შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დესპოტი" ქმარი ( თავი 7 )


2-08-2017, 16:43
ავტორი elebabi
ნანახია 4 260

დესპოტი ქმარი თავი 7

არ შეგეშინდეს ის მე ვერაფერს დამიშავებს ძვირფასო, სახლის უკან გავალ გავუშვებ და დავბრუნდები.
- ცოცხალს უშვებ? ვეკითხები გაოცებული
- ხო! რას გვიშავებს წავიდეს თავის გზაზე.
- შენ როგორც გინდა, ჩემთვის სულერთია. ვეუბნები ცოტა დამფრთხალი. ვაითუ ისევ შემოვიდეს.
გიორგი სახლის უკან გადის და ცოტა ხანში ბრუნდება. ჩემს გვერდით წვება , ხელებს თავს ქვემოთ იდებს. გავაგრძელო მოყოლა თუ ჯერ საუზმე?
- დილით ვერ ვჭამ. მერე ცუდათ ვხდები. 12 საათის შემდეგ შევჭამ, მანამდე ბევრი დროა.
- კარგი როგორც გინდა. მოდი კარგად მოთავსდი..
მის ფეხებს შორის ვჯდები და ხელებს მის მუხლებზე ვაწყობ. თითქოს სავარძელში ვიჯდე. კარგად მოვეწყვე, შეგიძლია დაიწყო.
მინდოდა ყველაფერი გქონოდა, არაფერზე გენერვიულო, ჩემს გარემოცვაში თავი კარგად გეგრძნო. ამიტომ ვფიქრობდი თუ ბევრი დრო გექნებოდა საკუთარი თავისთვის უფრო გაიხარებდი, მაგრამ შევცდი, მოიწყინე და ძალიან ვწუხდი ამის გამო. მერე მთხოვე სადილებს მაინც გავამზადებო. არ მომეწონა ის აზრი რომ შენი ლამაზი ხელებით სხვა რამეებსაც უნდა შეხებოდი ( გულიანად იცინის და თავზე მკოცნის) მაგრამ წინააღმდეგობა არ გაგიწიე. ვიცოდი რომ სკოლაში კარგად სწავლობდი და სამედიცინოს უმიზნებდი.. ამიტომ ჩემთვის ეგ საქმე ყველაზე მარტივი იყო და შენი საბუთები გავაგზავნე და ჩაგრიცხეს.
ეჭვიანობით ვკვდებოდი იმის წარმოდგენაზე რომ შენ შეიძლება ვინმე შენი თანატოლი მოგწონებოდა და შეგყვარებოდა. მაგრამ გამიმართლა და ზედაც არ უყურებდი არავის. არ ვიცი გახსოვს თუ არა. ერთ დღეს ნაყინის საჭმელად ძალით წაგიყვანეს გოგოებმა. საიდან ვიცი? რა ვქნა ასეთი ავადმყოფი ვარ.. და შენც ასეთი შეგიყვარდი.
- ვინ გითხრა რომ მიყვარხარ? გვერდულად გავხედე და თვალები დავაფახულე..
- რა არა? არ გიყვარვარ? წარბს მაღლა წევს..
- რავიცი აბა დავფიქრდები და მოგვიანებით მოგახსენებთ ჩემს აზრს..
- წერილობით თუ სიტყვიერად? უკვე ვეღარ იკავებს თავს და მთელი ხმით ხარხარებს.
- ნუ დამცინი!!
კარგი მოვრჩეთ.. ხო და კაფის გარეთ მანქანიდან გიყურებდი. და ჩემს თავს ვლანძღავდი რომ ასეთი არადამიანი ვარ. ხომ შეიძლებოდა მეც შენს გვერდით ჩვეულებრივი მოკვდავივით მეჭამა ნაყინი.. და კაფეში არსებული წყვილებივით ორივე ბედნიერები და ლაღები ვყოფილიყავით. მაგრამ არა, არ კი არა ვერ.. ვერ ვიზამდი.. ვერ მოვიქცეოდი ასე.. მე თავისუფლებაზე მყოფი პატიმარი უფრო ვიყავი ვიდრე ადამიანი ხელფეხი არარიალური, თვალით უხილავი თოკებით მგონდა შეკრული და ყელში მიჭერდა და მახრჩობდა არსებული სიტუაცია. ისე გამოხვედი კაფედან ერთი არ გაგიღიმია სიცილზე ხო აღარ იყო საუბარი.. იქედან პირდაპირ სახლში წახვედი და მე იმ ღამეს შეძლებისდაგვარად გვიან მოვედი სახლში. არ მინდოდა უფრო დამეთრგუნე..
შენი კულინარიული ექსპერიმენტები.. როგორი სასაცილო იყავი ნეტა იცოდე თაი.. ისეთი დამფრთხალი მიყურებდი. მოლოდინით სავსე თვალებით.. ერთხელ დედას წამოცდა შენთან რომ კექსი მიყვარდა.. შენდაუნებურად გადაწყვიტე ჩემთვის გესიამოვნებინა და გამომიცხვე.. ჭამის დროს რამოდენიმე ნატეხი კვერცხის ნაჭუჭი შემხვდა.. სიმწრით გადავყლაპე რომ არ გწყენოდა.
მერე იყო პრაქტიკები. ჩემი თეთრხალათიანი გოგო და ჩემი ყოველი შენი მორიგეობის დროს გათენებული ღამეები საავადმყოფოს ეზოში.
- რა? შენ? რანაირად.. რატო ერთხელ არ მითხარ?
- რა მეთქვა გარეთ გყარაულობთქოო? დაძაბული უნდა გევლო მთელი ღამე..
- ავადმყოფი ხარ გიორგი.. ხანდახან მაშინებ.
მიყვარხარ თაია. ამას არაერთხელ გაგიმეორებ მომავალში. არ არსებობს ძალა რომელიც შენგან წამიყვანს. უშენოდ ვერ ვსუნთქავ..
- კი მაგრამ შენი ცოლ-შვილი..?
- მივალთ მაქამდეც ნუ ხარ სულსწრაფი.. დავაკმაყოფილებ შენს ცნობისმოყვარეობას.
ხუდადა ამერიკაში წვრთნების დროს გავიცანი.. ოსეთიდან წარმოშვებით დედით ქართველი საოცრად ლამაზი გოგო, მაგრამ ნამდვილი ალქაჯი, არ მეგულება კაცი ვინც მაგას გაუძლებს.. შენზე 2-3 წლითაა დიდი. შენ რომ მართლა ჩემი ქმარი იყო და ჩემთვის რომ ეგ გაგეკეთებინა ახლა დიდ ხნის მკვდარი იქნებოდიო მეუბნება ხოლმე და მუჭს მიღერებს. 2008- ში მე, ირაკლი და ჩვენი ბიჭები ცხინვალში უნდა გადავსულიყავით ჩუმად. იქ კი უნდა განვტავსებულიყავით სოფელში.. 3 წლის განმავლობაში ხშირად ჩავდიოდი ოსეთში და მის საქმროდ ვეცნობოდი ხალხს.. ყველამ იცოდა რომ ხუდადა მიყვარდა და მასზე უნდა მექორწინა. სახლში რომ მოვედი უკვე ვიცოდი, მანქანაში ჩვენი განქორწინების საბუთები მქონდა.. ვიცოდი რომ წლები ვერ გნახავდი.. მეგონა რაც უფრო დიდხანს გაკვირდებოდი მით უფრო დაილექებოდა შენი სახე ჩემს მეხსიერებაში.. არც მიფიქრია რომ დამელოდებოდი. უკვე შეგუებული იმ აზრს რომ ჩემით განთავისუფლებული, ეცდებოდი შენი ცხოვრება მოგეწყო.. წავედი და ყველაფერი ადამიანური გრძნობა შენტან დავტოვე.
მე და ირაკლი ცხინვალში ისე ჩავედით როგორც ძმები. ვიქორწინე ხუდადაზე და ქალაქის ცენტრში პატარა ბინაში გადმოვედით მე, ჩემი ცოლი და „უსაქმური“ ძმა. ირაკლის რამე სტატუსი უნდა ქონოდა ისეთი რომ მისი ჩემთან ცხოვრება გამართლებულიყო. ხო და ისე იყო უსაქმური ძმა, ჩვენი სარჩენი და საპატრონო. მე მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა. ხუდადა მანამდეც ბანკში მუშაობდა რიგით ოპერატორად. ჩემი „ძმა“ კი სახლში იჯდა და გვერდებს ისქელებდა. დანარჩენი ბიჭები მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში მომთაბარეთ ცხოვრობდნენ და ეტაპობრივად უნდა შემოსულიყვნენ ქალაქში. სანამ შეგვეძლე პერიოდი გავწელეთ და ჩემი „ ცოლი“ ფეხმძიმედ არ რჩემოდა. ასე გავატარეთ 1 წელი. მე და იკა გვიან ღამე დაზვერვას ვახდენდით სამთავრობო უწყებების. კატებივით დავძვრებოდით სხვადასხვა დეფაქტო მინისტრების და სხვადასხვა უროსების კაბინეტებში და მასალებს თბილისს ვაწვდით. ხუდადა სახლში რჩებოდა რადგან გვიან რომელიმე აბოდიალებურ მეზობელს რომ შემოევლო სახლში ვინმე უნდა ყოფილიყო. წარმატებით გავართვი თავი მოსიყვარულე მეუღლის როლს და ხუდადა შესანიშნავი დიასახლისის და ცოლის როლზე ოსკარსაც კი იმსახურებდა. სინამდვილეში კი ირაკლისა და ხუდადას შორის გაჩენილი ვნება სამივეს გადაგვწვავდა ხანდახან რომ არ გავცლოდი და მარტო არ დამეტოვებინა „გვრიტები“ ხო სწორად მიხვდი. სინამდვილეში ირაკლის ხუდადა შეუყვარდა და პირიქით.. 1 წლისა და 4 თვის მერე ჩემი „ ცოლი“ ფეხმძიმედს დარჩა. სინამდვილეში დარო ირაკლის შვილია მაგრამ მე წარმატებით ვართმევდი თავს მზრუნველი მამიკოს როლს. ხანდახან ირაკლის გასაბრაზებლად ზედმეტადაც ვიჭრებოდი როლში და პასუხად მის დაბღვერილ სახეს ვიღებდი რაზეც ძალიან ვხალიოსობდი. რატომ დავთანხმდი ამ ყველაფერს? ეს ჩემი თავისუფლებისკენ მიმავალი გზის დასაწყისი უნდა ყოფილიყო.. წელიწადში ერთხელ უფლება მქონდა ჩამოვსულიყავი თბილისში როგორც გიზო ქართველიშვილი, მაგრამ შენს სიახლოვეს ვერ გავივლიდი. მაგრამ შორიდან მაინც გათვალიერებდი. ისე მინდოდა შეგხებოდი, მაგრამ არ შემეძლო. შენს შესახებ მხვდებოდა დოსიე სადაც შენი ყოველი დღე დაწვრილებით იყო აღწერილი. გაოცებული დავრჩი უამრავჯერ, როცა შევიტყვე რომ შენ თაყვანისმცემლებს ახლოცას კი არ იკარებდი. იყო არაერთი რომელსაც ჩემთვისაც კი შეეძლო კონკურენცია გაეწია, მაგრამ შენ ჯიუტად ტკეპნიდი გზას სამსახურსა და სახლს შორის. მხოლოდ კარიერა იყო შენთვის ამომავალი წერტილი. 9 წლის მანძილზე 8 ჯერ გნახე შორიდან. მერე გავიგე რომ მეგობარი გაგიჩენია თათა. ცოტა გამიკვირდა შენნაირ ქალს რა საეთო უნდა ქონოდა თათასთან. ერთადერთი საერთო სამსახური ქგონდათ. ის სხავა მისწრაფებებით, თავისუფალი ქალი იყო, არაფერი აინტერესებდა საკუთარი სიამოვნების გარდა შენ კი ცოტა ჩაკეტილი რაშიც მე დიდი წვლილი მიმიძღვის.
ცხინვალში ჩემი 9 წლიანი მოღავაწეობა იმით დასრულდა რომ, რაღაცნაირად ეჭვი აიღეს ჩემზე და იკაზე. ვფრთხილობდით, დანარჩენი ბიჭებიდან სამმა მოახერხა ქალაქში შემოღწევა და თავის დამკვიდრება. 2 ისევ მთაში რჩებოდნე და ცდილობდნენ კვალი არ დაეტოვებინათ. ერთ შაბათს პიკნიკზე წავედით. მე ,ხუდადა და დარო. გზაში მანქანა ვეღარ დავიმორჩილე, მუხრუჭები გადამიჭრეს. ამიტომ ხუდადას ვთხოევე ბავშვთან ერთად წყალსაცავში გადამხტარიყვნენ. იქვე იყო ტრასის პირას . მანქანა მაქსიმალურად ახლოს მივიყვანე და ის და ბავშვი გადახტნენ. მე ცოტა ხანი გავაგრძელე უკონტროლო მანქანით მოძრაობა, ვეძებდი შესაფერის ადგილს სადაც უნდა განმეხორციელებინა შეჯახება. აწყვეტილი მანქანის შეჯახების შემდეგ ჩემი გადარჩენის 30 % იყო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და ორ ხეს შუა შევვარდი. მათ შორის მანძილი ვიწრო იყო და მანქანა არ გატარა. ამიტომ ძლიერი დაჯახების შემდეგ თავით გავიტანე წინა საქარე მინა, როგორც ჩანს დამცავი ღვედიც დაზიენებული იყო რადგან თავისი ფუნქცია არ შეასრულა და გონება დავკარგე. ბიჭებმა მანქანაზე დამაგრებული ჯიპიესით მიპოვეს და საველე პირობებში როგორც შეძლეს საზღვარზე გადმომიყვანეს. იქ ხუდა დამხვდა და ბავშვთან ერთად ჩვენ თბილისში გადმოვფრინდით. იკამაც მოახერხა დროზე გამოძრომა. და ამის შემდეგ შენთან მოვხვდი საავადმყოფოში. როცა შენი თითების შეხება ვიგრძენი თვალები ვერ გავახილე. მეგონა გაქრებოდი და ეს მხოლოდ ილუზია იყო. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შენი თბილი ხელიები მუხტს მმატებდა და ენერგიით მავსებდა. მინდოდა მეცოცხლა. მინდა ის წლები გავაუფერულო. მინდა ბედნიერებისგან ბრწყინავდე. ამას გპირდები რომ უსაზღვროდ და უკიდეგანოს ბედნიერს გაგხდი.
- ხუდადა და დარო ახლა სად არიან? ან ირაკლის რაღატო დაჭირდა ჩემი მოტყუება?
- ხუდადა და ბავშვი ირაკლისთან გადავიდნენ და ორი გადარეულის გარემოცვაში როგორი გაიზრდება ეგ ბავშვი არ ვიცი. იკამ კი იმიტომ მოგატყუა რომ აქაც იყვნენ აგენტები რომელსაც ყველაფერი ისე უნდა გონებოდათ როგორც იყო. ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და მანამ სანამ მათ შესახებ კომპრომატები არ გაიგზევნებოდა მაღალ უწყებებში და მათი საქმე არ გადაწყდებოდა მე და შენ და საერთოდ ჩვენ ყველას საფრთხე გვემუქრებოდა. იკამ კი გადაწყვიტა გამცლოდი. დაურეკა შენს ძმას და სთხოვა რაღაცნაირად დაეყოლიებიე და ქვეყნიდან გასულიყავი.
- იკა ჩემს ძმას საიდან იცნობს?
- ყველაფერის ცოდნა არ გარგებს. თითს მირტყავს ცხვირზე. მხოლოდ იმას გეტყვი რომ მალიორკაზე ასე უყველაფროდ იმხელა ბიზნეს ვერავინ იწყობს. თვალს მიკრავს და მკოცნის.
- ესეიგი ჩემმა ძმამ რაღაცეები იცოდა.
- იცოდა.. ამაზე აღარ გვინდა სხვა დროს.. კარგი?
- კარგი... მათ როდის გამაცნობ? მახსოვს ძალიან ლამაზია.. ხუდადა საბედისწერო ქალია.. იმდენად ეშხიანი და სექსუალურია. გული გამისკდა პირველად რომ დავინახე..
- ოო მაგ სექსუალური ქალის მიღმა ნამდვილი ქაჯია.. შეყვარებული კი ცხოველი ყავს და ასე „ ბედნიერად“ არიან ახლა.
- ბავშვმა იცის მისი მამა რომ არ ხარ?
- კი ახლახანს გაიგო. დარო ცოტა უცნაირი გოგოა. მისი ასაკი 7 წელია მაგრამ აზროვნებს როგორც 12 წლის. შეუძლია მოგისმინოს და თავისი აზრი დააფიქსიროს ნებისმიერ საკითხზე. უკვე ორი ენა იცის ქართული და ინგლისური და რაღათქმაუნდა თავისუფლად საუბრობს ოსურ დიალექტზე. მოგვისმინა და შეეგუა იმ ფაქტს რომ იკა მისი მამააა.. იმანაც იქონია გავლენა რომ მამამისი მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით იყო.. არა როგორც მამამისი მაგრამ ხომ იყო..?. ახლა ერთადერთი არსება დედამიწის ზურგზე იმათ დაშოშმინებას რომ ახერხებს.. რომ მთელი სახლი თავზე არ გადაიმხონ.
- და ახლა აღარ გეშინია იმათი? ანუ თანამდებობის პირებს ვგულისხმობ.
- არა! 3 იყვენე, აქედან 2 ლიკვიდირებულია. ერთს იმფაქტმა დაარტყა და მეორე გაზის გჟონვით დაიღუპა, ხოლო მესამე პრინციპში ცოცხლებშიც აღარ წერია და საფრთხეს არ წარმოადგენს. ახლა მე ვარ და ჩემი ბიჭები იმ უწყებაში და იქ სანამ რამე შემეძლება არ დავუშვებ ასე ითამაშონ ადამიანის ბედით და ძაღლებივით მოექცნენ მათ.
ხვალ სახლში ვბრუნდებით. ჩვენს სახლში გადმოხვალ. ისევ გელოდება შენი სახლი და მანქანა.. ასევე ყველა ნითი ხელუხლებელი და ისევ თავის დიასახლის ელოდება, მეც მათ შორის ჩემს ქალღმერთს ველოდები.
- მომშივდა... ვიჭყანები..
- რას შეჭამ?
- შენ შეგჭამ გაწყობს? ცელქობის ხასიათზე ვდგები..
- არ ვარ წინააღმდეგი. ჩემს თმას ხელზე იხვევს და უკან მქაჩავს რომ ჩემს ტუჩებს დაწვდეს.
- შემჭამეთქო არ მითქვამს.. ვიბუტები.
- აბა მე არ ვიჭმები თაი. ძალიან უგემური ვარ. აი შენ კი საოცრად გემრიელი და მადისაღმძვრელი.
- კარგი გვეყოს ხუმრობა. მართლა მშია.
- მიდი ახლა ადექი, მოწესრიგდი, გამოიცვალე და გამოდი. მანამდე მე რამეს მოგიმზადებ.
- ოკ!
სააბაზანოში შევდივარ. სარკეში ჩემს თავს ვათვალიერებ. მომწონს ჩემს თვალებში აკიაფებული სხივი. ჩემი ფერშეცვლილი სხეული და ავარდისფერებული ტუჩები. ცოტა მაკრთობს ჩემი ამხელა ბედნიერება. შიში მიპყრობს, მგონია რომ მძინავს და ეს მხოლოდ სიზმარია. გამეღვიძება და ყველაფერი ისევ ისე იქნება, მის გარეშე. წყალი გადავივლე სარაფანი გადავიცვი და გამოვედი. სამზარეულოში ჩემი ბიჭი მოხერხებულად ტრიალებს. დახლზე ახლად გამოწურული წვენი დგას. მინის ჯამში ავოკადოს სალათი და გრილზე ქათამი იბრაწება.
- ასე მგონია თათამ დაგარიგა. ამრეზით ვუყურებ წვენის ჭიქას და კოპებს ვკრავ. არ დავლევ მაგას.
- დალევ. არც კი ბრუნდება ისე მეუბნება თავის საქმეს განაგრძობს.
- აუ კარგით რა..არ მინდა ეს საშინელება. მაგის გარეშეც კარგად ვარ.
- თაია ნუ მაბრაზებ. ხელებს იწმენდს ჭიქას ხელს ავლებს და ჩემსკენ მოემართება. მეც სხვა გზა არ მრჩება ზიზღით ვსვამ ბოსტნეულისა და მწვანილების კოქტეილს..
- ფუ .. რა საშინელება..
- ჩვენს ბიჭს ასე ჭირდება..
- რა იცი რომ ბიჭია? იქნებ და ჩემნაირი გოგოა..
- ვიცი! ჯიუტად მპასუხობს, მეც არ ვეწინააღმდეგები..
მთელი დღეს ჰამაკში ვატარებთ. მე ვკითხულობ. მას ხან ძინავს, ხან მე მაკვირდება. ლაპარაკით თითქმის აღარ გვილაპარაკია. ერთი დღეს ვისვენებთ ყველასგან და ყველაფრისგან. ჩვენი თავებისგანაც კი. ნაშუადღვევს მეც ჩამეძინა და კარგად დაღამებულში გამეღვიძა. გიორგი აღარ იყო ჩემს გვერდით. შემეშინდა და დილანდელი გველი წარმომიდგა თვალწინდა, სწრაფად მოვკურცხლე სახლში. გიორგი ვიღაცას სკაიპში ელაპარაკებოდა ჩემთვის უცნობ ენაზე. მე რომ შევედი გამიღიმა და თანამოსაუბერეს დაემშვიდობა.
- სამზარეულოში შენი ვახშამია, მიირთვი და მერე დავიძინოთ, დილის 5 საათზე ჩამოვა ვერტმფრენი და უნდა გავფრინდეთ. შენი ნივთები არ ჩაალაგო აქ დატოვე კიდევ გამოგადგება. მარტო ჭამე და დაიძინე.
- ეს სახლი შენია?
- არა ჩვენია. შენი, ჩემი და ჩვენი ბიჭის. კიდევ იკა ჩამოვა ხოლმე. წინააღმდეგი ხო არ ხარ? მიღიმის.
- თუ არ დალეწავენ აქაურობას არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მეცინება და პირველად მოვავლე სახლის ინტერიერს თვალი. მომწონს ეს სახლი. ჩემი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია.
- თაია ძალიანაც ნუ გაეთობი სახლის თვალიერებაში.. მიდი ჭამე. ხო მართლა შენ უკვე 12 კვირის ფეხმძიმე ხარ სადღაც და ექიმთან ვიზიტი როდის გიწევს?
- რომ ჩავალთ წავალ ლილიკოსთან და გამოკვლევებს ჩავიტარებ..
- კარგი. მეც მინდა გამოგყვე. საწინააღმდეგო ხო არაფერი გაქვს? ლუკმა ყელში გამეჩხირა და გაკვირვებული თვალებით ავხედე.
- მართლა გინდა?
- ხო. რა არ უნდა მინდოდეს?
- არა... ხო.. რა ვიცი.. იცი პირველად რომ წავედი ეხოზე მაშინ ვინატრე რომ იქ ყოფილიყავი.
- ვიყავი კიდეც.
- რანაირად? იქ მარტო თათო, ლილიკო და მე ვიავით.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? ვიყავი და ვუყურე როგორ გაგიკეთეს ეხო. იმასაც გეტყვი თუ გინდა რა გეცვა და იამსაც თუ რა ფერი იყო შენი საცვალი..
- შენ მეტს ვერაფერ ხედავ ხო? ნამდვილი სექსუალური მანიაკი ხარ..
- შენ რომ გვერდით ეყოლები კაცს როგორ შეიძლება ნორმალური დარჩეს. სავარძელში ზის და იქედან თვალებით მბურღავს.
- გიო რაღაცას გკითხავ? ამ ხნის განმავლობაში არავინ გყავდა? სულ არავინ? ვსვამ ჩემთვის ყველაზე სასურველ კითხვას.
- ვერ მოგატყუებ რომ 9 წელი მონაზონივით ვიცხოვრე. მაგრა სერიოზული არავინ..
- მე თუ ვიცხოვრე მონაზონივით?
- ახლა არ დაიწყო ძალიან გთხოვ..
- კარგი ხო, კარგი. ვიბუტები და ჯავრს საკვებზე ვიყრი. მთელი ძლიათ ვარჭობ ჩანგალს და გიორგისკენ აღარ ვიხედები. მადა მეკარგება. საკვებს ნაგვის ურნაშ ვყრი, თეფშეს ვრეცხავ, სამზარეულოს ვაწესრიგებ, შუქს ვაქრობ და მისაღების გავლით საძინებელში გავდივარ. პირსახოცს ვიღებ და სააბაზანოში შევდივარ. შხაპმაც კი ვერ მიშველა მაინც გაბრაზებული ვარ. არა ვიცი რომ არ უნდა ვბრაზობდე, მაგრამ ვარ და რა ვქნა? გამოვდივარ და საწოლზე ჩემს მხარეზე ვწვები. მალევე კარები იღება. ის შემოდის საწოლს უვლის და ჩემს მხარეს ჩენდება. იხრება საწოლის ტუმბოზე არსებულ სანათს ანთებს და იქვე საწოლზე მიჯდება. ჩუმათ ვაპარებ თვალს. ხელში სინი უჭირავს ხილის ასორტით და წვენით.
- გადმობრუნდი და ეს შეჭამე. მეუბნება გაბრაზებული.
- თვალებში ავხედე და ხმა არ გავეცი. შემეშინდა და მორჩილად გავუღე პირი. ჩანგლით ხილის ერთი ნაჭერი ჩამიდო პირში. სიმწრით გადავყლაპე. ერთს მეორე მოყვა და ამასობაში მეც თავი ვერ შევიკავე და ცრემლები გადმომცვივდა. წამიერად გაშტერდა მერე ერთი ხელი აიქნია და სინი თავისი ხილით და წვენით ოთახის ბოლოში გაფრინდა. შიშისგან ავხტი და მოსალოდნელი ყვირილისგან შეშინებულმა ყურებზე ავიფარე ხელები. ადგა და კარებისკენ დაიძრა. ერთი შემომხედა და მოწყენილმა ჩაილაპარაკა: არ მინდა რომ ჩემი გეშინოდეს. თავი ცხოველი მგონია. გავიდა და ღონემიხდილს ისე ჩამეძინა მისი დაბრუნება აღარ გამიგია. დილით ადრიანად ჩემს თმებში მისი ხელების მოძრაობამ გამაღვიძა. ჩუმად ავხედე წამიერად მიყურა მერე . ჯერ ერთი თვალი, მერე მეორე თვალი დამიკოცნა.
- - ბოდიში!
- და ვერტმფრენის ხმაც გაისმა.
თბილისამდე უხმოდ ვიფრინედ. გონებით სადღაც იყო. თვალი ერთ ადგილზე ქონდა გაშეშებული და მხოლოდ პერიოდულათ მისი ჩემზე ჩაჭიდებული ხელი მაგრძნობინებდა მის იქ ყოფნას.
პირდაპირ ძველ ბინაში დავბრუნდით. ჩემი პირადი ნივები გადმოტანილი დამხვდა. სახლში უჰაერობა და მძიმე სუნი იდგა. არ მესიამოვნა და სასწრაფოდ ყველა ფანჯარა გამოვაღე. მან სწრაფად იბანავა, მოწესრიგდა და ისევ შარვალკოსტუმიან მონსტრს დაემგვანა. დაუმშვიდობებლად დატოვა სახლი. მთელი დღე ნივთების დაბინავებას მოვანდომე. არც კი გამხსენებია ჭამა, მერე გულის რევის შეგრძნებამ შემაწუხა და ვიკადრე რაიმე მომემზადებინა. საღამოს დაქანცულს დივანზე ისე ჩამეძინა. რომ არა გიორგის მკლავები ვერც კი გავიგებდი ისე დამათენდებოდა. ხელში აყვანილი საძინებელში გამიყვანა და ჩაცმული გვერდით მომიწვა.
- რატომ არ იხდი? ძილბურანში მყოფმა ამოვიბუტბუბუტე.
- უნდა გავიდე 2 საათში. აეროპორტში უნდა დავხვდე სტუმარს. შენ რამე თუ დაგჭირდეს გარეთ ბიჭები დგანან.თავი ჩემს თმებში ჩარგო და იქვე დამიტოვა კოცნა. დღეს ანას შენი თავი გამოკვლევაზე ჩავაწერინე ხვალისთვის. 12 საათისთვის გამოგივლი და მზად დამხვდი.
- ანა ვინ არის?
- ჩემი მდივანი.
- დიდი მკერდით და დიდი თ? ვეკითხები სერიოზული ტონით.
- საიდან მოიტანე? ძლივს იკავებს თავს რომ არ ახარხარდეს.
- რავი თათამ ასე მითხრა.. ვეუბნები მოწყენილი
- დღითი დღე მომწონს ეგ გოგო.. საიდან მოიტანა? გაიცნობ ანას მალე არ ინერვიულო და ნახავ რომ მდივნის ყველა კრიტერიუმს არღვევს. ახლა დაიძინე.
ჩამეძინა და აღარ გამიგია ისე წავიდა. დილის 10 საათზე გამეღვიწა, ძვლივს წამოვწიე წელი. ნელა-ნელა მზადებას შევუდექი. მალე დაცვამაც მომიკაკუნა ბატონი გიოგი მანქანაში გელოდებათო. მობილურზე გადავურეკე:
- შენ გამოცვლა და შხაპი არ გინდა?
- არა მოვწესრიგდი უკვე. მეუბნება დაღლილი ხმით და მობილურს მითიშავს.
ლიფტით დაბლა დავეშვი, ბიჭებმა მანქანამდე მიმაცილეს. გიოს სულ სხვა ტანსაცმელი ეცვა. ეჭვით შევათვალიერე ეგრევე მიმიხვდა.
- კაბინეტში მაქვს პატარა სააბაზანო და რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი. ექსტრემალურ პირობებში რომ გამომადგეს. მეუბნება ღიმილით და ხელის გულზე მკოცნის. მძოლს სარკეთი თვალებით ანიშნებს რომ მზად ვართ.
საავადმყოფოში მისულს მთელი საავადმყოფო ლამის ფეხზე დამდგარი მხვდება. აბა რა ყველას თავის საქმე ავიწყდება. მინისტრი მოვიდა და ფეხქვეშ ხო უნდა გაეგონ ძალიან მაღიზაინებს ეს ფაქტი. ყველამ თავისი საქმე რომ აკეთოს რა დაშავდება?
ჩემი ფუმფულა ექიმი გულთბილად გხვდება და თავისი საქმის კეთებას შეუდგა. გელი მუცელზე და მონიტორზე ჩემი პატარა ჩანს. გულდასხმით ათვალიერებს და ხმას არ იღებს. მერე ხელსახოცს მაწვდის და მის სამუშაო მაგიდასთან მიდის მოწესრიგდი და გამოდი მეუბნება ლილი. მე და გიორგიმ გაკვირვებულებმა გადავხედეთ ერთმანეთს. ლილიკოს ასეთი ქცევა არ ახასიათებს. ცოტა შიში მიპყრობს. გიოს თავლებშიც ვხედავ კარგად დაფარულ შიშს. ვდეგები და მისი მაგიდის წინ ვიკავებთ ადგილს.
ლილიკო იწყებს:
- თაია შენ ექიმი ხარ და გაგებით მოეკიდე რასაც ახლა გეტყვი. ბევშვის თავის ნაწილში შავი ლაქაა. 2 კვირიან მედიკამენტოზურ მკურნალობას დაგინიშნავ და შესაძლებელია ეს გაიწოვოს და მხოლოდ ნერვული დაბოლოებების წარმოქმნასთან დაკავშირებით გაჩენილი სითხე იყოს . მოკლედ 2 კვირა გაქვს. ვნახოთ რა იქნება. თუ არა შეეგუე იმ ფაქტს რომ ბავშვი უნდა მოგაშოროთ. სამყარო თითქოს ამოტრიალდა. რატო არ შეიძლება სრულყოფილად ბედნიერი ვიყო? რატომ არ შეიძლება მეც ბევრი სხვა ქალივით ჯანმრთელი შვილი გამიჩნდეს? რატომ ხდება ამდენი ამოუცნობი მოვლენა ჩემს გარეშემ?
- კიდევ რისი ბრალი შეიძლება იყოს ? კითხვას სვამს გიორგი. მისი გაყინული სახე მაშინებს
- უამრავი ფაქტორი შეიძლება იყოს. მაგალითად მამის ორგანიზმში არსებული რაიმე ვირუსული ინფექცია.
გიორგის მკვდრის ფერი ედება. ემშვიდობება ექიმს და დერეფანში გადის, უკან მივდევ. დაბლა ჩავდივართ. მე მანქანაში მსავმს და სახლში მიშვებს ისე რომ არაფერს მეუბნება. თვითონ დაცვის მეოერ მანქანისკენ მიემართება.
სახლში დაბრუნებულს უამრავი უსარგებლო ფიქრი მიტრიალებს თავში. ვცდილობ ნერვებს არ ავყვე, ეს კიდევ უფრო ავნებს ბავშვს. მედიკამენტები დაცვის ბიჭებს ამოაქვთ. ალბათ გიორგიმ მისცა რეცეპტი, მე სიჩქარეში სულ დამავიწყდა. გვიან ღამით ბრუნდება სახლში, ნასვამი და განადგურებული. სიგარეტის და სპირტის სუნად ყარს. გული მერევა მაგრამ ხომ ვერ ვეტყვი. სასწრაფოდ იხდის, ბანაობს და იქედან ცოტა გონზე მოსული გამოდის. აივანზე გადის მეც უკან მივდევ. უცებ მკვეთრად ტრიალდება, თვალებით ჩემს მუცელს ბურღავს. თითქოს იქ შვილი კი არა მტერი ეგულებოდეს. ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ნელა ნელა მზერა ჩემს სახეზე გადმოაქვს და ბოლოს მეუბნება:
- ეგ არსება უნდა მოიშორო....



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა არა გიორგი გეყოფა

 


№2 სტუმარი Guest ლიზა

ღმერთო, ღმერთო, ღმერთოოოოო!!!! ეს რა იყო! უმაგრესი თავი იყო აი უუმაგრესი! ყოჩაღ, ასე გააგრძელე!

 


№3  offline წევრი tamuna.s

კიდე კაი ცოლ-შვილი რომ არ აღმოჩნდა, მაგრამ ამ პატარა ბავშვს რას ერჩი, დარწმუნებული ვარ თაია არ დათანხმდება და მკურნალობა შედეგს გამოიღებს, თორე სხვა შემთხვევაში მათი ბედნიერება სრულყოფილი ვერ იქნება. ძალიან კარგი თავი იყო. ხვალ ხომ დადებ?

 


№4 სტუმარი Guest უცნობი

აი არ ვიცი რა დავწერო ბოლო ნაწილმა ისე მატკინა ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ ვერაფერს ვფიქრობ აი ვიფიქრე ძლივს ამათაც რაღაც ეშველათმეთქი და სწორედ მაშინ დავენარცხე მიწაზე აუ იმედია ბავშვს არაფერი მოუვა და ჯამრთელი დაიბადება

 


№5 სტუმარი Guest megi

Dzaaan magari tavi iyo,am tavis dasasruli dzaan emociuri iyo imedia bavshvs ar moishorebs da janmrteli daibadeba,xval dade ra uechveli

 


№6 სტუმარი lalka

raaaa?ra xdeba.auuu shemecoda gogo.male dade ra shemdegii?

 


№7 სტუმარი Guest bubu

ogond eg ara bavshvi unda gadarches, giorgim tu rame virusuli daavadeba aikida eg sul tavis bralia

 


№8 სტუმარი Guest დადუ

ვაიმეეეეეეე მალე დადე რა გთხოვ შემდეგი თავი. მოახერხებ 12 მერე დადებას? აუ გთხოვ , გთხოოოოოოვ რააა.

 


№9  offline წევრი elebabi

Guest დადუ
ვაიმეეეეეეე მალე დადე რა გთხოვ შემდეგი თავი. მოახერხებ 12 მერე დადებას? აუ გთხოვ , გთხოოოოოოვ რააა.

სამწუხაროდ ვერ მოვახეხებ, ტელეფონით ვარ. ხვალ აუცილებლად დავდებ.

 


№10 სტუმარი Guest დადუ

elebabi
Guest დადუ
ვაიმეეეეეეე მალე დადე რა გთხოვ შემდეგი თავი. მოახერხებ 12 მერე დადებას? აუ გთხოვ , გთხოოოოოოვ რააა.

სამწუხაროდ ვერ მოვახეხებ, ტელეფონით ვარ. ხვალ აუცილებლად დავდებ.

არაუშავს მთავარია ხვალ მაინც დადებ. მადლობა

 


№11 სტუმარი Guest Nina

Sauketesoa!..

 


№12  offline წევრი Mariamch

ეს რაიყოო ღმერთოოოო....
სასწაულად წერთ...
არვიცი სიტყვები არ მყოფნის....
ძლიერია ეს რომანი....
უძლიერესი....

 


№13  offline წევრი თ.მ

დაიძაბა სიტუაცია.. მალე დადე❤❤❤❤

 


№14  offline წევრი ucnobi_18

დედდაა ეს რაარიისს სიტყვები ზედმეტიაა

 


№15 სტუმარი სნეიპ

როგორ მომწონდა და როგორ გაბანძდა ეს მოთხრობა.
აიიი რა უზომოს აფსურდული და არალეალური რაღაცეები გამოჩხრიკე.
ძალიან დისი სიდებილეები, არარეალური...
ისტორიაც გაბანალურდა...
არ ვიცი აღარ მომწონს
წარმატებები

 


№16  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Vaimee esss raiyooooooooo kaii raaaa ar moshordes ra bavshviiii

 


№17  offline წევრი elebabi

სნეიპ
როგორ მომწონდა და როგორ გაბანძდა ეს მოთხრობა.
აიიი რა უზომოს აფსურდული და არალეალური რაღაცეები გამოჩხრიკე.
ძალიან დისი სიდებილეები, არარეალური...
ისტორიაც გაბანალურდა...
არ ვიცი აღარ მომწონს
წარმატებები

იქნებ დამდოთ პატივი და მითხრათ რომელი მომენტი გეჩვენებათ არარიალური?

 


№18  offline წევრი tatalia

ვეთანხმები იმათ ვინც ფიქრობს რომ გაბანძდა მოთხრობა)))
მაგრად გააბანალურე,
ჯერ ერთი ამდენ სისულელეს რომ უყვება ცოტა ემოცია როგორ არ უნდაგაუჩნდეს ქალს ან ვაიმე ეს რა დღეში იყავი, ან შე საწყალო, მე რა აღარ ვიფიქრე ან აი რამე როგორ არ უნდა აუტოკდეს?
მერე ისეთი რაღაცეები მოიფიქრე, რომ მაგრად მეცინებოდა ცოლი მოვიყვანეო იკას შეუყვარდაო სამხედრო წვთნებიო გველის შხამებიო არადა კარგად დაიწყე )))

 


№19  offline წევრი elebabi

tatalia
ვეთანხმები იმათ ვინც ფიქრობს რომ გაბანძდა მოთხრობა)))
მაგრად გააბანალურე,
ჯერ ერთი ამდენ სისულელეს რომ უყვება ცოტა ემოცია როგორ არ უნდაგაუჩნდეს ქალს ან ვაიმე ეს რა დღეში იყავი, ან შე საწყალო, მე რა აღარ ვიფიქრე ან აი რამე როგორ არ უნდა აუტოკდეს?
მერე ისეთი რაღაცეები მოიფიქრე, რომ მაგრად მეცინებოდა ცოლი მოვიყვანეო იკას შეუყვარდაო სამხედრო წვთნებიო გველის შხამებიო არადა კარგად დაიწყე )))

1გველის შხამი რომ შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში და დღითიდღე ზრდიან ამაში საოცარი არაფერია. შეგიძლია დაგუგლო და გაეცნო მსგავს იმჰორმაციას.
2 თუ გყავს ვინმე ნაცნობი სპეცრაზმელი იმათ მოაყოლე როგორ რწვთნებს გადიან და 3 გიორგი როცა თავის ამბავს ყვება იქ პირიქით უფრო ბებანალურება“ ვაი შე საწყალო“ და მსგავსი სისულელები. მადლობთ რომ დრო დაკარგეთ და წაიკითხეთ. შეგიძლიათ მეტჯერ თავი არ შეიწუხოთ

 


№20 სტუმარი best

me dzalian momwons es motxroba ubralod giorgis am natqvamma guli momikla " unda moicilo eg arseba"

 


№21 სტუმარი Fiqria burchuladze

Sulmoutqmelad vkitxulob yvela tavs ertad.saqmes movcdii dges magram girs namdvilad.magariaa

 


№22 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№23 სტუმარი Guest lile-eli

კარგია და მომწონს ეს ისტორია, წარმატებები!!!

 


№24  offline წევრი tamuna.s

elebabi
tatalia
ვეთანხმები იმათ ვინც ფიქრობს რომ გაბანძდა მოთხრობა)))
მაგრად გააბანალურე,
ჯერ ერთი ამდენ სისულელეს რომ უყვება ცოტა ემოცია როგორ არ უნდაგაუჩნდეს ქალს ან ვაიმე ეს რა დღეში იყავი, ან შე საწყალო, მე რა აღარ ვიფიქრე ან აი რამე როგორ არ უნდა აუტოკდეს?
მერე ისეთი რაღაცეები მოიფიქრე, რომ მაგრად მეცინებოდა ცოლი მოვიყვანეო იკას შეუყვარდაო სამხედრო წვთნებიო გველის შხამებიო არადა კარგად დაიწყე )))

1გველის შხამი რომ შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში და დღითიდღე ზრდიან ამაში საოცარი არაფერია. შეგიძლია დაგუგლო და გაეცნო მსგავს იმჰორმაციას.
2 თუ გყავს ვინმე ნაცნობი სპეცრაზმელი იმათ მოაყოლე როგორ რწვთნებს გადიან და 3 გიორგი როცა თავის ამბავს ყვება იქ პირიქით უფრო ბებანალურება“ ვაი შე საწყალო“ და მსგავსი სისულელები. მადლობთ რომ დრო დაკარგეთ და წაიკითხეთ. შეგიძლიათ მეტჯერ თავი არ შეიწუხოთ



მეც ვერ ვხვდები არარეალური რა დაინახეთ. სპეცრაზმელებს და აგენტებს, განსაკუთრებით კი იმათ ვისაც საშიში დავალებების შესრულება უნდა დაევალოთ მომავალში, არაადამიანურ პირობებში წვრთნიან, იმიტომ რომ ისინი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. არარეალური და ფანტასტიკის სფეროდან არაფერი დაუწერია ავტორს. ბავშვის ამბავი კი ძალიან განიცადა გიორგიმ და ეხლა თავის თავს ადანაშაულებს და გონია რომ მისი ბრალია პრობლემა რომ აქვს, მაგრამ ვფიქრობ მკურნალობა შედეგს გამოიღება და ყველაფერი კარგად იქნება. ირაკლისაც ხომ ისსე წვრთნიდნენ როგორც გიორგის და მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადა, ესეიგი დიდი შანსია რომ მკურნალობა უშველის და ყვე;აფერი კარგად იქნება. კარგად წერ და ასე გააგრძელე არავის უსმინო.

 


№25 სტუმარი Guest გვანცა

დღეს წავიკითხე ყველა თავი ძალიან კარგია მომეწონა საკმაოდ რეალურია აუცილებლად გააგრძელე და დაასრულე

 


№26 სტუმარი ))

Male dadee raaagtxoovvv <3333 nuugdeb yurs amat... Tuar gindat nu kitxulobt da nu afrqvevt am uazro azrebs

 


№27  offline წევრი elebabi

tamuna.s
elebabi
tatalia
ვეთანხმები იმათ ვინც ფიქრობს რომ გაბანძდა მოთხრობა)))
მაგრად გააბანალურე,
ჯერ ერთი ამდენ სისულელეს რომ უყვება ცოტა ემოცია როგორ არ უნდაგაუჩნდეს ქალს ან ვაიმე ეს რა დღეში იყავი, ან შე საწყალო, მე რა აღარ ვიფიქრე ან აი რამე როგორ არ უნდა აუტოკდეს?
მერე ისეთი რაღაცეები მოიფიქრე, რომ მაგრად მეცინებოდა ცოლი მოვიყვანეო იკას შეუყვარდაო სამხედრო წვთნებიო გველის შხამებიო არადა კარგად დაიწყე )))

1გველის შხამი რომ შეჰყავთ ადამიანის ორგანიზმში და დღითიდღე ზრდიან ამაში საოცარი არაფერია. შეგიძლია დაგუგლო და გაეცნო მსგავს იმჰორმაციას.
2 თუ გყავს ვინმე ნაცნობი სპეცრაზმელი იმათ მოაყოლე როგორ რწვთნებს გადიან და 3 გიორგი როცა თავის ამბავს ყვება იქ პირიქით უფრო ბებანალურება“ ვაი შე საწყალო“ და მსგავსი სისულელები. მადლობთ რომ დრო დაკარგეთ და წაიკითხეთ. შეგიძლიათ მეტჯერ თავი არ შეიწუხოთ



მეც ვერ ვხვდები არარეალური რა დაინახეთ. სპეცრაზმელებს და აგენტებს, განსაკუთრებით კი იმათ ვისაც საშიში დავალებების შესრულება უნდა დაევალოთ მომავალში, არაადამიანურ პირობებში წვრთნიან, იმიტომ რომ ისინი ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ყველაფრისთვის მზად უნდა იყვნენ. არარეალური და ფანტასტიკის სფეროდან არაფერი დაუწერია ავტორს. ბავშვის ამბავი კი ძალიან განიცადა გიორგიმ და ეხლა თავის თავს ადანაშაულებს და გონია რომ მისი ბრალია პრობლემა რომ აქვს, მაგრამ ვფიქრობ მკურნალობა შედეგს გამოიღება და ყველაფერი კარგად იქნება. ირაკლისაც ხომ ისსე წვრთნიდნენ როგორც გიორგის და მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადა, ესეიგი დიდი შანსია რომ მკურნალობა უშველის და ყვე;აფერი კარგად იქნება. კარგად წერ და ასე გააგრძელე არავის უსმინო.

უღრმესი მადლობა.. თქვენ მმატებთ სტიმულს

 


№28  offline წევრი თუთა პირველი

siaxleebis raodenobis mixedvit, avtors shendegi tavi damatebuli aqvs tanac ramdenime saatia ukve da ra gaxda ro droulad atvirtot xolme saitze?????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent