შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდარვა)


13-08-2017, 18:29
ავტორი murachashvili
ნანახია 3 746

უცნაურია ცხოვრება, რაც უფრო გინდა ბედნიერება, უფრო მეტად რთულად მისაღწევი ხდება. მიიწევ მიზნისკენ, მიიწევ და გგონია, რომ შენგან სულ რაღაც ერთი ხელის გაშვერაზეა, სულ ცოტაც და სადაცაა მიწვდები, შეეხები, მის სურნელსაც შეიგრძნობ. ნელ-ნელა იჯერებ, რომ შენც შეგიძლია დანარჩენების მსგავსად მოდუნდე და უბრალოდ ცხოვრებით დატკბე, მაგრამ ბედისწერა გებრძვის და გებრძვის. რაც უფრო ცდილობ სრულყოფილებას, უფრო და უფრო შორდები მას. შემდეგ იმედსაც კარგავ, საბოლოოდ კი ბედს ეგუები. იჯერებ, რომ შენი სურვილები უბრალოდ ულუზიაა, ეს ყველაფერი ილუზიაა.
ელესაც სწორედ ასე დაემართა. საქართველოში დაბრუნებისას, მყარად სჯეროდა, ოღონდ თორნიკესთან მისულიყო, ისევ ენახა და ბედნიერ ცხოვრებასაც შეძლებდა. არადა, მისი დაბრუნება და მორიგი პრობლემების გამოჩენაც ერთი იყო. ჩამოსვლის დღიდან წამიც კი არ ყოფილა მშვიდად. სულ დაძაბული, სულ საფრთხის მოლოდინში. ზოგჯერ ფიქრობდა, რომ მართლა ღირდა წასვლა, თუნდაც რამდენიმე თვით გარიდება, მაგრამ იმის წარმოდგენაზეც კი, რომ წინ ისევ უსაშველო მონატრება ელოდა, ტანში სცრიდა. ვინ იცის რამდენჯერ გაუმეორა საკუთარ თავს:
- ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი დალაგდება!
მაგრამ არადა არ ეღირსა დასასრული.
და აი, ისევ იბრძოდა, ისევ გარბოდა. ხელებით იშორებდა ხის ტოტებს. უკან, თითქმის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ირაკლი. რამდენიმეჯერ დასაჭერად წაეპოტინა კიდეც მამაკაცი, თუმცა გოგონამ ისევ შეუძლებელი შეძლო და ხელიდან გაუსხლტა.
- როდემდე აპირებ ნეტა ასე შლეგიანივით სირბილს?! - უწმაწურ გინებაში მამაკაცის მუქარანარევი ღრენაც გაიგონა.
- ნეტა როდემდე?! - ამჯერად სასოწარკვეთილი თავადვე ჩაეკითხა საკუთარ თავს. მართალია გარბოდა, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ ნელ-ნელა ფეხებში ძალა ეცლებოდა - აღარ შემიძლო!... - ცრემლები აღრჩობდა, უნებურად წაიბორძიკა.
წონასწორობის შესანარჩუნებლად ხელით ბუჩქებსა და ტოტებზე მოჭიდება სცადა, თუმცა უშედეგოდ, მოწყვეტილი დავარდა, თუმცა ადგილზე გაჩერების ნაცვლად, დაგორდა. რამდენიმეჯერ ყირა-ყირა გადასვლის შემდეგ, იმდენი კი გაიაზრა, რომ სახეზე ხელები აეფარებინა, ემბრიონის პოზაში მყოფი ქალიშვილი ისევ ტრიალს აგრძელებდა.
- ესეც დასასრული! - გონებამ მისით გაანალიზა, სხეული ნიადაგს აშკარად აღარ ეხებოდა.
დროის აღქმა უჭირდა, მაგრამ მისი ფრენა ალბათ სულ რამდენიმე წამით გაგრძელდა, თვალები ძლიერად დახუჭა მოსალოდნელი ვარდნის შიშით, თითქოს შეემზადა კიდეც, ტკივილისთვის, თუმცა მოლოდინი აშკარად არ გაუმართლდა. ფოთლებით დაფარულ ნიადაგზე მოწყვეტით, მთელი სხეულით დაეხეთქა, დაღმართზე რამდენიმე ბრუნი კიდევ გააკეთა და სადღაც ორმოს მაგვარ ადგილას ჩავარდა.
ისევ თვალებ დახუჭული ელოდა როდის ეტკინებოდა. როგორც იქნა გაბედა გამოძრავება. ხელებით მოისინჯა დაჟეჟილი სხეული, თუმცა მოტეხილობის მსგავსი ვერაფერი შენიშნა. მიუხედავად სიბნელისა, მაინც ელოდა როდის წამოადგებოდა თავზე ირაკლი.
თუმცა მამაკაცი აღარ ჩანდა. ზემოთ აიხედა. ბუნდოვნად არჩევდა კლდის ქიმზე გადმომდგარ ხელის ფანრებით შეიარაღებილ მამაკაცებს.
- აქედან გადმოვვარდი?! - აშკარად ზედმეტად მაღლა მდგომად ეჩვენა მთვარის შუქით ოდნავ განათებული ირაკლი.
- სად არის? - სმენას მოსწვდა ზეზვას ღრენაც.
- არ ვიცი. სულ რამდენიმე წამის წინ აქ იყო. ახლა კი თითქოს მიწამ ჩაყლაპა! - ხელის ფანარს წრიულად ატრიალებდა მამაკაცი.
- ხელიდან გაუშვი?! - ზიზღი გაერია - ამის დედაც... ამდენი რისთვის ვიწვალეთ?! - ღრიალებდა ზეზვა.
- უკეთესიცაა, ხელის გასვრა აგვცდა. დიდი ალბათობით, აქედან გადავარდნილი, ცოცხალი ვერ დარჩენოდა... - ხმამაღლა ფიქრობდა ყოფილი ციხის უფროსი.
- შენი ალბათობების... - ისევ იგინებოდა მამაკაცი - არ ვიცი, არ ვიცი, ვიდრე გვამს ჩემი თვალით არ ვნახავ...
- ახლა ძებნას აზრი მაინც არ აქვს. გათენდეს და გავაგრძელოთ დევნა.
- მივქარე, რომ დაგიჯერე. ფეხდაფეხ მიყვებოდი და ვერ დაიჭირე. ხვალ ვინმეს მომძებნი ხარ?! - უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელი მამაკაცმა, თუმცა ქოხისკენ წასულ ირაკლის მაინც გაჰყვა.
როგორც იქნა მოდუნდა, მოეშვა ელე, ოდნავ შვებით ამოისუნთქა. პანიკის შეტევამაც გადაუარა და ტვინმაც შედარებით რაციონალურად იწყო მუშაობა. თვალიც შეეჩვია სიბნელეს და მისი ახლანდელი სამყოფის შესწავლა დაიწყო. ნესტისა და შმორის სუნს თუ ყურადღებას არ მივაქცევდით, დასამალად სულაც არ იყო ცუდი ადგილი. მისი უსაფრთხოდ დავარდნის გარანტი სავარაუდოდ სწორედ ის ფოთლები გახლდათ ასე დაუდევრად რომ თელავდა ფეხით.
- გათენებამდე ალბათ ერთი საათი მაინც მექნება. - ცას ახედა გოგონამ - მუცომდე ჩასვლასაც როგორმე მოვახერხებ. - მტკიცედ უმეორებდა საკუთარ თავს - მუდამ ტურისტებით სავსე ციხეში იმედია, ვინმეს მაინც ვნახავ, რომ სოფლამდე ჩასვლაში დამეხმაროს.

საკუთარი ჩანაფიქრით იმდენად კმაყოფილი იყო, რომ ვეღარც დაღლას გრძნობდა, გვერდებიდან რვაფეხის საცეცებივით გამოშვერილ ხის ფესვებს ეყრდნობოდა და ორმოდან ამოსვლას ასე ცდილობდა. რამდენიმე უსარგებლო მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მოახერხა და მიწის ზედაპირზეც ამოძვრა. ფეხქვეშ მყარი ნიადაგი იგრძნო თუ არა, სწრაფად ჩამოიფერთხა მტვრისა და ფოთლების ნარჩენები და სირბილით ისევ ციხის მიმართულებით მიმავალ გზას დაადგა. ნათება შეპარული ცის წყალობით ორიენტაციის აღება აღარ უჭირდა, როგორც იქნა ბინდი საბოლოოდ გაიცრიცა, მთებს შორის ნელ-ნელა ამოგორდა წითელი ბურთიც.
ერთი კი მოავლო მწვანედ ამოწვერილ მთებსა და კლდეებს თავლი, სხვა დროს ბუნების ამ საოცრებით ტკბობას მოინდომებდა, მაგრამ ახლა თვალები მხოლოდ მუცოს ხეობას ეძებდნენ. საკმაოდ შორს, იმაზე ბევრად შორსაც კი ვიდრე თავად წარმოიდგენდა, მოჩანდა მუცოს ციხე სიმაგრე მთელი მისი დიდებულებით.
სხეულზე მიყენებულ იარებსა და ნაკაწრების დღის შუქზე კიდევ ერთელ შეავლო თვალი.
- რაც არის არის, სხვა გზა მაინც არ მაქვს! - მიუხედავად მზის სხივებისა, თხელი მოსასხამის ნარჩენები შეძლებისდაგვარად შემოიხვია და ისევ ფეხით დაუყვა დაბლობს. მართალია შიოდა, სწყუროდა კიდეც, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ აშკარად ბევრად სწრაფად მიიწევდა ციხისკენ.

ალბათ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორი ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე იქნებოდა ელენეს მიერ გავლილი გზა. მალვით, პარვით, როგორღაც მაინც მიიწევდა წინ. ემალებოდა როგორც ოთხფეხა, ასევე ორფეხა მდევარს. საკვებად ველურ, ნედლ თხილსა და ალაგ-ალაგ შერჩენილ ხის სოკოს იყენებდა. ხშირად ენახა სოკოს საკრეფად წასული ბავშვები ხის სოკოს უმად როგორ მიირთმევდნენ, თავად მაიკოსგან დაშინებული, მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას ვერ ბედავდა, თუმცა ახლა იმდენად შიოდა, რომ მაიკოს მიერ დადგენილი ეს უკანასკნელი უსაფრთხოების წესიც უარყო.
საბოლოოდ როგორც იქნა მიაღწია ციხე-სიმაგრემდეც, დამხმარე რომც ვერ ენახა, დამალვის აშკარად მეტი საშუალება ჰქონდა. გული სიხარულით აევსო და სიხარულის ყიჟინაც კი აღმოხდა.
რაც შეეხება ზეზვას და ირაკლის. მეორე დილას, როგორც კი იანათა ისევ მიაკითხეს ქალიშვილის გადავარდნის ადგილს. გულმოდგინედ გადაქექეს მიწის თითოეული მონაკვეთი. რა თქმა უნდა ელენეს ცხედარს ვერ მიაგნეს, თუმცა ამის ილუზია ნამდვილად არ ჰქონია მამაკაცს. სამაგიეროდ ორმოსთან მოთელილი ბალახით იოლად მიხვდნენ, რომ გოგონა ვარდნას უვნებლად გადარჩენოდა. როგორ ძლიერდაც არ უნდა სდომოდა ელეს კვალი არ დაეტოვებინა, ზეზვას მსგავს გამოცდილ მონადირეს ნამდვილად ვერ მოატყუებდა. ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ უმცროს გიგაურს. თუმცა რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ამჯერად მის დაკავებას აღარ ცდილობდნენ.
- მოითმინე, ირაკლი. მოითმინე. ძალადობა ამ შემთხვევაში აღარ წაგვადგება. დასახმარებლად აუცილებლად მოაკითხავენ. ეს ჩერჩეტი გოგო მისი ფეხით მიგვიყვანს მტერთან!

გიგა, ვასიკო და ნიკოლოზიც არ ისხდნენ უქმად. მამაკაცებს უკვე მიეღწიათ დანიშნულების ადგილზე. ქოხში ხელუხლებლად დაწყობილი ხურჯინებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბინადრებს სწრაფად დაეტოვებინათ სამყოფელი. გამოცდილი მდებარივით დაათვალიერეს ქოხთან დარჩენილი კვალი.
- ადგილზე ორი ცხენით მოსულან. თუმცა ერთს აშკარად უფრო მძიმე ტვირთი ედო. - ხმამაღლა ფიქრობდა გიგა.
- მართალი ხარ, ჩლიქის ეს კვალი უფრო ღრამაა. - დაეთანხმა ვასიკო.
- აქ მხოლოდ ცხენებმა გაიარეს, ელენეს ნაკვალევი არ ჩანს! - იმედგაცრუება დაეტყო ხმაში გიგაურს.
- ნუ გეშინია, ისიც ცხენზე იჯდა! - ჩვეული სიდინჯით უპასუხა მოძღვარმა. - თუმცა აშკარად გაექცათ.
- ამას როგორ მიხვდი? - ამჯერად ინტერესით ვასიკო ჩაეკითხა.
- ქოხში ეს ვიპოვე... - ხელში შეათამაშა ჭრელი ქსოვილი.
- მისი მოსასხამის ნაგლეჯი... - ძმიშვილის სამოსის ამოცნობა არ გასჭირვებია გიგას.
- აი, აქ კი, - ხვრელისკენ დაიხარა მოძღვარი და სველ ფოთლებზე მიანიშნა - ქალის ფეხის ნაკვალევია დარჩენილი.
- თუმცა არც მდევარს დაუგვიანია, მისი ნაკვალევი მამაკაცების ნაბიჯებითაა გადაფარული... - მსჯელობაში ჩაერთო ვასიკოც.
- ყოჩარ ელენე, ყოღარ! - სიამაყით აღივსო ძმიშვილის საქციელით გიგაური - უნდა ვიჩქაროთ, ისევ არ დაგვასწრონ! - მყისვე გაახსენდა ხიფათი.

ოცდაოთხ საათზე ნაკლები იქნებოდა გასული, როცა გიგაურმა წინ მიმავალი ზეზვა და ირაკლი შენიშნა. მამაკაცები ისევ ქურდულად, პარვით მიჰყვებოდნენ ელენეს. სამალავში მოხერხებულად მოკალათდა. იარაღი შემართა, მოწინააღმდეგეები მიზანში ამოიღო. სულ ცოტაც და სასხლეტსაც გამოჰკრავდა თითს.
- იქნებ არც უნდა გეუბნებოდე, მაგრამ შეცდომას უშვებ! - ნიკოლოზი წამოადგა თავზე.
- შეცდომას?! ცდები ნიკა, ასე სწორად არასოდეს მიმოქმედია. ამ მკვლელობებს ცხოვრებაში არ ვინანებ. - მუქარით გამოსცრა კბილებში.
- და, შედეგად რას მივიღებთ, ისევ ციხეში აპირებ დაბრუნებას?!
- აღიარე ნიკოლოზ, შენი ცხოვრება ბევრად მარტივი იყო, ჩემი ციხეში ყოფნის დროს... - ირონიულად გაეცინა გიგაურს.
- ახლა რასაც გეტყვი, შენც კარგად იცი, მაგრამ მაინც გაგიმეორებ. არსებობს დანაშაული და არსებობს სასჯელიც. როცა აშავებ მაშინ დამსახურებული პასუხისმგებლობისთვისაც მზად უნდა იყო. - წარსულზე საუბარი ისევ ძველებურად უჭირდა მოძღვარს - ლიკას მკვლელობის გამო გასამართლებას ნამდვილად იმსახურებდი, მაგრამ ახლა სხვა შემთხვევაა...
- და, ახლა რა შეიცვალა?! - ირონიულად ჩაეკითხა გიგა.
- ისევ მკვლელობა და ციხეში წასვლა არ ღირს...
- ცდები, სწორედ ახლა ცდები. ამათ განადგურებას მკვლელობას ვერ დავარქმევ. ეს სამართლიანობის აღდგენაა.
- გაჩერდი, - ხელით თოფის ლულა დააწევინა ნიკოლოზმა - ფარნამ და ბიჭებმა უკვე იციან ირაკლის კვალში რომ ვუდგავართ. თორნიკე მუცოსთან გველის.
- მუცოში ვინმეს დაკავება, თივის ზვინში ნემსის ძებნას გავს.
- რამეს მოვიფიქრებთ! - ისევ საკუთარ პოზიციას იცავდა ნიკოლოზის.
- საერთოდაც, მუცომდე რომ იმოქმედონ? - ისევ ყოყმანობდა გიგაური.
- ჩვენც ხომ მივყვებით?! თუ დავინახავთ, რომ აქტიურ შეტევაზე გადავლენ, მაშინვე ჩავერიოთ. - სამალავში მჯდომებთან შეძვრა ვასიკოც.
- გეთანხმები. - ძმას გახედა მოძღვარმა - წინასწარ მოქმედება საჭირო არაა. ჩვენი მიზანი ახალი დანაშაულის ჩადენა კი არა, დამნაშავეების დაკავებაა.
- ისე ლაპარაკობ მღვდელი კი არა, ჟანდარმი მგონიხარ.
- ირონიის გარეშე! - ღრენით ახედა ვასიკომ.
- დარწმუნებულები ხართ?! - მისი სიბრაზე არ შეიმჩნია. ყოყმანით ახედა ნიკოლოზს.
- ვაცადოთ სამართალდამცავებს. ციხეში ჩაჯდომას ყოველთვის მოასწრებ.
- ჩემთვის უცხო მაინც არაა, საკუთარი სახლივითაა... - გაეცინა გიგაურს.
- ჰა, ახლა. ვიდრე აქ ვგუგრგურებთ, გაგვექცევიან ის ახვრები!
- როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ზოგჯერ შენც მართალი ხარ! - ფრთხილი ნაბიჯებით ისევ ირაკლისა და ზეზვას აედევნენ.

თითქმის ოთხ დღიანი წვალების შემდეგ, შებინდებისას, როგორც იქნა მიაღწია მუცოს ხეობამდე ელენემ. კარგა ხანია შეამჩნია გოგონამ უკან აყოლილი მდევარი, არც გიგაურისა და მასთან მყოფი ძმები იქვე ყოფნა გამორჩენია. ემოციების შეკავება ძლივს შეძლო. ერთი სული ჰქონდა გაქცეულიყო და მოძღვარს მოჰხვეოდა. თუმცა დროულად მიუხვდა ჩანაფიქრს და თავადაც გაჩუმება არჩია.
- მეთამაშებით?! რადგან თავს არ მესხმით, ესეიგი რაღაცას გეგმავთ, ან ელით. კეთილი იყოს თქვენებურად. ვნახოთ, საბოლოოდ ვინ დარჩება მოგებული! - შიში და პანიკა ამჯერად ადრენალინს შეეცვალა - ოღონდ ხეობამდე ცოცხალი მივიდე და სულ ძმრად ამოგადენთ თავხედობას! - აშკარად გული მისცემოდა დახმარების იმედით გულმოცემულს - ერთი ციხემდე მივაღწიო და შემდეგ ვნახოთ როგორ მოახერხებთ დაჭერას!

პირველივე კოშკი გამოჩნდა თუ არა სიხარულით გააკანკალა.
- იმედია დახუჭობანა გიყვარდათ ბიჭებო, ვნახოთ როგორ ითამაშებთ!... -ზედმეტად კმაყოფილს გაეღიმა და პირველივე შესახვევში გადაუხვია.
უკანვე მიჰყვნენ ირაკლი და ზეზვა, თუმცა გოგონა აღარსად ჩანდა.
- ამის დედაც... - ისევ იგინებოდა ირაკლი - ხომ გებნებოდი ქაჯია მეთქი?!
- ჰოდა, მისივე ჯაქეთის ციხეში დავმარხოთ! - ირონიულად გაეცინა ზეზვას და კოშკში ლანდივით გამსხლტარ გოგონას ფეხდაფეხ მიჰყვა.

- თორნიკე, ელეს არ მივყვებით?! - ხეობის შესასვლელში სამეულის მოძრაობა შენიშნეს ბიჭებმაც და მოლოდინით შეაცქერდნენ მეგობრები ღიმილად ქცეულ ვაჟს.
- ყოჩარ, ენე-ნე. - ბავშვობისდროინდელი მისეული სტრატეგია გაახსენდა არაბულს - აი, იმ კოშკთან ავიდეთ. - მთის წვერისკენ მიმავალ კოშკზე მიუთითა ვაჟებს - იქიდან ბევრად იოლად დავეხმარები!
მოსალოდნელი გამარჯვებით კმაყოფილი არაბული სხარტი ნაბიჯით აუყვა ბილიკებს, ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ბიჭებიც. მოკლე გზებით გადაჭრეს ერთ დროს ხალხით სავსე, აწ უკვე დაცლილი ეზოები და ვაჟის მიერ მითითებულ კოშკსაც მიადგნენ.
- შენობიდან ორი გამოსასვლელია. შენ აქ დარჩი! - ირაკლის ანიშნა არაბულმა.
- დედას გეფიცებით, თავი ვეფხისტყაოსანში მგონია. - სიცილი აუტყდა დათას.
- რატომ ვითომ?!..- მეგობარს ხუმრობას ვერ მიუხვდა თორნიკე.
- სამი მეგობარი ციხეში დამწყვდებული დედოფლის გადასარჩენად ვიბრძვით. ფილმი რომ გადაიღონ, ტარიელის როლი გარანტირებული გაქვს... - კმაყოფილი იკრიჭებოდა დათა.
- სამწუხაროდ, რუსთაველს რომანში მასხარა არ ჰყავდა, არადა სხვა როლი არ მოგიხდება! - მხიარულად იცინოდა იკა.
- არაფერი რომანტიული შენში რომ არ დევს, ამიტომაც ხარ ასეთი მყრალი!... ვინმემ რომ ჩაგიაროს, სამხედრო სალამი არ დაგავიწყდეს! - თორნიკეს მიერ მითიტებულ პოსტზე სამხედრო თოფით შეიარაღებულ, ჯარისკაცივით ატუზულ მეგობარს მხიარულად დაეჯღანა და ვიდრე იკა პასუხს დაუბრუნებდა წინ მიმავალ არაბულს დაედევნა.



№1 სტუმარი Guest nata

Pirveli var.shen xar yvelaze magari gogo .sityvebi ar myopnis iseti kargi istoriaaa

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest nata
Pirveli var.shen xar yvelaze magari gogo .sityvebi ar myopnis iseti kargi istoriaaa

გამარჯობა პირველო

murachashvili
Guest nata
Pirveli var.shen xar yvelaze magari gogo .sityvebi ar myopnis iseti kargi istoriaaa

გამარჯობა პირველო
მიხარია, რომ მოგეწონა

 


№3 სტუმარი Guest ნინაკა

უკომენტაროდ

 


№4 სტუმარი Guest bubu

dzalian momewona, moutmenlad veli shemdeg tavs, sauketesod wer yvelafers

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Guest ნინაკა
უკომენტაროდ

იმედია აღტაცებისაა

Guest bubu
dzalian momewona, moutmenlad veli shemdeg tavs, sauketesod wer yvelafers

დიდი მადლობა

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან კარგი ა. ნამდვილად ძალიანძLიერი მოტხრობაა შენ კი საოცარი ხარ.
აღარ ჭირდება თქმა თუ როგორ გელოდებიიიი.............

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
ძალიან კარგი ა. ნამდვილად ძალიანძLიერი მოტხრობაა შენ კი საოცარი ხარ.
აღარ ჭირდება თქმა თუ როგორ გელოდებიიიი.............

როგორ გამახარე, დიდი მადლობა

 


№8  offline აქტიური მკითხველი ნიტა♡♡

როგორ გამიხარდა ახალიი თავიი...ყველაფერიი ისე სასწაულად კარგად და დეტალურად გქონდა გადმოცემულიი...თითქოს წინა წინადადება მომდევნოს აზრსვე ხსნიდა.საოცრად წერ ყველა თავში აღფრთოვანებული ვარ შენით.ეს ისტორია კი ისე მიყვარს გული დამწყდება რომ დამთავრდება.მართლა მხოლოდ ამ ისტორიის გამო შემოვდივარ და მხოლოდ ამას ვკითხულობ.მეამაყება ელენეეე ამდენი შეძლოოო ამ ყველაფერს რაც მან გააკეთა ძალიან დიდი ძალა სიმამაცეე და გამბედაობაა სჭირდებოდა რაც ნამდვილად არცერთი ეკლდა..ისევ ველიი მტრების დასჯას და ყველაზეე მეტად ელენეს და თორნიკეს შეხვედრას და შემდეგ მათ ბედნიერებას.

 


№9  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ნიტა♡♡
როგორ გამიხარდა ახალიი თავიი...ყველაფერიი ისე სასწაულად კარგად და დეტალურად გქონდა გადმოცემულიი...თითქოს წინა წინადადება მომდევნოს აზრსვე ხსნიდა.საოცრად წერ ყველა თავში აღფრთოვანებული ვარ შენით.ეს ისტორია კი ისე მიყვარს გული დამწყდება რომ დამთავრდება.მართლა მხოლოდ ამ ისტორიის გამო შემოვდივარ და მხოლოდ ამას ვკითხულობ.მეამაყება ელენეეე ამდენი შეძლოოო ამ ყველაფერს რაც მან გააკეთა ძალიან დიდი ძალა სიმამაცეე და გამბედაობაა სჭირდებოდა რაც ნამდვილად არცერთი ეკლდა..ისევ ველიი მტრების დასჯას და ყველაზეე მეტად ელენეს და თორნიკეს შეხვედრას და შემდეგ მათ ბედნიერებას.

ძალიან გამახარე და გამაბედნიერე ამ სიტყვებით heart_eyes თუმცა რომ არ აღვნიშნო არ შემიძლია, საიტზე ძალიან ბევრი კარგი ავტორია და ძლიერი ისტორიებიც იდება, თუ თავისუფალი დრო გაქვს ნახე, იმედია ისიამოვნებ. რაც შეეხება ჩვენს ისტორიას, ყოველ თავზე ვფიქრობ, რომ აი ახლა ნამდვილად დავამთავრებ, თუმცა მაინც იწერება და იწერება, მგონი ჩემივე ისტორია მებრძვის wink თუმცა აშკარად ითხოვს დასასრულს. იმედია დიდხანს არ გაგრძელდება ჩემი საცოდაობა. როგორმე დავასრულებთ და ისევ შევხვდებით ახალი ისტორიით kissing_heart

 


№10  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

სიამოვნებით ვკითხულობდი მთლიან თავს. ძალიან მაგარია. იმედია თორნიკეს და ენე-ნეს სტრატეგია გაამართლებს და" ქაჯეთის ციხიდან გამოიხსნიან დედოფალს"

 


№11  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
სიამოვნებით ვკითხულობდი მთლიან თავს. ძალიან მაგარია. იმედია თორნიკეს და ენე-ნეს სტრატეგია გაამართლებს და" ქაჯეთის ციხიდან გამოიხსნიან დედოფალს"

ძალიან მიხარია შენი სიტყვები, უფლება არ აქვთ სხვაგვარად სამოქმედოდ. დედოფლებს გმირები უყვარდებათ. მე კი მინდა ჩვენი ელე ისტორიის ბოლოს მაინც იყოს დედოფალი

 


№12 სტუმარი გჰგბგფგყდ

შემდეგ თავს როდის დადევ?

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

გჰგბგფგყდ
შემდეგ თავს როდის დადევ?

დღეს თუ არა, ხვალ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent