, როგორც ქუჩის ქალებს ექცევიან - შევუღრინე და ვიგრძენი როგორ მემატებოდა ნელ-ნელა სიბრაზე.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე! - თვალები გადაატრიალა ისე, თითქოს სრულ უაზრობას ვამბობდი.
-ვერც ხვდები საიდან მოვიტანე, არა?! - სარკასტულად გავუღიმე და პარალელურად ჭამა განვაგრძე.
-ჩემი საქციელით მხოლოდ ის დამტკიცდა, რომ ძალიან მიზიდავ და შენთან თავის შეკავება მიჭირს - განაცხადა მყარად.
-უფრო ის დამტკიცდა, რომ გიჭირს და თავს ძალას არც ატან რომ შეიკავო - არ ვეშვებოდი და მაინც ჩემი აზრის გატანას ვცდილობდი.
-მომისმინე, ახლა ჩხუბი არ გვაწყობს. ბევრი საქმე გვაქვს და მთელი დღეები ერთად უნდა ვიყოთ. ძალიან გინდა კატა-თაგვობანას თამაში?
-არ მინდა, მაგრამ ასე ადვილად ვერ დავივიწყებ შენს საქციელს. ძალიან გაბრაზებული ვარ და არ მიპატიებია - ესღა ვუთხარი, ფეხზე წამოვდექი და დრამატულად დავტოვე მაგიდასთან. ან რა წესია ერთხელ ბოდიშის მოხდა და მერე თავის მართლებაზე გადასვლა? ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მოვალეობის მოხდის მიზნით მომიბოდიშა და არა გულწრფელად.

-ნიტაააააა, აი ამ კუთხეში ერთი დიდი დივანი დადგი ჩემს საპატივსაცემოდ! - თავისი ჭკუით გენიალური იდეა მომაწოდა ტატომ და ყურებამდე გაიკრიჭა. მე და დემეს ნახევარი საათი გვეხვეწა ლეკვის თვალებით მეც წამოვალ, თორემ რა ვაკეთო არ ვიციო. ბევრი იწუწუნა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაგვითანხმა და ახლა ტრადიციული პოზიტივით დაქროდა წინ და უკან.
-ეს სარკეები სად უნდა დავკიდოთ? - მომიახლოვდა ერთ-ერთი მუშა.
-ეგ სარკეები აქ დატოვეთ და აი ის გრძელები მეორე კუთხეში - მივუთითე დაუყოვნებლად.
-ნიტა, საღებავები მოიტანეს და უთხარი რომელი კედელი როგორ შეღებონ - დამიძახა დემემ და ამჯერად მათთან მივედი. განკარგულებები გავეცი და ისევ მიმოვიხედე, იქნებ კიდევ სადმე მეძახიანთქო.
-ამის მერე რას აპირებ? - მკითხა დემემ.
-პირველ რიგში, თბილისში წავალ და მერე, არ ვიცი - ვუპასუხე უემოციოდ.
-დარჩი აქ. მუდმივ სამსახურში აგიყვან - შემომთავაზა და გამიღიმა.
-არა მგონია კარგი იდეა იყოს - ცინიკურად ჩავიცინე და ხელები გადავაჯვარედინე.
-დავიჯერო, სულ არ გინდა ვცადოთ რა გამოგვივა? - მკითხა და გამომცდელად დამაკვირდა. შეიძლება ეგონა რომ იმ მომენტში ჩემს ემოციებზე რაიმე გავლენას ახდენდა, მაგრამ ერთადერთი რასაც შვებოდა ჩემი ნერვების დაწყვეტა იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ წინა დღე მახსენდებოდა.
-არა. არანაირი სურვილი არ მაქვს! და საერთოდ, აქ შენთან საჭორაოდ არ ვარ - მოკლედ მოვუხაზე და ტატოსკენ წავედი.
მთელი დღე ავი ძაღლივით ვიღრინებოდი. ტატო მდუმარედ გვაკვირდებოდა ორივეს, ნეტა რა სჭირთო. მაღაზიის გახსნამდე ბოლო ერთი კვირის ყოველი დღე ასეთი იყო. დემე შანსს არ უშვებდა ხელიდან, რომ როგორმე მე და ალექსანდრე დავეშორებინეთ, თუმცა უშედეგოდ. აშკარად ვატყობდი როგორ აბრაზებდა ის ფაქტი, რომ მის მიმართ ყოველგვარი სურვილი გამნელებოდა.

რალფმა მაღაზიის გახსნას პრადას ახალი კოლექციის ჩვენება დაამთხვია. იმხელა კაცს პატარა ბავშვივით უხაროდა, რომ ჩვენების დღესვე შეძლებდა კლიენტი ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ყიდვას.
მე კიდევ დღეებს ვითვლიდი ალექსანდრეს ნახვამდე. ერთი სული მქონდა მონატრებულ სითბოს დავბრუნებოდი. ამდენ ხანს მხოლოდ იმიტომ გავძელი, რომ სკაიპით დაუსრულებლად ვლაპარაკობდით. რა თქმა უნდა, დანარჩენებსაც ველაპარაკებოდი, თუმცა ალექსანდრე მაინც სხვა იყო. ყველაზე მეტად ის მჭირდებოდა.

წვეულებისთვის რალფმა მე და სტელას წარმოუდგენელი საჩუქარი გაგვიკეთა: კაბები გვაჩუქა. ჩემსას იმდენად ღრმა დეკოლტე ჰქონდა, რომ საწყლად გავიფიქრე დღეს შარი არ ამცდებათქო. იმ დღეს გამთენიისას გავაცილეთ ტატო აეროპორტში, ვინაიდან სწავლა ეწყებოდა და ათასი საქმე ჰქონდა. საღამოსკენ კი საგანგებოდ გამოვიპრანჭე.


-შეიძლება შემოვიდე? - კარზე კაკუნი გაისმა და დემეს ხმა გავიგე. ჩემი მეწყვილე იყო. ნამდვილად არ მინდოდა მთელი წვეულების განმავლობაში მასზე ვყოფილიყავი „მიბმული“, თუმცა სხვა გზა არ მქონდა - კომპანიაში ვისაც ვიცნობდი ერთი თვით ადრე მოეგვარებინათ მეწყვილეების საკითხი.
-კი - მოკლედ ვუპასუხე და ოთახში შემოსულ დემეს გავხედე. ნამდვილად სიმპატიური იყო, ვერაფერს დავუწუნებდი. ძალიან უხდებოდა შავი შარვალ-კოსტუმი. თვითონ რომ დამინახა თვალები გაუფართოვდა და დაკვირვებით ამათვალიერა.
-სპეციალურად მიკეთებ ამას? - მკითხა განწირული ტონით. ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი. გამეცინა და ჩანთა ავიღე, შემდეგ კი კარისკენ წავედი.
-ნუ მაიმუნობ. წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება...
-ძალიან ლამაზი ხარ, სიტყვები არ მყოფნის. მართლა... - მითხრა და უკან გამომყვა. შემდეგ ხელი მსუბუქად შემიცურა წელზე, თუმცა ვერანაირად ვერ შევეგუე და მოვაშორებინე. იმ საღამოს შემდეგ დემეს შეხება ჩემში უსიამოვნო ემოციების კორიანტელს იწვევდა.

რომ მივედით წვეულება უკვე დაწყებული იყო, თუმცა ხალხი ჯერ კიდევ ერთმანეთს ესალმებოდა. ვიცოდი რომ დავიგვიანებდით, რადგან კაბის შესაკრავმა დამტანჯა სანამ ბოლომდე ავიწიე, მაგრამ ჯიუტად არ მინდოდა დასახმარებლად დემეს დაძახება. ყველამ ჩვენ გამოგვხედა. დემეს ხელკავი გამოვდე და ერთად გავემართეთ ბოლო დონეზე გამოპრანჭული ბრბოსკენ. ათასი ვიღაც გამაცნო. ამ სფეროში უდიდესი გავლენის მქონე ხალხი.
მთელი საღამო ძალიან თავდაჭერილად იქცეოდა და არანაირ ზედმეტ ქმედებას არ ავლენდა, რამაც დამამშვიდა. საცეკვაოდ მხოლოდ ერთხელ გავედით და იმაზეც მითხრა არ გაგიყვანდი, მაგრამ ტეხავს სულ აქ რომ ვისხდეთო.
გული ცუდს მიგრძნობდა. წუთი-წუთზე ველოდი როგორ შემეხებოდა ვნებიანად, ან როგორ მომანათებდა აცეცხლებულ თვალებს, ან როგორ მიჩურჩულებდა რამეს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით, თუმცა სულ ტყუილად... ისე იქცეოდა თითქოს მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა გვაკავშირებდა. ყველაფერი საეჭვოდ მშვიდად იყო. არ იფიქროთ, რომ გავბრაზდი და მეტი მომინდა... პირიქით - კმაყოფილი ვიყავი და თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობდი, მაგრამ ჩემთვის ეს უჩვეულო იყო. ზედმეტად მოულოდნელად შეცვალა ჩემდამი დამოკიდებულება და ეს მაფიქრებდა, თუმცა სასმელმა მალევე დამავიწყა ზედმეტი ეჭვები.
-მალე ჩვენება უნდა დაიწყოს. მოდელებს მოიყვანენ ახლა და გარეთ მჭირდები, გამოხვალ ? - მკითხა დემემ და თან საათს დაკვირვებით დაუწყო ყურება.
-კი ახლავე - ვუპასუხე და ჭიქა მაგიდაზე დავდე. მე სასტუმროში მოდელების უკანა მხრიდან შეყვანა მევალებოდა, რათა რალფს გადაეხედა. დემეს კიდევ ფერადი განათებები უნდა შეემოწმებინა.
ორივე გარეთ გავედით. დემე შესასვლელთან გაჩერდა და მეც მას მივბაძე.
-უკვე მოსულები არ უნდა იყვნენ? - ვკითხე გაურკვევლობაში მყოფმა.
-ალბათ აგვიანდებათ - მითხრა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. ეჭვისთვალით გავხედე, თუმცა ჩემდა გასაკვირად სახეზე არანაირი ემოცია არ ესახებოდა.
-ჰმმ, კარგი... - ვუპასუხე დაეჭვებულმა, მაგრამ არა მგონია გარეთ დასალოდებლად გამოვეყვანე. ხომ ვიძახი უცნაურად იქცეოდათქო. -დემე, რომელი საათია? ! - ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს მთელი ნახევარი საათი უკვალოდ გაქრა. მომეჩვენა, რომ დემემ ზედმეტად ადრე გამომიყვანა გარეთ.
-რომელი საათი იქნება - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა და კედელთან მომიმწყვდია. ერთი ხელი კედელს მიაყრდნო, მეორე კი წელზე მომხვია - მინდიხარ - მითხრა დახშული ხმით და ტუჩებზე დამაკვირდა. გული ამიჩქარდა და ისევ ის უსიამოვნო შეგრძნებების კორიანტელი გაჩნდა. წამის მეასედებში მოვახერხე ხელებით მკერდზე მივწოლოდი რომ გაწეულიყო, თუმცა უფრო მეტად მომეტმასნა.
-გადი... დემე, არ მინდა შენთან... - გულაფრიალებული მუდარის ტონით ვევედრებოდი გაწეულიყო, თუმცა ორმეტრიანი გოლიათი ადგილიდან დაძვრას არ ჩქარობდა.
-მხოლოდ ერთი კოცნა - ბუტბუტებდა გაუჩერებლად. გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, ცუდად გავხდი. თურმე სულ არ ვიცნობდი იმ ადამიანს, რომელიც წინ მედგა. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ტიპური დაუკმაყოფილებელი კაცივით მოიქცეოდა.
-გთხოვ, დემე... არა... - უმისამართოდ ვისროდი სიტყვებს და აკანკალებული ხელებით ვაწვებოდი უკან. იმდენად იყო ჩემზე მოკრული, რომ სხვაგან ვერც ვწევდი და მეტი რა გზა მქონდა - ისევ ჩემი არარსებული ძალის იმედი უნდა მქონოდა. ამ დროს მანქანის ჩამოვლის ხმა გავიგე და იქეთ გახედვას ვაპირებდი, თუმცა დემემ ნიკაპზე მეორე ხელი მომკიდა და მისკენ მიმატრიალებინა.
-ან ჩემი უნდა იყო, ან არავისი... - დაიჩურჩულა და ვნებიანად დამიწყო კოცნა. დაკივლებაც ვერ მოვასწარი, გაშეშებული ვიყავი და ტუჩებს არც ვამოძრავებდი, თუმცა თვითონ არ მეშვებოდა. არ მაძლევდა საშუალებას გავნძრეულიყავი. მანქანის კარის გაღების ხმა გაისმა და ისევ ვცადე იქეთ გამეხედა. სწორედ ამ დროს დემე მომშორდა და მხოლოდ ისღა შევამჩნიე, რომ ვიღაც მაღალი კაცი კვლავ მანქანაში ჩაჯდა. ფანჯრიდან გამოიხედა და გულში გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი, როდესაც უცნობში ალექსანდრე ამოვიცანი. იმედგაცრუებულმა გამომხედა და მანქანა გააქროლა.
-ცხოველი ხარ! მომშორდი! - დავიყვირე ბოლო ხმაზე და ისიც მომშორდა. გამწარებულმა მუშტები დავუშინე, თუმცა ორივე ხელი დამიჭირა და სასოწარკვეთილი მთელი მონდომებით ვცდილობდი რომელიმე ხელი მაინც დამეძვრინა და მთელი ჩემი ტკივილი ჩამექსოვა იმ დარტყმაში, რომელიც ნამდვილად არ ასცდებოდა.
-არ გაბედო და ხელი არ დამარტყა. და ნუ ტირი, მაკიაჟი გაგიფუჭდება, საღამო ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, ხომ გახსოვს... - დაიწყო სერიოზული ტონით ლაპარაკი.
-მძულხარ! არანორმალური ხარ!
-ნუ კივი! - დასჭექა განრისხებულმა და შიშისგან ენა ჩამივარდა.
-არ შემოვალ, არ მინდა - დავიწყე სლუკუნი. თავს საშინლად ვგრძნობდი... არც კი ვიცი ალექსანდრე მეორე კოცნას თუ მაპატიებდა. მართალია დამნაშავე არ ვიყავი, თუმცა ნუთუ დამიჯერებდა? ჩემს დანგრეულ ცხოვრებაზე მოტირალს არც კი გამჩენია პირველი ლოგიკური კითხვა, რომელიც წესით უნდა გამჩენოდა: რა უნდოდა აქ, ამ დროს ალექსანდრეს?
-არ გინდა და ნუ გინდა. არ შეგეხვეწები - ჩაიცინა გამყინავად - სულ რას იზამ. დიდხანს გევლებოდი თავზე, მაგრამ მაინც ალექსანდრე გყავდა ამოჩემებული. იმ სილის გაწნას კი არ გაპატიებ, მაგდენი არავის გაუბედავს. გითხარი ინანებთქო და დანაპირებიც შევასრულე - დაასრულა შემზარავი მონოლოგი და შიგნით შევარდა.
კედელთან ჩავიკეცე... ახლა რა უნდა მექნა? ნეტავ ალექსანდრე როგორ იყო, დარწმუნებული ვარ მაქსიმალური ტემპით სიარულით ცდილობდა იმ სიმწრის და ტკივილის ჩახშობას რაც მივაყენე. ერთადერთი რამ მსურდა - ალექსანდრეს არაფერი მოსვლოდა, თორემ ამას ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი. სად უნდა მომეძებნა? მობილურზე ანგარიშზე აღარ მქონდა და ვერ დავურეკავდი.
სასწრაფოდ სასტუმროში დავბრუნდი და ჩემს ნომერში ავვარდი. ნომერი ავკრიფე და ზარი რომ გავიდა თითქოს გულზე მომეშვა.
-გისმენთ - გავიგე მისი ტყვიასავით დამძიმებული ხმის ტემბრი და გული შემეკუმშა.
-ალექსანდრე, ყველაფერი სხვანაირად დაინახე, დემემ... - აჩქარებულად მივაყარე ერთმანეთს სიტყვები, მან კი სათქმელის დამთავრებაც არ მაცადა და გათიშა.
საწოლზე გადავემხე და ტირილი დავიწყე. ალბათ ვიმსახურებდი ამ ტანჯვას. ყველაფერი ყოველთვის ვარდისფერ ფერებში ხომ არ იქნება. ახლა გავაანალიზე რამხელა შეცდომა დავუშვი გუდაურში დემეს რომ ვაკოცე. ძალიან ავჩქარდი და რამდენიმე დღის გატაცებას დავემორჩილე. გავაკეთე ის, რაც მინდოდა და არა ის, რაც სწორი და გამართლებული იქნებოდა. სურვილებს ავყევი და ვერც გავაანალიზე, რომ დემეს თვალში მას მერე დავეცი, როდესაც ფაქტობრივად მეორე დღესვე ალექსანდრესთან ყოფნა ვარჩიე. ჩემი თავი შემძულდა, შემზიზღდა... სარკეში ჩახედვაც კი არ მინდოდა. მეშინოდა იქ ჩემი თავის დანახვის. იმ გაზრდილი გოგოს, რომელიც ბავშვობაში მუდამ იდეალურ პრინცზე ოცნებობდა, ახლა კი ვნებებს აყოლილი შეცდომების საფასურს იმკიდა. უკვე ტირილის ძალაც აღარ მქონდა, თუმცა ცრემლების ნაკადი ჯიუტად არ წყდებოდა და მეც უღონოდ ვსლუკუნებდი.
ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთ რამეს ვიმეორებდი: „ღმერთო, გთხოვ, ალექსანდრე იყოს კარგად“. უკვე იმაზეც არ მქონდა არანაირი პრეტენზია, რომ ჩემთან ყოფილიყო. უბრალოდ მინდოდა, რომ რამე არ მოსვლოდა, გულისტკივილამდე მინდოდა. ნერვიულობისგან გული მქონდა აჩქარებული და თითოეული კუნთის უსუსურობას გარკვევით შევიგრძნობდი.
ადრეც ბევრჯერ უქნია ასე ალექსანდრეს - დასამშვიდებლად მანქანას ბოლო სიჩქარით დააქროლებს გზებზე. სიჩქარე ამშვიდებს... მე კიდევ სწორედაც რომ სიჩქარე მზაფრავს. ბევრჯერ მიჩხუბია მასთან ამასთან დაკავშირებით, თუმცა რას ვიზავ... ასეთია და ეს ნაკლი მუდამ ჰქონდა. მანქანის ასეთი ტარების გამო ორჯერ საავადმყოფოში მოხვდა. პირველი შემთხვევა ავარია იყო... მართვის მოწმობა ახალი აღებული ჰქონდა და ნერვებაშლილი გზაზე ვიღაცას შეასკდა, თუმცა საბედნიეროდ გვერდულად გაკრა და მარტო ტვინის შერყევა მიიღო.
მეორეჯერ კი მთვრალი იჯდა. მიზეზი მამის გარდაცვალება იყო. არავის არ მოგვისმინა, დალია და სინათლის სისწრაფით გაქრა. ბიჭებმა კი ხელმოტეხილი იპოვეს, თუმცა დღესაც არ ახსოვს საიდან მოიტეხა ხელი.
სწორედ ამიტომ ასმაგად ვნერვიულობდი. იქნებ დამშვიდებულზე ეპასუხა ჩემთვის. ველოდი როდის გავიდოდა რამდენიმე საათი, რომ კიდევ მეცადა დარეკვა. ყოველი წამი საუკუნესავით იწელებოდა და დამძიმებულ გულზე ტყვიასავით შეუბრალებლად მეფინებოდა. მგონი მალე ჩამწყდებოდა კიდეც.
ისტერიულ ტირილს უღონო ტირილი მოჰყვა. მინდოდა გავჩერებულიყავი, თუმცა არაფერი გამომდიოდა. უეცრად მობილურის ეკრანი განათდა და ალექსანდრეს ნომრის დანახვაზე ბედნიერების ჟრუანტელმა დამიარა.
-ალექსანდრე...
-უკაცრავად, ალექსანდრე ბარბაქაძეს იცნობთ? - იკითხა ვიღაც ქალმა და სათქმელი გამაწყვეტინა. გარკვევით გავიგე პოლიციის და სასწრაფოს მანქანების გამაყრუებელი ხმა და ძვლები გამეყინა.
-დიახ, რამე მოუვიდა? - ვკითხე გულისფანცქალით.
-თქვენი მისი ვინ ბრძანდებით? უგონოდ ვიპოვეთ, საავადმყოფოში მიგვყავს და მოსვლას შეძლებთ? თუ ვერ მოხვალთ, მაშინ იქნებ ვინმე ისეთთან დამაკავშიროთ, ვინც მოვა.
-მოვალ აუცილებლად, მისამართი მითხარით და მანდ ვიქნები. მე მისი... მისი შეყვარებული ვარ. რა სჭირს? - ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვა იმაში დარწმუნებულმა, რომ არანაირად არ ვიმსახურებდი. არ ვიცი ისევ მქონდა თუ არა უფლება, ჩემი თავისთვის ეს სტატუსი მიმენიჭებინა.
-ახლა ვიპოვეთ მანქანაში. სავარაუდოდ ძლიერი ტვინის შერყევა აქვს მიღებული. მანქანა ხეზე იყო შემსკდარი. მისამართს გამოგიგზავნით...
მალევე მოვრჩი მასთან საუბარს. უცბად ჩავიცვი ელასტიკები, ფრიალა მაისური, ფეხზე კეტები. მაკიაჟი არც მომიშორებია, მხოლოდ წითელი პომადა მოვიშორე ხელსახოცით და გარეთ გავვარდი.
საავადმყოფოში მივედი თუ არა, ეზოში გამაყრუებელი სიგნალებით შემოვარდა სასწრაფოს მანქანა. უკანა კარი გააღეს და საკაცეზე დაწვენილი ალექსანდრე სირბილით გააქანეს შენობისკენ.
-ალექსანდრე! ხომ გადარჩება?! - განწირული მზერა მოვავლე ექიმებს და თან ჩემს ალექსანდრეს შევხედე. სულ დასისხლიანებული იყო. თავი მჭიდროდ ჰქონდა შეხვეული. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაუსრულებელ კოშმარში ვიყავი.
-გაგვატარეთ, პაციენტს სასწრაფო გამოკვლევები ესაჭიროება. მისაღებში დაგველოდეთ - მოკლედ მომაძახეს და დერეფანში მარტო დამტოვეს.
მარტო მე ამას ვერ გადავიტანდი. სტელას დავურეკე რომ მოსულიყო და ისიც დაუზარებლად გაჩნდა 15 წუთში ჩემს გვერდზე. ბავშვებისთვის უნდა დამერეკა, თუმცა მობილურზე საკმარისი ანგარიში არ მქონდა. სტელა გაიქცა და უცბად ჩამირიცხა, რომ საქართველოში ზარის განხორციელება შემძლებოდა. მაშინვე შაკოს დავურეკე და ნახევრად გათიშულმა ავუხსენი რაც ხდებოდა. მითხრა, რომ როგორც კი მოვახერხებთ ბილეთებს ვიყიდით და ჩამოვალთო.
ახლა მხოლოდ ლოდინიღა დამრჩენოდა.

-ხომ კარგად იქნება?! - ახლა სტელას მივჩერებოდი განწირული თვალებით.
-კი, ყველაფერი კარგად იქნება. დამშვიდდი, ამდენი ნერვიულობა შენც ცუდად გაგხდის... - მეხუტებოდა და მაწყნარებდა, თუმცა მე პირიქით ვარ მოწყობილი - როცა მამშვიდებენ, უფრო მეტი ტირილი მინდება და ახლაც გადმოვუშვი ცრემლები ღვარღვარით.
- ცუდად გავხდები თუ არა, მთავარია ალექსანდრე იყოს კარგად - ვსლუკუნებდი უღონოდ.
ერთი საათის განმავლობაში ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია. მთელი საავადმყოფო საწმენდი საშუალებისა და წამლების სუნით იყო გაჟღენთილი და ეს ყველაფერი მის მკაცრ, თეთრ კედლებს კიდევ უფრო შემზარავს ხდიდა. შემოსასვლელში დაკიდებული უზარმაზარი საათის წიკწიკი ნერვებზე მოქმედებდა. როგორი სიამოვნებით დავამტვრევდი იმ საათს! ისრის ყოველი გადატრიალება გარკვევით მესმოდა. ყოველი წამი ზანტად გადიოდა, თითქოს არსად არ ეჩქარებათო. მე კიდევ ალექსანდრეს ნახვა მეჩქარებოდა. ირგვლივ ჩვენკენ მომავალ ექიმს ვეძებდი და ცრემლებისგან დაბინდული მზერით ძლივს ვარჩევდი ფიგურებს ერთმანეთისგან.
-ალექსანდრე ბარბაქაძესთან თქვენ ხართ? - მოგვიახლოვდა უცბად თეთრ ხალათში გამოწყობილი კაცი.
-დიახ, როგორაა? - იმწამსვე ფეხზე წამოვხტი და წინ ავეტუზე.
-მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აღენიშნება ტვინის შერყევა III სტადიის. მინიმუმ 2 კვირა აქ უნდა იწვეს. არ ვიცით როდის გამოფხიზლდება...
-შეიძლება ვნახო? - ვკითხე ხმაგაბზარულმა.
-წესით არა, მაგრამ თუ გნებავთ ერთი წუთით შეგახედებთ. ჯერ-ჯერობით დღეში 3 საათზე დიდხანს ვერ გაგაჩერებთ.
-დიახ... მადლობა - შეძლებისდაგვარად გავუღიმე და გავყევი.
სტელა მდუმარედ მოგვყვებოდა. პალატაში შევედი და ათას რაღაცაზე მიერთებული ალექსანდრეს დანახვამ თავზარი დამცა. საშინელება იყო... აქამდე ასეთ მძიმე მდგომარეობაში არასდროს მენახა. როგორი უსუსური იყო... სახის ნაკვთები გამკაცრებოდა. ალბათ ეს კადრი ცხოვრების ბოლომდე არ ამომივიდოდა თავიდან. მხოლოდ ის ფაქტი მამშვიდებდა, რომ მალე გამოჯანმრთელდებოდა. მომავლის იმედი მქონდა. ჯიუტად მჯეროდა, რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ალექსანდრეს ნახვამ, მართალია, გული მატკინა, თუმცა ამავდროულად დავმშვიდდი. ახლა უკვე ყველაფერს დრო უშველიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, არც საჭმელს გავკარებივარ. არაფრის ხალისი არ მქონდა, მხოლოდ ჩემი საქციელების კადრები მედგა თვალწინ და გუშინდელზე უფრო მწარედ ვაანალიზებდი რა უსამართლოდ მოვექეცი ალექსანდრეს.

სამ დღეში შაკო და ანაც ჩამოვიდნენ.
-მოვკლავ იმ ახვარს! - იძახდა გამწარებული შაკო და ყურებიდან ბოლს უშვებდა.
-ჩემი ბრალიცაა - ვუპასუხე სევდიანად. ამდენდღიანმა გადაბმულმა ტირილმა თავისი ქნა და მთელი ცრემლების მარაგი დამიშრო.
-შენი ბრალი არაა, რომ ალექსანდრე ახლა პალატაში უგონოდ წევს! - თქვა განრისხებულმა. ექიმებს უკვირდათ ამდენს ხანს რომ არ ფხიზლდებოდა. ჩვენც ნელ-ნელა უფრო მეტად ვნერვიულობდით, თუმცა მდგომარეობა ისევ სტაბილური იყო და ამიტომ იმედს არ ვკარგავდით, რომ მალე გაიღვიძებდა.
-ყველაფერი ჩააწყო მაგ დეგენერატმა! - თქვა ანამ ამრეზით.
-რა ჩააწყო? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-არ გაგჩენია კითხვა ალექსანდრე მაინცდამაინც იმ დროს იქ რატომ მოვიდა? - კითხვითვე მიპასუხა ანამ.
-ამდენი ნერვიულობისგან ეგ სულ გადამავიწყდა... - დამნაშავედ ამოვიბურტყუნე.
-დემემ დაურეკა ალექსანდრეს. სიურპრიზი უნდა გაეკეთებინა ჩამოსვლით! თვითონ უთხრა ამ დროს აქ იყავი, არ დააგვიანოო - განმიმარტა შაკომ.
-ეს ყველაფერი დემემ მოიფიქრა?! - გაოცებულმა პირი დავაღე და კიდევ ერთხელ დავეჭვდი ნამდვილად ვიცნობდი თუ არა პიროვნებას, რომელთან ერთადაც ნიუ-იორკში წამოვედი.
-კი. ალექსანდრე დაარწმუნა, რომ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას არ აპირებდა და შესთავაზა რომ მოულოდნელად ჩამოსულიყო - ზიზღით თქვა ანამ.
-გასაოცარია... - სხვა ვერანაირი კომენტარი ვერ მოვუძებნე ამ ამბავს.
უბრალოდ ნერვები მომეშალა, რომ ალექსანდრემ ჩემთან დალაპარაკებაც კი არ ისურვა და პირდაპირ გავარდა, მაგრამ თან მისიც მესმოდა. აქამდე უკვე ნაკოცნი მქონდა დემესთვის და შეიძლება ეგონა, რომ ისევ სურვილმა მძლია...
-პაციენტი გამოფხიზლდა, შეგიძლიათ ნახოთ - მოგვიახლოვდა ექთანი და ყველას გახარებულმა გამოგვხედა.


.....................
ბავშვებო, მადლობა იმ ყურადღებისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ!
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ კომენტარის დაწერა არ გეზარებათ და კიდევ რამდენიმე წუთს მითმობთ <3
ჩემო თბილებო და კარგებო, იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც!




№1  offline წევრი Kalina

ძაან ბრაზილიურ სერიალში გადადის ანკა, კაი რა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი lolll

ვაიჰჰ.... რა იყო ეხა ეს? როგორ შეცვალე ასე დემე? open_mouth open_mouth ალექსანდრეც მომწონდა და დემეც თავიდან ( მაგრამ, უფრო დემე), მერე ნიტამ რო თქვა ალექსანდრე მიყვარდო, დავნებდი, მაგრამ მაინც მეგონა რომ დემესთან დარჩებოდა... frowning მაგრამ ეხა? ესაა ჩემი დემე? წინა თავის ბოლოსაც არ მომეწონა მისი საქციელი, მაგრამ ეხლა რაც გააკეთა.. anguished თავიდანვე ველოდი რაღაც მსგავს სცენას, მაგრამ მეგონა ამას ალექსანდრე გააკეთებდა და არა დემე... ნიტას საქციელები და ფიქრები ახლა უფრო დალაგებულია.. მაგრამ ვფიქრობ ბოლომდე მაინც არ იცის რა უნდა... ეს ამ თავზე.. რაც შეეხება წინა თავებს, ვერ დავაკომენტარე ( გუშინ წავიკითხე ყველა ერთად და..) და ახლა მოკლედ გადმოვცემ ჩემს ემოციებს.. ძალიან, ძალიან, მაგარი იყო... ყველაფერი ძალიან მომწონდა, ყველა პერსონაჟი, იუმორი, მოქმედებები, ყველა შემიყვარდა: მია, მარი, გიო, შაკო,ტატო,ლუკა, ანა, ვაკო..( ვაკო მომეწონა, რატომღაც ძაან საყვარელი ჩანს)..
შენ რაც შეგეხება, რა შეიძლება ვთქვა შენზე.. მხოლოდ ის რომ საოცრებად ნიჭიერი და უმაგრესი გოგო ხარ..საოცარი ფანტაზიის უნარი გაქვს, შენი ყველა ისტორია ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, ისეთი მრავალფეროვანია.. თავი შემაყვარე შენი ისტორიებით.. heart_eyes kissing_heart
უჰ, რამდენი ვილაპარაკე..მგონი თავი მოგაბეზრე.
პ.ს რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი... smile გავგიჟდი მგონი, მაგრამ, რატო ვარ ამ ყველააფრის შემდეგ ისევ დემეს მხარეს.. rage მაინც რაღაც დასკვნას ვუძებნი... smile

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

რაღაცნაირი კმაყოფილების შეგრძნება დამეუფლა დემემ თავისი სახე რომ გამოაჩინა. კარგად ვითარდება სიტუაცია და კარგია რომ წლები არ ჩააგდე კომაში ალექსანდრე :დ
წარმატებები!!

 


№4  offline წევრი qeti.ii

არ ვიცი,უკვე არაფერი არ ვიცი,დამაბნიე,მომკალი და დემე მაინც რაღაც სხვაა ჩემთვის,ნიტა ღირსია ასე ვფიქრობ,კაი დაიბნა,დაიბნა,მაგრამ ასეც არ შეიძლება,მოკლედ დავიბენი და შენზე ვარ მონდობილი რას და როგორ იზავ,ეს ის დროა როცა ჩემი აზრი არ გამაჩნია(ეს ცუდია).კარგი იყო,არის და იქნება,ასე გააგრძელე.
პ.ს მიშველე,მალე გამარკვიე რაა!❤❤

 


№5 სტუმარი Guest უცნობი

თავიდანვე ამვითვალისწუნე დემე ერთი თავში ავარდნილი ტიპი იყო თავისი რომ ვერ გაისწორა ბინძურ ხრიკებს მიმართა, ჩემი ალექსანდრე დამეჩაგრა გული ატკინეს იმედია ეს გოგო საბოლოიდ გაერკვა თავის გრძნობებში და ასეთ სისულელეებს აღარ ჩაიდენს

 


№6 სტუმარი ))

აუუ ეს რამაგარი იყოო ძალიან კარგიიი იმედია მოვლენები მალე განვითარდება თან ძალიან კარგად ყოჩაღ შენ საუკეთესო ხარ თავი შემაყვარე ❤❤❤❤❤

 


№7 სტუმარი ))

Auu rodis dadebb?

 


№8  offline მოდერი ანკა

მარიკუნაა♥️
ძაან ბრაზილიურ სერიალში გადადის ანკა, კაი რა.

ვეცადე სიუჟეტი უფრო მრავალფეროვანი გამეხადა...

lolll
.

ძალიან დიდი მადლობაა <3 მიხარია რომ მოგეწონა ^^ <3

Guest მარიამი
რაღაცნაირი კმაყოფილების შეგრძნება დამეუფლა დემემ თავისი სახე რომ გამოაჩინა. კარგად ვითარდება სიტუაცია და კარგია რომ წლები არ ჩააგდე კომაში ალექსანდრე :დ
წარმატებები!!

მადლობა საყვარელო <3

qeti.ii
არ ვიცი,უკვე არაფერი არ ვიცი,დამაბნიე,მომკალი და დემე მაინც რაღაც სხვაა ჩემთვის,ნიტა ღირსია ასე ვფიქრობ,კაი დაიბნა,დაიბნა,მაგრამ ასეც არ შეიძლება,მოკლედ დავიბენი და შენზე ვარ მონდობილი რას და როგორ იზავ,ეს ის დროა როცა ჩემი აზრი არ გამაჩნია(ეს ცუდია).კარგი იყო,არის და იქნება,ასე გააგრძელე.
პ.ს მიშველე,მალე გამარკვიე რაა!❤❤

აღარ გაწვალებთ :დდ <3 <3 <3 მადლობა ტკბილო! <3

Guest უცნობი
თავიდანვე ამვითვალისწუნე დემე ერთი თავში ავარდნილი ტიპი იყო თავისი რომ ვერ გაისწორა ბინძურ ხრიკებს მიმართა, ჩემი ალექსანდრე დამეჩაგრა გული ატკინეს იმედია ეს გოგო საბოლოიდ გაერკვა თავის გრძნობებში და ასეთ სისულელეებს აღარ ჩაიდენს

ნიტას დავაჭკვიანებთ აუცილებლად :დ <3 <3 <3 მადლობა <3

))
აუუ ეს რამაგარი იყოო ძალიან კარგიიი იმედია მოვლენები მალე განვითარდება თან ძალიან კარგად ყოჩაღ შენ საუკეთესო ხარ თავი შემაყვარე ❤❤❤❤❤

მეც მიყვარხარ უკვე! <3 ძალიან მახარებ შენი კომენტარებით <3 <3 <3


პ.ს. ეს ორი დღეა ნაკლებად მეცალა საწერად, ამიტომ დღეს ცოტა მოგვიანებით დავდებ <3

 


№9  offline წევრი ბუტია

მარიკუნაა♥️
ძაან ბრაზილიურ სერიალში გადადის ანკა, კაი რა.

სულ პრეტენზიით რატომ ხარ?! რაცარუნდა გააკეთოს არ მოგწონს სხის აზრს პატივს ცემს და შენი მოსაწონი ვერაფერი გააკეთა და ესეთ უაზრო კრიტიკას ნუ ავრცელებ და ამ შედევრს ბრაზილიურ სერიალს ნუ ამსგავსებ

Guest უცნობი
თავიდანვე ამვითვალისწუნე დემე ერთი თავში ავარდნილი ტიპი იყო თავისი რომ ვერ გაისწორა ბინძურ ხრიკებს მიმართა, ჩემი ალექსანდრე დამეჩაგრა გული ატკინეს იმედია ეს გოგო საბოლოიდ გაერკვა თავის გრძნობებში და ასეთ სისულელეებს აღარ ჩაიდენს

ვერ წარმოიდგენ როგორ გეთანხმები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent