შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

- ეს ვარ მე (სრულად)


15-08-2017, 00:12
ნანახია 4 611

ადამიანი დაბადებისთანავე იწყებს სამყაროსთან შერწყმას.
წლების მანძილზე ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას და ფეხის მოკიდებას საზოგადოებაში.
შენ მთელი ცხოვრება წვალობ იმისთვის, რომ რაიმე ღირებული შექმნა, ცდილობ შეიძინო მეგობრები, ფეხი აუწყო დინებას და როცა გაიფიქრებ, რომ ყველაფერი კარგადაა სწორედ მაშინ იწყება ყველაფერი ცუდი და ის რისთვისაც ამდენი ხანი იბრძოდი 12 წელში ნადგურდება ! და გიწევს ისევ იგივე გზა გაიარო..
ასე დაუსრულებლად.
ანუ მთელი შენი ცხოვრება არის ბრძოლა გადარჩენისთვის.

ცხოვრება კიბეა.
იწყებ პირველი საფეხურიდან და ნელ-ნელა მწვერვალისკენ მიიწევ და ეს მწვერვალი დასასრულია.
ცდილობ გაიარო უზარმაზარი კიბე, ნაბიჯ-ნაბიჯ , გიწევს გადალახო უამრავი წინააღმდეგობა და როცა შენ შენ ბოლო საფეხურს მიადგები უნდა გადაეშვა "დიდი დაძინების ქარაფში" და ყველაფერი დაასრული.
დაასრულო შენი მოვალეობა, ის რისთვისაც საფეხურებს გადიხარ.
შენი დასასრული კი სხვის დასაწყისს ნიშნავს.
ასე გრძელდება..
დასაბამიდან დღემდე.
და ასე გაგრძელდება სანამ იარსებებს სიცოცხლე.
ანუ გამოდის, რომ ცხოვრობ არაფრისთვის.
მაგრამ ამ არაფერშიც არის რაღაც დადებითი.
სწორედ ეს არაფერია ყველაფერი.


***
რთულია, როდესაც მინდვრის თაგვივით შეუმჩნეველი ხარ.
გინდა შენც გამჩნევდნენ, მაგრამ ამას ვერ ახერხებ.. არაფერი გაქვს ისეთი რითაც ყურადღებას მიიქცევ.
არაფერი გაქვს ისეთი რითაც შეგამჩნევენ.
არაფერი გაქვს გარდა წითელი თავისა, რომელიც სულ ღაჟღაჟებს და ყველგან ჩანს.
ეს წითელ თავა მინდვრის თაგვი მე ვარ.
დიახ მე ვარ ის ერთადერთი.
ჩემნაირს ვერსად იპოვით.
არსად შეგხვდებათ 1.77 სიმაღლის, სუსტი, წითელ თავა, დიდი სათვალეებით, სპორტული სტილით, სკოლის ასაკში ჩარჩენილი 19 წლის სტუდენტი,სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსელი მინდვრის თაგვი.
ყველასთვის შეუმჩნეველი.
წიგნის ჭია.
მომავალი ექიმი
ნინი შალამბერიძე.

____________________________________________
სულ 3 თვეა რაც თბილისში ჩამოვედი ქუთაისიდან.
იქ დავტოვე ყველა და ყველაფერი კარგი.
სრულიად მარტო ამხელა ქალაქში მართლაც მინდვრის თაგვს დავემსგავსე.
3 თვის მანძილზე ლექტორების გარდა არავისთან მისაუბრია.
ადამიანს ცხვირწინაც, რომ დავუდგე თვალს ამარიდებს.
დისკომფორტს გიქმნის, როცა გოგონებს ჩაუვლი და ლაპარაკს იწყებენ დიდი ალბათობით შენს წითელ თავზე და დიდ სათვალეებზე.
მე მომწონს ჩემი წითელი თავიც და დიდი სათვალეებიც.
სარკეში, როცა ვიყურები მგონია, რომ ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ვარ. მაგრამ გარეთ, რომ გავდივარ ვფიქრობ, რომ სარკე ისეთს გაჩენს როგორიც გინდა იყო.
მოკლედ ეს ვარ მე.
ასეთი მე.
ასეთი ნინი შალამბერიძე.
უჩინარი ნინი.


***
პირველ ლექციაზე მივდიოდი წიგნებით და ფაილებით ხელში.
ვიღაცამ ისეთი ინერციით გამკრა მხარი, რომ მეგონა ამომივარდებოდა.
ვითომც არაფერი ისე ჩამიშხუილა.
შეჩვეული ვარ ასეთ ამბავს.
ისე გაგანგრევენ და გაგივლიან ვითომც აქ არაფერი.
იდიოტები !

თითოეული სტუდენტი ისეთი სიხშირით, რომ ესწრებოდეს ლექციებს რა სიხშირითაც მე მეჯახებიან, ალბათ ყველაზე კარგი მოსწრება და ქულები ექნებათ !
იდიოტების ბანდა !
ფუ როგორ მეზიზღება აქაურობა და საერთოდ სამედიცინო ფაკულტეტი !!!

ლექციებმა ისე ჩაიარა, როგორც ყოველთვის.
ყოველდღე იგივე ხდებოდა და ყველაზე მეტად მაღიზიანებდა ეს ერთფეროვნება.
ყოველი დღის ბოლოს ქეთას ვურეკავდი და მთელი დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს ვუყვებოდი.
მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ყოველ დღეს ერთი და იგივე უნდა მომეყოლა მაინც დაჟინებით მეკითხებიდა რა ხდებოდა დღესო.
ქეთა ერთადერთი და განუყრელი მეგობარი იყო, რომელიც ახლა ჩემს გვერდით უნდა იყოს, თუმცა მატერიალური სახსრების არ ქონის გამო ახლა ქუთაისშია.
მართალია ორივე ვიტანჯებით, მაგრამ მას გვრრდით ოჯახი და მეგობრები მაინც ყავს... მე კი არავინ.
საშინელებაა, როცა სახლში ბრუნდები და თბილი გარემოს მაგივრად ცარიელი კედლები და ცივი სახლი გხვდება.
ნიჟარაში ჩადებული ერთი თეფშის და ჩანგლის დანახვა კიდევ უფრო აუარესებს ყველაფერს და უფრო მეტად გრძნობ, რომ მარტო ხარ.

დილით პირველი ლექცია 9 საათზე მქონდა. კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი.
პირველი სიახლე ის იყო, რომ თოვდა.
ისე ლამაზად, მშვიდი მეჩვენა გარემოც და ხალხიც.
ყურსასმენბი გავიკეთე და გზას გავუყევი.
საშინელება იყო თეთრ გარემოში ჩემი წითელი თმების ფრიალი.
ზამთარში შემოპარულ შემოდგომის ფოთოლს ვგავდი ნამდვილად.

უნივერსიტეტის კარი შევაღე თუ არა მაშინვე ჩახუთული ჰაერი ვიგრძენი.
ლექციის დაწყებამდე 20 წუთი დრო მქონდა ამიტომ ჩახუთულობაში ყურყუტს ვარჩიე გარეთ კიბეზე დავმჯდარიყავი .
- გამარჯობა - წინ ვიღაც სიმპატიური ბიჭი ამეტუზა.
მეორე სიახლე ის იყო, რომ ვიღაცამ გამარჯობა მითხრა.
არა ამდენ სიახლეს ერთად ჩემი გული ვერ გაუძლებდა.
- პრივეტ - ვუთხარი და მივაშტერდი კითხვის ნიშნით აღსავსე თვალებით
- სასაცილოდ გამოიყურები - სიცილით მითხრა. გაოცებულმა შევხედე მაგრამ ადრე თუ გვიან ვინმეს ხომუნდა ეთქვა რა გამიკვირდა?
- უბრალოდ შენიი თმებიი.. თეთრ თოვლში შენი წითელი თმა... სასაცილოა.
- ვიცი. - მოკლედ მოვუჭერი და ფეხებზე დავიხედე. შევამჩნიე, რომ ჩემი ბათინკები საკმაოდ გაცვეთილი იყო და ახალი მჭირდებოდა, მაგრამ სურვილი მაშინვე გამიქრა, როცა გამახსენდა, რომ გზა არ ვიცოდი და შესაბამისად ფეხსამელებს ვერ ვიყიდდი.
- მაგრამ გიხდება. და საერთოდაც შენ უხდები გარემოს.
- კარგიი.... მადლობა.
- მოკლედ გუშინდელის გამო ბოდიშს გიხდი..
- რის გამო?
- რომ დაგეჯახე
- აა შენ ხარ ის...
- უბრალოდ მეჩქარებოდა და აღარ გავჩერდი. მაგრამ დღეს აღარ მეჩქარება და ბოდიშს გიხდი ! მართლა ვწუხვარ. - მის სულელურ მიზეზზე გამეცინა.
- იცი რააა ეგ შენი ბოდიში...... - გონებაში მხოლოდ "უკან გაიკეთე" მიტრილება და ამიტომ სანამ სხვას მოვიფიქრებდი წავპაუზდი.. - ეგ შენი ბოდიიში.. ეეგგგ აღარავის სჭირდებააა !
- სერიოზულად? - ცინიკურად ჩაიცინა. წამოვდექი და შენობაში შევედი.


მერე ყველაფერმა ჩვეული რუტინით ჩაიარა. ახალმა სიახლეებმა ქეთი გაახარა.
არა მარტო ქეთი. მეც.
არც ისე ცუდი ყოფილა, როცა ვინმე შეგამჩნევს..
მართალია რაღაც მიზეზით, მაგრამ მაინც.
ალბათ ის ბიჭი აღარც გამოჩნდება.
ჩემნაირ მოსაწყენ გოგოსთან რა უნდა?
რატომ არ შეიძლება უბრალოდ მადლობა გადამეხადა და გამეღიმა?
ასეთი უხეში რატომ ვარ?!

***
დილით უფრო ადრე წავედი.
რატომ მეც არ ვიცი.
ალბათ მაინც მქონდა იმედი, რომ უნობს ვნახავდი.
აღმოჩნდა, რომ ტყუილად არ მქონია იმედი.
უნივერსიტეტთან ვიღაცამ ყვირილი დაიწყო
- წითელ თავა - მივხვდი, რომ მე მეხებოდა და უკან მივბრუნდი ის უცნობი მორბოდა, გვერდით დამიდგა
- რამდენი გეძახე იცი? - მითხრა და გზა გავაგრძელეთ
- ყურსასმენები მეკეთა
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- არამიშავს. კიდე გაბაზებული ხარ?
- როდის ვიყავი?
- გუშინ.. წამოხტიი და გავარდი
- ჰო..
- ბოდიში მიიღე?
- არა
- ჯიუტი ხარ.. სახელი მაინც მითხარი
- არა
- კარგი. თორნიკე წიკლაური. - არაფერი ვუპასუხე და ისევ თვითონ განაგრძო - ჩემთვისაც სასიამოვნოა.. კაროჩე, რომელ კურსზე ხარ?
- პირველზე შენ?
- მესამე.
- კარგია
- გეტყობა პირველ კურსზე, რომ ხარ. სულ მარტო დადიხარ დაბნეული
- რთულია..
- მიეჩვევი
- არამგონია. კარგი წავედი
- მოიცაა სახელს არ მეტყვი??
- არა
- მაშინ გავიგებ
- ვერ გაიგებ
- გავიგეებ.




***
დასაწოლად ვემზადებოდი კარზე კაკუნი, რომ გავიგე.
შიშმა ისე ამიტანა ლამის გულმა დამარტყა.
- ღმერთო ვინ იქნებაა??? ვინნნ ვიიინნ??? დედა გამაფრთხილებდაა. ქეთას არ გამოუშვებდნენ. მეზბელი არ იქნება. ახლა მოვკვდები !!! ვინ ჯანდაბაააა !!! ქურდის მეტი ვინ იქნება?? რამე, რომ დამიშავონ ვერც მიპოვნიან, ალბათ თვეების მერე მიპოვნიან გახრწნილს და აყროლებულსსს !!! არაა არმინდა სიკვდილიიი მითუმეტეს ასეთი ! - წინდაუკან დავდიოდი და საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, კაკუნი კი არ წყდებოდა.
- მამო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა ! ღმერთო მიშველე.
რომ არ გავაღო და როცა დაიძინებ კარები, რომ გატეხონ და მომკლან??
რავქნაა?? არა უნდა გავაღო !
მამაო ჩვენო... ვაიმე დედიკოო.
რავქნა რავქნა? აივნიდან გადავძვრები. არა, რომ ჩაავვარდე მოვკვდები. გავაღებ და კივილს დავიწყებ, რომ ვინმემ გაიგოს. -
სამზარეულოში შევედი და დანა ავიღე.
- არა დანა არ მინდა ვერ დავარტყავ. - ისევ შევბრუნდი და ტაფით ხელში კართან მივედი.
კივილი დავიწყე და კარი, რომ გავაღე ნაცნობი სილუეტის დანახვისას ხმა ჩამიწყდა.
- რა გაკივლებს?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - შეშინებულმა ვუთხარი და ტაფა დაბლა დავწიე
- მთელი უნივერსიტეტი შემოვიარე და შენი სახელი, რატომ არავინ იცის შეგიძლია ამიხსნა? თითქოს მანდ არც სწალობდე.
- ხომ გითხარი ვერ გაიგებ თქო
- იცი რამდენი ვიწვალე შენი მისამართის გასაგებად?
- კარგი ახლა შეგიძლია წახვიდე
- სახლში არ შემომიშვებ?
- არა
- კაი რა ნიინი
- დაიცა ვინო? აბა ვერ გავიგეო
- მე ეგ არ მითქვამს. ამდენი ვიწვალე და მგონი სახლში მაინც უნდა შემომიშვა, სტუმარს ვინ უხურავს სახლის კარს?
- კაი შემოდი.
- არ მინდოდა, რომ შეგშინებოდა
- ჰო მაგრამ შემეშინდა
- ამის მერე, როცა მოვალ აღარ შეგეშინდება.


***
მართლა ასე იყო, როცა კარზე ზარი იყო აღარ მეშინოდა, პირიქით მიხაროდა რადგან ვიცოდი კარს მიღმა თორნიკე იდგებოდა თავისი ლამაზი ღიმილით.
ერთად კარგად ვიყავით.
ყველაფერი ზედმეტის გარეშე.
ჩვენ შორის ყოველთვის იყო ბარიერი.
ერთად კარგად ვიყავით.
მიხაროდა, როცა მას ვხედავდი.
მიხაროდა გათენებაც და დაღამებაც.
აღარ იყო ყოველი დღე ერთფეროვანი.
აღარ ვიყავი შეუმჩნეველი მინდვრის თაგვი.
მე ვიყავი ყველასთვის ნინი შალამბერიძე, რომელიც უყვარდათ ისეთი როგორიც იყო.
მე ვიყავი თორნიკეს წითელ თავა.
ვიცოდი, რომ წლებია სხვა უყვარდა, მაგრამ ერთად არ იყვნენ. მაგრამ მაინც უყვარდა.
მაკვირვებდა მისი ასეთი წრფელი გრძნობა.
თორნიკე სხვებს არ გავდა.
ის იყო ერთადერთი თორნიკე წიკლაური და მე ნინი შალამბერიძე.
ვიცოდი, რომ არ ვუყვარდი.
მაგრამ მაინც ერთად ვიყავით.
არც მე მიყვარდა.
უბრალოდ მეგონა, რომ მიყვარდა, მაგრამ თურმე ასე არ იყო.
უბრალოდ ის პირველი ბიჭი იყო ვისთანაც რაღაც გამომივიდა, მასთან მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ დამიცავდა ყოველთვის.
მომწონდა მასთან ყონა.
იმდენად შევეჩვიე მეგონა მიყვარდა.
მეგონა..
5 თვე ვიყავით ერთად.
ეს იყო ყველაზე კარგი 5 თვე ჩემს ცხოვრებაში.
ერთად კარგად ვიყავით.
არ გვბეზრდებოდა ერთმენეთი.
ყოველ დღე ახალი და საინტერესო რამ ხდებოდა ჩვენს ურთიერთობაში.
მოგვწონდა ერთად ყოფნა
და ერათადაც ვიყავით.
ბედნიერები.
შემდეგ ყველაფერი აირია ამინდივით.
თვეები გავიდა და თორნიკე ისე უკვალოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.
უამრავი კითხვა მაწუხებდა.
ისედაც ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ, როცა უნივერსიტეტში დავინახე გოგოსთან ერთად, რომელიც წლებია უყვარდა მაშინ ყველაფერი დავასრულე და თორნიკეც და კითხვებიც ერთიანად გაქრა.
საშინლად მეტკინა გული მაგრამ გამიხარდა კიდეც რადგან იმასთან იყო ვინც უყვარდა.
საწყენია.. მაგრამ მაინც.
არაფერს არ ვნანობ.
თორნიკე ერთადერთი კარგი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში.
იცოდეთ, რომ ჩემნაირ წითელ თავა მინდვრის თაგვებს სიყვარულშიც არ უმართლებთ.
მაგრამ ამით არაფერი სრულდება...


****
რამდენჯერ გადაგლახე გონებაში.. რეალურად კი ისიც საკმარისიაშენი სურნელი შევიგრძნო და ისე ამოდიხარ ზემოთ, არც მეკითხები, მინდა, თუ არა !
მე კი, ვეღარ ვახერხებ ამდენის დატევას.
აღარ მინდა !
არც ის მინდა, შენზე ვწერდე და მერე საკუთარ ნაწერსაც უარვყოფდე.
მგონი, იმისიც მეშინია საკუთარ თავს, რომ გამოვუტყდე.
ერთადერთი, რაც გამომდის, ნაწილებად გაფანტვაა.
ნაწილებად, რომელსაც არავინ აგროვებს.
არც მე,
არც შენ.
ისინ კი, ისე იკარგებიან, ვიცი არც არასდროს დაბრუნდებიან უკან.
და ბოლოს...
აღარაფერი დარჩება ჩემთან ჩემი, უშენო.



№1  offline მოდერი წითური გოგონა

ღმერთო,
არ მითხრა
რომ
ეს სიმართლეა?!
--------------------
მწვანე ლიმონი

 


წითური გოგონა
ღმერთო,
არ მითხრა
რომ
ეს სიმართლეა?!


კი

 


№3  offline წევრი Firefly

შენ ყველაზე უკეთესი გოგო ხარ !
ყველასე ლამაზი...
კითხვისას წარმოვიდგინე როგორი იყო წითელი თავი და ბოლოს როცა წავიკითხე რომ ეს ყველაფერი მართალი იყო უეცრად ვიგრძენი ყველა ემოცია.
ერთი სოტყვით სასწაული იყო
--------------------
M.T

 


Firefly
შენ ყველაზე უკეთესი გოგო ხარ !
ყველასე ლამაზი...
კითხვისას წარმოვიდგინე როგორი იყო წითელი თავი და ბოლოს როცა წავიკითხე რომ ეს ყველაფერი მართალი იყო უეცრად ვიგრძენი ყველა ემოცია.
ერთი სოტყვით სასწაული იყო


მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი Guest ანი

ღმერთო, სასწაული გოგო ხარ ❤❤❤

 


Guest ანი
ღმერთო, სასწაული გოგო ხარ ❤❤❤


მადლობა ❤️❤️

 


№7 სტუმარი Guest keke

Kargi iyoo martla:* tafit xelshi rom yviroda amaze imdeni vicine ramis cudad gavxdiii:D:D
yvelaze metad mesmis sheni:*:) guli ar gaitexo.. Radgan yvelaferi rac sapirispiroa magalitad bedniereba da ubedureba maincganuyrelia ertmanetisgan... Unda sheveguot da bolos sheni sityvebi gaixsene "swored es araferia yvelaperi" da "amit ar mtavrdeba yvelaperi" :) warmatebebi:*:*:*

 


Guest keke
Kargi iyoo martla:* tafit xelshi rom yviroda amaze imdeni vicine ramis cudad gavxdiii:D:D
yvelaze metad mesmis sheni:*:) guli ar gaitexo.. Radgan yvelaferi rac sapirispiroa magalitad bedniereba da ubedureba maincganuyrelia ertmanetisgan... Unda sheveguot da bolos sheni sityvebi gaixsene "swored es araferia yvelaperi" da "amit ar mtavrdeba yvelaperi" :) warmatebebi:*:*:*


ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


Nisa Sa
მე ეს ისტორია. რომ წავიკითხე ისეთ ემოციებში ვიყავი. ყოჩაღი ხარ

მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent