შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები?! ...20...

10-08-2017, 23:48
ავტორი kethrine
ნანახია 2 149

მაგიდიდან თეფშები ერთმანეთზე დავახვავე. ხელში ავიღე და სამზარეულოსკენ შემოვტრიალდი, შემოსასვლელ კარებში მდგარი სილუეტისკენ, რომ გამექცა თვალი. ერთი დავიკივლე და ჭურჭელიც მთელი ინერციით დაენარცხა იატაკს.
-შეგაშინე? არ მინდოდა... როგორ ხარ?- იმდენად მომნატრებია ამ ხმის ჟღერადობა, რომ დავიბენი, ოდნავ წინ წამოიწია და დამაკვირდა. პირზე მქონდა ორივე ხელი მიფარებული და ემოციების გაკონტროლება მიჭირდა. ათასი სიტყვები, ბგერები თუ წინადადებები დაქროდნენ ჩემ თავში, მაგრამ იმდენად შორეულად მეჩვენებოდა, რომ წაკითხვაც მიჭირდა.
ადგილიდან არ იძროდა. აი ასე, იდგა და შორიდან ვუყურებდით ერთმანეთს, ვაკვირდებოდით... შეცვლილი მეჩვენა... თმა წამოზრდილი ქონდა, ოდნავ მოშვებული წვერი და ისევ ის გამყინავი, მაგრამ მზრუნველი გამოხედვა... ის მონატრება არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც იმ წამს ვგრძნობდი. მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებდა... ამდენი ხანი, მის გარეშე, როგორ გავძელი?! ხელების კანკალს ვერ ვიმორჩილებდი... გრძნობებს თავს ვერ ვუყრიდი... ვიგრძენი, როგორ დამისველდა პირზე აფარებული ხელები და მზერაც დამებინდა, თუმცა ჯიუტად არ ვახამხამებდი თვალებს. მეგონა გაქრებოდა და ვეღარ დავინახავდი... ნუთუ ამდენი დავლიე? როგორც იქნა ოდნავ გამოვფხიზლდი, სულ ოდნავ... მართალია მინდოდა რეალური ყოფილიყო, მაგრამ მაინც მოჩვენება მეგონა... თვალები დავხუჭე და თავი ძლიერად გავაქნიე. ღრმად ამოვისუნთქე და ნელ-ნელა ქუთუთოებიც დავაშორე ერთმანეთს, მაგრამ ის არ გამქრალა... ჩემთან იყო... მიუხედავად მდგომარეობის, მაინც მოვიდა... ჩემთან... ისევ ამ დღეს, ისევ ჩემთან...
კვლავ მლაშე წვეთები ვიგრძენი სახეზე, თავი ოდნავ გვერდით გადავხარე და ჩახლეჩილი ხმით ძლივს ვთქვი ორიოდე სიტყვა
-ალექს... შენ... მოხვედი?!-სუნთქვა შემეკრა...
-იზი...-მხოლოდ ეს მითხრა და ჩემკენ გამოემართა, გაუაზრებლად გავემართე მეც და ხელები ძლიერად მოვხვიე კისერზე. წელზე ვგრძნობდი მისი ხელების სიძლიერეს და მიხაროდა... უფრო მომიჭირა მკლავები და მაღლა ამწია,თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად ჩაისუნთქა, მე კი ტირილს ვერ ვწვყვეტდი
-იზი... მომენატრე-სევდიანი, გატეხილი ხმით მითხრა, ტირილს ვუმატე და მკლავები უფრო შემოვხვიე.... აღარ მაინტერესებდა ჩემი შეცდომა, ჩემს წინ იდგა ადამიანი, რომლის თითოეული უჯრედი, მივხვდი, რომ იმაზე მეტად მომნატრებია, ვიდრე მეგონა
-ალექს... მე მეგონა... ვერ ახერხებდი-ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოვთქვი დაუსრულებელი წინადადება
-მომენატრე იზი!-სახე ხელებით დამიჭირა და ვნებიანი ხმით დაიჩურჩულა. შუბლით მომეყრდნო და ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის კი არა, მთლიანად ოთახში დაიმუხტა ჰაერი. არ ვიცოდი გამხარებოდა თუ არა, მაგრამ სიტუაცია მომწონდა, არ მინდოდა შეწინააღმდეგება... მზერა გამისწორა ისე, თითქოს ნებართვას იღებსო, სახე ისე ახლოს მოიტანა, რომ მის სუნთქვას ტუჩებზე ვგრძნობდი. გულმაც დამტოვა და გონებამაც, ვერცერთმა ვერ გაუძლო ალექსის ვნებიან მზერას... ხელები სახეზე მოვკიდე მეც და ცრემლიანი ტუჩები, მისი ნახვით გახარებული და ზომიერად ვერ გამოხატული გრძნობით, ჩავიკნიტე. საოცარია, მაგრამ ტირილს ვერ ვწვყვეტდი. სიცილი, ღიმილი, ცეკვა, პატარა ბავშვივით ხტუნვა მინდოდა მაგრამ ვერ ვერეოდი. ამდენი სიხარულისგან მხოლოდ ცრემლები მომდიოდა.
-იზი...-ისევ ისეთი ხმით ჩაიჩურჩულა და თავის ტუჩები ჩემსას მოაკრო.
სუნთქვა გამიჩერდა. . . ვიგრძენი როგორ კანკალით, ძლივს გაბედულად გამოვუშვი ჰაერი. თვალები უნებლიედ დავხუჭე და ალექს მივენდე... ვერ გეტყვით, როგორ ნაზად მიზიარებდა თავის ტუჩებს. საშინლად მსიამოვნებდა მისი ბაგეების დაგემოვნება და მეც თამამად ავყევი კოცნაში. სახიდან ხელები ნელ-ნელა დაბლა ჩააცურა და წელზე ძლიერად მომიჭირა, თავის სხეულზე ამიკრა... ტუჩები ყელს ჩააყოლა და სველი კოცნების დატოვება დაიწყო.
ავკანკალდი, მეც არ ვიცი რატომ... ვერ ვიჯერებდი, ჩემს წინ იდგა პიროვნება, რომელიც მთელ სამყაროს მერჩივნა... ორი სიცოცხლე მყავდა და ორივე ჩემს გვერდით იყო.
ჩემი... ჩემთან
-იზი...-ყურთან ჩამჩურჩულა და თვალებში ძლივს გახელილი თვალებით შემომხედა-იზი... ლიზის ნახვა მინდა-
რა ვიგრძენი? დაფასება... უზომო, უთქმელი სიყვარული და რა თქმა უნდა უზომო მონატრება. თავი ოდნავ დავუქნიე და საძინებლისკენ წავიყვანე. ბავშვის საწოლს მივუახლოვდით და სანათის სინათლეზეც კარგად დავინახე, აციმციმებული თვალებით როგორ დაყურებდა ჩემს პრინცესას.
-ძალიან ლამაზია... შენ გგავს-ღიმილით მითხრა,დაიხარა და შუბლზე აკოცა, ბავშვურად მძინარეს.
-გელოდებოდა- ჩუმად, მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე
-ვიცი!-დარწმუნებით მითხრა, კიდე ერთხელ აკოცა და ჩემთან ერთად ჩამოჯდა საწოლზე.
-დაიღალე ალბათ-მხარზე ხელი კანკალით დავადე. ნელა შემომხედა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. ხელის ჩამოწევას ვაპირებდი, მისმა ხმამ, რომ შემაჩერა
-რატომ გამირბიხარ?-სერიოზულად მკითხა. დავიბენი... არვიცოდი რა მეპასუხა... არც ის ვიცოდი ეს რატომ იფიქრა
-რატომ ფიქრობ მასე?!-ძალა მოვიკრიბე და ხმამაღლა ვკითხე
-მთავარია შენ რას ფიქრობ!-მკაცრი ტონით მომიგო
-მართლა გაინტერესებს რას ვფიქრობ? კარგი გეტყვი!-არვიცი სიტყვები სად მოვძებნე, ან იქნებ თავად მომძებნეს. არც ეს ვიცოდი- წელიწადია ერთმანეთი არ გვინახავს და შენ იმაზე ნერვიულობ, რომ გაგირბივარ! კი არ გაგირბივარ, მოულოდნელი იყავი. იმის მიუხედავად, რომ მთელი დღე გელოდებოდი.-ფეხზე წამოვდექი და ვეცადე ხმა მეკონტროლებია.- ახლა კი ჩემს გვერდით ზიხარ და მეუბნები რომ გაგირბივარ? რატომ ხარ ჩემთან ვალდებული, არ ვარ შენი ღირსი. ხო აი ასე, აქამდეც მაგას ვფიქრობდი. ჯანდაბა ალექს! ჯანდაბა!-საკუთარ თავს ვეღარ მოვერიე, ხმა გამიტყდა და ცრემლებიც მომერია. სამაგიეროდ გული დავიცალე. თითქოს გავმხნევდი, გულში გაჩენილი სიტყვები გავაჟღერე და თან ისე, რომ არ ვნანობდი.ხელი ავიქნიე და ოთახიდან გასვლას ვაპირებდი, როცა დამიჭირა და გულის წასვლამდე ძლიერად ჩამეხუტა.
-ახლა დაიცალე გრძნობებისგან?!-ოდნავ ღიმილით მკითხა. გავშრი... ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მე დავცლილიყავი?
-შენ... როგორ ახერხებ ყოველთვის ასეთი იყო. რა იცი რა დროს რა მინდა ალექს?- მალე, ალბათ ცოტა კიდეც შემეშინდებოდა
-შენც მიხვდები რა მინდა. უბრალოდ უნდა მომისმინო. ყურით არა,გონებით-ჩუმად ჩამჩურჩულა და ისევ ჩამეხუტა. რანაირად უნდა მომესმინა გონებით? ეს "გონების ყურადობა" რაღა ჯანდაბა იყო?! თვალები დავხუჭე და ტუჩების შეხებაც ვიგრძენი, სწრაფადვე გავახილე თუმცა არაფერი... ისევ მეხუტებოდა, მაგრამ არ უკოცნია... არ უკოცნია ისე ვიგრძენი. აი ახლა კი მართლა შემეშინდა...ასეთი რაღაცეებიც არსებობს ვითომ? შევკრთი და ხელი სწრაფად გავუშვი. დაბნეულმა, მკაცრი სახით შემომხედა. მზერით მეკითხებოდა რა ხდებაო, მე კი ჩემს ტვინს საკმაოდ სერიოზული დასკვნა გამოვუტანე. თუ დროულად არ დავიძინებდი ალბათ გავაფრენდი...
-იზი რაზე ფიქრობ? ისეთი შეშინებული ხარ...
-შენ ახლა არ გიკოცნია ხო?-ისე სულელურად ვკითხე, ლამის ჩემ თავს შემოვარტყი. არაფერი უპასუხია თავი ოდნავ გამიქნია. ნელა მოვიდა ახლოს და ახლა ნამდვილად მაკოცა.
-ახლა გაკოცე... იმიტომ რომ გინდოდა...- ისევ გაიმეორა კოცნა და ისევ ჩაიჩურჩულა- აი ახლა მე მინდოდა- ოდნავ ჩაეღიმა ჩემს დაბნეულობაზე და ისევ ბოლოჯერ დაწვდა ჩემს ტუჩებს. ხელები წელზე შემიცურა, ტანზე ამიკრა და ძლიერად მომიჭირა. ამდენი კითხვის ნიშანი, დაბნეულობა და შიში ჯანდაბაში მოვისროლე, ხელები თმებში შევუცურე და კოცნაშიც თამამად ავყევი.
-ძალიან მომენატრე ალექს-კოცნებს შორის უნებლიედ წამომცდა და ტუჩზე ვიკბინე...არაფერი უპასუხია, ნელა შემომაბრუნა და უკვე მაისურის გარეშე დაიწყო ჩემი სხეულის შესწავლა. არ მახსოვს როგორ აღმოვჩნდით საწოლში...
თუმცა მახსოვს მისი, მზრუნველი, ფრთხილი მოძრაობები...
სიყვარულით სავსე გრძნობების გაღვივება და სიამოვნების პიკი.
-ალექს...-გაუაზრებლად დავუძახე... რისი თქმა მინდოდა არვიცი... თუმცა დავუძახე...
-ჩუ... დაიძინე იზი...-თავი მის მხარე მოვათავსე და ვიგრძენი ამდენი ემოციების ცვალებადობით, უკვე მთვლემდა...
-მაპატიე-ძილბურანში წასულს, ჩამესმა და მხურვალე ტუჩებიც ვიგრძენი შუბლზე. ძალიან მეძინებოდა, მინდოდა დამმახსოვრებოდა და ხვალისთვის მეკითხა, მაგრამ უკვე ვიცნობდი მის ბუნებას.
-რა გაპატიო ალექს?-თვალები შეძლებისდაგვარად ფართოდ გავახილე და სახეზე შევხედე
-ჩუ დაიძინე იზ-ისევ ისე მზრუნველად მითხრა.
-არა ჯერ მითხარი. თავს დამნაშავედ გრძნობ?-ერთბაშად ვიგრძენი გაღიზიანება
-არა იზი... მაგრამ შენ
-ვსო აღარ გააგრძელო!-არ მინდოდა ის სიტყვები, რაც სავარაუდოდ უნდა ეთქვა-თუ ნანობ შეგიძლია ადგე და წახვიდე. ბოდიში მიღებულია-თავადაც ვერ მივხვდი რა ვთქვი. ცრემლები მომადგა თვალებზე და ვეცადე გვერძე, მისკენ ზურგით გადავბრუნებულიყავი.
-არ ქნა იზი... მასე არა... ის, რომ გრძნობებს ვერ გამოვხატავ, არ ნიშნავს, რომ ეს ჩემთვის არაფერი იყო. გთხოვ... ნუ ამახსნევინებ. ვგავარ იმ ადამიანს, ვინც ასე მოგექცეოდა?-თავი დამნაშავედ ვიგრძენი, ხელები მოვხვიე და ძლიერად ჩავეხუტე. მონდოდა მეთქვა, რომ მიყვარდა...გულით მინდოდა...
ძალიან...
მაგრამ გამიჭირდა... ალბათ იმიტომ, რომ მისგან იმედი მქონდა, მოსმენილი კი არა.
არვიცი რას ვფიქრობდი, რა მალაპარაკებდა... მეც ხომ ვიცოდი, რომ ალექსი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო. არც ისეთი იყო, რომ არ მივნდობოდი. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები და დასამშვიდებლად კი წელზე შემოხვეული მისი ხელი მქონდა.
არვიცი მომავალში რა მოხდებოდა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი. მე ალექსი მიყვარდა.
მიყვარდა უკვე დიდი ხანია.
გამთენიისას ბუნდოვნად ჩამესმა ჩემი პატარას ხმა, მეძახდა, მაგრამ მეორედ აღარ დაუძახია და მეც მშვიდად გავაგრძელე ძილი. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, გვერდით სიცივე, რომ ვიგრძენი. უცბად წამოვჯექი საწოლზე, ცარიელ ოთახში ვიყავი, არც ალექსი და არც ლიზი. ნელ-ნელა წამოვდექი, მოვწესრიგდი და მისაღებში გასასვლელად მოვემზადე. ვიცოდი იქ იქნებოდნენ. ეს ვიცოდი, თუმცა ის არ ვიცოდი რა მეთქვა...
-შანდლო... შანდლო...-აქეთ-იქით დარბოდა და ალექს წრეებს არტყავდა
-წაიქცევი პატარა, ლიზი ნელა... თავბრუ დაგეხვევა... მოდი ჩემთან-ბავშვი სიცილით აიყვანა ხელში და მხოლოდ ახლა შემომხედეს.
-დე... შანდლო-გაბრწყინებული თვალებით მახარა პატარამ. უნებურად გამეღიმა მის ყველაფრის მთქმელ სახეზე. მივუახლოვდი და თვალებზე ვაკოცე. ჩუმად გავაპარე მზერა ალექსისკენ. ოდნავ გამიღიმა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-დილამშვიდობის...
-დილამშვიდობის...-ოდნავ სიწითლეშეპარულმა ძლივს ამოვილუღლუღე. -საუზმეს გავამზადებ-უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე, თუმცა გზაში დამეწია ალექსის ნათქვამი-ჩვენ უკვე ვისაუზმეთ. ახლა შენ ჭამე რამე.
-უჩემოდ ისაუზმეთ ხომ? ვიმახაოვრებ-სამზარეულოს კარების ჩარჩოს მივეყრდენი და გვერდულად გავუცინე.მხოლოდ ახლა შევნიშნე ლიზის ახალი კაბა ეცვა, რომელიც მე არ მიყიდია
-ლიზ რა გაცვია? -დაეჭვებით ვკითხე
-შანდლო...-ისევ სასაცილოდ გაპარჭყა ხელები და კისერზე ჩამოეკიდა.-ზიზია... ბევლი...-ახლა ალექსის შევხედე, დივანზე იჯდა და ლიზის ეშმაკურად უღიმოდა. უნდა ავღნიშნო, რომ ასეთი ალექსი, არ მინახავს. ბავშვთან თავშეუკავებელი, ლაღი და პოზიტიური იყო, მაგრამ სხვა დროს, მკაცრი და შეუვალი.
მთელი დღე აჟიტირებული, კარგ ხასიათზე დავდიოდი და დაფარვას არც ვლამობდი. მთელი სახლი ყირაზე დავაყენეთ, რა გვინდოდა ჩვენც არ ვიცოდით. ლიზი მიდიოდა და ჩვენც მივსდევდით. მთელი დღის სირბილის, თამაშების და სიცილის დამსახურებით, ლიზის იმაზე ადრე ეძინებოდა საღამოს, ვიდრე ჩვეული იყო.
-ძალიან გონიერი ბავშვია იზი...-ჩუმად მითხრა და თმა ყურს უკან გადამიწია. პასუხად მხოლოდ გავუღიმე
-პატარა მაიმუნი..მეც კი დამღალა.-ღიმილით გადახედა პატარას, ნელა დაიხარა და ყელზე დამიტოვა მხურვალე კოცნა-იზ... მე წავალ კარგი? პირდაპირ შენთან წამოვედი, სახლშიც ხომ უნდა მივიდე. ვნახავ იმათაც.-ჩემი სახე ხელებში მოექცია და ისე მელაპარაკებოდა. ისევ ოზომო სიამაყე ვიგრძენი, რადგან ჩემს გვერდით იდგა. ისევ ღიმილით ვუპასუხე და ოდნავ დავუქნიე თავი.
-და ჩვენ სალაპაკო გვაქვს-ჩუმად, შუბლთან მიტანილი ტუჩებით ამოიჩურჩულა. მე კი დავიძაბე
-სალაპარაკო?-დაბნეულმა სხვა სიტყვები ვეღარ მოვძებნე
-შენ არ ფიქრობ ასე?-ღიმილით მკითხა ისევ.თავზე გადამისვა ხელი პატარა ბავშვივით, ლიზი ჩაკოცნა და წასასვლელად მოემზადა. კარამდე გავაცილეთ მე და ჩემმა წერტილმა
-კარგად ალექს-ოდნავ გავუღიმე
-დროებით-მიპასუხა, დაიხარა ოდნავ შეეხო ტუჩებს მერე კი ლიზისკენ გადაინაცვლა. ძლივს დავაცილე ერთმანეთს და კარიც დავხულე.
-დე...შანდლო?- საწყლად დაწრუპა ტუჩები და სატირლად მოემზადა
-დე მოვა დე... მალე მოვა... აი ნახავ... იმედი მაქვს მოვა-ბოლო სიტყვები უფრო საჩემოდ ვთქვი. უცნაური იყო მაგრამ ამდენი განცდილი სიხარულის და ბედნიერების გამო, ახლა მეშინოდა. მეშინოდა, რომ ესეც დამთავრდებოდა,მე არც ისეთი იღბლიანი ვიყავი, რომ ასე გამმართლებოდა. იქნებ და არც ვცდებოდი, და ეს ჩემი ახირება არ იყო...
მეორე დღეს მხოლოდ დამირეკა, ბოდიში მომიხადა, რომ ვეღარ შემეხმიანა და დამპირდა გნახავო. უცნაურია ისიც, რომ მასში ეჭვი არ შემიტანია, ოდნავადაც არ მიფიქრია, რომ მომატყუა და ასეც რომ ყოფილიყო, მაინც არ ვინანებდი. ვგრძნობდი და ვიცოდი, რომ არ იყო ალექსი ის ადამიანი, ვინც შეიძლებოდა ოდესმე გენანა. ვიცოდი, სამსახურშიც ერთი ამბავი დახვდა, იქაც უნდა მოეწესრიგებია ყველაფერი და სახლშიც. ვუგებდი და ვცდილობდი, რომ არ მეფიქრა მასზე, მაგრამ არ გამომდიოდა. ხანდახან წამცდებოდა ხელი ტელეფონზეც, მაგრამ უკანვე ვდებდი. ვიცი, რომ შეძლებოდა თავად დამირეკავდა. ყველაზე მეტად მაშინ მიჭირდა, როცა ლიზიც კითხულობდა. ოთახებში დარბოდა "შანდლო"-ს ძახილით, ან შემოსასვლელში იდგა კარზე აყუდებული. ძლივს გადავატანინებდი გონებას სხვა საგნებზე ან სათამაშოებზე.
ერთ-ერთ საღამოს მახსოვს, ლიზი დავბანე და დავაწვინე, როცა დამირეკა და მთხოვა არ დააძინოო. როგორ გინდა პატარა მძინარას,ძილი აუკრძალო? მეც პატარა ბავშვივით გამეხადა და ლიზის რატო გამიკვირდებოდა.
-დე შანდლო მოდის იცი?
-შანდლო... შანდლო... -ფართხა-ფურთხით გადმოძვრა საწოლიდან და შემოსასვლელისკენ ისე გავარდა, თვალი ვეღარ მოვკარი.ზარის ხმაც გავიგე და მეც სწრაფად წავედი შემოსასვლელისკენ
-ნელა დე... გავაღო დამაცადე
-შანდლო შანდლო შანდლო-უკვე ადგილზე ცქმუტავდა.
-ჰეი... ფერია როგორ ხარ? მომენატრე ფუმფულ-შემოსულიც არ იყო ისე შეეგებნენ ერთმანეთს.
-შანდლო... შანდლო... მეე...მე
-რაო რას ამბობ, გაგეხარდი? აღარ გეძინება? -აციმციმებული თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს.
-დაგისაკუთრა-ლიზის ნათქვამი გავუშიფრე, თან მათი შემხედვარე ღიმილს ვერ ვწვყვეტდი.
-და მერე ჩემი არაა?-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და მეც მზერა იატაკზე გამეყინა-ლიზ ვისი გოგო ხარ?-ახლა ბავშვს მიუტრიალდა
-დედაცი...-ხელების პარჭყვით ახარა
-კიდევ?კიდევ ვისი გოგო ხარ ფერია?სანდრო თუ შენია,შენ არ ხარ სანდროსი?-ნელ-ნელა ისევ გაუბრწყინდა თვალები ლიზის და დიდი მონდომებით დააქნია თავი.
სათამაშოების დიდი ყუთი, რომელიც აქამდე კედელზე იყო მიყუდებული, ლიზის გაუწოდა.
-იზ...-მომმართა კარზე მიყუდებულს- შენ არ ჩამეხუტები?-ეშმაკური ღიმილით მომიახლოვდა და მეც ძლიერად ავეკარი სხეულზე.
-შენ არ იქნები ჩემი გოგო?-ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა და ყელში ცხელი კოცნაც დამიტოვა. იმდენად მეუცხოვა ალექსიდან მსგავსი სიტყვები, რომ დავიბენი.
-შენი სიჩუმე არ მომწონს იზი!-სიმკაცრე შეპარული ხმით ჩაილაპარაკა, მაგრამ არ მომშორებია.
-და რა იქნება ამის მერე ალექს?-მხრებზე ხელი ოდნავ მოვუჭირე და თავიც მხარზე ჩამოვადე.
-ძველებურად აღარაფერი...-ჩუმად ჩაილაპარაკა.
-ჩვენ სალაპარაკო რომ გვაქვს?
-უკვე ვილაპარაკეთ, როცა ჩემი გოგო გახდი.
ისევ ვერაფერი გავიგე, მაგრამ იმედი მქონდა ცალკე დარჩენილი გავიაზრებდი მის ნათქვამს, რადგან მასთან ერთად, მისი სითბოს, სურნელის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.
მხოლოდ ალექსანდრე და ლიზი...

_________
ვეღარაფერს გთხოვთ... ბოდიშსაც ვეღარ ვიხდი. მრცხვენია, რომ დავაგვიანე...
მაგრამ
მაინც
მიყვარხართ და მიხარიხართ

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მომწონს..
და არაუშავს თავისებური ხიბლი აქვთ დაგვიანებულ თავებს:დდ

№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი ლამაზი როგორ გამახარე.თვალები გამიბრწყინდა ახალი თავი რომ ვნახე და მერე,რომ წავიკითხე ხომ საერთოდ.შენ რა მაგარი გოგო ხარ ხომ ვერ წარმოიდგენ რა.ვგიჟდები შენზე.ვაიმე რა მაგარი თავი იყო და ალექსი და ლიზიკო ხო საერთოდ რა ვგიჟდები ამ გმირებზე
--------------------
ლანა

№3  offline წევრი kethrine

nawkas12345
ძალიან მომწონს..
და არაუშავს თავისებური ხიბლი აქვთ დაგვიანებულ თავებს:დდ

ვაიმე როგორ გამომიყვანე smile მადლობა ჩემო კარგო უღრმესი

La-Na
ჩემი ლამაზი როგორ გამახარე.თვალები გამიბრწყინდა ახალი თავი რომ ვნახე და მერე,რომ წავიკითხე ხომ საერთოდ.შენ რა მაგარი გოგო ხარ ხომ ვერ წარმოიდგენ რა.ვგიჟდები შენზე.ვაიმე რა მაგარი თავი იყო და ალექსი და ლიზიკო ხო საერთოდ რა ვგიჟდები ამ გმირებზე

უჰ ჩემი პოზიტივიც აქ ყოფილხარ. მადლობა უსაყვარლესო და უთბილესო გოგო. მოკლედ შენ ვინ მყავხარ რა... უდიდესი და უღრმესი მადლობა... ბუნჩულა ფერიაა ლიზი, იზიც თავისებურად, მაინც ნაზი და მზრუნველობა მოკლებული. ალექსი-მკაცრი, მზრუნველი და თავისებურად მოსიყვარულე და შენ, შენ ხარ ყველაფერი ერთად აღებული. ჩემი იმედი და წერის მუზა
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

kethrine

ვაიმე როგორ გამაბედნიერე ასეთი სიტყვებით საყვარელო ვერ წარმოიდგენ.მიხარიხარ და მიყვარხარ

№5  offline წევრი kethrine

შენ რომ ყოველი თავის ბოლოს მაბედნიერებ, ეგ არის დასაფასებელი. ჩემი ლანა kissing_heart kissing_heart
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე რა კარგი იყო. გემრიელი თავი გამოვიდა. როგორც იქნა ამ ორმა გადადგა ნაბიჯი წინ.დაგვიანება ნამდვილად გეპატიება, ისეთი ტკბილი გოგო ხარ❤

№7  offline წევრი kethrine

Chikochiko
ვაიმე რა კარგი იყო. გემრიელი თავი გამოვიდა. როგორც იქნა ამ ორმა გადადგა ნაბიჯი წინ.დაგვიანება ნამდვილად გეპატიება, ისეთი ტკბილი გოგო ხარ❤

შენ ხაარ ტკბილი და თბილი და მერე მეც მიფერადებ დღეებს. მადლობა უდიდესი ჩემო გოგო... ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№8 სტუმარი Noo on

Dzliivs... Datben rogorc iqna.... Kargi iyo dzalian rogorc yoveltvis......

№9  offline წევრი kethrine

Noo on
Dzliivs... Datben rogorc iqna.... Kargi iyo dzalian rogorc yoveltvis......

მადლობა საყვარელო დიდი... ჩემი გოგო
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent