უცნობი ცოლი (5)
ლაგვილავების სახლში ,სანდრას ვეღარ ახსენებდი, რათქმაუნდა დედა და გიორგი ჩვეულებრივად ხვდებოდა ამ ამბავს, რადგან იცოდნენ, ზაზა რა ამბავსაც დააწევდა ყველას. ზაზა ყოველ წამს რაღაც საშინელს წამოძახებდა ,ლელა ნერვილად ატრიალებდა თვალს და ოთახიდან გადიოდა. -აი, თქვენი სამაგალითო გოგო, მის დროზე კარგად არ მოხვედრია, პატრონი არაყავს და კიდე კარგად ვექცევი ,თორემ ეგ ცემაში უნდა მოკლა. -კარგი რა ზაზა ,მორჩი -უბედურება დაგვატყდა თავს, როგორ მეუბნები, რომ მოვრჩე, მე ზაზა არ ვიყო, ეგ თუ არ მოვკლა. -რა უნდა ქნა -ლელას სახე შიშმა მოიცვა -ჰო , ცოცხალს თუ არა ,მკვდრს დავაბრუნებ სახლში. -ღმერთო ზაზა-ტუჩზე ხეწლი აიფარ ლელამ -სამკურნალო ხარ , გაგიჟდი -როგორ მიბედავ?!-ზაზამ ხელი ჰაერში აწია და მწარედ გაარტყა ლელას. ქალი სკამს მიესვენა -წადი ჩემი სახლიდან , შე არნორმალურო, გიჟი ხარ. გაეთრირ აქედან .-იკივლა ლელამ -მივდივარ , ყველა ერთნაირი ბ*ზები ხართ ამ სახლში-კაცმა ტელეფინი, გასაღები და საფულე აიღო კარებს დაეჯაჯგურა და გავარდა. ლელას ქვითინი აღმოხდა , ერთიანად აცახცახდა , ხელები მუხლებს შემოაჭდო და ცხარე ცრემლით ატირდა. *** ტანსაცმელების მაღაზიიდან , გამოდიოდნენ დათას ,რომ გაახსენდა ფეხსაცმელები არ უყიდიათ. -სანდრა, ფეხსაცმელების დაგავიწყდა -არაფლის ხათრით არ შევბრუნდები ,იქ -თითი ფეხსაცმელების სექციისკენ გაიშვირა და დაღლილი სახე მიიღო -წამოდი საყვარელო, წამოდი-ხელი წელზე მოხვია დათამ. -რას აკეთებ? გაწი ხელი იდიოტო . -ფოტოს გვიღებენ ,გაიღიმე . -ვინ ,სად? -შემომხედე -თავი გამოატრიალებინა გოგოს -გიყურებ რა...-ბიჭმა თავისუფალი ხელი, კეფაში შეუცურა სანდრას, მისკენ მიზიდა და ტუჩებს წვდა . ჯერ ნაზად აკოცა ზედა ტუჩზე ,მერე ქვედა დაუკოცნა ,წამით ყველაფერი გაჩერდა , ყურში გამაყრუებელი ხმა ჩაესმოდათ, ორივე ისეთი ვნებით კოცნიდა ერთმანეთს, ხალხი გადაავიწყდათ , დათა კოცნით ლოყას აუყვა . -მხოლოდ ფოტო ექსკლუზივისთვი, ბევრს გადაუხდიან ,- ყურში ჩასჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ფრთხილად, გამომწვევად უკბინა. ირგვლივ შემოკრებილმა ხალხმა შეძახილები დასცხეს , ზოგი ფშტვენდა , ზოგი კიოდა , ზოგი ტაშს უკრავდა , ერთი სიტყვით ოთახში ხმაური ატყდა. წყვილს გაეღიმა. -მომშივდა და თუ მალე არ წამოხვალ ფეხებ შუა ამოგცხებ -დაემუქრა სანდრა -უუუ-ბიჭმა უკმაყიფილება გამოხატა წარბები შეკრა და ტუჩები წინ გამოწია, სანდრამ სახე შეკრა. -ისე , ძალიან ხო არ შემეჩივე, ხომ არ დაგვიწყნია , ქაღალდებით რომ ვქორწინდებით, ნერვებს მიშლი, იცოდე აღარ გაბედო .-თითი აუქნია გამაფრთხილებლად სანდრამ -წადი ,წადი -ხელი უბიძგა დათამ. შესვლისთანავე კონსულტანტი აესვეტათ წინ. -გამარჯობათ ბატონო დათა , ქალბატონო-მორცხვათ გაუღიმა ორივეს. -რას ეძებთ? -მე ვერ ვერკვევი ,მას კითხე-თავით სანდრას მიანიშნა -რაღაც მაღალი, ვერცხლისფერი ან შავი, უმჯოვესი იქნება დახურული არ იყოს. -წამობრძანდით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ,გაზაფხული-ზაფხულის 2017 წლის კოლექცია, აი ეს ოთხი ფეხსაცემელი. -ეს ორი ,საშინელებაა, ის ორი ცადე-სანდრამ ორი წყვილი აიღო და ჩასაცმელად სკამზე მოთავზდა.დათას ტელეფონო აწკრიალდა. -ალიო.... დიახ...მადლობა კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით?...კი ,კი აქ არის... არა რათქმაუნდა დაგალაპარაკებთ. დედაშენია-სანდრამ ჩასაცმელად აღებული ფეხსაცმელი, იატაკზე დააბრუნა და შიშველი ფეხი ძირს დადგა. -დედა, როგორ ხარ? -ტელეფონში ხალისიანად ჩაძა. -მადლობა შვილო, კარად, თქვენ? -რა ვიცი, ნორმალურად -თავაზიანი ბიჭია დათა, -სანდრამ ბიჭისკენ გააპარა მზერა, რომელმაც მის ფეხებთან ჩაიმუხლა ,ტერფში ხელი მოკიდა და დასვრილი ფეხი გაუწმინდა, მერე ფეხსაცმელი ახლოს დადგა და ფეხზე ჩამოაცვა .ელვა შესაკრავი გადააკრა, სანდრას გაეღიმა, კარგიაო სახის გამომეტყველებით მიახვედრა. -ჰო... დედა მამა და გიორგი როგორაა? -გიორგი რას იზამს, ამ თავიდან იმ თავში ჩნდება ,ისე რომ ,თვალს ვერ მოკრავ, სულ გოგოებს დასდევს....მამაშენი ისევ გაგიჟდა.-ქალმა მამამისის მუქარა, მოუყვა და სთხოვა ფრთიხალდ ყოფილიყო. -ეს შეგვიფუთე, და იგივე ზომის კედი იპოვეთ-სანდრამ ყურიდან ტელეფონი ჩაწია. -არა , კედი არ არის საჭირო, უკვე გამოატანა დედამ ნინას ტანსაცმელები.-დათამ მიხვდა შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა. -კარგი წავედით, -დაიცა ფეხსაცმელი? -წამოვიღე -რა ღირს? ძვირი არაა?-დათას ჩაეღიმა -თუ საუბრობ ისაუბრე მაგ ტელეფონზე, თუ არა და მომეცი ტელეფონი. -დედა , დამშვიდდი ახლა წავედი და დაგირეკავ .მიყვარხარ.-ტელეფონი გამორთო თუ არა ისევ აწკრიალდა. -ვა გიუშა , გაგახსენდი შეჩ? -ბიჭო გილოცავ, მაგრამ შენ სალომეა ხო გიყვარდა?-დათას სალომეას ხსენებაზე ღიმილი სახეზე შეაშრა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა -სალომეა? რომელი? -ნუ ძმა გილოცავ , ბედნიერებას და ყველაფერს კარგს გისურვებ. -მადლობა ძმა , მადლობა-მოჩვენებითი მხიარული ხმით ჩაძახა დათამ ტელეფონში. -სად არის რძალი? -ჩემ გვერდით ზის, მანქანაში ვართ -მომიკითხე -აუცილებლად , დღეს გელოდებით ჩემთან . -ჰო ძმა მოვალთ, თაკო უკვე ემზადება-დათას ჩაეცინა -ბიჭო , იმ პროექტზე რა ხდება? -აუ რავი ძმა , გაატრაკა იმ კაცმა რა , ფული დაგვაკლო -ეგ ს*რი ხოარა? არ გადა*ჯვა მაგანაც . -რა ვქნათ? -არ მიცეთ პროექტი ჯერ, მერე მე დაველაპარაკები. -ძრავის ხმა გაისმა . -კაი ძმა , წავედი და გნახავ დღეს-ტელეფონი გამორთო , ღვედი გადაიკრა და მანქანა დაძრა, სიჩუმე ჩამოვარდა, დათა აშკარად ისეთზე ფიქრივდა რაც ძალიან აღიზიანებდა, სანდრა შუშის იქით გამვლელებს აკვირდებოდა . -მადლობა -არაფრის -არ იყავი ვალდებული. -რა გინდოდა იმ დღეს ჩიხში?-სანდრა შეკრთა, ვერ მიხვდა, რატომ დაიწყო დათამ ამ თემაზე საუბარი. -მოკლე გზით მივდიოდი სახლში. -არ გისწავლია ,შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდი-ო? -რა გჭირს? -შენც ფულის გამო მომყვებო არა?-ცინიკურად ჩაიცინა ბიჭმა -რა მოხდა? -დათას დაჟინებული მზერა ესროლა სანდრამ.-დათამ პასუხის ნიშნად მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი ამოაბრუნა -არა დათა ,რაღაც გაწუხებს, და ეს რაღაც ჩემი ბრალი ხდება. რა მოხდა? კიდევ იმ გოგოს მისტირი? იმ გოგოს რომელმაც ძმაკაცთან გიღალატა? გაგახრებ და გეტყვი ,რომ მხოლოდ ძმაკაცთან არა, შენ, რომ აქ ჩამოდიოდი ბევრი ბიჭი სტუმრობდა, ესეც ჩემი ბრალია? თუ ისაა ჩემი ბრალი, ცოლობა რომ შემომთავაზე? შენ რა , მართლა გგონია ზღაპრებს დავიჯერებ ? გამოვედი ჩვილობის ასაკიდან , შენ რა, გგონია მჯერა იმ ზღაპრის ,რაც მომიყევი? გგონია მჯერა თითქოს ,რომ დედაშენის გამო მომიყვანე ცილად? არა , დათა არა, ბოღმა გახჩობს, გინდა გაამწარო სალომეა და ლუკა, და ამ ყველაფერს მე ნუ მაბრალებ, ჩემი დანაშაული, მხოლოდ ისაა ცოლად, რომ გამოგყევი, მაგრამ შენ არ შემომთავაზე? კარგად უნდა ხვდებოდე, რომ მამაჩემის გამო მოგყვები, არაფრად არ მიღირს შენი დოლარები, კაბები, ფეხსაცმელები, ძვირადღირებული საჩუქრები. მამაჩემი უკვე აღარ გამეკარება , გინდა წავიდე? ცუდად გხდის ჩემი დანახვა? გააჩერე მანქა წავალ , გესმის? გააჩერე მანქანა მეთქი. -დამშვიდდი სანდრა -რა გინდა დათა? მეგონა გამოვიქეცი, იქიდან სადაც ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რადგან ქალი ვიყავი, აქ უარესია . მე მაბრალებენ ყოველგვარ უბედურება. რას მერჩით , რა გინდათ ყველას ჩემგან? -დათამ მანქანა სწრაფად დაამუხრუჭა , საბურავებმა დაიღჭიალა. ბიჭმა საჭეს მუშტები დასცხო. მიხვდა სანდრა, ზედმეტი რომ მოუვიდა, მართალია ყველაფერი მართალი თქვა, მაგრამ ბიჭისთვის ადვილი არ იყო. დათა ცახცახებდა , კბილებს ერთმანეთზე მაგრად აჭერდა , იმდენად მაგრად, რომ კბილებს კრაჭუნი გაუდიოდა. უკანა სავარძლიდან საქაღალდე აიღო. -წაიკითხე, ხელშეკრულებაა-სანდრამ შეწინააღმდეგება ვერ გაბედა. დათას ხელიდან გამოსტაცა ქაღალდები და კითხვა დაიწყო. მათი საქორწინო ხელშეკრულება იყო. ხელშეკრულების თანახმად; 2018 წლის 10 ივნისამდე რჩებოდნენ ქორწინებაში, დაშორებისთანავე გოგოს გადაეცემოდა 100000$ ავანსის სახით. -სამი წინადადებაა -ვიცი -სანდრამ საქაღალდე უკან დააბრუნა -ხელს არ მოვაწერ. -რა? -რაც გაიგე -რატომ -იმიტომ, რომ არ მინდა ყველაფერი ჩემი ბრალი იყოს -გეფიცები , ხმას აღარ დავძრავ იმ დღეზე, ოღონდ სალომეა უნდა გამწარდეს, გესმის ? ისე როგორც მე, ვიცი რიმ გაამწარებს, ზუსტად ვიცი, გემუდარები მოაწერე ხელი -დათამ კალამი გაუწოდა, სანდრა დაფიქრდა -ხიმ შეგიძლია , სხვა ვინმე დაიქირაო? -ეჭვის თვალით გახედა სანდრამ -მაგრამ არა შენნაირი-ჩაიბუტბუტა დათამ -ჩემნაირი? -მოაწერე ხელი-კალამი ხელში შეაჩეჩა-სანდრამ ფურცელზე რაღაც გაუვებრად დახაზა, დათამაც იგივე გაიმეორა . -დღეიდან ჩემი ცოლი ხარ.-ცივად გამოსცრა კბილებიდან დათამ.სანდრას გააჟრჟოლა, კიდევ ერთხელ დაკარგა თავისუფლება, მაგრამ ერთი წლით, ,,ღმერთო ,-გაიფიქრა მან- ვიცოცხლებ კი, ერთ წელზე მეტს, რომ თავისუფლება სრულად შევიგრძნო?" **** -ლევან! იქნებ დაურეკო დეკორატორს? სამი საათია და ჯერ არაფერი გაგვიკეთებია. -დავურეკავ ,ხო! -ანა ,ახლავე წადი საყიდლებზე, არ გამაგონო საქმე მაქვსო. საქმის მეტი რა არის ამ სახლში. -გია , ახლავე გაინძერი, და ხალხი მოიწვიე- ნატო ქოთქოთებდა. არ ცხრებოდა . ორი წლის უკანაც ასეთი ხმაური იყო სახლში, მაგრამ, მაშინ რა იცოდნენ რძალი თუ ნარკობარონელი გამოდგებოდა. ახლა კი ,ამ გოგოს პატიოსნების ღრმად სჯეროდათ. მუდარით სთხოვდა ქმარი ცოლს დამშვიდებულიყო, მაგრამ ,ქალი იმერული სიჯიუტით მაინც მისას აგრძელებდა. -ნატო დაწყნარდი, ხომ იცი, რომ არ შეიძლება შენი გადაღლა. -ააბა, შენსავით უსაქმურად რა დამაჯენს?ვაიმე ანა არ ამაკივლო !! ახლავე წადი საყიდლებზე. -ოოოო-ამოიბუზღუნა გოგომ -ხო ,ხო . მივდივარ. -გია, შენი მეგობარი, ესპანეთის ელჩი ,ოჯახითაა საქართველოში, მასთან დარეკვა არ დაგავიწყდეს. -კარგი საყვარელო- როდიდან გახდა გიას მეგობარი ესპანეთის ელჩი არ იცის .მაგრამ , ცოლის წყენინებას არ აპირებდა. ამიტომ დათანხმდა. ზარები არ წყდებოდა , ზოგი ულოცავდა და ეუბნებოდა ,რომ გული წყდებოდათ , მაგრამ ქალაქში არ ყოფნის გამო ვერ ესტუმრებოდნენ . ზოგი დროს აზუსტებდა, ზოგიც ადგილს. ქალბატონი ნატო კი არ ცხრებოდა , ქოთქოთებდა და ქოთქოთებდა , უნდოდა შვილისთვის კარგი დღესასწაული მოეწყო, ისეთი ,რომ მთელი ელიტა გაოცებულიყო. გიას კი, მაინც ის აწუხევდა შვილი რომ უსიყვარულოდ ოჯახდებოდა. ლევანი გაუთაებლად წუწუნებდა , დროზე, დაღლილობაზე, ამინდზე ,თავის ბედზე , რომ იმ ხალხის შვილი იყო რომელიც მუდამ გაწამაწიაშია. ანა დედის თხოვნას ბიზღუნით აკეთებდა , მაგრამ მაინც ძალიან უხაროდა მისი ძმის დაქორწინება. სანდრა მხოლოდ ერთხელ ნახა და მასზე გიჟდება. მტკიცედ სჯეროდა, რომ ის და მისი ძმა ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს. ***** -საან-სამარშუტო ტაქსიდან ჩამოსულმა გოგომ შეიკივლა და დაქალს ისეთი ძალით შეასკდა , გოგომ წაბარბაცდა. უკან დაიხია , თმები გაისწორა და მერე ბიჭს მიაშტერდა ღიმილით. -ეს ნინაა, ჩემი დაქალი, ეს დათა . -საქმრო-ისევ გაიღიმა გოგომ -მოკლედ, რაღაც უნდა ვთქვა. კი მრცხვენია , მაგრამ ძალიან მშია.-დათას გაეღიმა. -მე გპატიჟებთ, -წარბები ააფახურა ბიჭმა. -აბა რას საქმიანობ? -იმ წამს გაცნობა მოინდომა ნინამ -ჩემი სამშენებლო კომპანია მაქვს , შენ? -ვსწვლობ და ვმღერი. -ჰობი? -ასანთებს ვაგროვებ. -ვერაფერს იტყვი, უჩვეულო ჰობია. სან შენ თუ იცოდი? -სანდრამ თავი გააქნია -სახელის და გვარის გარდა, ერთმანეთზე რამე იცით?-ორივე გაიტრუნა -არა ხომ? ვინმემ რომ გკითხოთ ერთმანეთზე რამე უნდა გაშტერდეთ?-ახალგაზრდებმა ერთმანეთს გადახედეს. დათა მოიღუშა, ეს გოგო მართალი იყო და მიხვდა რაც ჩაიფიქრა. -ასაკი მაინც თუ იცით?-თვალები გადაატრიალა სანდრამ -ჩემი კი -ბრავო-ტაში დაუკრა ნინამ, -როგორ შეძელი სან?-აკისკისდა გოგო -შენ იცი დათა, რამდენი წლისაა ქალბატონი? -18 წლის, ბავშვი -ჩაიბურტყუნა დათამ -რა თქვი?-დათამ მხრები აიჩეჩა. - ო-ო , სიძე დაგერხაა... -მე ვარ ბავშვი? -დიახ... -ამას ვინ ამბობს , მისტერ იდიოტი? რომელიც 25 წლისაა და ჯერაც მშობლებთან ცხოვრობს? -კი, ეს მე ვთქვი -იცი რა? მე წავედი -სიბრაზისგან გაწითლდა გოგო -შენი ჯუჯღუნი და ყველაფერზე უკმაყოფილება მომბეზრდა. !!მივდივარ! - სად მიდიხარ ? - იქ სადაც შენ ჯმუხ , უჟმურ, იდიოტ სიფათს არ დავინახავ. -გზა არ იცი ,ტვინით გატენილო-მედიდურად ჩაილაპარაკა ბიჭმა, სანდრა გზატკეცილისკენ გაემართა . -დაეწიე ,თორემ მართლა წავა და დაიკარგება -მხარი გაკრა ნინამ ბიჭს. სანდრამ გზას გახედა და ტაქსისკენ გაემართა . დათა უკან აედიევნა, ხელში წვდა . გოგონა მაინც დაუსხლტა ხელიდან ,მაგრამ იქვე მდგარი ურიკა ვერ დაინახა და ფეხი წამოკრა . ტროტუარიდან უცაბედად უკუ სვლით და ხელებოს უმისმართო ქნევით გადავარდა . წამიც და მანქანა გაიტანდა, მაგრამ დათამ მოასწრო ხელი სტაცა და მისკენ დაქაჩა. სანდრა ინერციით შეასკდა ბიჭს , დათა წაიქცა სანდრა ზევიდან დაეცა. ნინა შორიდან ღიმილით უყურებდა , ერთმანეთზე მიშტერებულ წყვილს . დათას ხელდბი ზურგზე შემოეჭდო სანდრასთვის გოგო ,ხელებით ეყრდნობოდა დათას მკერდს. პირველად გონზე დათა მოვიდა -გაგიჟდი გოგო? რომ მომკვდარიყავი რა მექნა? -მე მიგლოვედბი და ახალ, ცრუ, საცოლეს იშოვიდი რა იყო? -კბილებში გამოსცრა სანდრამ და შარვლის ფერთხვას მოჰყვა. -ყოველ წამს უნდა მახსენო ,რომ უცნობი ქალი მომყავს ცოლად? -რა იყო? სიმართლე ასე მწარეა? -ცალყბად გაიღიმა გოგომ -წამოდი -შეუღრინა ბიჭმა და მკლავში დაექიჩავა. -ხელი გამიშვი-ბავშვური, მკაცრი, ხმით უსაყვედურა სანდრამ. -ბოლოს რომ გაგიშვი , კინაღამ მოკვდი. -შენი ბრალი იყო! -ახლა ,შენი სულელობაც მე დამაბრალე -ჩაჯექით მანქანაში უკვე 5 საათია , მე მშია. -ნინა უკანა სავარძელში ჩახტა, სანდრასაც იგივეს გამეორება სურდა მაგრამ დათამ არ აცადა. -მირჩევნია წინ იჯდე, თვალთახედვიდან არ გამომეპარო ისევ რამე სულელობა ,რომ არ ჩაიდინო. -ღმერთო , ელიტის მეფე ჩემი სულელობით შეწუხდა , მომიტევეთ თქვენო უდიდებულესობავ -დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა, სანდრამ. -ბევრს ნუ ლაპარაკობ , გადაიკარი ღვედი. -არა -ღვედი გადაიკარი მეთქი! -არ მინდა! -წყობიდან გამოვდივარ!-ტუჩები დააწკმატუნა სანდრამ და ხელები ერთმანეთს გადააჭდო, ნინა ისევ ხითხითებდა. -შენ თუ არა , ამას მე გავაკეთებ . -ბიჭმა სანდრა გვერდით გაწია, ჯერ ერთხე სწრაფად გამოქაჩა ღვედს მერე მეორედ , მერე მესამედ ...ძვრა ვერ უყო. ნინას სიცილისგან ტირილი აუტყდა , სანდრა მოჩვენებითი მშვიდი სახით უყურებდა დათას აშლილ სახეს. -ვაიმე , რა სახე გაქვს , ცუდად ვარ. -ხითხიბდა გოგო -კარებში ჩაჩურთა ღვედი. -რატომ უთხარი-შეუღრინა სანდრამ -ასე არა? სამაგიეროს გადაგიხდი. წავიდნენ. -რას მიირთმევთ? -თეთრებში გამოწყობილმა მიმტანმა მაგიდას მოუახლოვდა . მაგიდასთან მჯომებმა რაღაც გადაილაპარაკეს და ბიჭმა დაიწყო საუბარი -სამი სალათა . ვისკი , წვენი და წყალი. -კარგით -აბაა დავიწყოთ -რაა -გაიკვირვა სანდრამ -როგორ გაიცანით ერთმანეთი? -მომიტაცა , სხვის მაგივრად. -შეგიძლია გაჩერდე და ყოველ წამს სალომეა არ შემახსენო? -თუ ეგრე გინდა გამიშვი და არ შეგახსენებ.-დათამ ცივი მზერა სტყორცნა გოგოს , სანდრა გაჩუმდა , ენა პირში ვერ მოაბრუნა . გაყუჩდა -კარგით, მორჩით . მე თქვენი დახმარება მინდა. ხალხი აუცილებლად გკითხავთ როგორ გაიცანით ერთმანეთიო და თქვენ რა ომს ატეხთ იქ? ასე არ შეიძლება . თუ იტყუებით უნდა მოიტყუოთ , თუ გინთ, ერთი დღე, ერთი თვე, ან ერთი წელი. ორივემ ერთმანეთის გამოსაყენებლად გაყევით თავი ამ უღელში და ორივეს მოგიწევთ ამ გარემოების ატანა . -კაფეში -რა? -კაფეში გავიცანი, მომეწონა . არ იცოდა ვინ ვიყავი. მივედი და ვუთხარი რომ მომწონდა. -სანდრამ თვალები გადაატრიალა -კარგი-უსიტყვოდ სადილობდნენ. ****** -არ არსებობს! -კარგად ვარ? -შენ ხარ, თუ ალი სააბი? -ვინ? -დაიმანჭა გოგო, ნინამ თითებზე რაღაცის თვლას მოყვა. -რას აკეთებ? -სამი ათასი დოლარი, მხოლოდ ტანსაცმელი , ერთი ამდენი გოგოშიც . ახლა რომ ავდგე, გაზეთივით ამოგიდო იღლიაში და გაგყიდო, მერე ,,ავითესები" და პოლიციაც ვეღარ მიპოვის-წარბები აათამაშა გოგომ. -ნუ ბოდიალებ რაღაცას რაა... -საყვარელო, იცი შენ ახლა ალი სააბის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან; კაბა და ფეხსაცმელი გაცვია. -მერე? -რა მერე? ორივე ერთად იცი რა ღირს? -რა ? -იმდენი რომ მე და შენ ეგ არც დაგვსიზმრებია, სამი ათასი დოლარი საყვარელო . -რაა? -თვალები გაუფართოვდა გოგოს . -ჰოო... -როგორ არ ცხვენია? ამ ტანსაცმელით არსად არ წავალ, მე რა მაგას გონია ფულის ტომრად გადამაქცევს? -მაგისთვის ჭირდები.. და შენ ეს კარგად იცი. -მე მხოლოდ დედამისის გამო მოვაწერე იმ საბუთებს ხელი.-თვითონაც იცოდა თავს იტყუებდა -მას უფლება არ აქვს, დოლარები მისცეს კაბაში და ისე მატაროს თითქოს მარიონეტი ვიყო , ძვირადღირებული მარიონეტი. -დაწყნარდი სანდრა , ოღონდ ახლა არ დაგეწყოს ,,შემოტევები" -იდიოტი , სულელი, მარიონეტად მთვლის არა? მაცადოს ...გახსენი ეს კაბა რა ! -მოიცაა... -გახსენი მეთქი ნინა!-კარზე კაკუნის ხმა გაისმა. -მაცადე ,კარებს გავაღებ და მერე გაშიშვლდი-დათა იყო. -აბა , მზად ხართ? -ომია, მე ვერაფრით გიშველი. - უცნაური ხმა გამოსცა ნიმამ -დათაა, მე დაგტოვებთ-ჩაილაპარაკა გოგომ და ოთახი დატოვა. -ახლა რა მოხდა?-მობეზრებულად ჩაილაპარაკა ბიჭმა , თან მიშტერებოდა გოგოს მაღალ, გამხდარ, სხეულს რომელსაც საოცრად კვეთდა, უფრო მეტ სილამაზესა და სითამამეს მატებდა ეს მოკლე კაბა . ლამის ჭკუიდან გადაიყვანა გოგოს სილამაზემ -მეკითხები კიდეც?რად ვღირვარ მე? რა გამხადე? ჩალით გამოტენილ მარიონეტად არა? -კიოდა სანდრა და ხელებს უმისამარყოდ იქნევდა -დამშვიდდი გთხოვ... -მაგას როგორ მეუბნები? -ერთი წუთით ,მომისმინე რა... ძალიან გთხოვ -ბიჭს თვალებში მუდარა იკითხებოდა - მე ,შენთვის არაფერი მიკადრებია. სულაც არ მინდა, ეს ერთი წელი ტანჯვაში გაატარო. მე გძულდე და სულ გაქცევაზე გქონდეს თვალი, გესმის? არ შემიძლია ვუყურო ქალს, რომელსაც სულით ხორცამდე ვძულვარ! არ შემიძლია ვუყურო ქალს ,რომელიც ფიქრობს ,რომ კაცის თვალში სათამაშოა. რატომ ფიქრობ, რომ თუ ძვირადღირებული ტანსაცმელი გიყიდე ,შენგან ბარბს ვქმნი?... სულ ერთია ,ქალს მილიარდობით დოლარის ტანისამოსი ეცმევა ,თუ უბრალო ჩითის დაფლეთილი კაბა. მას რაც აცვია უნდა უხდებოდეს, უნდა იხდენდეს. ქალი მხოლოდ სახში დასაბმელი არსება არაა სან... რომ გამოკეტო და მისი სილამაზით არ დატკბე, არ დაატკბო ამ სილამაზის ყურებით სხვები. ამდენი ტანისამოსი, იმისთვის კი არაა შექმნილი, რომ ვიტრინებში იდოს. ამ ნაჭერმა ვიღაც უნდა დაამშვენოს... მერე რა, რომ ძვირად ღირებულია? ისიც ნაჭერია... ხომ გესმის ჩემი სან? ამ კაბაში ულამაზესი ხარ... ძალიან ლამაზი, საშინლად ლამაზი -დათამ ხელები წელზე შემოხვია და მოტიტვლებულ ლავიწზე ნაზად აკოცა , მერე ნიკაპით მის მხარს დაეყრდნო და რამოდენიმე წუთი ასე უხმოდ იდგნენ. -მართლა ლამაზი ვარ? -თვალებში ჩახედა დათას -მართლა -ღიმილით უპასუხა -მადლობა -გაეღიმა მასაც -ნახე რა მოგიტანე-ჯიბიდან მოგრძო ზომის კოლოფი ამოიღო, სანდრამ თვალები გადაატრიალა ბრილიანტის აქსესუარების დანახვისთანავე . -მოგწონს? -თვალებში ჩახედა დათამ -ბრილიანტია არა? ამას ვერ ავიღებ. -მხოლოდ ღეს მაინც . -ისევ მუდარით ეუბნებოდა. -მინდა ლამაზი იყო, ისეთი ლამაზი, რომ თვალს ვერ გწყვეტდნენ. -რატომ გინდა დათა?-ბიჭმა მხრები აიჩეჩა. -მხოლოდ დღეს-დათას გაეღიმა , სანდრამ თითზე ბეჭედი წამოიცვა -მოდი ყელსაბამს გაგიკეთებ. -დათამ გაშლილი თმები ერთად მოზიდა და ბეჭზე გადაუყარა გოგოს.ყელსაბამი ნელა შემოახვია კისერზე . სანდრას ტანში გაცრა , ერთიანად დაუბუჟდა ყველაფერი, დათას ნაზი შეხება რომ იგრძნო. ჩაჩუას ისევ გაიღიმა და ამჯერად ზურგიდან ყელში აკოცა. -სალომეას მახსენებ -ამოილუღლუღა ბიჭმა -მე.. -ჩშშ ... არაფერი თქვა , ცოტა ხანი ასე მოვიცადოთ. **** დათამ კარები შეაღო, თითქმის ნახევარი საათი დააგვიანდათ . ყველა იქ იყო, სტუმრები ესპანეთიდან, ქართველი ბიზნესმენები, ანას სკოლის მეგობრები, დათას ნაცნობები, გიორგი ცოლ-შვილით .ამ უკანასკნელს; ცოლი იმას ეჩიჩინებოდა არ დაელია. ბავშვები ყირაზე გადადიოდნენ . ბებია ,რომელიც ,ხალხს ემუსაიფებოდა და არ ცხრებოდა. დათას , ნაცნობ წყვილზე თვალი გაუშტერდა . ლუკა და სალომეა , სალომეას წითელი მოკლე ჩახსნილი კაბა ეცვა და თმები მაღლა აეწია. დათას ჯერ ყვირილი მოუნდა , უნდოდა ლუკას მივარდნოდა და ცხვირპირი გაეერთიანებია, მერე სალომეასთან დაჩოქება და უკან დაბრუნება უნდოდა ეთხოვნა ,სულ ბოლოს იფიქრა გავბრუნდებიო. ამ ფიქრებში ერთიანად ცახცახებდა , ძარღვები დაეჭიმა , სუნთქვა გაუხშირდა . სანდრას უნებურად შემოხვეული ხელი მაგრად მოუჭირა , გოგომ ტკივილისგან შეირხა . ტუჩები ყურთან მიუტანა და ჩაულაპარაკა -ვიცი, რომ გიჭირს . გთხოვ დამშვიდდი. -სალომეას ხმამ უცნაური სიმშვიდე მოგვარა , ნაძალადევად გაიღიმა და ხალხისკენ გაემართა. ანამ სასწრაფოდ მორჩა ლაპარაკს და მათკენ წავიდა. -რა ლამაზი ხარ - ჩაეღიმა გოგოს -მადლობა ანა , შენც ძალიან ლამაზი ხარ -ღიმილითვე უპასუხა სანდრამ -დათაა , მომენატრე ! -ლოყაზე ნაზად აკოცა . -მეც ნაბოლარა-ლოყაზე უჩქმიტა ბიჭმა. -ბებოს ძღაბი ბების ბოში. მუჯგირირექი.-გაშლილი ხელებით შეეგება ლიდამ წყვილს -სი სოძირი თი ძღაბი?ნენა ნუ თოლები გიღუ! -მადლობა -მარგალური ნანა? -დიახ -ლიდია , აცადე .,ამოასუნთქე .სულ შენ არ გეყოლება? -მოდით მოდით შემოდით .-უცებ ნინა გაჩნდა ოთახში. -სად დამტოვეთ ,თქვე არანორმალურებო? -რა იყო ? -ჩაეცინა სანდრას -დაცვასთან ,,მინი სე*სი" მქონდა.-შეუღრინა გოგომ, იქ მდგარმა ლევანმა თავი უკან გადახარა და გადაიხარხარა -შენ რა გაცინებს? წამოვიდა ახლა ჩემი სათუთი ფეხი, კუჭის თავში-გაცხარდა ნინა -მე ლევანი ვარ -თუ გინდა ჯემალი იყავი, მერე მე რა! -რა სიუხეშეა! -არა, ეს რომელმა თქვენთაგანმა დაპატიჟა-დათასკენ შებრუნდა გოგო -ასეთი ხალხის მოწვევა იდიოტიზმია! ჩემი ბიჭი , შენ იცი ადამიანს კბილები რატომ აქვს? -საღეჭად-გულწრფელი ფასუხი გაცა ლევანმა -ა , უყურე ! მარტო ჭამაზე და მუცელის ამოვსებაზე რო ფიქრობ , ზოგჯერ, მაგ ენას ეგ 32 ქათქათა კბილი უნდა დააჭირო. -საერთოდ ,შენ ვინ მოგიწვია?-ინტერესით იკითხა ლევანმა -მე ,რძლის საუკეთესო მეგობარი ვარ - გაიჯგიმა გოგო -ჰოო? მე სიძის ძმა ვარ-გაეღიმა ლევანს , ნინამაც ირონიული ღიმილით უპასუხა. -სასმელი საითაა? -იქეთ -თითით ანიშნა ლევამმა -შორსააა, მომეცი ეგ შამპანიური-ხელიდან ჭიქა გამოგლიჯა გოგომ და სწრაფად მიიყუდა ტუჩზე. -მოდი გაკოცო , შევრიგდეთ-ლევანმა ლოყა მიუშვირა. -საყვარელი ქალია. -ჩაულაპარაკა დათას ,სანდრამ ბებიაზე. -გადაგრევს -ჩაეცინა ბიჭს -ამათ ვის ვხედაავ. -წამოხტა აჩი -ჩემი საამაყო ძმის შვილი. რა გოგო მოტაცე ბიჭო მეგრელებს! აფსუს .-ღიპ გადმოვარდნილმა 60 წლამდე მამაკაცმა ხელები გაშალა და ყურებამდე გადაჭიმული ღიმილით გადაეხვია.-მერე ატყდა გაცნობა , გადაკოცნა . ლუკა და სალომეა რომ მოუახლოვდნენ დათა დაიძაბა -გილოცავ ! - უნდოდა რაღაც მწარე ეთქვა , უნდოდა ლუკასთვისაც გული ეტკინა. როგორც მან ჩაიდინა მაგრამ მისდა გასაკვირად უჩვეულო სიტყვები აღმოხდა. თითქოს ამ სიტყვებმა ან იშნა შენ ისინი არ გძულსო. -მადლობა ძმა! -დათას საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, ახლა ამ წყვილზე მეტად მისი თავი შეძულდა . ახლა თავის თავზე ახრჩობდა ბოღმა, რომ ისინი არ სძულდა , რომ მათ რატომღაც იტანდა. -გილოცავთ -ცინიკურად ჩაილაპარაკა სალომეამ -შვილო დათა-დაიწყო ნატომ - შენ მოწყდი ამ სამყაროს, მაგრამ ლუკამაც მოიყვანა ცოლი. -ვიცი დედა ,მივხვდი -ნაძალადევად გაიღიმა დათამ . მაგრამ ამ ყველაფერს ისე ბუნებრივად აკეთებდა, რომ თვით სალომეაც კი ვერ მიხვდა ყველაფერს. დათას ტკიოდა , მთელი არსებით ტკიოდა ტყუილი მეგობრობა, რა იცოდა რას გრძნობდა ლუკა? ლუკაც ხომ კაცი იყო? მაგრამ დათას მაინც აწუხებდა ტყუილი სიყვარული ამ ორ ადამიანთან . მაგრამ რატომღაც ორივე ებრალებოდა, ებრალებოდა ისე როგორც არავინ . ახლა არავინ ყავდა , არავინ ყავდა სანდრას გარდა, ისიც არავინ იყო მისთვის. დათამ გამოცალა ჯერ ერთი ჭიქა , მერე მეორე, მესამე ....მეოთხე.. მეხუთე . ირგვლივ ყველაფერი ირწეოდა. თავაზიანად პასუხობდა უცნობი თუ ნაცნობი ადამიანების კითხვებს. მაგრამ არცერთი კითხვა არ აინტერესებდა . სიმღერა რომ ჩაირთო სალომეა საცეკვაოდ გავიდა , დათას ზურგით აეტუზა. ნელი მოძრაობითა და საჯდომის ქნევით დათას ყურადღების მიქცევა ცადა. გამოუვიდა კიდეც, დათას მწარედ გაეღიმა ,,როგორ მოიქცი, კიდევ როგორ იქცევი? ეჰ, სასაცილოა ! თან როგორი სულდამბლობაა, გავიგე , ერთი გავიგე ,რომ მარადიული არაფერი არსებობს; არც სიყვარული , არც მეგობრობა , არც სიცოცხლე ! ახლა გავიგე, რომ ქალს არ უნდა ვენდო. არადა როგორ მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ , მაგრამ უფრო მეცოდები, არა !შენ არა ლუკა მეცოდება შენს ხელში. ქალი ეშმაკისაა! ეშმაკის ! სად არის ჩემი საცოლე? ისიც ისეთივეა როგორც ყიველივე ! მატყუარა და ორგული" -დათა, რა კარგი ცოლი გყავს -დამტვრეული ინგლისურითა და ესპანური აქცენტით გამოელაპარაკა ხორხე. -საოცრად განათლებულია! საოცარი ქალია, თავისუფლად შეუძლია ილაპარაკოს ყველა თემაზე ისე რომ სიტყვების...სიტყვების...-კაცმა ვეღარ გაიხსენა საჭირო სიტყვა, რადგან ინგლისური კარგად არ იცოდა . -მარაგი... - ,,მარაგი , მაგრამ შენ რანაირად გაგაგებინა ინგლისურად?" გაიფიქრა ბიჭმა -შესანიშნავად ლაპარაკობს ესპანურად-დათას გაუკვირდა -იცოდი? ...რა სულელი ვარ რათქმაუნდა გეცოდინებოდა. ის თუ იცი თურმე ესპანელი მწერლები რომ ყვარებია? -დათამ ხელოვნურად გაიღიმა , დაინახა, თავისი ცოლი როგორ ეცეკვებოდა მირიან ჩოხელს... ჩოხელი აშკარად მთელი საღამოა ეფლირტავებოდა სანდრას და ახლა ცეკვაც მოუნდა. -უკაცრავად -ისევ ხელივნური ღიმილი და კაცს მოშორდა. მოცეკვავე წყვილს მიუახლოვდა. -ჩემს ცოლთან მინდა ცეკვა - მტკიცე, უკმეხი ხმით უთხრა მირიანს . მირიანმა გოგოს მადლობა გადაუხადა და იქედან გაეცალა.დათამ ერთი ხელი თეძოზე მოხვია , მეორე სანდრას თითებში გადახლართა . საჭიროზე ახლოს მიიზიდა , ტუჩები სახესთან ახლოს მიუტანა: ისე ახლოს, რომ სანდრა მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა და გაწითლდა. რიტმს მალევე აყვნენ. -რა უნდა იმ მუტრუკს შენაგნ? -ვის? -თავი გაისულელა სანდრამ -ვითომ არ იცი ! -მირიანს? უბრალოდ მეგობარია. -მეგობრები ერთ დღეში ვერ ხდებიან . -შეუსწორა დათამ. -მთელი დღე თვალს არ გაშორებს, გეფლირტავება, ახლა ცეკვაც მოუნდა.. -ახლა არ თქვა ვეჭვიანობო -სარკასტულად ჩაეღიმა სანდრას -არ მომწონს! -რატომ? -ხალხი იჭორავებს. -ჰო, ხალხის ,,ძალა" დამავიწყდა. -თავი მხარზე დამადე .-ახლა მიხვდნენ, რომ სიმღერა უკვე დამთავრებულიყო და არაფრის ფონზე ამოძრავებდნენ სხეულს. ხალხი მიშტერებოდა .და ერთმანეთში ცვლიდნენ ფრაზებს ,,რა საყვარლები არიან" ,,დათა კარგი ბიჭია" ,,უხდებიან ერთმანეთს " ,,როგორი ლამაზია სანდრა" ,,როგორ უყვართ ერთმანეთი" -ღმერთო , რა სირცხვილია.-ჩაიბურტყუნა სანდრამ, დათას გაეღიმა -კოცნა ! -ვიღაცამ იყვირა და აყვა ხალხიც . რამოდენიმე წამში გამაყრუებელი ხმაური ისმოდა . ყველა ერთიდა იგივეს გაიძახოდა ,,კოცნა" -წინააღმდეგი ხომ არ ხარ-სანდრამ არაფერი უპასუხა, ან რა ეთქვა ? არც თვითონ იცოდა რა უნდოდა -დუმილი თანხმობის ნიშანია ! -გამარჯვებული სახით ჩაილაპარაკა დათამ და სანდრას ტუჩებს წვდა. აცახცახებული ხელები სახეზე შემოაჭდო და მთელი ვნებით კოცნიდა. ამ კოცნაში ჩააქსოვა ზიზღი, შური, ტანჯვა , სიამაყე, სითამამე და ის უცნაური გრძნობა რასაც ახლა სანდრას მიმართ გრძნობდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.