შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

CRUEL მეათე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )


5-08-2017, 21:11
ავტორი sarahcastle
ნანახია 2 054

თავი 10

-ლ..ლუი! ნაილ... რომელიმე...

ჰარი სულ პატარაა, ალბათ 7 წლის მაინც იქნება... თვითონაც არ იცის ამ უცნარ ოთახში როდის და როგორ აღმოჩნდა, ერთადერთი რაც იცის მის გადასარჩენად აუცილებლად მოვა რომელიმე მისი უფროსი ძმა.

ოთახში, სიბნელეა და ჰარის სიცივისგან კი არა, შიშისგან აკანკალებს. უკვე სათვალავი ერევა, იმდენჯერ დაუძახა ნაილს და ლუის.

-ლ..ლუ...-ცრემლებს ლოყებზე გრძნობს და თითქოს სწორედ ამას ელოდაო, ხმამაღლა იწყებს ტირილს და დაბინდული მზერის გამო ძმის მოახლოებას ვერ იგებს.

პირველი რასაც გრძნობს, როდესაც ხელებს ხვევენ შიშია, თუმცა შემდეგ ტირილს წყვეტს და ლუის სურნელის შეგრძნების შემდეგ უფრო ძლიერ ეკვრის ძმას. ლუი პატარას გულში იკრავს და ჰარის კულულებში თითებს ხლართავს.

-შშშ... ყველაფერი კარგადაა, მე შენს გვერდით ვარ. ყოველთვის ვიქნები.

ჰარი კი უფრო ძლიერ იწყებს ტირილს და სლუკუნებს, აღარ ეშინია, იცის რომ ლუი მას ყველაფრისგან დაიცავს. ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს.

***

ჰარი თვალებს ახელს და საბანს იატაკზე აგდებს, ოფლში ცურავს და მძიმედ სუნთქავს. თვითონაც ვერ ხვდება რატომ დაესიმზრა მაინდამაინც ეს მოგონება, როცა შემთხვევით ლუის და მის ოთახს შორის საიდუმლო ოთაახი აღმოაჩინა და შიგნით ჩაიკეტა. როგორც აღმოჩნდა, საშუალო ხმაგაუმტარი, უფანჯრო ოთახის კარის გაღება შიგნიდან შეუძლებელი აღმოჩნდა. ოთახს ორი კარი ჰქონდა და ჰარის და ლუის ოთახებს შორის მდებარეობდა, მალევე ეს ოთახი მათ საიდუმლო სამალავად იქცა და როდესაც ნაილი მათ რამის გაკეთებას ავალებდა, ისინი ამ ოთახში იმალებოდნენ. ასე გახდა ჰარისთვის საშიში ოთახი ყველაზე კომფორტული, დივნით, ათასობით ფოტოთი, X-BOX-ით, ტელევიზორით, პუფებით. მათი საიდუმლო ადგილი, მათი სამალავი. ნაილი როცა წაიყვანეს ლუი და ჰარი ოთახიდან არ გამოდიოდნენ, თითქოს სამყაროსაც ემალებოდნენ, სწორედ ამ დროს შეემატა ამ ოთახს ყავის აპარატი და წიგნების კარადა სადაც მათი საყვარელი წიგნები განთავსდა.

ჰარი ადგა და სააბაზანოსკენ გაემართა. დღემდე ვერ ხვდებოდა, როგორ იქცა ოთახი რომელმაც კლაუსტროფობია გაუჩინა, ოთახად რომელსაც შეეძლო ის მთელი სამყაროსგან დაემალა. ალბათ მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ლუიც ყოველთვის იყო.

ცივი შხაპის ქვეშ მანამ იდგა სანამ კანკალმა არ აიტანა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა. თითქოს ეს დაეხმარებოდა ყველაფერის დავიწყებაში. სიცივე, რომელიც სულშიც კი აღწევდა...

-ლუის უილიამ ტომლსონ, არ გაბედო!-ნაილის ღრიალი ქვედა სართულიდან გაისმა თუ არა ჰარიმ ხალათი მოიცვა და გიჟივით გავარდა ოთახიდან. როგორც ელოდა, ლუი შოკოლადიანი ბლინებით და მარწყვით კიბეებზე ამორბოდა, ნაილი კი უკან მოჰყვებოდა ყვირილით.

-ლუი, დამიბრუნეეე!

ლუი თავის ოთახში შევარდა და კარი მოიხურა, ნაილიც მიჰყვა, მაგრამ გაღებულ კარებში გაშეშდა.

-სად გაქრა?!

ჰარიმ ჩაიცინა, რადგან მიხვდა რომ ლუი საიდუმლო ოთახში შევიდა. გუშინ, როცა დაბრუნდნენ ნაილს ეძინა და დედამ სთხოვა რომ არ გაეღვიძებინა, ახლა კი გამოდის მას პირველად ხედავს ამდენი ხნის შემდეგ, ნაილმა კი ის ვერც კი შეამჩნია.

ნუ რათქმაუნდა, ნაილი ლუის ან საჭმელს რომ მისდევს მაშინ ვერაფერს ამჩნევს, ახლა კი ორივეს მისდევდა.

-არ შეცვლილხარ-ჩაიცინა და მის კარს მიეყრდნო, ნაილი შეკრთა და გაოცებულმა გამოიხედა.

-ჰარი?-დაბნეულმა იკითხა- შენ აქ რას აკეთებ?

-ჩემს სახლში თუ ზოგადად?-წარბი აწია ჰარიმ და დებილივით გაეღიმა, როდესაც ნაილმა მკლავში ხელი ჩაავლო, მისკენ მისწია და ჩაიხუტა.

-ნაილ, ასეთი თბილიც ნუ ხარ, ერთხელაც გადაიწყვები-ოდნავ გაიღიმა, საპასუხოდ ჩაეხუტა და თვალები დახუჭა.

-შენ კი ისევ ცუდი იუმორის მქონე მავნებელი ხარ-გაეცინა ნაილს, მაგრამ როგორც კი ბიჭს მოშორდა მის თვალებში ჩამდგარი ცრემლები დაინახა, რომლებიც მალევე ლოყებზე ჩამოგორდა.

-კარგი რა, ჰარი! რა გატირებს?-ცრემლები მოწმინდა ძმას და გაშეშდა, როდესაც მან ნაილი გულში ჩაიკრა და ცრემლები გადმოყარა.

-მომენატრე-ამოისლუკუნა.

-მეც მომენატრე ჰარი-ამოიოხრა და თმებზე მოეფერა- მაგრამ შენსავით პატარა ბავშვივით არ ვტირი.

-პატარა ვარ-ამოილუღლუღა-მხოლოდ თექსვეტის. ყველაზე მეტად ახლა შენ მჭირდები!

-ლუი სულ შენს გვერდითაა, მე რაში გჭირდები-ნაილმა პასუხი იცის, თუმცა არ უნდა გაიგოს. განა ვერ ხვდება, რატომ სჭირდება ახლა ლუი კი არა ნაილი ჰარის.

-ლუი ვერ გაიგებს-ლუღლუღებს- ის დომინანტია...

ნაილი ოხრავს, თუმცა არაფერს ამბობს. მან იცის, რას განიცდის ჰარი... მან უკვე გამოსცადა ეს.

-წამო, საიდუმლო ოთახს გაჩვენებ-სწრაფად იწმენდს ცრემლებს ჰარი, რომ სალაპარაკო თემა შეცვალოს, ნაილს მაჯაში ხელს კიდებს და ლუის ოთახში კარადასთან მიდის, სადაც კედლის სანათს 180 გრადუსით ატრიალებს და როცა კედელი იღება , დივანზე წამოკოტრიალებული ლუისკენ უთითებს, რომელიც მადიანად შეექცევა ბლინებს და ცალი ხელით პულტით ფილმებს ეძებს.

-შენ..შენ... მოგკლავ!-ყვირის ნაილი და დივანზე აღებულ ბალიშს ლუის უშენს, ლუი კი დაბნეული, იმით რომ ნაილი ამ ოთახში აღმოჩნდა გაშეშებული იღებს დარტყმებს, თუმცა მალევე გონს მოდის და როცა ნაილი კიდევ ერთხელ ურტყამს ბალიშს თავში, ფეხში ხელს ავლებს და დივანის მეორე მხარეს აგდებს, შემდეგ კი ბალიშს ართმევს და თავად ურყამს ნაილს.

-აქ საიდან აღმოჩნდი!!!-ყვირის და როდესაც კარზე მიყრდნობილ მომღიმარ ჰარის ხედავს მისკენ იწევს- საიდუმლო ოთახი იმისაა, რომ საიდუმლოდ შეინახო, იდიოტო!

-ცუდები ხართ-ორივეს ყურადღებას დივანზე მჯდარი, ხელებგადაჯვარედინებული ნაილი იპყრობს, რომელსაც ლოყები გაუბერია და ქვედა ტუჩი გადმოუგდია, გაბუტყვის ნიშნად.

-ასე შენს დომინანტსაც ებუტები?-ბუზღუნებს ლუი, მაგრამ ნაილის რეაქციაზე კრთება. ბიჭს სახე უქვავდება და ტელევიზორს უინტერერესოდ აშტერდება.-მე მეგონა ურთიერთობა ააწყვეთ...

-ავაწყვეთ კიდეც-ოხრავს ნაილი-მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა, სანამ ლიამს შვილი არ მოუნდა.

-მერე რა, სუროგატი დედები ხომ არსებობენ?-ვერ მიხვდა ჰარი, მათკენ წავიდა და ლუის და ნაილს შორის მოკალათდა. ნაილმა თავი დაუქნია და ამოიოხრა.

-კი, მაგრამ გერმანიაში ხომ იცი ჰომოსექსუალ შვილებს სხვაგვარადაც შეუძლიათ შვილის ყოლა.

-მოიცა შენ გინდა თქვა "ნეო99"-ს პროგრამის გამოყენება მოინდომა?

-ჰო, მან მოინდომა რომ ბავშვი ორივესგან ყოფილიყო, "ნეო99-ით" კი დეენემს ერთმანეთში აერთებენ და ბავშვს სპეციალური მოწყობილებებით ვაკუმში ზრდიან.

-მერე რა? როგორც ვიცი ასე ბევრი ბავშვი დაიბადა და მშვენივრად ვითარდებიან-მხრებს იჩეჩავს და ძმას აკვირდება ლუი.

-მეოთხე კატეგორიაში ვარ.-ცივად პასუხობს ნაილი და კარებს შეჰყურებს, როდის მოასწრო ჰარიმ მისი დაკეტვა.-ლიამს მოუწია სუროგატი დედის დაქირავება.

-ოჰ..-ჩურჩულებს ლუი.

-მერე რა? დედა ხო იყო მეოთხე კატეგორიაში , მაგრამ ჩემი გაჩენა შეძლო.

-ჰარი ახლა მე დედას მადარებ?-ცალ წარბს წევს ნაილი და სიცილს ძლივს იკავებს- სხვადასხვა სქესის ვართ!

-ისეც ისეთი სულელია- ფაქტს ახმოვანებს ლუი და როცა ჰარი ბუზღუნს იწყებს , როგორც ყოველთვის თმას უჩეჩავს, მაგრამ უეცრად უკმაყოფილოდ ჩერდება- ჯანდაბა, რომელი საათია?!

-პირველს აკლია თვრამეტი წუთი-დაბნეული შეჰყურებს ნაილი მაჯის საათს.

-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა!-სწრაფად ხტება დივნიდან, ჰარის ხელს ავლებს და ჰარის ოთახის კარისკენ მიათრევს, სადაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის პაროლიანი კარი უყენიათ, პაროლი შეჰყავს და როცა კარი იღება დაბნეულ ჰარის ოთახში აგდებს- გვაგვიანდება, ჩაიცვი!

-სად?-დაბნეული ვერც კი ინძრევა.

-საავადმყოფოში!-სანამ ჰარი გააზრებას მოასწრებს მანამდე კარს უხურავს და ნაილისკენ მიდის, რომელიც დივნიდან დგება, ხელებს აჯვარედინებს და გამომცდელად შეჰყურებს.

-რა?-ვითომც არაფერი ისე კითხულობს ლუი, ნაილს გვერდს უქცევს და მის ოთახში გადის, სადაც კეტებს იცვამს.

-საავადმყოფოში რა გინდათ?-ეკითხება და უკან მიჰყვება.

-მისმა დომინანტმა შობადობის ტესტზე ჩაწერა-კბილებში ცრავს ლუი.

-მაშინ მეც მოვდივარ!

-არსადაც არ მოდიხარ! სახლში რჩები, ორივეს ყურადღებას ვერ მოგაქცევთ!-ბრაზდება ლუი, მაგრამ როგორც კი ნაილის გაშტერებულ მზერას აწყდება, ჩუმდება.

-პატარა ბავშვი არ ვარ ლუი, მე შემიძლია საკუთარი თავის დაცვა!

-მაგრამ შენ საბმისივი ხარ!

-შენ კი დომინანტი, მერე რა?-ლუი კრთება, რადგან უკვე კარგი ხანია ნაილის ყვირილი არ გაუგია. მხოლოდ ახლა ახსენდება, რომ ნაილი ასაკით მასზე დიდია, მხოლოდ ახლა ახსენდება, როგორ ტუქსავდა მას და ჰარის ის ბავშვობაში.-მართალი იყო ჰარი, შენ არაფერი არ გესმის! არც ჰარისი არ გესმის და არც ჩემი გესმოდა ოდესმე!

ლუი ჩუმად შეჰყურებს მიჯახუნებულ კარს და საწოლზე ჯდება. ჰარის სიტყვები ახსენდება, ახლა მართლა სურს ჰარივით, რომ ყველაფერი ისევ ძველებურად იყოს. ყოველგვარი დაყოფის გარეშე.

***

ჰარი მთელი გზა ბუზღუნებს, სიჩქარე შეანელეო, მაგრამ ლუის გიჟივით დაჰყავს, რომ დროზე მიასწროს და როცა პირველს ორი წუთი აკლია ჰარის საავადმყოფოს მისაღებისკენ მიათრევს.

-ჰარი კარგად ხარ?-ალექსანდრას შეშინებულ ხმაზე ხვდება, რომ მთლად კარგად ვერაა, მაგრამ მაინც უქნევს თავს-ცარცივით თეთრი ხარ!

-კარგად ვარ, უბრაოდ მანქანა სწრაფად დაჰყავდა და მემგონი გული მერევა.

-ცხოვრებაში ცარცი არ გინახია და ცარცს ადარებ-თვალებს ატრიალებს ლუი.

-ოჰ, ბოდიშით რომ თქვენნაირი მდიდარი არ ვარ და ამ ნაგავ ცხოვრებაში ბევრი რამ არ გამომიცდია!-უღენს ალექსანდრა, ლუის კი დამცინავი მზერა მისაღებში, სკამზე მშვიდად მჯდარ ზეინზე გადააქვს.

-სამაგიეროდ შენმა ძმამ მოასწრო ბევრი რამის გამოცდა.-ზეინი, ჰარი და ალექსანდრა ერთდროულად იძაბებიან. ჰარი ლუის შეჰყურებს, მასზე უკეთ არავინ იცის როგორი მესაკუთრეა ლუი. დომინანტობამდეც მესაკუთრე იყო, ახლა კი ... მთლად უარესი.

-მე შეყარებული მაინც მყავდა, შენ კი დარწმუნებული ვარ ისიც არ გყოლია-ალექსანდრა ზეინის მშვიდ ხმაზე კრთება და ძმას შეჰყურებს, რომელიც დგება და მათ უახლოვდება. ლუი ხელებს მუშატვს და იმ წამს, როცა ზეინს უნდა ეცეს და მისი აზრით გაგუდოს, ჰარი მათ შორის დგება და ზეინს შეჰყურებს.

-ნუ აპროვოცირებ, შემგდომში შენივე შეცდომებთან ერთად მოგიწევს ცხოვრება.

ალექსანდრა ჰარის შეჰყურებს და ოხრავს, თითქოს ეს სიტყვები მისთვის იყო განკუთვნილი. დაძაბულ ატმოსფეროს კი ექიმის სიტყვები არღვევს.

-ალექსანდრა მორგანი და ჰარი სთაილსი, თქვენი ჯერია, წამობრძანდით.

და წამებშივე ყველა ორმაგად იძაბება, მხოლოდ ზეინი დგას სულერთია სახით. ალექსანდრა ჰარის შეჰყურებს, თითქოს ეკითხება რა ვქნათო, შემდეგ კი როცა ჰარი მხრებს იჩეჩს და ექიმს მიყვება, ალექსანდრა ჰარის მიყვება, ხოლო ზეინს ლუის ჩაცინების ხმა ესმის და თავს წევს.

-შენი და ნორმალური დომინანტი არაა.-ლუიმ მშვენივრადდ დაინახა, რომ გადაწყვეტილება ალექსანდრას კი არ მიუღია, არამედ ჰარის. ზეინი ამჯერად მართლა კრთება და იძაბება.

-ჯერ კიდევ გგონია რომ გაგიშვებ?

-იმედი არადროს კვდება.

-იმედი?-ოდნავ იღიმის ლუი და ზეინს ეს ღიმილი აშინებს- ცუდი ბიჭი.... ვინ გასწავლა აკრძალული სიტყვები ზეინ?

"ცუდი ბიჭი"-ყურს ცუდად ხვდება, ზეინს უცნაური ჟრუანტელი უვლის, მაგრამ არა ისეთი როგორიც ჰარის, როდესაც ალექსანდრამ ის შეაქო და "კარგი ბიჭი" დაუძახა. სულ სხვაგვარი, თითქოს მის სხეულში ათასობით ნემსი ესობა და სწრაფად იხევს უკან. თავიდან ფიქრობს, რომ ლუიმ ეს უბრალოდ ინსტიქტიურად თქვა, მაგრამ მალევე იაზრებს, რომ ეს ასე არაა. ლუის სახის შემხედვარე ხვდება, რომ მან ეს სპეციალუად გააკეთა. ლუი უკვე ერთი წელიწადია, რაც დომინანტია, მან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს და რა უნდა თქვას. ტკივილი ძლიერი არაა, მხოლოდ ნერვულ სისტემას აღიზიანებს და უსიამოვნოდ იგრძნობა, მაგამ ზეინმა იცის, ტკივილი ზრდას გააგრძელებს სანამ ლუისგან შექებას არ გაიგებს და სწორედ ამ დროს ყველაზე მეტად ეზიზება, რომ საბმისივია. ახლა ერთადერთი, რაც უნდა ეს ემისთან ჩახუტებაა.

-ზეინ, კითხვა დაგისვი-ლუის ხმაზე თავს წევს და ხვდება, რომ ლუი ზედმეტად ახლოსაა- გინდა გაგიმეორო?

-ა..არ.. არა.-ხმა უკანკალებს და ლამის ფეხები მოიეკვეთოს, უკან იხევს და კედელს ასკდება, შემდეგ კი იქით აქეთ იხედება მშველელის ძებნაში, მაგრამ მათ არავინ აქვევს ყურადღებას.

-რა "არა", ზეინ?

-სახელს ნუ მეძახი-თითქმის ყვირის და ჩუმდება, როდესაც ლუი ცალ წარბს წევს და გამომცდელად შეჰყურებს.

-ზეინი გქვია, თუ ვცდები?-ლუის დამცინავ ხმაზე ზეინი კრთება და არც გამაღიზიანებელი ტკივილი ანებებს თავს, რომელიც თითქოს ნემსები ისე ერჭობა მთელს სხეულში.

-არა.

-ჰმ, მაშინ რა დაგიძახო? "პატარავ", "სააყვარელო" ან იქნებ "ძვირფასო"?-ლუი საკუთარ თავს ვერ ცნობს, უბრალოდ საშინლად აცოფებს ზეინის ქცევები და პატარა ბავშვივით უნდა სამაგიერო გადააუხადოს.

-ა..ა არაა!

-ხმა გიკანკალლებს, ნუთუ გეშინია, "პატარავ"?

-ასე ნუ მეძახი-ზეინი თავადაც ვერ ხვდება, რატომ სწყინს ლუის ასეთი საქციელი, მაგრამ ჰარი მართალია, თვითონ აპროვოცირებს.

-ახლა კარგად მისმინე-კბილებში ცრავს ლუი და ისე უახლოვდება, ზეინი ლუის სუნთქვას მის სახეზე გრძნობს.-შენ არავინ არასდროს შეგეკითხება რა გინდა, არავინ არასდროს მოგცემს საშუალებას საკუთარი აზრი გამოხატო, არავინ არ გკითხავს სახელს, იმიტომ რომ შავი სამაჯურის გამო უმეტესობა არც კი მოგიახლოვდება! ყველას ფეხებზე კიდია შენი აზრი , გასაგებია?!

ზეინი თავს უცნაურად გრძნობს, მასში საბმისივი ხვდება რომ ამ წუთს ასეთი მოქცევა დაიმსახურა და დომინანტის სიტყვებს ნორმალურად აღიქვამს, ზეინს კი ერთადერთი სურვილი აქვს. ადგილზე მოკვდეს, იმდენად დაუცველად გრძნობს ლუის გვერდით თავს. თითქოს ის პატარა ბავშვი იყოს სერიული მკველის ხელებში. მასში საბმისივს კი ეს გრძნობა მოსწონს, ლუის ძალაუფლების... თითქოს მას შეუძლია ყველაფრისგან დაიცვას.

-გასაგებიათქო?-იმეორებს ლუი და მარჯვენა ხელს, ზეინის თავთან ახლოს კედელზე ათავსებს.

-გასაგებია.-ზეინიც კბილებში ცრავს გამწარებული. "შეეგუე"-გონებაში ალექსანდრას ხმა უმეორებს. "ოჯახს ნუ შეარცხვენ, როცა შენს დომინანტს გაიცნობ, იყავი კარგი საბმისივი მისთვის. ისეთი, რომ შენი გადაგდება არ დასჭირდეს."-დედის ხმაც მალევე ესმის, სულ ბოლოს კი მამის სიტყვები "არ შეეწინააღმდეგო" და ზეინი თავს ხრის, მორჩილების ნიშნად.

-მაგრამ ...-ლუის ჩურჩული ყურთან ესმის, როდესაც ლუი მისკენ იხრება- მე ყოველთვის შეგეკითხები. ჩემთან ყოველთვის შეგეძლება შენი აზრი გამოხატო, იმიტომ რომ მე შენი აზრი მაინტერესებს... იმიტომ რომ მხოლოდ შენი სხეული არ მიზიდავს. მე შენ მაინტერესებ... მაგრამ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხვდება, თუ კარგი ბიჭი იქნები და დამიჯერებ.-და ზეინს სუნთქვა ეკვრის როცა ლუის შემდეგი კითხვა ესმის- იქნები კარგი ბიჭი... მხოლოდ ჩემთვის?



№1  offline წევრი Kalina

ამაზე პატარა უკვე აღარ შეიძლებოდა://
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2 სტუმარი ციცვიძე

Auuuuuuu dademale shemdegi dgeshi atjer mainc shemovdivar im imedit rom axali tavi damxvdeba da nu gamawbileb ra. Ps tavebi gazarde cota

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ლუი ლუი არც მიკვირს მისგან.ველოდი კიდეც მის ასეთ საქციელს. ალექსანდრა და ჰარი საინტერესოა როგორ გააგრძელებენ.ზეინის ურთიერთობაც მაინტერესებს მის დომინანტთან
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

როგორ ველოდი ახალ თავს... მომწონს ვითომ საბმისივი ჰარი, რომელიც მორჩილებით იმორჩილებს ალექსანდრას და ასევე მომწონს კეთილი დომინანტი ლუი, რომელიც დარწმუნებული ვარ მალე შეაყვარებს თავს ზეინს ან მის პატივისცემას დაიმდახურებს...
ახალ თავს მოუთმენლლად ველი. როდის დადებ?

 


№5  offline მოდერი ენემი

აუუ დიდი მინდა მეეეეეე! :( ხვალაც დადე რა

 


№6 სტუმარი Guest mimi

dzaaaalian magariaaa vaime lu da zeini saswaulad momwons prosta ra mokle taviaa raa

 


№7  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ერთი სული მაქვს მალე გახდეს ჰარი დომინანტიიიი.. დადე რა მალე არ დააგვიანო.

 


№8  offline მოდერი ენემი

აუუ სარაჰ რატო მგონია რო ემი ჰარის საბმისივი გახდება? :DDDDDDDD ნუ თუ ეგრე იქნება კაია მალე გაიგებს სიმართლეს მარა ალექსანდრა და ჰარი უფრო უხდებიან ერთმანეთს ოღონდ ჰარი როგორც დომინანტი wink

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დადებ დღეს?!

 


№10 სტუმარი Lile

Ara . Vbrazob ukve. Kargira saertod tu apireb axali tavis dadebas ?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent