შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 5)


6-08-2017, 23:38
ავტორი ადელაინი
ნანახია 4 204

-იმედია ტექსტი კარგად დაიზეპირე-მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა ჯაყელმა ქმარს და ხელკავი გამოსდო-ვიმედოვნებ აბაშიძე წინასწარ არ გაგიფრთხილებია,თორემ მწარედ განანებ-უდარდელად აიჩეჩა მხრები და ცალი ხელით ჩააფრინდა გრძელი შავი კაბის ბოლოს,მიწაზე რომ ეფინა და სიარულში უშლიდა ხელს
-დამსჯი?-ირონიულად შენიშნა რატიმ და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა ქალი
-იქნებ...-ცალყბად ჩაიცინა,თვალები ბოროტად აუელდა
-ნუ გეშინია,ამჯერად აღარ გიღალატებ-ნუცა წამით შეტოკდა,იმდენად გულწრფელი ეჩვენა ბიჭი,მისი სევდიანი და ხავერდოვანი ხმა,მაგრამ გაახსენდა ძველი რატი,იგი არაჩვეულებრივი მსახიობი გახლდათ,ეს მრავალჯერ დაამტკიცა
-ჩვეულებრივი მანიპულატორი ხარ-ზიზღით დაბრიცა ტუჩები და წამსვე როცა მათკენ წამოსული ჟურნალისტების მთელი ამალა დაინახა,ყალბი ღიმილი აიკრო სახეზე.


****
ეფექტური იყო წყვილის გამოჩენა უზარმაზარ დარბაზში,სადაც ყველა ცნობილ და გავლენიან პიროვნებას მოეყარა თავი.კმაყოფილების ზენიტს განიცდიდა ნუცა სტუმრებს შორის,როცა ძველებურად ლამაზ,მაგრამ გაფითრებულ ნინო აბაშიძეს მოჰკრა თვალი,გოგონა შამპანიურის ჭიქას ნერვიულად ათამაშებდა ხელში,სივრცეს მიშტერებოდა,თითქოს ფიქრებში დაკარგული დაჟინებით ცდილობდა რაღაცის გახსენებას.
მწუხარებას განიცდიდა რატი,ისეთი ახლობელი იყო ნინო მისთვის,მისი სულის,გულის ნაწილი,მთელი მისი ცხოვრება,ბავშვობა და მოგონება,იცოდა ტკენდა აბაშიძეს მათი ართად დანახვა,მაგრამ სხვაგვარად არ შეეძლო,უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდა.
ხალხს შეერია წყვილი,ესალმებოდნენ მათთვის ნაცნობნი,ზოგიც უცნობი,მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებდათ,ყველანი რატი ბაბლუანის სტუმრები გახლდათ და არავის გაკვირვებია როცა ახალგაზრდა ბიზნესმენმა სიტყვა ითხოვა,ხალხს გამოეყო და აუღელვებლად,ხავერდოვანი ხმით დაიწყო
-დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის,დიდი პატივია ჩემთვის!ძალიან გამახარეთ,არ მინდოდა თქვენი შეწუხება,ვიცი ჩვენთვის,ყოველი აქ მყოფისთვის "დრო ფულია"-ჩაახველა,ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და მასთან ახლოს მდგომ ჯაყელს ხელით ანიშნა აქ მოდიო-მაგრამ მინდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი გახაროთ,როგორც ვიცი ყველა აქ მყოფი იცნობთ ნუცა ჯაყელს,ჩემს ცოლს!-გაოცების,გაკვირვების გამომხატველი ბგერები გაჟღერდა დარბაზში,წყვილს მზერა კი აბაშიძისკენ იყო მიმართული,რომელსაც თვალები ჩაწითლებოდა,კისერთან ძარღვები დაბერვოდა ,მრისხანებას აფრქვევდა ,ხმაურიანად დაახეთქა ჭიქა იქვე მდგარ მაგიდაზე,ზიზღნარევი მზერა სტყორცნა ერთად მდგომ წყვილს, და სწრაფად გავარდა გარეთ.კმაყოფილება იგრძნო ნუცამ,ემოციით აივსო ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,აბაშიძე-ბაბლუანის დასასრულის დასაწყისი.
-ვიცი გაგიკვირდათ, მაგრამ ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი, ახლა უკვე ცოლ-ქმარი ვართ, შესაბამისად ჩვენი ფირმები ერთიანდება,დღეიდან გაერთიანებული ძალებით შევუდგებით საქმეს-სიყვარულით სავსე მზერა მიაპყრო ჯაყელს და ათობით ადამიანში მხოლოდ ნუცამ ამოიკითხა მამაკაცის თვალებში უსაზღვრო ირონია.



*****
მოშიშვლებულ ზურგზე,თითის შეხება იგრძნო,გააჟრჟოლა,თვალები დახუჭა,თვალზე მომდგარ ცრემლს გასაქანი არ მისცა
-როგორი მსახიობი ვარ?-ხავერდოვანი,ოდნავ ხრინწლიანი ხმით,ყურთან უჩურჩულა კაცმა
-შენს პროფესიონალიზმში ეჭვი არც აქამდე მეპარებოდა-ირონიულად ჩაიბურტყუნა, ისე რომ მამაკაცისკენ არც კი მობრუნებულა
-კმაყოფილი ხარ?-ნუცა გველნაკბენივით შეხტა,თითქოს გამოფხიზლდა,გონს მოეგო,კმაყოფილი იყო?ვერ ხვდებოდა,ამ დღეზე დიდი ხანი ოცნებობდა,მაგრამ მეტად სასიამოვნო წარმოედგინა,ნამდვილად ესიამოვნა აბაშიძის განადგურებული სახის დანახვა,მაგრამ მეტს მოელოდა,ეგონა სიამოვნების ზენიტს განიცდიდა,მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა,რაღაც არასაკმარისი იყო მისთვის
-არ ვიცი-ძლივს ამოიოხრა და ჩამუქებულ თვალებში ჩააშტერდა რატის
-რატომ?ტექსტი არ მოგეწონა?-გულრწფელი გაოცება გამოხატვოდა სახეზე
-ეგ არაფერ შუაშუა,აკი გითხარი არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ,თანდაყოლილია ეგ ნიჭი-ცალყბად ჩაიღიმა
-აბა მეტყვი რა ჯანდაბა ხდება?- კბილებში გამოსცრა
-რატომ დათანხმდი ჩემს შემოთავაზებას? ცოლად რატომ მომიყვანე?
-შენც ხომ ეს გინდოდა?-გაღიზიანება დაეტყო ხმაში ბაბლუანს
-მინდოდა-მორჩილი ბავშვივით დაუქნია თავი-მაგრამ შენ რატომ გააკეთე ეს?ნუთუ შენი ბიზნესი მეტად მნიშვნელოვანია ვიდრე შენი ბავშვობის სიყვარული?მის გამო ცხოვრება დამინგრიე,ახლა კი ფულში გაცვალე?-ვერც კი შეამჩნია როგორ გადავიდა ყვირილზე,აღელვება იგრძნო,მრისხანება ახრჩობდა,სისხლი უდუღდა-თუ ასეთი მნიშვნელოვანი არ იყო შენთვის,რატომ,რატომ რატი,მე რატომ მომექეცი ასე?-უკვე ბუტბუტებდა,თვალებში დაჟინებით ჩაშტერებოდა კაცს,თითქოს იქ ეძებდა პასუხებს,კითხვებზე რომლებიც ასე აწუხებდა
--ამას არ აქვს მნიშვნელობა,მე ახლა შენს მხარეს ვარ,ვეცდები გამოვასწორო,ამ ცხოვრებაში და თუ არ გამომივა,იქ მაინც გიპოვი-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა,სასოწარკვეთის შენიღბვას უფრო გავდა ეს ღიმილი,ვიდრე გულწრფელს,ნამდვილს-სახლში წავიდეთ-ამოილუღლუღა ნირწამხდარმა,არ იცოდა რა ეთქვა,დაბრუნების შემდეგ პირველად დაინახა გოგონას თვალებში ტკივილი,ძველი ნუცას გადმონაშთი და კიდევ ერთხელ მოუკვდა გული,კიდევ ერთხელ შეზიზღდა საკუთარი ყოფა
-მერე სტუმრები?-გულუბრყვილოდ მოავლო თვალი მინის იქეთ,მხიარულად მოფუსფუსე საზოგადოებას
-მოსწყინდებათ და წავლენ,წამოდი ჩუმად გავიპაროთ.




*****
სახლის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა წამსვე გაიძრო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შვებით ამოისუნთქა,ხმაურით ჩაეშვა სავარძელში და ფეხები აიკეცა
-ახლა რა მოხდება?- ფინჯანით ხელში მიუახლოვდა ბაბლუანი,ყავით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადო და გოგონას წინ, სავარძელში არხეინად ჩაესვენა
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი
-რატომ არ მენდობი?-ირონიულმა ნოტებმა გაიჟღერა რატის ხმაში
-უნდა გენდო?-არც ნუცამ დაიშურა ირონია და გამომცდელად მიაჩერდა
-შეგიძლია მენდო-ხმადაბლა,მაგრამ გარკვევით წარმოსთქვა და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში
-ვერავითარი ძალა მაიძულებს გენდო,ეს იგივეა დატენილი იარაღი გამოგიწოდო და უფლება მოგცე მესროლო,იგივე შეცდომებს მხოლოდ სულელები უშვებენ რატი-ორაზროვნად შენიშნა და ფინჯანს წვდა
-შეწყვიტე!მე აღარ ვარ სკოლის მოსწავლე ნუცა!ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა-ხმის დამორჩილებას ცდილობდა,რომ არ ეყვირა,არ გაეღიზიანებინა გოგონა
-შენ ისევ ისეთი ხარ რატი,მაშინ ექვსი წლის წინ მე გამწირე,ახლა?ახლა რა შეიცვალა?ახლა ნინოს ტკენ გულს,სიტუაციას როგორც აწყობს ისე იქცევი,შენ როგორც გაწყობს....-რატის თავზარი დაეცა,ვერ ხვდებოდა რამ გააღიზიანა,ნუცას ცილისწამებამ თუ იმან, რომ გოგონა სავსებით მართალი იყო,გააცოფა მისმა სიტყვებმა,სიბრაზემ დააბრმავა,გიჟივით წამოფრინდა სავარძლიდან,წამში გოგონასთან გაჩნდა,მაჯაში ძლიერად ჩაავლო ხელები და წამოაყენა,მრისხანედ ჩაშტერდა ერთ დროს "სიყვარულისფერ" თვალებში,რომელშიც ახლა მხოლოდ სიცარიელე დაბუდებულიყო და კბილებში გამოსცრა,თანაც ისე რომ გოგონასთვის ხელი წამითაც არ შეუშვია
-მართალი ხარ,შევცდი,უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები,ნინოს ვერ ვუღალატებ,პირველად შენ გაგწირე,ახლაც შენ იქნები მსხვერპლი,ყველაზე წმინდას გეფიცები,არ დაგინდობ,მხოლოდ კი არ მოვიგერიებ შენს დარტყმებს,საპასუხო იერიშსაც ელოდე ნუციკო-სწრაფად შეუშვა ხელი,გოგონას ჰარში გაშეშებული ხელი სწრაფად,მოწყვეტიდ დაეშვა ძირს-და დამიჯერე თმა ხვეული უფრო გიხდება-მიაძახა უკვე კარებთან მისულმა,თითქოს ეს ესაა, განადგურებას არ დაპირებოდა გოგონას,შემდეგ კი კარეებში გაუჩინარდა,კიდევ დიდხანს მიშტერებოდა ნუცა ცარიელ სივრცეს,იქ სადაც რამდენიმე წამის წინ რატი ბაბლუანი იდგა და ამაოდ ცდილობდა იმის გაანალიზებას,თუ რის გაკეთებას აპირებდა მისი საყვარელი მეუღლე.
ეს ომის გამოცხადებას გავდა,რატიმ გააფრთხილა რომ სათანადო მეტოქე იქნებოდა,რომ გულ-ხელდაკრეფილი არ დაელოდებოდა დარტყმებს,რომ ნუცა მზად უნდა ყოფილიყო,და გოგონას გონებაში ამოუტივტივდა მამაკაცის სიტყვები "ვითამაშოთ,წესების გარეშე,სიყვარულამდე"
და თითქოს გონება გაუნათდა,დასჯის მეთოდები უნდა შეეცვალა,ბაბლუანის წესებით უნდა ეთამაშა,ისე უნდა მოქცეოდა,როგორც მამაკაცი მოექცა ერთ დროს,თავს შეაყვარებდა,ამჯერად ნამდვილად გამოუვიდოდა,კმაყოფილი ღიმილი გამოეხატა სახეზე და ღიღინით აუყვა კიბეს მეორე სართულისკენ.



********
-ვერ ვიჯერებ ნინჩო,როგორ თუ მისი ცოლია?-ხმაურით გადაყლაპა ნერწყვი ლიკამ და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა დაქალს
-რას ვერ იჯერებ გოგო!ხომ გითხარი,საქვეყნოდ განაცხადა ჩემი ცოლიაო?გესმის?როდის მოასწრო?ანუ რა გამოდის როცა ჩემთან იყო,ჩუმად ეკონტაქტებოდა იმ მათხოვარს?-თვალებს აკვესებდა აბაშიძე,თითებს იკვნეტდა და ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში
-იქნებ ისე არ არის ყველაფერი როგორც ერთი შეხედვით ჩანს?იქნებ რაღაც ისეთი ხდება,რაც არ ვიცით,უცნაურად არ გეჩვენებათ?ბრუნდება ის ხუჭუჭა და ეგრევე ცოლად მოჰყავს?თან შენ არაფერს გეუბნება იმასაც კი რომ აღარ უყვარხარ?-საუბარში ნიკა ჩაერთო და ჩაფიქრებულმა თმაზე ნერვიულად გადაისვა ხელი
-რატომ მოეთრია ამდენი წლის შემდეგ?ან ჩვენს ცხოვრებაში ისევ როგორ ჩაყო ცხვირი!საცოდავი,არადა რა თავდაჯერებული ჩანდა,დედოფალი ეგონა თავი-გამოსცრა კბილებში ნინომ,ისე რომ წამითაც არ შეუწყვიტავს,წინ და უკან სიარული
-ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყება?-გაეღიმა ნიკას
-ისევ ჩვენ ერთად,ის კი მარტოა,დარწმუნებული ვარ რატიც ჩვენკენაა,აბა სხვაგვარად იმ მათხოვარს როგორ მოიყვანდა ?-კმაყოფილმა გადაიხარხარა ლიკამ და წამსვე გაჩუმდა აბაშიძის მრისხანე მზერას რომ გადააწყდა-ამჯერადაც გავიმარჯვებთ-დააყოლა დარწმუნებით და ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მეგობრებს



№1  offline წევრი elenee))))

ძააალიან კარგია <3 მომწონს ეს ამბები <3 ველოდები შემდეგს <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოხ ეს საზიზღარი "სამეგობრო" ამასაც თუ სამეგობრო ქვია ფუუ.
იმედია რატი ვერ მოუგებს ნუციკოს და ჩვენი ნუცა ღირსეულად გაუწევს მეტოქეობას.
მალე დადე.
"ვითამაშოთ,წესების გარეშე,სიყვარულამდე" ეს წინადადება ჩემი ფავორიტია.

 


№3 სტუმარი Nini

MAGARIA Dzaan male dade gtxov warmatebibi da tavebi gazardee

 


№4 სტუმარი Guest megi

Dzaaan magaria male dade ra

 


№5 სტუმარი nia

ძალიან მომწონს ეს ისტორია ჯერ-ჯერობით. იმედია სამეგობროს მორიგი გამარჯვებით არ გამიცრუვდება ისტორიისადმი იმედები. რატიზე დიდ იმედებს ვამყარებ და ძალიან ბანძი სიტუაცია იქნება თუკი რატი ზურგსუკან ისევ ნინოსთან იქნება და მეგობრებთან ერთად მეორედ გაანადგურებს ნუცას. არ მემეტება ეს საწყალი გოგო ხელახალი ტკივილისთვის და არც ის მომწონს ეს გველი ნინო ასე ბევრს რომ ნიშნავს რატისთვის და ასე რომ დარდობს მის ტკივილს, რატომღაც წინა თავებში მეგონა რატის უყვარდა ნუცა და მხოლოდ ამ თამაშით არ შეაყვარებდა მას ნუცა თავს. ძალიან მინდა პირადად რატისგან მოვისმინო ღირსეული პასუხი ნინოსთან ნუცაზე, უნდა მიახვედრო ეს ბიჭი რომ ნინო სულაც არაა ანგელოზი და ნამდვილი გველია!
ნუცა და რატი მინდა ერთად <3

 


№6  offline წევრი ადელაინი

elenee))))
ძააალიან კარგია <3 მომწონს ეს ამბები <3 ველოდები შემდეგს <3

Madlobaaa <3

ანი ანი
ოხ ეს საზიზღარი "სამეგობრო" ამასაც თუ სამეგობრო ქვია ფუუ.
იმედია რატი ვერ მოუგებს ნუციკოს და ჩვენი ნუცა ღირსეულად გაუწევს მეტოქეობას.
მალე დადე.
"ვითამაშოთ,წესების გარეშე,სიყვარულამდე" ეს წინადადება ჩემი ფავორიტია.

Chemi favoriticaaa damijere:d vnaxot vin moigebs,vin uket itamashebs wesebis gareshe

Nini
MAGARIA Dzaan male dade gtxov warmatebibi da tavebi gazardee
dzalian vecdebi dzalian madloba<3

Guest megi
Dzaaan magaria male dade ra

Madlobaaaa chemo sayvarelo maxareb

nia
ძალიან მომწონს ეს ისტორია ჯერ-ჯერობით. იმედია სამეგობროს მორიგი გამარჯვებით არ გამიცრუვდება ისტორიისადმი იმედები. რატიზე დიდ იმედებს ვამყარებ და ძალიან ბანძი სიტუაცია იქნება თუკი რატი ზურგსუკან ისევ ნინოსთან იქნება და მეგობრებთან ერთად მეორედ გაანადგურებს ნუცას. არ მემეტება ეს საწყალი გოგო ხელახალი ტკივილისთვის და არც ის მომწონს ეს გველი ნინო ასე ბევრს რომ ნიშნავს რატისთვის და ასე რომ დარდობს მის ტკივილს, რატომღაც წინა თავებში მეგონა რატის უყვარდა ნუცა და მხოლოდ ამ თამაშით არ შეაყვარებდა მას ნუცა თავს. ძალიან მინდა პირადად რატისგან მოვისმინო ღირსეული პასუხი ნინოსთან ნუცაზე, უნდა მიახვედრო ეს ბიჭი რომ ნინო სულაც არაა ანგელოზი და ნამდვილი გველია!
ნუცა და რატი მინდა ერთად <3

Vaime martlac sazizgari "sastavia":dddd vnaxot,davelodot movlenata ganvitarebas<3

 


№7 სტუმარი Guest მარიამი

ჰმ... ინტრიგის სუნი მცემს... საკმაოდ მადისამღძვრელი ინტრიგის.
წარმატებები!!

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ამ რატის ვერაფერი გავუგე, ვერ ვხვდები საერთოდ რა ტიპია, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან მინდს რომ ნუცას არაფერი დაემართოს ამ თავისი გულის პრობლემების გამო, წარმატებები და ველოდებიი ახალ თავსსს დიდიი ინტერესით <3

 


№9 სტუმარი Shore shore

uhu moindomes chemi gogos damarcxeba ver mivartvi gaimarjvebs bavshvi .:) uh ar avcancaedi amxela kali :) zaan gemrieli da kargi iko zalian tkbilo da tbilo veli shemdegs

 


№10  offline წევრი ადელაინი

Guest მარიამი
ჰმ... ინტრიგის სუნი მცემს... საკმაოდ მადისამღძვრელი ინტრიგის.
წარმატებები!!

Madlobaa,imedia molodins gagimartleb

ablabudaa
ამ რატის ვერაფერი გავუგე, ვერ ვხვდები საერთოდ რა ტიპია, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან მინდს რომ ნუცას არაფერი დაემართოს ამ თავისი გულის პრობლემების გამო, წარმატებები და ველოდებიი ახალ თავსსს დიდიი ინტერესით <3

Verc me gavuge :D namdvili idiotia vgoneb

Shore shore
uhu moindomes chemi gogos damarcxeba ver mivartvi gaimarjvebs bavshvi .:) uh ar avcancaedi amxela kali :) zaan gemrieli da kargi iko zalian tkbilo da tbilo veli shemdegs

Vaine shore vgijdebi shenze,chemi stimuli xar mokled <3

 


№11 სტუმარი Guest Lika

Shenogevle rigor velidebi shenxoarici mtashi var internetis Gare she ushuqobashi damainc Shem gelodebi miyvarxarooo veli shendegs

 


№12  offline წევრი mariam m.k

მგონი უკვე შემიყვარდი heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent