შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის სტუმარი 3


15-08-2017, 19:27
ავტორი lola
ნანახია 2 300

ადრე თუ გვიან,ვიცოდი რო დადგებოდა ის წამი როდესაც ჩემ "ღამის სტუმარს" პირისპირ შევხვდებოდი,ამ წამებზე ვფიქრობდი,გონებაში ათას გეგმას ვაწყობდი,მაგრამ როცა ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი... დუმილი ვარჩიე
მისი სიტყვები ყრუდ მესმოდა,არ ვიცი მიხვდა კი ამას? რაღაც კიდევ მკითხა,ზუსტად არც მახსოვს,მგონი"კარგად ხარ"თუ რაღაც მაგის მსგავსი,მე კი იმის მაგივრად რო პასუხი გამეცა უსიტყოდ ავუარე გვერდი
-რა ფერი გადევს ნანიკო?
-თომა სახლში წავიდეთ
-ცუდად ხარ?
-სახლში წავიდეთ ახლავე.ვემუდარებოდი
-კარგი,კარგი დამელოდე ქურთუკს ავიღებ
-არა წამოდი ახლავე
-ხო მაგრამ ის მაინც მითხარი და დაგემართა,ისეთი გაფითრებული ხარ თითქოს მოჩვენება გენახოს.გაკვირვებული უკან გამომეკიდა(მაგას თუ გამოკიდება ერქვა,ძლივს დადიოდა)
-აქ რატო მომიყვანე? სასოწარკვეთილი ხმით ვკითხე და ნაბიჯს ავუჩქარე
-მეგონა მოგეწონებოდა,გაერთობოდი,რა მოხდა აღარ მეტყვი.აბუზღუნდა,სასმელისგან გაბრუებულს უჭირდა სიარული,ცდილობდა არ ჩამომრჩენოდა,მაგრამ ვერ მომყვებოდა, ეზოში შევიპარე,ნასვამს ხელი დავავლე და კიბეებზე როგორღაც ავათრიე
-ალკოჰოლის სუნად ყარხარ,არ იხმაურო თორე... დავემუქრე და სახლში შევიყვანე
-ჩუმად ვიქნები გეფიცები.
პირველად ვინანე მეორე სართულზე რომ მქონდა ოთახი,კიბეებზე ძლივს ავიტანე, ვცდილობდი რაც შეიძლებოდა ჩუმად ვყოფილიყავი,ის კი ისეთ კარგ ტალღაზე იყო პირზე ხელი რო არ მიმეფარებინა ყველას გააღვიძებდა
-ხელს იმ შემთხვევაში გაგიშვებ თუ აღარ იმღერებ,ლენას რო გაეღვიძოს ჩათვალე ცოცხლები ვერ გადავრჩებით.თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია
ჩემ ოთახში შევიყვანე,მაშინვე დაისაკუთრა საწოლი,არც უკითხავს შეიძლებოდა კი იქ დაწოლა,ბალიში ჩაიხუტა და პატარა ბავშვივით ჩათვლიმა,რაღა უნდა მექნა დავემორჩილე ბედს.
ჯერ ისეც აფორიაქებული ვიყავი,საკუთარ თავზე ვბრაზობდი,შემეძლო დავლაპარაკებოდი სანაცვლოდ კი რა გავაკეთე?...წამოვედი,ხო ასე უბრალოდ წამოვედი,უფრო სწორად გამოვიქეცი,ჩემ ქცევას ახსნას ვერ ვუძებნიდი,მაგრამ იმ ღამის მერე რთული იყო მასთან შეხვედრა,არ ვიცოდი საიდან უნდა დამეწყო,პასუხი მომეთხოვა მისი საქციელისთვის? თუ უბრალოდ დავლაპარაკებოდი?... ოხ როგორი რთული იყო ჩემთვის ეს ყოველივე.



* * *

მთელი ღამის უძილოს დილით საშინლად მტკიოდა თავი,არც ძვლები მქონდა კარგ მდგომარეობაში,იატაკზე მძინარეს კისერიც გამშეშებოდა,თვალის უპეები ადრინდელზე უარესად ჩამშავებოდა,ახსნას მოვუძებნიდი ამ ყველაფერს,მაგრამ თომას ამბავი როგორ უნდა ამეხსნა არ ვიცოდი
მხოლოდ სააბაზანოში შესვლისას მივხვდი რო ისევ შავი მაისური მეცვა,არ მინდოდა მისი
ნივთი სახლში მქონოდა,რაც შეიძლებოდა მალე უნდა დამებრუნებინა უკან,ამიტომ ხელით გავრეცხე და აივანზე გავფინე გასაშრობად
-ღამით აქ დავრჩი? ნამძინარევი თომას ხმა მომესმა
-როგორც ჩანს კი
-თავი მისკდება,მგონი ვკვდები
-მაგაზე გუშინვე უნდა გეფიქრა.
-მართალი ხარ
-გახსოვს გუშინდელი ამბები? შეცბუნებულმა ვკითხე,არ მინდოდა იქიდან წამოსვლის ამბავზე რამე ეკითხა
-ბუნდოვნად
-კაი არაფერია,ახლა იმაზე იფიქრე როგორ ავხსნათ შენი აქ ყოფნა
-ჩუმად რო გავიპარო?
-ყველას ღვიძავს,სიმართლე რო ვთქვათ უკეთესი იქნება.
-არანაირად! ჩუმად გავიპარები. ცივ უარზე იყო,მეც ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი,ჩემები მაინც გაიგებდნენ გუშინდელ ამბავს,მერჩივნა მე თვითონ მეთქვა,მაგრამ ჯერ თომას ამბავი უნდა მომეგვარებინა.
-რამე გეგმა გაქვს ჭკვიანო? ნაბახუსევმა ძლივს გამიღიმა
სამწუხაროდ არანაირი გეგმა არ მქონდა,პირველად ვიყავი ასეთ სიტუაციში
-აივნიდან გადასვლაზე რა აზრის ხარ?მოულოდნელად ვკითხე
-ეგრე გამიმეტებ? მოისაწყლა თავი
-თვითონ გაიმეტე საკუთარი თავი მაგისთვის.
-კარგი ოღონდ ჯერ ნახე ეზოში ვინმე ხო არაა.
სახარბიელო იდეა არ ყოფილა აივნიდან გადასვლა,მაგრამ არაფერს მაინც სჯობდა,ეზო დავათვალიერე,მხოლოდ ჩემი ძაღლი ბაქსი დაცუნცულებდა,მეორე სართულზე იმ იმედით ავირბინე რო თომას გავაპარებდი
-სუფთააა იქაურობა.
-მე მაგას არ ვიტყოდი.ფანჯარასთან მდგომმა ეზოსკენ მიმითითა,ბებია და მაია დეიდა (დემეტრეს დედა)საუბრობდენ,ერთი კი გამაჟრჟოლა
-რა ვქნათ?მაია დეიდამ რო უთხრას გუშინდელის შესახებ... წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება
-ახალი გეგმა გვჭირდება.ნერვიულად წინ და უკან სვლა დაიწყო თომამ
-ერთ ადგილად დაჯექი,ფიქრში ხელს ნუ მიშლი
-მეც ვფიქრობ
უცებ ერთი იდეა დამებადა,არაფერი მითქვამს თომასთვის,ოთახში მარტო დავტოვე მე კი კიბეები ჩავირბინე და ორ წამში ეზოშიც აღმოვჩნდი
-გამარჯობა მაია დეიდა,როგორ ბრძანდებით? თავაზიანად მოვიკითხე და ბებიას მხარში ამოვუდექი.გამთენიისას დაბრუნებულიყო ქალაქიდან,დანამდვილებით შემიძლო იმის თქმა რო არაფერი იცოდა გუშინდელის შესახებ,გულწრფელად გამეხარდა
-საუზმის დროა ბებია.შევახსენე და სახლისკენ ვუბიძგე
სასადილო ოთახში შეკრებილიყვნენ,დედა სუფრას აწყობდა,მამა და ბიძა რაღაცაზე ცხარედ მსჯელობდნენ,ბებიაც შეუერთდა მათ,დრო ვიხელთე და ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე სიტუაცია
-ახლავე დავბრუნდები.სწრაფად ვუთხარი ჩემებს და კისრის ტეხვით ავირბინე მეორე სართულზე,თომა აივნიდან გავაპარე და მივხვდი რა სამშვიდობოს იყო ამოვისუნთქე
სასადილო ოთახში დაბრუნებული დედას მივუჯექი გვერდით,მხოლოდ ახლა გავაცნობიერე თუ რამდენდ მშიოდა
-სასაუბრო გვაქვს.სიმკაცრე შეეპარა ნატას ხმაში,მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო
ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო საუზმე,ჩემდა საუბედუროდ კი ნახევარ საათზე მეტ ხანს არ ვისხედით სუფრასთან
-ახლა გისმენთ ქალბატონო.სამზარეულოში მარტო დარჩენილს მკაცრი ტონით მითხრა დედამ
-შეგიძლია ამიხსნა რის მოსმენა გინდა? ვითომ ვერ მივხვდი რა ხდებოდა
-ნანიკო თავს ნუ ისულელებ,დემეტრესთან იყავით გუშინ შენ და თომა?
-საიდან იცი?გაკვირვებულმა წამოვიძახე
-თვითონ მითხარი ახლა,სადაა თომა?
-სახლში წავიდა
-მე ვიტყოდი გაიპარა
-დაინახე?საწყლად გაკრეჭილმა ვკითხე,თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია,ჩემდა გასაკვირად არ მეჩხუბა,უარესი... მთელი სახლი დამალაგებინა
-სადაა სამართალი?!თომას ახირების გამო მე ვისჯები.გაბუსხული ვალაგებდი
საღამო ხანს გამახსენდა მაისური რო დასაბრუნებელი მქონდა,გამოვიცვალე და კარგად გაუთოებული მაისური წავუღე მეზობელს,გზაში ვნატრობდი მაია დეიდას გაეღო კარი, მაგრამ დემეტრე შემრჩა ხელში
-სახლში შემოდი ნანიკო,გამიხარდა შენი დანახვა.გულწრფელად გამიღიმა,მაგრამ მაინც არ ვენდობოდი ამ ბიჭის ღიმილს
-არა მადლობა,მაისურის დასაბრუნებლად მოვედი.ხელში მივაჩეჩე მაგრამ არ აიღო
-ჩემი არაა. გაეღიმა
-ვიცი და შენ გადაეცი.ვთხოვე მაგრამ ესეც იუარა,თვითონ დაუბრუნეო,არ მომეწონა ეგ იდეა ისევ ჩემ აზრზე დავრჩი
-მეჩქარება და მადლობელი დაგრჩები თუ გამომართმევ.კიდევ ერთხელ გავუწოდე,მან კი ზურგი მაქცია და ღია კარებში მარტო დამტოვა,რამდენიმე წამში დერეფნის ბოლოს მაია დეიდა გამოჩნდა
-რატომ დგახარ ნანიკო გარეთ? შემოდი,ვახშამს ვამზადებ და დაგვეწვიე
-არა მადლობთ,მეჩქარება დედას უნდა დავეხმარო ვახშმის მომზადებაში,მაისურის დასაბრუნებლად მოვედი.ყველანაირად ვცადე კარგად მეცრუა
-მაისურის დასაბრუნებლად.ცოტა არ იყოს გაუკვირდა...ავიწურე აღარ ვიცოდი რა მეთქვა, რა მომეტყუებინა,ისევ თვითონ მიშველა
-ნატა ყოჩაღი ქალია თვითონაც გაართმევს თავს,მე კი არ მაწყენდა შენი დახმარება.მაინც არ მომეშვა და ძალით შემიტყუა სახლში
ვახშმის გაკეთებაში დახმარება ვცადე,მაგრამ სავარძლიდან ადგომის საშუალება არ მომცა, გაუთავებლად მესაუბრებოდა,მეკითხებოდა,ვპასუხობდი,მშვიდად საუბრობდა,ხმაში არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა,მე კი გული ამოვარდნას მქონდა,ყოველ წამს ველოდი როდის შემოაღებდა კარს და შემოვიდოდა ჩემი "ღამის სტუმარი"... ხო ისევ ასე მივმართავდი, რადგან სახელი ჯერ კიდევ არ ვიცოდი
-რამე ხო არ გაწუხებს ნანიკო?
-არა,არა. თავიდან ვერ მივხვდი რატო მკითხა
-დაღლილი ჩანხარ,თავი ხო არ აგატკიე?
-არა რას ამბობთ.ისევ ვიუარე,ვეცადე თავაზიანი ვყოფილიყავი,გულში კი იქიდან გაქცევას ვლამობდი
-ალბათ გშია,ახლავე გავაწყობ სუფრას,მანამდე კი თუ გინდა დესერტს გაჭმევ,გამიგია დესერტი ვახშმამდე უკეთესიაო.ხალისიანად ჩაიცინა,მაყვლის ტორტს დიდი ნაჭერი ჩამოაჭრა და წინ დამიდო
-მაია დეიდა მუცელი მტკივა და შეიძლება სახლში წავიდე?ვეცადე რაც შემეძლო საწყალი სახით მეკითხა
-ახლავე წამალს დაგალევინებ.ტკივილგამაყუჩებელი დამალევინა,პიტნის ჩაიც გამიკეთა.
მართალია ცუდად ვსარგებლობდი მისი კეთილგანწყობით მაგრამ როგორმე აქედან უნდა გამეღწია,ამასობაში ვახშამიც გააყწო და ისღა დაგვრჩენოდა სუფრას მივსხდომოდით
-ღმერთო ოღონდ ახლა გადამარჩინე და აღარაფერზე დავიწუწუნებ,გპირდები. სასოწრკვეთილი ვიყავი,აღარ ვიცოდი რა მექნა
-ბექა სადაა?მაია დემეტრეს მიუბრუნდა
-აივანზეა.მშვიდად უპასუხა,მერე მე გამომხედა,ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა,აშკარა იყო რაღაც ბოროტული ჩაეფიქრებინა,არც შევმცდარვარ ჩემი ვარაუდები გამართლდა
-ნანიკო ბექას დაუძახებ?თან მაისურსაც დაუბრუნებ.ზედმეტად კმაყოფილი სახით მითხრა
ახლა კი მივხვდი რისთვის სჭირდებოდათ ამდენი სანახაობის გამართვა,ჯერ სახლში შემიტყუეს,ვახშამზე დამტოვეს და ახლა ესეც დაემატა.სისხლი პირდაპირ ტვინში მომაწვა, ცოტა მაკლდა ბრაზისგან ავფეთქდებოდი,ნერვების მოთოკვას ვცდილობდი,მაგრამ აშკარად დამეტყო სახეზე სიბრაზე
-აი თურმე რა მაისურზე მეუბნებოდი,ხო დაუბრუნე თან დაუძახე ჩამოვიდეს,ერთად ვივახშმოთ ყველამ.მომღიმარმა მაიამ მითხრა და მეორე სართულზე ასასვლელი კიბისკენ მიმანიშნა
გაქცევით ვერსად გავიქცეოდი,ამიტომ საკუთარი თავი გავამხნევე და კიბეებისკენ წავედი
-რატო მაინც და მაინც მე? არ შეიძლებოდა სხვას დამართნოდა იგივე? სულ შარში უნდა გავეხვე... ახლა რა ვქნა?
რაც შემეძლო ნელა ავიარე კიბები,ჩაბნელებული აივნის კარი ღია დამხვდა,რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიდექი,ვფიქრობდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო თუ აივანზე გავიდოდი...უბრალოდ მაისურს მივაწვდიდი და სავახშმოდ ჩამოსვლავს ვთხოვდი თუ?...
-დიდხანს უნდა იდგე გაშეშებული?
-მე უბრალოდ...სიბნელის მეშინია...არა კი არ მეშინია...ცოტა ვღელავ... არა არ ვღელავ,უფრო სწორად ვფიქრობ რა გითხრა...ო ღმერთო რას ვროშავ.დაბნეულობისგან ყველაფერი დამავიყდა,სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი
-უბრალოდ გამოდი.მშვიდი ხმა ჰქონდა
ღრმად ჩავისუნთე,საკუთარ თავს შთავაგონე რო ცუდი არაფერი მოხდებოდა, მხოლოდ სათქმელს ვეტყოდი და უკან გამოვბრუნდებოდი.აივანზე ფრთხილად გავედი,ფეხი რო არსად წამომეკრა,ჩემი ამბავი რო ვიცოდი რაღაცას ვიტკენდი
-სინათლეს ნუ აანთებ
-არც ვაპირებდი
-კარგია,ახლოს შეგიძლია მოსვლა? თუ მანდ აპირებ დგომას?დამცინავი ტონით მკითხა
-აქ მირჩევნია ყოფნა
-ჩემი გეშინია? მოულოდნელი შეკითხვა დამისვა
-მაისურისთვის მადლობ,გარეცხილია.გავუწოდე
-თავს ნუ არიდებ ჩემ შეკითხვას და საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს.სავარძლიდან წამოდგა და ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა
-მაია დეიდამ სავახშმოდ ჩამოვიდესო.ახლაც სხვა თემაზე გადავიტანე ყურადღება,ის კი უკვე იმდენად ახლოს მოვიდა,რომ მისი სუნთქვა მესმოდა,უკან დავიხიე,მაისური გამომართვა და მოაჯირზე გადაკიდა
-ისევ გარბიხარ?
-უნდა წავიდე.
-წახვალ,ოღონდ ცოტა მოგვიანებით.ჩემ თმას ნაზად შეეხო
-ხელი გაუშვი,შენ თუ ჩამოსვლას არ აპირებ შენი საქმეა,მე კი სავახშმოდ მივდივარ.მტკცედ ვუთხარი და აივნიდან გამოსვლა ვცადე
-ცოტა ხანს კიდევ დაგვიცდიან.არც ამ ჯერად გაუშვა თმას ხელი
-იცოდე ვიკივლებ.
-რას იზამ? სიცილად არ ეყო ჩემი სიტყვები,აივნიდან გამოსვლის საშუალება მომცა და თვითონაც უკან გამომყვა
-გაცივდა ვახშამი,სად ხართ აქამდე?დემეტრემ ვითომ ბუზღუნით წარმოთქვა,თავს კი ძლივს იკავებდა რო არ გასცინებოდა
მაია დეიდას მივუჯექი,ის კი ჩემ პირდაპირ დაჯდა,ყველაფერი კარგად გაეთვალა დემეტრეს,მღელვარების დასამალად სალათის ჭამა დავიწყე,გემოც ვერ გავიგე როგორი ჰქონდა,დესერტის დროც დადგა,მაიამ დახმარება მთხოვა და ტორტის დაჭრა მომანდო, როგორ მინდოდა ეს დადგმული სპექტაკლი,რომლის მთავარი პერსონაჟიც ჩემ და უნებურად მე ვიყავი,მალე დასრულებულიყო.
-ყავა ვის უნდა?მაიამ გვკითხა
-ნანიკომ იცის კარგი ყავის გაკეთება.დემეტრემ როგორც ყოველთვის უდროო დროს ჩააკვეხა სიტყვა
-ძალიან კარგი დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი.გია ბიძიამ(დემეტრეს მამა)მხიარულად წაროთქვა
-ბექა ხო არ დაეხმარებოდი?ისევ დემეტრეს ოინები
-არ მინდა,თვითონაც მოვახერხებ.რაც შემეძლო მშვიდად ვთქვი და დემეტრეს "მამის მკვლელი"თვალებით შევხედე,გონებაში გეგმებს ვაწყობდი როგორ მომეკლა.
ყავა ყველას გავუკეთე,ლანგარზე დავაწყე და სასადილო ოთახში შევიტანე,ჩემი ხელით ჩამოვარიგე,დემეტრესაც მისთვის განკუთვნილი ყავის ჭიქა მივაწოდე
-ახლა დატკბი.გონებაში ვიცინოდი,ის კი არ იცოდა მწარეზე მწარე ყავა რო გავუკეთე,თუ თამაში უნდოდა დაე გვეთამაშა
-შენსავით ტკბილი ყავაა.არც ახლა დამაკლო დემეტრემ,ბექა მიხვდა ჩემ ოინებს,თვითონაც დალია ყავა და თავი დამიკრა მადლობის ნიშნად
-კარგი ხელი გქონია.გია ბიძიამ შემაქო
-საუკეთესო,საუკეთესო.დაეთანხმა ტლიკინაც
-ახლა კი დროა წავიდე,მადლობა ყველაფრისთვის.ფეხზე წამოვდექი,ბექამაც იგივე გაიმეორა
-გავაცილებ და ახლავე დავბრუნდები.უარის თქმა მინდოდა,მაგრამ ისე შემომხედა გაჩუმება ვარჩიე
-საჭირო არაა,აქვე ვცხოვრობ.ავუხსენი ეზოში გამოსვლისას
-არაუშავს ცოტას გავივლით.მტკიცედ მითხრა,ემჩნეოდა რო დათმობას არ აპირებდა,მაგრამ არც მე ვაპირებდი პოზიციების დათმობას
-სახლში უნდა წავიდე,უკვე გვიანია.შევეცადე იმაზე მტკიცედ მეთქვა ვიდრე შემეძლო
-ბევრი სასაუბრო გვაქვს.
-სხვა დროს რო გადავდოთ?იმ იმედით ვკითე რო დამთანხმდებოდა,სანაცვლოდ კი ჩემ პირდაპირ დადგა,რათა კარგად დამენახა მისი მკაცრი სახე,თვალი მოვარიდე,მაგრამ ნიკაპზე ძლიერი შეხებით ისევ თავისკენ მიმაბრუნა
-დროა გავარკვიოთ ყველაფერი.


-----------------------------------------------------------------------------------
გამიხარდა წინა თავი რო მოგეწონათ kissing_heart მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის,გპირდებით ბოლომდე მივიყვან ამ მოთხრობას heart_eyes



№1 სტუმარი Nini

Ufff ra kai iyoo male dade sixarulooo

 


№2 სტუმარი Guest bubu

male dade shemdegi tavi momewona dzalian

 


№3  offline წევრი lola

Nini
Ufff ra kai iyoo male dade sixarulooo

მიხარია რო მოგეწონა,ახლა შემდეგ თავზე ვმუშაობ და ვეცდები საღამომდე დავდო heart_eyes

Guest bubu
male dade shemdegi tavi momewona dzalian

მიხარია რომ მოგწონს kissing_heart heart_eyes innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent