შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 13


12-08-2017, 23:02
ავტორი M-morieli
ნანახია 2 194

როდესაც ეკლესიასთან მივიდნენ დილის წირვა მიმდინარეობდა. წირვას დაესწრნენ შემდეგ კი მამაოსთან მივიდნე და სთხოვეს მათთვის ჯვარი დაეწერათ. მამაო გაიგნრბული შეჰყურებდა შარვლებში და უბრალო მაიკებში გამოწყობილებს და აშკარა იყო ნამდვილად არ ეგონა მთლად დალაგრბული ხალხი. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მამაო გადმოიბირეს და ჯვარიც დაიწერეს. დიდი ცერემონიის შემდეგ გადაწყვიტეს ისევ ბავშვებთან დაბრუნებულიყვნენ და ყველაფერი მოეყოლათ, შემდეგ კი ისევ თინა ბებოსთან წასულიყვნენ. რამდენიმე დღეში კი ქალაქში ჩასულიყვნენ რათა იჯახებისთვის ახლაი ამბავი ემცნოთ.
- წარმომიდგენია მაკა დეიდას სახე ცოლით რომ მიხვალ სახლში- გადაბჟირდა ესმა.
-ხო იმედია ისევ ხუმრობა არ ეგინება- აყვა ლუკაც.
-მოიცა რა ხუმრობა?-დაინტერესდა ლაშა.
-მოიცა არ იცოდი რომ ლუკას შენამდე ცოლი ჰყავდა?- ხელი გაიშვირა ნენსისკენ.
- რააა?- წამოენთო ნენსი.
-ლუკა არ გითქვამს?- შეიცხადა ნენსიმ-არც ისი იცის ორი წლის ბავშვი რომ გყავსს?-მეტი ეფრქტისთვის პირი დააღო სსმამ.
-იმედია ხუმრობაა ხო? - ხავსს მოეჭიდა ნენსი.
- არა რათქმაუნდა ლუკას მართლა ყავდა ცოლი. ამხელა ქალს ვერ მიყურებ? -შეიცხადა ესმამ და გადაიხარხარა.
- გააჩუმე გოგო ენა. ნორმალურად არც მომიყვანია ჯერ ცოლად და უკვე ნუ დამაშორებ. -შეუბღვირა ლუკამ.
-რა გინდ არ გახსოვს დედაშენს რომ დავადექით და განუცხადე მე და ესმა დავქორწინდითო? ქალმა კინაღამ ინფაქტი მიღო- ისევ გაეცინა ესმას.
- ეგ იმიტომ რომ საბასთან ნიძლავი მქონდა წაგებული. -გაეხინა ლუკაცას.
- ხო. ახლაც მეცინება დედაშენის შეშფოთებულ სახეზე.
- ხო. ბებიაჩემს კი გაუხარდა რა გინდა.- სიცილს ვერ წყვეტდა ისევ ლუკა.
ლაშა და ნენსიც აიყოლიეს სიცილში.
მალევე მიაღწიეს კარვებს ბავშვები უკვე გაღვიძებულები დახვდნენ და სახეწაშლილები უთავბოლოდ დადიოდნენ.
-რამე დაკარგეთ? რას დაეხეტებით? - ვითომც არაფერიო გაიკვირა ესმამ.
-სად ჯანდაბაში იყავოთ მთელი დილაა გეძებთ. კარვებში არავინ დაგვხვდა რა აღარ ვიფიქრეთ.- წამოენთო ლექსო.
- ამ გიჟებს კითხეთ რატომ მოუნდათ დილის ხუთ საათზე ჯვრის დაწერა და ჩვენც რატომ ჩაგვითრიეს. - ხელია იქნია ესმამ.
-მაგენს კიარა შემომაკ... მოიცა რაოო? რა ჯვრის დაწერა ხო კარგად ხართ? - გაოცება ვერ დამალა ლექსომ.
-მეც ეგ კითხვა მაწუხებს მთელი დღეა- ჩაერთო ლაშაც.
-მოკლედ ხალხო მე და ნენსის ერთმანეთი გვიყავარს და ჯვარი დავიწერეთ.- სიტუახიაში გაარკვია საზოგადოება ლუკამ.
რამდენიმე წუთით ყველა შოკურ მდგომარეიბაში იყო.
-მოიცა ნენსი შენ ხომ ლექსოს შეყვარებული ხარ? - გაიკვირვა ბაბიმ.
- ხო და შენ ესმასი? - იკითხა ალექსმაც.
- გაუგებრობა იყო. უბრალოდ ვიხუმრეთ- გაიცინა ნენსიმ.
-ამას მიმალავდი გოგო- გაიცინა ლექსომ და ნენსის გადაეხვია.
-მე ხო ვიცოდი რას ამბიბ- გადაიკისკისა ნენსიმაც.
-კარგით მიკლედ გაირკვა ყველაფერი, ახლა დავბრუნდეთ სახლში ლაშქრობა აღარ გამოგვივა ქალაქში უნდა დავბრუნდეთ და ქორწილისთვის მოვემზადოთ, ოჯახებმაც ხომ უნდა გაიგონ ახალი ამბავი. - გააცნო გეგმა ლუკამ.
- ხო წავედით. -დაეთანხმნენ ბავშვებიც.
შუადღეს უკვე სახლში ჩავიდნენ ლამრო ბებოს ახალი ამბავი ძალიან გაუხარდა. გოგონებიც დატრიალდნენ და წყვილის დასალოცად პატარა სუფრა გაშალეს. კარგად მოილხინეს და მეორე დღეს ქალაქისკენ აიღეს გეზი. ესმა და ბაბი ბინაშო დატოვეს და ყველა დაიშალნენ.
ქორწილი ორ კვირაში დათქვეს.
ამ ორმა კვირამ მომზადებაში და ზევით-ქვევით სიარულში განვლო. რადგან ჯვარი უკვე დაწერილი ჰქონდათ მხოლდ ხელს მოაწერდნენ და შემდეგ რესტორანში გადაინაცვლებდნენ. გოგონები დილიდანვე გაწამაწაში იყვნენ. წინასწარ ნაყიდი კაბები ჩაიცვეს სალონებიც მოიარეს და როგორც ყოველთვის გამორჩეულად ლამაზებიც იყვნენ, ყოველ შემთხვევაში ბიჭებს მათი დანახვისას რამდენიმე წუთით გულის ფეთქვა შეუჩერდათ სხვას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ესმა და ლაშა მეჯვარეები იყვნენ. ამიტომ ხელის მოწერის ცერემონიაზე მზესავით მოკაშკაშე პატარძალს, რომელსაც გრძელი ტანზე მომდგარი საპატარძლო კაბა ეცვა, გვერდს უმშვენებდა.
ცერემონამაც შესანიშნავად ჩაირა და დარბაზშიც მალევე გადაინაცვლეს ყველააფერი შესანიშნავად მიდიოდა. ესმამ,ბარბარემ და კესომ თავისი კლასელებიც ნახეს და აწი რაღა მოაწყენდათ. ესმა დაპირებისამებრ ყველანაირად ცდილობდა თემო ანის გვერდიდან არ მოსცილებოდა და გამოდიოდა კიდეც. პატარძლის მაგიდასთან მჯდომი ხშირ-ხშირად სიამოვნებით გადაავლებდა თვალს გარემოს და სიტუაციას ზვერავდა. ალექსი ბაბის ეცეკვებოდა. გოგონა ბევრი წუწუნის შემდეგ მაინც დაითანხმა ალექსმამ და ახლა მის მკლავებში მოქცეული ტანის ნაზი რხევით წყნარ მელოდიას აჰყოლოდნენ. კესო მაგიდასთან იჯდა და კლასელებთან საუბრით თავს ირთობდა. ბოჭბიც ცალკე რღაცაზე გაცხარებუთ საუბრობდნენ. ესმამ გარემო კიდებ ერთხელ გადაათვალიერა და ინტერესის ობოექტი, რომ ვერ დაინახა არ ესიამოვნა. ისევ დაძაბა მხედველობა და საცეკვაო მოედანზე შეკრები წყვილებს შორის ლექსოც იპოვა ვიღაც გოგო, რომ ცდილობდა მთელი ტანით მიტმასვნოდა ბიჭს დ აუკევ ამოსუნთქვი საშუალებასაც აღარ აძლევდა. დაიძაბა, არ ესიამოვნა ამ სცენის დანახვა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ამოიკითხავდით იმ ქალბატონის ჩაცმულობაზე მის ზნეობრივ დონესაც და იმასაც რომ ლექსოსაც არ სიამოვნებდა მის სიახლოვეს ყოფნა, მაინც არ მოეწონა ეს სიტუაცია. გაბრაზდა, საშინლად გაბრაზდა, სიწითლემ დაუარა მთელ სახეზე. ზრდილობიანად წამოდგა. სხეულის ნაზი მოძრაობით მოუახლოვდა მოცეკვავე წყვილს, ნუ მოცეკვავე რა აქ მხოლოდ ლექსო ცეკავდა გოგოს დანახვისას იფიქრებდით ოდნავი ხელის კვრა და წელში გადატყდება ან მრავლობითი დაჟეჟილობით გაირთხმება მიწაზეო. ესმამ ერთი ჩაიფხუკუნა სახე დაასაერიოზულა და გოგონას მხარზე ხელი დაჰკრა.
-იქნებ დამითმოთ მეწყვილე?- ზრდილობიანად მომართა გოგონას მაგრამ სადაც იყო გადაბჟრდებოდა.
- როგორც ხედავთ ვცეკვათ.- ყურადღებაც არ მიაქცია გოგომ.
-კი როგორ არა ცეკავთ -ირონია არ დაიშურა ესმამ.
გოგო მოტრიალდა ესმა აათვალ-ჩაათვალიერა ცხვირი აიბზუა და ვითომც არაფერიო ცეკვა გააგრძელა.
- ლექსო არ ვიცოდი ბებიაშენი ასე ახალგაზრდულად თუ გამოიყურებოდა- ხელით მიუთოთა ქალზე, რომელიც სულ რამდენიმე წლით თუ იქნებოდა მასცე უფროსი, ბიჭს გადახედა ესმა, რომელიც უკვე სიცილის შეკავება ძალიან უჭურდა და რომ არა ამდენი ხალხი სიცილით იხოხებდა.
ამჯერად კი დაიმსახურა ქალის ყურადღება, შეშფოთებული მიუბრუნდა ესმას.
- როგორ მიბრდავთ და მის ბებიას მადარებთ.- გაცხარდა ქალი.
-უი უკაცრავად ეტყობა თქვენმა გაჭაღარავებულმა თმამ და მაკიაჟმა შემიყვანა შეცდომაში. წამობრძანდით ერთი არაჩვეულებრივი სალონი ვიცი იქ ასეთ შეცდომებს არ უშვებენ მისამართს დაგიწერთ.- გაუცინა ისევ ესმამ.
-ეს, ეს როგორ გამიბედა- გაცოფდა ქალი და თმის შეთვალიერება დიაწყო.
- საპირფარეშოში დიდი სარკეა იქ მიბრძანდით უკეთ დაინახავთ.-ირონიით გაიცინა გოგომ და გვერდი აუარა, ლექსოსთან მივიდა და ცეჯვა დაიწყო.
- რა სისასტიკეა - ძლივს მოითქვა სული ლექსომ.
- მადლობა არაა საჭირო.
-არც ვაპირებდი მშევნივრად ვცეკვადით თან შვილიშვილების ამბებს ვეკითხებოდი კარგა ხანია მამიდაშვილები არ მინახავს.- ისევ გაიცინა ლექსიმ.
- ხო რათქმაუნდა- სიცილში აყვა ემსაც.
მელოდია დასრულდა და ესმამაც თავისი ადგილი დაიკავა.
- რა უთხარი იმ ქალს ასეთი გიჟივით რომ გავარდა.- გადაუჩურჩულა ნენსიმ. ამ ორ კვირაში ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ და ახლო მეგიბრებიც გახდნენ.
- არაფერი ისეთი ვარცხნილობა შევუქე.- ეშმაკურად გაუღიმა ესმამ.
- ხო როგორ არა- მიუხვდა ნენსიც.
- კარგი ცოტა ხანს ჰაერზე გავალ.-გაუღა ნენსის და აივნისკენ გაემართამ. გარეთ გასულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მოაჯირს დაეყრდნო.
-რაზე ფიქრბ- ზურგს უკან მოესმა ლაშას ხმა.
- არ ვიცი ცოტა არ იყოს დავიღალე.
-თუ აზრების დაწყობა გჭირდება- გვერდით მიუდგა ლაშა.
- ეგეც არის- გაეღიმა ესმას.
-ლექსო გიყვარს არა?
-არ ვიცი.
- ასე რომ არ ყოფილიყო წეხან იმ ქალს არ ჩამოაცილებდი. ნეტავ გენახა რა სახე გქონდა როცა იმ ქალთან ერთად დაინახე.
-უბრალოდ მივხვდი, რომ დახმარება ჭირდებოდა- გაეცინა ესმას.
- კარგი რა აზლა არ თქვა არ მიეჭვიანიაო- ჩაიფრუტუნა ლაშამ.
- არ მიეჭვიანია უბრალოდ გავცოფდი.
- აბა ეჭვიანობა რაღა გგონია?-ჩაეცინა ისევ ლაშას.
- შენ მე რომ მარიგებ ჭკუას თვითონ რას აპირებ? - სხვა თემაზე გადაიტანა ყურადღება.
- რას უნდა ვაპირებდე?- ვითომ ვერ მიხვდა ლაშაც.
- იცი რასაც. დიდი ხანია ლიკა გიყვარს დამიჯერე არც ისაა გულგრილი. შეიძლება ამას მე არ უნდ აგეუბნებოდე, მაგრამ იცი მაინც რამდენად სტკენს გულს შენი ირონიული კომენტარებიი? იცი რამდენი ღამე გაუთენებია ტირილში შენს გამოო? არ იცი, არაფერი არ იცი. სხვებს ხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი შენთვის ძვირფასი ადამიანის თვალებში კი ვერ ხედავ შენსკენ მომართულ სიყვარულით სავსე მზერას. აი ამ დროს უშვებ შეცდომას ახლა ჩემთან ხარჯავ დროს, ნაცვლად იმისა ლიზისთან მიხვიდე და ყველაფერი უთხრა.
-იცი რაა მართალი ხარ. -თითქოს სასმელით გადიდგულებულმა გაიღიმა და დარბაზში შევიდა.
დიდი ხანი არ გასულა გარეთ ტელეფონზე მოსაუბრე თემო გამოვიდა.
- ესმაა? დარბაზში მეგონე.-მაშინვე დაასრულა საუბარი ტელეფონზე თემომ.
- არა სუფთა ჰაერზე მომინდა გამოსვლა შიგნით დახუთულობაა. რა სახე გაქვს ხო მშვიდობაა?- ნახევარი ტანით შებრუნდა ბიჭისკენ.-იქნება, იმედია იქნება.- ნერვიულად მოისვა სახეზე ხელი.
- რა ხდება თემო ამიხსენი, ხომ იცი შეგიძლია მენდო.- ნერვიულობა შეეპარა ესმასაც.
- ხომ იცი რამდენი ხანია ანი მიყვარს?
- პირველი კლასიდან- გაიცინა ესმამ.
-ხო თავიდანვე ხვდებოდი- გაეღიმა თემოსაც- მოკლედ აღარ შემიძლია უკვე. ამდენი ხანია მიყვარს და ვერ ვეუბნენი ახლა გაიზარდა, უფრო დამშვენდა, თაყვანისმცელმებიც გამოუჩნდა ადრეც არ აკლდა შენც გახსოვს- ისევ გაეცინა, გაახსენდა როგორ დაჰყავდათ ესმაც გარჩევებზე- მე და ბიჭებს ყოველდღე ვიღაცის ცემა გვიწევს ანის ზურგს უკან. ყოველ ნაბიჯს დაძაბული ვდგამ ვინმე გიჟი არ გამოჩნდეს და ანი არ წამართვას. უკვე ვეღარ ვძლებ მის გარეშე სუნთქვაც მიჭირს.
- რას აპირებ? -თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდა ესმა.
- ძველი ხერხია მაგრამ გამოცდილი, მოტაცებას - დასჯილი ბავშვივით გადახედა თემომ.
- ოჰჰ დაგადგათ საშველი ძლივს. პირველი ბავშვის ნათლია მე ვარ იცოდე. - გაეცინა ესმას.
- მეგონა დამტუქსავდი- ამოისუნთქა თემომ.
-ნორმალური ხარ ამდენი ხანია თქვენ ტანჯვას ვუყურებ. სანთლებივით ჩამოდნით რა დატუქსვა აქეთ დაგეხმარები თუგინდა - გაეცინა ესმას.
-არა იყოს ყველაფერი მზადაა უკვე.-თემოსაც გაეღიმა.
- კაი წარმატებები აბა შენ იცი.
- მადლობა წავედი მივხედო საქმეს- ღიმილით გაცილდა აივანს. ესმაც აღარ გაჩერებულა დიდხანს, დარბაზში შევიდა და გართობა გააგრძელა თითქოს არაფერი მომხდარა. მალე პატარძლის მაგიდას აფორიაქებული გოგონები მიუახლობდნენ.
- ბაბი რა სახე გაქვს რა მოხდა?- შეშინდა ესმა.
- ლიზის ვერ ვპოულობთ.
-ჰაერზე გავიდოდა ნუ გეშინია.
- არ არის ყველგან ვეძებეთ.- უპასუხა არანაკლებ ანერვიულებულმა კესომ.
- ლაშა სად არის?- იკითხა ესმამ და პატარძლის მაგიდას გადახედა. მეჯვარე რომ ვერსად დაინახა გონება გაუნათდა და მიხვდა რას ნიშნავდა ლაშას ის სიტყვები ,,იცი რა მართალი ხარ"
- არ ვიცი არსად ჩანს.- ეჭვი დაუმოწმა ბაბიმაც.
- მიკლედ არაფერზე იდარდოთ. მაგას ჯობს მომავალი ორი ქორწილისთვის მზადება დავიწყოთ-გაიცინა ესმამ.



№1  offline წევრი qeti.ii

სად იყავი ამდენ ხანს,გელოდებოდი,ძალიან კარგი იყო და ლექსოს დაე ესმას დააყანე საშველი რაა,დავიტანჯე ამათი საცოდაობით, იმედია აღარ მალოდინებ.წარმატებები

 


№2  offline წევრი M-morieli

qeti.ii
სად იყავი ამდენ ხანს,გელოდებოდი,ძალიან კარგი იყო და ლექსოს დაე ესმას დააყანე საშველი რაა,დავიტანჯე ამათი საცოდაობით, იმედია აღარ მალოდინებ.წარმატებები

მადლობა დიდი საყვარელო. ვიცი ჩასაქოლი ვარ მხელა პაუზისთვის :დ რაც შეეხება სემას და ასევე დარჩენილ წყვილებსაც დასკვნით თავში ეშვრლებათ მანამდე ვერაფერს დაგპირდები :დ მადლობა რომ კითხულობ. გყვარობ ♡♡

 


№3  offline წევრი qeti.ii

ke-sane
qeti.ii
სად იყავი ამდენ ხანს,გელოდებოდი,ძალიან კარგი იყო და ლექსოს დაე ესმას დააყანე საშველი რაა,დავიტანჯე ამათი საცოდაობით, იმედია აღარ მალოდინებ.წარმატებები

მადლობა დიდი საყვარელო. ვიცი ჩასაქოლი ვარ მხელა პაუზისთვის :დ რაც შეეხება სემას და ასევე დარჩენილ წყვილებსაც დასკვნით თავში ეშვრლებათ მანამდე ვერაფერს დაგპირდები :დ მადლობა რომ კითხულობ. გყვარობ ♡♡

მეც❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent