შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(III თავი)


12-08-2017, 23:59
ავტორი nina.d.
ნანახია 3 377

დილით საწოლის ჯანჯღარმა გამაღვიძა. თვალები ნელა გავახილე და ნიას მოვკარი თვალი, რომელიც ხტუნაობდა იცინოდა. ზურას ისევ ეძინა, ეს დამპლური აზრები რაა. საწოლიდან წამოვდექი, ნია ხელში ავიყვანე, ლოყაზე ვაკოცე და ჩუმათ ვუთხარი ნათლია შევაშინოთ მეთქი. ისიც წამში გაისუსა. არა, რომ ვამბობ ვგავართ ერთმანეთს-მეთქი არ სჯერათ. ჭიქა წყლით გავავსე და ზურას ზურგზე ნელ-ნელა დავასხი. გინებით წამოხტა, მე და ნია კი ჩუმად ვიცინოდით. წაშლილი სახით მოგვიბრუნდა და ჩვენ, რომ დაგვინახა გაჩერდა და მე მომაშტერდა.
-ზემოდან ჩამოუშვეს წყალი._სიცილით ვუთხარი.
-პირდაპირ ჩემს ზურგს დაუმიზნეს ხო?_ვითომ გაბრაზებულმა მითხრა და ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩვენკენ.
-ნიაკო დაჯექი ცოტახანს, თორემ შენი ნათლია მომკლავს._ნია დავსვი და ნელა დავიწყე უკან სვლა. ზურაც მიმიხვდა ჩანაფიქრს და ჩემი მოძრაობები გაიმეორა. კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე, გავაღე და უკან სვლა გავაგრძელე. შევბრუნდი და გავიქეცი, მაგრამ ვინ გაცდის საიდანღაც გაბრიელი გაჩნდა ჩემ წინ და მთელი ძალით შევასკდი. ზურა სიცილით კედელთან ჩაიკეცა, ცხვირზე ხელი მივიჭირე და კედელს მივეყუდე. გაბრიელი ნიკაპს იზელდა, მის შემხედვარეს სიცილი ამიტყდა და ცხვირიდან ხელი მოვიშორე. ჩემთან მოვიდა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო და ცხირზე მომადო. გაშტერებული ვუყურებდი, ვერ ვხვდებოდი რას აკეთებდა. ხელზე დავიხედე და მერე მივხვდი ცხვირიდან სისხლი, რომ მომდიოდა.
-მადლობა და ბოდიში, რომ დაგეჯახე.
-არც ისეთი სერიოზული ყოფილხარ როგორიც მეგონე._ჩუმად მითხრა.
-სანამ მეგობრებთან ვარ სერიოზულობა ქრება, ამიტომ შეირგე.
ზურა ჩვენთან მოვიდა, ხელი მომხვია და თავზე მაკოცა. გაბრიელმა როგორც კი გაიაზრა, რომ იქ ზურა იყო, სახე ისევ ირონიული გაუხდა. ამ მზერით მბურღავდა, მე კი ვხვდებოდი, რომ რაღაც ცუდს ფიქრობდა.
-კარგად ხარ?_ფიქრებიდან ზურას ხმამ გამომარკვია.
-კი და სხვათაშორის შენი ბრალია.
-არ გადაგესხა ჩემთვის წყალი და არაფერი მოგივიდოდა.
-ვაიმე ზურა, ნიასთან წადი დროზე._წამებში მოეგო გონს და ნიასთან წავიდა.
მარტო დავრჩით ჩვენ ორნი. ერთმანეთშ თვალებში ვუყურებდით, დუმილი კი არ იცვლებოდა ხმაურით. ნოლოს მე დავარღვიე სიჩუმე.
-ჩემსა და ზურას შორის არაფერი ხდება.
-არ გეტყობათ._თვალებანთებულმა მითხრა.
-ის ნიას ნათლია და ჩემი ბავშვობის მეგობარია._მაინც ავუხსენი, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ უნდა მეთქვა. თითქოს გულზე მოეშვაო, ღრმად ამოისუნთქა და კედელს მიეყრდნო. ახლა ნამდვილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე, ისეთი საყვარელი იყო შემოგეჭმეოდა. ამ ფიქრებში ვიყავი ხელზე ნაზი შეხება, რომ ვიგრძენი. ჟრუანტელმა ელვასავით გაიარა სხეულში და ერთიანად დავიმუხტე სასიამოვნო ემოციებით. ახლოს მოიწია, ყურთან დაიხარა და ჩურჩულით მითხრა:
-სამსახურის იქით მე არ მეხება რას გააკეთებ, მაგრამ ეს პასუხი მომეწონა._გაიცინა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. სხეული და ენა ძლივს დავიმორჩილე, რომ არ შემტყობოდა ნერვიულობა.
-მე წავალ.
-მაჩვენე ჯერ, მოგდის სისხლი ისევ?_ხელსახოცი ცხვირიდან ჩამომაწევინა და როცა დარწმუნდა, რომ სისხლი აღარ მომდიოდა გამიღიმა.
-არ მჭირს არაფერი.
-შემდეგში ფრთხილად ცოდე.
-არის ბოსს._გავუღიმე და ზურას ნომრისკენ ავიღე გეზი.
მოვწესრიგდით მე და ნია და ბავშვებთან ჩავედით სასაუზმოდ. მაგიდას მივუსხედით და გემრიელად ვისაუზმეთ. ქალბატონ ეთერთან საქმე მქონდა ამიტომ მე დავრჩი, ნია კი ნუცამ წაიყვანა. სანამ ეთერი მოვიდოდა მხარზე უხეში შეხება ვიგრძენი. მე ვინმე ნაცნობი მეგონა მაგრამ ხელში წუხანდელი „ლამასო“ შემრჩა. ფეხზე წამომაგდო და ისეთი სახით მიყურებდა რაღაც ცუდი მოხდებოდა ვგრძნობდი. გაბრიელის ხმის გაგონება ასე ჯერ არ გამხარებია.
-ქეთა რამე პრობლემაა?_გვერდით მომიდგა და ხელი მხარზე მომხვია. „ლამასომ“ მაშინვე მომაშორა ხელი, გაბრიელს, რომ შევხედე ისეთი თვალებით უყურებდა არ გამიკვირდებოდა რამე, რომ მოსვლოდა.
-წამოდი წავიდეთ._ისეთი თვალებით შემომხედა, რომ მივხვდი შეწინააღმდეგება არ ღირდა. იქიდან წამოვედით, ტბის პირას ჩავედით და ბალახზე ჩამოვსხედით. ხმას არ იღებდა, მე კი ეს არ მომწონდა.
-ისევ ცუდ რაღაცას ფიქრობ ჩემზე._ვუთხარი და მზერა მოვარიდე.
-ვინ იყო?!_გაბრაზებული ხმით მითხრა.
-წუხელ სასტუმროსთან შემეჩეხა, მთვრალი იყო. ჯერ მშვიდად ვუთხარი ხელი გამიშვი-მეთქი, მაგრამ არ გაიგო მერე ერთი ვუთავაზე და უშვილძიროდ დავტოვე._მოყოლა, რომ დავამთავრე სიცილი აუტყდა. გაკვირვებულმა შევხედე, ჩემი სახის დანახვაზე უარესი დაემართა.
-რა გაცინებს?_გაბრაზებულმა ვკითხე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
-შენგან მაგას არ ველოდი._სიცილით მითხრა და ბალახზე გადაწვა.
-თავის დაცვა შემიძლია._გაბუტულმა ვუთხარი.
-ბუტია._გამიღიმა და ისევ წამოჯდა.
-მე დღეს საღამოს უნდა წავიდე._გადავიტანე უცებ თემა სხვა რამეზე.
-რატომ?
-ხვალ დილით ადრე მომიწევს წასვლა, ნიას ეძინება მაგ დროს თან მერე სანამ გავემზადები სამსახურისთვის, დამაგვიანდება. მერე უფროსი მეჩხუბება და ამიტომ ჯობია დღეს წავიდე.
-როგორ ზრუნავ უფროსის ნერვებზე._სიცილით მითხრა.
-გაბრაზებულზე ისეთი სახე გაქვს, რომ დავინახო ალბათ იქვე განვუტევებ სულს._ენა გამოვუყავი და დავეჭყანე.
-როგორი ბავშვური ხარ._გამიღიმა და ხელი ლოყაზე მომადო.
-უფროსო არ გვინდა ახლა ეს ხელის ფათური და რაცხა მასეთები._ხელი მუხლზე დავარტყი.
-კიდე მე გიფათურებ ხელებს?! მუხლზე შეგხებივარ მეე?_ფხუკუნით მითხრა.
-იიჰ გაჩერდიიი... აფერისტო შეენ._გადაიხარხარა და თვალებზე მომაშტერდა.
-მიხარია ისეთი, რომ არ ხარ როგორიც პირველი შეხვედრისას.
-სულ ასეთი არ ვარ. ნელ-ნელა გამიცნობ.
-იმედია გავუგებთ ერთმანეთს.
-უკვე გავუგეთ. ხო მართლა შენი ნომერი მითხარი._ჩემი ნომერი ჩავაწერინე.
-ხვალ შეგიძლია დააგვიანო.
-მოიცა დავიჯერო. კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ._ღიმილით მითხრა.
-კარგი მაშინ. ეხლა წავალ, პატარა დაიკოს უნდა მივხედო.
-კარგი, დროებით._ხელი დავუქნიე და წამოვედი. გაბრიელი იქ დარჩა.

***
ქეთას წასვლის შემდეგ იმ ყველაფერზე დაიწყო ფიქრი რაც მის გარშემო ხდებოდა. ყველა იმ შეგრძნებაზე, რომელსაც ქეთა და მისი სიახლოვე იწვევდა. მოსწონდა მისი ქალურობა და ბავშვურობა. შეეძლო ყოფილიყო ერთ წამს მკაცრი მაგრამ მეორე წამს ისეთი რაღაც გაეკეთებინე, რომ ვერ მიხვდებოდი ერთი და იგივე ადამიანი იყო თუ არა. მოსწონდა მისი გულწრფელობა და სითამამე. ფიქრს, რომ მორჩა ძმაკაცთან წავიდა.


***
სასიამოვნო ემოციებით დამუხტულმა მივაღწიე ჩემებამდე. მერე კი დაიწყო გეგმების დაწყობა იმის შესახებ თუ სად წავსულიყავით. ბოლოს გადაწყდა, რომ წინანდალში წავსულიყავით. საჭირო ნივთები ავიღეთ და ნიკას მანქანით გავუყევით გზას. იმდენი ვიბოდიალეთ სანამ არ დაგვაღამდა თავზე. სასტუმროში დაღლილები დავბრუნდით, მაგრამ დაღლილობა მაშინვე მომეხსნა როდესაც კოცონთან მჯდომი გაბრიელი დავინახე, რომელიც გიტარაზე უკრავდა.



***
ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ <3 მიხარიხართ და მიყვარხართ ვისაც ეს ისტორია მოგწონთ <3 <3



№1 სტუმარი Guest ბუბუ

ძალიან მომეწონა ველი შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი nina.d.

Guest ბუბუ
ძალიან მომეწონა ველი შემდეგ თავს

მადლობა <3
--------------------
ნათია მწითური

 


№3 სტუმარი wuwuna11

magari motxrobaa dzaan, axali tavi mindaa

 


№4  offline წევრი nina.d.

wuwuna11
magari motxrobaa dzaan, axali tavi mindaa

მადლობა<3 ახალი თავი ხვალ იქნება <3
--------------------
ნათია მწითური

 


№5 სტუმარი N10A

ra dampalia gabrieli, sufta melaa, debi dzalian sayvarlebi arian

 


№6  offline წევრი nina.d.

N10A
ra dampalia gabrieli, sufta melaa, debi dzalian sayvarlebi arian

მელაკუდაა :დ
--------------------
ნათია მწითური

 


№7  offline წევრი mendes98

ძაალიან ძაალიან საყვარლობა იყო, განსაკუთრები დები მომწონს :დდ კარგი იყო მაგამ ცოტა პატარა ველი ცოტა დიდ თავსაც :დდ

 


№8  offline წევრი nina.d.

mendes98
ძაალიან ძაალიან საყვარლობა იყო, განსაკუთრები დები მომწონს :დდ კარგი იყო მაგამ ცოტა პატარა ველი ცოტა დიდ თავსაც :დდ

მადლობა <3 შევეცდები დიდი თავი დავწერო :დ <3
--------------------
ნათია მწითური

 


№9 სტუმარი elene)))))))

axali tavi mindaa, momwons dzaan es motxroba, yvela personaji gansakutrebulia

 


№10  offline წევრი nina.d.

elene)))))))
axali tavi mindaa, momwons dzaan es motxroba, yvela personaji gansakutrebulia

მადლობა <3 ახალ თავს დღეს დავდებ <3
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent