შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 6)


2-08-2017, 13:13
ავტორი aNuGi
ნანახია 5 281

ვუყურებდი ჩემთვის ყველაზე სანატრელ თვალებს და ტკივილის გარდა ვერაფერს ვგრძნობდი.
ტკივილი ისეთი სიძლიერით იყო ჩამსხვრეული ჩემს სხეულში და მისი ნაწილები იმდენად ღრმად მქონდა თითოეულ უჯრედში გამჯდარი, ამოსუნთქვასაც ვერ ვახერხებდი.
ვუყურებდი და ვცდილობდი სიტყვა მაინც მეთქვა, მაგრამ ამაოდ, შიგნიდან რაღაც საშინელი სიძლიერით მწვავდა და მისკენ მექაჩებოდა.
არ ვიცი რამდენი ხანი ვიდექი ასე, მაგრამ გონზე კარების კიდევ ერთხელ შემოგლეჯვამ მომიყვანა.
კარებში დათა იდგა და ისიც შეშლილი სახით მიყურებდა, მერე მომვვარდა, გულში ჩამიკრა და თმებზე მომეფერა.
ხელები ინსტიქტურად შემოვხვიე და ღრმად ამოვისუნთქე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს უზარმაზარი ლოდი მომხნეს მხრებიდანო და საიმადო ადამიანი ახლოს დავიგულე.
- ხო გითხარი ტაქსით წადი სახლში მეთქი? - გაბრაზებულმა გამწია უკან და თვალებში ჩამაშტერდა - რაზე ფიქრობდი?
- ხო იცი როგორია არა? თავი დაანებე - გაბრაზებული სახით მაკვირდებოდა ნენე და შიგადაშიგ ცხვირსაც იბზუებდა.
- ნუ დაიწყებ ახლა! - მობეზრებულმა აატრიალა თვალები ლუკამ და ისიც მომეხვია - ჰე, შეურიგდები?
- ჰო კარგი, შევურიგდები - ჯერ კიდევ გაბუსხული მომიახლოვდა და მომეხვია - მეორეჯერ რომ ასეთი რაღაც განმეორდეს, დაგტოვებ იქ სადაც იქნები იცოდე! - მაინც გამკრა კბილი და დათას გვერდით დადგა.
- თაია - ისევ შავთვალებას ხმის გაგონებაზე ტანში გამცრა და მისკენ შევტრიალდი.
- კითხვაზე პასუხი არ გაგიცია! - გაღიზიანებული მივაშტერდი, მაგრამ მისი თვალებით ეგრევე მოვინუსხე, საშინლად მომინდა მათში საკუთარი თავის დანახვა.
- მე..
- შენ აქ რას აკეთებ? - დენდარტყმულივით შეხტა დათა და მისკენ გაიწია - მე შენ რა გაგაფრთხილე? - თვალებანთებული წავიდა მისკენ და საყელოში ხელი წაავლო.
- დათა ახლა აქ ამის დრო არ არის! - მკლავზე დაექაჩა ნენე, მაგრამ მასაც თვალების ბრიალით გადმოხედა, დაბნეული ხან ერთს ვუყურებდი, ხან მეორეს, ვერაფრით ვხვდებოდი რა ხდებოდა საერთოდ.
- ახლა არის დრო, თუ არის, როგორ გაბედე თაიას ცხოვრებაში გამოჩენა? - იღრინებოდა და თან უფრო და უფრო უჭერდა კისერში ხელს.
- გეყოფა დათა! - წყობიდან გამოსულმა მთელი ძალით დაქაჩა მკლავში და შავთვალებაც განთავისუფლდა დათას მარწუხებიდან.
- რა ხდება აქ! - ყვირილით შემოვიდა ულვაშიანი და თვალებმოჭუტული მზერა აატარა ორივეს - ჩხუბობთ?
- არა, რას ამბობთ! - ირონიულად ჩაილაპარაკა დათამ - წავალთ ჩვენ, საჩხუბარი არაფერია ნამდვილად! - შეუღრინა, მოსაცმელი მხარზე გადაიგდო და მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
ჩვენც მას მივყევით, შავთვალება გვერდით მომყვებოდა, ისე თითქოს ეს 5 თვე საერთოდ არ ყოფილიყოს, ისე თითქოს სახლიდან არ გამოვეგდე და არ დავევიწყებინე!
ჩემთავზე მეცინება, ახლა ყველაზე საცოდავი ვარ, საცოდავი ვარ რადგან მის ერთ დაძახებაზე გავიქცევი და ჩემს თავმოყვარეობას დაუნანებლად გავთელავ ფეხქვეშ.
თავს ვაქნევ, დათა ხელით მიხმობს და მისკენ მივდივარ.
- რამე გითხრა? - ტონი საშინლად აქვს გაღიზიანებული, ტანში მაციებს მისი გაყინული თვალების დანახვისას.
- არა, არაფერი - ძლივს ვლუღლუღებ - ინერვიულა!
- შენც ახლა როგორც კი დაგიძახებს გაიქცევი არა? - ცალყბად იღიმის და სიგარეტს უკიდებს.
- რა… - ვიბნევი, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დათა ჩემს ფიქრებს კითხულობდეს.
- არ ვარ მართალი თაია? - იმედგაცრუება აქვს ჩაბუდებული თვალებში - აპატიებ არა?
- მას ჰყავს თავისი რჩეული, ჩემი პატიება არაფერს შეუცვლის!
- და თუ გეტყვი რომ შეუცვლის, მერე?
- მერე რა? არაფერი!
- თაია
- გისმენ - ხმაგატეხილი ვპასუხობ და თვალს ვარიდებ.
- აპატიებ არა?
- დათა, კარგი რა
- ანუ აპატიებ! - იღიმის, მერე საშინელ ხმაზე იცინის, მანქანის კარებს აღებს, ჯდება და უკან არც იხედება ისე მიდის.
გაოგნებული ვდგავარ შუა ქუჩაში და ჯერ კიდევ იმ ადგილს ვუყურებ სადაც დათას მანქანა იდგა.
წავიდა?!
მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებს თავში და ვგრძნობ როგორ მიპყრობს ბრაზი.
დათამ რა ახლა, იგივე არ გამიკეთა?!

***

- წამოდი თაია, ლუკას მანქანაში ჩაჯექი!
- სად წავიდა? არა, როგორ წავიდა?
- რას ნიშნავს როგორ წავიდა? გაბრაზებულია შენზე! - აღშფოთებას ვერ მალავდა ნენე, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ამას როგორ ვეკითხებოდი.
- რატომ გაბრაზდა? რა არის ამაში გასაბრაზებელი?! ნუთუ დანაშაულია სიყვარული?
- მისთვის კი, დანაშაულია! - გადაჭრით მეუბნება და წინ ბრუნდება, დაბნეული ვუყურებ გზას, შიგადაშიგ უკანაც ვიხედები, შავთვალება უკან მოგვყვება, ნეტა სანამდე წამოვა?!
როგორც კი ნაცნობ შენობებს ვხედავ გულზე მეშვება.
ვიბადრები და სწრაფად ვხტები მანქანიდან. ნენე სწრაფი ნაბიჯებით შედის სადარბაზოში და ლიფტის დახურვის ხმაც მესმის.
- თაი
- ისევ აქ ხარ? - ღიმილი სახიდან მერეცხება და გაყინული მზერით ვბრუნდები შავთალებასკენ.
- ხო, ისევ აქ ხარ? - სანამ პასუხს გამცემს, ვიღაც ჩემს კითხვას იმეორებს, ვიღაც არა - დათა, დაბნეული ვუყურებ ერთმანეთის თვალიერებაში გართულ დათას და შავთვალებას.
- რა გინდა დათა? - “მისი სახელიც იცის?”
- რა მინდა? - ირონიულად წკეპს წარბებს და მისკენ მიდის - შენი კარგად ყოფნა, ძმაო!
- მე შენი ძმა არ ვარ დათა
- როდის მერე? შენი გოგოს შეცდენა რომ ვცადე? - სიცილისგან იჭაჭება, უფრო ვიბნევი მის სიტყვებზე და ხან ერთს ვუყურებ, ხან მეორეს.
- თუ ასეა, რატომ ეხმარები თაიას?
- შენ რომ არ იმსახურებ ასეთ გოგოს მაგიტომ! - ტკივილნარევი ხმით ეუბნება და უფრო და უფრო უახლოვდება.
- გეყოფა დათა! მე კარგად ვიცი რას ვაკეთებ!
- ნუთუ, იცი? შენმა ძვირფასმა საცოლემ თუ იცის აქ რომ ხარ?
- გეყოფა მეთქი, დათა
- ისიც იცის თაის რომ ეხმარები? - უფრო და უფრო უმატებს სიცილს დათა, თავზარი მეცემა მისი სიტყვების გაგონებისას, რას ნიშნავს მეხმარება?!
- ეგ შენი საქმე არ არის!
- რატოო, კიდევ რომ არ მივიდე და არ შეგიცდინო შენი უცოდველი საცოლე? - მოწყენილ სახეს იღებს უცებ დათა.
- გეყოფა დათა!
- მეყოფა, მეყოფა ჰო აჰა - გულმკერდით ლამის ერთმანეთს ეხებიან, ისეთი თვალებით უყურებენ ერთმანეთს რომ ლამისაა ერთმანეთი გაგლიჯონ.
- თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? - მეხის გავარდნასავით ისმის ჩემი ხმა ჩამოწოლილ სიჩუმეში, ყველა ინაბება, დათა და შავთალება გაფითრებული სახეებით ბრუნდებიან ჩემკენ, როგორც ჩანს არცერთს ახსოვდა ჩემი იქ ყოფნა. - თქვენ ერთმანეთს საიდან იცნობთ? - კიდევ ერთხელ ვიმეორებ და უფრო ახლოს ვდგები მათთან, ბრაზი მთელი ძალით მიბუყბუყებს სხეულში.
- თაია მომისმინე - დათა იწევს ჩემკენ.
- მოგისმინო? - გაოცებული ვუყურებ - ახლა უნდა მოგისმინო დათა? საიდან იცნობ მეთქი!
- ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ! - თავდახრილი ლუღლუღებს და ვგრძნობ როგორ მასხამს ცივი ოფლი, ხელები მიკანკალდება და ერთიანად გააფრთრებული ვუყურებ ხან ერთს ხან მეორეს.
- რა ხართ?
- თაი
- შენ გაჩუმდი! - თითის აწევით ვაჩერებ შავთვალებას და დათას ვუბრუნდები - დათა შენ, შენ ეს როგორ დამიმალე?
- მე არ მინდოდა, გთხოვ არ გამიბრაზდე
- თქვენი დანახვა აღარ მინდა! რომელიმე ჩემს სიახლოვეს რომ დაგინახოთ, პატრულს გამოვიძახებ! - გაყინული სახით ვეუბნები და ბინისკენ ვბრუნდები - ლუკა!
- გისმენ
- შენც იცოდი? - საპასუხოდ მხოლოდ თავს ხრის - შენც ამათ სიაში ხარ! - უკანმოუედავად ავრბივარ კიბეებზე, კარებს მთელი ძალით ვაჯახუნებ, ნენე სამზარეულოდან გამორბის გაფართოებული თვალებით, იქვე ვიკეცები, ვგრძნობ როგორი უსუსური ვარ და საკუთარ უსუსურობაზე ყველაზე მეტად ვბრაზდები.
საკუთარ თმებს ვაფრინდები, სახე ისე მიხურს, თითქოს ნათლად მახსოვს თითოეული გარტყმა მამაჩემისგან.
მაგრამ მაშინ ასე მწარე არ იყო, მაშინ შეგუებული ვიყავი, მაშინ ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა.
ახლა კი, არ ველოდებოდი..
ახლა უფრო მწარე იყო, უფრო ტკივილიანი, უფრო დამანგრეველი!
ვერ ვუმკლავდებოდი, ბევრი იყო ჩემთვის, გადაჭარბებული იყო ეს “დოზა”, ტკივილი უფრო და უფრო ღრმად იდგამდა თავის ფესვებს სხეულში.
იმედს, მოლოდინს, ემოციებს მიწვავდა, ფერფლავდა და ანცალკევებდა.
მე უსუსური ვიყავი, საკუთარ თავსაც ვერ ვეხმარებოდი.
ბოლო ხმაზე ვტიროდი და გრძნობებისგან შევიწროებული, მოკრუნჩხული ვიწექი იატაკზე და მუხლები კისრამდე მქონდა ატანილი.
გაუსაძლისი იყო ეს ყველაფერი და შეუძლებელი ამ იმედგაცრუების გადალახვა კიდევ ერთხელ.
საბოლოოდ მხოლოდ ის მახსოვს, როგორ შემომეხვია ნენე, როგორ მაწყნარებდა და მერე გავითიშე.

***

თვალები როგორც კი გავახილე, საშინელმა ტკივილმა ერთიანად დამიარა თავში და ისევ დავხუჭე.
პირი მიშრებოდა, ისე ცუდად ვგრძნობდი თავს, სხეულის გამოძრავების სურვილიც კი გამქრალი მქონდა.
მაგრამ გაბრაზება ჯერ კიდევ ბობოქრობდა ორგანიზმში, ცდილობდა ყველაფერი გაეგლიჯა და გარეთ გამოსულიყო.
ისევ ვცადე თვალების გახელა, მაგრამ ალბათ ჯობდა არც გამეხილა, თავზე მედგა დათა და შავთვალება, სახე უკმაყოფილოდ დავმანჭე, ორივეს ისეთი თვალებით შევხედე უკან დაიხიეს და კედელთან აიტუზნენ.
- რა გითხარით მე თქვენ? - ხმა ჩახლეჩილმა ძლივს ამოვილაპარაკე და წამოდგომა ვცადე.
- თაი არ გინდა - შავთვალება წამოვიდა ჩემს დასახმარებლად, მაგრამ ხელი ავუქნიე.
- არ მომეკარო! - ჩემს გაყინულ ტონზე დაფრთხა და უკან გაიწია - არც გაბედოთ!
- მე რა დავაშავე?
- რა დააშავე? მე მგონია ჩემი მეგობრები ხართ! ჩემთვის აკეთებთ ყველაფერს, თქვენ კიდევ.. თქვენ ამის დავალებით, ამის თხოვნით მოქმედებდით? - ხელს ვიშვერ შავთვალებასკენ და ზიზღით ვიმანჭები - გენდობოდით, ყველაფერს გიყვებოდით, გეუბნებოდით! ის მაინც გეთქვათ რომ ნაცნობები ვართო, ვიცით ვინ არისო, თქვენ კიდევ ისე ისულელებდით თავს, თითქოს ქუჩაშიც კი არ შეგხვედრიათ არასდროს, ეს არაფერი, შენ - ახლა დათას მივუბრუნდი - საერთოდ მისი მამიდაშვილი ყოფილხარ! ტაში! - ხელები რამდენჯერმე უღიმღამოდ დავარტყი ერთმანეთზე და კარისკენ დავიძარი.
- მოგვისმინე მაინც!
- მოგისმინოთ? ისე აქამდე როგორ ვერ მივხვდი, ასე უცებ პატრონი როგორ გამომიჩნდებოდა იმ ქალაქში, სადაც არავინ მიცნობდა? - სიმწრის სიცილმა გადამირბინა სახეზე - არა მაინც რა სულელი ვარ? - იმედგაცრუებულმა გადავაქნიე თავი და ღრმად ამოვიოხრე - ნენემაც იცოდა არა?
- იცოდა! - უღონოდ ჩამოუშვეს მხრები.
არაფერი მიპასუხია, კარებისკენ შევბრუნდი და იმ ოთახიდან გამოვედი.

***

- თაი მიბრაზდები? გთხოვ არ წახვიდე რა! ძალიან გთხოვ - მუდარით სავსე თვალებით მიყურებს ნენე და ხელებზე მებღაუჭება - გეფიცები, არ მინდოდა ეგრე გამოსულიყო, მთელი გულით მიგიღე! ძალიან გთხოვ, მაპატიე რა
- ნენე
- გთხოვ თაი, ერთი შანსი მომეცი, მართლა არ მიმიღიხარ მარტო იმიტომ რომ მან მთხოვა! სესოს თავს გეფიცები მთელი გულით მიგიღე - ცრემლები წამოუვიდა და ხელები უფრო ძლიერად შემომხვია, ვერ გავუძელი, მის ცრემლებს ვერ გავუძელი და მეც ჩავეხუტე.
არ იმსახურებდა ჩემგან ამას, ვერ გავწირავდი, ვერ ვკრავდი ხელს რაც არ უნდა ყოფილიყო.
ის რომ არა არაფერი მექნებოდა, ხომ შეეძლო დახმარებაზე უარის თქმა, შეეძლო არაფერი გაეკეთებინა.
მაგრამ მთელი 5 თვე დასავით მედგა მხარში და მიცავდა, მამხნევებდა, ერთხელაც არ გაუმართლებია შავთვალება.
ღრმად ამოვისუნთქე, ჩემოდანი ისევ ოთახში შევიტანე და ლოგინზე ჩამოვჯექი.
რას ვაკეთებდი?!
რა მინდოდა?!
რას ვცდილობდი?!

***

ერთმა კვირამ შეუმჩნევლად გაიარა, უაზროდ დავეხეტებოდი ყველგან, ნენე გამუდმებით მიჩიჩინებდა რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
ერთ საღამოს კი სრულიად მარტო დავრჩი ჩემს თავთან და მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ამოვისუნთქე.
ჭიქა ყავით ხელში ჩამოვჯექი დივანზე და მივეცი საკუთარ თავს უფლება რომ მეფიქრა ყველაფერზე.
მაშინ პირველად ამეწვა ნერვები საკუთარ თავზე, ვიგრძენი როგორი სუსტი და დაუცველი ვიყავი, როგორ ვერ ვერეოდი საკუთარ თავს და თავმოყვარეობას ყველაზე უკან ვაყენებდი.
ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომიყვანა, ძლივს ავითრიე სხეული და კარები შემოწმების გარეშე გამოვაღე.
შავთვალებას დანახვისას წამიერად მომეკვეთა მუხლები, მაგრამ თავი შევიკავე და გვერდზე გავიწიე.
- გამარჯობა - მსუბუქი ღიმილით დამიკრა თავი და ჩვეული ნაბიჯებით შევიდა მისაღებში.
- გამარჯობა - ცივი ხმით ჩავილაპარაკე, კარი მივხურე და უკან მივყევი.
- როგორ ხარ?
- კარგად! - მოკლედ მოვუჭერი და ყავა მოვსვი.
- მეც, კარგად - უდარდელად გამიღიმა და იქვე ჩამოჯდა - მარტო ხარ?
- ხო ხედავ - მოკლე მოკლედ ვპასუხობდი და ვცდილობდი რაც შეიძლება ნაკლებად მომეშალა ნერვები.
- იქნებ გველაპარაკა?
- მერე ელო - ისეთი სახით გავხედე, მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა ლაპარაკს.
- ელოს ორი თვეა დავშორდი
- და ორი თვეა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი - დავასრულე ის წინადადება, რომლის თქმაც ასე უჭირდა.
- მე დიდი ხანია შენს ცხოვრებაში ვარ! - ახლა თვითონ მომიჭრა მოკლედ და ხელებს დაეყრდნო - მომისმინე თაი
- გისმენ
- მე ეს ცუდი განზრახვით არ გამიკეთებია, სად წახვიდოდი ნენეზე რომ არ დამერეკა?
- რამეს გავაკეთებდი
- თაი! - სიმკაცრე შეერია ხმაში და ფეხზე წამოხტა - რას ნიშნავს რამეს გააკეთებდი?
- იმას
- აზრი არ აქვს ლაპარაკს! - თავი გააქნია და ისევ უკან ჩაჯდა სავარძელში - თაი უბრალოდ მომისმინო შეგიძლია? - ისევ თავიდან დაიწყო რამდენიმე წუთში და ბრაზისგან სახე მომერყა.
- რა მოგისმინო მითხარი, როგორ გამომაგდე სახლიდან, როგორ დამიხურე ყველა შენამდე მოსასვლელი კარები, როგორ მეძინა ქუჩაში და როგორ ვიყავი დაუცველი, უსუსური ბავშვი, რომელიც არაფერში გჭირდებოდა?
- წამით მაინც დაფიქრდი! - აღელვებული წამოიწია - მითხარი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ არ ყოფილიყავი, შენი აზრით, მე ნენეს ვთხოვდი დახმარებას? - თვალებში ჩამაშტერდა და წამიერად ისე შემეკრა სუნთქვა, მეგონა ვეღარასდროს ამოვისუნთქავდი.
- შენ მე გამომაგდე
- და ამას ვერ მპატიობ?
- არ დამიჯერე
- კიდევ?
- არ მომისმინე! - პატარა ბავშვივით ვჯიუტობდი და წარბებშეკრული ვუყურებდი.
- ამის გამო?
- ჰო, კიდევ ბევრი მიზეზია
- მაინც?
- არ მინდა ამაზე საუბარი
- მოდი ვისაუბროთ - ახლოს მოვიდა, მკლავში ხელი ნაზად ჩამავლო და ფეხზე წამომაყენა - მითხარი რა გაწუხებს აბა, იქნებ მოვაგვარო, რამეთი გამოვისყიდო?
- რითი უნდა გამოისყიდო, რითი გამოისყიდი უშენოდ გატარებულ თვეებს? რითი გამოისყიდი იმ დღეებს, როდესაც სულ მარტო ვიყავი? არავინ მყავდა, ყველგან შენ გიხმობდი დასახმარებლად და შენს გარდა ყველა მოდიოდა, ყველა თავს მევლებოდა, ყველა ჩემთან იყო, შენ არასდროს, შენ იმ შენს ელოსთან იყავი! სულ, გამუდმებით - საყელოზე ჩავებღაუჭე და რაც შემეძლო შევანჯღრიე - რატომ მითხარი, რატომ გამომაგდე? ეგრე ცივად როგორ მომექეცი? გეთქვა და ნენესთან გადავიდოდი, ოღონდ ძაღლივით არ გამოგეგდე, ოღონდ ეგრე არ მოგეხურა კარები ჩემთვის, ოღონდ ეგრე არ მოქცეულიყავი, მე შენ სხვანაირი მეგონე, შენში დავინახე ის რაც ჩემი ოცნება იყო, რაზეც იმედებს ვამყარებდი, ვისიც მწამდა, შენ? შენ ისე მომისროლე შენი ცხოვრებიდან, წამითაც არ გიფიქრია რომ მე ამით გავნადგურდებოდი, მე ამით გული მეტკინებოდა, სული ამეწვებოდა და გავგიჟდებოდი - რაც შემეძლო ძლიერად ვურტყამდი ხელებს გულმკერდზე, ვცდილობდი ყველაფრისგან დავცლილიყავი, მინდოდა ეს ყველაფერი გარეთ გამომეგდო, რაც შიგნიდან მჭამდა და მანადგურებდა, ცრემლები ერთი მეორის მიყოლებით მცვიოდა და ვერ ვსუნთქავდი, ვხაოდი, ვწიოდი, ვბღაოდი, მაგრამ სრულყოფილად ვერ ვსუნთქავდი - მითხარი, რატომ არ ამბობ არაფერს? რატომ არ მეუბნები, რატომ არ მიხსნი, რატომ არ მეხმარები რომ განვთავისუფლდე? მხოლოდ ტკივილს მაყენებ, მოდიხარ და მეუბნები მოგისმინო, რა უნდა მოგისმინო რა, რა უნდა მოვისმინო იმ ადამიანისგან ვინც ძაღლივით გამომაგდო! - ხელები უღონოდ ჩამოვყარე, არაფერს ამბობდა, მხოლოდ მისი თვალები იყო საშინლად ამღვრეული და სახეც ოდნავ ჰქონდა გაფითრებული.
- თაი
- თაი, თაი, თაი! სულ ერთი და იგივე, სულ! მეტს არაფერს ამბობ, მხოლოდ სახელს მეძახი და ჩერდები! - ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხელები და თვალები გამიფართოვდა, შემშალა ჩემმა უსუსურობამ, მთელ სხეულზე შემომეჭდო და ისეთი სიცხადით ჩამომხია ნაწილი, მთელი სხეული ამიბობოქრდა, მიხვდა რომ შევიშალე, ყველა ემოციამ ერთიანად მშთანთქა და მის კლანჭებში მომაქცია.
ეგრევე წამოვიდა ჩემკენ, რამდენჯერმე ძლიერად შემანჯღრია, რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არ მესმოდა.
მხოლოდ მის აღელვებულ თვალებს ვხედავდი, მუდარით და ტკივილით სავსეს.
რომ გამოვფხიზლდი, მის მკლავებში ვიყავი მოქცეული და ერთი და იგივეს იმეორებდა.
- როგორ დაგტანჯე თაი, როგორ დაგტანჯე ჩემო პატარა გოგო, ამას არ იმსახურებდი, ამას არა..
რამდენიმე წამი დამჭირდა აზრზე მოსასვლელად, მერე დაბინდული თვალებით წამოვდექი და ძლივს გავუსწორე მზერა.
- კიდევ.. აქ ხარ?
- აქ ვარ! - მტკიცედ გამომიცხადა და ფეხზე წამოდგა - არსად წავალ, რომც გამაგდო, რომც გადამაგდო, რაც არ უნდა მითხრა, არსად წავალ!
- მაშინ მე წავალ - უემოციოდ ვუყურებდი მის ღელვაშეპარულ გამომეტყველებას, გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ დამიჭირა და ისევ უკან დამაბრუნა.
- შენც არ წახვალ
- რას ნიშნავს ეს
- ვერ წახვალ
- რატომ ვითომ? - ოდნავ გავიკვირვე.
- იმიტომ რომ არ გაგიშვებ, აი იდექი ახლა აქ და ოდესმე ხო მაპატიებ?
- გინდა რომ გაპატიო?
- რა თქმა უნდა! ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის..
- ბავშვობის ოცნება ამისრულე
- თუ მეტყვი რა არის, აუცილებლად!
- გამოიცანი! - ირონიულად მივუგე და გვერდი ავუარე.

***

ამ დღის მერე, ორი დღეც არ იყო გასული, უამრავი რაღაც რომ მოჰქონდათ ჩვენს სახლში.
მე უემოციოდ ვუყურებდი ამდენ ძვირფას ნივთს, მერე ხელს ვკიდებდი და სახლში ვუგზავნიდი.
1 კვირის მერე გაცეცხლებული მომივარდა, გარეთ ისე წვიმდა რომ ადამიანი ძაღლსაც არ გააგდებდა გარეთ, ეს კიდევ სრულიად გაწუწული შემოვიდა და თვალებანთებულმა მოურიდებლად დამიწყო ჩხუბი.
- გამაგებინე რა არის შენი ასეთი ოცნება, მილიონ საჩუქარში რომ ვერ გავარტყი?
- ეგეთი იაფფასიანი საჩუქრები არ მჭირდება! - უემოციოდ მივუგე, მაგრამ ღელვა მაინც მეტყობოდა ხმაში, არ მომწონდა სველი რომ იყო.
- რა დავაშავე? - უღონოდ ჩამოყარა ხელები - იცოდე გამოვიცნობ, გამოვიცნობ და რომ არ შემირიგდე - გაბრაზებულმა შეკრა წარბები და უკან მოუხედავად გავარდა.
ნენეს და დათას ისეთი სიცილი აუტყდათ, მეც ვერ შევიკავე თავი.
- გაფიცებ ასეთი რა არის?
- არ გეტყვით - ენა გამოვუყავი ორივეს და ოთახში მივიმალე.
როგორც მივხვდი დათა იმ ღამეს ჩვენთან დარჩა, მაგრამ თვითონ სავარძელში ეძინა, ნენეს თავის ოთახში.
ღამე წყლის დასალევად ავდექი და სანამ სამზარეულოში შევიდოდი, ფეხი მივარტყი მაგიდას, ისეთი სიმწრით ამოვიკვნესე დათა ეგრევე წამოხტა და შეშფოთებული მომაშტერდა.
- რა მოგივიდა? კარგად ხარ?
- ფეხი მივარტყი - ენა გადმოვაგდე და ისე დავიჭყანე - გამივლის, აქ რატომ წევხარ?
- აბა სად დავწვე?
- ნენესთან..
- გაგიჟდი? გააფრენს! - გაეცინა და ოდნავ აეწვა სახე, ჩამეღიმა.
- იცი ერთ ბიჭს რომ მოსწონს? სულ ერთად დადიან, მგონი ლექციებიც ემთხვევათ..
- მერე? - ვითომ უოემოციოდ მომიგო, მაგრამ გათენებამდე უკვე ერთი სული ჰქონდა, იმ ბიჭზე რომ ყველაფერი გაეგო.
- არაფერი, ხვალ ალბათ პასუხს ეტყვის დილით, ხოდა იქნებ.. - დამთავრებული არ მქონდა წინადადება, ფეხზე რომ წამოფრინდა და მის ოთახში შევარდა.
გულიანად გამეცინა, წყალი დავისხი და ღიღინით შევედი ჩემს ოთახში.

***

- რა უთხარი გოგო ამას? - დილით გააფთრებული დამადგა ნენე.
- რა ვუთხარი?
- აბა რა პასუხი უნდა მეთქვა, რა კურსელი? სად დავდივარ უნივერსიტეტში? - სიცილს ძლივს იკავებდა, ვითომ მტუქსავდა.
- რა ჩემი ბრალია, მაგან მთელი წინადადებიდან თუ მხოლოდ “ბიჭთან ერთად დადის” გაიგო? მომისმინოს ამიტომ!
- იდიოტია, ისეთი გაბრაზებული გავარდა, “ჩემს კურსელს” უეჭველი ცემა არ აცდება - სიცილისგან გადაბჟირდა ნენე.
- კაი რაა - მეც გამეცინა - არ უთხარი
- არა, პირიქით მეთქი განახა რა ბიჭია, რა კუნთები აქვს მეთქი - სიცილისგან იჭაჭებოდა.
- აბა ველოდებით შენს შელამაზებულ კურსელს
- აუ მაგან ვინმე ჩემი ძველი კურსელი თუ გაჩითა და მაგრად ცემა, აი სიცილისგან მერე ნახე ხოხვა - უკვე ცრემლებს იწმენდდა ნენე, ვიღაცამ რომ კარი შემოგლიჯა და მკლავში ეცა.
- მეღავადები ხო? - დათას ისე ჰქონდა თვალები ანთებული, წამით მეგონა მოკლავდა, მაგრამ როგორც კი მის გამომეტყველებას შევხედე, სიხარულის და ბედნიერების ნაპერწკალიც დავინახე და დავმშვიდდი.
კამათით გავარდნენ ჩემი ოთახიდან, მეც ზოზინით მოვწესრიგდი და მაგიდას მივუჯექი.
- შერიგდით?
- კი - ორივემ ერთხმად მიპასუხეს და სიყვარულით სავსე თვალებით გადახედეს ერთმანეთს.
- გილოცავთ, როგორც იქნა
- მადლობა თაია, აუ ნენე, გთხოვ რა მალე გაამზადე საჭმელი და იმ სულელსაც წავუღო
- ვის? - თითებს იმშრალებდა ნენე და თან გაოცებული მზერით უყურებდა.
- იმ ვაჟბატონს - თავით ანიშნა და მივხვდი შავთვალებაზე რომ საუბრობდნენ.
- რა მოუვიდა?
- გაციებულა, ძალიან ცუდად ვარო - ამის გაგონებაზე ისე გადამეკეტა გონება, ვერც კი გავიაზრე როგორ წამოვფრინდი ფეხზე და ოთახში შევვარდი, რა სისწრაფით ვიცვამდი, როდის გამოვედი სახლიდან ან როდის აღმოვჩნდი იმ კარების ზღურბლთან, საიდანაც თვეები უკან გამომაგდეს ვერ მივხვდი.

***

რამდენჯერმე დავაჭირე ზარის ღილაკს და დაველოდე.
- შემოდით - შიგნიდან მოისმა მისი ჩახლეჩილი ხმა, მაგრამ მაინც არ შევდიოდი, იმ წამს ვგრძნობდი როგორი სიმძლავრით ფეთქავდა ჩემს შიგნით თავმოყვარეობა.
- ღიაა, შემოდით - ოდნავ ხმამარლა დაიძახა, მაგრამ მე მაინც ვაწვებოდი ზარის ღილაკს გამუდმებით, სანამ ნაბიჯების ხმა არ გავიგე, გავჩერდი.
- რამდენჯერ ვთქვა ღიაა მეთ - კარი რომ გამოაღო შეცბა, უცებ მიხურა და მეორეჯერ გახსნა, ჩამეცინა.
- შენ აქ, საიდან? - თან სალფეთქს ძლივს იჭერდა ხელში, თან მე მიყურებდა ჩაწითლებული თვალებით.
- ცუდად ხარ?
- ჰო
- შემომიშვებ?
- რა თქმა უნდა! - გვერდზე გაიწია და ფართოდ გამიღო კარები.
ისე შევაბიჯე, თითქოს თვეების უკან აქ არ მეცხოვრა და საკუთარ სახლად არ მეგრძნო.
ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს უცხო სახლში ვიყავი და ჩემი ადგილი იქ არ იყო.
- სიცხე რამდენი გაქვს?
- არ მაქვს
- აბა რა გჭირს?
- სურდო მხოლოდ - ძლივს მპასუხობდა და თან წამლებს სვამდა.
იქვე ჩამოვჯექი და ვათვალიერებდი.
- ჩაის გაგიკეთებ - ბოლოს ვუთხარი და ფართხაფურთხით გავედი სამზარეულოში.
ჩაი გავამზადე და ისევ უკან დავბრუნდი.
- რატომ მოხვედი?
- ვინერვიულე, დათამ რომ მითხრა ცუდად არისო!
- გამახარე
- რითი?
- შენი მოსვლით თაი, მეტი რითი?
- რავიცი, იქნებ სხვას ელოდებოდი
- არა რას ამბობ - ეგრევე წამოიძახა და წამოიწია.
- იცი რა, ცუდად ყოფნის ვერაფერს გატყობ, მგონი ჯობია წავიდე - გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი, ოთახიდან გავდიოდი, უცებ რომ დაიზმუვლა, ბედად იქვე სარკე იდო და იქედან დავაკვირდი, სავარძელთან მდგომი პატარა მაგიდა, სადაც ჩაი დავუდგი ოდნავ შორს გაწია და მერე მე გადმომხედა.
- აუუ - შეიცხადა და მეც სწრაფად შევბრუნდი, ისე იქცეოდა, თითქოს ჩაის აღება უნდოდა და ვერ წვდებოდა, ალბათ ჩვენი სიტუაცია რომ არა, გულიანად გადავიკისკისებდი, მაგრამ მხოლოდ ტუჩის კუთხეს მივეცი ახტომის უფლება და სწრაფად მივირბინე მასთან შეშფოთებული გამომეტყველებით.
- ვაიმე, ვერ წვდები? ჩაი გინდა?
- ხო ძალიან, ნახე რა ცუდად ვარ - ისედაც დაკარგული ხმა, უფრო დაიკარგა და საწყალი თვალებით ამომხედა.
- აი ინებე - ღიმილით მივაწოდე ჩაი, მისი თითები ჩემს თითებს შემოეჭდო გარედან და ისეთი მუხტი გადმომცა, ძლივს შევიკავე თავი, ფინჯანი რომ არ გამვარდნოდა, გამოვითიშე და თვალებში ისე ჩავაშტერდი მთელი სამყარო ჩემს ირგვლივ დატრიალდა.
მისი თვალები ისე მითრევდა მისკენ რომ ჭკუიდან გადავყავდი, არ ვიცოდი რა უნდოდა, რას ითხოვდა ჩემგან, მაგრამ ეს შავი თვალები მატყვევებდნენ, მაგიჟებდნენ, მშლიდნენ.
სწრაფად გამოვერკვიე, თითები მისი ხელებიდან გამოვაცურე და უკან დავიხიე.
- რაღაც მინდა გთხოვო თაი
- გისმენ? - აფორიაქებულმა ძლივს გადავაბი რამდენიმე სიტყვა ერთმანეთს.
- შეგიძლია სუპი გამიკეთო?
ისეთი სახით მიყურებდა, უარს ვერაფრით ვერ ვეტყოდი.
ჯერ სუპი გავუმზადე, შემდეგ სულ შემთვევით თვითონ ვერ შეჭამა “ცუდად” ყოფნისგან და მე მომიწია მისთვის მეჭმია.
მერე საფენები დავადე შუბლზე და ბოლოს მისი დაძინებაც მე მომიხდა, გაბრაზებული დავაბიჯებდი ოთახში და ვცდილობდი რაიმე მომეფიქრებინა, რითიც მის სპექტაკლს დავამთავრებდი, ჩემგან სითბოს გამოძალვას რომ ცდილობდა.
ისე ჩამეძინა, ვერც გავიაზრე, სამაგიეროდ დილით ახალგაღვიძებულზე მომივიდა შესანიშნავი იდეა და ნენეს მივწერე.
მანაც ისე სწრაფად დამიბრუნა პასუხი, თითქოს ჩემგან ელოდებოდნენ რაიმე შეტყობინებას.
მეც ჩემი გეგმის შესრულების მოლოდინში გავინაბე, დილით ჩაი დავალევინე, შემდეგ სუპი ვაჭამე და მის მინაბულ თვალებზე ყურადღებაც არ მიმიქცევია.
სადღაც 1 საათისთვის კარებზე ზარიც გაისმა და მეც ეშმაკური ღიმილით გამოვაღე კარები.
- გამარჯობათ ექიმო - მის გასაგონად ჩავილაპარაკე და დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები შავთალებას - დიახ იცით, ძალიან ცუდად არის, საჭმელსაც კი ვერ ჭამს მისით, ჩაისაც მე ვასმევ და იქნებ რაიმე მოუხერხოთ? - ისეთი საწყალი სახე მივიღე, ექიმი კი არა, ნებისმიერი დამიჯერებდა.
ჭაღარა შეპარულმა მამაკაცმა ღიმილით დამიკრა თავი და პაციენტისკენ გაემზადა, რომელსაც ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ალბათ მიხვდა რომ კარგი არაფერი ელოდა.
- ექიმმა ვითომ გასინჯა და შუბლი ისე შეჭმუხნა, შეშფოთებულმა ვკითხე
- რამე სერიოზულია ექიმო?
- დიახ, რა თქმა უნდა, ნემსი უნდა გავუკეთო აუცილებლად!
- რას ამბობთ? - შევიცხადე და შავთვალებას გადავხედე, რომელიც უკვე გაფითრებული იწვა და თვალები ლამის გადმოსცვენოდა ბუდიდან.
- დიახ, თუ შეგიძლიათ ოთახიდან გაბრძანდეთ.
რამდენიმე წუთი ველოდებოდი და ბოლოს შავთვალებას კვნესაც გავიგე, ერთი დაიღმუვლა და გაჩუმდა.
ექიმი როგორც კი ოთახიდან გამოვიდა, ღიმილით ჩამომართვა ხელი, მე ფული მივაწოდე და კარებამდე მივაცილე.
შემდეგ უკან ავირბინე და კარის ჩარჩოს მივეყრდენი ყურებამდე გაღიმებული.
- საძაგელი გოგო ხარ! - დამიღრინა და ძლივს წამოდგა, თან ცალი ხელით დუნდულას იზელდა, შეკავებული სიცილისგან ცოტაც და ცუდად გავხდებოდი - აი, გვიან ვაპირებდი შენზე თქმას, მაგრამ ახლა გეტყვი - გაცხარებულმა დამიღრინა - არა, მაინც იცოდი რომ მეშინოდა სასტიკად ნემსის და მაგიტომ გამიკეთე ხო?
- მე არ ვიცოდი გეფიცები - შეშინებული უკან ვიხევდი.
- საშინლად მეშინია! - გაბუსულმა მომიგო და გვერდი ამიარა.
- რა უნდა გეთქვა?
- არაფერი, დაივიწყე
- მითხარი
- არაფერი მეთქი თაი
- მითხარი, გთხოვ - ყელი გამოვიწელე მუდარით, მთელი 1 საათი ვუჩიჩინებდი რომ უნდა მეთქვა.
ბოლოს მობეზრებული წამოდგა და დაიღრინა.
- სოფელში მივდივართ - ღრმად ამოისუნთქა და ისე დააყოლა - შენთან!

არვიცი გამომდის თუ არა, მუზა საშინლად იქცევა და ნერვებს მიშლის :(
სულ ეს არის, რისი დაწერაც მოვახერხე..
ბოდიში შეცდომებისთვის, იმედია იმედები არ გაგიცრუეთ და ყველაზე მეტად ველოდები თქვენს შეფასებას..



№1  offline წევრი An_Gel

შენ მე გცემ!
ამაზე როგორ მეუბნები,არ წაიკითხოო? მაგარი თავი იყო! თაიმ როგორც იქნა გაიგო სიმართლე და ახლა ასრულოს შავთვალებამ მისი სურვილები :დდდდდდ ნენე და დათა ძალიან საყვარლები არიან, გამიხარდა მაგათი ამბავი.
შავთვალებაზე ცოტა გავბრაზდი, ისე მოვიდა და მოთხოვა თაის შერიგება, ბოდიშიც არ მოუხდია.
სოფელში რა მოხდება ძაალიან მაინტერესეებს.
სასწაული ხარ რაა! <3
მაგრამ მაინც ვბრაზობ შენზე :დდდდ

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რას ამბობ ძაან მაგარი იყოო და ძლაიან გამიხარდა შენი დანახვა. გელოდები ხოლმე !!!!
აბა სენ იცი ....

 


№3 სტუმარი kati

male dade ra.nu daagvianeb xolme.gelodebi zalian...

Wignebs xo ar gulisxmobs bavshvobis ocnebashi?

 


№4  offline წევრი aNuGi

An_Gel
შენ მე გცემ!
ამაზე როგორ მეუბნები,არ წაიკითხოო? მაგარი თავი იყო! თაიმ როგორც იქნა გაიგო სიმართლე და ახლა ასრულოს შავთვალებამ მისი სურვილები :დდდდდდ ნენე და დათა ძალიან საყვარლები არიან, გამიხარდა მაგათი ამბავი.
შავთვალებაზე ცოტა გავბრაზდი, ისე მოვიდა და მოთხოვა თაის შერიგება, ბოდიშიც არ მოუხდია.
სოფელში რა მოხდება ძაალიან მაინტერესეებს.
სასწაული ხარ რაა! <3
მაგრამ მაინც ვბრაზობ შენზე :დდდდ

ძალიან დიდი მადლობა ციკო <3 შენ რომ არა, ხომ იცი ეს ისტორიაც ვერ იქნებოდა <3 შენი მხარდაჭერით! <3

nawkas12345
რას ამბობ ძაან მაგარი იყოო და ძლაიან გამიხარდა შენი დანახვა. გელოდები ხოლმე !!!!
აბა სენ იცი ....

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, ვეცდები მალე დავდო <3 <3 <3


kati
male dade ra.nu daagvianeb xolme.gelodebi zalian...

Wignebs xo ar gulisxmobs bavshvobis ocnebashi?

ვეცდები რომ მალე დავდო, მიჭირს ცოტა წერა, მუზაც მაწვალებს და..
მაგას შემდეგ თავში გავიგებთ! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№5 სტუმარი Guest bubu

ra kargi iyoo

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოცნება მის სოფელთან ხოარაა კავშირში?!

 


№7  offline წევრი aNuGi

Guest bubu
ra kargi iyoo

დიდი მადლობა <3

ანი ანი
ოცნება მის სოფელთან ხოარაა კავშირში?!

შემდეგ თავში აუცილებლად გავიგებთ <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამიხარდი.აუ ეს ბოლო რა იყო?რატომ მიყავს სოფელში საინტერესოა.მუზავ არ დაგვეკარგო და მალე დაგვიდე ახალი თავი smiley : smile:
--------------------
ლანა

 


№9 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№10  offline წევრი aNuGi

La-Na
გამიხარდი.აუ ეს ბოლო რა იყო?რატომ მიყავს სოფელში საინტერესოა.მუზავ არ დაგვეკარგო და მალე დაგვიდე ახალი თავი smiley : smile:

ძალიან დიდი მადლობა ჩემო ლამაზო <3 <3 <3

ლუნი.
თაის საერთოდ რა უნდა მასთან არ მესმის?
რატო ავლენს ასეთ სისუსტეს?
და რა სოფელი?
ხო არ ახველებს?
მაგარი თავი იყო და მალე დადე შემდეგი :(((((

დიდი მადლობა <3 ვეცდები მალე დავდო და იმედები არ გაგიცრუოთ <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

ალბათ იქორწინებენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent