შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lunae Lumen #9


10-08-2017, 13:24
ავტორი Kalina
ნანახია 1 527

აკანკალებული ჩამოვჯექი დივანზე. ანდრემ მოხვევა სცადა, მაგრამ უფლება არ მივეცი.
ლეტის სიტყვებზე გამუდმებით მიღრღნიდა ფიქრები ტვინს.
არადა, შეიძლება ანდრე მართლაც მიყენებდა.
ყოველ შემთხვევაში, მე აღარაფერი აღარ გამიკვირდებოდა.
ანდრემ თავი კალთაში ჩამიდო.
-რაო, იმან.
მხრები ავიჩეჩე.
-ისეთი არაფერი. ჩემ გამო ნუ ეჩხუბები ანდრეს. მართალს ამბობსო.
ანდრეს ინტერესიანი სახე კმაყოფილების მზერამ შეუცვალა.
-მართალს ვამბობ და იმიტო.
გადავწყვიტე, რაღაც-რაღაცეებისთვის ფარდა ჩამომეხსნა.
-ანდრე, ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, რას ვიზამთ.
ანდრემ გაკვირვებით ამომხედა.
-შენ გგონია, მიგაგდებ და წავალ, ხო?
გაეღიმა.
-სესილი, არ გესმის? ვერ მომიშორებ.
მეც გამეღიმა.
-უბრალოდ...
თავი ჩავხარე.
ანდრე წამოიწია.
-რაღაცის თქმა გინდა, სესი. მითხარი, რა. ნუ მივლი გარშემო. მეზიზღება.
თავს არ ვწევდი.
ნიკაპზე თითები ოდნავ შემახო და თავი ამაწევინა.
ოდნავ შემეხო ტუჩებზე.
-მითხარი.
გასამხნევებლად გამიღიმა.
მეტი ვეღარ მოვითმინე:
-ლეტიმ მითხრა, ანდრე მანიპულატორიაო.
ანდრეს გაეცინა.
-აი, თურმე რა.
ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად მითხრა:
-სესილი, არ გესმის? მე არაფრის არ მეშინია. მე არავინ არ დამიჭერს. უკვე პოლიციის ნდობით აღჭურვილი პირი ვარ. მაგან რაც არ უნდა ბევრი იტლიკინოს, მე პოლიცია არ შემეხება. ისევ, მაგის წინააღმდეგ დაიწყება გამოძიებები.
შენ გგონია, რომ მე მეშინია ციხეში ჩაჯდომის და გიყენებ, რომ ჩემზე რამე არ თქვა.
გიშვებ. წადი, და რაც გინდა ის თქვი, სესილი. მე არ მეშინია. მე არ დამიჭერენ. მე უკვე დიდი ხანია კარგ მხარეზე გადმოვედი.
აუ ვერ გიხსნი, ეს დედააფეთქებული, ვერა.
თავი დავუქნიე.
-მიხსნი, ანდრე. მაგრამ, რაც არ უნდა ბევრჯერ ამიხსნა...
-ვიცი. ეგ შიში სულ გექნება.
მარტივად გეტყვი, ჰო?
გახსოვს, შენ რო მითხარი, შენ თავს ნუ შემაჩვევ, თორე აღარასდროს გაგიშვებო?
შენ არ გამიშვა.
შენ უკვე მომეჩვიე.
მეც.
შენს გარეშე ყოფნა მეზიზღება უკვე.
ვერ გეტყვი, მიყვარხარს და ეგეთ ბანძობებს.
მე თვითონ მეზიზღება სიტყვა მიყვარხარ.
ეგეთი გრძნობა ეგეთ პატარა სიტყვაში არ ეტევა.
არ მიყვარხარ, სესილი.
ვერ მოგატყუებ, ხომ ხვდები.
უბრალოდ, ვერ გშორდები. სულ შენთან მინდა.
მეტად, როგორ აგიხსნა?
თავი დავუქნიე.
-არაფრის არ მეშინოდა, სესილი. საერთოდ არაფრის.
ეხლა, ყველაზე მეტად იმის მეშინია, რამე არ დაგიშავდეს. სესილი, რამე რომ მოგივიდეს... ეს ჩემი მარცხი იქნება. ჩემი, გესმის?
მოუთმენლად მეფერებოდა ხელებზე.
-შენს გარეშე როგორ უნდა ვიყო, უკვე ვეღარ ვხვდები. წარმოგიდგენია? ცხოვრებაში არც ერთი მეგობარი არ მყოლია. ჩემი ყოველთვის ყველას ეშინოდა.
გოგოებს რატო მოვწონდი? იმიტო რო, ყველაზე ცუდი ტიპებიც კი გზის მეორე მხარეს გადადიოდნენ ჩემ დანახვაზე.
და უცებ, მოულოდნელად...
შენ ჩნდები.
არ გეშინია ჩემი.
როცა გინდა, მლანძღავ.
როცა გინდა, მიყვირი, მეჩხუბები.
როცა გინდა, მხარზე თავს მადებ.
როცა გინდა, მეფერები, მკოცნი.
ისეთი უცხო ხარ ჩემთვის...
ის უცხო კი არა...
უცხო შეგრძნება ხარ ჩემთვის...
მოგეჩვიე...
როგორღა შევძლებ, შენგან წასვლას, მითხარი?
ვერ ხედავ?
ვერ ხედავ, რომ შენს ჩრდილად გადავიქეცი?
მართლა ვერაფერს ვერ გრძნობ ჩემგან?
გაოგნებული ვუსმენდი.
ერთი სიტყვის თქმაც არ შემეძლო, მისი სიტყვების შემდეგ...
გამაშტერა.
გამომალენჩა.
ასეთი სიტყვები...
ახლოს მოსულიც კი,
არასოდეს არავის არ უთქვამს ჩემთვის.
სულელივით გამეღიმა.
მერე გამეცინა.
უკვე მაგარ კაიფში ვიყავი.
ვხარხარებდი და ანდრეს გაკვირვებულ სახეზე უფრო მეცინებოდა.
მერე...
ტირილი ამიტყდა.
ანდრეს თვალები გაუფართოვდა.
-ანდრე... მე არ ვიმსახურებ...
უკვე გიჟივით ვტიროდი.
ცრემლები აღარ მქონდა.
ვტიროდი უცრემლოდ.
წესიერად ვერ ვსუნთქავდი.
ვერც კი აგიხსნი, რა მატირებდა.
ანდრე მაგრად მომეხვია.
ძვლების ატკივებამდე მომეხვია.
-ჩშ... ნუ ნერვიულობ. ნუ ტირი.
თავზე მკოცნიდა.
მთელი სხეულით მეხვეოდა.
დივანზე გადაწვა და მე ზემოდან მომაქცია.
ერთ ხელს წელზე მხვევდა, მეორეს მხრებზე.
თავი სახელურზე ჩამოდო და თვალები დახუჭა.
-ჩშ... დაიღალე ძალიან. მეც დაგღალე, ყველამ დაგღალა. დაიძინე, სესილი. ესე დაიძინე.
ჩუმად მეჩურჩულებოდა და თმაზე ნაზად მეფერებოდა.
მეც, ამდენი ტირილისგან დაღლილს, ორ წუთში დამეძინა.

რომ გავიღვიძე, ისევ იგივენაირად ვიწექით. ანდრე თმებზე მეფერებოდა.
-გაიღვიძე?
ჩუმად მკითხა.
თავი დავუქნიე.
თავზე ნაზად მაკოცა.
-შენთან ჩახუტებულ ძილს არაფერი არ მირჩევნია, ოღონდ მართლა.
გამეღიმა.
-ანდრე... ბოდიშის მოხდა მინდოდა.
გაკვირვებულმა შემომხედა.
-გუშინ... ისედაც განერვიულებული, მე უარეს დღეში ჩაგაგდე. დიდი ბოდიში.
ანდრემ თავი გააქნია.
-სისულელეებს ნუ ამბობ. გინდა, გარეთ გავიდეთ?
მხრები ავიჩეჩე.
-მინდა.
კარი უცებ შემოაღო ლეტიმ და გაკვირვებულმა გვიყურა.
-ბოდიში. ტვალეტს ვეძებდი.
ანდრემ ცინიზმით სავსე ხმით უთხრა:
-რა იყო, ამ ტვალეტში რაღას აპირებ? ესეც თავზე უნდა დაგვამხო?
ჩემდაუნებურად გამეცინა.
მერე მივხვდი, ანდრეს წინადადების ქვეტექსტს და სიცილის სურვილი გამიქრა.
ლეტიმ თავი ჩახარა და კარი გაიხურა.
ანდრეს გაეცინა.
ვუყურე და მერე მეც გამეცინა.
იდიოტი.
ორი სულელი იდიოტი.
იცინოდა რაზე?
უსერიოზულეს რაღაცაზე.
თითები სახეზე ჩამოვუსვი.
გაიტრუნა.
თვალები დახუჭა.
უცებ წამოვხტი ფეხზე და შარვლის გასწორება დავიწყე.
დივანზე თვალების სრესით წამოჯდა.
-ერთხელაც გამაგიჟებ ესე.
გამეცინა.
-წამო გარეთ.
ხელი ჩამკიდა და გარეთ გამიყვანა.
გარეთ მდგარმა პოლიციელებმა ეჭვით შემოგვხედეს. ანდრე მათთან მივიდა.
-ბიჭებო, გუშინდელი ამბავი ტელევიზორში აჩვენეს უკვე?
ბიჭებმა თავი დაუქნიეს.
ერთმა ტელეფონი ამოიღო და გუშინდელი ტელევიზიის ჩანაწერი აჩვენა.
მათთან ახლოს მივედი და ტელეფონს მივაშტერდი.
ჟურნალისტი შეშფოთებული ხმით ლაპარაკობდა.
,,-და პირდაპირ ეთერში გერთვებით ღამის გასართობ კლუბ ,,ლა ლუნას" შენობიდან, საიდანაც სულ რამდენიმე წამის წინ ორი ცხედარი გამოიტანეს.
აჩვენეს კადრები, სადაც მე და ანდრე საკაცეზე დაწოლილები გამოვყავართ პოლიციელებს.
ჟურნალისტი აგრძელებს:
,,როგორც, მედიასთან და პრესასთან პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა, არეულობა შეიარაღებული პირის თავდასხმამ გამოიწვია.
შემდეგ კადრში ჩვენი გადამრჩენელი პოლიციელი ჩნდება:
-თავდასხმის დროს, საუბედუროდ ორი ახალგაზრდა დავკარგეთ, საბედნიეროდ მსხვერპლი მეტი არ ყოფილა. შემთხვევის ადგილზე ესენი გარდაცვლილები ვიპოვეთ. მკვლელი გაიქცა. სავარაუდოდ ფანჯრიდან. მას ჩვენი ბიჭები უკვე მისდევენ. გთხოვთ, საცობს ნუ ქმნით, გაგვატარეთ. დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ.
-გარდაცვლილები ვინები არიან, უფროსო?!
-ხომ გითხარით, არ ვიცით. ერთი გოგოა და მეორე ბიჭი. როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, მკვლელიც გოგო იყო. გთხოვთ, გასვლის საშუალება მოგვცეთ.
-ამ შემთხვევას აქვს კავშირი ,,დევილსში" და უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევასთან?
-პოლიციის აზრით, პირდაპირი კავშირი. ჩვენ მკვლელის დნმ უკვე გაგვაჩნია, სულ მალე დადგინდება მისი ვინაობა და სამართლის წინაშე ყველა თანაბარ პასუხს აგებს.
ჟურნალისტი ისევ ,,ლა ლუნას" წინა ადგილას ჩაერთო.
-შეგახსენებთ, რომ გერთვებით ღამის კლუბ ,,ლა ლუნადან", სადაც რამდენიმე წუთის წინ სისხლიანი თავდასხმა მოხდა, როგორც პოლიცია თვლის, ,,დევილსის" და უნივერსიტეტის საქმეში გარეული ახალგაზრდა გოგონას მიერ. მსხვერპლთა რაოდენობა ორს შეადგენს. მათ პოლიციამ უკვე გარდაცვლილებს მიაგნო..."
შვებით ამოვისუნთქე.
ამ დროს ამავე პოლიციელის ტელეფონმა დარეკა.
-დიახ? დიახ, მე ვარ. გისმენთ ქალბატონო.
პოლიციელმა მე შემომხედა.
-დიახ, უსაფრთხოდაა. დაგალაპარაკებთ.
დედაჩემი.
ყურმილი ყურთან მივიდე თუ არა, დედაჩემმა სიტყვის თქმა არ მაცადა.
-დე, სესილი! ვიღაც კაცია მოსული, რაღაც სისულელეებს მეუბნება! მითხარი, ეხლა ყველაფერი! შენ მომიყევი.
თვალები უნებურად დავხუჭე.
-დედა, მოუსმინე მაგ კაცს და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გეტყვის. ეგ კაცი პოლიციის დეპარტამენტის უფროსია. მიდი, რა გაფიცებ. ძალიან დაღლილი ვარ დედა. კარგად ვარ, კარგად. არ ინერვიულო. ეს ყველაფერი საჭირო იყო და იმიტომ აჩვენეს.
დედაჩემი გაჩერებას არ აპირებდა.
-როგორ დავწყნარდე, დედა! მამაშენი გიჟს გავს!
ხმა გავიმკაცრე.
-რომ გეუბნები, რომ უნდა დაწყნარდე, უნდა დაწყნარდე!
დედაჩემი გაჩერდა.
-კარგი. მოვუსმენ ამ კაცს, ერთი რაღაცაც რომ არ დავიჯერო, მაშინვე ჟურნალისტებთან დავრეკავ.
-დედა, პატარა ბავშვივით ნუ იქცევი! წავედი მე. გაიგე? კარგად ვარ!
ტელეფონი პოლიციელს გავუწოდე.
ანდრემ ხელი ჩამჭიდა.
-წავიდეთ, ჰო?
თავი სუსტად დავუქნიე.
-ბიჭებო, სესილი კარგად არ გრძნობს თავს და ჰაერზე გამყავს.
პოლიციელებმა ერთმანეთს გადახედეს ეჭვით და მერე თავები დაგვიქნიეს.
სწრაფად გამოვეცალეთ იმ ადგილს.
ტყეში ვსეირნობდით.
იცი, ემოციურად როგორი დაღლილი ვიყავი?
არადა, ფიზიკურად დიდად არა.
ანდრე თვალმოუშორებლად მიყურებდა.
-სესილი.
-ჰოუ.
მეც შევხედე.
-ხომ გჯერა ჩემი?
თავი დავუქნიე.
გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა.
მხარზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა.
-რო დავჯდეთ შეიძლება?
ჩუმად ვკითხე.
-კი, როგორ არა.
უკვე საკმაოდ ღრმად ვიყავით ტყეში და დღის სინათლე ბუნდოვნად აღწევდა.
დავსხედით.
ანდრე გვერდით დამიჯდა და ჩემს მუხლზე თითებით თამაში დაიწყო.
გამეღიმა.
უცებ მწვდა ტუჩებზე და მაკოცა.
დავიბენი.
არ ველოდი.
მოულოდნელობისგან გაბრუებულმა თმაში შევუცურე ხელი და ჩემკენ უფრო მაგრად მოვიზიდე.
პირდაპირ ბალახზე მიმაწვინა და ზემოდან მომექცა.
ყველგან მკოცნიდა, სადაც ტუჩებით წვდებოდა.
ჩუმად ვკრუსუნებდი.
ამაზე ეღიმებოდა და უფრო ვნებიანად მეხებოდა.
ერთი ხელით მიწაზე ეყრდნობოდა, მეორეთი წელზე მეფერებოდა.
ყელზე მკოცნიდა და მაბრუებდა.
რას მიშვებოდა, თვითონაც ვერ ხდებოდა, მგონი.
მაისურში ხელები შევუცურე და გამოკვეთილ, ძლიერ კუნთებზე მივეფერე.
ახლაც მახსოვს, ზუსტად მახსოვს, როგორ ძლიერად გააკანკალა.
ანთებული თვალებით ჩამაშტერდა თვალებში და ტუჩები გაილოკა.
გამეღიმა.
მასაც გაეღიმა და ისევ გიჟივით მეცა ტუჩებზე.
ხელები მის მკერდზე ავასრიალე. მისი გლუვი, ცივი კანი ჭკუიდან მშლიდა.
ჩანს, თავისი მაისური ეზედმეტა და ერთი მოძრაობით გადაიძრო თავიდან.
გაშტერებული დავაკვირდი მის სხეულს.
ოდნავ წამოვიწიე.
კოცნა სცადა, მაგრამ გავიწიე.
თვალებით მეკითხებოდა, რა ხდებაო.
თავი გავაქნიე და უკან ვუბიძგე.
უკან გადაჯდა და თავი ხეს მიაყრდნო.
მივუახლოვდი, კალთაში ჩავუჯექი და მის სხეულს დავაკვირდი.
ვინატრე, ნეტავ ხატვა შემძლებოდა. ნეტავ, ამაზე კარგს რას დავხატავდი.
-სესილი...
-ჩშ...
თითებით ოდნავ შევეხე მის ლავიწის ძვლებს. მკერდამდე ჩამოვაყოლე და პრესზე შევეხე.
-შეიძლება?
თვალები დაეხუჭა და იღიმოდა.
თავი ნელა დამიქნია.
ერთი ხელი თმებში შევუცურე, მეორეთი მისი დაკუნთული სხეულის ფერება განვაგრძე.
მისი კანი იყო ცივი და გლუვი.
რატომღაც, მის კანზე ვამპირის კანი გამახსენდა.
სურნელიც რომ მასავით ტკბილი და სუსხიანი ჰქონდა!
ორივე ხელით წელზე მეფერებოდა, შეძლებისდაგვარად.
ონდავ დავიხარე და ყელზე ტუჩები ნაზად შევახე.
ხელები ხელებზე ჩამჭიდა.
თვალები გაახილა.
ოდნავ გავუღიმე.
მანაც საპასუხო ღიმილი დამიბრუნა და ტუჩები ლოყაზე მომაკრო.
რამდენ ხანს ვისხედით ასე, არ ვიცი.
ბოლოს მე გამოვერკვიე და ანდრეს ჩუმად ჩავჩურჩულე, თითქოს ვინმე გაიგებდა:
-ანდრე... მაისური ჩაიცვი, შეგცვდება.
მე თვითონ დავწვდი მაისურს და ანდრეს მივაწოდე.
უსიტყვოდ ჩაიცვა და ისევ მე მომაჩერდა თვალებში.
გავუღიმე.
გაეცინა.
-დღეს, რაღაც სულელივით მიღიმი.
,,გავებუტე". მაგრამ, გული რაღაცნაირად მაინც დამწყდა.
-თუ არ გინდა საერთოდ აღარ გაგიღიმებ.
გავიბუსხე.
მისი კალთიდან გადავჯექი და სხვა ხესთან დავჯექი. ხელები მკერდთან გადავიჯვარედინე და განზე გავიხედე.
-სესილი... არ მოხვალ ჩემთან? მოდი ჩემთან...
თავი გავაქნიე და მეორე მხარეს გადავჯექი, ისე, რომ არ დავენახე.
-რას ბავშვობ...
საწყლად ამოვილაპარაკე:
-მე... არ ვარ მიჩვეული... და შენ თუ სულ ესე დამცინე, არაფერი გამოვა...
მერე მიხვდა.
-არა, ჩემო პატარა, ეგ რა შუაშია... მე შენი ღიმილის გარეშე არ შემიძლია...
მაშინვე წამოხტა და ჩემკენ გამოიქცა.
ხელები სახეზე ავიფარე.
არ მინდოდა, მისი სახის დანახვა. იმიტომ, რომ ეგრევე შევურიგდებოდი.
რაღაცნაირი ცანცარის ხასიათზე ვიყავი და ვაპირებდი, ბოლომდე მეწვალებინა.
-სესილი... ასე ძალიან გაწყენინე?
თავი დავუქნიე.
არადა, გულში მეღიმებოდა.
-სესი... ბოდიში... არ უნდა მეთქვა, ვიცი. მარა, მაინც რა გეწყინა ასე ძალიან... მარა, გაწყენინე, ჩემი ბრალია.
აკანკალებული ხმით ვუთხარი:
-ხოო. შენი ბრალია...
სახეზე აფარებულ ხელებს მიკოცნიდა.
-მაპატიე, რა. აღარ ვიტყვი ეგეთს არაფერს. არასდროს.
ხელები სახიდან ჩამოვიღე.
გამიღიმა.
-არ ჩამეხუტები?
გულუბრყვილოდ მკითხა.
გამეღიმა და მკლავები კისერზე მოვხვიე. მკერდზე მივეხუტე.
ისიც მომეხვია.
-პატარა ბავშვი ხარ. სულ მავიწყდება, რომ პატარა ბავშვის გული გაქვს და როგორ ადვილად გწყინს ყველაფერი. ძალით არასდროს არ მინდა ხოლმე, შენი წყენინება. ხომ იცი, არა? არადა, 20 წლის ხარ. მაინც პატარა ბავშვი ხარ.
მხრები ავიჩეჩე.
ადგილები გავცვალეთ. ისევ, თავის კალთაში მომათავსა.
-მე ესეთი ვარ. ვითომ ძაან ცინიკური და ასე შემდეგ.
-ვითომ არა. თუ ზუსტად ის მომიყევი, რაც დაკითხვაზე ილაპარაკე, ნამდვილი ცინიკოსი ყოფილხარ.
-სიტყვა-სიტყვით მოგიყევი...
გაეღიმა.
-ხოდა, ყოფილხარ.
-სინამდვილეში, ეგეთი უგულო არ ვარ.
თბილად გამიღიმა.
-ვიცი. ვიცი. შენ დამახვე სითბო მე.
გამეღიმა.
-ჰო, რა ვიცი.
-კი, კი. ეგრეა.
-სინამდვილეში... უგულო არ ვარ. მეც მწყინს.
თბილად მომეხვია.
-ვიცი, ვიცი.
დიდხანს მიყურა თვალებში.
-წავიდეთ?
თავი დავუქნიე.
ფეხზე წამომაყენა და ხელი ჩამჭიდა.
-წავედით.
კოტეჯში როგორც კი შევედით, ჩვენს დივანზე წამოწოლილი ლეტი დავინახეთ, რომელსაც ტელევიზორი ჩაერთო და უყურებდა. ფეხები, დივანის ზურგზე დაელაგებინა.
ანდრეს თბილი გამომეტყველება ჯერ გაკვირვებამ და მერე ირონიამ შეცვალა.
-რა იყო, ჯულიეტა, უკვე ააფეთქე შენი ოთახი?
ლეტიმ თავი გააქნია.
-ჯერ არა. შენ უკეთ გეხერხება. მეთქი, დავხვდები, ბიჭმა მოიწყინა, რამე სახალისო საქმეს ვუპოვითქო.
ანდრემ ნაგლად გაუღიმა.
-შენ გაგიჭირდა, არა? რაო, შენმა სპონსორებმა, მერე?
ლეტიმ ერთი გამოხედა ანდრეს და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა.
-შენები მოიკითხეს.
ანდრემ ხელები მომუშტა.
დაუფიქრებლად დავდექი მის წინ და ხელებზე ხელები მოვკიდე.
-ახლა ამის დრო არ არის! ყველა ერთ ნავში ვართ და ერთმანეთთან ნაგლობის დრო არ გვაქვს!
ლეტის გაეცინა.
-ოჰ, ნამდვილი ჯულიეტა გამოხტა! რაო, შენმა რომეომ, ყველაფერი მოგიყვა და ეხა დაკმაყოფილებული დადიხარ?
ჩემში "ცინიკოსმა" მემ გაიღვიძა.
-ძაანაც ნუ გაიჯეჯილებ, გაიგე ჯულიეტა? შენ თუ გგონია, რო შენს ამდენ კუნტრუშს ყველა ფეხებზე დაიკიდებს, ძაან ცდები. შენს ადგილზე კიდე, ამდენი ტლიკინის თავი არ მექნებოდა, გუშინ მაგდენი ბოდიში მაინც არ გეხადა.
ლეტიმ თავი გააქნია.
-და შენი რომეოს კუნტრუში რატო დაივიწყეს, სესილი! მითხარი, რატომ?! და სხვათაშორის, ის ბოდიშები ტყუილად არ მიხდია. და მაგას არანაირ ბოდიშს არ მოვუხდი. ჩემ თვალში ძალიან დაბალია და იმიტომ.
ანდრეს გაეცინა.
-ბოდიში? გგონია, შენი ბოდიში რამეს შეცვლის? ან რამეში მჭირდება? და აი სიდაბლეს რაც შეეხება, მოგიწევს იმ რეალობასთან შეგუება, რომ არ მაინტერესებს და შენი სიტყვებით შენივე თავს აყენებ შეურაცხყოფას. ტყუილად ირჯები. სესილიმ იცის, რომ მე დასაკარგი არაფერი მაქვს. მე არავის ვეხები, ჩემს დანაშაულზე პასუხს მე თვითონ ვაგებდი, თვითონ პოლიციას რომ არ შემოეთავაზებინა ჩემთვის ის, რაც შემომთავაზა.
და შენ? შენ მაშინვე ჩემს ლანძღვაზე გადმოხვედი. შენ არ ნანობ არაფერს. შენ მხოლოდ იმას ნანობ, რომ დაწყებული ვერ დაამთავრე და ამ გეგმის განხორციელებაზე დაგვთანხმდი. დარწმუნებული ვარ, ძალიან რო ნანობდე, იმ შენს ს*რ ბოსს დაურეკავდი და ახლავე ყველაფერს ჩაუკაკლავდი.
ამაზე ლეტი სავარძლიდან ჩამოფრინდა.
-ხმა ჩაიგე, თორემ, შენს მოსაკლავად იარაღი საერთოდ არ დამჭირდება!
გული ამიფრთხიალდა. ფეხს არ ვიცვლიდი ადგილიდან.
-რა ჯანდაბას აკეთებთ! ლეტი, დაჯექი, ამის დრო არ არის! ანდრე, გთხოვ!
არც ერთი წყნარდებოდა, მაგრამ...
-შენ პოლიციამ ჩამოგრეცხა ნამუსი და დიდ გულზე ხარ?! და იმ ოჯახებმა რაო, ვისაც ოჯახის წევრი წაართვი? იმათმა რაო, ვინც დღემდე შენი ვინაობის გარკვევას ცდილობენ?!
ანდრე ერთიანად გაჩუმდა.
ლეტი კი არ ჩუმდებოდა.
-ხო, რა იყო, გაჩუმდი?! მე იმათ დასანახად მაინც დამსჯიან! ციხეში ჩამსვამენ და იქ ჩამაძაღლებენ. იმ ოჯახებს მეტი არც არაფერი უნდათ! და შენ?! პოლიციის ოფისში რო გამომეჭიმები, იმ ოჯახებს რამეს შეუმსუბუქებ?!
ლეტი ანდრეს ციხეში სასჯელის მოხდისკენ უბიძგებდა.
გაკვირვებული ხან ერთს ვუყურებდი, ხან მეორეს.
პრინციპში, ლეტი მართალს ამბობდა.
მას დასჯიდნენ. სასამართლოსა და მთელი ერის წინაშე.
ანდრე კი...
საკმაოდ ადვილად გამოძვრა.
ლეტი ტიროდა.
-საერთოდ, რატო დავთანხმდით ამ სისხლისღვრას?!
ჩუმად ჩავილაპარაკე:
-თქვენივე თავებს კითხეთ.
ანდრე თავჩახრილი იდგა ერთ ადგილას.
ალბათ, ხმის ამოღებას არც ერთი არ დააპირებდა, პოლიციელი რომ არ შემოვარდნილიყო ქოშინით:
-გოგონა, თქვენს ბინასთან ფოსტამ ამანათი დატოვა. აი...
ხელიდან მცირე ზომის შეკვრა გაუწოდა.
ლეტის თვალები გაუფართოვდა. სწრაფად გამოართვა შეკვრა და აკანკალებული ხელებით შესაფუთი ქაღალდის გახსნა დაიწყო.
სუნთქვაშეკრულები ველოდებოდით მე, ანდრე და პოლიციელიც, რომელიც ჩანდა, არსად წასვლას არ აპირებდა.
ძლივს მოგლიჯა ფურცლის ბოლო ფენა ლეტიმ და ბრტყელი ყუთი შერჩა ხელში.
ღრმად ჩაისუნთქა და ყუთი გახსნა.
შიგნით ბევრი არაფერი დახვედრია.
ბარათი, წარწერით "ყოჩაღ".
და ფოტოსურათი.
მასზე აშკარად კაფე ან რესტორანი იყო ასახული.
ლეტიმ ფოტო გადმოატრიალა.
მხოლოდ ორი სიტყვა დახვდა.
,,Pandemonium, 21"
ვერაფერს ვხვდებოდი,
როცა მოულოდნელად
კედელზე გაკრულ კალენდარს გავხედე, რომელიც 18 აპრილს აჩვენებდა.

***
3 დღე.
3 დღე და მერე ყველაფერი შეიცვლებოდა.



მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი თავით!
ჩემს უსაყვარლეს სვანეთში ვარ და ბუნების სილამაზით გამოშტერებულმა მუზა სადღაც მთის ძირში დავიჭირე :დდ
პ.ს. მაინტერესებს, თქვენთვის ლეტი უფრო მართალია თუ ანდრე. და სწორად იქცევა თუ არა სესილი, როცა ანდრეს პატიობს და ლეტის ვერა.
პ.ს.ს. უმორჩილესად გთხოვთ, დატოვოთ კომენტარი, იმიტომ რომ მეც ვერ ვხვდები, ამის მერე რა უნდა ვქნა.
თქვენი მარიკუნა <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Chemi azrit es yvelaferi garemoebis da. Azrovnebis bralia. Andrem shedzlo policiastan kavshiris shekvra da ase vtqvat amit gmoisyida danashauli. Xolo letim an ar an ver shedzlo igives. Gaketeba . Am ambavshi Sesilis patieba verc verafera ushvelis. Magram rasac. Chveni fvalit vxedavt. Is gacilebit ufro efeqturia. Asjer gagonils erti nanaxi jobiao xo gagigia. Amit imis tqma minda rom letis mokluli adaminebi axlos iyvnen sesilistan da mastan shexeba hqonda amastan es ambavi piradad naxa. Da andres chadenili. Ki mas arc ki unaxavs mxolod gaugonia d im ojaxebtanac araferi aqvs saerto. Tumca. Chemi azrit orive mkvlelia da es dzalian cudia tumca sesilis pozicia subieqturia. Xandaxan momentebshi cdilobs obieqturova chartos mara es arafers cvlis zgvashi wvetia ra. Orives ert qvabshi moxashavda obieqturi ro iyos ...
Swored amitom rom andrestan meti siaxlove aqvs sulierad. Amas emateba zevit natqvami garemkebebi da. Ubralod ase gamodis andre"shewyalebuli".....

 


№2  offline წევრი Kalina

nawkas12345
Chemi azrit es yvelaferi garemoebis da. Azrovnebis bralia. Andrem shedzlo policiastan kavshiris shekvra da ase vtqvat amit gmoisyida danashauli. Xolo letim an ar an ver shedzlo igives. Gaketeba . Am ambavshi Sesilis patieba verc verafera ushvelis. Magram rasac. Chveni fvalit vxedavt. Is gacilebit ufro efeqturia. Asjer gagonils erti nanaxi jobiao xo gagigia. Amit imis tqma minda rom letis mokluli adaminebi axlos iyvnen sesilistan da mastan shexeba hqonda amastan es ambavi piradad naxa. Da andres chadenili. Ki mas arc ki unaxavs mxolod gaugonia d im ojaxebtanac araferi aqvs saerto. Tumca. Chemi azrit orive mkvlelia da es dzalian cudia tumca sesilis pozicia subieqturia. Xandaxan momentebshi cdilobs obieqturova chartos mara es arafers cvlis zgvashi wvetia ra. Orives ert qvabshi moxashavda obieqturi ro iyos ...
Swored amitom rom andrestan meti siaxlove aqvs sulierad. Amas emateba zevit natqvami garemkebebi da. Ubralod ase gamodis andre"shewyalebuli".....

ვგიჟდები ხოლმე, ჩემი და შენი აზრები როგორ ზუსტად ემთხვევა!
მართლა მიკვირს^_^
დიდი მადლობა, რომ არსებობ!
გამიხარდი<3
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მარიკუნაა♥️
nawkas12345
Chemi azrit es yvelaferi garemoebis da. Azrovnebis bralia. Andrem shedzlo policiastan kavshiris shekvra da ase vtqvat amit gmoisyida danashauli. Xolo letim an ar an ver shedzlo igives. Gaketeba . Am ambavshi Sesilis patieba verc verafera ushvelis. Magram rasac. Chveni fvalit vxedavt. Is gacilebit ufro efeqturia. Asjer gagonils erti nanaxi jobiao xo gagigia. Amit imis tqma minda rom letis mokluli adaminebi axlos iyvnen sesilistan da mastan shexeba hqonda amastan es ambavi piradad naxa. Da andres chadenili. Ki mas arc ki unaxavs mxolod gaugonia d im ojaxebtanac araferi aqvs saerto. Tumca. Chemi azrit orive mkvlelia da es dzalian cudia tumca sesilis pozicia subieqturia. Xandaxan momentebshi cdilobs obieqturova chartos mara es arafers cvlis zgvashi wvetia ra. Orives ert qvabshi moxashavda obieqturi ro iyos ...
Swored amitom rom andrestan meti siaxlove aqvs sulierad. Amas emateba zevit natqvami garemkebebi da. Ubralod ase gamodis andre"shewyalebuli".....

ვგიჟდები ხოლმე, ჩემი და შენი აზრები როგორ ზუსტად ემთხვევა!
მართლა მიკვირს^_^
დიდი მადლობა, რომ არსებობ!
გამიხარდი<3

გაიხარეე
გელოდები ხოლმე და დღეს რო დაგინახე ძაან გამიხარდააა

 


№4 სტუმარი სადისტი

agar agrZeleb?!?!?!?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent