შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


17-08-2017, 10:53
ავტორი ankatuna
ნანახია 2 121

-დედა სად იყავი ასე გვიან?
-არსად ჩემო პატარავ უბრალოდ სუფთა ჰაერზე გავისეირნე. შენ რატომ არ გძინავს?
-გამეღვიძა და შენთან წამოვედი, რომ არ დამხვდი ოთახში მერე შენი ძებნა დავიწყე.
-მამიკომ გაიგო რომ მეძებდი.
-არა, გუგასთან ერთად დივანზე sძინავს მისაღებში.
-კარგი ჩემო პრინცესა, მოდი ჩემთან და ჩვენც ერთად დავიძინოთ კარგი?
-ურაა... მიყვარხარ დედი.
-მეც მიყვარხარ. -ბავშვი ხელში აიყვანა და თავის საძინებელს მიაშურა. საწოლზე დაწვა და პატარა ანამარიაც გვერდით დაიწვინა. შვილის დასანახად თვალები დახუჭა მაგრამ სინამდვილეში რურიც კი არ ეკარებოდა. თავში ათასი აზრი უტრიალებდა და სიანულის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა. თუმცა იმასაც ფიქრობდა რომ ყველა იმას იღებდა რასაც იმსახურებდა. მისთვის უძილო ღამეები უცხო აღარ იყო. ვერ ხვდებოდა რა უფრო აშინებდა ის რომ ძილში წყეული წარსულის მოგონებები სიზმრად მოეჩვენებოდა თუ ის რომ მისი სიმართლით საყვარელ ადამიანებს გულს მოუკლავდა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ მაგრამ ტკივილი არ ნელდება. ნათელი მომავალი შავი ფარდებით დაეხშო და წინსვლის გზა მოუჭრა. მერე რაა რომ დღეს წარმატებული ქალია. ეს ყველაფერი მხოლოდ სხვისი თვალის ასახვევად. ოჯახიც ყავს მაგრამ ესეც სხვისი თვალის ასახვევად. უსამართლო ცხოვრებას საკუთარი ძალებით ებრძოდა თუმძა ძალები თანდათან ეცლებოდა. მაგრამ დანებება არ შეეძლო, ყველაზე დიდი საქმე წინ ელოდა.
***
ერთის მხრივ ბედნიერებაა სკოლას, რომ ამთავრებ მეორეს მხრივ კი დიდი პასუხისმგებლობაც. უკვე აბიტურიენტი ხარ, სადაცაა სტუდენტი გახდები. სრულწლოვანი ხარ და მეტი ჭკუა მოგეთხოვება. ის შეცდომები აღარ გეპატიება რომლებსაც ადრე ბავშვობას მიაწერდი. თანაც როცა სამ დაში უფროსი ხარ ვალდებულებაცაა რომ კარგად მოიქცე და დანარჩენებისთვის მაგალითად იქცე. -მასწავლებლისკენ მიმავალ გზაზე ფიქრებში იყო გართული ახალგაზრდა გოგონა. ყვავილებიანი მოკლე სარაფანი ეცვა და ჟღალი ნაწნავი კიკინები თეძომდე სცემდა. გარეგნობით ყოველთვის გამოირჩეოდა თანატოლებს შორის მაგრამ მისი ჩაკეტილი ბუნების გამო არასოდეს იყო ყურადღების ცენტრში. მხოლოდ ორი მეგობარი ჰყავდა და ეს ტრიო ყველასათვის ერთად ასოცირდებოდა. სადაც მია, იქ ლუკა და ლილეც და პირიქით.
-რაზე ფიქრობ გოგო ასეთზე რამდენი ხანია გეძახი ძლივს დაგეწიე.
-ვაა ლუკა, მუსიკებს ვუსმენდი. -მეგობარს მიესალმა და ყურებიდან ყურსასმენები მოიძრო. მეგობარს ღიმილი შეაგება და თითქოს მზემ გაიღიმა. ეს გოგო გაცილებით ლამაზი იყო როცა იღიმოდა.
-სახლთან გელოდებოდი ამ გზით რატომ წამოდი?
-რა ვიცი ჩემდაუნებურად აქეთ გამოვუხვიე, მაპატიე კარგი?
-ერთი პირობით.
-კარგი რაა..... ჰო მიდი მითხარი რა გინდა.
-ბევრი არაფერი უბრალოდ მაგრად მომეხვიე და მითხარი რომ გიყვარვარ.
-რა გადარეული ხარ.. მოდი მოდი.... -მეგობარს ხელები გაუშალა და თბილად ჩაეხუტა.
-როგორ მიყვარახარ ხომ იცი?, შენ და ლილე ხართ ჩემი ოჯახი. მგონი თქვენს დედმამიშვილებზე მეტად მე მიყვარხართ.
-ჩვენც გვიყვარხარ ლუ... ასეთი იყავი ყოველთვის კარგი?
-შენ რა იყო ხომ არ გეშინია სტუდენტი რომ გავხდები სხვებით ჩაგანაცვლებთ?
-მე არა იმათ უნდა ეშინოდეთ ვინც ჩვენი ადგილის დაკავებას შეეცდება,, ყველას თმით ვითრევთ.
-ეჰ ვინ რა იცის ამ მეამიტი სახლის უკან რა ეშმაკიც იმალება. პატარა მაზიკინი ხარ.
-კიდევ კარგი რომ უყურე მაგ სერიალს თორე მერე როგორ მოიფიქრებდი ეგეთ შედარებებს.
-ზუსტადაც.. მე კლასიკა ვარ დაო.
-კლასიკა კი არა გარეკილი ხარ.
-რას ვერ ვხვდები იცი? რატომ გინდა გარბოდე და მოგდევდე.
-მაინც ვერ დამეწევი დაა. -მეგობარს ენა გამოუყო გოგონამ ხმამაღლა გადაიკისკისა და წინ გაიჭრა სირბილით. ლუკამაც მაცდურად ჩაიღიმა.
-დაგიჭერ და გაგჩეჩავ იცოდე. -თითისქნევით დაემუქრა გოგოს და გაეკიდა. წინ მია მირბოდა, უკან ლუკა მისდევდა. ორივე მხიარულად იცინოდა.
-ნელა მია წინ ზებრაა.
-მაინც ვერ დამიჭერ.
-კაი მართლა გეუბნები ნელა. -თქმა და მუხრუჭების ხმა ერთი იყო. ლუკამ შეშინებულმა მიირბინა ტროტუართან. ზებრაზე მუხლებაკანკალებული მია იდგა და მის მუხლებთან მუსტანგის მარკის შავი მანქანა იყო გაჩერებული. ორივე მიხვდა რომ შარში იყვნენ. ეს ხომ აჭარის ერთერთი მდიდარი და გავლენიანი ოჯახის ვაჟის მანქანა იყო. მის უხასიათობაზე და უტაქტობაზე ყველა ლაპარაკობდა. მიასაც და ლუკასაც მგონი იმის უფრო შეეშინდათ რაც აწი შეიძლებოდა მომხდარიყო ვიდრე იმის წარმოდგენა რომ შეიძლებოდა ეს ბიჭი მიას დაჯახებოდა. მამიკოს ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც არ იკადრა, მეტიც ხმა არ ამოუღია. მანქანა უკან დახია, მიას გვერდი აუარა და წავიდა.
-აუ რა გადავრჩით.
-შენც მიხვდი ხო?
-ვინ არ იცნობს მაგას. ასეთი მანქანით მხოლოდ ერთი ადამიანი დადის. ხომ გითხარი ნელათქო - ლუკამ მკლავზე უჩქმიტა მიას.
-აუჩ.. მეტკინა ეე.
-მეტის ღირსი ხარ, რომ დაგჯახებოდა სად მიდიოდი მერე. ან რომ გადმოსულიყო და თმით ეთრიე ღირსი იქნებოდი.
-კარგი, ნუ მტუქსავ მამიკო.
-გტუქსავ კი არა კარგი საცემი ხარ ახლა.
-რატომ ცემ ლუ ახლა რა მიქარა მაგ ბოთემ? -ლილე წამოეწია მეგობრებს.
-აუ ლილე იცი რა მოხდა?
-აუ ლილე იცი რა მოხდა? -წვრილი ხმით გააჯავრა მეგობარი ლუკამ.
-რა გჭირს შენ დღეს რა აგრესიული ხარ ლუ?
-აგრესიული კი არა უსმინე რა ქნა. -მიამაც დაწვრილებით მოუყვა დაქალს ყველაფერი.
-ვაიმე რა რომანტიკულია. მე რომ თქვენი ცხოვრების სცენარის მწერალი ვიყო. დავაჯახებდი იმ ბიჭს. შენ ძირს დაეცემოდი და მუხლს იტკენდი. ის მანქანიდან გადმოვიდოდა, ხელში აგიყვანდა და საავადმყოფოში მიგიყვანდა. მერე თქვენი რომანიც დაიწყებოდა, ქორწილი, ბავშვები და happily ever after.
-ყოჩაღ 10-იანი წარმოსახვაში.
-აუ რა უჟმური ხარ რაა. რომანტიულობის აზრზე არ ხარ. ასეთ love story-ზე ხომ ყველა გოგო ოცნებობს.
-მერე თქვენ გოგოები ხართ?
-ნუ ახლა ბიოლოგიურად კი და ისე რა მოგახსენო. -ყველამ ერთად გაიცინეს ლილეს ხუმრობაზე და გზას გაუყვნენ. სამივე ერთად ემზადებოდა ყველა მასწავლებელთან. პირველი კლასიდან ერთად მოდიან და მათთვის ეს მეგობრობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია. მცირე კამათი და გაბუტვაც კი არ ყოფილა მათ შორის. თავიდან ლუკას ყველა დასცინოდა ორ გოგოსთან ასე ახლოს ყოფნის გამო და ორიენტაციაზეც ბევრს ეხუმრებოდნენ მაგრამ გოგოებმაც და თვითონ ლუკამაც კარგად იცოდნენ რა ძალა იდგა ამ მეგობრობის უკან და ასეთ აფსურდულ რაღაცეებს ყურადღებას არ აქცევდნენ. როცა ლილეს მშობლებმა სხვა ქალაქში გადასვლა გადაწყვიტეს, თითქოს სამივეს სიცოცხლის რამოდენიმე წელი მოაკლდათ. ლილემ ვერ დატოვა მეგობრები ამიტომ ის ბებოსთნ დარჩა მისი ოჯახი კი საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ. მასწავლებლიდან წამოსულებს. ლუკა სახლამდე აცილებდა გოგონებს და მერე მიდიოდა სახლში, მაგრამ დღეს მოვლენები შეიცვალა ლუკა მასწავლებლიდან ადრე მიდიოდა რადგან მისი ძმის დაბადების დღე იყო და სახლში ეჩქარებოდა. ახლა მია მიაცილებდა ლილეს და მერე სახლში წავიდოდა მარტო. მისი სახლი ლილეს სახლიდან ორ კვარტალში იყო.
-მადლობა დაო რომ მომაცილე. მოდი ტაქსი დაიჭირე და რომ წახვალ მერე ავალ სახლში.
-არ მინდა ტაქსი ცოტას გავივლი კიდე ფეხით. გრილი საღამოა და.
-ხო მაგრამ საშიშია, მარტო როგორ ივლი.
-კარგი რა საშიში რომელი საუკუნეა.
-რა მნიშვნელობა აქვს საუკუნეს, ბოროტი სულის მქონე ადამიანები ყველა საუკუნეში არიან.
-როგორ უცებ დაბრძენებულხარ დიადო დედა.
-არაფრის ღირსი შენ არ ხარ. წადი ბატონო და მერე არ დამირეკო გზაში, მეშინია და მელაპარაკეო, უნდა დავიძინო დაღლილი ვარ.
-კარგი არ დაგირეკავ. აბა მიდი ხვალამდე.
-კარგი დროებით. -გოგონები ერთმანეთს დაემშვიდობენენ და საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ. -მართლა კი არა დამირეკე თუ რამე. -ზურგს უკან მიაძახა ლილემ და მიასაც გაეღიმა, გულის სიღრმეში ელოდა კიდეც ამ სიტყვებს.
-კარგი, მიყვარხააარ. -შეუბრუნებლად მიაძახა მეგობარს, ყურსასმენები გაიკეთა და გზას გაუყვა სახლისაკენ. ლამპიონებით განათებულ ქუჩას მიუყვებოდა და საყვარელ მუსიკას უსმენდა. ბნელ მოსახვევს მიუახლოვდა და თვალებში რაღაც გაუნათდა მუსიკის ხმა იარაღის გასროლის ხმამ გადაფარა. ერთი შეკივლა, ყურსასმენები მოიხსნა და იქეთ გაიხედა საიდანაც გასროლის ხმა მოესმა. ისევ ის შავი მუსტანგი, მაღალი ახოვანი მამაკაცის სილუეტი და მის ფეხებთან დაგდებული გვამი. ჯერ კიდევ ჰაერში გაშვერილი იარაღი ნელა დაწია ძირს და იქვე მდგარ ორ შავაბში ჩაცმულ მამაკაცს იარაღის წვერით ანიშნა გაიტანეთო. ჯიბიდან თეთრი ცხვირსახოცი ამოიო იარაღს სისხლის წვეთები მოწმინდა და შემობრუნდა. თვალის გუგები გაუფართოვდა მამაკაცს როდესაც ჩიხის ბოლოში მდგარ გოგონას მოკრა თვალი რომელსაც ჩანთა აეხუტებინა და გახევებული იდგა ერთ ადგილას. ნანახით გაოცებული მიყინვოდა ადგილს და ვერ ინძრეოდა. ბიჭმა შეიცნო გოგო რომელიც დღეს ლამის მანქანით გაიატანა. მიუხედავად იმისა რომ მის წინ მკვლელობის მოწმე იდგა აღელვება არ შეტყობია. ნელი ნაბიჯებით წავიდა მანქანისკენ, ჩაჯდა და უკუსვლით მიუახლოვდა გოგოს. მია კანკალმა აიტანა, გაქცევა უნდოდა მაგრამ ნაბიჯის გადადგმა არ შეეძლო. ბიჭი მიუახლოვდა, ფანჯარა ჩამოწია, აათვალიერა და გოგონას თვალი ჩაუკრა, მის ფეხებთან სისხლიანი ცხვრისახოცი დააგდო, მერე უცნაურად გაიღიმა და წავიდა. კიდე კარგა ხანს იდგა მია ერთ ადგილას გაშეშებული. როგორც იქნა გონს მოეგო და სირბილით წავიდა სახლისკენ თან უკან იხედებოდა ხომ არავინ აედევნა. სახლში მისული ოთახში შეიკეტა და ცდილობდა ნანახი გაეთვითცნობიერებინა.
-არა ნამდვილად შემეშლებოდა და ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო დღევანდელის გამო. როგორ შეიძლება ასეთი სულმდაბალი იყოს ადამიანი... არა არა, შეუძლებელია. -გამუდმებით უმეორებდა გოგო საკუთარ თავს თან ცდილობდა ცოტა დამშვიდებულიყო. -ახლა რა იქნება? ის კაცი ვინ იყო ნეტა? ან რატომ გაიმეტეს მოსაკლავად? ნეტა მეც ხომ არ მომკლავს? ამოიგდე მია ეს ფიქრები თავიდან არც არაფერი მომხდარა. -ფიქრებში გართულს ჩაეძინა გოგოს. დილით კი ტელეფონის ზარმა გააღვიძა და ისე იყო მზად იყო ეცემა ზარის ავტორი. ეკრანზე ლილეს სახელი ანათებდა. -როგორ მოხდა ამ გადარეულმა ამ დროს რომ გაიღვიძა? -გისმენ ლილე.
-წუხელ ლუკას ძმა მოკლეს......
-რაა? -ლოგინიდან წამოფრინდა მია და ფიქრებში გაიყინა. -ნუთუ ის იყო? მე კიდე ვერ ვუშველე, ღმერთო ახლა რა ვქნა. საბრალო ლუკა და მისი ოჯახი, ის ხომ კარგი ბიჭი იყო რას ერჩოდა ის ცხოველი. არა, იქნებ ის სხვა იყო?
-გესმის მია? ამოიღე ხმა.
-მე... მე.. მესმის ლილე, უბრალოდ, ღმერთო რა უბედურებაა.
-მიდი ჩაიცვი და გამოგივლი მივიდეთ.
-ვინ მოკლა ან როგორ?
-მოგიყვები გზაში. -მიამ ტელეფონი ძირს დააგდო. რაც მოყვა ხელში გადაიცვა და გავიდა.
-მია, დედი სად მიდიხარ ამ დილაადრიან დღეს ხომ კვირაა?
-ლუკას ძმა მოკლეს დე და მასთან მივდივართ მე და ლილე.
-ვაიმე შვილო. ვინ გაიმეტა ახალგაზრდა ბავშვი. ვაი მის დედას.
-ყველაფერს გავიგებ და გეტყვი რომ მოვალ.
-კარგი დედი. ჩემგან სამძიმარი გადაეცი. -კიბეები ჩაირბინა მიამ და ლილეც მოსული იყო.
-როგორ ხარ?
-აუ ლილე რა ვიცი. ეს რა უბედურებაა.
-და შენ რომ გკითხონ ღამის ქუჩებში არაფერია საშიში. -თითქოს მტკივნეულ ადგილას დააბიჯა მეგობარმა ფეხი
-ჰეე მოყევი ახლა რა მოხდა?
-ზუსტად არც მე ვიცი ყველაფერი. მამაჩემმა მოიტანა დილით ამბავი, ბულვარში უპოვნიათ მორბენალებს, დანა აქვს დარტყმული.
-დანა?
-ხო დანა. მუცელშიო. მალე რომ ეპოვნათ გადარჩენის შანსი ჰქონია მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე. რომ იპოვეს მკვდარი იყო. -მია ისევ ფიქრებში წავიდა.
-ანუ ის არ იყო. მაშინ ვინ მოკლა იმ ბიჭმა. ის რატომ ვერ იპოვეს. ან იპოვეს და მე არ ვიცი არაფერი. -ფიქრებიდან ისევ ლილეს ლაპარაკმა გამოაფხიზლა.
-დედამისი გაგიჟებულია, ვის რას უშავებდაო.
-მართალია, კარგი ბიჭი იყო. მაახსოვს თბილად გვიღებდა ლუკასთან რომ მივდიოდით. ლუკაც მეცოდება, განადგურებული იქნება.
-არა ვის რა დაუშავა ასეთი მოსაკლავად რომ გაიმეტეს.
-შეიძლება არც არაფერი დაუშავებია უბრალოდ ცუდ დროს ცუდ ადგილას აღმოჩნდა და ეგაა.
-იმედია გამოიძიებენ და მკვლელი საკადრისს მიიღებს. ასე ჩუმად ვერ გააკეთებდნენ ვინმე მაინც როგორ ვერ დაინახავდა რამეს. იქნებ იპოვონ თვითმხილველი და ლუკა და მისი ოჯახი ცოტას მაინც დამშვიდდება რომ ეცოდინებათ რომ მათი შვილის მკვლელი ციხეშია და კიდევ სხვა ოჯახს ვეღარ გააუბედურებს. -ლილეს სიტყვები გულზე ისრებივით ერჭობოდა მიას. ლუკას სახლამდე არცერთს აღარ ამოუღიათ ხმა. იქ მისულებს შემზარავი სიტუაცია დახვდათ. მეგობარი განადგურებულ მდგომარეობაში ნახეს და სიტყვებს ვერცერთი ვერ უყრიდა თავს რომ როგორმე ლუკა ენუგეშებინათ. ან რა აზრი ჰქონდა კიდეც რაიმეს თქმას მისთვის.
-გოგოებო აღარ მყავს.
-დამშვიდდი ლუკა ასე უარესია.
-მაინც ვიპოვი იმ ნაძირალას და ჩემი ხელით გავუსწორდები. რას ერჩოდნენ ის ხომ კარგი ბიჭი იყო, ვის რა დაუშავა.
კიდე დიდხანს უზიარებდა გულისნადებს მეგობრებს ლუკა და გოგონებიც მასთან ერთად ტიროდნენ. ორივე იცნობდა ტატოს და გული დაწყვიტათ მისმა ასეთმა სიკვდილმა. მართლაც კარგი ბიჭი იყო ტატო და ამიტომაც მკვლელი სათანადოდ უნდა დასჯილიყო. მან ხომ ერთი ძალიან კარგი ადამიანი მოაკლო ცოცხალთა უგულო სამყაროს. მია დროდადრო საკუთარ გასაჭირსაც იხსენებდა, რა უნდა ექნა რა უნდა მოემოქმედებინა. რა სჯობდა, დალოდებოდა სანამ იპოვიდნენ გვამს და მერე ეთქვა რაც დაინახა, განცხადება შეეტანა მკვლელობაზე, თუ სამუდამოდ დაევიწყებინა ის რაც ნახა. მოსვენებას არ აძლევდა ფიქრები, ნახევარი არ ესმოდა რასაც მის ირგვლივ ხალხი ლაპარაკობდა. გადაწყვეტილება უნდა მიეღო თორემ ასე დიდხანს ვეღარ გააგრძელებდა. უცებ მიას ყურადღება ზღურბლზე ფეხშემოდგმულმა ახალგაზრდა გოგომ მიიქცია, გოგონას თვალები სულ მთლად დასიებოდა და ფერმიხდილი იყო. ისე ბარბაცებდა კიდევ ერთი ნაბიჯი და ალბათ წაიქცეოდა. ლუკა წამოდგა და გოგოც მის დანახვაზე სულ მთლად წაიშალა. ლუკას ხელებში ჩაემხო ხმამაღლა ტიროდა.
-რატომ ლუკა რატომ? რატომ ჩემი ტატო, ის ხომ კარგი იყო, კარგი... გესმის? რატომ მომიკლეს. უმისოდ არაფერს აღარ აქვს აზრი.
-ვინ არის ეს გოგო? -ლილემ უცჩურჩულა მიას. მიამ მხრები აიჩეჩა, არც მან იცოდა ვინ იყო ეს გოგო. მერე როგორც გაირკვა ტატოს შეყვარებული იყო. მალე ქორწილსაც ეპირებოდნენ. ეს ბოლო წვეთი იყომიასთვის. ამდენი გაუბედურებული სახის შემხედვარემ მიხვდა რომ ვეღარ გაჩუმდებოდა. მასსავით დუმდა ალბათ ხალხი და ვინ იცის მათ გვერდით რამდენი ოჯახი გლოვობს უსამართლოდ მოკლულ წევრს. გადაწყვეტილება მიიღო ხვალ განცხადებას შეიტანს მომხდარი ამბის შესახებ. იქნებ ერთმა ოჯახმა მაინც შეძლოს ცოტათი დამშვიდება მკვლელი რომ სათანადოდ დაისჯება.
პოლიციის შენობას მიუახლოვდა მაგრამ ბოლომდე მაინც არ იყო დარწმუნებული სწორად იქცეოდა თუ არა. არა, ეს უნდა გაეკეთებინა. მთელი გამბედაობა მოიკრიბა და კიბეებს აუყვა. კარი შეაღო და სახეში გრილი ჰაერი მოხვდა, ამან ცოტა მოაფხიზლა და დაძაბულობაც მოუხსნა. მიმღებში გოგონას უთხრა რომ განცხადების შემოტანა უნდოდა როგორც თვითმხილველს და მიმღებიდან პოლიციის ოფიცერთან გააგზავნეს.
-გამარჯობათ.
-გაგიმარჯოთ, მაიორი მამუკა გულუა, დაბძანდით.
-გმადლობთ, მია ნემსაძე.
-გისმენთ ქალბატონო მია.
-მკვლელობის მოწმე გავხდი და მინდა განცხადება შემოვიტანო.
-დარწმუნებული ხართ რომ ყველაფერი სწორად დაინახეთ?
-დარწმუნებული რომ არ ვიყო არც იმდენად სულელი ვარ რომ აქ მოვსულიყავი.
-მაპატიეთ, შეურაცხყოფის მოყენება არც მიფიქრია.
-მე მაპატიეთ, უბრალოდ ძალიან ვღელავ.
-კარგით, მაშინ დაწვრილებით მომიყევით, რა ნახეთ, სად ნახეთ, როდის და როგორ. -მიამ ერთი ღრმად ჩაისუნთქ ამოისუნთქა და დაიწყო მოყოლა. მაიორი გულუა ყველაფერს დეტალურად ინიშნავდა. როდესაც მიამ სავარაუდო მკვლელის ვინაობა დაასახელა მაიორმა კალამი შეაყენა და გაოცებული თვალებით ახედა გოგოს. -უკაცრავად ვინ?
-დიახ არ მოგესმათ, ზუსტად ვიცი ის იყო. იმ დილით ზებრაზეც ლამის დამეჯახა, არასოდეს დამავიწყდება მისი სახე. მანქანის მარკა და სერიაც ვიცი.
-რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს? იცით მოკლული ვინ არის?
-არა არ ვიცი და სწორედ ამიტომ ვაკეთებ. სავარაუდოდ ჯერ გვამიც არ გიპოვნიათ და იმიტომაც მოვედი, მის ოჯახს მიცვალებულის საფლავი ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ.
-ქალბატონო მაპატიეთ მაგრამ გირჩევთ არ შემოიტანოთ ეგ განცხადება, ძალაინ გავლენიან ოჯახს უპირისპირდებით, და არანაირი სამხილ;იც არ გაქვთ, გვამიც თუ არ უპოვნიათ ამ ყველაფერს მხოლოდ სიტყვებით ვერ დაამტკიცებთ.
-არ მაინტერესებს ვის ვუპირისპირდები. მე ასე მიმაჩნია სწორად, რამოდენიმე დღის წინ ჩემი მეგობრის ძმა მოკლეს ძალიან კარგი ბიჭი და არ იციან მკვლელი ვინაა. მისი ოჯახი გამწარებულია ის კი ალბათ თავისუფლად დააბიჯებს ქუჩაში. განა ეს უსამართლობა არ არის? დიდი მადლობა რჩევისათვის, ვაფასებ მაგრამ არ ვაპირებ ჩემი სიტყვების უკან წაღებას, მინდა დააპატიმროთ ის ბიჭი და ყველაფერი დეტალურად გამოიძიოთ.
-როგორც გინდათ, ამ საქმეს პროკურორს გადავცემ მაგრამ იცოდეთ მე გაგაფრთხილეთ. ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
-თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ და ყველაფერი გამოვა. - იქედან წამოსულმა ცოტა შვება იგრძნო. ასე ეგონა მხრებიდან დიდი ტვირთი მოიხსნა. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია დალოდებოდა.


დავბრუნდი ახალი ისტორიით. იმედია მოგეწონებათ :)



№1 სტუმარი kati

zalian kargad daiwye da Tu wina istoriis msgavsad ar daagvianeb-zalian kargi iqneba.velodebi axal tavs moutmenlad.

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუუ როგორ გამახარე შენი გამოჩენით. წინა ისტორიაზე ხო ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა და დარწმუნებული ვარ ესეც არანაკლებ საინტერესო იქნება. მითუმეტეს პირველივე თავმა გამაოცა გეფიცები. უუმაგრესი გოგო ხარ და იმედია ძალიან არ დააგვიანებ დადებას

 


№3  offline წევრი ankatuna

მადლობა რომ წაიკითხეთ და მოგწონთ... ხვალ დავდებ მეორე თავს :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent