დაქირავებული მკვლელი V თავი
სარა ქუჩაში ანერვიულებული გამოვიდა, აზრები ერეოდა, დიმას რომ მოეტყუებინა? გამოეყენებინა და მერე გადაეგდო?ვინმე სჭირდებოდა, ვინმე ისეთი, ვინც გვერდით დაუდგებოდა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ასეთი არავინ ყოლია. შეიძლება ითქვას, რომ დიტო მისი მეგობარი იყო, მაგრამ მასზთან გულახდილად არასდროს უსაუბრია. ისიც კი იფიქრა ფსიქიატრიული კლინიკის ექიმთან მისულიყო, ვინც უმკურნალა და უშველა, მაგრამ არც მისკენ მიუწევდა გული. მარტოსული იყო, უსაზღვროდ უბედურად გრხნობდათავს. ბარში შევიდა და ბეილისი შეუკვეთა. -ბეილისი?! მოესმა გაკვირვებული და თან ნაცნობი ხმა. -ხო ბეილისი. წაიჩურჩულა და თვითონვე გაუკვირდა,რატომ სვამდა ბეილისს. "ასეთი როდიდან გავხდი? ბეილისი? ბეილისი?" ფიქრობდა და თან ირონიულად იღიმოდა, ფიქრიდან მაგიდაზე ვისკის ბოთლის დარტყმამ გამოიყვანა. -როგორ ხარ? -მე.. მე კარგად... სარას წინ ის ადამიანი იდგა ვინც მისთვის ამჟამად სულიერად ყველაზე ახლოს იმყოფებოდა, ახლა არ ქონდა მნიშვნელობა მათ წარსულს, ახლა უბრალოდ მის გვერდით ყოფნა უნდოდა. -იცი შეიცვალე... უთხრა ლუკამ. -ვიცი... ჩუმად თქვა სარამ და ვისკი თითქმის ნახევრამდე ჩაცალა. -შენი სიმთვრალეები მომენატრა... უთხრა ლუკამ ეშმაკურად და ის ღამეები გაიხსენა... -ლუკა სენიმენტალური ვერ ვიქნები და არც ვიქნები, მაგრამ ახლა ამ წამს შენთან მინდა.მთვრალი არ ვარ და არც მინდა ვიყო. სარას უნდოდა ყველაფერი ეთქვა რასაც გრძნობდა, ლუკა ერთადერთი იყო ვისთვისაც ამდენი რამ ქონდა მოყოლილი, ვის გვერდზეც ბედნიერი წუთები გაეტარებინა. -არმჯერა, რომ შენგან ამას ვისმენ. -არცმე მჯერა რომ ამას ვამბობ. -შენი საქმეები? -ჩჩჩ... შევეშვი... ახლა სხვა მიზნები მაქ, უფროსწორედ... ჯანდაბა ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი. -არადა ყველაზე მეტად გინდა,ყველაფერი მომიყვე, გრძნობებმა ამოფეთქოს, სიტყვებმა გაგლიჯოს შენი ბაგეები. -უნდა წავიდე. თქვა სარამ, უხერხულად იგრძნო თავი სიმართლის მოსმენისას. ბარიდან გამოვიდა და ახლა იმაზე დაძაბული იყო ვიდრე იქ შესვლამდე. საავადმყოფოს ეზოში მომხდარი ამბავი გაახსენდა და იმ ახალგაზრდა ქალის ამბავმა დააინტერესა. ხანგრძლივი ხვეწნის შემდეგ გაარკვია, რომ გამოჯანმრთელდა. ამის გაგონებაზე თითქოს ბედნიერება იგრძნო. საავადმყოფოს გასასვლელთან ვასილევსკი შეხვდა. -აქ რასაკეთებ? კითხა სარას. თვალები ჩაწითლებოდა, ხელებს ნერვულად ამოძრავებდა, ხმაში აშკარად შეპარვოდა გაღიზიანება და შიში. -კარგად ხარ? კითხა დიმას ასეთი გარეგნობით შეშინებულმა სარამ. -არა. უთხრა ჩაწყვეტილი ხმით დიმამ და თავი ხელებში ჩარგო. -ვინ? კითხა გაშეშებულმა სარამ. -ჩემი 10წლის ძმა. -რა ჭირს? -დიდირაოდენობით პირველი უარყოფითი სისხლი ჭირდება. დაიჭრა. -მოიცადე... პირველი უარყოფითი მაქვს. უცებ ექთანისკენ გაიქცა სარა, ექთანმაც ოთახში შეიყვანა და ცოტახანში ვასილევსკის ახარეს სისხლი ვიშოვეთო. -სარა? -დიახ სარა ჯაფარიძემ გადაუსხა სისხლი თქვენს ძმას. -მისი ნახვა მინდა! თქვა ისე თითქოს ბრძანება ყოფილიყო. პალატაში,საწოლზე უსიცოცხლოდ მიგდებულიყო,ფერი წასვლოდა და თვალები ჩავარდნოდა. -მადლობა. თქვა დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ. სარამ უმწეო მზერა მიაპყრო, ხმის ამოღების თავი არ ქონდა. მეორე დღეს საავადმყოფოდან გაწერეს,მაგრამ მაინც სუსტად იყო. სამსახურში დადიოდა და უფასო საავადმყოფოზე ფიქრი არ ასვენებდა, ხელფასი მაღალი ქონდა, მაგრამ ამდენი ფულის შოვნა შეუძლებელი იყო. ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა,მზე ყვითლ შუქსფენდა ყველაფერს, სარას კი ყველაფერი ნაცრისფრად ეჩვენებოდა.ყველაფრის მიუხედავად მაინც უღიმღამო და მკრთალი იყო მისი ცხოვრება. კომპანიასთან ახლოს ქონდა ბინა ნაქირავები, სამასახურში ფეხით მივიდა. ილიამ უთხრა კორპორატიული წვეულებისთვის მომზადებულიყო, სარამაც შეარულა და საღამოს რესტორანში მივიდა. იქ გიორგი დახვდა, კოპშეკრული, დაბღვერილი და ირონიული. -მოდიაქ! დაუყვირა აივანზე გასულ სარას, გაკვირვებულმა გახედა გიორგის. -თავი ამ კომპანიის მფლობელიც ხომ არ გგონია შემთხვევით? ან მამაჩემის შვილი ხომ არ ხარ? -რაგინდა?! გაოცებულმა და აღშფოთებულმა კითხა სარამ. -რასქვია რამინდა?! ამდენი ხალხი სამსახურიდან რატო გაუშვი? რა უქენი კომპანიას? ვინ მოგცა ამისუფლება? სარას მიუახლოვდა და მაჯაში ხელი მაგრად ჩაავლო, უკვე ყვირილზე გადავიდა, როცა ვასილევსკიმ ერთი კარგად უთავაზა. -სარა მანქანაში დამელოდე. ხმა არ ამოუღია სარას ისე ჩაჯდა მანქანაში. ცოტახანში დიმაც მოვიდა, ტანსაცმელზე სისხლი ესვა, მერე დაინახა როგორ გამოიყვანეს ნაცემი გიორგი. დიმამ მანქანა დაქოქა და სწრაფად დაიძრა. სწრაფად სუნთქავდა და ძარღვები დაჰბერვოდა. -შენგან რა უნდოდა? კითხა სარას ისე რომ გზისთვის თვალი არ მოუშორებია. -არვიცი. გამოსცრა კბილებში სარამ და ფანჯარაში გაიხედა. ცოტახანს ჩუმად ისხდნენ. -დიმა... დაიწყო სარამ და თან აღელვება დაეტყო. -ადრე მითხარი, რომ იცი ჩემი ძმა სადაა. -დაივიწყე არაფერი არ ვიცი. უთხრა დიმამ.სახლთან გააჩერა და მანქანიდან გაავიდა, სარაც უკან მიყვა. -არმჯერა! -რა? კითხა გულგრილად დიმამ. -რომ არაფერი არ იცი. -ადრე შევხვდი სანდრო ჯაფარიძეს, ალბათ ესე 5წლის წინ, გერმანიაში. ძალიან ბედნიერი იყო. ოჯახი ყავს ცოლი და ორი შვილი. მითხრა, რომ საქართველოში და ყავდა. მეტი აღარაფერი გაუგია სარას. ამ სიტყვებმა გაანადგურეს. თვალები დახარა, თავბრუსხვევა იგრძნო და დარტყმა გულში. ბოლო იმედი ჩაწყდა, უფროსწორედ ბოლო მნათობი. ერთადერთი დარჩენილი ოჯახისწევრი, რომელსაც ფეხებზე ეკიდა სარა, არადა მთელი ეს დრო მასზე ფიქრობდა. იქნებ მისმა ძმამ იცოდა ვინ იყო სარა და მისი ნახვა არ უნდოდა, მკვლელი და რომ ყოლოდა არ უნდოდა. რძალიც ყავდა და ძმიშვილებიც, ფაქტობრივად ოჯახი ყავდა მთელი ეს დრო, მაგრამ თან არ ყავდა. სარა მიტრიალდა და ქუჩას გაუყვა, დიმა იდგა და გაქვავებული უყურებდა. პირველად ნახა ასეთი სარა, მასთან მივიდა და გააჩერა. -საა ვწუხვარ. -წუხხარ? ირონიული ღიმილით დაიწყო. "წუხხარ?წუხხარ?" იმეორებდა თავისთვის. -სად მიდიხარ? -ლუკასთან. დაუფიქრებლად უპასუხა სარამ. არ მოეწონა ლუკას ეს პასუხი, ალი მოედო სახეზე, თავს ძლივს დასძლია, რომ არ აფეთქებულიყო და მშვიდად კითხა. -ლუკა ვინ არის? -რა მნიშვნელობა აქ? უცებ სარა ძირს ჩამოჯდა, ფეხები მოხარა და თავი მუხლებზე დაიწყო. -კარგად ხარ? კითხა მისი ქცევით გაკვირვებულმა დიმამ. -ან მაგას რა მნიშვნელობა აქ? -ადექი სახლში შევიდეთ. არაფრით არ უნდოდა ლუკასთა სარას გაშვება, სარა სასოწაკვეთილი იყო, დღეს იმდენი რამე გადახდა გამოფიტულიყო, დიმამ ხელი მოკიდა და სახლში შეიყვანა. ტირილი უნდოდა, ბურთი ყელში ეჩხირებოდა, თავს ძლივს იკავებდა, მაგრამ არა! არ იტირებდა! ვისთვის უნდა ეტირა? რისთვის? სწრაფად შეწყვიტა თავის ძმაზე ფიქრი და ახლა საავადმყოფოს გახსნაზე გადაერთო. -როგორ ხარ? კითხა ცოტახანში დიმამ. -ფული მჭირდება. უცებ თქვა რაზეც ფიქრობდა ის. -რად გინდა? -უფასო საავადმყოფო უნდა გავხსნა. -ო მაშინ ბევრი დაგჭირდება.ვისკის დალევ?თქვა დიმამ. ფეხზე წამოდგა და სასმელი ორივესთვის დაასხა. სარამაც არ დააყონა დალევა. -ფულს მოგცემდი, მაგრამ სანაცვლოდ შენც უნდა შემომთავაზო რამე. -მე არაფერი მაქ, რომ შემოგთავაზო. -გაქ! უთხრა მაშინვე. -რა? ინტერესით კითხა სარამ. -იდიალური სხეული და საოცრად ლამაზი სახე.ასეთი კომპლიმენტი პირველად მოისმინა სარამ. -და? კითხა გაოცებულმა. -და იდუმალება, რაც ხველაზე მეტად მხიბლავს შენში. -არა ეგ "და" არ მიგულისხმია, მე მაინტერესებს "და რა შემიძლია შემოგთავაზო" -შენი თავი. -ჩემი თავი? რა ჯანდაბად გინდა. გულერფელად აინტერესებდა სარას, ვერ ხვდებოდა რაში უნდა დასჭირვებოდა ამ ბიჭს სარა,რომელსაც არავინ და არაფერი აკლდა. ლუკააც ხომ შესთავაზა ადრე ასეთი რამ. თავში ამოუტივტივდა ის დღე, ამ მოგონებას იმის გახსენება მოყვა მისი შვილი რომ შეეწირა, ლუკას მიმართ მრისხანებამ მოიცვა, თავის ძმის მიმართ, ოჯახის, მშობლების მკვლელის მიმართ, მისი აღმზრდელის, ყველა ძულდა ამ მომენტში და უეცრად წარმოთქვა: -თანახმა ვარ! -რა? გაუკვირდა დიმას. -რა და თანახმა ვარ. -მერე შენი ლუკა? თქვა გამარჯვებულის ხმით. -საავადმყოფოს მშენებლობას როდიდან ვიწყებთ? თქვა საუბრის თემის შეცვლის მიზნით. -ხვალ დილით ადგილს შევარჩევთ და შევიძენთ, შემდეგ არქიტექტორებს და მშენებლებს ავიყვანთ, მასალისთის ფულს გადავრიცხავთ, შემდეგ საავადმყოფოსთვის საჭირო ინვენტარს შევიძენთ, ყველა საჭირო სახელმწიფო პირს შევხვდებით და შემდეგ ექიმებსაც შევუთანხმდებით. აბა მოგწონს გეგმა? სარა კმაყოფილი ისმენდა ამ საუბარს. -მინდა ტრამვატოლოგიური და სასწავლო ცენტრიც გვქონდეს. -რაც მოგინდება, იმას გავაკეთებთ. უთხრა და მის ტუჩებს დაეწაფა, შემდეგ ყელს ჩაუყვა, მაისური შემოაფლითა და ბიუსტჰალტერს დასწვდა, ორივე მკერდზე მოეფერა დახარბად შეავლო თვალი, თავიდან სარა გაუნძრევლად და უგრძნობლად იდგა, მაგრამ შემდეგ შეუძლებელი იყო ვნება არ გასჩენოდა, სარას უკანალს ხელი მოუსვა და საწოლისკწნ წაიყვანა, შარვალი გააძრო და შემდეგ სარას სიამოვნების კვნესა აღმოხდა და თვითონაც აყვა ფერებაში. დილით დიმას გვერდზე გაეღვიძა და თითქოს გული ეტკინა ამისგამო. ერთი წამით ისიც კი იფიქრა ნეტა ლუკა იყოსო, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი გვიანი იყო. ფიქრებიდან დიმას ხმამ გამოიყვანა. -რაზ ფიქრობ? -მნიშვნელობა აქვს? -რომ არ ქონდეს არ გკითხავდი. -პასუხი რომ არ მოგეწონოს? -რატო ლუკაზე ფიქრობ? ამაზე სარას სახე შეეცვალა და პასუხიც აშკარა იყო. -მალე ამოგივარდება თავიდან ეგ შენი ლუკა, ან ამოგიგდებ. თქვა გაღიზიანებულმა და წამოდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.