CRUEL მეთერთმეტე +18 ( BDSM / WORLD / LGBT )
-მაგრამ ...-ლუის ჩურჩული ყურთან ესმის, როდესაც ლუი მისკენ იხრება- მე ყოველთვის შეგეკითხები. ჩემთან ყოველთვის შეგეძლება შენი აზრი გამოხატო, იმიტომ რომ მე შენი აზრი მაინტერესებს... იმიტომ რომ მხოლოდ შენი სხეული არ მიზიდავს. მე შენ მაინტერესებ... მაგრამ ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხვდება, თუ კარგი ბიჭი იქნები და დამიჯერებ.-და ზეინს სუნთქვა ეკვრის როცა ლუის შემდეგი კითხვა ესმის- იქნები კარგი ბიჭი... მხოლოდ ჩემთვის? -არა! -შენ საერთოდ " არას" გარდა რამის თქმა შეგიძლია?-ლუი ისევ თვალებს ატრიალებს და უკან იხევს- დაჯექი. ზეინმა იცის რომ არც კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი და არც ბოლო სიტყვა არაა ბრძანება, მაგრამ მაინც ემორჩილება და სკამზე ჯდება, ლუი კი გვერდით უჯდება და ტელეფონს იღებს. როდესაც ზეინი ფიქრობს რომ ლუი მას აღარც იმჩნევს, რადგან ტელეფონში ვიღაცას სწერს, ლუის თავიდან ბოლომდე ათვალიერებს და მის სახეს აშტერდება. -ვერ ვიტან როდესაც ვიღაც მაშტერდება!-თვალებს ატრიალებს ლუი, ზეინი კრთება და საავადმყოფოს შემოსასვლელს აშტერდება. -მე კი ვერ ვიტან როდესაც ვინმე თვალებს ატრიალებს- ჩუმად ბუზღუნებს ზეინი, ლუის კი ღიმილი უფართოვდება. -არაუშავს, შეეჩვევი- მხრებს იჩეჩს ლუი და ზეინს ყურადღებას არ აქცევს, ზეინი კი ხელებს აჯვარედინებს და იბუტება. თვითონაც არ იცის რატო სწყინს, მაგრამ არც უკვირს ლუის ქცევა. ალბათ ლუის ადგილზე ისიც ასე მოიქცეოდა. -ლუის ტომლსონი და ზეინ მალიკი. თქვენი ჯერია, წამობრძანდით. ექიმის ხმაზე ზეინს სახე უქვავდება. მაშინ როცა მათი შობადობის კატეგორტიას გაიგებენ, მათ შავ სამაჯურებს გადასცემენ და ზეინი სამუდამოდ ლუის გავლენის ქვეშ მოექცევა. დაძაბულობის გამო კი ტკივილი ძლიერდება და როდესაც ლუი ხელს კიდებს, რომ ააყენოს, თვალთ უბნელდება. -ზეინ, ჰეი, კარგად ხარ? რამდენჯერ დაგიძახე.-ზეინს არაფრისმთქმელი მზერა გადააქ მასზე, მაგრამ თითქოს ლუის კი არა მის უკან ექიმს შეჰყურებს. -არ..არ გინდა.-ემის დედა! ექიმი ემის დედაა. ზეინი უკან იხევს მაგრამ ქალი ისევ იმეორებს მათ სახელებს, ამჯერად ზეინის სახელს და გვარს გაოცებულს, შემდეგ კი დაბნეული მზერა გადმოაქვს ზეინზე, რომელიც გაქცევას ცდილობს, მაგრამ ლუის ზედმეტად ძლიერად აქვს ზეინის მკლავზე ჩაჭიდებული ხელი. -ზეინ, დამშვიდდი. ზეინი მის მკლავებში უფრო იძაბება, ტკივილი კი უფრო იზრდება და ნემსების ჩხვლეტის მაგიერ ახლა თითქოს მსხვილ მახათებს არჭობენ. განსაკუთრებით თავი სტკივდება, მაგრამ ახლა სულ არ აინტერესებს ტკივილი. ერთადერთი რაც უნდა ემის დედამ არ გაიგოს, რომ მას უკვე ყავს დომინანტი.... არც ის აინტერესებს რომ თუ შავ სამაჯურს მიიღებს, დედა მას სახლში აღარ გააჩერებს და ლუისთან მოუწევს გადასვლა. -დამშვიდდი!-კბილებში ცრავს ლუი. ეს უკვე ბრძანებაა და ზეინი მის მკლავებში ეშვება და ბრუვდება. თითქოს დამამშვიდებლების დიდი დოზა გაუკეთეს, ყველანაირი ემოცია ქრება, მხოლოდ სიმშვიდის შეგრძნება რჩება და ტკივილიც კი ქრება, როდესაც ლუის შემდეგი სიტყვები ესმის- კარგი ბიჭი. შემდეგ კი სხეულში მხოლოდ სიმშვიდე რჩება, რომელსაც ნელ-ნელა ეიფორია ანაცვლებს და რამდენიმე წუთით თითქოს სამყაროს ეთიშება და გონს მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც ექიმის წინ კაბინეტში ზის და ემის დედა ზეინს ათვალიერებს. -ზეინ?-კითხულობს ქალი და ლუიზე დაბნეული მზერა გადააქვს. -ერთმანეთს იცნობთ?-ლუი ზეინს მზერას არ აცილებს, რომელიც თავჩაქინდრული ზის და შემდეგ ექიმზე გადააქვს მზერა. -რათქამუნდა ვიცნობ, ის ჩემი შვილის შეყ....-ქალს სიტყვა უწყდება, როდესაც ზეინი იბუზება და სწორედ ამ დროს ქალს ხვდება, რომ ლუი მისი დომინანტია- ჩემი შვილის მეგობარია. ქალის ბოლო სიტყვებს ლუი დამცინავი ღიმილით ხვდება, რათქმაუნდა მიხვდა რატომ არ დაამთავრა ქალმა სიტყვები და რატომ გადაკეთა ბოლოს. ყველა გაურბის ურთიერთობას გაყოფამდე, თუ 100%-ით დარწმუნებულები არ არიან რომ ნამდვილი წვილი აღმოჩნდებიან. -გასაგებია-იღიმის ლუი- იქნებ პროცედურას შევუდგეთ ? *** ალექსანდრა და და ჰარი უკვე 10 წუთია რაც მოსაცდელში ზიან და პასუხებს ელოდებიან, ამასთანაავე ლუის და ზეინს . პასუხები 15 წუთში იქნებაო გამოუცხადა ექიმმა და როდესაც შავი სამაჯურები გადასცა, ჰარიში ისევ იმ მეამბოხემ გაიღვიძა. თუმცა ალექსანდრამ იმის მაგიერ რომ მათი ყავისფერი სამაჯურები შეეცვალა, შავი სამაჯურები ცივი გამომეტყველებით ჩაიდო ჩანთაში, რამაც ჰარი უფრო დააბნია. -ჰეი, კარგად ხარ?-გაოცებულმა იკითხა ალექსანდრამ, როდესაც სახეწაშლილი ზეინი დაინახა და ანერვიულებულმა შეათვალიერა. -მშვენივრადაა, ტყვილა ნერვიულობ- ზეინის მაგიერ ლუიმ უპასუხა და ზეინს ანიშნა დაჯექიო, რაზეც ზეინმა ლოყები დაბერა, მაგრამ მაინც დაჯდა. -პასუხებს თქვენც დაელოდებით?-იკითხა ჰარიმ და ძმაა დაძაბულმა შეათვალიერა, თუმცა ლუის მაჯაზე რომ შავი სამაჯური არ დაინახა შვებით ამოისუნთქა. -ზეინ, რა მოხდა- არც აცია არც აცხელა ალექსანდრამ, ლუის არ დაუჯერა, ძმას ხელი ჩაავლო და გვერდზე გაიყვანა. -არაფერი-ამოიჩურჩულა ზეინმა -მითხარი!-ზეინმა გაოცებულმა ასწია თავი, როდესაც დისგან ბრძანება გაიგონა. -პროცედურა ემის დედამ ჩატარა, ახლა არანაირი შანსი არ გვაქ, რომ მე და ემი ერთად ვიყოთ. დედამისმა უკვე ნახა რომ ნამდვილი დომინანტი მყავს და უფლებას არ მომცემს რომ მის შვილთან ვიყო. ეს პირველი იყო, როდესაც ალექსანდრამ უბრძანა და ის დაემორჩილა. დედამისის ბრძანებებს კი ბევრჯერ დამორჩილებია, სხვა დომინანტებისაც... იმიტომ რომ წესი ასეთი იყო, საბმისივი დომინანტს უნდა დამორჩილებოდა, მაგრამ რატომღაც ბრძანება მისი დისგან ეწყინა... იქნებ იმიტომ რომ, მას ერთადერთ ადამიანად თვლიდა, რომელიც გაუგებდა... მაგრამ ახლა მიხვდა, მას ვერავინ გაუგებს, ის სხვა სიტუაციაში იყო. ალექსანდრა კი ვერ გაიგებდა, იმიტომ რომ დომინანტი იყო. -შენ.. შენ !- ალექსანდრას ყვირილზე ზეინმა თავი ასწია და დაინახა, როგორ ჩაავლო ალექსანდრამ ლუის მაისურში ხელი და მისკენ მისწია- შენ რა მთლად გადაირიე? -ამჯერად რაღა მოხდა?-ისე მშვიდად იკითხა ლუიმ, თითქოს გოგონა მის დახრჩობას არ აპირებდა. ზეინმა დაბნეულმა გახედა ჰარის, რომელიც დაძაბული შეჰყურებდა მათ თუმცა ჩარევა არც უცდია. -შეგეძლო სხვა ექიმთან მოგეთხოვა პროცედურა, რაღა ემის დედასთან?! განა არ იცოდი, რომ... რომ...-გოგონას ენა სიბრაზისგან დაებნა და ლამის თვალებიდან ნაპრწკლები გადმოყარა, როდესაც ლუიმ ჩაიცინა და ხელი გააშვებინა. -რომ, ზეინს შანსი ჰქონოდა იმ გოგოსთან ურთიერთობის გაგრძელების?-ლუიმ ალექსანდრას მხარსზევით ზეინს გახედა, რომელიც გაშეშებული იდგა- არავითარ შემთხევაში. სანამ ცოცხალი ვარ ეს არ მოხდება და რომც მოვკვდე, შენს ძმას უკან გავიყოლებ. -შენ.. შენ.. -რა მე?-ლუიმ ისევ დამცინად აათვალიერა გოგონა- შენზე უფროს დომინანტს ელაპარაკები, გოგონა... პატივისცემა უნდა გამოამჟღავნო, არ მინდა შენი შეცდომების გამო შენი ძმის დასჯა მომიწიოს. ალქსანდრა სიბრაზისგან გაწითლდა, როდესაც ლუიმ თვალი ჩაუკრა. -საკმარისია-ჰარის ხმამ მკაცრად გაიჟღერა- ორივე გაჩუმდით, კომპრომისს ვერცერთი ვერ მიაღწევთ. რა გაჩხუბებთ? რაიმე აზრი აქვს ახლა ჩხუბს? დროს უკან ვერ დააბრუნებთ, ყველაფერი უკვე მოხდა და ვერაფერს გამოვასწორებთ... ხოლო რაც შეეხება ექიმს, ვფიქრობ ყველაფერი დომინანტის გადასაწყვეტია და არა საბმისივის. ლუის მხარეს ვიჭერ, არც შენ მოგეწონებოდა შენს გარდა სხვა ვინმესთან რომ მქონოდა ურთიერთობა! -ასე არა..-ჩაილუღლუღა ავისმომასწავლებლად ალექსანდრამ- მშვენიერია, არც გეყოლება! იმიტომ, რომ აღარავინ მოგიახლოვდება. ჰარის ცივი ტონისგან გააჟრჟოლა და გაქვავდა, როდესაც გოგონა მოძრაობას თვალი გააყოლა. ალექსანდრამ ჩანთა გახსნა და შავი სამაჯური ამოიღო. -არც გაბედო!-კბილებში გამოსცრა ლუიმ, ძმას ხელი ჩაავლო და მის ზურგსუკან დამალა. -თორემ რა? ჩვენი ურთიერთობა შენ არ გეხება, ლუი. -თუ ჰარის შავს სამაჯურს გაუკეთებ, მაშინ მე ზეინს გავუკეთებ! -გაუკეთე-დამცინავად შეაცქერდა გოგონა და ლუის სუნთქვა შეეკრა, ზეინი და ჰარი გოგონას შოკირებულები მიაშტერდნენ-თუ მას შავ სამაჯურს გაუკეთებ, მისი წაყვანა მოგიწევს, იმიტომ რომ დედა მას სახლში არ გააჩერებს და სახლიდან გააგდებს... ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰარი ჩემს სახლში გადმოვა საცხოვრებლად! გინდა ეს? -არ გაბედავ-კბილებში ცრავს ლუი. -რატომ გგონია, რომ ამის გამკეთებელი არ ვარ? გგონია ზეინს ბოლომდე დავიცავ? ლუი შენ ავადმყოფურად გიყვარს ჰარი! არ არის ნორმალური, რომ ასე იცავდე მას, რაც არ უნდა შენზე უმცროსი იყოს! -შენ რა შენი უმცროსი ძმისთვის იგივეს არე გააკეთებდი?-ბრაზდება ლუი. -არა-ზეინი გაოცებისგან პირს აღებს და დას შეჰყურებს, რატომ ეგონა რომ მას ოდესმე ვინმე დაიცავდა? ყველა იმედი ერთდროულად ინგრევა- ზეინი ძალიან მიყვარს, მაგრამ ამდენს არ გავაკეთებდი, იმიტომ რომ მასზე წინ ჩემი საბმისივი უნდა დავაყენო.. მომავალში ის იქნება ჩემი ოჯახი და არა ჩემი ძმა. -ერთი ოჯახის შეძენისას მეორეზე უარი არ უნდა ვთქვათ.- გაოცებული ჩურჩულებს ლუი. -და ჩემზე ამბობ რომ არაადეკვატური დომინანტი ვარ? შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი, იმის შესახებ თუ როგორ ვიყო კარგი დომინანტი, მაგრამ მე ნამდვილი ცხოვრებით ვცხოვრობ და შენნაირად ოქროს კოვზით არ დავბადებულვარ. როდესაც გაყოფის შემდეგ შენს საბმისივს პოულობ, ის ხდება შენი პირველი პრეროგატივა! შენი ძველი ოჯახი უკანა პლანზეე ინაცვლებს და როცა არჩევანს აკეთებ შენს მომავალს, შენს საბმისივს ირჩევ... -ქალბატონო ალექსანდრა მორგან. ანალიზების პასუხები მზადაა- ექთანს სულაც არ მიუქცევია ჩხუბისთვის ყურადღება, წლების განმავლობაში შეჩვეული იყო არეულობას მისაღებში, სადაც ყოველთვის წყდებოდა საბმისივების ბედი, ამიტომ გოგონას მშვიდად გაუწოდა კონვერტი- თქვენი და თქვენი საბმისივის ანალიზების პასუხები კონვერტში დევს, ექიმმა გადმოგცათ რომ ორივე ერთი თვის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ ხელახალ გამოკვლევებზე.-შემდეგ კი ქუსლებზე შეტრიალდა და დერეფანში გააბიჯა. ლუიმ გაშეშებულ ალექსანდრას ხელში კონვერტი შეათვალიერა და მოუთმეენლად შეხედა, როდესაც გოგონამ კონვერტი გახსნა და შოკირებული დახედა ორივეს ანალიზების პასუხს. -რა?-მოუთმენლად იკითხა ჰარიმაც და გაშეშებულ ალექსანდრას პასუხები გამოგლიჯა ხელიდან - რა გინდა მეშვიდე კატეგორიაში ხარ! ეს ხომ მშვენიერია. -შ..შენი კატეგორია ნახე.-ამოილუღლუღა და პირდაღებული მიაშტერდა ჰარის. -მ..მ.. მეთე? -ლუღლუღებს- მაგრამ ეს შეუძლებელია! -მეათე?-შოკირებული კითხულობს ლუი და ამჯერად თავად ართმევს ფურცელს და წარწერას შეჰყურებს, სადაც წერია რომ შობადობის კატეგორიის მიხედვით ჰარი მეათე კატეგორიაშია, დღემდე კი მხოლოდ ორ საბმისივს და ერთ დომინანტს ჰქონდა მეათე კატეგორია და ასეთი შობადობის კატეგორია უიშვიათესია. -816 წლის მაანძილზე პირველი ხარ ვისაც მეათე კატეგორია აქვს-გაოცებული ათვალიერებს ძმა ჰარის, ჰარი იშმუშნება და ექთანს ათვალიერებს, რომელიც მათ ისევ უახლოვდება. -ბატონო ლუის ტომლსონ. ანალიზების პასუხები მზადაა, თქვენი და თქვენი საბმისივის ანალიზების პასუხები კონვერტში დევს, ექიმმა გადმოგცათ რომ ორივე 2 კვირის შემდეგ უნდა გამოცხადდეთ ხელახალ გამოკვლევებზე.-ლუის ექთნის შეგინება მოუნდა, როდესაც ექიმის დაზეპირებული ტექსტი გაიმეორა და ისევ ქუსლებზე შეტრიალდა, რომ წასულიყო, მას შემდეგ რაც ხელში კონვერტი მიაჩეჩა. -მოიცადეთ, მემგონი ჩემს ანალიზებში შეცდომაა-ყვირის ჰარი და ქალს აჩერებს, შემდეგ კი მის ანალიზების პასუხს აჩეჩებს. ექთანი ცივად შეჰყურებს ჯერ ფურცელს, შემდეგ ალექსანდრას თითქოს ეუბნება თქვენმა საბმისივმა მოქცევა არ იცისო. -ანალიზებში არანაირი შეცდომა არ არის. თქვენ მეათე კატეგორიას მიეკუთვნნებით, რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ სახელმწიფოს შევატყობინეთ. მათ თქვენი ყიდვა უნდათ, თუ თქვენზე თქვენი დომინანტი იტყვის უარს და ბევრ ფულსაც გადაიხდიან-ალექსანდრა ხვდება რომ ეს სიტყვები მისთვისაა განკუთნილი, მაგრამ არანაირად არ რეაგირებს, ლუი კი ხელებს მუშტავს , როდესაც ჰარი შიშისგან იბუზება- ვფიქრობ თქვენი დომინანტი ამას გააკეთებს, ბოლოსდაბოლოს ამდენი ფული ციდან ნამდვილად არ ცვივა. -ჩემი საქმეა რასაც გავაკეთებ, ეს არც თქვენ და არც სახელმწიფოს არ ეხება!-ბოლოს ბრაზდება ალექსანდრა. -როგორც გენებოთ-მხრებს იჩეჩს ექთანი- იმის თვითმხილველი ვარ, როგორ წაართვეს მეცხრე კატეგორიის საბმისივი დომინანტს, ამიტომ გირჩევთ რომ შავი სამაჯური ახლავე გაუკეთოთ. დარწმუნებული იყავით რომ როგორც კი საავადმყოფოს ეზოში გახვალთ უკვე დაგხვდებიან სახელმწიფოს აგენტები და შეგედავებიან რადგან თქვენ საბმისივს ყავისფერი სამაჯური ეკეთება, ჩათვლიან რომ ის თქვენ არ გჭირდებათ-ჰარის ყავისფერ სამჯურს შეჰყურებს, შემდეგ კი ისევ ალექსანდრას- ბოლოსდაბოლოს მეათე და მეცხრე კატეგორია უიშვიათესია და სახელწიფოს სურს გამოიკვლიოს, როგორ მიაღწიოს ამხელა შობადობას. წარმატებებს გისურვებთ. -ახლა სხვა გზა მართლა არ გვაქვს-ჩურჩულებს ალექსანდრა და ჰარის შეჰყურებს. ექთანი რამდენიმე წუთია რაც წავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი ყველა ერთმანეთს შეჰყურებს და ხმას არ იღებს-თუ ეს მართალია, მაშინ სახელმწიფო გვითვალთვალებს რომ რაიმე იპოვოს და ჰარი წაგვართვას, ამიტომ ჰარი დღეიდან ჩემთან ბრუნდება. -არავითრ შემთხვევაში! -ლუი, შენ ჩემზე უკეთ უნდა ხვდებოდე რომ ახლა სიჯიუტის დრო არ არის! საქმე ჰარის უსაფრთხოებას ეხება და არა შუღლს ჩვენს შორის! -ლუ... შენ დამპირდი-ჩურჩულებს ჰარი და ძმას მხარზე ექაჩება- შენ დამპირდი, რომ არ დამტოვებდი. -აქ საქმის გარჩევის არც დროა და არც ადგილი- ოხრავს ალექსანდრა- წავიდეთ, სადმე დავსხდეთ და ყველაფერი განვიხილოთ. -არაფერია განსახილი, მე მასთან საცხოვრებლად არ გადავალ- ბოლოს ხმას ზეინიც იღებს და ლუისკენ უთითებს, რაზეც ლუი ბრაზდება. -მე სახელი მაქვს და ნორმალურად მელაპარაკე, ის რომ აქამდე არ დაისაჯე არ ნიშნავს იმას, რომ კარგად იქცეოდი! -და თქვენ რა გინდათ ამ ტირანთან გადავიდე საცხოვრებლად?-ლამის მთელს საავადმყოფოს ესმის მისი ყვირილი. -საკმარისია-ყვირის ჰარიც, როდესაც ლუი ზეინისკენ იწევს და ჰარი ხვდება, რომ თუ არ ჩაერევა ლუიმ შეიძლება მართლა დასაჯოს ზეინი.-ალექსანდრა მართალია, ყველაფერს განვიხილავთ! ახლა კი-ის გოგონასკენ ტრიალდება და მარცხენა ხელს უწვდის- გააკეთე ეს, სანამ საბოლოოდ დამიკარგია თავისუფლება და სახელმწიფოს ექსპერიმენტად ვქცეულვარ. -გარეთ დაგელოდებით.-ლუი თვალს არიდებს ჰარის, ზეინს მხარში ხელს ავლებს და კარისკენ უბიძგებს-წადი! ლუი ბრძოლის ველისგან დამარცხებული გარბის, მან ვერ შეძლო ჰარის დაცვა... მაგრამ ის ვერც კი ხვდება, რომ ჰარის არც სჭირდებოდა ის... ალექსანდრა ჰარის არ უყურებს, მხოლოდ მის გაწვდილ ხელს შეჰყურებს და მის ხელში ჩაბღაუჭებული შავი სამაჯური ხელს წვავს. ჰარი ოხრავს, მის ყავისფერ სამაჯურს ნაგვის ურნაში აგდებს და ალექსანდრას ხელს უწვდის, გოგონას კი სუნთქვა ეკვრის და ჰარის მაჯაზე, ვენასთან თითქოს მისი ხელწერით ამოშანთულ მის სახელს და გვარს კითხულობს "ალექსანდრა მალიკი". გოგონა ხელის კანკალით ხსნის სამაჯურს და წამებში მის სახელს და გვარს ფარავს, შემდეგ კი უხმოდ, ისე რომ სიტყვასაც არ ამბობს მეორე შავს სამაჯურს ჩანთიდან იღებს და ჰარის უწვდის. ჰარი სწრაფად ხსნის გოგონას მარჯვენა ხელიდან ყავისფერ სამაჯურს, შავს უკეთებს და ძველს ნაგავში აგდებს. გოგონას თავი დახრილი აქვს, ამიტომ ჰარი მის აცრემლებულ თვალებს ვერ ხედავს. -ეს არაფერს ნიშნავს-ჩურჩულებს ჰარი, ალექსანდრას ხელს კიდებს და გასასვლელისკენ მიჰყავს. ის ვერ ამჩნევს, როგორ იწმინდავს თავისუფალი ხელით გოგონა ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს. ჰარისთვის ეს სამაჯურები მხოლოდ სახელმწიფოსგან გადარჩენის ტოლფასი იყო, ალექსანდრასთვის კი ყველაფრის... მთელი ცხოვრების და იმ იმედების, რომ ოდესმე ჰარი მას ისე შეხედავდა, როგორც საყვარელ ადამიანს. მან ხომ შურისძიება მალევე დაივიწყა, ფეხებზე დაიკიდა... როგორც ჰარი იტყოდა, წარსულს არ უნდა მივტიროთ, იმიტომ რომ დროის უკან დაბრუნება და რაიმეს შეცვლა შეუძლებელია. ალექსანდრას ყველა იმედი კი ერთმანეთის მიყოლებით დაიმსხვა, გონებაში კი ისევ ჰარის სიტყვები ჟღერდა "ეს არაფერს ნიშნავს". *** -არ შემეხო!-გაბრაზებულმა გამოსტაცა ხელი ლუის, მაგრამ ლუიმ სწრაფდვე მოჰკიდა მხარში ხელი და საავადმყოფოს შესასვლელ კარს მიაჯახა. -მოკეტე!-კბილებში გამოსცრა ავისმომასწავლებლად. ზეინმა რაღაცის სათქმელად გაღებული პირი მომუწა, ეს ბრძანება იყო. ლუიმ სწრაფად გახია კონვერტი და სწრაფად ამოიღო ანალიზები, შემდეგ კი შვებით ამოიჩურჩულა - ღმერთო, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ საშუალო კატეგორია გამიხარდებოდა! ზეინმა ცალი წარბი აწია და ლუის მაისურის სახელოზე დაქაჩა. -რა?-გაბნეულმა იკითხა და ლამის სიცილი აუტყდა, როდესაც ზეინმა გაბრაზებულმა აიქნია ხელები და მის პირზე ანიშნა. -შეგიძლია ილაპარაკო-ჩაიცინა ლუიმ და ზეინმაც შვებით ამოისუნთქა- მე მერვე კატეგორიაში ვარ, შენ მეექვსეში. -ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, ნახე- მხარში ხელი ჩაავლო და თავით შავ ჯიპებზე და მასთან მდგარ რამდენიმე სმოკინგში ჩაცმულ ადამიანზე მიუთითა. -კარგად დამაკიაჟეულ მიცვალებულებს გვანან-თვალები აატრიალა ლუიმ- ამ დებილებს ჩემს ძმას არ გავატან. -ისე ამბობ თითქოს შენ დაგეკითხებიან. -მაგასაც ვნახავთ, ჩემი ოჯახი სახელმწიფოს უმეტეს ექპერიმენტებს აფინანსებს. სახელმწიფოში ყველაზე მდიდარი ოჯახი ტყვილად კი არ ვართ? თუ ჩემი ძმის წაყვანას ცდიან სამაჯურებისდამიუხედავად მაშინვე შევუწყვეტ დაფინანსებას! ორი მილიარდი ცოტა ფული არაა, ზეინ... -რ..რამდენი?! ამდენი ფული გაქ?-გაოცებული ლუღლუღებს, როცა მომღიმარი ლუი მის ხელს აკვირდება, რომელიც ლუისსაზე მაგრადაა ჩაჭიდებული, ზეინი წითლდება და ხელს აშორებს, ალბათ უკანაც დაიხევდა, მაგრამ კარს არის აყუდებული. -ჩემს ოჯახს უფრო მეტი ფულიც აქვს-იღიმის ლუი- მაგრამ ახლა ამაზე ნამდვილად არ ვსაუბრობდით... -რა ხდება, რატო დგახართ შესასვლელში?-ჰარის დანახვაზე ზეინი კრთება და სწრაფად შორედება კარს. -ოჰ, ჯანდაბა!-მალევე ამჩნევს ალექსანდრა აგენტებს და ჰარის სწრაფად აშვებინებს ხელს.-შენთვისვე აჯობებს, რომ "კარგი" საბმისივის როლი ითამაშო. -ისე მეუბნები კარგი საბმისივის როლი ითამაშეო, თითქოს საბმისივი არ ვიყო-ბუზღუნებს ჰარი და მხოლოდ ლუი ამჩნევს, როგორ გადახედეს და-ძმამ ერთმანეთს. -წინ წადი, ჰარი უკან წამოგყვება-თვალებს ატრიალებს ლუი და გოგონას ხელს კრავს რომ წავიდეს. -შენ კი ფრთხილად, თვალები არ ამოგივარდეს , კიდევ ერთხელ რომ გადაატრიალებ- ბუზღუნებს ზეინი და წინ მიმავალ ალექსანდრას და ჰარის მიყვება, მაგრამ ადგილზე შეშდება, როდესაც მის მხრებზე ლუის ხელები ეშვება და ბიჭს აშინებს. -შენ კი ფრთხილად, ზეინ. ცუდად ნუ იქცევი, თორემ სასჯელი არ აგცდება-ჩასჩურჩულებს ლუი, შემდეგ კი მის თითებს ზეინის თითებში ხლართავს, ხელს ჰკიდებს და ზეინის რეაქციაზე მომცინარი მისი ძმისკენ მიიწევს. ალექსანდრა წამით იბნევა და ლუის აშტერდება, რომელსაც ზეინზე ჩაუკიდებია ხელი, შემდეგ კი ზეინს შეჰყურებს, რომელიც მზერას არიდებს დას და აწითლებული ლოყების დასამალად თავს ხრის. -აქვე კარგი კაფე ვიცი, მანქანით 15 წუთის სავალია... იქნებ დავჯდეთ და ვისაუბროთ? შენი მანქანით ჩემ მანქანას გამოყევი-ლუი ცალი თვალით აგენტების მოძრაობას ასკანირებს და ისე ამბობს, ალექსანდრა კი თამაშის წესებს იღებს და ოდნავ იღიმის. -დიდი სიამოვნებით, ვფიქრობ მას გაუხარდება მის ძმაასთან საუბარი... ამის შანსი ხშირად არ ეძლევა, რაც ჩემთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ჰარის სუნთქვა ეკვრის, იმიტომ რომ ხვდება ეს სიტყვები სულ სხვანაირად ისმის და ხვდება, როგორც კი საბოლოოდ შედგამს იმ სახლში ფეხს , უკან დასახევი გზა აღარ ექნება და საბოლოოდ დამორჩილება მოუწევს. -მეათე კატეგორია?-ერთერთი აგენტი ზეინს უხეშად კიდებს ხელს და მისკენ სწევს. - მეექვსე კატეგორია-არ იბნევა ლუი, როდესაც ზეინი შიშისგან იბუზება და ხმას უწევს-იქნებ ჩემს საბმისივს ხელი გაუშვათ?! -უკაცრავად-სწრაფად პასუხობს აგენტი და სწრაფად უშვებს ხელს, ლუი კი ზეინს მისკენ სწევს-ბრძანება გვაქვს, რომ მეათე კატეგორიის საბმისივი წავიყვანოთ. ზეინი ინტიქტიურად დგება ლუის ზურგს უკან, ისევე როგორც ჰარი ალექსანდრას უკან, როდესაც აგენტს მზერა მასზე გადააქვს. -ბრძანება ვისგანაა?-ლუი გაოცებული შეჰყურებს ალექსანდრას, რომელიც როდესაც აგენტი მათკენ იწევს, აგენტს წი ეღობება და ჰარის მის უკან მალავს- ჩემს საბმისივს ვერ შეეხებით, ბრძანება თვით პრეზიდენტისგანაც რომ იყოს! -თქვენს?-იბნევა აგენტი და მეორე ოთხკუთხათავიან აგენტს შეჰყურებს- მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ ის თავისუფალი საბმისივია. -უკვე აღარ-კბილებში ცრავს გოგონა- მის წაყვანას ვერ შეძლებთ, ის ჩემია და არავის მივცემ საშულებას რომ ის წამართვას! -თუ შეიძლება ამის დასამტკიცებლად თქვენი...-აგენტი სიტყვების დასრულებას ვერ ასწრებს, ალექსანდრა ხვდებაა მისგან რასაც ელიან, სამაჯურს სწრაფად იხსნის და მის მაჯას აგენტს ანახებს. -ეს საკმარისია?!-ლუი ოდნავ იღიმის, როდესაც მას შემდეგ რაც ინფორმაციას ამოწმებენ და სახელს ალექსანდრას მაჯაზე კითხულობენ, აგენტი თავს უქნევს და ლუი პირველად ფიქრობს რომ ალექსანდრა მისი ძმის დაცვას ნამდვილად შეძლებს, რომ აღარანაირი მსხვერპლის გაწევა აღარ მოუწევს.... რომ ზეინით მანიპულირება აღარ მოუწევს, იმისთვის რომ ჰარი დაიცვას. მას ეს აღარ სჭირდება, ჰარის ჰყავს ის ვინც მას დაიცავს... აი, ზეინს კი არა. ლუის მზერა მის საბმისივზე გადააქვს და ოდნავ იღიმის, როდესაც მათი მზერა ერთმანეთს ხვდება. ალექსანდრა მართალია, მისი პირველი პრეროგატივა მისი საბმისივია და არა მისი ძმა. მომავალში ზეინი იქნება მისი ოჯახი და არა ჰარი. ზეინი დაბნეული შეჰყურებს, როგორ ჰკიდებს ლუი მას ხელს და მის თითებს ზეინისაში ხლართავს, შემდეგ კი ოდნავ უჭერს თითქოს ეუბნება, "მე შენს გვერდით ვარ,არაფერია საშიში" და როდესაც აგენტები ტრიალდებიან და მათ მარტო ტოვებენ, ზეინს მისი ჩურჩული ესმის. -ყველაფერი კარგადაა. და ზეინიც იჯერებს, იმიტომ რომ პირველად ხვდება რომ სინამდვილეში ამ ხმის პატრონი სულაც არ ძულს, იმიტომ რომ ის პირველად ხვდება... ლუი მას ყოველთვის დაიცავს. ჰარივით მასაც ყავს ადამიანი, რომელიც მისთვის ყველაფერს გააკეთებს. ავტორი : ბოდიში დაგვაიანებისთვის. წერისთვის ვერ მოვიცალე ოჯახური პრობლემების გამო .თქვენთან შემოთავაზება მაქვს პატარა თავები 2-3 დღეში ან ერთი დიდი თავი კვირაში ერთხელ. სამუშაოს და ოჯახის გამო ხშირად ვერ ვახერხებ წერას და არც ის მინდა, რომ მკითხველი გავაწბილო და შევწყვიტო. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში და გთხოვთ ამიერიდან ნუ იწუწუნებთ პატარა თავებზე, მეც ადამიანი ვარ და უნდა გესმოდეთ რომ წერის გარდა ათასი პრობლემა და საზრუნავი მაქვს. თვენ აირჩიეთ დიდი თავი კვირაში ერთხელ თუ პატარ პატარები 2-3 დღეში ერთხელ. ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და აკომენყტარებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.