შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lumen #8


7-08-2017, 19:49
ავტორი Kalina
ნანახია 1 650

პოლიციამ, გადაწყვიტა დრამატიზმის სფეროში მსოფლიო ჯილდო აეღო და ისედაც ღია კარი, შტურმით ჩამოეღო.
-არც ერთი არ გაინძრეთ! სამივემ ხელები მაღლა ასწიეთ!
თქვენ ასწიეთ ხელები ზემოთ?
ისე ავწიეთ ჩვენც.
ანდრემ ერთი გახედა პოლიციელს და ისევ ლეტის მიუბრუნდა.
-არ ინერვიულო. ყველაფერს გავაკეთებთ.
ანდრე უკვე ჩამოგდებული კარისკენ წავიდა და თავის ადგილზე გაჭირვებით დააბრუნა, თან გარეთ ფრთხილად გაიხედა.
პოლიციელები გაკვირვებულები უყურებდნენ და ლულას არ აშორებდნენ. ანდრემ მოუთმენლად დაიწყო:
-აქამდე, ვერაფრით ვერ მიხვდით, რო ეს დედამო***ული იარაღები უნდა დაწიოთ?! თქვენ მოკვლას არავინ არ აპირებს აქ. მე თქვენი სპეციალური აგენტი ვარ. ანდრეა დოლიძე. ეს არის ლეტი. დაუშვით, რა.
პოლიციელებმაც გაუბედავად დაუშვეს იარაღი.
ანდრემ ისევ დაიწყო:
-მისმინეთ. ამ გოგოს მთელი ოჯახის დახოცვით ემუქრებიან და ამას გააკეთებენ კიდეც. თქვენი დახმარება გვჭირდება.
როგორც მივხვდი, უფროსმა ლეიტენანტმა, ჯერ ეჭვით გვიყურა, მაგრამ ჩვენი შეშინებული სახეების დანახვაზე, ანდრეს თავი საქმიანად დაუქნია.
-რაშია საქმე, გვითხარით და ვეცდებით. მაგრამ, ეს გოგო ასე ადვილად ვერ გამოძვრება იმედია იცის.
ანდრემ თვალები დახუჭა და გონებაში ყველაფერი სწორად დაალაგა:
-იცის, ყველაფერი. უბრალოდ, ემუქრებიან მისი ოჯახის სიკვდილით, თუ ამ მისიას წარმატებით არ შეასრულებს. თქვენ, აქედან რომ გახვალთ, უნდა თქვათ, რომ მე და ეს, ხელი ჩემსკენ გამოიშვირა, -გარდაცვლილები გვიპოვეთ, ხოლო ეს, ახლა ლეტისკენ გაიშვირა ხელი -ფანჯრიდან გადაძვრა და გაგექცათ.
პოლიციელმა თავი დაუქნია.
-მაგრამ თქვენი ოჯახები...
თავში მწარედ დამარტყა ჩემი მშობლების საქმიანობამ. ჩემ ბიზნესში ჩაფლულ მშობლებს ეს ამბავი არ მოეწონებოდათ, იმ შემთხვევაშიც, რომ ცოდნოდათ, რომ ყველაფერი ტყუილია.
გაუბედავად ვთქვი:
-იქნებ, თქვენ მიხვიდეთ, ჩემს მშობლებთან და აუხსნათ ეს ყველაფერი.
პოლიციელმა თავი დამიქნია.
-მისამართი მითხარი.
ორივეს მისამართი ვუთხარი. პოლიციელი გაკვირვებით მომაჩერდა.
-ცალ-ცალკე ცხოვრობენ?
მხრები უხერხულად ავიჩეჩე.
-ჰო.
პოლიციელი არხეინად ალაპარაკდა:
-მოკლედ. ახლა, ასე მოვიქცევით. შენ, ლეტისკენ ხელი გაიშვირა -ფანჯრიდან გადაძვრები, კილაძე გამოგყვება. ჰო, ეგრეც არ გენდობით. თქვენ აქ დაწექით. საავადმყოფოს საკაცეებს ვიშოვით და აქედან ისე გაგიყვანთ, რომ იფიქრონ რომ მართლა გარდაიცვალეთ, მაგრამ სხეულებს ვერ დაინახავენ.
გინდათ, თუ არა, ცოტა ხნით შავ ქსოვილში მოგიწევთ გახვევა.
ამის გაგონებაზე ცოტა ხნით სუნთქვა შემეკრა, მაგრამ მერე მივხვდი, ჩემი წუწუნით გეგმას ჩავშლიდი.
-წაგიყვანთ რამე უსაფრთხო ადგილას, მერე წავალ შენს მშობლებთან, ყველაფერს მოვუყვები. ბიჭი, შენ მშობლებს რა მისამართზე მივაკითხო?
-ჩემები აქ არ ცხოვრობენ. უცხოეთში არიან. არაუშავს, თქვენგან დავურეკავ და ვეტყვი ყველაფერს.
პოლიციელმა თავი დაუქნია.
-სხვათაშორის, გოგონი, შენ სხვა რაღაცეების გამოც მოგიწევს ჩვენთან ერთად წამოსვლა.
ლეტიმ თავი ჩახარა.
-ვიცი. წამოვალ. რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებ.
ანდრე დაღლილი სახით იყურებოდა.
-დროა. ხალხი იცდის გარეთ. აინტერესებთ რა ხდება.
პოლიციელმა ტელეფონი ამოიღო და სადღაც გადარეკა.
კარში ორი კაცი შემოვიდა. საკაცეები ხელში ეკავათ.
-ხომ გაიგე რაც გითხარით. საქმეს სჭირდება ასე. ეს ორი დააწვინეთ საკაცეზე. კილაძე, წაყევი იმ გოგოს.
ერთ-ერთმა კაცმა მხარზე ხელის დადებით მანიშნა, რომ შავ ელვაშესაკრავიან ჩანთაში ჩავწოლილიყავი.
კინაღამ იქვე მოვკვდი.
ემოციურად მიჭირდა, თორემ იქ ჩაწოლას რა უნდოდა.
მერე საკაცეზე დამაწვინეს.
გულისცემა რამდენი მქონდა?
ალბათ ორასზე მეტი.
შიში?
სხვათაშორის, აღარ.
უფრო ნერვიულობა, რომ რამე ისე არ გამოსულიყო, როგორც ვგეგმავდით.
როცა, შავი ჩანთის ელვაშესაკრავით შეკვრა დააპირეს, საწყლად ამოვიკვნესე.
ანდრეს ხმა გავიგე:
-ეშინია, გახსენით. არ შეაშინოთ. ვერ ისუნთქებს.
კაცმა დაამშვიდა:
-პატარა ნაწილს ღიას დავტოვებთ, ჰაერი შეაღწევს. ოღონდ მკვეთრად არ ისუნთქო, თორემ ადვილად შესამჩნევი იქნება.
მართალიც იყო. ჩვეულებრივ შავ პოლიეთილენის პარკში სუნთქვა შესამჩნევი იქნებოდა.
ვიგრძენი ჰაერში როგორ ამწიეს და თვალები დავხუჭე.
"წყნარად. მშვიდად, სესილი. გეგმისთვის, ანდრესთვის. ცოტათი ლეტისთვისაც. "
როგორღაც გულისცემა უმაღლეს ნორმამდე დავიყვანე
და სუნთქვაც თანაბრად შემეძლო.
მერე ხმაური გავიგონე.
-რა მოხდა?!
-ეს რა არის?!
-ღმერთო, საწ....ბი! ახალგაზრდები იქნებოდნენ...
-არ შერჩეს ხელები იმ არგადასარჩენს!
-მოგიკვდით თქვენ...
მესმოდა, ცოცხლებს როგორ დაგვტიროდნენ.
ეს... კატასტროფა იყო.
რავიცი, როგორ აგიხსნათ.
აიხსნება?
როგორ აგიხსნათ, რას ვგრძნობდი, როცა ცოცხლად მყოფი, სუდარაში გახვეული საკაცეზე ვიწექი და ვისმენდი რამდენიმე მოხუცი ქალის ტირილს. ჩემ გამო ტიროდნენ.
ეგ როგორ აგიხსნათ.
ცრემლები საფეთქლებზე ჩამომისრიალდნენ.
"არა, სესილი. ეხლა არ იტირო. "
მერე იმ პოლიციელის მკაცრი ხმა მკაფიოდ გავიგონე:
-ესენი გარდაცვლილები ვიპოვეთ. მკვლელი გაიქცა. სავარაუდოდ ფანჯრიდან. მას ჩვენი ბიჭები უკვე მისდევენ. გთხოვთ, საცობს ნუ ქმნით, გაგვატარეთ.

არ მახსოვს, საავადმყოფოს მანქანამდე როგორ მიგვიყვანეს.
მერე ვიგრძენი მყარი ზედაპირი ზურგს ქვემოთ და სიგრილე. ალბათ ამ დროს ვიგრძენი, რომ უკვე სამშვიდობოს ვიყავით.
ისტერიკული შეტევა მქონდა.
ელვაშესაკრავი გახსნეს და მკვეთრმა ნათებამ თვალი მომჭრა.
ანდრე შეშფოთებული მიყურებდა.
მერე უცებ მომეხვია და კალთაში ჩამისვა.
-ჩშშ... არ იტირო, სესი, ყველაფერი კარგადაა. ჩემთან ხარ. მე აქ ვარ. არაფერი არ არის სანერვიულო. კარგად ხარ, ყველაფერი კარგადაა.
მერე პოლიციელის ხმაც გავიგე:
-თქვენ ძალიან დიდ რისკზე წახვედით, ბავშვებო. ახლა რას აპირებთ? სამუდამოდ გარდაცვლილებად მოაჩვენებთ თავს?
ანდრე წყნარად ალაპარაკდა.
-არა. თქვენ დაელოდებით, როდის მოხდება შემდგომი თავდასხმა. ამას ლეტისგან გაიგებთ. იქ ლეტი დამხმარე ძალას მოითხოვს. ან თუნდაც, ლიდერს. თქვენ იქ მთელ ბანდას აიყვანთ. როცა, ლიდერიც ჩაგივარდებათ ხელში, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, რომ ეს ყველაფერი ხალხის უსაფრთხოებისთვის გაკეთდა.
პოლიციელმა გონებაში გადაამოწმა ამ გეგმის შანსები და ანდრეს თავი დაუქნია.
-მაგრამ მანამდე, მუდამ ჩრდილში უნდა იყოთ.
მარტივად რომ გითხრათ, ყველა საზოგადოებრივად მიჩნეულ ადგილას გამოჩენა აღარ შეგეძლებათ.
თავები დავუქნიეთ.
საბედნიეროდ, ჩემი უნივერსიტეტის მდგომარეობის გამო, მისი რესტავრაცია აუცილებელი იყო. შესაბამისად, ბევრი დღის გაცდენა არ მომიწევდა.
პოლიციელმა ტყეში მიგვიყვანა.
მე და ანდრემ კითხვის ნიშნებით სავსე მზერები შევაფეთეთ.
-მაპატიეთ, მაგრამ გარესამყაროს სხვანაირად ვერ მოგწყვეტთ. სხვათაშორის, ბიჭუნი, ძალიან თუ მოიწყენ, შეგიძლია ამათ დასაჭერად წამოგვყვე.
გამეღიმა.
-მე თუ მოვიწყინე?
პოლიციელმა გამიღიმა.
-შენც წამოდი. ფრთხილი გოგო ჩანხარ.
პოლიციელმა ტელეფონი ამოიღო და დარეკა.
-ჰო, მოვედით ჩვენ. სად ხართ თქვენ. კარგი, ამათ დავაბინავებ და მოდით თქვენც.
მერე ჩვენ მოგვუბრუნდა:
-მოვლენ მალე. ეს სახლი, ჩვენი შტაბბინა იყო ადრე. ყველაზე სერიოზულ საკითხებს აქ ვწტვეტდით. ახლა თქვენ აქ იცხოვრებთ გარკვეული დრო. საჭმელს და სხვა რაღაცეებს ბიჭები მოგიტანენ.
თავები დავუქნიეთ.
-მე წავალ ეხლა და შენს მშობლებთან მივალ. თუ რამე დაგჭირდეთ, ბიჭებს უთხარით და ჩემს ნომერზე დაგარეკინებენ.
ისევ დავუქნიეთ თავები.
-წავედი მე და თავს მიხედეთ. პოლიციაშიც გასაფრთხილებელი მყავს ხალხი. რამე არ მოიბოდიალონ ტელევიზიებთან.
ანდრემ ხელი ჩამჭიდა და პატარა კოტეჯივით სახლში შემიყვანა.
-ხო არ გეშინია, სესი.
თავი სუსტად გავაქნიე.
შიგნით შევედით და
უცებ დათბა.
მართალია, არაფერი იყო იქ ისეთი, რაც თავს მყუდროდ გაგრძნობინებდა, მაგრამ რატომღაც თავს დაცულად ვგრძნობდი.
მერე რა, რომ რაღაც დაჯგუფება ჩვენს მოკვლას ცდილობდა.
იქვე მდგარ დივანზე ჩამოვჯექი და სახე ხელებში ჩავრგე.
ანდრე ჩემს წინ ჩაიმუხლა და ხელებზე კოცნა დამიწყო.
-რაო, სესი... გთხოვ, ნუ ხარ ესე. მალე დამთავრდება ყველაფერი. შეიძლება ხვალვეც. მერე ყველაფერი ძველებურად იქნება.

***
არა, ცდებოდა. აღარაფერი იქნებოდა ძველებურად.

***
ლეტი მოგვიანებით მოვიდა.
კარი მძიმედ მოიჯახუნა და სადღაც შევარდა.
ანდრემ ხელზე მაკოცა.
-ვნახავ, ხო?
თავი დავუქნიე.
ანდრე ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან.
ორ წამში ყვირილის ხმა გავიგე და ერთ-ერთი იარაღიანი პოლიციელი კართან დადგა.
-ჩემ გამო ხართ ასეთ დღეში! ეს დედააფეთქებული ჩემი ბრალია ყველაფერი!
ანდრეც ყვიროდა.
-ჩემგან რისი გაგება გინდა?! დაგაწყნარო?! არა, არც ვაპირებ. იმიტო რომ მართლა შენი ბრალია ყველაფერი! შენ რო არა, ხვალ სესილი ჩვეულებრივად წავიდოდა უნივერსიტეტში, ის ორი გოგოც და ის 5 ბავშვიც, ახლაც ხელოვნურ სუნთქვაზე რო არიან მიერთებულები! და კიდევ შენ გაქვს საწუწუნო რამე?! როგორ ბედავ?
მერე ხმამაღალი სლუკუნის ხმა გავიგე.
ანდრემ კარები გამოიჯახუნა და პოლიციელს შეეჩეხა.
-არა, კარგადაა ყველაფერი.
პოლიციელმა თავი დაუქნია.
ანდრე გაბრაზებული შემოვიდა ოთახში და დივანში მძიმედ ჩაეშვა.
-ვერაფერს ვერ ვაგებინებ ამ იდიოტ გოგოს.
გაკვირვებულმა შევხედე.
-რას ვერ აგებინებ?
-იმას, რომ მაგის ბრალია და ყველაფერი იმ ს**ებს არ უნდა დააბრალოს.
-ანდრე, ოჯახის მოკვლით დაემუქრნენ.
ანდრე გაბრაზდა.
-გგონია, მე არ მემუქრებოდნენ?! გგონია, ჩემი მშობლები საზღვარგარეთ ნებით ცხოვრობენ?! მეც მტკიოდა, მეც მეშინოდა!
ანდრე ვერ ხვდებოდა, მკლავში მტკივნეულად ისე მიჭერდა.
-ყველა შენნაირი არ არის! ყველა ვერ ხვდება გამოსავალს! რატო ადანაშაულებ, როცა ამას ოჯახის გამო აკეთებდა?! ჩემი რეაქციაც კი ვერ წარმომიდგენია, მსგავსი ვიდეო რომ გამოეგზავნა ვინმეს! გესმის, ანდრე? ვერც წარმომიდგენია...
ანდრე ცოფებს ყრიდა.
-ნუ სულელობ, სესილი! ამ ყველაფერს დასაწყისი ხომ აქვს! როგორ გგონია, საიდან დაიწყო ამ გოგოს ამბავი?! ზუსტად ისეთი იყო თავიდანვე, როგორიც ახლა! თავისი გასაჭირი ბუნების შეცდომა ეგონა!
მკლავი.
საშინლად მეწვოდა.
ლამის ძვალი გაეტეხა, ისე მიჭერდა ხელებს.
თვალებში სიმწრის ცრემლები მომადგა.
-ანდრე... მტკენ. მტკივა.
ერთიანად მომშორდა.
ცრემლები ლოყებზე ჩამომიცურდა.
-სესი... მაჩვენე, ჰო?
შიშისგან ავკანკალდი.
ფეხზე ავდექი და უკან დახევა დავიწყე.
ანდრეს შეეშინდა.
თვალები გაუფართოვდა.
საქმე იმაში იყო, რომ მთელი ეს დრო თვალებში ვუყურებდი.
შიშიშგან გული გამეპარა კინაღამ.
მისი მრისხანებისგან ანთებულ შავ თვალებში ისეთი სიბრაზე ჩანდა, რომ უნებურად დამაჟრიალა მთელ სხეულში.
და თან.
გული მეტკინა.
ანდრეს სიცივე პირველად დავინახე.
მიუხედავად, ცივი ხელებისა, ცივი ტუჩებისა, ცივი თვალებისა...
ანდრე მაინც სულ თბილი იყო.
ახლა კი...
ხელებს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
-არა, ანდრე. არ მოხვიდე. მანდ დარჩი ანდრე, ნუ მოდიხარ!
ჩუმად ვქვითინებდი.
-ჩემო პატარა, არაფერს არ დაგიშავებ... უბრალოდ ხელზე მოგეფერები... როგორ გატკინე. ნუ გეშინია... ოღონდ ეგ არა, სესი... ოღონდ ეგ არა... ჩემი ნუ გეშინია... უბრალოდ მოვალ და არაფერს არ ვიზამ, გეფიცები. შენს თავს გეფიცები...
მკლავებზე დავიხედე. მოლურჯო წითელი ფერი დასდებოდათ.
ცრემლები მხრით მოვიწმინდე.
ჰო, რაღაცნაირად.
-გეხვეწები, მოვალ. ვნახავ უბრალოდ... ფუ ამის... რა გავაკეთე.
სიმწრით მოიქნია მუშტი ჰაერში და მავედრებელი მზერით მომაჩერდა.
-ანდრე, იყოს. არაუშავს...
მართებული იქნება, თუ ვიტყვი რომ ამ სიტყვებით, საკუთარ თავს უფრო ვამშვიდებდი.
კედლის კუთხეში ჩავჯექი და მუხლები მკერდთან მივიტანე.
მკლავები ტკივილის გამო, იატაკზე დავდე.
ჩუმად, ჩუმად ვსლუკუნებდი.
ანდრე ფრთხილი მოზომილი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ.
ორ ნაბიჯში გაჩერდა.
-გთხოვ, სესი...
არაფერი მითქვამს. ეს თანხმობად ჩათვალა.
მოვიდა და მხრებზე ხელები მომხვია.
-ჩშ... მაპატიე. მაპატიე, სესი... დიდი ბოდიში. მანახე ხელები.
მკლავები ნელა ავწიე.
ტკივილისგან ხელები დაბუჟებული მქონდა.
ნელა, ნაზად მოიქცია თავის მტევნებში მკლავები და მათკენ დაიხარა.
ცივი ტუჩები ნელა შეახო დაწითლებულ ადგილებს და თავი მუცელზე მომადო.
-როგორ გატკინე...
თმებში თითები ოდნავ შევუცურე.
-არაუშავს. არაუშავს, ანდრე.
ანდრემ უცემ წამოიძახა:
-ცივია იატაკი. ადექი, აქ ნუ ზიხარ.
წამომაყენა და ისევ დივანზე დამსვა.
-მოდი, შენ დაწექი და თავი დამადე.
თავი გავაქნიე.
-მერე შენ?
-ჩემზე ნუ ნერვიულობ. ჩემ თავს მივხედავ.
თავი ისევ გავაქნიე.
-შენ დაწექი.
ანდრემ ცივი უარი მტკიცა.
-მაშინ ჩამეხუტე. მოდი აქ.
თავის კალთაში გადამსვა და თავი მკერდზე მიმაყრდნობინა.
ცხვირი ჩემს კისერში ჩარგო და ნაზად მაკოცა.
-დაიძინე.
-რომ არ მეძინება?
გამიღიმა.
-აბა, რა ვქნათ?
მხრები ავიჩეჩე და მის კალთაში მხედარივით მოვთავსდი.
თვალები გაუფართოვდა, მაგრამ დიდად გაკვირვება არ შეიმჩნია.
ხელები წელზე მომხვია.
მის მკერდზე რაღაც უცნაურ ფორმებს ვხაზავდი.
გამოკვეთილ შავ მაისურში ძლიერი კუნთები ეტყობოდა.
გამიღიმა.
პირველად არ მეშინოდა მის თვალებში ჩახედვის და მეც ღიმილით მივჩერებოდი.
ოდნავ ავარიდე მზერა და გამშრალი ტუჩები ენით დავისველე. ოდნავ მოვიკვნიტე და თავი მკერდზე მივადე ანდრეს.
ერთი ხელი ლოყაზე ამოასრიალა და თავისკენ მიმიზიდა.
-ეგრე რო არ უნდა ქნა, არ იცი?
მოუთმენლად გაილოკა ტუჩები და ჩემს ტუჩებს დააცხრა.
ხმაურიანად და მომთხოვნად მკოცნიდა. მიუხედავად მისი ცივი ტუჩებისა, შეხების ადგილებზე თითქოს ცეცხლი მეკიდა.
ერთი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა.
ჩუმად ამოვიკვნესე.
ოდნავ გაეღიმა და ისევ გიჟივით დამეწაფა ტუჩებზე.
ისე მკოცნიდა, თითქოს ბოლოს ათასი წლის წინ ჰქონდა ნაკოცნი.
სულ ოდნავ მომშორდა და ყელზე ვამპირივით მეცა.
ლოყებზე მივადე ხელები და მოვიშორე.
მიღიმოდა.
ორივე ხელით ვეფერებოდი სახეზე.
კოცნა დააპირა, მაგრამ რატომღაც გავაჩერე და მისი სახის მოფერება გავაგრძელე.
წამით არ ვაშორებდი მზერას მის თვალებს.
-გაკოცებ, რა...
თავი გავაქნიე და ცხვირი მის ყელში ჩავრგე.
აქ მისი სურნელი თავს იყრიდა და ყველაზე მძაფრად მაშტერებდა.
ოდნავ შევახე ტუჩები ყელზე და თავი უკან გადასწია, რომ უკეთ მეკოცნა.
გამეღიმა.
ვგიჟდებოდი, გრძნობებს რომ გამოხატავდა.
ვგიჟდებოდი.
კარის ხმაზე ორივე სასწრაფოდ მოვშორდით ერთმანეთს.
ლეტი იყო.
-სესილი... ერთი წუთით შეიძლება დაგელაპარაკო?
ანდრემ წელზე ხელი მომხვია.
-არ შეიძლება.
გაკვირვებულმა შევხედე ანდრეს.
-გამიშვი.
მანაც მაშინვე გამიშვა ხელი.
-ჰო, შეიძლება.
წამივდექი და გარეთ გავყევი.
-მისმინე, იმის თქმა მინდა რომ, გავიგე... ჩემ გამო ჩხუბობდით და სესილი, ის მართალს ამბობს. მე იდიოტი ვარ. არ გამამართლო არასდროს, გთხოვ. არ ვიმსახურებ.
სულელი არ ვარ სესილი. ვიცი, რომ იმ ორი გოგოს და ზოგადად იმ ამბავს არასდროს არ მაპატიებ და ისიც ვიცი, რისი ღირსიც ვარ საერთოდ ყველაფრისთვის. ციხიდან არ უნდა გამომახედოს კაცმა, იმის გამო რაც ჩამიდენია მაგრამ, ამის მოსმენა სარკეში ჩახედვას გავდა.
ყველაფერი გავიაზრე და...
მიკვირს, საკუთარი თავის ესე შეზიზღება, როგორ შევძელი ესე უცებ.
ჩემს თავზე ვიღებ ყველა შენს შიშში გათენებულ ღამეს, ყველა შენს ცრემლს, მართლა.
ასე გულით, არაფერი არ მდომებია, როგორც ახლა აქედან გაქრობა.
ვეღარ ვტირი, სესილი.
ცრემლები აღარ მაქვს, შენ უნდა მიხვდე, ეგ რასაც ნიშნავს.
ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირს, ვერ ვსუნთქავ, ჰაერი სასულეში მეჩხირება, გულისრევის შეგრძნება მაქვს, მუცელი მტკივა, გონებაში სიტყვა მკვლელის გარდა სვა სიტყვა აღარ მომდის.
წეღან დედაჩემს ველაპარაკე ტელეფონზე.
იცი, რა მითხრა?
შენნაირი შვილის ყოლას მერჩივნა, იმ ნაბი**არს ჩემთვის ყელი ასჯერ გამოეჭრაო.
ღირსეულად მაინც მოვკვდებოდიო.
მრცხვენია, ჩემი შვილი რომ ხარო.
გგონია, რამე სხვას ველოდი?
არა. რა სისულელეა.
ეს ყველაზე რბილი ნათქვამი იქნებოდა.
უხეშად გავაწყვეტინე:
-იცი, ეხა რას ვგრძნობ? სიძულვილს. შენ იმ დღეს უნივერსიტეტში ჩემ მოსაკლავად მოხვედი. მე ახლა ჩემ მკვლელთან ვდგავარ. მე და შენ ახლა აქ არ უნდა ვიდგეთ.
მე ხვალ ლექციებზე უნდა მივდიოდე, შენ კიდე...
არ ვიცი.
რავი, რამეს აკეთებ? ბომბების გარდა.
დამცინავად ჩავილაპარაკე.
თავი ჩახარა.
-ხატვა მიყვარს...
გამეცინა.
-მერე ბავშვობაში შენი მომავლის დახატვა არ გიცდია? ეს? ხუმრობ? გგონია, ამაზე მეტს ვერაფერს მიაღწევდი?! ბოდიში, მე არ მესმის შენი ლაპარაკი. შენი აზროვნება. ჩვენ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ. გთხოვ, სანამ აქ ვიქნებით, მეტად აღარ დამელაპარაკო. თავისუფლად იცხოვრე, უბრალოდ მე აღარ დამელაპარაკო. ახლა ისიც კი მეზიზღება, ერთ ჰაერს რომ ვსუნთქავთ.
გაეღიმა.
ჩამწყდარი ხმით ძლივს ამოილაპარაკა.
-შენ რაღაც გავიწყდება, სესილი. ამ შენობაში მკვლელი მარტო მე არ ვარ. რახან მე შენი კურსელი შემთხვევით მოვკალი, მე უფრო მძიმე სასჯელს ვიმსახურებ? მაშინ, იმას რატო ელაპარაკები. რატო ეხები. ჰმ? ეგ კერძო დაკვეთებით პატიოსან ბიზნესმენებს არ კლავდა?
მარა, მაგან...
ჩაეცინა.
-მაგან ადამიანებით მანიპულირება იცის. მე არა. მანდ მაჯობა სადღაც.
ადგილზე გავხევდი.
ლეტი წავიდა.
ენაგადაყლაპული დიდხანს ვიდეწი ერთ ადგილას.
დამაბნია ლეტიმ.
და თან სადღაც გულის სიღრმეში, გონზე მომიყვანა.
ნეტავ, ანდრე მართლა მიყენებდა?
არა, არამგონია.
ყურებში სულ მისი ლაპარაკი ჩამესმოდა. როგორ მეუბნებოდა, რომ ის მე არ მიმსახურებდა.
ვერაფერს ვხვდებოდი.
მერე მივხვდი, რომ დებილივით ვიდექი ერთ ადგილას და უკან შევბრუნდი.
კარი გავაღე თუ არა, ანდრემ გამიღიმა.
-სად გავჩერდით?
სულელურად გამეღიმა.
-არ ვიცი. არაფერი არ ვიცი.
მომხიბვლელად გამიღიმა.
-მოდი ჩემთან.

***
მეც, დაჰიპნოზებულივით.
მივედი.

*დაჰიპნოზებული.


ჩემო უსაყვარლესებო!
წინა თავზე კომენტარებში დავწერე და მერე რატომღაც წაიშალა.
თქვენი ასაკები მაინტერესებს ძალიან ^_^
ეს არის რაც ამ დროისთვის დავიჭირე<3
პ.ს. მაინტერესებს, პირადად თქვენ თუ თვლით ანდრეს მანიპულატორად.
პ.ს.ს. ლუნი, შენს აზრს ველი გულისფანცქალით და ნერვიულობით... <3



№1 აქტიური მკითხველი nawkas12345

Ragac mo'entshi aris . Ai policiis. ganyofilebashi. Ase maxsovs rom tanaabari shasebi iyo. Tomels daujerebda letis tu andres. Ai dakitxva ro iyo. Anu imis axsnas vcdilob rom sheedzlo ar daejerebina. Da etqva is rac. Letim utxra. Nu mere sapirfareshos scenac mohva da nu ravi. Cota uxeshad momechvena letis da,vis mere iseti dialogi. Letistan .
Momwons da ubralod dzalian mainteresebs ras izav!!!

 


№2  offline წევრი Kalina

nawkas12345
Ragac mo'entshi aris . Ai policiis. ganyofilebashi. Ase maxsovs rom tanaabari shasebi iyo. Tomels daujerebda letis tu andres. Ai dakitxva ro iyo. Anu imis axsnas vcdilob rom sheedzlo ar daejerebina. Da etqva is rac. Letim utxra. Nu mere sapirfareshos scenac mohva da nu ravi. Cota uxeshad momechvena letis da,vis mere iseti dialogi. Letistan .
Momwons da ubralod dzalian mainteresebs ras izav!!!

მესმის შენი მოსაზრება და სხვათაშორის ლოგიკას მოკლებული არ არის ;) <3
ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონს და ვეცდები, იმედები არ გაგიცრუო!!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

მანერა გაქვს.
აი, რაღაცნაირი დასამახსოვრებელი,
თორემ შიგნით რაც არის ეგ ჩვეულებრივია.
მიტყდება მკითხველი რომ არ გყავს ბევრი,
მაგრამ მაგის გამო წერა არ შეწყვიტო.
კაროჩე, ყველაფრის გამო შეგიძლია წერა მიატოვო, ელემენტარულსაც შეგიძლია ჩაებღაუჭო, ბათ ეს არ გაგამართლებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველზე შენი სიამოვნება უნდა დააყენო(მწერალმა მაინც) და მერე სხვების))
ერთადერთი რაც აქ მაღიზიანებდა იყო სასვენი ნიშნები.
ზოგჯერ ემოციების გადმოცემაც many გადმოგდის, ანუ მოსაბეზრებელი, მარა დავიკიდოთ.
წერე რა.
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი Kalina

წითური გოგონა
მანერა გაქვს.
აი, რაღაცნაირი დასამახსოვრებელი,
თორემ შიგნით რაც არის ეგ ჩვეულებრივია.
მიტყდება მკითხველი რომ არ გყავს ბევრი,
მაგრამ მაგის გამო წერა არ შეწყვიტო.
კაროჩე, ყველაფრის გამო შეგიძლია წერა მიატოვო, ელემენტარულსაც შეგიძლია ჩაებღაუჭო, ბათ ეს არ გაგამართლებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველზე შენი სიამოვნება უნდა დააყენო(მწერალმა მაინც) და მერე სხვების))
ერთადერთი რაც აქ მაღიზიანებდა იყო სასვენი ნიშნები.
ზოგჯერ ემოციების გადმოცემაც many გადმოგდის, ანუ მოსაბეზრებელი, მარა დავიკიდოთ.
წერე რა.

დიდი მადლობა!
არა, არაფრით არ ვაპირებ წერის შეწყვეტას. მთავარია, ვინც კითხულობს, იმას მოსწონს.
ზედმეტ ემოციებს რაც შეეხება, უბრალოდ დაცლა მინდა ხოლმე და ხატვა ვეღარ მეხმარება საერთოდ...
სასვენ ნიშნებს, გამოვასწორებ აუცილებლად.
<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent