შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 3 თავი


2-08-2017, 22:35
ავტორი zia-maria
ნანახია 1 673

დილით შემოვლაზე იყო სხვა კოლეგებთან ერთად და როგორც იქნა დადგა სანატრელი წუთი,რომ თავისუფალი დრო გამოიყენოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ამ ორ დღეს,თავის თავსაც და მეგობრებსაც.ამ ორ დღეს არ ფიქრობს სამსახურზე და უნდა მთელი გულით იმყოფებოდეს მეგობრების გვერდით და არ უნდა ამას აკეთებდეს მოვალეობოს მოხდის მიზნით.დათქმულ დროზე მოიყარა ყველამ თავი დათქმულ ადგილზე და ცოტა ხანში ხრისტოც შეუერთდა მათ.ბიჭებმა ყველაფერი ჩაალაგეს და მხიარულად გაუდგნენ გზას.მიჰქრის მანქანა და თვალი ტკბება ლამაზი ხედებით, დასასვენებლად მიდის ორი დღით მეგობებთან ერთად და გადაუღებლად წვიმს, მაგრამ წვიმა სულაც არ აწუხებს.გიგანტური ტალღების ცქერით ტკბება და ამინდთან შერწყმულ მუსიკას რთავს, ყველა უსმენს სიამოვნებით. მუსიკა დასრულდა და ხრისტომ იკითხა.
---სადმე განსაკუთრებული ადგილი გაქვთ ამორჩეული?
---არა,ჩემს ეზოში მწვანე მოლია სახლის უკან კი პატარა ტყე გვაქვს.იქ შეგვიძლია შევწვათ მწვადი,ფიჩხიც იქვე მოიძებნება.საუბრობდნენ და მხიარულობდნენ,მაგრამ ეს სიამოვნება რამოდენიმე წუთს გრძელდება, რადგან იანინას გადასვლელ ხიდზე, ხრისტო უკვე აღარ უსმენდა მეგობრებს,რადგან მისი ყურადღება, მათ წინ მიმავალმა მსუბუქმა ავტომანქანამ მიიქცია,რომელშიც უკან ბავშვები ზის.უკვე შუა ხიდზე არიან,საღამო იყო,რომ საშინელი ხმა გაისმა.
---ეს საბურავის ხმა არის.თქვა ხმამაღლა და შეხედა მანქანამ არეულად იწყო სვლა.-ჩუმად ჩაიჩურჩულა.-ვერ აჩერებს,ხედავთ?ვერ აჩერებს.ნელა-ნელა ხმას აუწია და უკვე ყვირილით თქვა,პანიკაში ჩავარდნილმა.ღმერთო, გადმოხედე მათ, მანქანაში ხომ ბავშვები ზის.ამ დროს მანქანამ მთელი სისწრაფით იწყო სვლა და შემდეგ ხიდის მოაჯირს დაეტაკა,მოაჯირმა ვერ გაუძლო ძლიერ შეტაკებას და პირდაპირ ზღვაში გადაეშვა.ხრისტომ ერთხელ მოასწრო და თვალი შეავლო ბავშვების განწირულ თვალებს,რომლებიც თითქოს უხმოდ უხმობდნენ საშველად და ყურში ჩაესმოდა მათი ტირილის ხმა.ძალიან მალე მოგროვდა ხალხი იმ ადგილზე,თავადაც გააჩერა მანქანა და არც დაფიქრებულა,ქურთუკი გაიხადა და დაუფიქრებლად გადაეშვა სწორედ იმ ადგილიდან,სადაც ცოტა ხნის წინ გადავარდა მსუბუქი მანქანა.ფრისკომ განწირული ხმით იქვე მდგარ სეირის მაყურებელ ხალხს დაიყვირა.

---სეირს უცქერთ?სასწრაფოს დაურეკეთ რამ დაგაბნიათ.იყვირა და ისიც ხრისტოს გზას გაუყვა.ეს ისე უცებ მოხდა,ვერცერთმა ვერ შეძლო ვერც ხრისტოსი და ვერც ფრისკოს შეჩერება.მალე მილიცია და საგზაო ინსპექციაც მოვიდა ადგილზე და ასევე სამაშველო რაზმი,მაგრამ ხრისტომ უკვე,ჯერ ერთი ბავშვი ამოიყვანა და შემდეგ მეორე,ბავშვების დედა კი ფრისკომ გადაარჩინა.შეშინებულებს და შეცივებულებს მშრალი პლედები შემოახვია მილიციამ და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ გაირკვა,რომ საბურავი გასკდა და მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ვეღარ დაიმორჩილა საჭე და გაიტანა რკინის მოაჯირი.ამ ამბის შემდეგ დღეებმა გაიარა და ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა ეს ამბავიც.მხოლოდ ერთ დღეს უცხო მამაკაცი შევიდა ექიმის კაბინეტში და ღიმილით დადგა მის წინ.ექიმს საიდანღაც ეცნო მისი თვალები,თვალები რომლებშიც ბედნიერების სხივი კიაფობდა,მაგრამ მას ეს თვალები ასეთი მხიარული არ ახსოვს,ეს თვალები იმ დროს ტკივილით და გადარჩენის თხოვნით იყო სავსე.მხოლოდ მაშინ აღიდგინა ის სურათი,როცა უცნობმა უთხრა.
---გახსოვართ? რამოდენიმე დღის წინ თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ ერთ-ერთ ბარში.ენით უთქმელი გრძნობა დაეუფლა ამ დროს ექიმს და წინ მდგომი მამაკაცი მას მიუახლოვდა,ხელები გაშალა და მოეხვია ექიმს,მოხვევამდე კი შეამჩნია ის გამწირული სახე,იმ წუთებში სიხარულით იყო სავსე.ექიმიც უცქერდა მამაკაცს და სიამაყე გაიზარდა მასში.ძალა და სიმშვიდე იგრძნო გულმა,თავადაც შემოხვია ხელები და თბილად უთხრა.
---მიხარია,რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.დღევანდელი შეხვედრა მისთვის იყო,თითქოს ბნელი გვირაბიდან სინათლეში მოისროლეს.ალბად ექიმად უნდა დაიბადო,რომ შეძლო დაინახო და შეიგრძნო ეს დიდი სიხარული.
---ჩემმა მეუღლემ მითხრა,თუ როგორი უდიდესი იყო თქვენი მხრიდან ამ ყველაფრის გაკეთება.თქვენ ამ საქციელით,თქვენი პროფესიის უდიდესი სიყვარული აღნიშნეთ.თქვენ თანამედროვე ეპოქის უდიდესი სასწაული ბრძანდებით ექიმო.თქვენ იმ არეულობაში,ყოველგვარი ანალიზის,ყოველგვარი ხელსაწყოს გარეშე მოახერხეთ ადამიანის სულის წიაღში შეღწევა და იმ დღესვე სწორი,უტყუარი დიაგნოზი დასვით.თქვენ ძალიან დაკვირვებული თვალი გაქვთ.ექიმი დიდი სიამაყით იდგა უცნობი მამაკაცის წინაშე და წუთიერად თვალი გადაავლო მის ცხოვრებას.რამდენჯერ მდგარა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი თვეებიც კი ფეხზე,მაგრამ ასეთი გულით და ასეთი გრძნობით მადლობა არავის მოუხდია მისთვის.
---ეს ჩემი პროფესიაა,ეს ჩემი მოვალეობაა ბატონო.არ უყვარდა რომ აქებდნენ და თავადაც დიდი მორიდებით აღნიშნა იმ ღამის გმირობა,რომ მისი გამარჯვებით დასრულდა.
---მადლობა მეგობარო,უღრმესი მადლობა.ეს ჩემი სავიზიტო ბარათი,ელექტროლოგი ვარ თუ ოდესმე რამეში დაგჭირდეს,შემაწუხეთ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.უცნობი ექიმს დაემშვიდობა და სიამაყით სავსე თვალებით გააცილა მისი კაბინეტიდან,შემდეგ ბარათს დახედა და ხმამაღალი ხმით წაიკითხა.
---ხარის ვასილოპულო,ელექტროლოგი.თავისი საფულე გახსნა და სხვა ბარათებთან ერთად ისიც შეინახა.შემდეგ თავის მაგიდას მიუჯდა და უნებურად თავის ფიქრებში ჩაიძირა.მშვიდად იყო და თავის სიმარტოვეს უსმენდა,რომელმაც მისი სული იმ წუთებში მისი ოცნების სასახლეში საიდუმლო გასასვლელით გაარიდა ხალხმრავლობას.ასე ფიქრებში ჩაძირული,დაღლილი და დაქანცული გადაწყვიტა დედასთან წასვლა,შევიდა სახლში და გემრიელი სუნი შემოეფეთა,ჩაეღიმა რადგან იცნო ეს ხომ მისი საყვარელი პიცაა,მაგრამ იმასაც მიხვდა,რომ დედა დღეს რაღაც ხასიათზე არ არის.
---დედაააა.სახლში შესვლისთანავე დაიძახა და დედის ხმა სამზარეულოდან შემოესმა.
---გულმა მიგრძნო,რომ დღეს მოხვიდოდი.აბა დროზე თავი მოიწესრიგე და მოდი.გაკვირვებულმა გადახედა ჯერ მაგიდას,მაგიდაზე მაღალ ჭიქაში წითელი,სისხლისფერი ღვინო,შემდეგ დედას გადახედა და დაინახა მისი მოწყენილი სახე,მიხვდა,რომ დედას რაღაც აწუხებდა,ამიტომ უხმოდ შევიდა სააბაზანოში და ხელები დაიბანა,ასევე უხმოდ მიუჯდა მაგიდას.
ვეღარ გაუძლო სიჩუმეს და შეეკითხა.
---რა ხდება,რა გჭირს კარგად ხარ?
---არ მომაქციო ყურადღება,კარგად ვარ.ახლა კარგად ვარ, შენ რომ შეგხედე.დღეს სევდა შემომაწვა და ჩემი სამზარეულო დავლაშქრე.გავაკეთე რაღაცეები და უკვე შენთან წამოსასვლელად ვემზადებოდი,მაგრამ შენ აქ მოხვედი და გამიმართლა.აბა გემრიელად მიირთვი შვილო.ისე დაღლილი საუბრის თავიც არ აქვს და თანხმობის იშნად თავს უქნევს დედას და მისი საყვარელი პიცა ,,მარგარიტას''მსუყე ნაჭერი თებშზე გადმოიღო.
--- ლუდი არ გვაქვს?გეთქვა წამოვიღებდი.
---როგორ არა,გადამავიწყდა.მაცივარშია შვილო.ადგა და წინ დაუდო ლუდი ,,FIXS''.
---ისევ ისეთი გემო აქვს ამ პიცას დედა,როგორც ბავშვობაში.თვალდახუჭულმა უთხრა დედას და გემრიელად ჩაკბიჩა ბოლო ლუკმა.სტელას გაეღიმა და უთხრა.
---ისევ ის რეცეპტია დედა და აბა რა შეუცვლიდა გემოს.შემდეგ ხრისტოს მოტანილ გაზეთებს გადახედა,თავს არ წევს მაღლა მაგრამ ხვდება,შვილის დაღლილობის მიზეზი მარტო სამსახური არ არის და მოულოდნელად ხმამაღლა ამბობს.
---დაივიწყე შვილო,სიგიჟეა ეს ყველაფერი.გაყევი ცხოვრების დინებას,რომელიც ძალიან ლამაზია.ვერ ხვდები,რომ დღითი დღე ჩუმი ფეხაკრებით გეპარება სევდა და ღრმად ჩასახლდა შენში?ვერ ხედავ,რომ შენს სულში შენს მფარველ ანგელოზებს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა რომ წამოუწყიათ?მე მინდა შენც და შენი სულიც ისეთი სუფთა იყოთ,ისეთი უმანკო როგორც ამ რამდენიმე თვის წინ,როცა შენი გული ყველას მიმართ ანათებდა როგორც ჩირაღდანი.
---ჩემზე ნუ ნერვიულობ,მე კარგად ვარ დედა.
---შენ შეგიძლია მოატყუო სხვები და ღიმილიც გააყალბო,მაგრამ შინაგან გრძნობებს ვერ გააყალბებ.ვერც დედას და ვერც დედის თვალს ვერ მოატყულებ და ვერც საკუთარ თავს.
---დედა, ,,უფალი''აძლევს იმედს იმას-ვინც ოცნებობს. აძლევს სასწაულს იმას-ვისაც სჯერა უფლის.არასოდეს დატოვებს მას-ვინც მტკიცედ იცავს მის რწმენას.
---ხოდა,არ მისცე უფლება შენს ჩირაღდანს ჩაქრეს,არ მისცე უფლება შენში მხოლოდ სიმარტოვემ იბატონოს.არ დაანგრიო ის,რაც შენშია და რაც შენია.მოძებნე ის და დაუბრუნდი ამ ცხოვრებას,ისეთი როგორიც იყავი.არ მომწონხარ ასეთი,არა.არ ვარ მიჩვეული,შენს ასეთ მოწყენილ სახეს და დამიბრუნე ჩემი შვილი,სადღაც სევდის მიღმა რომ გამოკეტე.დაასრულა სადილი და როგორც ყოველთვის აივანზე გავიდა.თებერვლის სიცივე ძვლებში ატანს,მაგრამ ის ვერ გრძნობს ამ სიცივეს,ფიქრები არ ძლევს დროს,სიცივეზე იფიქროს.ქარი მის გარშემო დამფრთხალი შფოთავდა,ბორგავდა გაოცებული და უფრო და უფრო ძლიერდებოდა,ყველაფერს ცივი წივილით ეხვეოდა,ხეების ტოტებს ძლიერად აქანავებდა და აკვნესებდა,ერთი შეხედვით თითქოს თავის ჭკუაზე აქანავებდა და რომ ვერ მოერია ზმუილითა და ზუზუნით ჩაუქროლა სახლის ფანჯრებს და როგორც უეცრად მოვარდა თმაგაწეწილი შლეგი ქალივით,ასევე უეცრად გაწყდა სისინი როგორც ჩაწყვეტილი გიტარის სიმი.ჩაწყდა მაგრამ ცივი ქარი სასტიკი ტირანივით დააბიჯებს ჩაბნელებულ ქუჩებში.არ ეწევა,მაგრამ ახლა მოუნდა მოწიოს,ძალიან მოუნდა.სადღაც შემორჩენილი ერთი ღერიც მიაგნო და მონაგტრებული ნიკოტინი ჩაუშვა ფილტვებში,ესიამოვნა და სიგარეტის კვამლიც ქარის მიმართულებას გააყოლა.ბოლოჯერ ჩაისუნთქა სიგარეტის ბოლი და არ არის იქ,სადაც ახლა დგას,ის სულ სხვაგან არის და სხვასთან ერთად.ეძებს,რომ მისი წილი სიცოცხლე მასში ჩადოს და ასე გააგრძელოს სიცოცხლე,სიცოცხლე სხვაში და არა მასში.
---რა ხდება,გლობარული გამყინვარება მოხდა შენში,სიცივეს რომ ვერ გრძნობ?უთხრა სიცილით ფრისკომ მეგობარს და მის გვერდით დადგა.ხრისტომ გაოცებულმა შეხედა და უთხრა.
---რამ წამოგაგდო ამ უთენია და ჩემთან მოხვედი,რა სიზმრად მნახე წუხელ?
---არ მეძინებოდა და შენთან მივედი და რომ არ გამომეხმაურე ,მივხვდი აქ რომ იქნებოდი და მოგაკითხე.სიმართლე გითხრა, მართლა შენზე ვფიქრობ ეს დღეებია,ან როდის არ ვფიქრობ,რადგან ვხედავ რომ გიჭირს,თვალები ამოგიღამდა,შენ არ ხარ ის რაც და ვინც იყავი.ვიფიქრე ბევრი და მაინტერესებს ერთი რამ,ხომ მიგიპატიჟა ოჯახმა სტუმრად,რატომ არ წახვალ?იქნებ ამ წასვლით შენი ცხოვრების ახალი ფურცელი უნდა გადაშალო,იქნებ უნდა დაივიწყო რაც იყო და რაც გტანჯავს ასე მწარედ და ხაზი გადაუსვა ყველაფერს,მტანჯველ მოგონებებსაც კი.ხრისტო მიაჩერდა ფრისკოს დაფიქრებულად და უთხრა.
---შენ მართალი ხარ,ასე აივანზე დგომით და საათობით მზესთან და მთვარესთან საუბარს,არ მოაქვს სასიკეთო შედეგი.სულ სხვაა მზის გულზე ნანებივრებს,სახლში შესულს ღიმილით რომ შემოგანათებს და გულში სითბოს ჩაგიღვრის.იქნებ ამ ერთი წასვლით ჩემში ნათლის სხივმა და თბილმა ნიავმა გონება დამიწმინდოს.დავამთავრო უნდა სამყაროს მიმართ სიძულვილი,ბუზღუნი და ამიერიდან სიყვარულის გზებით ვიარო.
---ძლივს,ძლივს გაიღვიძა ჩემმა მეგობარმა,ხალხოოოო მე მეგობარი დავიბრუნე გაწმენდილი გონებით,ჩემი ხრისტაკო დამიბრუნდა იმ ბნელ სამყაროდან,სადაც იყო ჩაკეტილი ბნელ ლაბირინთებში.ხრისტო იცინოდა და აწყნარებდა,პირზე ხელს აფარებდა.ბოლოს ერთმანეთს გადაეხვვია მეგობრები და კიდევ ერთხელ შეიგრძნეს ერთმანეთის გვერდში დგომა და სიყვარული.
---როდის დაელაპარაკები შენს გადაწყვეტილრებაზე?
---მოსაცდელი დრო აღარ არის,დღესვე მივწერ.ვფიქრობ კარგი დროა მარტი,გაზაფხულის გამოღვიძების თვე და სწორედ ამ თვეში მინდა წავიდე.



№1 სტუმარი marina

aba hrn isi droze gauhvi xristo sakartvelohi da velodrbi did siurprizebs.

 


№2  offline მოდერი zia-maria

marina
aba hrn isi droze gauhvi xristo sakartvelohi da velodrbi did siurprizebs.

laughing შემდეგ თავში წავა აუცილებლად. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent