შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

MOBSTER (მე-VIII თავი-დასასრული)


14-08-2017, 03:05
ავტორი D-I-A-N-A
ნანახია 1 983

___ერთი წლის შემდეგ___
-ქალბატონო ეკატერინე შეიძლება ? - კატერინას კაბინეტში მისი მოადგილე შემოვიდა.
-შემოდი ნატა .-კატერინამ საბუთებიდან თავი ამოყო და ახალგაზრდა გოგონას შეხედა.
-ქალბატონო საავადმყოფოდან დარეკეს მამათქვენი , ბატონი ლევანი, კომიდან გამოვიდა.
-რაა? მართლა ? - კატერინას თვალები ცრემლებით აევსო .-უთხარი ჩემი მანქანა მოაყენონ , მივდივარ.
-კარგით . -ნატამ კაბინეტი დატოვა . ეკატერინემ ჩანტას ხელი მოკიდა და კაბინეტიდან გავიდა. ლიფტს გამოუძახა და უკვე თავისი ოფისის პირველ სართულზე ჩავიდა . მამის გონს მოსვლა ძალიან უხაროდა . მთელი წლის მანძილზე დღე არ გავიდოდა რომ მამა არ მოენახულა . კატერინა ახლა უფრო გაზრდილიყო . 17 წლისთვის ზედმეტად ჭკვიანი იყო რის გამოც არ გაჭირვებია ბიზნესის მართვა . მიუხედავად თავისი გონებრივი შესაძლებლობებისა ის გამოიყურებოდა როგორც მის ასაკს შეეფერებოდა , მიუხედავად მთელი კოსმეტიკისა და ჩაცმულობისა...კატერინა მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოში გაეშურა...მამის პალატასთან მივიდა და კარებთან გაჩერდა , ამდენი ხანი მამასთან ლაპარაკი ეშინოდა . მას ეშინოდა რომ მამა მისი ,,ცოდვის’’ შესახებ გაიგებდა . კატერინამ გამბედაობა მოიკრიფა და სახელურს მოქაჩა .
-კატო ...-ლევანმა ჩუმად წარმოსთქვა და გაუღიმა.კატერინას თვალებიდან არაერთი ცრემლი ჩამოუცვივდა . მამას მიუახლოდა და ძლიერ ჩაეხუტა .
-მამი ...- კატო ქვითინებდა და მამას უფრო ეკროდა. -როგორ მომენატრე...
-ჩემი გოგო ... - კატერინა და ლევანი ბევრ რამეზე საუბრობდნენ , კატერინამ მას ბიზნესის საქმეებიც გააცნო . ახლა მამამისი მას ისეთი სიამაყით უყურებდა როგორც არასდროს . ის ამაყი იყო იმით რომ ის შვილი რომელიც თავისგან შორს ყავდა ასეთად გაიზარდა .მათი საუბარი სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა კატერინასთვის რომ არა მამის კითხვა . - კატო და დემეტრე სადაა ? ნუთუ არ იცის რომ კომიდან გამოვედი ?
-არ ვიცი მამა ...-კატო თავი დახარა .
-როგორ თუ არ იცი ? ...სადაა დემეტრე?
-არ ვიცი .
-არ იცი? კატო თავი აწიე და შემომხედე . - კატერინამ ტავი აწია და მამას შეხედა.
-დემეტრე უკვე ერთი წელია რაც არ მინახავს . - სიმართლე უთხრა მამას .
-როგორ ? რატომ? ბიჭები სად არიან ?
-გარეთ დგანან.
-დაუძახე!-კატერინა გარეთ გავიდა და ბიჭებს უთხრა რომ პალატაში შემოსულიყვნენ .ტატო , აკო და გუგა შემოვიდნენ და ლევანს მიესალმნენ.
-სადაა დემეტრე ? -როცა ლევანმა იკითხა ტატომ კატერინას გახედა რომელსაც თვალები იატაკზე ჩაშტერებული ქონდა .
-ლონდონში.- უპასუხა ტატომ .
-უთხარით რომ სასწრაფოდ ჩამოვიდეს .
____3 დღის შემდეგ___
- რა ვერ მოაღწია .-ლევანი უკვე სახლში იყო , ექიმმა მას აუკრძალა ზედმეტი მოძრაობა და ნერვიულობა . ყველა საქმეს ისევ კატერინა ხელმძღვანელობდა .
-ბატონო ლევან , თქვენთან დემეტრე დევდარიანია მოსული . -ზალაში დაცვა შემოვიდა .
-შემოვიდეს . - დაცვამ ზალა დატოვა და უცებ ის ... გაუპარსავი , შავ შარვალ - მაისურში ჩაცმული დემეტრე შემოვიდა . კატერინამ შეხედა დემეტრეს , დემეტრემ-კატერინას შემდეგ კი მომღიმარ ლევანს . -დემეტრე...ჩემო ბიჭო მომიახლოვდი . - ხელგაშლილმა დემეტრეს უთხრა , დემეტრე მას მიუახლოვდა და ჩაეხუტა , ჩახუტებისას კი კატოს შეხედა რომელიც წინ იყურებოდა . -აბა როგორ ჩაიარა სპექტაკლმა ? - ყავას სვამდნენ როცა ლევანმა დემეტრეს კითხვა დაუსვა .
-მამა რა სპექტაკლმა ? -ჩაეძია კატერინა .
-აი ის ვითომ დემეტრე ჩემი შვილი რომაა .- სიცილით უპასუხა ლევანმა . დემეტრემ კატერინას შეხედა და გაიღიმა.
-შეგიძლიათ გამარკვიოთ რაშია საქმე ! - გამწარებულმა კატერინამ ჯერ მამას შემდეგ კი დემეტრეს შეხედა.
-დაწყნარდი შვილო ყველაფერს აგიხსნით ... საქმე იმაშია რომ მე ბევრი მტერი მყავს ყველაზე საშიში კი არჩილ ჯღარკავაა. ამიტომ მე და დემეტრემ მოვიფიქრეთ გეგმა . გეგმა ასეთი იყო , არჩილი უნდა დაგვერწყმუნებინა რომ დემეტრე ჩემი შვილი და შენი ნახევარძმაა . ჩვენ ვიცოდით რომ არჩილი მოინდომებდა შენთვის ,,სიმართლე’’ ეთქვა და ასე ეტკინებინა ჩემთის და შენთვის . დემეტრე ამდენი ხანი ისე იქცეოდა თითქოს შენ მისი და ხარ და ის შენ მხოლოდ როგორც დას გიყურებდა , დემეტრეს ეკრძლებოდა შენთან მოკარება როგორც მამაკაცს . ამიტომ არჩილი უფრო რომ დაგვერწყმუნებინა დემეტრე ისე იქცეოდა თითქოს შენ უყვარდი მაგრამ იმის გამო რომ შენი მისი და ხარ ის შენ ვერ გეკარება .- კატერინა გაქვავებული სახით უსმენდა მამას და უყურებდა დემეტრეს . უცებ კატერინამ იგრძნო სისველე , ლოყაზე ხელი გადაისვა და ცრემლი მოიშორა .
-გულს მირევთ ...- თქვა და ტავის ოთახში ავიდა . ჩემოდანი გამოიტანა და ნივთების ჩალაგება დაიწყო .
-კატო , შეიძლება ? - ოთახში დემეტრე შემოვიდა .
-არა ! გაეთრიე ! - უპასუხა კატერინამ და ისევ ტანსაცმელს დაუბრუნდა .
-რას აკეთებ? - კატერინას მოუახლოვდა და ჩემოდანს შეხედა.
-შენი საქმე არაა !
-კატო გაჩერდი...-კატოს ხელები დაიკავა მაგრამ კატერინამ ისინი მოიშორა.
-არაკაცი ხარ ! როგორ გაბედე და ასეთ ტყუილში მაცხოვრე ?! გგონია ხის ან რკინის ვარ ტკივილი რომ ვერ ვიგრძნო ? იცი როგორ მატკინეთ ?...ახლა იტყვი რომ ეს ყველაფერი ჩემთვის გააკეთე . ეს სპექტაკლი ჩემს გადასარჩენად დადგით ხო ? ამის თქმას აპირებდი ? ...იცი შესაძლოა არჩილს მოვეკალი , ნეტა მართლა მოვეკალი . არამგონია ისე მტკენოდა როგორც ახლა მტკივა .
-კატო მომისმინე გთხოვ...
-საკმარისია ! შენ იცი მთელი ერთი წელიწადი გული რომ მერეოდა საკუთარ თავზე ? და იცი რის გამო ? იმის გამო რომ მეგონა საკუთარ ძმას ფეხები გავუშალე-თქო . ახლა კი ვხვდები რომ არაკაცათნ ვიწექი . იცი ალბად ჩემი ძმა რომ ყოფილიყავი შენთან სე*სს უფრო ადვილად გადავიტანდი ვიდრე ახლა როცა ვიცი რომ არაკაცთან ვიწექი ... გადი ჩემი ოთახიდან და მეტჯერ აღარ გნახო ! - კატერინა დემეტრეს ზურგით შწმოუბრუნდა და ჩემოდანში ბოლო ტანსაცმელი ჩადო . შემდეგ კი ოტახიდან გამოვიდა ისე რომ დემესთვის არც კი შეუხედავს .
-სად მიდიხარ ? - ქვემოდ ჩასულს მამამ კითხა .
-იქ სადაც თქვენ არ გნახავთ ! - მამას არც კი შეხედა ისე გავიდა სახლიდან და კარიც კარგად მოიჯახუნა ... თავის მანქანაში ბარგი ჩადო , მანქანაში ჩაჯდა და აეროპორტისკენ გაეშურა.ისევ თავის სახლში დაბრუნება გადაწყვიტა , ამიტომ იყიდა ,,ბიზნეს კლასის’’ ბილეთი და ჩასხდომას დაელოდა ...ერთ საათში ჩასხდომა დაიწყო , შემოწმება გაიარა და თვითმფრინავში ჩაჯდა . მთელი გზა დაღლილს და დაქანცულს ეძინა ...ამერიკაში ჩასვლა საღამოს მოუწია , ტაქსით თავის სახლში დაბრუნდა , კარი ძველმა მოსამსახურემ გაუღო რომელსაც კატოს ნახვა თან გაუკვირდა და თანაც გაუხარდა . მიუხედავად კატოს ქედმაღლობისა ის მაინც ჩაეხუტა ქალს რომელმაც ის ფაქტიურად გაზარდა .
-ბეატრის როგორ ხარ ? -კითხა კატომ.
-კარგად შენ როგორ ხარ საყვარელო ? დაღლილი მეჩვენები , გინდა რამე გაგიმზადო ?
-არა არ მშია . -მოიტყუა .-ოთახში ავალ ძალიან დავიღალე.
-კარგი მიდი . -კატო თავის ოთახში ავიდა და საწოლზე წამოწვა . მას ძალიან ენატრებოდა ძველი ცხოვრება როცა მხოლოდ მამაზე იყო გაბრაზებული . ენატრებოდა ის დღეები როცა მაღაზიებში დადიოდა თავის დაქალებთან ერთად . ენატრებოდა ის დრო როცა ნამდვილ თინეიჯერს გავდა . და ახლა ? ჩვიდმეტისაა მაგრამ ზემდეტად გადაღლილად გამოიყურება , ასეთ ასაკში მას სიკვდილის მეტი არაფერი სურდა . ტირილისგან გადაღლილს ჩასძინებოდა ... როცა თვალები გაახილა გვერდით მწოლიარე დემეტრე შენიშნა რის განაც წამოხტა , თვალები დახუჭა ისევ გაახილა იმ იმედით რომ დემეტრე აღარ დახვდებოდა მაგრამ შეცდა დემეტრე არხეინად იწვა კატოს საწოლზე და გაღიმებული უყურებდა .
-არ რას აკეთებ ? - კითხა კატომ და საწოლიდან ადგა .
-აბა შენ რა გეგონა მიბრძანებდი და მეც ყურს დაგიგდებდი როგორც შენი მონა-მსახური ? -ცინიკურად შეუბრუნა კითხვა.
-დემეტრე უკვე დავიღალე , ძალა აღარ მაქვს შენთან სასაუბროდ . -მართლაც დაღლილი იყო ყინულის დედოფალი .
-მოდი ახლა მომისმინე ისე რომ არ გამაწყვეტინო და მერე თუ ისევ გენდომება მე წავალ .-კატომ თავი დაუკრა და საწოლზე ჩამოჯდა . - სანამ შენ თბილისსი ჩამოხვიდოდი ლევანმა თავისთან დამიძახა , მითხრა რომ შენ უნდა ჩამოსულიყავი და ამიტომ მე და ბიჭები ყოველთვის შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავით . ამის გარდა მან კიდევ თავისი ,,შესანიშნავი’’ გეგმა გამაცნო . მან იცოდა რომ მიყვარდი ისიც იცოდა რომ შენც გიყვარდი ამიტომ ეს თავის სასარგებლოდ შემოატრიალა . მას სურდა რომ არჩილისთვის მეთამაშა ისე თითქოს შენთან ყოფნა მიდნა მაგარამ არ გიკარებ , მერე ისე მოხდა რომ არჩილმა მომიტაცა და თავისთან დამაკავა რაც ლევანის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა . შემდეგ შენც მოგიტაცა და მეც მომიწია მანდვე მომეფიქრა სცენარი და მომეტყუებინა არჩილი . არჩილი მოტყუვდა და ჩვენც სახლში დავბრუნდით . მიუხედავად იმასა რომ მე უნდა მეთამაშა ვერ გავუძელი და გაკოცე . კოცნის შემდგეგ უფრო მეტი მომინდა და ჩვენც სე*სი გვქონდა . კატო ჩემი და რომ ყოფილიყავი მე ნამდვილად არ გაკოცებდი და არც მექნებოდა შენთან სე*სი რამდენადაც არ უნდა მდომებოდა ეს . მე მართლა მიყავრხა და ლევანამც იცის ეს მშვენივარად ამიტომ ის არ არის იმის წინააღმდეგ რომ მე და შენ ერთად ვიყოთ .
-მაგრამ მე ვარ.-ჯიუტად წარმოთქმა და საწოლიდან ადგა . -თუ მორჩი ადექი და წადი ჩემი სახლიდან .
-კატერინა...
-შენ მე მთხოვე რომ შენთვის მომესმინა ? მეც მოგისმინე ახლა კი შენ მომისმინე . წადი ჩემი ცხოვრებიდან . -დემეტრეს ისევ უნდოდა აეხსნა რომ მას კატერინა ზალიან უყვარს რომ მის გარეშე ცხოვრება არ უნდა მაგრამ კატერინა გაჯიუტდა და მასმენაზე კატეგორიული უარი განაცხადა .დემეტრეს წაასვლის შემდეგ კატერინა საწოლზე დაჯდა და ტირილი დაიწყო . მას გაახსენდა ყველაფერი რაც კი დემეტრეს უკავშირდებოდა .
____ერთი წლის წინ ___
კატერინა მოცილდა დემეტრეს ბაგეებს და თვალებში შეხედა .
-ეს ყველაფერი შეცდომაა . დიდი შეცდომა დავუშვით . მოდი დავივიწყოთ ეს ყველაფერი . დავივიწყოთ რომ სე*სი გვქონდა . ცოდვაა , დიდი ცოდვაა . -დემეტრემ გაბრაზებულმა კატერინას მოსცილდა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო . თუ ახლა ჩემზე უარს იტყვი მე წავალ , შორს ...
-წადი დემეტრე ...წადი ასე აჯობებს .-დემეტრემ კარი გააღო და კატოს ოთახი დატოვა . კატერინა საწოლზე დაწვა და ტირილი დაიწყო , მას არ სურდა დემეტრესთან დაშორებ მაგტამ მან იცოდა რომ მისი სიყვარული დემეს მიმართ დიდი შეცდომა იყო .
___ახლანდელი დრო___
-დემეტრე გაჩერდი ...-კატერინა ოთახიდან გამოვარდა და დემეტრეს გაეკიდა რომელიც უკვე გასასვლელთან იდგა . კიბეები ჩაირბინდა და დემეტრეს მიუახლოვდა . ხელები კისერზე მოხვიდა და დემეს ტუჩებთან წარმოსთქვა .-რადგან ჩემი ძმა არ ხარ არანაირი ცოდვა არ ჩამიდენია და არც ახლა ჩავიდენ . -და ბაგეებზე ეამბორა.
____ოთხი წლის შემდეგ ___
-გაბრიელ . - დაუძახა შვილს . დემეტრე ბავშვით ხელში გამოვიდა და კატერინას აკოცა . -მოდით ვჭამოთ .
-როგორ არიან ჩემი დედოფალი და პრინცესა ?
-კარგად .- გაუღიმა დემეტრეს და გაბერილ მუცელზე ხელი გადაისვა . -მოვიდნენ.- კარებზე ზარმა დარეკა და კატერინა კარის გასაღებად წავიდა . კარი გააღო და თავისი მეგობრები დაინახა . ტატო - ცოლ-შვილთან , გუგა - ცოლ-შვილთან და აკო - მეგობარ გოგონასთან ერთად .
-გაბერილო . - აკო მთელი ძალით ჩაეხუტა კატოს და შემდეგ ძმადნაფიცს მიუახლოვდა და გაბრიელი ხელში აიყვანა ...საღამო მეგობრების წრეში გაატარეს .
-კატერინა აკომ მომიყვა როგორი იყავი და მართალია ? -იკითხა ნუცამ , აკოს შეყვარებულმა.
-გააჩნია რა გითხრა .-- გაუცინა კატომ.
-აი ყინულის დედოფალი იყოო მაგრამ ჩვენმა ცეცხლის მეფემ ის დაადნოო .-გაიცინა ნუცამ...მთელი საღამო იცინოდნენ და ხალისობდენ . სტუმრები როგორც კი წავიდნენ კატერინა და დემეტრე ოტახში ავიდნენ დასაძინებლად , გაბრიელს უკვე დიდი ხანია რაც ეძინა...კატერინას დემეტრეს მკერდზე თავი ედო და ისე იწვა .
-მიყვარხარ კატერინა .-უთხარ დემეტრემ და თავზე ნაზად აკოცა .
-მეც მიყვარხარ . -და გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.
___________
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობდით ჩემს ისტორია და მამხნევებდით <3 ყველანი ძალიან მიყვარხართ . ისტორია დავასრულე იმის გამო რომ გაწელვა აღარ მინდოდა რადგან კატერინასთან და დემეტრესთან ერთდა მეც ვიტანჯებოდი :დ იმედია მოგეწონათ <3 მიყვარხართ<3



№1 სტუმარი Guest nuki

dzalian momewona

 


№2 სტუმარი Guest კატერინა

სრულიი სისულელეე (სორიი მაგრამ ასეაა)

 


№3  offline წევრი D-I-A-N-A

Guest nuki
dzalian momewona

მადლობა ❤️

Guest კატერინა
სრულიი სისულელეე (სორიი მაგრამ ასეაა)

იცი რა არის როცა შენ თვითონ დაწერ მოთხრობას მერე წერე ასეთი კომენტარები , შენნაირებისაგან ნამდვილად არ მწყინს .

 


№4 სტუმარი Guest nwnw

momewona kargi iyo, ertad ro datove es wyvili gamixarda

 


№5  offline მოდერი ენემი

საოცრებააააა <3 თან და ძმანი რო არ არიან მაგრად გამიხარდა kissing_heart

დი საოცრება ხარ და მინდა გითხრა რომ მეც მყვანან კრიტიკოსები და ასეთ რამეებს ბევრი იტყვის მარა შენ წერა არ უნდა შეწყვიტო <3
პ.ს. ახალ ისტორიას დაიწყებ მალე თუ მუქარაა აუცილებელი რომ დაგაწერინო joy joy

 


№6  offline წევრი D-I-A-N-A

Guest nwnw
momewona kargi iyo, ertad ro datove es wyvili gamixarda

დიდი მადლობაა რომ წაიკითხე <3

ენემი
საოცრებააააა <3 თან და ძმანი რო არ არიან მაგრად გამიხარდა kissing_heart

დი საოცრება ხარ და მინდა გითხრა რომ მეც მყვანან კრიტიკოსები და ასეთ რამეებს ბევრი იტყვის მარა შენ წერა არ უნდა შეწყვიტო <3
პ.ს. ახალ ისტორიას დაიწყებ მალე თუ მუქარაა აუცილებელი რომ დაგაწერინო joy joy

joy joy რავი რამდენიმე მაქვს დაწყებული მაგრამ მაში დავდეთ როცა ბევრ თავს დავწერ თორე ,,მკლავთ'' როცა ვაგვიანებ joy დიდი მადლობა რომ ასე მამხნევებ , მიყვარხარ kissing_heart

 


№7  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

Gogo shen martla ra magari vinme yofilxar ee...❤ dzaan magari gamosavali modzebne da amastanave kargad daasrule.❤ yochag sixarulo... yochag.❤

 


№8  offline წევრი D-I-A-N-A

s.a-cicinatela-m.m
Gogo shen martla ra magari vinme yofilxar ee...❤ dzaan magari gamosavali modzebne da amastanave kargad daasrule❤. yochag sixarulo... yochag.❤

ძაან დიდი მადლობა ❤ მიყვარხარ ძალიან ❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ნანუკა

Აღმაფრთოვანებელი❤ მოთხრობა,ყველა გრძნობა???? იდეალურად???? გადმოეცი,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent