სიყვარული, ტკივილი, იმედგაცრუება (თავიII)
იმ დღეს მე დედის სიტყვები ახლოს არმიმიტანია გულთან,არვფიქრობდი ურთიერთბებზე..არამგონია მას მე მოვწონებოდი მე,ხომ არაფრით გამოვირჩევი.არ ამქვს განსაკუთრებული გარეგნობა..საშუალო სიმაღლის ვარ,შავგვრემანი ვარ, პატარა ცხვირი მაქვს,მაგრამ კეხიანი,სწორი თმა.. წარმოიდგინეთ როგორიც ვარ? ახლა უკვე თქვენც შეგეძლებათ დასკვნის გამოტანა,თუ რატომ ვიხევ უკან,თუ რატომ არ ვუჯერებ დედას,მაგრამ მართალია დედის თვალი მაინც სულ სხვაა..მან პირველმა შეამჩნია ყველაფერი. მე გვიან მივხვდი რაც ხდებოდა ჩემ თავს. ყოველ დღე ეს გრძნობა ძლიერდებოდა ტკივილიც რომელიც მუცელს მიღრღნიდა,გულს მიცემდა იმდენად სწრაფად,მეგონა ეს ეს იყო გაჩერდებოდა და მოვკვდებოდი,მაგრამ დროთა განმავლობაში მე ეს გრძნობა მაბედნიერებდა.მე მიყვარდა რომ ის მიყვარდა იმდონემდე,რომ მზად ვიყავი ამ საშინელი ტანჯვის გავლა. გესმით? რა შაინელება იმ ადამიანის ყოველდღე ქუჩაში დანახვა,რომელიც ასე გაწამებს,მაგრამ იმდონემდე გიყვარს,რომ არ გაინტერესებს ეს წამება. დედაჩემი და დედამისი იმდონემდე დაახლოვდნენ,რომ თითქმის ყოველდღე ერთმანეთს სტუმრობდნენ.სადმე თუ გადიოდნენ ერთად გადიოედნენ.. მე მიხაროდა,იმიტომ რომ ამდენი ხნის განმავლობაში დედას მეგობარი არ ჰყავდა ,იცით რატომ? რადგან მე მივლიდა,ჩემზე ჰქონდა ყველანაირი ყურადღება გადმოტანილი.არავინ აინტერსებდა ჩემ გარდა,რადგან ის ჩემში იმედს ხედავდა,რომელიც მას აიძულებდა ეცოცხლა. აქამდე ის ჩემი ხათრით ცოცხლობს.. თქვენ გგონიათ ამას მე მეუბნება? გგონიათ მიყვება თავის პრობლემებს ?არა,რათქმაუნდა არმეუბნება ,მე ამას ვგრძნობ,როგორც დედა გრძნობს ჩემ ტკივილს. ის ყოველდღე მეკითხებოდა,თუ როგორ ვიყავი,ის განიცდიდა,თუმცა ვცდილობდი შეუმჩნეველი გამეხადა ჩემი ტანჯვა,რომელიც იმ ადამიანისგან იყო გამოწვეული,რომელსაც ვეკიდე,ან არვეკიდე..არვიცი სიმართლე რომ გითხრათ. ხშირად ვეჯახებოდით ერთმანეთს კარებთან,მაგრამ გამარჯობას არ ვეუბნებოდით,იმ ყავის გადასხმის შემდეგაც კი. მე ეს უარესად ცუდად მხდიდა მიყურებდა და ხმას არიღებდა.. რაზე ფიქრობდა? ჩემზე? აჰაჰ რა სასაცილოა არა ?ჩემზე ? მე ხომ არ მიცნობს??საიდან მოგაქვს, მეგობარო ასეთები.მემგონი გავგიჟდი ჩემ თავთან დავიწყე საუბარი.. ღმერთო ჩემო გააჩერეთ დრო გააჩერეთ ყველაფერი,თუ ღმერთი გწამთ გააჩერეთ ხმაური და ქაოსი,რომელიც ჩემ გონებაშია ,გააჩერეთ გული რომელიც გამოვარდნაზეაა. გააჩერეთ გთხოოვთ გააჩერეთ!!! არაა არმინდა ვერ ვუძლებ.. ცუდად ვარ ვკვდები .. კუნთები მტკივა ძვლები მტკივა.. ვგრძნობ სისხლს,რომელიც ჩემ ვენებში გაედინება..ვწევარ ბნელ ოთახში და გაშტერებული შევცქერი ჭერს.. საჭმელი არ ჩამდის .. 5 კილო დავიკელი... ჩემი ასეთი მდგომარეობა უკვე ყველასთვის გასაგები იყო,ვეღარ ვმალავდი ჩემი მხიარული ხასიათით. დედა ნერვიულობდა ,ვხედავდი როგორი სევდიანი თვალებით მიყურებდა როგორითაც ადრე,როცა მამამ მიგვატოვა.ღამეები თეთრად მიდის მე ავირიე დროში და სივრცეში.. დავიდოდი სკოლაში მუსიკაზე,მასწავლებლებთან,მაგრამ გულს ვერაფერს ვუდებდი ან როგორ ჩავუდებდი? ჩემთვის ეს შეუძლებელი რამაა.. ჩემი სიცილი,ჩემი ხასიათი,ჩემი სითბო ამ გრძნობამ შეჭამა,შთანთქა ისე,რომ შავი გახდა ყველაფერი. წითელი ვარდები,რომელიც ჩემთვის სიცოცხლის მომცემი იყო გაშავდა..მწვანე ბიბინა ბალახი,რომელიც ხასიათზე მაყენებდა ნაცრისფერი გახდა..ერთადერთი რამ არ გაშავდა ეს იყო ის გრძნობა რომელსაც არუნდოდა წასვლა. თქვენ მკითხველი ფიქრობთ ალბათ რატომ არ თავისუბლდება რატომ არიკიდებს ? მაგრამ ეს ასეთი ადვილი რომ იყოს,ღმერთო ჩემო რატომ არ შეიძლება დამთავრდეს ყველაფერი.. უბრალოდ დ ა მ თ ა ვ რ დ ე ს ! 3 ავგისტო,2016 წელი.. ჩვეულებრივად,როგორც ზაფხულის ნებისმიერ დღეს ვიწექი საწოლში და გავცქეროდი ჭერს,რომელზეც მის გამოსახულებას ვხედავდი. მე ვარსებობდი მაგრამ საკითხავი ისაა ვცოცხლობდი,რომ? როდესაც მის გამოსახულებას შევცქეროდი დედამ გამომძახა. -მარია,დედიკო თუ გცალია გეხვეწები ჩაირბინე მაღაზიაში რაღაცეები გვაქვს საყიდელი.. -დედა , კონკრეტულად რა? -სიას დაგიწერ. -კარგი,ახლავე ჩავიცმევ და წავალ. სადღაც საღამოს 8 საათი იქნებოდა, შებინდებული იყო. ძალიან მეზარებოდა,მაგრამ ვერ ვეტყოდი უარს. - აი აიღე ესენი იყიდე..კარგი .. გავედი და ზუსტად მაშინ გამოვიდა ისიც. -ღმერთო,რაჯანდაბაა (ხმამაღლა გავიფიქრე.) გავედი და რაც საკვირველი იყო მან ხმა ამოიღო,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მეგონა,რომ მუნჯი იყო და რომელზეც მეგონა რომ ვეკიდე. -საღამო მშვიდობისა!-მითხრა მან. ამ დროს ჩემ გონებაში გაილევა ერთმა „ღმერთო რა საყვარელი ხმა აქვს“ -საღამომშვიდობისა. -ბოდიში,უხერხულია,მაგრამ აქ სადმე ახლომახლო რამე სუპერმარკეტი არაა? -კი,როგორ არა.. ამწამს ზუსტად იქ მივდივარ. -ძალიან კარგი,გამოგყვები ,,თან მასწავლი გზას თან...-და რაღაცამ გააჩერა. -თან? -ჩავეკითხე მე . -არა არაფერი.. -მაინც? -თან გაგიცნობდი,ბოლო-ბოლო ჩვენი მშობლები ერთად კარგად არიან,როგორც ჩანს. -ჰო, ეგ ნამდვილად ისინი ძალიან დაახლოვდნენ. სუმერმარკეტამდე გრძელი გზა იყო გასავლელი ამიტომ ბევრ თემაზე შევძლებდით საუბარს..ვგრძნობდი,რომ სუნთქვა გამიადვილდა,ნაბიჯის გადაგმაც აღარ მიჭირდა და იმდენად აღარ მტკიოდა ძვლები,კუნთები. მაგრამ გული და მუცელი კვლავ არ ჩერდებოდნენდა აგრძელებდნენ ჩემთვის ტკივილის მოყენებას. -კარგი,მარია რამდენი წლის ხარ? -რა კარგია სახელი რომ გახსოვს-ვუთხარი და ჩავიცინე. -17 შენ? -მეც 17 წლის ვარ. -აი აქაა.. -კარგია,რომ შემხვდი,,თორემ იმ პატარა იდიოტურ მაღაზიაში მომიწევდა სიარული.. ამაზე არაფერი მითქვამს შევედით მაღაზიაში ვიყიდეთ ყველა საჭირო პროდუქტი და უკან დბარუნებისას არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.მეგონა,რომ სალაპარაკო არ გვქონდა და გვრცხვენოდა..პრინციპში არგვქონდა სალაპარაკო თემა და მე მრცხვენოდა და აი ის რას ფიქრობდა ნამდვილად არვიცოდი და დღესაც არვიცი. იმდღეს ებდნიერებისგან სულ ხტუნვით შევედი და დედას ძალიან ბევრჯერ ვაკოცე. -რახდება რა ენერგიაზე ხარ? -არაფერი.უბრალოდ მიყვარხარ.. -რაღაც მოხდა. ის ნახე? -ხო. -რამოხდა მერე? -სიყვარულში გამოვუტყდით , რამოხდებოდა გავიცანით ერთმანეთ.არცისე მრავალფეროვანი საუბარი გვქონდა მაგრამ ამანაც გამაბედნიერა. -რაკარგია..შენ თუ ბედნიერი ხარ მე უფრო ბედნიერი ვარ.. მიდი გამოიცვალე და ვჭამოთ. -კარგი. ეს საღამო დედასთან ერთად გავატარე საუბარში.. ამ დროს ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდა. 4 აგვისტო,2016 წელი. დილის 7 საათი. ძალიან ტკბილად მეძეინა მაგრამ ბოლოს რაღაც დისკომფორტი ვიგრძენი. კაკუნი მესმოდა და ნელ ნელა ძლიერდებოდა,ბოლოს გამეღვიძა მივედი ფანჯარასთან და: -დილამშვიდობისა მარია! ხოარ გაგაღვიძე? -არა ,საერთოდ არა.. -ბოდიში. -არაუშავს რას მიხდი ბოდიშს. -გამოხვალ? გავისეირნოთ. -დილის შვიდ საათზე? -ხო რამოხდა სულ მაგდროს ვსეირნობ მე.. -კარგი..დამელოდე ჩავიცმევ და გამოვალ. -მიდი გელოდები. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა..გაკვირვებაზე მეტი იყო.. ყველა გრძნობა ამერია ვერ ვხდებოდი რახდებოდა.. სწრაფად ჩავიცვი და გავედი რომ დიდხანს არ დამლოდებოდა. -საით ?-ვკითხე მე. -აქვე ახლოს ვისეირნოთ. -ისე ამდროს სძინავთ..რაღაცნაირად გამიკვირდა ამდროს რომ გამოხვედი სასეირნოდ. -არაფერი გასაკვირი მიყვარს სიწყნარე. -სიწყნარე თუ გიყვარს მარტოობაც გეყვარება. -კი მართალია. -მერე მარტოობა თუ გიყვარს მე რაღას დამიძახე? -დამაძალეს. -უკაცრავად რა? -დედაჩემმა დამაძალა. -ეგ როგორ გავიგო? -შენთან დაახლოებას მაიძულებს. როცა საერთოდ არ მაქვს შენ მიმართ ინტერესი. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ დავარდი ,არა, ფიზიკურად არა,ფიზიკურად მაგრად ვიდექი მაგრამ ჩემ სხეულში ზვავი ჩამოწვა.. სუნთქვა დამიმძიმდა. -კარგი..ნახვმადის. -სად მიდიხარ? -არმინდა ადამიანთან ურთიერთობა,რომელსაც არ ვაინტერესებს.-ამას აცრემლიანებული თვალებით ვამობდი შემოვარდი სახლში ,ოთახში შევვარდი ,დავეგდე საწოლზე და ტირილი დავიწყე თან მოგუდულად დედას რომ არ გაეგო.. ამდროს ყველანაირი იმედი გამიცრუვდა. და ისევ იმ გაშავდა ყველაფერი.. იმ დღის მერე არაერთხელ შევჯახებულვართ,მაგრამ ზედაც არ შემოუხედავს და არცმე,რადგან მისი დანახვა ჩემი ცრემლების მიზეზი ხდებოდა. 25 აგვისტო,2016 წელი 20;00 ფანჯარასთან ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი,როცა გამოვიდა კარებიდან..მე გავხედე დამინახა და მოვიდა. -მარია. -გისმენ. -იმდღესთან დაკავშირებით მინდა გესაუბრო. -არაფერია სასაუბრო. -გთხოვ გამოდი. -აქედან მესაუბრე. იმიტომ რომ ბოლოს აქედან შენთან ერთად რომ გამოვედი უკან მკვდარი დავბრუნდი. -მოკლედ გეტყვი,უბრალოდ არმინდოდა უხეშად გამომსვლოდა..არ ვფიქრობ რომ საინტერესო პერსონა ხარ.გარეგნობითაც არხარ ისეთი რომ მომეწონო და შენ ვიცი რომ მოგეწონები და ვერ მემეგობრები.. -საიდან მოიტანე რომ მომეწონები? -არვიცი ვგრძნობ. -ხოდა ეგ შენი გრძნობა ცდება.-ვუთხარი და ფანჯარა მოვხურე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.