შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Never miss a chance to dance(XVI თავი)


3-08-2017, 00:18
ავტორი Lily Morgan
ნანახია 1 977

სასტუმროდან გავვარდი და უკვე გზის გადაკვეთას ვაპირებდი, როდესაც ვიღაცამ ხელში მაგრად ჩამავლო ხელი...
მაქსიმე იყო...
-ხელი გამიშვი!
-ერთი წუთით მომისმინე და აგიხსნი ყველაფერს!
-რას ამიხსნი? რას? იმას რომ გოგოების რისხვა ხარ და ხან მე გყევარ გვერდით და ხან ნატუკა?!
-არა! მომისმინე...
-დამანებე რა თავი! გამიშვი ხელი!..−ვუღრიალე და ხელი გავშვებინე.
ამ დროს მანქანა წამოვიდა და თვალები დავხუჭე...
ამის შემდეგ მხოლოდ ის მახსოვს რომ თვალები გავახილე და მაქსიმეს მკლავებში ვიყავი მოქცეული. მაქსიმე მეხუტებოდა, თან ცრემლები მოსდიოდა და თან თმებზე მკოცნიდა...მეც ვტიროდი და ვეხუტებოდი, თვალები კი დახუჭული მქონდა...
შემდეგ უცბად გამოვფხიზლდი და დენდარტყმულივით მოვცილდი...
-შენ...შენ...კინაღამ მანქანამ გადაგიარა!.. კინაღამ...გაბი!.. ნუ იქცევი ბავშვივით და წამოდი ვილაპარაკოთ!..
-არა!
-მხოლოდ 2 წუთით!
-2 წუთი გაქვს! დაიწყე მალე!
-მოკლედ მე და შენ რომ მოვედით, ოთახში შევედი, ზედა გავიძრე, უნდა დავწოლილიყავი და ამ დორს ნატუკა შემოვარდა
-1 წუთი და 30 წამი დაგრჩა!
-ხოდა თავიდან რაღაცას მეუბნებოდა, შემდეგ ზედის ჩაცმა დავაპირე ომ ნატუკასთან ასე არ ვმდგარიყავი!
-1 წუთი!
-ზედის ასაღებად რომ გავბრუნდი, ხელი დამარტყა და ლოგინზე დამაგდო, თვითონ კი ზედა გაიძრო და ამ დროს შემოვარდი შენც!
-დაამთავრე?
-კი!
-...
-წამოდი სადმე დავჯდეთ!
ცოტახანი ამ ამბავს ვხარშავდი და თან ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექით.
-რის თქმას აპირებდი როცა შემოვარდი?
არ ვიცოდი რა მეპასუხა, ამიტომ გავჩუმდი.
-რის თქმას აპირებდი?
-ისევ მეგობრები ვართთქო?−ირონიული ღიმილი მივაგებე და მისი ორჯერ ნათქვამი ,,მეგობრები ვართ?’’ გამახსენდა(რითაც ყველაფერს იწყებს ხოლმე).
-გასაგებია!−ჩაეღიმა და თან ცრემლები მოიწმინდა. ალბათ მასაც გაახსნედა...
ცოტახანი ჩუმად ვიჯექით. ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ვერაფერზე და არაფერზე ვფიქრობდი. უბრალოდ ჩუმად ვიჯექი და ეიფელის კოშკს ვუყურებდი. ისე რა არის განსაკუთრებული ამ კოშკში? ხალხი სპეციალურად ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნებიდან ამის სანახავად! მაგრამ რატომ? ეს ხომ უბრალოდ დიდი ანძაა? რავიცი, რავიცი!.. არა განა იმას ვამბობ რომ ლამაზი არაა, უბრალოდ ხალხს რომ ოცნებად ააქვს ქცეული ამის ნახვა, ცოტათი უცნაურია!..
ფიქრი შევწყვიტე და მაქსიმეს მივუბრუნდი.
-ცოტა დრო მჭირდება!
-კარგი, ოღონდ ახლა სახლში წავიდეთ, თორემ გაცივდები.
-კაი...
ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ოთახში შევედი და ტირილი დავიწყე. ამ დროს შუქი აინთო ოთახში...
-ლიზა?!−წამოვდექი და ცრემლები სასწრაფოდ მოვიწმინდე.
-ნატუკა ვარ. ლიზა შენს საძებნელად წამოვიდა.
-ჩემს ოთახში რა ჯანდაბას აკეთებ? გაეთრიე რა! შენი ნერვები არ მაქვს!
-რაო? გაწყენინა მაქსიმემ? მოკლედ ხან შენ უყვარხარ და ხან მე...−და ვითომ გაბრაზებული სახე დაიჭირა.
-ახლა კარგად მომისმინე შე ბიჭების ხამო, მე არასდროს არავის ზედმეტად არ შევეტენები. შენ რომ მას ყვარებოდი ასე არ მიგაგდებდა. ყველაფერი რომ შენი დაწყებული და შენი ,,გაჩალიჩებულია’’ ეს კარგად ვიცი, შენზე უკეთაც კი... მე არ მჭირდება მაქსიმეს სიმდიდრე და ქონება, ასე რომ მაქსიმეც შენი იყოს და მისი ავლა-დიდებაც, მაგრამ ამას რომ აჩი გაიგებს არ ეწყინება, თუ აჩიც მიაგდე?
-შენ რა იყო თქმას აპირებ?
-შენ ყველა შენნაირი ნუ გგონია...
-აბა აჩი საიდან გაიგებს?
-რას?
-რომ შენ მაქსიმესთან ერთად დამინახე და თანაც ტანსზემოთ შიშველი?
-მე არაფერს არ ვეტყვი. თვითონ გსიგო უკვე!−და თითით კარებისკენ ვანიშნე.
მანაც მაშინვე გაიხედა და დაინახა სიბრაზისგან გაწითლებული, მუშტებშეკრული აჩი.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?
-აჩი მოითმინე და ყველაფერს აგიხსნი!
-წადი შენი... არაფრის ახსნა არ მჭირდება. ყველაფერი შენ თვითონ დაფქვი აგერ! ვაფშე დაა*ვიე ჩემი ცხოვრებიდან!
-აჩი!..
მაგრამ აჩი უკვე წავიდა. შემდეგ მე მომიბრუნდა:
-მეგონა არაფერს იტყოდი!
-მე არაფერი არ მითქვმს, შენ თქვი!−და მხრები ავიჩეჩე.
-უუხ...აჩი მოიცადეე!−და ნატუკა გარეთ გავარდა.
თვალები გადავტრიალე და ისევ ლოგინზე დავწექი...
* * *
-გაბი გაიღვიძე და ჩაწექი ლოგინში!−მაღვიძებს ლიზა.
-მეზარება ასე ვიწვები!−ცალი თვალი გავახილე.
-მიდი მიდი ჩაწექი!
-კაი ხო! ვდგები!−ავდექი, პიჟამოები ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი.
მაგრამ ამასობაში გამოვფხიზლდი. ლიზამაც დაინახა რომ მეღვიძა, გვერდით მომიჯდა და დაიწყო:
-სად იყავი? იცი ამდენი გეძებე, კაი ხანი რომ არ გამოჩნდი?!
-ხო ვიცი, ბოდიში! მოდი ჩამეხუტე რა!−ისიც მოვიდა და ისე ჩამეხუტა, კინაღამ გამჭყლიტა.
-საუკეთესო ხარ!−ვეუბნები ლიზას.
-კაი გაჩე, არ გამაწითლო!− და ვითომ გაინაზა.
შემდეგ ყველაფერი მოვუყევი დღევანდელ დღეზე.
-ოხ... ეგ გოგო იმენა ჟეშტის ბო*ია.
-...
-ჩემი აზრით, უნდა აპატიო მაქსიმეს!
-ჯერ არ ვიცი, ვუთხარი რომ ცოტა დრო მჭირდებოდა.
-...
-კაი, მიდი დაწექი, თორემ ხვალ გენერალური რეპეტიცია გაქვს და ვერ იმეცადინებ.
-კაი ძილინებისა!
-ძილინებისა!
კვლავ ვეშვები ძილის სამყაროში! ეს ადგილი მიყვარს! აქ ვისვენებ. თან მე ცუდი სიზმრები თითქმის არ მესიზმრება!
* * *
რომ გავიღვიძე უკვე 2 საათი იყო. წამოვდექი, ვანა მოვილიე, ჩავიცვი, ლოგინი მივალაგე, საჭმლის მოსატანად დავრეკე და მალე ეგეც მოიტანეს.შემდეგ მივირთვი, ისევ ლოგინზე წამოვწექი და ტელეფონში დავძრომიალობდი უაზროდ.
-გაიღვიძე ძილისგუდა!−ოთახში ლიზა შემოვარდა−გინდა დღეს გავისეირნოთ?
-ისევ თუ არ გადამგდებ და ნიკუშაში არ გამცვლი, გავისეირნოთ!− ხუმრობა-ხუმრობით შევაპარე სიმართლე.
-არა, არა გპირდები! დღეს მხოლოდ მე და შენ! საუკეთესო მეგობრები!
-კაი, მაშინ წავიდეთ!
ფეხზე ჩავიცვი და წავედით. ყველაფერი მოვინახულეთ, ფოტოები გადავიღეთ, შემდეგ მაღაზიებში შევიარეთ. მე რაღაც ლამაზი შავი კომბინიზონი მომეწონა და საათი. ორივე ვიყიდე. ლიზამაც აარჩია რაღაც ქვედაბოლო და ზედა. ნომერში რომ ავედით, დაღლილები დავესვენეთ საწოლებზე. ცოტახანში პიცა გამოვიძახეთ და თან კარგი ფილმიც ჩავრთეთ. ბევრი ვიცინეთ. ხვალ კონცერტი იყო ჩვენ კი საერთოდ არ მოვმზადებულვართ...ნუ ჩვენ რა...ლიზა...აჭარულის კაბა,ქამარი და ქუდი ლამაზად ჩააწყო პარკში და კარებთან დადო. მე ის კომბინიზონი გადავდე ხვალისთვის.
უკვე ვიძინებდით, როცა ნიკუშამ დაურეკა ლიზას. ცოტახანი აივანზე გამოვიდა და როცა შემოვიდა მე მომიჯდა გვერდით.
-გაბი?
-გისმენ!
-მაქსიმე წავიდა!..მოსკოვში დაბრუნდა!..

P.S. მადლობა ყველას! ძალიან გამახარა თქვენმა კომენტარებმა! <3 მიყვარხართ! <3 <3 <3



№1 სტუმარი .,

ძალიან მომწონს, მაგრამ მაქსიმეს და გაბის უფრო თუ დაახლოვებ კარგი იქნება ნამდვილად!!❤️

 


№2  offline წევრი ბუსა

აი პროსტა საუკეთესო ხარ
ძალიან კარგი იყო

 


№3 სტუმარი stumari :D

Ee rato wavidaaa :( magari gogo xar :* da magradac wer :-*

Madloba shen amistvis :*

 


№4  offline წევრი Lily Morgan

madloba yvelas! <3 <3 <3 miyvarxart uzomod! <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent