შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენამდე (7თავი)


14-08-2017, 23:28
ავტორი annabelle
ნანახია 2 187

-ამას რატომ აკეთებ?-მომესმა ხრინწიანი ლუღლუღი.უკვე ვიცი ვინც არის.უკან მიბრუნებული ანასტასიას ძალით ვუღიმი და ხელებს გულზე ვიკრეფ.
-უკვე მერამდენედ მაკარგვინებ ლანჩის დროს?-კითხვითვე ვპასუხობ,თვალებს ვატრიალებ და ისევ საკლასო ოთახში ვბრუნდები.ვიცი რომ უკან გამომყვება ამიტომ აღარაფერს ვანიშნებ.უბრალოდ მასთანა სალაპარაკოდ ვემზადები!...
-ასე უნდა გავაგრძელოთ?-კითხულობს გოგონა და ჩემკენ ისე მოდის თვალებში არ მიყურებს.მეც ნელა,თითქოს უზრუნველად ვიკავებ ჩემს ადგილს და ვიცდი სანამ ლაპარაკს დაიწყებს.მაგრამ ხმას არ იღებს.წარბებს ზემოთ ვწევ და ჩახველებით ვანიშნებ საქმეზე გადავიდეს.მაგიდასთან დგება,ვხედავ როგორ ნერვიულობს,კბილებით ქვედა ტუჩს აწვალებს და მეც მაშინვე მთელს სხეულში რაღაც უცნაურ მაგრამ სასიამოვნო ჩხვლეტას ვგრძნობ.
-ანასტასია! ჩემს გაკვეთილებზე უფლება არ გაქვს უბრალოდ იჯდე და არ მისმენდე! მით უმეტეს სხვა საქმით იყო დაკავებული!-ლოდინისგან გაღიზიანებული,ისევ მე ვიწყებ.მინდა რაც შეიძლება მალე გავეცალო,იმდენად საყვარელი და დაუცველია მინდება უფრო ლმობიერი გავხდე მის მიმართ მაგრამ იდიოტური სიამაყე არ მაძლევს საშუალებას. ჯანდაბა! შეუძლებელია შეხედო და არ აღფრთოვანდე! თითები ერთმანეთში აქვს გადახლართული,წუთში რამდენჯერმე წინ ჩამოყრილ,ურჩ თმას ყურს უკან იმალავს და ტუჩს ისე იკვნეტს წამით ვფოქრობ,რომ სისხლი წამოუვა.
,,მისი მასწავლებელი ხარ,გარყვნილო!“-ჩემი ქვეცნობიერი უკვე სრულიად ცეცხლმოკიდებული მიყურებს და გულზე ხელებგადაჯვარედინებული მოუთმენლად აბაკუნებს ფეხს იატაკზე.
-მაგრამ...ყოველთვის ხომ ვერ გამაგდებ?-ჩუმად უფრო თავისთვის ბუტბუტებს და როგორც იქნა თვალებს მისწორებს-გეფიცები,შემთხვევით ხდება ხოლმე... მე... ეს საშინელი გრძნობაა! როცა ჩემს სრულ სახელს მეძახი და ბოლოს ოთახიდან მისვრი...-ღმერთო ჩემო! სანამ ლაპარაკობს სუნთქვა მეკვრება.რათქმაუნდა ვიცი,რომ ეს დამამცირებელი მისთვის.მაშინ რატომღა ვაგრძელებ ასეთ უხეშობას მისდამი? ჯანდაბა! უბრალოდ მომწონს,როცა სეთი დაუცველი და უმწეოა...
-გაკვეთილზე უნდა მისმენდე და არა იჯდე და იცინოდე ანასტასია! ან კლასელებს ეფლირტავებოდე!-ცალი წარბი თითქოს თავისით მეწევა,ვცდილობ უკმაყოფილება დავფარო მისი დღევანდელი საქციელის გამო,მაგრამ ჩემი გამომეტყველება სრულებითაც არ მეხმარება ამაში.ხმამაღლა ვვოხრავ,როცა თვალები უფართოვდება და გაწითლებული მაშტერდება.
-მე...არა! ასე რატომ გგონია?-აღშფოთებას ვერ მალავს.მე კი მინდება მივუახლოვდე და შეფაკლულ ლოყაზე შევეხო.თუნდაც რამდენიმე წამით.მინდა შევიგრძნო მისი ნაზი კანის მხურვალება.
-ასე ჩანს!-მხრებს რაც შემიძლია გულგრილად ვიჩეჩავ,წარბებს მოუთმენლად ვძგიბავ და ველოდები სანამ კიდევ იტყვის რამეს.
-მაპატიეთ! მე მართლა არ... გეფიცებით-საწყლად ლუღლუღებს.
-ანასტასია! მალე ზარი დაირეკება.იქნებ შეწყვიტო უაზრო ბუტბუტი და საშუალება მომცე ჩემი საქმე გავაგრძელო? შესვენების დრო უკვე ისედაც მთლიანად დამაკარგვინე!-უკმაყოფილოდ ვატრიალებ თვალს იმ იმედით,რომ თავს დამანებებს,მასთან ყოფნა იმდენად მინდა, რამდენადაც მისგან შორს ყოფნა.რაღაც ორი სხვადასხვა საგნის ბრძოლას გავს,რომლისგანაც გამარჯვებულის გამოვლენა შეუძლებელია.
-სულ რატომ მეუხეშები?-მისი კითხვა თითქოს ჰაერში ეკიდება.გოგონას გაკვირვებული ვუყურებ და ვცდილობ თავი შევიკავო,მაშინვე არ წამოვდგე და არ მოვეხვიო.თვალები აწყლიანებული აქვს მაგრამ ეს ისეთი საოცარი სანახავია დიდი ძალისხმევა მჭირდება განზე,რომ გავიხედო.გამუდმებით ცქმუტავს და ხან ერთ ფეხს ეყრდნობა,ხან მეორეს.
-ანასტასია! მე შენი მასწავლებელი ვარ-სუნთქვა მეკვრება ამ საშინელი წინადადების დასრულებისთანავე.არადა ჩვენს შორის სულ რაღაც ოთხი წელი თუ იქნება განსხვავება.
-ვიცი მაგრამ... იმ ღამით...ისეთი მზრუნველი იყავი-ისევ იგივე.ტუჩს კბილებშორის იქცევს და მღელვარებისგან მთელი ძალით იკვნეტს.
ჯანდაბა!
-ის ღამე უნდა დაივიწყო.თანაც სხვა გზა არ მქონდა.თავს ცუდათ გრძნობდი-აშკარა იყო,თავს ორივე უხერხულად ვგრძნობდით.იმ ღამით ზედმეტად პირადული ინფორმაცია გამიზიარა...მასწავლებლისთვისაც ზედმეტად პირადული.
-კარგი... მაშინ უფლება მომეცით ლანჩზე დაგპატიჟოთ...-ლუღლუღებს როგორც ყოველთვის ძვლივს გასაგონად.მე კი მოულოდნელობისგან პირი მეღება,ვერც ვამჩნევ,როდის ვისუნთქავ ჰაერს და სუნთქვას ვწყვეტ.
-კარგი.ვფიქრობ სამართლიანი იქნება დაგთანხმდე-მხრებს მაღლა ვწევ საბოლოოდ.არ შემიძლია ამაზე უარის თქმა.
,,გამოუსწორებელი არამზადა!“-მიღრენს ჩემი ქვეცნობიერი,ხმლით ჰაერს ჭრის და ჩემსკენ მორბის ბოლო,რომ მომიღოს.
-მადლობა.-ვამჩნევ,როგორ ერხევა ტუჩის კუთხეები და ეღიმება. ღმერთო ჩემო... ცხოვრების მომენტების ჩანიშვნა,რომ შეიძლებოდეს ეს,ერთ-ერთი იქნებოდა,რომელსაც უპირობოდ შევინახავდი. ცრემლიანი თვალები ერთანად უბრწყინავს.-გაკვეთილების შემდეგ გასასვლელთან დაგელოდებით...ხომ არ იქნება პრობლემა?
-არანაირი.დროებით ანასტასია-მისით მონუსხული მკაცრ ტონს ვინარჩუნებ მე.პორტფელს ვიღებ და ოთახიდან გავდივარ...
შეცდომას ვუშვებ მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია!
888
-გამარჯობა, მე მარი ვარ. დღეს თქვენს მაგიდას მოვემსახურები.რას შეუკვეთავთ?-ამბობს წითელ უნიფორმაში გამოწყობილი მიმტანი,თავის გაზეპირებულ,დღეს ალბათ მეათედ წარმოთქმულ სიტყვებს და ფართოდ გვიღიმის.ანასტაციაც იღიმება მაგრამ უფრო ძალდატანებით.რაც მოვედით უცნაურად აკვირდება.
-სოკოს რავიოლი და ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი,თუ შეიძლება.-ვცდილობ სწრაფად ვთქვა,რადგან ვხვდები ლოდინის სასტიკი წუთები მელოდება.
-მეც იგივე-მხრებს იჩეჩავ ანასტასია ისე,რომ გოგონას ზედაც არ უყურებს.ნეტა რა დაემართა? იქნებ ერთმანეთს იცნობენ?-ამ,უკაცრავად.მაგრამ მე ალუბლის წვენი მირჩევნია-მისი ცუდი დამოკიდებულების მიუხედავად კორექტულობას ინარჩუნებს.
-იცნობ?-წარბს ვწევ,როცა მიმტანი გვშორდება და ინტერესით შევყურებ თავდახრილ ანასტასიას. ჩემი სრცხვენია თუ რა?
-ვის?-სახეზე აშკარა გაკვირვება ეტყობა.
-მიმტან გოგოს. ისე უყურებდი...
-ეგ იმიტომ,რომ შენ გჭამდა თვალებით-ამბობს თუ არა წითლდება.მე კი,სიცილის დასაფარად ტუჩებს ერთმანეთს ძლიერად ვაჭერ.
-მერე რა?
- რა წესია? მე ვარ შენთან ერთად! თან მან საერთოდაც არ იცის შენი...შენი მოსწავლე,რომ ვარ...-ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ოჰ! ჯანდაბა.
-ჰო,კარგი! შეიძლება მართალი ხარ-ვიღიმი ,როგორც შემიძლია.მისი სიტყვები ხასიათს მიფუჭებენ.არ შეიძლება მოსწავლე ოდნავადაც გიზიდავდეს.ეს აკრძალულია! საზიზღრობაა!
-ვიცი,რომ მართალი ვარ-მხრების რხევით,ბავშვივით ბუშტავს ლოყებს.
-რა მოხდა იმ ღამის შემდეგ?-ვკითხულობ მოულოდნელად ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი.ტასო წამით შეშდება,გაკვირვებისგან თვალები თითქმიას შუბლზე ასდის,თმას ნერვიულად იწევს ყურს უკან და ქვედა ტუჩს კბილებს შორის იქცევს...
-მეგონა ის ღამე უნდა დაგვევიწყებინა-ამბობს,როგორც იქნა.
-დიახაც-მტკიცედ შევყურებ და ვანიშნებ,რომ დანებებას არ ვაპირებ-მაგრამ მგონი ღირსი ვარ ყველაფერი ვიცოდე!
-რათქმაუნდა-როგორც კი თვალებს ატრიალებს სუნთქვას ვიკავებ,დღეს უკვე მერამდენედ მისგამო.ვერ ვიტან იმ ფაქტს ,როგორც მოქმედებს ჩემზე!
-თქვენი შეკვეთა!-ნაზად მაგრამ გარკვევით წარმოთქვამს მარი,როცა გვიახლოვდება.თეფშს ჯერ ანასტასიას პირდაპირ დებს,მერე ჩემთან მოდის და სანამ მემსახურება ფეხით ფეხზე მეხება.აშკარად ვღიზიანდები ამ ,,შეუთანხმებელი შეხები“ გამო მაგრამ როგორც კი ანასტასიას ბრაზით ანთებულ თვალებს ვამჩნევ მაშინვე ვხალისდები.
-მადლობა-სისინებს ტასო,როცა მარი გვშორდება.ჩანგალს იღებს და ჭამას იწყებს.მეც ვბაძავ,სოკოს ისეთი გემრიელი სუნი ასდის ნესტოები მეწვის.
-იმ ღამის შემდეგ ყველა დღე მირეკავდა და მაშანტაჟებდა...-იწყებს მოყოლას და მეც მაშნვე მთელი სხეული მეძაბება.არმაზადა!-ბოლოს პოლიციაში ვუჩივლე.კიდევ ეს ჯობდა,ჩემს მშობლებს,რომ გაეგოთ იმას...-ნერწყვს მძიმედ ყლაპავს.საჭმელს მიშტერებული უაზროდ ათამაშებს ჩანგალს სოკოს ზედაპირზე.
-მხოლოდ ორთვიანი მიუსაჯეს...როცა გამოვა ჩემთან მოახლოება აუკრძალეს,მაგრამ ვიცი,როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა მომკლავს-ვითომც ჩვეულებრივი ამბავი იყოს,თავისუფლად ბუტბუტებს და თავს წევს.შიშის ნასახიც არ ეტყობა,ნუთუ მშობლების მეტად ეშინია ვიდრე ჰორმონებს დამონებული საცოდავი არამზადას,რომელმაც შეიძლება მოკლას იმ გამო,რომ მთელი ორი თვით ციხეში გამოკეტა?!
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-თვალებს ვატრიალებ უკმაყოფილოდ-რას ნიშნავს მოგკლავს? ვერაფერსაც ვერ გაბედავს!-რათქმაინდა ვერ გაბედავს.ხომ მართალი ვარ? როგორ შეუძლია ადამიანის მოკვლა,ისეთ საცოდავ ადამიანს,რომელიც არასრულწლოვანს, ფოტოშოპით გაკეთებული ფოტოების დაშანტაჟებით აიძულებს ლოგინში ჩაიწვინოს.
888
-რას ფიქრობ? რომელია სწორი პასუხი?-მოუთმენლობისგან ლამისაა ყურებიდან კვამლი გამომდის.ორ საათზე მეტია ერთიდაიგივე თემაზე ვაკეთებთ ტესტებს,მაგრამ ის მაინც ვერაფერს ხვდება. ჩემი და ანასტასიას ერთად სადილობის შემდეგ ორი კვირა შეუმჩნევლად და თითქოს ერთი ამოსუნთქვით გადის.მისმა მშობლებმა სპეციალური განაცხადი დაწერეს,იმისთვის რომ რეპეტიტორის მოვალეობა საკუთარ თავზე ამეღო.ახლა ყოველ მეორე დღეს შინ ტასოსთან ერთად ვბრუნდები სამეცადინოდ.ეს ისეთი უჩვეულოა. ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი რეპეტიტორად მუშაობის,მით უმეტეს იმიტომ,რომ ბავშვები ჩემს სახლში უნდა მოსულიყვნენ მაგრამ,განა შემეძლო ამაზე უარის თქმა? შემეძლო მასთან ყოფნის შანსი ასე უბრალოდ გამეშვა ხელიდან?
,,შენ ხომ გამოუსწორებელი,თითქმის უკანასკნელი იდიოტი ხარ,რომელიც ერთმა ჩვეულებრივმა მოსწავლემ სულ გამო@სირა“-თვალებს ატრიალებს ჩემი ქვეცნობიერი,დისტანციური მართვის პულტს იღებს და ჩემგან ზურგშექცევით ტელევიზორის წინ კომფორტულად იკალათებს.
-არვიცი.მართლა ვერ ვხვდები რომელია-ისე საწყლად ბუტბუტებს ტასო სიცილს ვერ ვიკავებ.
-შენ მე გამაგიჟებ ანასტასია!-თავს ღიმილით ვიქნევ,იატაკზე გადაშლილ წიგნს მისკენ ვაბრუნებ და თითით იმ ადგილზე ვანიშნებ,სადაც სწორი პასუხის გაგება შეუძლია-წაიკითხე!
-დავიღალე!-ღუღუნებს საყვარლად,მე კი ამ ხმაზე სისხლი თითქოს ძარღვებში მიდუღდება.
-ჯერ მხოლოდ ორი საათია ვმეცადიებთ ანა!-უკმაყოფილებისგან ვვოხრავ და ვცდილობ არ დავნებდე.მოულოდნელად მასში რაღაც იცვლება.სახეზე უცნაური ჩრდილი უვლის და ერთიანად ფითრდება.ვერც კი ვიაზრებ ისე სწრაფად,თელავს მუხლებით ჩვენს შორის იატაკზე მიმოფანტულ წიგნებს,თითებით საყელოზე მეჭიდება და მის რბილ,სველ ტუჩებს ჩემსას აწებებს.
ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
======================================================================



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Gმერთო ჩემო
ჯანდაბა!
რა იყო ეს?
ანდაც ჯერ სად ჯანდაბაში იყავი ანაბელ ამდენ ხანს???? სად დაიკარგე სიხარულო მომენატრე სერიოზულად.
ვფიქრობ რომ მომდევნო ტავი ქნებასაინტრეო ძალიან!!!

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ოჰოჰო ეს გარყვნილი ბავშვები:დ მაგარია ძალიან. მალ-მალე დადე რაა❤

 


№3 სტუმარი Guest bubu

sad iyavi amdeni xani, male dade shemdegi tavi dzaan momwons es motxroba

 


№4  offline წევრი anastasia▶▶▶

Male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male

 


№5 სტუმარი Guest eka

ახაი თავი მინდა მალე დადე

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ ახლა ვნახე ეს ისტორია და აქამდე სად ვიყავი არ ვიცი smile კარგი ისტორიაა,მომეწონა და როგორც შენი წინა ისტორიის ერთგული ვიყავი,ამ ისტორიას კიდევ ბოლომდე მივყვები.გამიხარდი ძალიან kissing_heart ეჭვიც არ მეპარება ესეც ძალიან კარგი იქნება.(როგორც ჩანს სიტყვა ჯანდაბა ისტორიაში გამოსაყენებლად ძალიან მოგწონს wink )მალე დადე რა ახალი თავი.გელი მთელი გულით
--------------------
ლანა

 


№7  offline წევრი annabelle

nawkas12345
Gმერთო ჩემო
ჯანდაბა!
რა იყო ეს?
ანდაც ჯერ სად ჯანდაბაში იყავი ანაბელ ამდენ ხანს???? სად დაიკარგე სიხარულო მომენატრე სერიოზულად.
ვფიქრობ რომ მომდევნო ტავი ქნებასაინტრეო ძალიან!!!

ვაიმეე საშინლად დავაგვიანე ვიციი :( მეც მომენატრა შენი კომენტარებიი <3 მალე დავდებ <3 ნუ იმედი მაქვს :დ

Chikochiko
ოჰოჰო ეს გარყვნილი ბავშვები:დ მაგარია ძალიან. მალ-მალე დადე რაა❤

smile მადლობაა <3 ვეცდებიიი <3

Guest bubu
sad iyavi amdeni xani, male dade shemdegi tavi dzaan momwons es motxroba

ბოდიშიიიი :დ მართლა ძალიან დავაგვიანე :/ მალე დავდებბ <3 მადლობა რომ კითხულობ და მოგწონს <3

anastasia▶▶▶
Male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male male

ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები ვეცდები <3

La-Na
მოკლედ ახლა ვნახე ეს ისტორია და აქამდე სად ვიყავი არ ვიცი smile კარგი ისტორიაა,მომეწონა და როგორც შენი წინა ისტორიის ერთგული ვიყავი,ამ ისტორიას კიდევ ბოლომდე მივყვები.გამიხარდი ძალიან kissing_heart ეჭვიც არ მეპარება ესეც ძალიან კარგი იქნება.(როგორც ჩანს სიტყვა ჯანდაბა ისტორიაში გამოსაყენებლად ძალიან მოგწონს wink )მალე დადე რა ახალი თავი.გელი მთელი გულით

მადლობაა რომ კითხულოობ და ასეთი ერთგული მკითხველი ხარ heart_eyes (,,ჯანდაბა"-ზე მართალი ხარ :დ)

მეგონა არც გემახსოვრებოდათ იმდენი ხანი დავაგვიანე :დ მადლობა ყველას და მიყვარხაართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent