შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური პატარძალი -თავიIV-


7-08-2017, 07:58
ნანახია 4 683

ირაკლი 5 წლის იყო როდესაც მამამისი ნინას დედაზე, ელენეზე დაქორწილდა. გია (ირაკლისა და ნინას მამა) ყოველთვის კარგად მექცეოდა, არასოდეს მიგრძვნია მისგან ის რომ ზედმეტი ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ დღეები დავრჩენილვარ ნინასთან. რაც შეეხება ელენეს, იგი ყოველთვის უხასიათოდ დადიოდა, სულ ცხვირი ჰქონდა აბზუებული და ფანჯარაში გადაყუდებული ყოველ მეორე გამვლელეს ლანძღავდა. ზოგი ბ*ზი იყო, ზოგი მამიკოს გოგო, ზოგი ქურდი, ზოგიც ყაჩაღი. ელენეს არც ირაკლი უყვარდა. როგორც კი ირაკლი და ელენე ერთსა და იმავე ოთახში აღმოჩნდებოდნენ მაშინვე დაძაბულობა იგრძნობოდა. მე და ნინა მყისიერად ვჩუმდებოდით ან შეუმჩნევლად გავდიოდით სხვა ოთახში.
ირაკლის დედა, მაკა ნინას დაბადებისთანავე წასულა საბერძნეთში, მას მერე არც ჩამოსულა და როგორც ნინა ამბობდა არც აპირებდა. ირაკლი 17 წლამდე ბებიასთან ცხოვრობდა. 14 წლიდან ფიზიკურად მუშაობდა და ავადმყოფ ბებოს უვლიდა. რა თქმა უნდა მაკაც ეხმარებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ირაკლიმ სკოლას თავი დაანება. თუმცა გაუნათელებელი ადამიანის შთაბეჭდილებას არასოდეს ტოვებდა. პირიქით, უამრავჯერ დამინახავს როგორ ჩაეყო ცხვირი წიგნში და ისე გადაშვებულიყო სხვა სამყაროში რომ დედამიწა რომ აფეთქბულიყო ვერაფერსაც ვერ გაიგებდა. ბევრჯერ შემიშლია მისთვის ხელი. წიგნს წავართმევდი ხოლმე და ელვის სისწრაფით მოვკურცხლავდი. დამეწეოდა, გამომგლეჯდა წიგნს და თითის ქნევით დამემუქრებოდა არ შეგარჩენო. სიტყვას ყოველთვის ასრულებდა. ერთხელ როდესაც წინა საღამოს ნინასთან დავრჩი, ჩეულებრისამებრ გამოვგლიჯე წიგნი ხელიდან მთელი სახლი შემოვარბენინე. მანაც ტრადიციულად დამიქნია თითი. მეორე დილით სკოლაში ლამის გაოფლილი მივიედი, მხოლოდ ზარის დარეკვის შემდეგ აღმოვაჩინე რომ ჩემს ზურგჩანთაში წიგნებთან ერთად მოზრდილი ქვებიც ელაგა…
ვერ ვიტყვი რომ მე და ნინას ცხოვრებას გვიმწარებდა, რაღაც მხრივ გვართობდა კიდეც თავისი მხიარული გამოხდომებით, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტიც მოდიოდა. თუმცა, რომ არა ირაკლი იმ 4 წელის მოგონებები უბრალოდ სკოლის მოსაწყენ წლებთან იქნებოდა ასოცირებული.
ირაკლის პირველად რომ შევხვდი მე_6 კლასში ვიყავი. მე 12 წლის ვიყავი, ის კი 18ის. აქედან გამომდინარე არცერთს გაგვჩენია ერთმანეთის მიმართ სიმპათია. ისე მექცეოდა როგორც ნინას, და ისე ვექცეოდი როგორც ნინა ექცეოდა მას.

მეჯლისის დღეც ნათლად მახსოვს. მე და ნინა ლამის გადავყევით კაბების ძებნას და შემდეგ შესაფერისი ნიღბების საკუთარი ხელით შექმნას. 15 წლისები ვიყავით და ჩვენთვის ახალ სამყაროში ვინაცვლებდით, სადაც თამაში მეორე ხარისხოვანი ხდებოდა და გაპრანჭვა უფრო მნიშვნელოვანი. უკვე ბიჭების ყურადღებასაც ვიქცევდით და არც თაყვანისმცემლები გვაკლდა. თუმცა უბრალოდ გართობის მიზნით გვიზიდავდნენ ბიჭები და კატეგორიულად უარს ვამობდით სერიოზულ ურთიერთობებზე. ფლირტი საკმარისი იყო ჩვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად.
სწორედ ერთ-ერთი იმ სიმპათიურ ბიჭთაგანი იყო ლუკა, რომლის ყურადღებაც პირველი დანახვისთანავე მივიპყრე. ლუკა იმ წელს გადმოვიდა ჩვენს კლასში და პირველივე დღიდან მოგვწონდა ერთმანეთი. მართალია ამას ხმამაღლა არცერთი ვამბობდით, მაგრამ მთელი კლასი ჩვენზე “ჭორაობდა”. მოკლედ, ყველამ ყველაფერი იცოდა, და მაინც ერთმანეთს არაფერს ვუმხელდით.
დეკემბრის ბოლო იყო არდადეგები ახალი დაწყებული იყო. მეჯლისი ნინას ახალ სახლში გაიმართა. უზარმაზარი ეზო საახალწლო ნათურებით მოვრთეთ და მოგრძო მაგიდაზე წვენები, ჩიფსები და სენდვიჩები დავაწყვეთ. მართალია ჩაცმულობა საერთოდ აცდენილი იყო საღამოს თემას, მაგრამ რომელი 15 წლის გოგო წავიდოდა მეჯლისზე მაკიაჟის, დასწორებული თმის, მოკლე კაბის და მაღალქუსლიანების გარეშე?
ირაკლი როგორც ვიცოდით გუდაურში იყო ძმაკაცებთან ერთად, 31 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა და ტრადიციულად ერთი კვირით ადრე გადაიკარგა.
მეჯლისი 6ზე იწყებოდა. 6_ს აკლდა 10 წუთი მესიჯი რომ მომივდა.
“დღეს მინდა რაღაც გითხრა”_ლუკასგან იყო. გულმა ხტუნვა დაიწყო და შემდგე სხეულიც აყვა. ასე ხტუნავ-ხტუნავით მივვარდი ნინასთან და ტელეფონი სახეში მივანათე.
_გეტყვის რო უყვარხარ._გაეცინა და დინამიკი შემოდგა მაგიდაზე.
_მერე?_ლამის ცაში დავფრინავდი სიხარულისგან.
_რა მერე? შენ ხო არ გიყვარს?_არ გამოუხედავს ჩემთვის.
_არა, მაგრამ ხომ შეიძლება შემიყვარდეს.
_მომავალში რა იქნება არავინ იცის, ასე რომ დაშოშმინდი. იმედია იმდენად არ აჟიტირდები რომ უნებურად წამოგცდეს მეც მიყვარხარო.
_ოოოო…_ჩავიქნიე ხელი._მოკლედ ბადალი არ გყავს ხასიათის გაფუჭებაში._მხრებჩამოყრილი შევედი სახლში.
კარზე პირველი სტუმრის ზარი გაისმა. ქუსლიანი ფეხსაცმლის ბაკუნით მივვარდი კარს და სწრაფად გამოვაღე.
_ლუკა?_სახეზე იდიოტური ღიმილი ამეფარა როდესაც მის მოციმციმე ცისფერ თვალებს გადავაწყდი.
_რა სიწყნარეა?_ღიმილით შეათვალიერა სახლი._პირველი ვარ?
_ჰო…_ვუთხარი და ვანიშნე შემოსულიყო._მასკა?_შევიცხადე.
_აუ, მე მგონა კაიფობდით.
_რა თქმა უნდა არა!_გაგიჟებული თვალებით გავხედე._კიდევ კარგი ნინას ყოველთვის მზად აქვს გეგმა “ბე”._ჩავიცინე და მისაღებში გავედი.
ნინამ წინასწარ დაამზადა შავი და ვარდიფერი მასკები, ყოველი შემთხვევისთვის ვინმე უმასკოდ თუ მოვიდოდა. თუმცა ლუკას გარდა ეს არავის “გაუბედავს”. შავი მასკა მივაწოდე, შემდეგ მივასწავლე თუ სად იყო ეზო და ვუთხარი რომ იქ დაველოდებოდი.
ლუკა თავის ასაკთან შედარებით ძალიან მაღალი იყო. შავი ოდნავ ტალღოვანი თმა, თხელი, ვარდიფერი ტუჩები და უძიროდ ციფერი თვალები ჰქონდა. ირაკლისაც ასეთივე თმა, ტუჩები და თვალები ჰქონდა. სიმაღლითაც ერთი სიმაღლისა იყვნენ. ტანად ირაკლი უფრო დაკუნთული იყო, თუმცა დეკემბრის სუსხში მოკლე მკლავიანით არავინ მოსულა მეჯლისზე და შესაბამივად დაკუნთული სხეულის დემონსტრირებასაც ვერავინ მოახდენდა. ერთადერთი განსხვავება რაც ლუკასა და ირაკლის შორის იყო მათი ცხვირი იყო. ლუკას პატარა, აპრეხილი ცხვირი ჰქონდა, ირაკლის კი წაგრძელებული და კეხიანი, თუმცა მასკა ამ უკანასკნელს სხვაუბასაც საგულდაგულოდ ფარავდა. თანაც ამ ყველაფერს დამატებული ტანისამოსიც კი ერთნაირი ეცვათ, შავი შარვალი, შავი პერანგი და შავი ფეხსაცმელები.
მოკლედ იდეალური პირობები იყო იმისათვის რომ ეს ორი ერთმანეთში ამრეოდა.

როგორც ჩანს ბატონმა ირაკლიმ იმ დღეს სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. ნინას დამზადებული საგანგებო მასკა გაიკეთა და მეჯლისს შეუერთდა.
ლუკა? ლუკა მოსვლიდან 15 წუთში წასულა, დედამისი ავადმყოფობდა და იმ საღამოს სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაუყვანიათ.
მთელი საღამო მეგონა რომ ლუკას ვეპრანჭბოდი, მეგონა ლუკა მაშტერებოდა გაურკვეველი ღიმილით, მაგონა ის არ მაშორებდა თვალს როდეაც ვცეკვავდი, მეგონა მან მომვხვია ხელი წელზე და სახლის წინა ეზოში გამიყვანა.
_არ ვიცი აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი ამ ყველაფერს…_მითხრა მან, ჩემი სხეული მონდომებით შეათვალიერა და მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა.
ხმა, რა თქმა უნდა მეუცხოვა, თუმცა მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ლუკას ჩემს წელზე ჰქონდა ხელები შემოხვეული და მის სხეულზე ვყავდი აკრული. პირველად ვიყავი ასე ახლოს ბიჭთან და ერთადერთი რაზეც მაშინ ვფიქრობდი ის იყო რომ ძალიან, ძალიან მსიამოვნებდა მისი ცხელი სხეული, რომელიც დეკემბრის სუსხს აფრთხობდა.
ირაკლი ჩემსკენ დაიხარა, ცალი ხელი ჩემს თმებში შეაცურა, ცხელი ტუჩებით ტუჩის კუთხესთან ძალიან ახლოს მაკოცა, შემდეგ ისევ უკან დაიხარა და ისევ შემათვალიერა. ცისფერი თვალები სურვილისგან ჩასწითლებოდა. დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს. საშინლად მინდოდა ეკოცნა ჩემთვის, მაგრამ ემოციებისგან გახევებულს ამ სურვილის გამოხატვის უნარიც წამრთმეოდა.
მასკა მომხსნა და კიდევ უფრო დაკვირვებით შემათვალიერა.
_ძალიან ლამაზი ხარ მარიამ…_ჩახლეჩილი ხმით მითხრა.
აკანკალებული ხელები ავაცურე მის სხეულზე, სახეზე ნაზად დავუსვი და მეც მასკა მოვხსენი.
გავშრი… ენა გადავყლაპე… თავიდან მეგონა მეჩვენებათქო, მაგრამ ირაკლისეულად რომ გამიღიმა, უკვე ეჭვიც აღარ შემპარვია იმაში რომ ის იყო.
მერე უეცრად ისევ სერიოზული სახე მიიღო და ამჯერად სწრაფად დაეძგერა ჩემს ტუჩებს. მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია, მეთქვა რომ სხვა მეგონა, რომ მისი გამოწვევა არც კი მომსვლია თავში აზრად… მაგრამ მისი კოცნა იმდენად მსიამოვნებდა რომ ძალაც კი წამერთვა, მუხლებში სისუტეს ვგრძნობდი და რომ არა მისი ძლიერი მკლავები აუცილებლად წავიქცეოდი.
უნებურად თვალები დავხუჭე… ავყევი. ბოლოს მე უფრო დაჟინებით ვკოცნიდი, ვიდრე ის. ხელებს ვეღარ ვიმორჩილებდი, მის ყელზე შემომეხვია და გიჟვით ვიზიდავდი ჩემკენ.
ვიღაცის კისკისმა მომიყვანა გონს. წამიერად შევკრთდი და მოვშორდი ირაკლის სხეულს.
ირაკლის ტუჩები ასწითლებოდა, სუნთქვა კი გახშირებოდა.
სიტყვაც არ დამიძრავს ისე გავემართე სახლისაკენ.

მეორე დილით მე და ნინა სამზარეულოში ცხელ ჩაის და დედამისის მომზადებულ უგემრიელესს შოკოლადის ნამცხვარს მივირთმევდით.
ირაკლი მთქნარებით შემოვიდა სამზარეულოში და ჩემს პირდაპირ სკამზე მოთავსდა.
_დილამშვიდობის!_ჩვეულად გაიღიმა და თვალი თვალში გამიყარა.
_დიალმშვიდობის…_ჩავიბურტყუნე და თავი ნამცხვარში ჩავრგე.
_როდის მერე იღვიძებ ასე ადრე?_ირონიულად ჰკითხა ნინამ.
_დღეის მერე!_მოკლედ მოუჭრა._მიდი რა მეც მინდა ნამცხვარი და ჩაი._დაეჯღანა ნინას.
_მეგონა ძველით ახალწლამდე არ ჩამოხვიდოდი._ნინამ თვალები გადაატრიალა და ზანტად წამოდგა ფეხზე.
_ბიჭებს რაღაც საქმეები გამოუჩნდათ და მერტო ხო არ დავრჩებოდი იქ._მხრები აიჩეჩა და ნინას მიწოდებულ ნამცხვარს გემრიელად დაეწაფა._თქვენ როგორ გაერთეთ გუშინ?_ისევ მე შემომხედა.
_კარგი იყო._უპასუხა ნინამ._უბრალოდ მე და მიარიამს დღეს ბევრი საქმე გვაქვს._გაეცინა და მე გადმომხედა._თუმცა მარიამს აშკარად უღირდა გუშინდელი საღამო…
ამის გაგონებაზე ნამცხვარი გადამცდა და ხველება ამიტყდა.
_ჰოო?_გაიკვირვა ირაკლიმ.
_ჰო, პირველად აკოცა ბიჭს.
_რა?_ვიკითხე გაოცებულმა.
_ლიკამ დაგინახა შენ და ლუკა რომ გაიპარეთ წინა ეზოში.
ამჯერად ირაკლის აუტყდა ხველება.
_რა გჭირთ?_გაიკვირვა ნინამ._შოკოლადზე ახლა დაგეწყოთ ალერგია?

ერთი კვირის შემდეგ ირაკლი საბერძნეთში წავიდა….
იმ ერთი კვირის განმავლობაში კი კოცნის თემას უკან არ დავბრუნებივართ. ოსტატურად ვცდილობდი მისთვის თავი ამერიდებინა. ნინასთანაც კი არ მივსულვარ იმ ერთი კვირის მანძილზე. ხან რას ვიმიზეზებდი და ხან რას. თუმცა ნინა მოდიოდა ჩემთან და წასვლის წინ ირაკლი აკითხავდა. დავინახავდი თუ არა გული მიჩქარდებოდა, ხელები მეოფლებოდა და თვალებში მიბნელდებოდა. ყველანაირად ვცდილობდი მის მიმართ გრძნობები არ გამჩენოდა, მაგრამ არ გამომდიოდა. მთელი ღამეები მასზე ვფიქრობდი, ვიხსენებდი ყველა წამს რაც მასთან გამეტარებინა. არასოდეს, არასოდეს არ მიფიქრია მასზე როგორც ბიჭზე… თუმცა 12 წლის ბავშვს ამის საფიქრად ნამდვილად არ სცხელა. აი 15 წლის თინეიჯერი კი ადვილად კარგავს თავს.
მისი წასვლის ამბავი რომ გავიგე საშინლად დამწყდა გული. რამდენიმე დღე არც ვიცინოდი. იმედი მქონდა ძველებურად მოაკითხავდა ნინას, ან დილით მთქნარებით შემოგვიერთდებოდა სამზარეულოში, მაგრამ ამაოდ… დრო გავიდა, ირაკლი დავიწყებას მიეცა და გამოჩნდა ნიკა.
ორივენი 17 წლისები ვიყავით. ერთმანეთი ჩემი ქართულის მასწავლებლის სახლში გავიცანით. მე, ნინა, ნიკა და კიდევ ერთი ბიჭი, ლაშა დაგვაჯგუფა მასწავლებელმა და ერთად გვამზადებდა. ერთი წელის თავზე ნიკამ სიყვარული ამიხსნა. მეც ძალიან მომწონდა მასთან ყოფნა. არც დამიმალავს მისთვის რომ სიყვარულამდე ბევრი მაკლდა, მაგრამ მისივე თხოვნით ვცადეთ ურთიერთობა. აი ასე დავკარგე ჩემი ცხოვრების მომდევნო 7 წელი უქმად.
***
ირაკლი რომ წავიდა საბაზანოში შევედი. შხაპის მიღებისას ფიქრი ძალიან მიყვარდა, თუმცა ვის არ უყვარს?
მოკლედ, ბევრი ტვინის ჭ....ტის შემდეგ გადავწყვიტე წინა ღამით მომხდარი ნინასთვის მანამდე მომაყოალა სანამ ამას ირაკლი გააკეთებდა.
წასვლამდე ვცდე დამერეკა ნინასთვის, მაგრამ არ მპასუხობდა. გამიკვირდა კიდეც, ის თითქმის ყოველთვის პასუხობდა ზარს…
რაც უფრო ვუახლოვდებოდი მის სახლს უფრო მიჩქარდებოდა გული. მეშინოდა ნინას რეაქციის. აშკარად ცუდი რეაქცია ჰქონდა როდესაც პირველად გაიგო ჩემსა და ირაკლიზე და არამგონია იმ ფაქტს გაეხარებინა რომ მეორედაც დავკარგე თავი.
კარი ფრთხილად შევაღე და ესევე ფრთხილი ნაბიჯებით გავემართე მისაღებისკენ.
_ნინა!_დავიძახე და სამზარეულოსკენ გავიხედე.
ამ დროს ნინას ოთახსი კარი გაიღო და ჩემოდნებით ხელში გამოვიდა ჩემი დაქალი.
_მარიამ?!_გაიკვირვა ისე თითქოს პირველად მნახა თავისთან დაუპატიჟებლად მისული.
_საით?_გამეღიმა და შევათვალიერე.
_სოფელში!_სწრაფად მიპასუხა._ბებო გახდა ცუდად…_დააყოლა პაუზის შემდეგ.
_და 2 ამხელა ჩემოდნით უნდა ჩააკითხო?_გამეცინა.
_კი არ კვდება, უბრალოდ ცოტახნით, სანამ უნივერსიტეტი დაიწყება ჩავალ და მოვუვლი…
_აჰა, მაშინ ყველაფერი გასაგებია!
_რამე მოხდა?_იკითხა როდესაც ჩემოდნები მისაღებში გამოიტანა.
_არა._ინსტიქტურად ვუპასუხე._კი…_შევასწორე უცებ._რაღაც საქმე მქონდა.
_ახლა არა!_თავი გააქნია._იქ რომ ჩავალ დაგირეკავ და მერე მომიყევი.
_ასე რატომ ჩქარობ?_ვიკითე თუ არა სახლის ტელეფონზე ზარი დაირეკა.
_გისმენთ?_სწრაფად დასტაცა ნინამ ტელეფონს ხელი._კარგით, ახლავე ჩავალ!
_უკვე მიდიხარ?_გამიმკვირდა მე.
_ჰო, ტაქსი მოვიდა._ჩემოდნებს ხელი დაავლო._მისმინე გასაღებს ვერსად ვპოულობ, დაიცადე და ირაკლი რომ მოვა მერე წადი რა სახლში. სადაცაა მოვა, დიდიხანი არ მოგიწევს აქ ყოფნა.
_და როტომ არ მითხარი რომ მიდიოდი?_ისევ გაკვირვებული მივჩერებოდი.
_გუშინ ღამით გადავწყვიტე. ვიფიქრე რომ სოფლიდან დაგირეკავდი. ხო იცი რა გამოხდომები მაქვს ხოლმე…_სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და სახლიდან გავიდა.
ვერაფერს მივხვდი. უცნაურად იქცეოდა. ნამდვილად ქონდა ხოლმე გამოხდომები, მაგრამ არა მთლად ასეთი.
თვალების უმისამართო ცეცებით ჩავეშვი სავარძელში. ნინას საქციელს ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიდი.
დაახლოებით 10 წუთი იყო გასული ნინას წასვლიდან რომ სამზარეულოდან ტელეფონის ხმა გავიგე. გავედი და ნინას ტელეფონი დავინახე. ეკრანს დავხედე და გავშრი. ეს ნომერი ძალიან მეცნობოდა.
ზარი გაითიშა და რამდენიმე წამში მესიჯიც მოვიდა.
“ნინა სად ხარ? დაიწყო უკვე ჩასხდომა”_წერდა ნიკა.



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

რა მომენტში დაამთავრეე >< საოცარი გოგო ხარ შენ! სამწუხაროა დაქალში რომ ცდებიი მაგრამ რასვიზამთ)) მომდევნო თავს ველი და აე დააგვიანო ტკბილო <3

 


№2 სტუმარი Guest bubu

აჰამ ყველაფერი გასაგებია, ნინა საშინელი ადამიანი ყოფილა 3 წელი ატყუებდა დაქალს

 


№3  offline მოდერი bla.ell

ვაიმეეეეე ეს რახდება ღმერთოჩემო ესნინა ვინ ყოფილა?

მაგარი თავია და ველი შემდეგს მოუთმენლად❤

 


№4  offline წევრი D-I-A-N-A

ეს ნინა რა ,,გნიდა'' გოგო ყოფილა , აი რატომ იცავდა ნიკას და იმ ,,კახპას'' . მთლიანობაში კი ისტორია ძალიან მომწონს <3 იმედია ირაკლი და მარიამი ერთად იქნებიან <3

 


№5  offline წევრი nini sabauri

რა საშინელი ადამიანი ყოფილა ნინა,დაქალს ასე არავინ მოექცეოდა:(
მარიამი მეცოდება სერიოზულად, სამი წელი დაქალიც ატყუებდა და შეყვარებულიც, ის ადამიანები ატყუებდნენ ყველაზე მეტად, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდა.
ერთი სული მაქვას ახალი თავი როდის იქნება <3 <3<3

 


№6 სტუმარი ))

xom vambobdi ro ninaaa misi sayvarelitqoo dzukna gogo ;) kargad vcnob vinaa daqali da vin ara zustad get I raagacis gaketeba undoda chemi "daqals" magram chemmabichnaa aado ;)

 


№7 სტუმარი Drogons

პირველი 2 თავი ძალიამ მაგრად დაიწყე.
აი ეხლა უბანალურესი ისტორია გახადე...
ძალიან უაზროდ წერ რაღაცეებს თუ მუზა არ გაქვს სჯობს დაიცადო ვიდრე მოვალეობისთვის ატვირთო სიახლე იმდენად არაფრის მომცემი ორი თავი დადე სიტყვები არ მყოფნის...

 


№8  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აქ გაწყვეტა შეიძლებოდა??? აი ეს მესმისსსს!!! საღოლ ნინა, რა "კარგი დაქალი" ყოფილა. იმედია მალეე გააგრძელებბ, მოუთმენშად ველიიი B-)

 


№9  offline მოდერი LurjTvala demoni

არა რა ეს ნინა სახელს როგორ მირცხვენ ს ეგ კახ.ა ეგა

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ოპაააააა ამ დამპალ გოგოს უყურეთ რა....
ამასაც თუ მეგობარი და დაქალი ქვია ტფუი....
მალე დადე

 


№11  offline ადმინი უნდა ვწერო

დიდი ხანა არაფერი წამიკითხავს საიტზე, მგონი, გადავეჩვიე კიდც, თუმცა ისტორიის ნახვებისა და კომენტარებსრაოდენობამ შემაცდინა ,ჰოდა, დავიწყე კითხვა და დავინტერესდი. კარგად წერ (სშვენ ნიშნებს ვებ ხოლმე იჩქარეში ზოგან, არ არაფერია), გაწონასორებული და გამართული ავტორი ხარ, თას თავი ნაჩქარევი მომეჩვენა, მოზრდილები დადე ხოლმე და გვიან, ასე ჯობია.
კიდე ერთი.. ნინნა რომ აღმოჩნდაე გ გოგო, არ მომეწონა .. მნოდა აფექტი ყოფილიყო დ ანინას სიდამპლეზე მოლოდინი გაგვცრუებოდა, ახლა კი ვერ ვიტან ამ გოგოს, ცოდოა მარიამი

 


№12  offline წევრი Mariammmo

აუ რატო ვიცოდი რო მსგავსი რაღაც მოხდებოდააა -_-
ძალიან კარგიაა და ველოდები ^_^

 


№13  offline მოდერი Nanaga

ვიცოდი ნინა რა ჩიტიც იყო. :)

 


№14  offline მოდერი ენემი

საოცრება ხაააარ! :) <3

 


მადლობთ რომ კითხულობთ და თვქნს შთაბეჭდილებებს მიზიარებთ.
ცოტა ბანალურად შეიძLება ჩანდეს სიტუაცია, მაგრამ ყველამ ვიცით რომ ასეც ხდება ხოლმე.
მე პირადად გადამიტანია დაქალის ღალატი. მართალია ამ დონეზე არა მაგრამ, იმდენად მწარე იყო რომ სიტყვა დაქალზე ალერგია მაქვს...

რაც შეეხება ვიჩქარე თუ არა... ვერ ვიტყვი რომ ვიჩქარე. ის დავწერე რაც ჩაფიქრებული მქონდა. უბრალოდ დროის უქონლობის გამო პატარა თავი გამომივიდა.
თუ თქვენ ამჯობინებთ რომ დიდი თავები დავდო, მაგრამ დღე გამოშვებით, მე პრობლემა არ მაქვს.
მადლობთ კიდევ ერთხელ!!!! <3

 


№16 სტუმარი anuki

''წლის დაქალი'' smiley smiley

 


№17 სტუმარი anuki

ნინასნაირი დაქალი მყავდეს რაღა მომკლავდა;დდდ გული ამიჩუყდა პრიამა, ასეთი მეგობრობა იშვიათია ნუ, ნიკა რო საუკუნის საქმროა ''შურისძიება უსექსობისთვის'' ეს სათაური შეეფერება კიდე რო ენას უტრიალებდა ;დდდ ვაიმე რატო არსებობს ეგეთი ძირმო ხალხი

 


№18  offline წევრი black edem

გა20ებას მივეცი .. ყოჩარ!!! არდააგვიანო რადა დიდი თავები დადე

 


№19  offline წევრი modemodka

Dzaalian kargi motxrobaa.. piradad mee dzaaliaan momwonss... kargad wer da sxvis uazro gamoxtomebs nu mousmen gtxoov !! Tu ar mowont rogorc wer ar waikitxon da morchaa !! Egetebis gamo nu shewyvet weras !! Velodebi shemdeg taavs! Sauketeso istoriaaa !

 


№20  offline წევრი NiniG-1

რატომღაც თავიდანვე გამიჩნდა ნინაზე ეჭვი...
ძაან ჩვეულებრივი გოგო აღმოჩნდა იმის გამო რო დაქალს ესეთი რაღაც გაუკეთა...
ისტორია ძალიან მომწონს❤❤

 


№21 სტუმარი ana

როდის დადებ ახალ თავს?

 


№22  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვაიიიი მაინტერესებს ძალიანნნ საინტერესოა

 


№23  offline წევრი mia15

მალე დადე ველი შემდეგ თავს

 


№24 სტუმარი mia

dade ra axali tavi male;)

 


ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო, ვერანაირად ვერ მოვიცალე აქამდე. ხვალ დილით დაემატება ახალი თავი. მადლობთ რომ კითხულობთ და ელოდებით შემდეგ თავს :**

 


№26  offline წევრი Peoplefallformysmile

ჯანდაბააა ,ეგრეც ვიცოდი :დ

 


№27  offline წევრი modemodka

Xval dilit daemateba axali tavio da ratom ver vnaxulob ?

 


№28 სტუმარი ))

ssad gaqriii??? rayo agar deb?

 


№29 სტუმარი მანანა

გელოდებით არ მიატოვო რააა

 


№30  offline წევრი modemodka

ანამარია.ტოცკი
ძალიან დიდი ბოდიში მეგობრებო, ვერანაირად ვერ მოვიცალე აქამდე. ხვალ დილით დაემატება ახალი თავი. მადლობთ რომ კითხულობთ და ელოდებით შემდეგ თავს :**

უკვე მეოთხე ხვალ არის რაც მოთხრობა უნდა დადებულიყო და სად არის ?!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent