გამოიდარებს,გამოიდარებს თორემ ძვირფასო ნამეტანია
ხანდახან ცხოვრება სასტიკია,ბევრი ტანჯვა გამოვიარე ბევრიც კიდე წინ მაქვს,17 წლის ვიყავი მშობლები ავტოავარიაში რომ დამეღუპნენ. მე და ჩემი ორი დაიკო,ელენე და სანდრა ბებიის საპატრონო დავრჩით,ისე რთულად გადავიტანე ყველაფერი კინაღამ მეც მოვკვდი.სანდრა მაშინ ახალშობილი იყო 11 თვის,ელენე 15 წლის.სანდრა გვახალისებდა ოჯახში ყველას თანდათან იზრდებოდა და დედას ნატრობდა,ბოლოს კი მე ვეგონე დედამისი.სიხარულით არაფელი მახარებდა,ელენე ბავშვი იყო და სკოლაში აყოლებდა გულს. მეე? მე უსწავლელი დავრჩი რადგჰან,ბებოს მოვხმარებოდი სანდრას გაზრდაში,მას შემდეგ 3 წელი გავიდა,3 კოშმარული წელი,სანდრა ახლა თითქმის 4წლის არის და ბევრ კიტხვებს მისვამს. -დაიკო,დაიკო რატო აგვიანებს დედა და მამა? -რას ამბობ სანდრა?(მე) -ბაღში მითქლეს რომ დედა და მამა ცაშია.და რატო არ მოდიან? -სანდრა გეყოფა ლაპარაკი და ოთახში შედი ჩქარა. ისე გავბრაზდი,ისეთი დიდი ტკივილი გამახსენა სანდრამ,მოუშუშებელი ტკივილი.20 წლის გოგოს რთული რეჟიმი მაქვს.ელენე 18 წლისაა და უკვე კარგი საპატრონოა რომ,გზიდან არ გადაუხვიოს,არავინ მოატყუოს.მიყვება რომ შეყვარებული ყავს,სასტიკად არ მინდა ჯერ გათხოვდეს.თვითონ კი ჩქარობს,მეც არ მაქვს დიდი ასაკი მაგრამ,ცხოვრებამ ბევრი მასწავლა,ამიტომ მე ვარ ჩემი დების პატრონი,ბებოც მოხუცდა და არ ვიცი მომავალში რაიქნება. -ქეთა ნინო გირეკავს სკაიპში.დამიძახა ელენემ.ნინო ჩემი მეგობარია რომელიც ყველაფერში მეხმარება -აუ ელეე არ მაქვს ლაპარაკის თავი,შენ ელაპარაკე. -რახდება?ახლოს მოვიდა ჩემთან და ისე მკითხა ელენემ -არაფერი -ვიცი რომ,რაღაც მოხდა მითხარი. -სანდრამ მკითხა მშობლებზე ბაღიდან რომ მოვიდა,ცოტა დავიგრუზე,ვუყვირე და ისე გავუშვი საძინებელში -ქეთა ის ხომ,ბავშვია?გაიზრდება და მიხვდება ყველაფერს -არა ელეე მან არ უნდა იგრძნოს ის ტკივილი რასაც ახლა ჩვენ ვგრძნობთ,მინდა მას უზრუნველი ბავშოვბა და ნათელი მომავალი შევუქმნა. -მე დაგეხმარები მაგაში დაო.ცოტა თავს მოერიე და გამხნევდი.ხომ იცი მეც როგორ მტკივა?მაგრამ თავს ვიმაგრებ. -ვიცი ელე ვიცი.მაგრამ ყველაფერმა დამღალა.ტანჯული ვარ,აღარაფლის ნერვები აღარ მაქვს.ყველა დღე კოშმარს გავს.თითქოს ბურუსში ვარ გახვეული და თავს ვერასდროს დავახწევ აქედან.მტკივა.ყველაფერი მტკივა,თან ძალიან დავიღალე ასეთი ცხოვრებით,სილაღე მინდა. -გთხოვ თავი ხელში აიყვანე.მე სწავლას თავს დავანებებ. -რატომ? -მუშაობას დავიწყებ და მხარში ამოგიდგები. -არავითარ შემთხვევაში ელე,შენ ისწავლი და მე ვიმუშავებ. -გთხოვ მომეცი საშვალება დაგეხმარო. -ჩემი დახმარება ის იქნება შენ რომ ჭკვიანად იქნები. -ჯერ მხოლოდ 20 წლის ხარ და მშობლის მოვალეობას გვიწევ. -იმედია დამიფასდება. -რას ამბბობ შენი მადლობელი ვიქნებით სულ. -კარგი,კარგი წადი ნახე სანდრა რაშვება.მე კი წავალ კომპიუტერთან დავჯდები იქნებ რაიმე ვაკანსია ვნახო რთულია იშოვო რამე სამსახური უსწავლელმა "გაუნათლებელმა გოგო" ვის რაში ჭირდება.მიჭირს ასე ცხოვრება მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ.კომპიუტრეს მივუჯექი და ნინიომ კვლავ დარეკა -ხო ნინო -რაშვები ქეთა? -არამიშავს საყვარელო შენ რაშვები.? -კარგად,შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი -რამოხდა? -ჩემმა ნათესვმა მითხრა რომ, მის მეზობელს სჭირდება მოახლე,ვიცი სიტყვა მოახლე არ ჟღერს კარგად მაგრამ,ჩემი ჭკუით გეხმარები. ეჰ სხვა რა თუარა მოახლე,გავიფიქრე გულში -ნინო ახლა ისე მჭირდება ფული,ყველაფერზე თანახმა ვარ,სად უნდა მივიდე? -ჩემთან გამო და ერთად წავიდეთ -კარგი მოვემზადები და გამოვალ ჩემს ოთახში შევედი ტანსაცმელი გამოვიცვალე,შემდეგ ელენეს და სანდრას შევაკითხე ოთახში. -ელე მე გავდივარ,ნინოსთან რაღაც საქმე მაქვს.ბებოს და სანდრას მიაქციე ყურადღება აბა შენ იცი. -კარგი ქეთა,მითხრა ელენე,ეს იყო ოთახის კარები უნდა გამომეხურა როცა სანდრამ მომაძახა. -გაგებუტე. -რატომ ჩემო პატარა.?(მე) -იმიტომ რომ,წეღან მიყვირე -მაპატიე სიყვარულო. ელე გთხოვ მიხედე ქუჩაში გამოვედი ცივი ამინდი იყო,თან წვიმდა შემოდგომა დგებოდა.ქარი პირდაპირ სახეში მიბერავდა.ნეტა ოდესმე თუ გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაში.ვფიქრობდი ჩემთვის გულში/ -ქეთა აქეთ წამო გავიგონე ნინოს ხმა -გამოხვედი?მე შენთან მოვდიოდი ბინაში. -ხო გამოვედი,ღამდება უკვე და დრო აღარ დავკარგე. მე და ნინომ ფეხით საკმაოდ ბევრი ვიარეთ და როგორც იქნა მივედით ნინოს ნათესავთან რომელმაც,მის მეზობელთან წაგვიყვანა. ულამაზესი სახლი იყო.მისი ეზოთი,აი ისეთი სიზმარშიც რომმ ვერ ნახავს კაცი. ნათესავმა მეზობელს დაუძახა. გარეთ სასიამოვნო გარეგნობის ქალმა გამოიხედა, -შემობრძანდით,გვითხრა ღიმილით -ჩვენც შევედით. -ეს გოგო მოგიყვანე(ჩემზე მიუთითა ნინოს ნათესავმა მეზობელს)დამხმარეს რომ ეძებდი. -ეს გოგო?გაგიჟდი ასეთ ახალგაზრდას როგორ ვამუშავებ,ამნაირ სამსახურზე? -იცით მე თანახმა ვარ,ყველანაირ სამუშაოს გაუძლებ.ვუთხარი მორიდებით -უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ,ამისთვის ჯერ პატარა ხარ და ძალიან ცოდვა. -ძალიან მჭირდება სამსახური ამიტომ თანახმა ვარ -კარგი რახან შენსას არ იშლი ვნახოთ 2-3 დღე როგორ შეეგუები. ----------------------------------------- ძვირფასებო ეს ისტორია ადრე დავიწყე და მიზეზების გამო ვეღარ დავასრულე ამიტომ ვიწყებ თავიდან და შემოგთავაზებთ ბოლომდე.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.