შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 4)

5-08-2017, 23:25
ავტორი ადელაინი
ნანახია 4 013

ყველაფერი უხმაუროდ მოაგვარა ნუცამ,ხელი ისე მოაწერეს არავისთვის უთქვამთ,არ უნდოდა ნინო აბაშიძის და მისი მეგობრების წინაშე ისე გამოცხადებებულიყო როგორც ბაბლუანის საცოლე,მისი გამოჩენა მეტად ეფექტური იქნებოდა,თუ ბაბლუანი ნუცას როგორც ცოლს ისე წარადგენდა.კმაყოფილს გაეღიმა,როცა წარმოიდგინა რატის მეგობრების რეაქცია,წლების შემდეგ,ძველი ნუცა სრულიად ახალ ამპლუაში...
-კმაყოფილი ხარ არა!?შენ გაიმარჯვე-არაფრის მთქმელი მზერა მიაპყრო რატიმ წინა სავარძელზე მოკალათებულ გოგონას, ძლიერად ჩააფრინდა საჭეს და სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა-ნუ გეშინია,მართვის მოწმობა დიდი ხნის წინათ ავიღე.
-მე გავიმარჯვე-პატარა ბავშვივით გაიმეორა ბიჭის სიტყვები,გულწრფელად,გულუბრყვილოდ გაეღიმა ჯაყელს
-ჯერ ხომ არაფერი დასრულებულა?-ირონიულად შენიშნა ბაბლუანმა,სწრაფად დაამუხრუჭა და მკვეთრი მოძრაობით შებრუნდა გაფითრებული გოგონასკენ
-რათქმაუნდა,ყველაფერი ახლა იწყება,ჯერ ხომ....
-შეწყვიტე!-დაიღრიალა რატიმ, თველაბი ჩვეულზე მეტად ჩამუქებოდა-გულს მირევს ეს თამაში,სისულელეა...-ნერვიულად გადაისვა ხელი თავზე და სწრაფად გადავიდა მანქანიდან
-თუ მორჩი ისტერიკას, შეგვიძლია სახლში დავბრუნდეთ-ნელა მიუახლოვდა ჯაყელი ბაბლუანს,მხარზე ნაზად დაადო ხელი,რომ არ სცოდნოდა,დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო,რომ ეს ნუცა ძალიან განსხვავდებოდა,მისი სკოლელი ნუცასგან,ყველაზე გულუბრყვილო,ნაცნობი და შინაურული მოეჩვენებოდა გოგონას სიტყვები,რაღაც იგრძნო რატიმ,რაღაც უჩვეულო,თითქოს უცნობი,მაგრამ ამავდროულად ყველაზე ნაცნობი,ჟინმა წამოუარა,უეცრად მიტრიალდა გოგონასკენ,მაჯაში წვდა,შემდეგ წელზე და უხეშად აიკრო სხეულზე,ვნებააშლილი დაეწაფა ჩვეულ,მუდამ ვარდისფერ,მონატრებულ ტუჩებს,თანაც ისე რომ,აინუნშიც არ ჩაუგდია გოგონას ფართხალი. მოულოდნელი იყო მსგავსი ქმედება ნუცასთვის,არ ელოდა,გველნაკბენივით შეხტა ბიჭის შეხებაზე,სძულდა,ეზიზღებოდა,მაგრამ სულ რამდენიმე წამში,გაიტრუნა,მოეშვა და ნება მისცა.ჩვეული,მაგრამ მივიწყებული გრძნობა დაეუფლა,ჟრუანტელმა დენივით გაიარა მთელ სხეულში....
გონს მოეგო,არ შეიძლებოდა,არ მისცემდა მისით მანიპულირების უფლებას,აღარ გაასულელებინებდა თავს,ხელი კრა და ისევე მოულოდნელად და უხეშად მოიშორა ბაბლუანი.არ ტკენია რატის სიფრიფანა გოგოს მოქნეული სილა,მაგრამ მწუხარება იგრძნო,გულის სიღრმეში ელოდა,ჯაყელის გულგრილობას,მაგრამ იმედი ჰქონდა,გულში რაღაც ჩაწყდა მამაკაცს.
-მეორედ არ გაბედო და არ შემეხო-კბილებში გამოცრა ნუცამ,მანქანის კარები გამოგლიჯა და მრისხანებაშერეული დაეხეთქა წინა სავარძელზე,რატიც მალე მოკალათდა მის გვერდით,წამიც და მანქანა გიჟივით მოსწყდა ადგილს
-არადა მე უკვე შენი ქმარი ვარ-ირონიულად შენიშნა ბაბლუანმა
-ეს არაფერს ცვლის!-უდარდელად აიჩეჩა მხრები
-არადა ყველაფერს ცვლის...და კიდევ,რაც გამოჩნდი მას მერე მინდოდა მეთქვა რომ სწორ თმებში შენ შენ არ ხარ-ოდნავ მოჭუტა თვალები,ცალყბად ჩაიღიმა
-მე საერთოდ აღარ ვარ მე.
-არადა შენს ბაგეებს ისევ მარწყვის არომატი აქვს-მანქანაში ბაბლუანის გულრწფელი,მხიარული ნოტები გაჟღერდა,ნუცა აილეწა,ლოყები შეეფაკლა
-ნეტა ვიცოდე შენი ღაწვების სიწითლე,სიბრაზის დამსახურებაა თუ ვნებებს ვერ თოკავ.-ნუცას არაფერი უთქვამს,მხოლოდ თვალები გადაატრიალა და ამით ანიშნა კაცს რომ უკვე თავს აბეზრებდა

*****

-ეს რა ადგილია?გაოცებას ვერ მალავდა ნუცა,რატიმ მანქანა მისთვის უცნობი სახლის წინ რომ გააჩერა
-სახლში მოვედით ძვირფასო-ირონიულად შენიშნა,აუღელვებლად გაუძღვა წინ,
-ჯანდაბა!იტყვი თუ არა?-პატარა ბავშვივით აედევნა უკან,თვალებს აქეთ-იქეთ აცეცებდა
-შენ რა გგონია,თუ ერთად არ ვიცხოვრებთ,ნინო დაიჯერებს რომ მე ის,შენში აგავცვალე?რომ მიყვარხარ?-მრისხანე მზერა სტყორცნა გოგოს და სავარძელში არხეინად ჩაესვენა.ნუცა დაფიქრდა,მწარე იყო ბაბლუანი,მაგრამ სიმართლეს ღაღადებდა იგი.-რა იყო უკან ხომ არ დაიხიე?-მრავალმნიშვნელოვნად შენიშნა
-არასოდეს!ვიყოთ ერთად ერთ ჭერქვეშ,მაგრამ ამჯერად ჩემი წესებით ვთამაშობთ ბაბლუანი!-საკუთარ თავში დარწმუნებულმა,ირონიული ღიმილი უსახსოვრა აწ უკვე მეუღლეს და მის წინ მდგარ სავარძელში ჩაეშვა
-სანამდე?
-სანამ მე მოვისურვებ!
-წესების გარეშე?
-დიახ!
-კარგი,როგორც შენ გინდა,ვთამაშობთ,წესებია გარეშე სიყვარულამდე...
&&&&&
რატი სულ რაღაც თვეების იყო დედამ რომ მიატოვა,მამა მუდამ მის გვერდით იყო,ყოველთვის ცდილობდა დანაკლისი შეემსუბუქებინა ერთადერთი შვილისთვის,მის ყველა ახირებას ასრულებდა,მაგრამ ვერ მიხვდა,რომ სწორედ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა,ბაბლუანი იზრდებოდა,ყალიბდებოდა,მაგრამ აშინებდა მარტოხელა მამას მისი მსგავსი ცვლილება,თითქოს ცივი გაუხდა ბიჭს მზერა,ატყობდა მზაკვრულ გამოხედვას,ირონიას,ზოგჯერ კი ისეთი თბილი და მოსიყვარულე იყო პატარა ბაბლუანი ,უჭირდა მამაკაცს ეს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთთან გაეგივებინა.მაშინ ხომ სულ გაგიჟდა ნინო აბაშიძე რომ გაიცნო,ზაზა ბაბლუანი სკეპტიკურად გაეწყო მის მიმართ,მასაც ისეთი ცარიელი,ცივი ჰქონდა თვალები როგორც რატის მომენტებში,აბაშიძე ერთი განებივრებული,გატუტუცებული ბავშვი იყო,ერთი პერიოდი ისიც კი იფიქრა გოგო-ბიჭი მონათესავე სულები არიან და ამიტომ უგებენ ერთმანეთს ასეო,მაგრამ როგორც კი მოსიყვარულე,კეთილ რატის დაინახავდა მაშინვე ხვდებოდა,რომ ნინო აღვიძებდა მის ბნელ მხარეს,რომ იგი ბიჭზე ცუდად ზემოქმედებდა...

&&&
რატის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო,როცა ნუცა ჯაყელი,სიფრიფანა,მეამიტი,კეთილი გოგონა მისი მიზეზით მთელი სკოლის დასაცინი გახდა,არ ეგონა,ვერ წარმოედგინა ასე თუ ეტკინებოდა ნუცას ტკივილი,ასე თუ აუფორიაქდებოდა სული,ნუცა წავიდა....ვერ იჯერებდა,ნუცამ სკოლის,ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა,რატის თავზარი დაეცა,სკოლის ეზოში უკანასკნელად მოსული გოგონა რომ დაინახა
-უკანასკნელად მობრძანდება ქალბატონი,სკოლიდან გადადის-ირონიულად შენიშნა აბაშიძემ
-როგორც იქნა,აქ მაინც აღარ გაეჩერება-მხარი აუბა დაქალს ლიკამ
-შეხედე რა ნაწამები სახე აქვს ალბათ მთელი ღამე ტიროდა,დარწმუნებული ვარ თავის დღიურში ყველამ დავიკავეთ საპატიო ადგილი,პრიზი შენია რატი-გადაიხარხარა ნიკამ და ბაბლუანს ხელი მხარზე დაარტყა.
კიდევ ბევრი რამ ითქვა,ბევრმა ჩაირა,დაუძახა რატის,მიესალმენ,მაგრამ ბაბლუანს ყურები დაგუბებოდა,მხოლოდ თაფლისფერ თვალებში ჩამდგარ სიწითლეებს ხედავდა ბაბლუანი,ისიც ძლივს,გოგონას თავი დაეხარა,მიწას დაშტერებოდა,გვერდით რომ ჩაუარა,მისეული სურნელი იგრძნო,ცხვირში შეუღიტინა,წამით გულმა ფეთქვა შეწყვიტა,გონება დაებინდა,გაუაზრებლად,მაგრამ მაინც ბოლო ხმაზე დაუძახა უკვე კარგად მოშორებულ გოგონას და აედევნა,ნუცა არც შერხეულა,თითქოს არაფერი გაუგიაო,ისე განაგრძო გზა...
მიხვდა რატი,რომ ის მართლაც არ გავდა სხვას,არც ისტერიკა მოუწყო ბიჭს,არც კი უსაყვედურა,ისევ თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა,ციხე-სიმაგრე აიშენა,ბაბლუანიც არ გაიკარა,ერჩივნა გაელანძღა,დამუქრებოდა,ესაყვედურა...
მაგრამ ჯაყელი დუმდა....
თავისთვის,მარტო განიცდიდა....
მარტო აიტანდა....

ნუცას წასვლის შემდეგ ყველაფერი თითქოს კალაპოტს დაუბრუნდა,მაგრამ არა რატისთვის,მუდამ მისი ლამაზი თვალები ელანდებოდა,ხალხშიც კი,სადაც იცოდა რომ ნუცა არ იქნებოდა თვალებით მის ხვეულ თმებს ეძებდა,მის უმანკო ღიმილს,მაგრამ ამაოდ,ნუცა წავიდა,აღარ დაბრუნდებოდა და გადაწყვიტა დაევიწყებინა მისი მეამიტი,ბავშვური გამოხედვა,და როცა ეგონა რომ მასში სამუდამოდ ჩაკლა ნუცას ხატება,სწორედ მაშინ გამოჩნდა გოგო,სულ სხვა,ძლიერი,უშიშარი და მოთამაშე,მიხვდა ბაბლუანი რომ ჯაყელი ამჯერად ყველაფერზე იყო წამსვლელი.

****
ოთახში ნერვიულოად სცემდა ბოლთას დავითი,მუშტებად შეკრულ ხელებზე ვენები დაბერვოდა,თვალები ჩაწითლებოდა,იქვე ოთახის შუაგულში,სავარძელზე მოკალათებული მერი ამაოდ ცდილობდა მის დამშვიდებას
-მამა ძალიან გთხოვ-ამოილუღლუღა ნირწამხდარმა ნუცამ,მუდარის თვალებით მიშტერებოდა კაცს
-როგორ გაბედე!ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა,ჩემს გარეშე როგორ გაბედე-კბილებში გამოსცრა უფროსმა ჯაყელმა,და უმისამართოდ გაიქნია ხელი ჰაერში
-მამა არაფერს გთხოვ მხოლოდ მენდე
-შენც იცი ნუცა,შენს მეტი არავინ გაგვაჩნია მე და დედაშენს,შენს არჩევანს დიდ პატივს ვცემთ,ეს ჩვენს გადაწყვეტილებაშიც გამოიხატა,რა გგონია ადვილი იყო ჩვენთვის,შენგან შორს ყოფნა?მაგრამ პატივი ვეცით შენს გადაწყვეტილებას,ახლა რას აკეთებ?როგორც იქნა დაგიბრუნეთ და ისევ უნდა დაგკარგოთ?-სივრცეს მიშტერებოდა ოდნავ ჭაღარა შერეული კაცი,გული დაეწვა ნუცას,თავი შეზიზღდა
-კი მაგრამ შვილო იქ ვინ მოგხედავს? როგორ იქნები? იქ მამიდაშენი გიკონტროლებდა კვებას,წამლების მიღების განრიგს,მშვიდად მაინც ვიყავი-ცრემლმორეული მერი ჩაება საუბარში
-უბრალოდ მენდეთ!არ დამკარგავ მამა,მშვიდად იყავი დეე,ხომ იცით თავს აღარ დავიჩაგრავ,გავთხოვდი სასიკვდილო განაჩენზე ხომ არ მომიწერია ხელი?-გახუმრებას შეეცადა ჯაყელი,მაგრამ ამაოდ,მაინც ამოიკითხა მშობლების სახეზე,სასოწარკვეთა,ტკივილი,გული მოიუკვდა,მაგრამ უკან ვეღარ დაიხევდა,წინ დიდი გეგმები ჰქონდა,რომლებიც ასრულებას ელოდა.სევდიანი მზერა მიაპყრო მშობლებს,სწრაფი ნაბიჯით დატოვა მშობლიური სახლი და გიჟივით გამოვარდა გარეთ,ცივი ჰაერის ნაკადმა,თითქოს აზრზე მოიყვანა,ცივად გაუღიმა სივრცეს და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო.

№1 სტუმარი Guest Ninem

Dzalian dzalian dzalian magaria! Velodebi shemdeg tavs

Dzalian momewona <3 male dade axali tavii <3

№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მოკლედ სიტუაცია უფრო და უფროო საინტერესო ხდებაა, როგორ მაინტერესებს ნუცას გეგმები, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

№3 სტუმარი Zeppelin

Dzalian momwons velodebi shemdegs <33

№4  offline წევრი ადელაინი

Guest Ninem
Dzalian dzalian dzalian magaria! Velodebi shemdeg tavs

Dzalian momewona <3 male dade axali tavii <3

დაწყწბული მაქვს ახალი თავი

ablabudaa
მოკლედ სიტუაცია უფრო და უფროო საინტერესო ხდებაა, როგორ მაინტერესებს ნუცას გეგმები, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას

ვნახოთ ვნახოთ

Zeppelin
Dzalian momwons velodebi shemdegs <33

მახარებ :*გავიბადრე,გავიფოფრე

№5 სტუმარი Nini

Dzalian momwons magram ar minda bolos nhca rom mokvdes mjbda gulzee agar gqondes problema

№6  offline მოდერი ენემი

აუუუ კაია და ძაან მინდა რო ნუცა და რატი ბოლოს ერთად იყვნენ მარა ესე არა რო თამაშობდნენ და რაღაც, მინდა ნამდვილი გრძნობით შექმნან ოჯახი :D

№7 სტუმარი Guest მარიამი

ძალიან მომწონს. უდაოდ ნიჭიერი ხარ და შენი საქმე იცი.
იმას არ დავიწყებ ასე ქენი, ნუცა გამოაჯანმრთელე და ბლა, ბლა, ბლა...
ავტორისეული ვერსია ყოველთვის უფრო საინტერესოა. მითუმეტეს თუ კარგად წერ, ყველაზე ბანალური ისტორია რომც იყოს წერის სტილი ბევრს ნიშნავს.
თუმცა ვერ ვიტყვი ამ ისტორიაზე რომ ბანალურია. არის რაღაც მომენტები სადაც წავაწყდები ტიპურ "ისტორიებისეულ" სიტუაციიებს, მაგრამ არ მაღიზიანებს.
ერთადერთი შენიშვნა მაქვს: წერტილის, მძიმის და ზოგადად სასვენი ნიშნების შემდეგ ადგილი უნდა გამოტოვო, თორემ არაგრამატიკულიცაა და თან რთულად იკითხება გადაბმული სიტყვები.
წარმატებებს გისურვებ, ველი შემდეგ თავს!!

№8  offline წევრი ადელაინი

Nini
Dzalian momwons magram ar minda bolos nhca rom mokvdes mjbda gulzee agar gqondes problema

Ver dagpirdebiiii,magram davelodot movlenata ganvitarebas:d

ენემი
აუუუ კაია და ძაან მინდა რო ნუცა და რატი ბოლოს ერთად იყვნენ მარა ესე არა რო თამაშობდნენ და რაღაც, მინდა ნამდვილი გრძნობით შექმნან ოჯახი :D

Vnaxottt vnaxot :D madloba rom kitxulob

Guest მარიამი

Vaimeee

№9 სტუმარი Guest მარიამი

ადელაინი

ანუ? :დ იმედია ცუდად არაფერი გაგიგია.

№10 სტუმარი მირანდა სოფრომაძე

Dzalian momewona yochag velodebi shemdeg tavs imedia didi xnit argvalodineb

№11  offline წევრი ადელაინი

Guest მარიამი
ადელაინი
Nini
Dzalian momwons magram ar minda bolos nhca rom mokvdes mjbda gulzee agar gqondes problema

Ver dagpirdebiiii,magram davelodot movlenata ganvitarebas:d

ენემი
აუუუ კაია და ძაან მინდა რო ნუცა და რატი ბოლოს ერთად იყვნენ მარა ესე არა რო თამაშობდნენ და რაღაც, მინდა ნამდვილი გრძნობით შექმნან ოჯახი :D

Vnaxottt vnaxot :D madloba rom kitxulob

Guest მარიამი
ძალიან მომწონს. უდაოდ ნიჭიერი ხარ და შენი საქმე იცი.
იმას არ დავიწყებ ასე ქენი, ნუცა გამოაჯანმრთელე და ბლა, ბლა, ბლა...
ავტორისეული ვერსია ყოველთვის უფრო საინტერესოა. მითუმეტეს თუ კარგად წერ, ყველაზე ბანალური ისტორია რომც იყოს წერის სტილი ბევრს ნიშნავს.
თუმცა ვერ ვიტყვი ამ ისტორიაზე რომ ბანალურია. არის რაღაც მომენტები სადაც წავაწყდები ტიპურ "ისტორიებისეულ" სიტუაციიებს, მაგრამ არ მაღიზიანებს.
ერთადერთი შენიშვნა მაქვს: წერტილის, მძიმის და ზოგადად სასვენი ნიშნების შემდეგ ადგილი უნდა გამოტოვო, თორემ არაგრამატიკულიცაა და თან რთულად იკითხება გადაბმული სიტყვები.
წარმატებებს გისურვებ, ველი შემდეგ თავს!!

Vaimeee

ანუ? :დ იმედია ცუდად არაფერი გაგიგია.

Anu dzalian gamaxare <3

№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რაკარგიხარ!!! საოცარი განვითარება და საოცარი წერის მანერა გაქვს ))) მომხიბლე ისტორიით ძალიან <3 მომდევნო თავს ველი ტკბილო ) და ძაან მომწონს ასე რომ ანვითარებ მოვლენებს )) უდადო წერის ნიჭი გაქვს!! არმინდა რამე შეცვალო ისე დაწერე როგორც წერ! რაღაც პატარპატარა შეცდომები არის მაგრამ ეგეც გამოსწორდება ! ძალიან მაინტერესებს შემდგომი მოვლენები და ველი შემდეგ თავს !! კარგი გოგოხარ მართლაც <3

№13  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Dzalian momwons. Sheidzleba vamomrcha rame magram ra daavadeba avs nucas?
Kvebaze da rameze diabeti bifiqre maraa nu ravi.
Momwons dzalia. Momwlns siujeti personajebi da a. Sh.
Mai.teresebs ra moxdeba dzalian da nu gelodebi moutbenlad!!!

№14  offline წევრი ადელაინი

[quote=ტკბილიწიწაკა]რაკარგიხარ!!! საოცარი განვითარება და საოცარი წერის მანერა გაქვს ))) მომხიბლე ისტორიით ძალიან <3 მომდევნო თავს ველი ტკბილო ) და ძაან მომწონს ასე რომ ანვითარებ მოვლენებს )) უდადო წერის ნიჭი გაქვს!! არმინდა რამე შეცვალო ისე დაწერე როგორც წერ! რაღაც პატარპატარა შეცდომები არის მაგრამ ეგეც გამოსწორდება ! ძალიან მაინტერესებს შემდგომი მოვლენები და ველი შემდეგ თავს !! კარგი გოგოხარ მართლაც <3[/quot ugrmesi madlobaaaa,stimuli xar ♡

nawkas12345
Dzalian momwons. Sheidzleba vamomrcha rame magram ra daavadeba avs nucas?
Kvebaze da rameze diabeti bifiqre maraa nu ravi.
Momwons dzalia. Momwlns siujeti personajebi da a. Sh.
Mai.teresebs ra moxdeba dzalian da nu gelodebi moutbenlad!!!

ნუცას თანდაყოლილი გულის მანკი აწუხებს,მოკლედ ისედაც მტკივან გულს კიდევ უფრო უკლავენ )))

№15  offline წევრი mariam m.k

ვაიმე იცი რამდენი ვიტირე ცუდად ვარ გეფიცები როგორ მაიტერესებს აბაშიზეს თვალები ნუცას რომ დაინახავს

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent