შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაისის ხოჭო (2)


4-08-2017, 00:32
ავტორი Mia_smith
ნანახია 2 026

საქართველო
15:00
მათე

-მომიყევით რამე თქვენს შესახებ
-მათე,მათე ბაგრატიონი.24 წლის.მყავს და ელენე.19 წლის.დედა გარდაიცვალა როცა 20 წლის ვიყავი.2 წლის შემდეგ კი ჩემი ნახევარძმა.მე და ელე ამერიკაში ვიყვით გარკვეული პერიოდი მამასთან.
-რატომ დაბრუნდით?
-არვიცი ალბათ იმიტომ რომ მეგობრები მომენატრა.
-და რეალური მიზეზი?
-არ ვიცი.უბრალოდ მომინდა რომ აქ ვყოფილიყავი.თითქოს რაღაცამ მომიზიდა.
-ხომ არ ფიქრობთ რომ იმიტომ დაბრუნდით,რომ თავს დამნაშავეთ თვლით
-რისგან?
-იმისგან რომ გაიქეცით.თქვენ გაექეცით ყველას და ყველაფერს.თქვენ მითხარით რომ თქვენს დასთან..
-ელენესთან
-დიახ, ელენესთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ
-დღეისთვის საკმარისია,ნახვამდის
ფსიქოლოგის კაბინეტიდან გამოვდივარ და გარეთ ტყვიასავით სწრაფად გავრბივარ.
ტელეფონს ვიღებ და 5 წლის უნახავ მეგობრებს ერთი და იგივე მესიჯს ვწერ.
,,მათე ვარ.ჩამოვედით.ამ საღამოს სვანეთის ქუჩის 51 შ მოდით.ჩემი ახალი მისამართია.“
ბუნებრივია ყველასგან თანხმობა მივიღე.მე კი გეზი პირდაპირ სახლისკენ ავიღე

ელენე
18:00

მთელი დღე უნივერსიტეტის საბუთებზე დავრბოდი.როგორც იქნა ჩემი საბუთები და გამოცდის ნიშნები რიგზე მოვიყვანე და ალასანიას უნივერსიტეტიდან გახარებული გამოვედი.რთულია როდესაც ამერიკაში სწავლობ უცბად საქართველოს უნივერსიტეტში გააგრძელო სწავლა.მანქანაში ჩავჯექი,და ჯანდაბა რამის ვიღაცას დავრტყი.უცბად გადმოვხტი სავარძლიდან და წაქცეული ბიჭის წინ ჩავიმუხლე.
-კარგად ხართ?უკაცრავად ძალით არ მინოდა
-სწორი ყოფილა თეორია იმისა რომ ქალი როცა საჭესთან ზის მეორე მხარეს უნდა გადახვიდეო. ჩაიბურტყუნა თავისთვის და წამოდგა.
-თუ რამე დაგიშავეთ საავადმყოფოში წაგიყვანთ.
-არაფერია. მპასუხობს უხეშად უნივერსიტეტის შესასვლელისკენ მიიწევს.
მხრებს ვიჩეჩავ და მანქანაში ჩემს ადგილს ვუბრუნდები.
სახლში რომ ვბრუნდები მათე სამზარეულოში მხვდება.
-რახდებოდა დღეს ახალი?
-ერთ ბიჭს დავეჯახე. ღმერთო ისევ ეს მკაცრი და ურყევი ხმა.ამდენი გამბედაობა საიდან.
-რა თქვი?
-.....
-მერე როგორაა
-არაფერი ჭირს ოდნავ დავეჯახე.შეიძლება ავარიათ არც კი ჩაითვალოს.
-მანქანის გასაღები.სასწრაფოდ
ხმის ამოუღებლად ჩანთიდან გასაღებს ვიღებ და მაგიდაზე ვდებ.შემდეგ ვტრიალდები და ჩემი ოთახისკენ მივდივარ.
-ელენე. მეძახის მათე და მეც მისკენ ვტრიალდები.
-დღეს,საღამოს ჩემი მეგობრები მოვლენ.არვიცი გახსოვს თუ არა დემეტრე,სანდრო და ნიკა.
-კარგი. ვეუბნები და ოთახში ავდივარ.

20:00
რაღაც ხმები მესმის ალბათ მათეს მეგობრები მოვიდნენ.ჩვეულებრივი კაპიშონიანი ნაცრისფერი სპორტული კაბა მაცვია წარწერით 99. ფეხზე ამავე ფერის ბოტასებს ვიცვამ და დაბლა ჩვადივარ.ოთახში შესვლისთანავე ვხედავ 4 ბიჭს.
ნიკა თავართქილაძე-მაღალი დაახლოვებით 1.87 სანტიმეტრი.შავგვრემანი და ღია ყავისფერი თვალები.ხელის ჩამორთმევისას ვატყობ რომ ცაციაა.

სანდრო ონიანი-დაახლოვებით 1.84 სანტიმეტრის ქერა ცისფერთვალება.ყველა გოგოს საოცნებო ბიჭი.

დემეტრე ყაზბეგი-დაახლოვებით 1.84 შავგვრემანი.სათვალეები უკეთია.აშკარაა დაბდებიდანვე უნდა ქონდეს პრობლემა მხედველობასთან.ხელს ისე მაგრად მართმევს ვხვდები რომელიღც სპორტითაა დაკავებული.

-ელე გამიხარდა შენი ნახვა მეუბნება დემეტრე და ისე მიღიმის რამისაა პირი გაეხეს.
უცნაურად ვიშმუშნები და ხელს ვართმევ.
-როგორ გაზრდილხარ.(ნიკა)
-კაი გვეყოს მოვაბეზრეთ ადამიანს თავი (სანდრო)
მადლობა ღმერთს.არ მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა.200 მეტრში სახლიდან პარკია.თითქმის არავინაა.მივდივარ და ერთ-ერთ საქანელაზე ვჯდები.აიპოდში Bach - "G Minor"-ს ვრთავ და აქეთ იქით ვიყურები.საათზე მეტია აქ ვარ.უკვე ბნელა.ნელა ვდგები და სახლის გზას მივუყვები.ჩემი ფიქრები დედაზე გადამაქვს.მგონი არ მახსოვს.არა როგორ შეიძლება მშბელი დედა არ გახსოვდეს?მისი ნაზი,თლილი ავადმყოფურად თეთრი თითები.ქერა თმა,თაფლისფერი თვალები.მაღალი,გამხდარი.მისი სუნი,იასამნის სუნი..მახსენდება...მახსენდება როგორ მასწავლიდა დაკვრას პიანინოზე,როგორ დავდიოდით ერთად თეატრში.მახსოვს მისი სიტყვებბი ,,ცხოვრებაში ბევრი წინაღმდეგობა შეგექმნება,ბევრჯერ დაეცემი მაგრამ შენ ყოველთვის უნდა მოიკრიბო ძალა და წამოდგე,თუნდაც ეს ყველაფერი მთელი ძალისხმევა დაგიჯდეს“.ახლა სახლის წინ ვდგავარ.სახლის რომელიც მაშინებს,სახლი სადაც ჩემი ძმა მელოდება,სახლი,წყეული სახლი.კარებს ვაღებ და მაღლა ავდივარ.არავინ და არაფერი მაინტერესებს,ამქვეყნად მხოლოდ მე ვარ.და თუ დავეცემი არავის იმედი უნდა მქონდეს რომ წამომაყენებს,ამის ძალა ჩემს თავში მე თვითონ უნდა მოვძებნო.
12:00
ცურვისთვის საჭირო ნივთებს ვალაგებ ზურგჩანთაში და სახლიდან ისე გავდივარ არ ვაკვირდები მათე სად არის.მანქანაში ვჯდები და გეზს გლდანის აუზისკენ ვიღბ.აბონიმენტს ვაფორმებ ჩემს სახელზე და გასახდელში ავდივარ.დიდი დრო არ მჭირდება გამოსაცვლელად ისე მივდივარ აუზისკენ და პირველივე ბილიკზე ვხტები.სიტუაციას ვაკვირდები.ბევრი ხალხი სულაც არაა.გვერძე ბილიკზე ბიჭები არიან და რაღაცას მაიმუნობენ.იმის იქით ბავშვები დანარჩენი ბილიკები კი თავისუფალია.ცურვას ვიწყებ.არ ვტრაბახომ,მაგრამ მართლაც კარგად ვცურავ.ბავშობიდან დავდივარ ამ სპორტზე.უეცრად ვიღაცას ვეჯახები და ხელში ძლიერ ტკივილს ვგრძნობ.ვყვინთავ და ვხედავ როგორ არის ბილიკს ჩამოკიდებული ერთი ბიჭი და ისე მიღიმის(ჯანდაბა მშურს მისი კბილების)გეგონება ძველი მეგობრები ვიყოთო!
-უკაცრავად
-არაუშავს ბურტყუნებს ბიჭი და აჩეჩილ თმებს უფრო იჩეჩავს.
მაგარია,ამის ფლირტაობაღა მაკლდა.
-კარგად ცურავ ამბობს და ისევ მიღიმის.
ვერ გამიგია ამდენს რატომ იღმის.
-ვიცი,ვეუბნები და თავს ამაყად ვწევ.
-ლუკა დადეშქელიანი.
-ელენე
-ელენე,ლამაზი სახელია.
-........
-მგონი საუბრისვის არც ისე შესაფერისი ადგილია. ისევ მიღიმის და გარშემო იყურება
-გეთნხმები...უზრდელობაშ ნუ ჩამომართმევ მაგრამ უნდა ვიცურაო.
-ა ხო რათქმაუნდა.შეხვედრამდე.
არაფერს ვეუბნები.დაახლოვებით 1 საათის შემდეგ გარეთ გავდივარ,და რათქმაუნდა.მომღიმარი პრინცი მანქანაზე მიყუდებული მიცდის.(არა არ ვიცი შეიძლება სხვასაც უცდის,მაგრამ ჩემი დანახვისას სახე ებდარებადა თვალები საეჭვოდ უციმციმებს.)
-ხოდაა,დიდი ხანია რაც ლუკაპოლარეშ არ ვყოფილვარ,ამიტომ დღეს გადავწყვიტე წასვლა.დამეწვევი?
-არა,სახლში მეჩქარება.
-ანუ ნაყინი არ გიყვარს.თუ გინდა KFC-ში წავიდეთ
-ვეგეტარიანელი ვარ
-ხედავ?უკვე ბევრი რაღაც ვიცი შენზე
1.ვეგეტარიანელი ხარ
2.კარგად ცურავ
3.ნაყინი არ გიყვარს
მეუბნება და ისევ იღრიჭება.
-ფაქტია უკვე კარგად მიცნობ,ვბურტყუნებ და ჩემი მანქანისკენ მივიწევ.
-არც შენ ნომერს არ მომცემ?არმინდა ყველაფერი ჩემით გავარკვიო.საქმე გაუადვილე შე...
სიტყვის დამტავრებას არ ვაცდი მანქანას ვქოქავ და ფანჯრიდან ვპასუხობ.
-არ შეწუხდე,ისევ უარს გეტყვი.მეც ძალით ვიღრიჭები და ადგილს დიდი სისწრაფით ვტოვებ.



№1 სტუმარი Guest Nataly

მალე დადე შემდეგი რა

ძლივსს აუუ რამაგარია.იმედია ელენე და ლუკა ერთდ იქნებიან

 


№2 სტუმარი nini

მალე დადებ? sunglasses

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent