შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაქირავებული მკვლელი VI თავი


17-08-2017, 00:50
ავტორი Tekla99
ნანახია 1 579

პირობა შეუსრულა, დილიდანვე საავადმყოფოს ადგილის შესარჩევად წავიდნენ. სარას მიზანმა განხორციელება დაიწო, მაგრამ სიხარულს ვერ შეატყობდით.
-სამსახურში უნდა წავიდე. უთხრა შუადღეს სარამ.
-სამსახურში? გინდა იმ ნაბი*ვართან შენი ფეხით მიხვიდე? გუშინდელი ღამე დაგავიწყდა? ანერვიულდა დიმა.
-გიორგი კომპანიაში არასდროს მოდის.
-სარა გეყოფა.
-მამაჩემი არ ხარ რაღაცები,რომ ამიკრძალო! უთხრა კატეგორიული ტონით სარამ.
-მამაშენზე გაცილებით მეტის უფლება მაქვს! არ მინდა, რომ იქ დაბრუნდე! გასაებია? სხვა რაც გინდა ის აკეთე მაგრამ მაგ კომპანიაში არ მიხვალ!
-კარგი. უთხრა სარამ და ოთახიდან გავიდა. არც კამათის თავი ქონდა, არც ჩხუბის, საერთოდ არაფერი არ უნდოდა.
ლუკასთან გაიარა სახლში, დააკაკუნა და ლუკას დაელოდა.
-სარა?! გაუკვირდა კარებში სარა რომ დახვდა.
-გამარჯობა...
-შემოდი. უთხრა და გაუღიმა.
-როგორ ხარ? კითხა სარამ.
-მე როგორ ვარ? სარა რა გააკეთე?
-რა? გაიგე?
-მთელმა სამყარომ გაიგო. უთხრა უხალისოდ. -მეგონა ჩვენს შორის რაღაც იყო...
-უნდა წავიდე. თქვა ყოყმანით სარამ.
-საერთოდ რატო მოხვედი?
-მაინტერესებდა შეგელეოდი თუ არა.
-მერე?
-რა თქმა უნდა შეგელევი.
-ძალიან კარგი ახლა შეგიძლია წახვიდე.
-ნახვამდის. უთხრა და კარისკენ წავიდა.
-უბალოდ მითხარი ვასილევსკისთან რატომ ხარ?
-შენი საქმე არაა. გამოსცრა კბილებიდან.
სახლში მისულს მთვრალი და განრისხებული დიმა დახვდა. სარას დანახვაზე წარბი მაღლა აწია და ვისკით სავსე ჭიქა ჩაცალა.
-ლუკა ლუკა ლუკა... რა ჯანდაბა დაგრჩენია მაგ ბიჭთან ამიხსნი?
-შემეშვი რა. უთხრა და კიბეზე ასვლა დააპირა.
-სარა! დაუძახა დიმამ.
-რა გინდა? უპასუხა დაღლილი ხმით სარამ.
-სარა არ მინდა რომ ლუკა ისევ ნახო. უთხრა წყნარი და თბილი ხმით. დიმა უპასუხოდ დატოვა და ოთახში ავიდა.
დიმა, რომ ოთახში ავიდა სარას უკვე ეძინა. დიდხანს უყურა, ფიქრობდა მომავალზე, თუ რა ბედი ეწეოდა მათ მომავალს, ამ ფიქრებში ჩაეძინა.
სარამ თვალები გაახილა თუ არა დიმას გახედა, მაგრამ მის გვერდით არ იწვა. სასწრაფოდ ადგა, მოწესრიგდა და ქვემოთ ჩავიდა. დიმა იკითხა და აღმოჩნდა,რომ საბილიარდოში იყო. საბილიარდო მეოთხე სართულზე იყო, თვითონაც არ იცოდა რად უნდოდა დიმას ნახვა ასე ძალიან. საბილიარდოში შესულმა ფერი დაკარგა, დიმა და ლუკა საუბრობდნენ.
-აი თვითონ სარაც მოვიდა. თქვა დიმამ.-მოდი მან გადაწყვიტოს უნდა თუ არა შენთან წამოსვლა.
სარას ხმა ჩაუვარდა, გუშინ ,რომ ეს არჩევანი ქონოდა დაუფიქრებლად წავიდოდა ლუკასთან, მაგრამ დღეს არ იცოდა. თავი გააქნია, უთხრა არ ჩემაჩეროთო და ქუჩაში გავიდა.
წვიმა დაიწყო. ისე წვიმდა თითქოს სამყაროს აღსასრული იყო.სარას გრძნობები არეული და მკრთალი იყო. ერთ პატარა სახლთან გაჩერდა,იდგა გაშეშებული, როცა ვიღაცის ხმამ გამოაფხიზლდა.
-შიგნით შემოდი, ნახე როგორ წვიმს. 60წელს მიტანებული კაცი იდგა და სარას უხმობდა. ინსტიქტურად მიიღო სარამ მიპატიჟება და თბილ ოთახში შევიდა.
-კარგად ხარ? კითხა სარას.
-მცივა. უპასუხა მზრუნველობით ნასიამოვნებმა სარამ. კაცმა ჩაიდანი აიღო და რაღაც მუქიფერის სითხე ჩაასხა ჭიქაში, ორთქლი და სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. სარას გაუწოდა, მანაც მაშინვე მოსვა და ცხოვრებაში პირველად იგრძნო გემრიელი გემო.
-რა გემრიელია! შესძახა გაოცებულმა.
-ჩინეთიდან ჩამოტანილი ჩაია.
-რა უბედური ვარ აქამდე ასეთი არაფერი გამისინჯავს. თქვა თითქოს ხუმრობით, მაგრამ ყველაზე დიდი სიმართლე იყო.
-შენ ახლა ბედნიერი ხარ. უთხრა კაცმა.
-ბედნიერი? იკითხა გაოცებულმა.
-გარეთ თავსხმაა, შენკი ზიხარ თბილ ოთახში, ეს უკვე დასაფასებელი მდგომარეობაა.
-არ მესმის რას გულისხმობთ.
-თუ არ გესმის გარეთ გადი და ორ წამში დააფასებ შენ წინანდელ მდგომარეობას.
-უცნაურია, მაგრამ მართალი ხართ. უბრალოდ, საქმე მხოლოდ ამაში არ არის.
-ვფიქრობ გულზე რაღაც დიდი ლოდი გადევს.
-ასეცარის. იცით საშინელი ადამიანი ვარ. თქვა სარამ და სისხლი თავში აუვარდა, გულმა ახლა თავში დაიწყო ფეთქვა, ცრემლები მოაწვა სახეზე, თავისი საქმიანობა გაახსენდა და თავი შესძულდა, მაც გაუელვა თავში, ახლა ამ წამს, გზას ვერ ხედავდა რითაც თავის დანაშაულებს გამოისყიდდა, უბრალოდ თავი ჩახარა და ცრემლები წასკდა.
-თუ ფიქრობ, რომ რამე დააშავე ძალიან კარგია, თუ ფიქრობ რომ ამისგამო უნდა იტირო ნამდვილად უნდა იტირო, მაგრამ ნურასდროს იფიქრებ იმას,რომ დაღუპულიხარ, რომ უკანასკნელი ნაძირალახარ, რომ ვერაფრით გამოასწორებ დანაშაულს, მეორე შანსის უფლება ყველას აქვს, მესამესიც და მეასესიც. სანამ ცოცხალი ხარ,შანსიც იქამდე გაქ. ერთი კაცის ისტორიას მოგიყვები: ახალგაზრდობაში ყაჩაღობდა და ძარცვავდა, ყველანაირ საშინელებას ჩადიოდა და ამას მხოლოდ სიამოვნების გამო აკეთებდა. ოჯახი არაჩვეულებრივი ყავდა, ბედიც მშენიერი, ორი და და ხუთი ძმანი იყვნენ. საწუწუნო არაფერი ქონდა, მაგრამ მაინც ეს გზა აირჩია. ომი დაიწყო და ისიც წავიდა. ერთ ღამეს ოთხი ძმის დამარხვა მოუწია, ომიდან დაბრუნებულს საცოლე გათხოვილი დახვდა, დედა გარდაცვლილი, იმ დღეს მეგონა...
-გეგონათ...ამ სიტყვებზე თავი აწია სარამ. ეს ადამიანი თქვენ იყავით არა?
-ხო, მაგრამ ეს მთავარი არ არის, ისთქმა მინდა, რომ შენ ყველახე საშინელი ადამიანი არ ხარ. მთავარი ის არის, რომ დღეს მე ჩემი გზა ვიპოვე და ბედნიერი ვარ. შენც უნდა იპოვო შენი გზა...
-და თქვენი გზა რა არის?
-ჩემი გზა? შენნაირ დაკარგულ და სასოწარკვეთილ ადამიანებს თავისი გზის პოვნაში ვეხმარები. სარასთვის ამ კაცის ყველა სიტყვა ნუგეში იყო.
-იცით არჩევანი ყოველთვის მქონდა, შეიძლება ვინმემ ჩემი ისტორიის მოსმენისას თქვას, რომ სხვა გზა არ მქონია, რომ ცხოვრებამ არჩევანი ჩემ მაგივრად გააკეთა, მაგრამ მე ხომ ვიცი , რომ ყოველთვის მარტივ გზას ვირჩევდი, მარტივს და არასწორს.
-შენი ისტორიის მოსმენა არ მჭირდება და არც შენ განსჯას ვაპირებ შვილო, უბრალოდ რჩევას მოგცემ და შენ გადაწყვიტე გაითვალისწინებ თუარა. არ დანებდე და სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდე, შენ ჯერკიდევ ცოცხალი ხარ ანუ ჯერ შენი მისია არ შეგისრულებია. ცხოვრება საჩუქარია და არა სასჯელი! წადი და იმ გზით იარე, რომელსაც სწორად მიიჩნევ. ახლა წვიმამ გადაიღო შეგიძლია წახვიდე, როგორც გინდა. გარეთ რომ გახვალ ცას ახედე,უთხრა დამრიგებლური და მზრუნველი ტონით და ოთახიდან გავიდა.
გარეთ გავიდა და ცაზე ცისარტყელა შეამჩნია.ამის დანახვაზე გაეღიმა და გულში იმედი ჩაესახა, იმედი იმის,რომ "ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნებოდა"
სახლში დაბრუნებული დიმასთან მივიდა და გამოუცხადა:
-ჩემი ძმა უნდა ვიპოვო!
-მაგაზე ხომ მოგიყევი?
-მინდაჩემი თვალით ვნახო! გთხოვ. დიმას ხელზე ხელი მოკიდა და მუდარის თვალები მიაპყრო.
-კარგი როგორც გინდა, თუ გინდა დღესვე გავფრინდეთ გერმანიაში.
-მინდა! წამოიყვირა სარამ ისე სწრაფად თითქოს შეეშინდა არ გადაიფიქროსო.
-კარგი ბილეთებს ავიღებ, შენ მოემზადე.
პირი დააღო სარამ, არ ელოდა ასე მალე თუ დასთანხმდებოდა, ცოტა შეშინდა, რომ გაახსენდა თავის ძმას შეხვდებოდა, მაგრამ დღევანდელი საუბარი გაახსენდა "ნუ დანებდები და სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარები". თავის ძმა,რომც ვერ ეპოვა ან ყველაფერი ისე არ მომხდარიყო როგორც უნდოდა, გულს არ გაიტეხდა. ამით ცხოვრება არ დამთავრდებოდა, თავი ინუგეშა და მომზადებას შეუდგა.
ღამის 5ის ნახევარზე თვითმფრინავში ისხდნენ და გერმანიაში მიფრინავდნენ, რა თქმა უნდა ბიზნეს კლასში იყვნენ.
სარა მოუსვენრად იჯდა, ხან რას აწვალებდა ხან რას.
-სარა გეყოფა! შეუღრინა დიმამ.
-კარგი ვჩერდები, უბრალოდ ვღელავ.
-მე ვიცი ღელვის წამალი. უთხრა ღიმილით დიმამ და თვითმფრინავის ტუალეტში შეიყვანა. კოცნა დაუწყო, მაგრამ სარას არ უნდოდა ამის გაკეთება.
-დიმა არ გინდა, დღეს არა გთხოვ. ძლივს მოაშორა მის მკერდს ლუკას ტუჩები.
-რატომ?
-გთხოვ ოღონდ ახლა არა.
-კარგი როგორც გინდა, ძალადობას ნამდვილად არ ვაპირებ. უთხრა და თავის ადგილს დაუბრუნდა, ცოტახანში სარაც გვერდზე მიუჯდა.
-როდის მოგბეზრდები? კითხა დიმას.
-უნდა მომბეზრდე?
-არვიცი აბა ასეთ უთავბოლო ურთიერთობას რა აზრი აქვს?
-სარა...სარა... შენ ჯერ კიდევ ვერაფერს მიხვდი არა? შენსმიმართ, რომ სერიოზული გრძნობები მაქვს პირველივე დანახვიდან ვერ ხვდები?
-რაა? ვერასდროს წარმოვიდგენდი!
-სარა თვითშეფასება ძალიან დაბალი გაქ. შენს ადგილას ლუკას არ გავეკიდებოდი, რომელმაც შენი შვილი შეიწირა, უფრო სწორედ შენი და თავის შვილი.
-შენ საიდან იცი? გაკვირვებული უყურებდა სარა.
-სარა... შენზე ყველაფერი ვიცი, გესმის? ყველაფერი... იმ დღის მერე ვირევი შენზე რაც ნიუ-იორკში წვეულებაზე გნახე, იმ დღესვე გავიგე შენზე ყველაფერი და გადავწყვიტე, რომ სხვასთან ყოფნის უფლებას ვერ მოგცემდი.
-ყველაფერი იცი? ყველაფერი?
-ხო შენი დაბადებიდან დღემდე. იმდენად მიყვარხარ, რომ საშინლად ეგოისტი გავხდი. ვიცოდი შენი გულის მოგება შეუძლებელი იყო ამიტომ შენი ყიდვა გადავწყვიტე. ვიცი მეტყვი და ნებისმიერი ამას იტყვის, მართლა, რომ მიყვარდე ლუკასან ბედნიერად ყოფნის უფლებას მოგცემდი, რომ უბრალოდ გაგიშვებდი და ჩემ მარწუხებში არ მოგაქცევდი, მაგრამ შენი გაშვება არ შემიძლია და ესეც, რომ არ იყოს ლუკასთან ვერ გაგიშვებ. იმ სი*თან ყოფნის უფლებას ვერ მოგცემ, იმიტომ რომ ჩემზე და ლუკაზე მეტს იმსახურებ.
-დიმა გეყოფა ჩემი გაღმერთება, ორივემ ვიცით რას წარმოვადგენ.
-არა სარა მე არაფერი არ ვიცი, უფრო სწორედ მარო ის ვიცი, რომ მიყვარხარ. სარა უბრალოდ გაჩუმებული იჯდა, არიცოდა რა ეთქვა. უცებ დიმას მიუბრუნდა.
-დიმა აღარ შემიძლია, დავიღალე, არც შენთან მინდა და არც ლუკასთან არც არავისთან, ბედნიერება, სიმშვიდე, ოჯახი და თბილი სახლი მინდა. მინდა ახალწელს ნაძვისხე მოვრთო და სადღესასწაულო ვახშამს მივუჯდე, მინდა სახლი მქონდეა სადაც ვინმე გელოდება, თუმდაც შინაური ცხოველი, ყველაფერი მინდა რაც ნორმალურ ადამიანებს აქვთ.
-ახალ წლამდე 2კვირაა დარჩენილი მოდი მანამდე სხვაგან წავიდეთ და შენი ძმა მერე მოინახულე. კარგი?
-კარგი. უთხრა სარამ დათითქოს ესიამოვნა ეს შეთავაზება.
-ნაძვისხე მოვრთოთ, ძაღლი ვიყიდოთ, სუფრა გავაწყოთ და ხალხი დავპატიჟოთ, არვიცი კიდე რაც გინდა ის ვაკეთოთ.



აბა როგორ მოგწონთ? არ იფიქროთ რომ სარას ბედნიერი ცხოვრება იწყება, სამწუხაროდ წინ კიდევ ბევრი რამ ელის,მაგრამ ძლიერი გოგოა და მაგის იმედი მაქვს :დ <3



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა ეს თავი. ლუკაზე აზრი არ შემცვლია, ისევ ისეთი უინტერესო და მარტივი ტიპია. დიმაზეც არ ვგიჟდები. თუმცა არც სარა გვყავს ანგელოზი. მართალი თქვა თავის თავზე რამდენად საშინელი ქალია, მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდვების სიმძიმეს ხვდები და გულით ინანიებ, უფალი აუცილებლად გპატიობს. მომწონს ეს ისტორია. ვგრძნობ წინ კიდევ მეტი დაძაბულობა გველის❤

 


№2  offline წევრი Tekla99

Chikochiko
მომეწონა ეს თავი. ლუკაზე აზრი არ შემცვლია, ისევ ისეთი უინტერესო და მარტივი ტიპია. დიმაზეც არ ვგიჟდები. თუმცა არც სარა გვყავს ანგელოზი. მართალი თქვა თავის თავზე რამდენად საშინელი ქალია, მაგრამ როდესაც ადამიანი საკუთარი ცოდვების სიმძიმეს ხვდები და გულით ინანიებ, უფალი აუცილებლად გპატიობს. მომწონს ეს ისტორია. ვგრძნობ წინ კიდევ მეტი დაძაბულობა გველის❤

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა, სწორედ ამის ჩვენება მინდოდა ამ ისტორიით. სულიერი გარდატეხის და ადამიანის ცვლილების ❤️

 


№3 სტუმარი Guest Liss

თბილი ურთიერთობის სუნი მცემს. სარას ძმის და სარას შეხვედრა ძალიან მაინტერესებს,მგონი სარა იმსახურებს ერთ ოჯახისწევრს მაინც

 


№4  offline წევრი Tekla99

Guest Liss
თბილი ურთიერთობის სუნი მცემს. სარას ძმის და სარას შეხვედრა ძალიან მაინტერესებს,მგონი სარა იმსახურებს ერთ ოჯახისწევრს მაინც

იმედი მაქვს ძმა კარგად შეხვდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent