ბაბლუანის სათამაშო (თავი 6 )
ოთახის სიღრმეში მდგარ სავარძელში,მოქუფრული სახით ჩასვენებულიყო ბაბლუანი,თითები ძლიერად შემოეჭდო ვისკის ბოთლისათვის,ოთახში გამეფებულ სიმყუდროვეს ჭექა-ქუხილის შემზარავი ხმა არღვევდა,ფანჯარაზე მოხეთქებული შხეფები თითქოს გულზე ეწვეთებოდა რატის,კიდევ ერთხელ დახედა მაჯაზე,საპატიოდ შებნეულ საათს,აღელდა,ვერ გაეგო რას გრძნობდა,აღელვება ნუცაზე ზრუნვამ გამოიწვია,თუ ეს უბრალოდ თავმოყვარე ქმრის ეჭვები ი გახლდათ ,რომელსაც არ სურდა მისთვის,მისი ღირსებისთვის გადაებიჯებინათ ,მაგრამ ფაქტი ერთი იყო,რატი ბაბლუანი,უტეხი ლოდი,ნამდვილი სალი-კლდე, ნუცა აბაშიძის შინ არ ყოფნამ გააღიზიანა. ამაზრზენი ფიქრებიდან, კარის ჭრაჭუნმა გამოარკვია,მძიმედ მიაბრუნა თავი,სველი,აკანკალებული ნუცას დანახვაზე ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გრძნობა დაეუფლა,მის ერთ ნაწილს სურდა მივარდნოდა ბეღურასავით ატუზულ,ტუჩებ გალურჯებულ გოგონას,გაეთბო,ეზრუნა მასზე,მაგრამ....რატის მეორე,გაცოფებულ მხარეს სურდა ჭკუაზე მოეყვანა,სულ სხვა ჯაყელი,გათამამებული ცინიკოსი,მოთამაშე და შეუპოვარი,ვერ გაეგო რატის...საკუთარი გრძნობების ვერ გაეგო,არ იცოდა რა სურდა რეალურად,როგორ უნდა მოქცეულიყო,მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით,ბავშვობაში გაუაზრებლად ჩადენილი შეცდომა,ძვირად დაუჯდა,მეტად ძვირად ვიდრე წარმოედგინა. სწრაფად წამოდგა სავარძლიდან,ვისკის ბოთლი მთელი ძალით მიახეთქა კედელზე,ნამსხვრევები თითქმის მთელი ოთახია იატაკს მოეფინა,წამში გაჩნდა გაფითრებული გოგონას წინ,შეშინებული ნუცას დანახვისას გულში რაღაცამ გაჰკრა,რაღაც უჩვეულომ,ან იქნებ მივიწყებულმა...მაჯაში ძლიერად სწვდა,მთელი ძალით უჭერდა ძლიერ თითებს გოგონას მწვრილ,ფერკმთალ მაჯაზე -სად იყავი?-კბილებში გამოსცრა -როდის მერე გაბარებ ანგარიშს?-მოჩვენებითი უდარდელობა აიკრა სახეზე და მთელი ძალით შეეცადა,შიში ჩაეხშო,ბაბლუანს რომ არ შეემჩნია მისი აკანკალებული ყბა,ეს რომ მომხდარიყო იცოდა ნუცამ,ბიჭი მეტად გათამამდებოდა -დღეიდან!-თვალები ბოროტად აუელვდა-მითხარი სად დადიხარ ამ დროს?ან არ უნდა გამაფრთხილო გოგო?-კიდევ იფრო ძლიერად მოუჭირა თითები,წამითაც არ დაინდო -გამიშვი რატი მტკივა-ამოიკნავლა,ნუცას თვალებში დაუფარავი ზიზღი ამოიკითხა კაცმა -ვიცი,მიზანიც მხოლოდ ეგ არის,დამიჯერე ჩემი ძალის დემონსტრირებას სულაც არ ვახდენ-ცალყბად ჩაიცინა, უხეშად შეუშვა ხელი,მხრებში გამართული,ნელა დაიძრა სავარძლისკენ -შენ მუდამ რაღაცის დემონსტრირებას ახდენ-ირონია არ დაიშურა,მეორე ხელით მტკივანი ადგილის დაზელვას შეუდგა. -გამოიცვალე გაცივდები-სავარძელში არხეინად გაჭიმულმა ბაბლუანმა გვერდულად გადმოხედა,ისეთი ხავერდოვანი,თბილი და ალერსიანი იყო მამაკაცის ხმა,მთელს ტანზე იგრძნო ჯაყელმა ბუსუსები,კანი დაეხორკლა და საკუთარი თავი შეზიზღდა,სძულდა,რადგან ასე მოქმედებდა მამაკაცი მასზე.კიბეს აუკვა,მკვეთრი მოძრაობით შეანელა სვლა,მობრუნდა,ფანჯარასთან მდგარ რატის ელვა მეტად მრისხანეს და მოქუფრულს უჩენდა თვალებს. -ასე აპირებ თავი შემაყვარო?-ირონიული,გამყინავი მზერა ესროლა კაცს -და როგორ გგონია არ გამომივა? -რა თავდაჯერებული ხარ ბაბლუანი-ოდნავ მოჭუტა თვალები -თუ ერთხელ გამომივიდა,მეორედაც აუცილებლად გამოვა-ოდნავ მოშვებულ წვერზე მოისვა ხელი,მწველი მზერა სტყორცნა ცოლს -შეცდომებზე ვსწავლობთ ძვირფასო-ორაზროვნად შენიშნა-და კიდევ დაიმახსოვრე,არ მხიბლავს უხეში და მზრუნველი მამაკაცების ნაზავი,აღარ გინდა ძალიან გთხოვ,მზრუნველი ან ხარ, ან არა! ყველაზე მეტად არასტაბილურობა მძულს-ზიზღით ჩაილაპარაკა და სწრაფად აუყვა კიბეს,თანაც ისე რომ წყლის წვეთები კვალად დატოვა. ***** სარკეში გამომცდელად მისჩერებოდა საკუთარ ანარეკლს,ეუცხოებოდა ცივი,ყინულივით მზერა,ცინიკური ღიმილი,ხელოვნურად დაყენებული მიმიკები. ერთადერთი რაც ძველი იყო,ბუნებრივი და რაც ძველ,გულუბრყვილო ნუცას აგონებდა,ხუჭუჭა,შავი თმები იყო,რომელისთვისაც წვიმის წვეთებს პირვანდელი სახე დაებრუნებინა,შიშველ სხეულზე მჭიდროდ შემოეხვია თეთრი,ქათქათა ხალათი და ამაოდ ცდილობდა გათოშილი სხეულის გათბობას. -ნუთუ ვერაფერი ისწავლე ამ ხნის მანძილზე-მწველი მზერა ესროლა,სარკის წინ მდგარ ნუცას,ოდნავ სველი თმები,ბუნებრივად დახვევას,რომ იწყებდნენ,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას,იქვე მდგარ ტუმბოზე ყავით სავსე ფინჯანი დადგა, ალმაცერად მიაჩერდა -ვინ მოგცა აქ შემოსვლის უფლება-კბილებში გამოსცრა, უკვე აღარ ცდილობდა მოწოლილი სიბრაზის შენიღბვას -ცხელი აბაზანა,აი რას შეუძლია შენი დახმარება-ისეთი სერიოზული სახით წარმოსთქვა,ასე უბრალო და უმნიშვნელო სიტყვები, თითქოს დიდი საიდუმლო გაანდოო.-მაგრამ თუ არ გსურს სხვა ხერხებიც არსებობს,მართალია ცოტა ნასვამი ვარ, მაგრამ უარეს სიტუაციებშიც ძალიან მაგარი ვყოფილვარ-ორაზროვნად შენიშნა და ისეთი სახე მიიღო თითქოს ფიქრებში დაიკარგაო -გაეთრიე აქედან!-ჩუმი, მაგრამ კატეგორიული იყო ჯაყელის სიტყვები,ბაბლუანს არაფერი უთქვამს,ერთხანს დანისლული თვალებით უყურა ქალს, მრისხანება რომ გამოხატვოდა სახეზე ამ წამს ყველაზე სასურველი მოეჩვენა,ყველაზე ვნებიანი,აღარ შეეძლო თავის შეკავება,მის ძალებს აღემატებოდა,უსიტყვოდ,ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალს,ნუცასთვის მოილოდნელად ძლიერად ჩაავლო ხელი მკლავებში და სხეულზე ძლიერად აიკრა, გრძნობდა ნუცას ათრთოლებულ სხეულს, აჩქარებულ გულისცემას და მეტად ხელდებოდა, თავს ვეღარ აკონტეოლებდა, სველ თმაზე მსუბუქად დაქაჩა გოგონას და ისე ძლიერად,მომთხოვნად დაეწაფა ნაცნობ, გაბუსხულ ტუჩემს თითქოს ეს უკანასკნელი შანსი ყოფილიყო,თითქოს ცდილობდა ყოველი წამი გამოეყენებინა, დროში ჩატეულიყო.... ძლიერად დაახეთქა გოგონა საწოლზე, თვითონ მის ზემოდ მოექცა, ჯაყელს ჩააშტერდა თაფლისფერ, ამღვრეულ თვალებში, შიში რომ ჩაბუდებულიყო, მაგრამ არაფრად ჩააგდო გოგონას ეს მზერა და თავის საქმის პროფესიონალურ დონეზე შესრულებას შეუდგა. სწრაფად შეუხსნა ქამარი,ფრთხილად მოაშორა სხეულიდან უზარმაზარი,ფუმფულა ხალათი,ხედავდა როგორ აიბუზა გოგონა, როგორ დაეხორკლა სხეული, ვერ მიხვდა ეს სიცივის ბრალი იყო, თუ სურვილის,მაგრამ არ ანაღვლებდა, უბრალოდ ახლა ბაბლუანის სურვილები მეტად მნიშვნელოვანი იყო,ვიდრე ჯაყელის, ბაბლუანი იმას მიიღებდა რაზეც ამდენ ხანს ოცნებობდა და რა იქნებოდა მერე? არ ადარდებდა,მისთვის სულერთი იყო. ტუჩემზე დააკვდა,ორივე ხელი თავ ზემოდ ცალი ხელით გაუკავა,არ სურდა ქალის ხელების შეხება,მიზეზი ვერ გაეგო,უბრალოდ არ უნდოდა.ტუჩებს ვნებააშლილი უკოცნიდა,შემდეგ ყელს,თანდათან ქვევით მიიწევდა,უნდოდა ყოველი უჯრედი დაელაშქრა,მეტად შეეგრძნო, მისი გაეხადა,თლილ თითებს ძლიერას უჭერდა მკერდზე და სიამოვნებისგან კმაყოფილს ეღიმებოდა,თითქოს გოგონას კვნესაზე სასიამოვნო არაფერი, არასდროს გაეგო. -არ გინდა,გთხოვ-ძლივს ამოღერღა ნუცამ,ისე ჩუმად ძლივს გაიგო მისი სიტყვები მამაკაცმა,გველნაკბენივით შეხტა,კიდევ ერთხელ ჩააშტერდა დანისლულ თვალებში და კვლავ დაიკარგა მათში -ნუ ამბობ რომ არ მინდა,ეს ერთადერთია რაც ყველაზე მეტად მჭირდება ახლა-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი,ღრმად სუნთქავდა და არც კი ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა. გოგონას წამიერმა ტკივილმა გადაურბინა სახეზე,შეეშინდა თითქოს ახლა მიხვდა რა ჩაიდინა,სწრაფად გაუნთავისუფლა ხელები,მეტად ფრთხილობდა,არ უნდოდა ნუცა ჯაყელი კიდევ ერთხელ დატანჯულიყო მისი სურვილების გამო.... **** -ძალიან მაგარი გეგმა მაქვს-აღფრთოვანებას ვერ მალავდა ლიკა და ადგილზე პატარა ბავშვივით ცქმუტავდა -რა გეგმა?-ბობეზრებულად,არაფრისმთქმელი მზერა ესროლა დაქალს აბაშიძემ -თუ მართლა ისეა საქმე, როგორც გვგონია და ის მათხოვარი და ჩვანი რატი სიყვარულით არ დაქორწინებულან უნდა დავაშოროთ ისინი-ხუთოსანი ბავშვივით ჩამოარაკრაკა ლიკამ და საჩვენებელი თითი ჰაერში აღმართა-გეგმა კი შემდეგში მგომარეობს,ვინაიდან რატის ჩვენთვის არაფერი უთქვამს, შესაბამისად არ უნდა ეთქვა -ვა, რა გენიოსი ხარ გოგო,შენით მოიფიქრე თუ დაგეხმარა ვინმე? -ხმა ჩაიწყვიტე და მომისმინე ნიკა! თუ რატიმ არ თქვა, იმ საცოდავმა აუკრძალა, ჩვენ კი ისე მოვიქცევით ,თითქოს ყველაფერი ვიცოდით და ბაბლუანს,შენს ბავშვობის სიყვარულს უშენოდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს,გასაგებია?-კმაყოფილმა მოავლო თვალი გაოცებულ მეგობრებს -და ვინ თქვა რომ ქორწინება იმ გოგოს იდეა იყო?-ალმაცერად გახედა ბიჭმა მეგობარს -მე ვამბობ! არ არის საკმარისი? გუშინ მთელი ღამე არ მეძინა, ფაქტებს ვაკავშირებდი.ბრუნდება ჯაყელი, სულ სხვანაირი, მერე რატის ბიზნესი იძირება,მერე ისინი ქორწინდებიან და აერთიანებენ თავიანთ ფირმებს, ამას სულელიც მიხვდება -გენიოსი ხარ გოგო!გენიოსი!-გახარებულმა წამოხტა ნინომ და მეგობარს აჟიტირებული მთელი ძალით ჩაეხუტა -აბა შენ იცი ნინიკო,ახლა შენ უნდა იმოქმედო-თვალი ჩაუკრა წინ მდგომ მეგობარს-თქვენს ქორწილში მეჯვარწ ვიქნები იცოდე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.