უცხო ქალის ცრემლი 2 ნაწილი 12-13 თავი
მეთორმეტე თავი. არსებობს გავრცელებული მითი იმის შესახებ,რომ მამაკაცს დაბადებიდანვე აქვს მისწრაფება,რაც შეიძლება ბევრი ქალის გული მოიგოს.შენს საყარელ ადამიანს შეხედე,როგორ ცდილობს გაგაღიზიანოს და ამიტომ იწყებს უკვე ნადირობას. ---დარწმუნებული ხარ?წარბის აწევით გახედა თინიმ მასთან მოშორებით მდგარ მიშოს. ---მე მას თვალებზე ვატყობ,როდის ეწყება ნადირობის სეზონი.სიცილით უთხრა ელისომ მის გვერდით მჯდარ თინის.თინი კი მომაკვდინებელი თვალებით ისევ გახედა მიშოს შეუმჩნევლად,მაგრამ უეცრად ელისოსთან მივიდა ახლოს და უთხრა. ---რა მიკვირს იცი?მამაკავის დანიშნულებაა იყოს აქტიური,რათა მოიგოს ერთი ჩერჩეტი ქალის გული,მაგრამ ვხედავ უმოქმედოდ დგას.აი შეხედე თუნდაც იმ წითურს,როგორ ცდილობს მიშომ ყურადღება რომ მიაქციოს.არა,ხომ არის ღირსი,რაც ენერგია მაქვს ახლა მასზე დავხარჯო და იმ წითელი თმებით ვითრიო? ---ეჭვიანობა წყვილის ურთიერთობის ნგრევას იწყებს და ისე ნუ იზამ,ეს ლამაზი სიყვარული სხვა ქალმა წაგართვას ეჭვიანობის გამო.თინიმ გაჩერდა და შემდეგ ელისოს თვალი ჩაუკრა და მიშიკოსთან ახლოს დადგა.მიშომ გახედა წარბაწეულმა და ჩუმად უთხრა,წყნარად. ---რატო მომიცუცქდი,მე მოგენატრე თუ შხამი მოგაწვა და უნდა გადმოანთხიო?თინიმ სერიოზულად შეხედა და უთხრა. ---არა შენ გაკვირდები და სახლში სიცრუის დეტექტორზე უნდა შეგართო და გავიგო სიმართლე,რამდენ ქალთან მიღალატე შენი გონებით დღეს. ---ვაიმე თინა მამოწმებ?მიშომ სიცილისაგან თავი ვერ შეიკავა.გოჩამ კი ხრისტოს უთხრა. ---დაიწყო, ისევ იკამათებენ აი ნახე თუ არა.ხრისტომაც სიცილით შეხედა თინის და მიშოს. ---არა,ეს უტყუარი მეთოდია ვიცოდე,რომ თვალი არ გარბის სხვისკენ.ამიტომ მე მსხვერპლი რომ არ აღმოვჩნდე და შემდეგ არ დამცინონ,ასე სჯობს გავაკეთო.მიშომ მასთან ახლოს მდგარ ელისოს,ხრისტოს და გოჩას მიუახლოვდა და უთხრა. ---ელისო მეჩვენება თუ თინა ეჭვიანობს? ---არ ვიცი,არ შემიმჩნევია.იუარა ელისომ. ---კარგი გველი ხარ შენც და ეს მომაშორე ახლა აქედან,თორემ ორივე შემომელახებით ხელში. ---რატო მოგაშორო,მე ვეთანხმები თინის.მართალია ის,გული რომ არ ეტკინოს ღალატის და ორგულობის გამო,უნდა იმოქმედოს და შენს ირგვლივ თავწითელა თავმოყვარე ხალხი უნდა განდევნოს.ელისომ სათვალე ჩამოიწია თვალებიდან და მიშოს გვერდით მოულოდნელად დამდგარ წითელთმიანს უთხრა.-დამიჯერე,ჩემი მეგობრისთვის ძალიან მარტივია იმის გაკეთება,რომ უთმოდ წახვიდე აქედან,ამიტომ უმჯობესია აქედან დროზე გაქრე და მიშოს არსებობა დაივიწყო.წითელთმიანმა მიშოს გახედა თვალების ბრიალით და შემდეგ თინის შეუბღვირა. ---რატომ მიბღვერ საყვარელო,რამე წაგართვი?კარგია თქვენს ადგილს თუ მოძებმნით და მე ჩემს ადგილს დამითმობთ.ხრისტო და გოჩა ჩუმად იცინოდნენ გოგონების ქცევაზე.მიშო ძალიან გაბრაზდა და ჩუმი,მაგრამ მტკიცე ხმით უთხრა ელისოს და თინის. ---ახლა კარგად მომისმინეთ .მიფრთხილდით ორივემ,თვალში არ მომხვდეთ აქ და სახლში კი მოგივლით.იცოდეთ,პასუხს აგებთ თქვენს ამ ქცევაზე.თინიმ და ელისომ ერთხმად უთხრეს სიბრაზისაგან აწითლებულ მიშოს. ---უი,უი,უიიიი როგორ შემაშინეეეე.თინიმ უფრო გააგიჟა,ახლოს მივიდა და ყურში უთხრა მიშოს მიბნედილი თვალებით და ვნებიანი ხმით. ---რას აირჩევ სახლში მოსვლისას,გიჟურ კოცნას თუ ცეცხლოვან და რომანტიკულ ღამეს?მიშოს თვალები გაუფართოვდა და თინის შეხედა გაოცებულმა,ის რომ გონს მოვიდა მის წინ აღარც თინი იყო და აღარც ელისო.ეს ორი უკვე მანქანაში იჯდა და გულის შეწუხებამდე იცინოდნენ.მიშომ ნერწყვის დიდი გორგალი გადაყლაპა და შემდეგ თავის თავზე გაეცინა.ტელეფონი ამოიღო და მოკლე შეტყობინება გააგზავნა. ---ამ საღამოს შენთან მინდა,ძალიან მომნატრებიხარ.შენი კანის სურნელი მომენატრა,რომელიც მაბნევს.შენთან მოსვლამდე იბობოქრებს ჩემი ვნებები და შენ უნდა დაამშვიდო ის ფისო. ---თუ გინდა ეს სიამოვნება მიიღო,ის სუნამო მიიპკურე მე რომ ასე მაგიჟებს.იყო პასუხი,რომელმაც სულ მთლად გადარია და აუშალა ისედაც აწეწილ-დაწეწილი ვნებები. ---ნუ მაგიჯებ თინა თორემ ყველაფერს მივატოვებ და შენს ყვირილს და შხამის ნთხევას ყურს არ ვათხოვებ და მისაღებს მიიღებ.ამიტომ გაფრთხილებ,დაუფიქრდი შენს ქმედებებს სანამ გვიან არ არის. ---რაო ჩემო ლომო,აღგზნებული მოდიხარ?გპირდები,ამ ღამით ყველაზე დასამახსოვრებელი და ყველაზე ვნებიანი ღამე გექნება.ეს ბოლო პასუხი,უკვე იმისი იყო,მიშომ მიატოვა მაგიდა და გაცეცხლებული,გაბრაზებული და აღგზნებული წავიდა სახლში.უკან გაყვა გოჩაც,ხრისტოც და შაკოც.ისე ჩქარა მიდიოდა,არც შუქნიშნები აჩერებდა გზაში და ასე გაბრაზებული შევარდა სახლში,პირდაპირ თინის საძინებელში შეაჭრა თვალებანთებულმა,მაგრამ საწოლი ხელუხლებელი დახვდა.უცებ გამოტრიალდა უკან და დაუკაკუნებლად შეაღო ელისოს საძინებლის კარები,სადაც ელისო მხოლოდ საცვლების სამარა იდგა და თინი მესიჯებს უკითხავდა და ორივე გულიანად იცინოდნენ.შეეშინდათ მიშოს უეცარი შევარდნა ოთახში და ორივემ ერთხმად შეჰკივლა. ელისომ უეცრად დაიხარა და თინის გადახადა საბანი და თავად აიფარა,თან მიშოს უყვირა. ---რას აკეთებ.არ უნდა იკითხო,შეიძლება თუ არა შემოსვლა?იქნებდა შიშველი ვარ ჩემს ოთახში. ---შიშველი თუ ხარ,მოდის უკან შენი დამაწყნარებელი და საერთოდ გაჩუმდი,ხმას ნუ იღებ.რას გავდა დღეს თქვენი საქციელი,ჯერ ამას მოვუვლი და შემდეგ შენ მოგხედავ.შენ კი ამ მესიჯებზე სწორედ ამაღამ აგებ პასუხს.უთხრა თინის და ისე როგორც იყო პიჟამოთი ციმციმ აიყვანა ხელში და კიბეებზე ჩადიოდა,თინიმ რომ ატეხა კივილი. ---დამსვი,სად მიგყავარ.შენ ტვინი ხომ არ გტკივა,დამსვიიი. ---შენ ამატკივე,შენ ამრიე და შენ გადამრიე,ამიტომ შენვე უნდა დამამშვიდო. ---ელისოოო მიშველე.ყვიროდა თინი და ამ დროს სახლში ბიჭები შემოცვივდდნენ. ---რას შვრები მიშო.უთხრა შაკომ. ---არ მომეკარო შაკო.შაკომ შეხედა მიშოს ჩაწითლებულ თვალებს და უკან დაიხია.კარებში გასვლამდე კი ვახო და ციცო შემოვიდნენ სახლში და გაოცებული მიაჩერდნენ მიშოს,რომელსაც თინი მხარზე ყავდა მოგდებული,თითქმის ნახევრად შიშველი. ---რას აკეთებ მიშო გაგიჟდი?შეეკითხა გაოცებულმა ციცომ. ---მივხვდი,მივხვდი ასე ერთიანად რომ გამოვარდით ყველა,აქ რაღაც რომ მოხდებოდა.თქვა ვახომ მშვიდად. ---არ მომეკარო ციცო დედა,თორემ გაწყენინებ.თქვენ კი მიუბრიუნდა იქვე მდუმარედ მდგარ ბიჭებს,მოემზადეთ დიდი ქორწილისთვის.ვახომ გულიანად გაიცინა და უთხრა მიშოს. ---ამდენი ხანიც უნდა გაგეკეთებინა მასე,როგორც იქნა გამოიღვიძე.კიბეზე ელისო გადმოდგა,რომელიც სიცილს ვერ იკავებდა. ---წადი თუ მიდიხარ,ჩაექცა სისხლი თავში მაგ გაჭირვებულს და მერე გვეტყვი ავადმყოფი შემომაპარეთო. ---ახლა ვერ ამოვბრუნდები,მაგრამ სამაგიეროს გარეშე არ დაგტოვებ იცოდე.შეუღრინა მიშომ. ---მოიტაცეს სახლიდან ვარდენას ქალიშვილიიი.ელისოს სიცილი ყველას გადაედო და ყველა იცინოდა. ---შენ როდის მოგიტაცებენ ასე.თქვა ვახომ.მიშომ მიუბრუნდა და უთხრა. ---მას ჯერ კბილები არ ამოსვლია,პატარაა ძალიან.მაგრამ მაგიც შხამიანია და ეშინია ექიმსაც მიკარება არ მოწამლოს.ელისომ ენა გამოუყო მიშოს და ისევ ზემოდან ჩამოსძახა. ---გული წამართვი და სულიც თან გაიყოლე.აბა შენ იცი,დაატკბე შენი ამბორით ჩემი ვეlური გოგო.მე კი დაგელოდებით. ---არ ჩამოდნე, მაგ კიბეებზე ლოდინით,დაგვაგვიანდება,რადგან მე მარტოობის მეშინია და ამიერიდან აღარ ვიქნები მარტო.შენ კი მარტოობა შენმა ექიმმა ამოგივსოს და თან დაგატკბოს,ისედაც და ისედაც. ---გველოოო,შხამიანო ანაკონდააა.მიაძახა ელისომ და შემდეგ ხრისტოს ბედნიერებით ანთებულ თვალებს წააწყა,რადგან გოჩა სიტყვა-სიტყვით უთარგმნიდა.გახედა და გოჩას უთხრა გულომულმა. ---არ დაგრჩეს არაფერი უთქმელი,ყველაფერი უთხარი.ბოჭებს გაეცინა და თავად ფეხშიშველი წატყაპუნდა თავის საძინებელში. ნელა-ნელა ამოიწურა მშვენიერი და დაუვიწყარი ათი დღც და დამშვიდობების დღეც დადგა.ამ დღეების აქ ყოფნამ და ელისოს გვერდით ყოფნამ აამაღლა, ,,ის ისეთი კეთილშობილია'' ძალიან ძნელია წავიდეს,როცა ამ ორს ერთმანეთისკენ სწრაფვა და ერთმანეთის სურვილი აქვთ.აქ მხოლოდ საღი აზრით უნდა იმსჯელოს და უნდა იმოქმედოს კიდეც თუ საჭირო გახდა, ,,ჩვენს შორის ხომ უკეთესობისაკენ ხდება ყველაფერი''გაიფიქრა გულში,მაგრამ როგორი მტკივნეულიც და აუტანელიც უნდა იყოს ეს განშორება,იცის რომ ტკივილი მალე გაყუჩდება და დრო კი ყველაფრის მკურნალია.ზაფხულზე ხომ ისევ უნდა დაბრუნდეს,ეს იმედი მისთვის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია.მისი იქ ყოფნით,მისი გრძნობების პირველი საფეხური კარგად აიარა და მყარადაც დადგა.ის ძალიან ძლიერი და ამაყი იდგა, იმით რომ მან მისი სული ძალიან ღრმად ჩადო,მისთვის ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში.მისი ცხოვრების დაუვიწყარი დღეები მიილია,მაგრამ გულში ღრმად უფრო გამძაფრდა ელოსოსადმი გრძნობა ---ელი შეიძლება ვისაუბროთ?ხვალ და ხვალ,ზეგ ამ დრს აქედან შორს ვიქნები.ნაღვლიანი ხმით უთხრა ხრისტომ. ---მართალია,ხვალ და ხვალ,ზეგ კი ძალიან შორს ვიქნებით ერთმანეთისგან.რომ გითხრა,ცოტა რამე შენზე მომიყევითქო? ---რა გაინტერესებს ელი.ამერიკაში,კერძოდ კალიფორნიაში დავიბადე და გავიზარდე.საბერძნეთი მამაჩემის სამშობლოა,ჩამოვდიოდი ხოლმე მცირე ხნით,უფრო ზაფხულობით.უმაღლესიც იქ დავამთავრე,შრომა არასოდეს მითაკილებია და სტუდენტობის წლებში მშენებლობაზეც მიმუშავია,არასოდეს მიმიქცევია ყურადღება მოდურ ჩაცმულობაზე,არავარ მდიდარი ოჯახიდან,მაგრამ ვისწავლე შრომის ფასი და ყოველი ჩემი ხელფასი ძალიან ბედნიერს მხდიდა.დიდი,ძალიან დიდი შრომა დამჭირდა იმისათვის,რომ საზოგადოებაში ჩემი ადგილი და სახელი დამეკავებინა.ამერიკაში ყოველდღიური შრომაში ხარ ჩაბმული,იქ ცხოვრება თავდაუზოგავი შრომის საფასურია,ერთი დღის უმუშევრობა,ერთი თვის უმუშევრობას თვლის.ცხოვრებაში თუ გინდა იყო ვინმე და არა რამე,უნდა ისწავლო ჯერ შენი თავის დაფასება,უნდა გახსოვდეს,როგორ მოდი აქამდე და მაშინ დააფასებ სხვის შრომასაც და შენს თავსაც.ვხედავ,აქ რომც არ იმუშავო,ვიღაც მაინც შეგინახავს,აბა თუ დაფიქრებულხარ თუნდაც ერთხელ,მამაშენის ბეჭებზე რამდენი ადამიანის სიცოცხლე დევს?ამერიკაში კი შენი თავი,შენ თავად უნდა ირჩინო.18 წლიდან დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეწევი,თუმცა შეცდომებიც ბევრჯერ დამიშვია,მაგრამ არა გამოუსწორებელი.სტუდენტობის დროს,ყველა სფეროში რაღაც ვისწავლე და როდესაც საბერძნეთში დავბრუნდი,პირველი ეტაპი ძალიან გამიჭირდა.ცხოვრებაში ძალიან სერიოზული შეხედულებებით ვხედავდი ჯერ წარსულს და შემდეგ მომავალს,მაგრამ უკვე საკუთარი თავი ვიპოვე და მაქვს ჩემი საყვარელი პროფესია,თუმცა დიდი ხნით აქაც ვერ გავჩერდები.ცხოვრება არ არის ის,შენ ექიმი ხარ და ამით შეგიძლია დიდი კაპიტალი დააგროვო,მთავარი ფული არც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ელი და არც არასდროს არ იქნება,ჩემთვის მთავარია ადამიანის სიცოცხლე.მე ვიბრძვი სიკეთე გავაკეთო და ჩემი წვლილი სიცოცხლე სრულყოფილი იყოს დედამიწაზე.გინდა ერთი საიდუმლო გაგანდო?ელისოს თვალები გაუბრწყინდა და დაბნეულმა შეეკითხა. ---გინდა,საკუთარი საიდუმლო გამანდო? ---რატომაც არა.სიმღერებს ვწერ,მაგრამ ჯერ არავინისთვის არ მინახვებია,რაღაცნაირად მრცხვენია,რომ ვთქვა ხმამაღლა, ,,მე სიმღერებს ვწერ''. ---როგორ არ უნდა თქვა,აბა მარტო შენთვის წერ? ---ხო, სურვილი რომ მომიარს ძლიერი,მაშინ ვწერ.ერთი ქართველი მეგობარი მყავს და მან მითხრა,ტამტას მივწერო მიწერა კიდეც,მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია.ის ძალიან მეხმარება და უფრო სწორად,ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით პრობლემების დაძლევაში. ---თამთა გოგუაძეს ამბობ?როგორ მიყვარს ეს გოგო.აი იმ ადამიანით კი ძალიან დავინტერესდი,სიამოვნებით გავიცნობდი. ---ათენში რომ ჩამოხვალ,აუცილებლად გაგაცნობ.იმ ადამიანში ნამდვილი ქართული სულია,ძალიან შემაყვარა ქართული კერძები,ძალიან მიყვარს ,,ქანჭაპული-ხაჭაპური''.ელისოს გაეცინა ხრისტომ დამახინჯებულად ნათქვამ ხაჭაპურზე და ხრისტოს მოულოდნელად სერიოზული გაუხდა სახე და სერიოზული ხმით უთხრა.მოულოდნელად მისი სახის ცვლილება და დასერიოზულებამ ელისო შეაკრთო და შეეკითხა. ---რა მოხდა,რატომ მოიწყინე ასე უეცრად? ---ელი იმედია შევთანხმდებით,რომ ჩვენი სიშორე,ჩვენს ურთიერთობას ბზარს არ გაუჩენს. ---მომეცი პირობა,რომ როცა თავისუფალ დროს ნახავ შემეხმიანები.უთხრა უკვე აცრემლიანებულმა ხრისტოს. ---მოდი ემოციები გვერძე გადავდოთ და ისე ვისაუბროთ.არ მინდა, ნუ გამატან შენს ცრემლებს ძალიან გთხოვ.გახსოვდეს,რომ შენზე მნიშვნელოვანი და ღირებული,ჩემთვის არავინ და არაფერია.შენ ჩემთვის ზეციური საჩუქარი ხარ და ყველაფრის ფასად უნდა შეგინარჩუნო.სიყვარულს წარსულის დრო არააქვს,ის ყოველ დღეს ახალ-ახალი იმედებით იბადება. ---რომ აღმოვაჩინოთ 4-5 წლის შემდეგ,ჩვენი სიყვარული გაქრა?გრძნობები გაცივდა და ერთმანეთის მიმართ ლტოლვაც აღარ გვიზიდავს?ხრისტო დაფიქრდა,სივრცეს თვალი გაუსწორა და უთხრა. ---ჩვენ იალქნიანი გემები არ ვართ,ერთმანეთს რომ გავეჯიბროთ გასწრებაში ელი.ყველაფერი დროებითია,სიყვარული კი მარადიულია.ცეცხლი ჩაქვრება,ახალგაზრდები დაიზრდებიან და დაბერდებიან,ჩვენს ირგვლივ შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს,ამ ყველაფერთან შენც,მეც და ყველა,მაგრამ გახსოვდეს ნამდვილი სიყვარულის გრძნობა,თუ შენს გულში ჩასახლდა ის არასოდეს არ შეიცვლება,ის მარადიულია და მას დრო არააქვს.წარსულის დრო არ არსებობს სიყვარულში,სიყვარული მომავლით ფასდება.ჯერ ის 4-5 წელი ვნახოთ და სხვაზე შემდეგ ვიფიქროთ.სიყვარული უცნაური საჩუქარია,რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს,რომლის დროს იგი არა მარტო ჭკუიდან გადადის,არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დაიპყროს ან შესაძლებელია დიდ ტანჯვაშიც ჩააგდოს.ადამიანი ჩემო ელი სიყვარულის დროს განიცდის გრძნობათა მთელ გამას,ეჭვიანობიდან დაწყებული მეტყველების უნარით დამთავრებული სიყვარულის ობიქტის დანახვაზე.სიყვარულს პერიოდულად განშორებაც ჭირდება,რომ ის უფრო შეიგრძნო და დარწმუნდე ამ ძლიერი გრძნობის შენში არსებობით.სწორედ განშორებით აცნობიერებ,რამდენად ძვირფასია ის ადამიანი შენთვის.ეს გამოცდაა,ელი შენი გულის და გრძნობების გამოცდა.გულზე მიიკრა და სიყვარულის სავსე ხმით უთხრა.-შენ ჩემი სურნელოვანი ყვავილი ხარ,ჩემი სიცოცხლის მაგალითი და ასევე უფრო მეტიც,სიცოცხლის ელექ.ელისო ყურადღებით უსმენდა ხრისტოს და ყველა მის სიტყვას გულში იმეორებდა. ---წვიმას რომ არ შეეშალა ხელი,კიდევ ბევრი რამის ნახვა შეიძლებოდა,მაგრამ გეგმები ჩაგვეშალა. ---მე რაც მაინტერესებდა ის უკვე ვნახე,რაც მინდოდა ის უკვე გავიგე.ასე რომ,ყველაფერი არაჩვეულებრივად არის. ---მიშოს და თინის ქორწილში ჩამოხვალ? ---თუ მომწერ როდის იქნება,რატომაც არა.ზაფხულზე ისედაც უნდა ჩამოვიდე და შავი ზღვა უნდა ვნახო. ---მაშ უნდა დგელოდო.მეც მივდივარ და ერთად წავიდეთ. ---მხოლოდ ერთი პირობით. ---რა პირობით?გაუკვირდა ელისოს. ---მხოლოდ, მე და შენ წავალთ. ---მმმმმმ,მანამდე დროა,მაგრამ დავფიქრდები. ---ხოდა ასე,ქორწილის შემდებ ერთად ნებივრობა შავ ზღვაზე.დილამდე ერთმანეთის გვერდით ისხდნენ და საუბრობდნენ.მეორე დღეც უხასიათოდ გაილია,მიშომ ტელეფონით დაემშვიდობა ხრისტოს და ბოდიშიც მოუხადა.აი დადგა დამშვიდობების წუთები და ოჯახმა დიდი სიყვარულით და სითბოთი დაემშვიდობა ხრისტოს.ელისომ აეროპორტში წაყვა და არ უნოდა ცრემლების სისუსტე გამოეჩინა,მაგრამ მაინც ვერ გაუძლო გულმა დაგროვილ ცრემლს და ხრისტოს მკერდზე თავმიდებულმა იტირა. ---როგორ შემიყვარდა შენი ცისფერი თვალები სურვილით,სიყვარულით და ალერსით მთვრალი რომ მიცქერს.მიძნელდება,ძალიან მიძნელდება შენთან განშორება,მაგრამ უნდა გავუძლოთ.ხომ გჯერავს ჩემი,რომ უშენოდ მე ერთი წამიც არ მიხარია დღეიდან.ელისომ მისი ხელები გულზე დასცხო და ტირილით უთხრა.-რა გეგონა,ჩემს გულს გააღებდი შიგ შენებურად ჩემს დაწყობილ გრძნბებს აურევ-დაურევდი,ერთ დღეს კი გამოკეტავდი და წახვიდოდი? ---ელი,ელი,ელი მომისმინე.ხელები დაუკავა ხრისტომ და შეაჩერა.მის გაბუტულ ტუჩემს რომ შეხედა თვალი აარიდა,შემდეგ გაეცინა,ღიმილით მიიკრა გულზე და თან ეჩურჩულებოდა.-დამიჯერე,ეს განშორება ორივესთვის კარგია,რომ ერთმანეთის ფასი გავიგოთ და განვიცადოთ მეორედ სიყვარულის ტკბილი-მწარე ნექტარი. ---როდის ჩამოხვალ ისევ,როდის მოვა ზაფხული. ---მალე,მალე ჩემო ტკბილო.დაგინახე თუ არა,მე შენმა მშვიდმა სუნთქვამ მიმიზიდა და მიმაჯაჭვა შენს საწოლთან და მიხარია, რომ არც შევმცდარვარ.ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ გაგიცანი,რომ გიპოვნე.შენ ჩემი ცხოვრების საფიცარი ხარ.მიყვარდი ელი და ახლა უფრო ძლიერ შემიყვარდი ჩემო ახდენილო ოცნებავ.დღემდე,აქ ჩამოსვლამდე ჩემი ცხოვრება შავ-თეთრი იყო,შენი გამოჩენის შემდეგ კი გამიფერადდა სამყარო,შენ ხარ ჩემი ქალ-ღმერთი,შენ ხარ ჩემი ღამის ნათელი და ჩემი სინათლე.შენს თავს ვფიცავარ,რომ მოგწერ,დაგირეკავ,დაგელაპარაკები და სიტყვასაც გაძლევ ზაფხულზე აქ ვარ.დამიჯერე უკან მოხედვას ვერ მოასწრებ,ისე მოვა ზაფხული და ისევ ერთად ვიქნებით,ახლა კი უნდა დაგტოვო ტკბილო.კისერში გემრიელი კოცნა დაუტოვა,ელისოს თვალთ დაუბნელდა და ჟრუანტელმა დაუარა მთელ ტანში.ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ეფერებოდნენ,ბოლოს მთელი სახე დაუკოცნა და ნელა-ნელა მოშორდა.ცაში აჭრილი თვითმფრინავი სანამ არ დაიმალა ელის თვალთახედვიდან,ელი ისევ იქ იდგა თვალცრემლიანი. ---მინდა,ძალიან მინდა რომ სულ ერთად ვიყოთ,ალბად ეს დღეც დადგება.ჩაიჩურჩულა და აეროპორტი დატოვა.სახლში დაბრუნებული პირდაპირ იმ საძინებელში შევიდა,სადაც ჯერ კიდევ ხრისტოს სუნი ტრიალებდა.სევდიანად მოავლო თვალი ოთახს და ხელის კანკალით გადასწია საწოლზე საბანი,ბალიში ასწია მასზე შერჩენილი სუნი უნდოდა შეესუნთქა,ბალიშის ქვეშ კი ნახა პატარა გულის ფორმის კულონი,თან გვრერდით ფურცელი წარწერით, ,,მეც მომენატრები ელი''.დარწმუნებული ვარ უკან დაბრუნებული აქ შემოხვალ,ალბად იფიქრებ ხომ არაფერი დარჩაო.კი დამრჩა,ელი მე გული დამრჩა შენთან.გული რომელიც შენს გულში ჩავდე და ასე დაგიტოვე.თანვე ატარე ჩემი გული შენთან ერთად და არ მოიწყინო,არც შენ და არც ის მოიწყენს.მომენატრები ჩემი ოცნების ქალღმერთო.გაიბადრა სიამოვნებისაგან და წერილი გულში ჩაიკრა.ხრისტოს კი მეგობრები სიხარულით დახვდნენ,მთელი გრძნობით ელოდნენ როდის გაუზიარებდა მათ იქ ნახულს და მის შთაბეჭდილებებს. ---აბა,როგორ იყავით იქ მთელი ეს დრო უჩვენოდ? ---იცი რას გეტყვით?არ არის აუცილებელი სამოგზაუროდ წასვლა იქ სადაც დიდ ოკეანეების სერებს გადაცურავთ,უკიდეგანო ტყეებს გადაუფრენთ,თქვენ არ იცით და წარმოდგენა არ გაქვთ იმ მხარეზე,სადაც მთების მწვერვალები აგვისტოშიც თოვლით არის დაფარული.აი იქაა სილამაზე მეგობრებო,აი ესაა რეალური სამყარო.გაოცებული დავრჩი ჩვენი ბერძნების ცხოვრებით,იქ რაც ვნახე,მაგრამ ერთიანობაში ძალიან მომხიბლა იქ გატარებულმა დრომ.მათმა მეგობრობამ და ერთიანობამ.აჩვენა ფოტოები სამებაში გადაღებული,მცხეთაში,ჯვრის-მონასტერში და ბოლოს ჯერი მიდგა ქართულ სიმდიდრეზე,ქართულ მაგიდაზე და ქართულ კერძებზე. ---ეს არ შემიძლია აღვწერო,ეს თავად უნდა ნახოთ.დაასრულა საუბარი და სათითაოდ გადახედა ყველას. ---ჩემთვის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია და არ მეგულება ადამიანი,ვისაც არ უყვარს და არ იზიდავს ქვეყნიდან გასვლა.ყველგან ნამყოფი ვარ თითქმის,მაგრამ დიდი სიხარულით მოვინახულებდი იმ ადგილებს,რომელმაც შენ ასე აგღაფრთოვანა.უთხრა ანამ. ---პარიზში როცა ჩადიხართ პირველი რას აკეთებთ?პირდაპირ ეიფელის კოშკს აწყდებით,შემდეგ ტრიუმფალურ თაღს და ასე ნახულობ ნელა-ნელა მთელ პარიზს.საქართველოში კი მე თუ მკითხავთ,პირველი ძველი თბილისის ქუჩები უნდა ნახოთ,რა საოცრად ლამაზია იქაურობა.პირდაპირ მტკვრის ნაპირზე გაშენებული უბნები.სიყვარულის ქალაქი მეგობრებო,მარტო პარიზი არ არის,სიყვარულის ქალაქი საქართველოშიდაცაა და მას ,,სიღნაღი''ჰქვია. ---ისე აღტაცებით ყვები ყველაფერს,შემდეგ ჯერზე ალბად ყველა თან წამოგყვებით.თქვა ირინიმ მაგრამ ხრისტომ გააგრძელა,უნდოდა გამოყოლილი ემოციებისაგან სულ მთლიანად დაცლილიყო. ---ყველა ქვეყანაა გამორჩეული და ერთმანეთთან რაღაცით განსხვავებული,რომ რაღაცით დაგვამახსოვროს თავი.სხვადასხა ქვეყნიდან,სხვადასხვა შთაბეჭდილებებით ბრუნდები,ჩემში ამ პატარა ქვეყანამ, საქართველომ წარუშლელი კვალი დატოვა თავისი სასიამოვნო მოგონებებით,სადაც დაუფიქრებლადაც კი ვიცხოვრებდი. ---და მაინც ასე რით მოიხიბლე.უთხრა ფრისკომ. ---რატომღაც ჩვენი ბერძნებისგან განსხვავებით,იქ სულ სხვა აურა დამხვდა,რასაც არ ველოდი.დახვედრა,სტუმართმოყვარეობა ხომ ეს ყველაფერი უმაღლეს დონეზე.ჯავშანი გამიუქმეს და არ მომცეს ნება სასტუმროში მეცხოვრა,ეს ყველაზე დიდი სირცხვილია ოჯახისო.ამასთან ერთად კი კიდევ მაგიდის წეს-ჩვეულებები.პირველი ორი დღე ძალიან დაძაბული ვიყავი და რატომღაც მეჩვენებოდა,რომ ოჯახის უფროსის გარეშე არავის არ შეეძლო არაფლის გაკეთება,მაგრამ ისიც იმათნაირი მეგობრული და იუმორით სავსე აღმოჩნდა..საოცარი მდიდრული ეზო თავისი აუზით და ლამაზი შადრევნით არის დამშვენებული.მაგრამ რაც მთავარია იქ ყველაფერში ქართული სული იგრძნობა,აი რატომ მიყვარს მე ასე ძალიან ჩემი ქართველი მეგობარი მარია.სწორედ ის გამახსენდა და მასში ჩადებუილი ქრთული სული,მე ის ძლიერი ქალი და საქართველო ერთნაირად დავხატე.ასევე გვერდს ვერ ავუვლი და უნდა ავღნიშნო დაქორწინების წესები,იქ წყვილი არ ცხოვრობენ წლობით ერთმანეთთან,შეიძლება უყვარდეთ წლობით ერთმანეთი,მაგრამ ცხოვრებით მხოლოდ დაქორწინების შემდეგ ცხოვრობენ ერთად.წამოსვლამდე ორი დღით ადრე,ჩემი თვალით ვნახე როგორ გაიყვანა სახლიდან შეყვარებულმა მამაკაცმა თავისი სატრფო და ზაფხულზე მათ ქორწილში ვარ მიწვეული. ---აუ რა კარგია,ქორწილიც ალბად რაღაც სასწაული იციან.წახვალ ალბად ხომ? ---ალბად?რა ალბად,აუცილებლად წავალ,მაგრამ ამჯერადაც მარტო,შემდეგ კი დავფიქრდები,საქმეს ჯერ ასე სჭირდება.თვალი ჩაუკრა ანას. ---ოოოოო, მგონი გასაგებია,მაგრამ ჯერ ვერ გავერკვიე კარგად.მოდი იყოს ისე როგორც შენ გინდა და გაწყობს.თვალები ისე გიციმციმებს,დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილხარ.მეგობრების მშვიდი საუბარი კარზე ზარის ხმამ დაურღვია,ირინი წამოხტა ფეხზე და კარი გააღო და სახლში ყველასათვის თბილი ღიმილით სტელა შემოვიდა.მონატრებოდა მისი ერთადერთი და დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია. ---მეგონა პირდაპირ ჩემთან მოხვიდოდი.უთხრა სტელამ. ---გიჟები დამხვდნენ და სახლში წამოვედი,ვიფიქრე შემდეგ გავალ და თან დავრჩებითქო. ---ჩემი ბრალია,არ უნდა მოვსულიყავი და დღეს ერთად ვივახშმებდით. ---აქ ვივახშმოთ,განა ამ სახლს არ თვლი შენს სახლად?თუ უკვე გაიყო შენი და ჩემი ქონება?ღიმილით უთხრა დედას. ---არასოდეს,ეს არასოდეს არ გაიმეორო.შენ ჩემი ერთადერთი ხარ,მაგრამ დღეს რასაც ვხედავ შენს თვალებში,ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის.როგორც იქნა,შენ იმ ტანჯვას დაეხსენი,რაც გტანჯავდა.იმდენად დიდი არის შენი სიყვარული,რომ მე ყველაფერზე თანახმა ვარ.მე ვხედავ შენს თვალებში ორ გულს შეერთებულს და მინდა უფალმა დაგიფაროს,შენმა გულმა შეივსო ის დანაკლისი,რაც აკლდა და რაც ტანჯავდა.ტკივილის ნაცვლად ახლა შენი შინაგანი სიღრმიდან ნაზი და ჰაეროვანი მელოდიის ხმა მესმის.მეც ვიყავი შენი ასაკის და მეც გამომიცდია ეს დროც და ეს ძლიერი გრძნობაც.შენც ამ ძლიერი გრძნობის ნაყოფი ხარ და მეც შენთან ყოფნის დროს,ყოველთვის მგონია სამოთხეში ვარ.მაბედნიერებ შვილო და მინდა,მხოლოდ ბედნიერს გხედავდე.ადგა და გოგონების დახმარებით ვახშამიც მოამზადა.ხრისტომ ტელეფონი აიღო და შეტყობინება გააგზავნა. მეცამეტე თავი. სიყვარულზე საუბარი ყოველთვის ძნელია,იმიტომ რომ ეს ისეთი ხილია,თავად უნდა გქონდეს გასინჯული,რომ ამ გრძნობაზე შეგეძლოს საუბარი.თუ სიყვარულს არ აუტირებიხართ,თუ მასზე ღამეები არ გითევიათ,მაშინ უაზროა იმ ლამაზი ფრაზების თქმაც,რომელსაც გრძნობის გარეშე ამბობს მხოლოდ ბაგე და არა გული.ცდილობ რაღაც თქვა,მაგრამ აშკარად შესამჩნევია,რომ აკლია ცეცხლი ფრაზებს.ახლა კი უფრო დავრწმუნდი თუ რა ფართე მცნებაა სიყვარული და ბედნიერი ვარ,რომ მე ამ გრძნობაზე ასე თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო.დარწმუნებული ვარ დედამიწა არ არის სამოთხე,სამოთხე იქაა სადაც უყვარხარ და სადაც ერთი გული შენთვის ფეთქავს.შენი გულია ჩემი ხატი,რომელიც სამარადისოდ ჩემში იქნება და მიხარია,რომ ორივემ სწორი არჩევანი გავაკეთეთ.შენ ჩემი ყვავილი ხარ,ყვავილი რომელსაც მოსარწყავად წყალი გჭირდება,ეს წყალი ღვთის მადლია,ქოთანი მიწით სავსე კი მე ვარ.უწყლოდ ყვავილი ხმება,სიყვარულით მე მოგცემ საზრდოს,გაიხაროს მისმა ფესვებმა და წყალით კი უფალი გვასაზრდოვებს ორივეს.ბედნიერი გამხადე,მჭირდები,მინდა ჩემს გვერდით იყო,უკვე მომენატრე.გულის ფრიალით წაიკითხა წერილი და ცრემლიც კი მოერია.ხელი ასწია და გაუჭირდა კლავიატურაზე წერა,კანკალით დაწერა პირველი სიტყვა,მაგრამ შემდეგ წერდა თვალდახუჭული და ხკლავიატურას კი მისი ცრემლი ასველებდა. ---ერთი დღეც არ გასულა,სადღაც საათები გავიდა მხოლოდ და გულმა უკვე იგრძნო შენი მონატრება,მეც მჭირდები და უკვე მეც მენატრები.ალბად ისევ ის ტკივილი უნდა გავიარო თავიდან,გპირდები ხრისტო რა დროც არ უნდა გავიდეს,ჩემი გული მხოლოდ შენ დაგელოდება.დრო არ არის ყველაფრის მკურნალი,დრო ნამდვილ და წრფელ სიყვარულს ვერაფერს დააკლებს,ვერ მოერევა და მის დასავიწყებლად ძალა არ ეყოფა,ვერ დაამარცხებს,შენ მართალი ხარ მე ახლა შენს ოთახში ვარ,იმ საწოლში სადაც შენ იწექი და კარებს უცქერ ხშირად,რადგან მგონია რომ შემოაღებ და გამიღიმებ იმ ღიმილით,მე რომ მიყვარს და მაგიჟებს ასე ძალიან.მაგრამ არა,არ ისმის შენი ფეხის ხმა.უკვე მენატრები,შენს მოლოდინში კი ჩამძინებია და შენ არ მოხვედი,მაგრამ შენმა დატოვილმა გულის კულონმა ძალიან დიდი ძალა მომცა და გამაბედნიერა.გელოდები,მე მთელი გულით დაგელოდები.შენს საწოლს ახლა მთვარე ანათებს,ხეებშია გაჩხერილი მაგრამ შუქი მაინც მოდის ჩემამდე,მე ასე ტკბილ-მწარედ ჯერ არ დამძინებია,მაგრამ შენს ბალიშზე შემორჩენილმა შენმა სურნელმა გამაბრუა და მასთან ახლოს დამიტოვა. ---ახლა რომ შემეძლოს შენს გვერდით მოსვლა,გულში ჩაგიკრავდი და ჩემს გულზე მიკრულს დაგაძინებდი,დილით ადრე კი შენი სუნით გაბრუებული თვალებზე კოცნით გაგაღვიძებდი,მთელი ღამით კი კოცნის ზღვაში გამოგზაურებდი,მხოლოდ ალერსში გაგაბრუებდი ბედნიერებით სავსეს,მხოლოდ ეს შენი სურვილიც იყოს.მე ღმერთს სიყვარული ვთხოვე მუხლზე დამდგარმა ტაძარში და მან კი შენი თავი გამომიგზავნა.მადლობა, შენი არსებობისთვის ელი. ---ამბობენ ერთი წუთია საკმარისი განსაკუთრებული ადამიანის შესამჩნევად.მეორე ერთი საათი,მის დასაფასებლად,მთელი ცხოვრება კი მის დასავიწყებლად.ხედავ რა მიყავი?ვეღარ გელევი,ვეღარ გიმეტებ და ვინ იცის ხვალ,ზეგ რა მოხდება.მე ჩემს თავთან ერთად ვარ ბედნიერი,რომ შენ გიპოვნე. ---ყველაზე მეტად ეს მახარებს,რომ შენ საკუთარი თავი იპოვნე,ესაა ბედნიერება როცა იცი რა გინდა,ვინ გინდა და რატომ გინდა.კიდევ გაქვს დრო წინ,რომ შენს ფიქრებზე მყარად დადგე და უფრო კარგად გაანალიზო შენს გარშემო შექმნილი სიტუაცია.მე მადლობას გიხდი,რომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ცხოვრება შეცვალე.ყველაფერი გამოგვივა,და ყველაფერი კარგად იქნება.ჩემთვის შენი,ჩვენი ბედნიერებაა ცხოვრების მიზანი.ჩემი სულის ნაწილი ხარ ელი და ჩემი გულის ფეთქვა.მინდა ჩემს გვერდით,შენს თვალებში მხოლოდ სიხარულის და სიყვარულის ცრემლმა იბრწყინოს და იწვიმოს.ჩემმა გულმა მხოლოდ შენ მიგიღო და მხოლოდ შენ შეგიყვარა,მე მხოლოდ შენ მინდებხარ და მინდა მხოლოდ შენ იყო,მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს გვერდით. ---დრო თითებს შორის გამეფანტა და ახლა მივხვდი,რამდენი რამე შეიცვალა შენთან მოსვლამდე ჩემში.გეძებდი,მე სიყვარული ერთხელ თავად მივატოვე,ალბად ჩემი გული შენ გელოდა,მოლოდინის კართან ვდგევარ და მინდა კვლავ შეგხედო,შეგეხო,მინდა გნახო,ვიცი გული დაიღლება მოლოდინში,მაგრამ შენს ლოდინში ცდა ღირს ამად.მე შენს სიმშვიდეს გავუფრთხილდები და ლოდინით კი,უსასრულოდ დაგელოდები.მე სულ მარტოდ-მარტო ვიდექი ჩემი ცხოვრების თავდაღმართში და დავიფიცე წარსულს არ გავიხსენებთქო,მაგრამ ცრემლი მაწვება იმ ტკივილიან დღეებზე,რომელიც შენ დამაძლევინე და ზიზღით შეპყრობილი შურისძიება უკუმაგდებინე.შენმა თბილმა ხელებმა არა მარტო ხსეული,სულიც და გულით გაათბო და მადლობა,მადლობა რომ მძიმე წუთებში ჩემს გვერდით იდექი და ჩემი ხელი,ხელში გეჭირა.მომენატრები,მაგრამ გპირდები მე ყოველ დღე არ მოგასვენებ და შენში ვიხეტიალებ ფიქრებით.ფიქრებით გადაღლილს ჩაეძინა და მთელი ღამე ლამაზი სიზმრებით ტკბებოდა.დილით მშვენიერი დილა გათენდა,თითქოს წინა დღით არაფერი არ მომხდარიყო,ადგა,თავის საძინებელში გავიდა და ვახომაც შეაღო კარები. ---ელისო,მიშო არ არის დღეს და შენ გვჭირდები,ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. ---შაკო?შაკო სადღა წავიდა? ---შაკო ლელისთან გადავიდა და მას ეხმარება,ამიერიდან ერთად იმუშავებენ. ---აააა,მე მეგონა დროებით ეხმარებოდა,მხოლოდ ტენდერისთვის. ---შენ,ეს დღეები ჩვენთან საერთოდ არ ყოფილხარ და დროა უკვე სამსახურს დაუბრუნდე,აზრზე მოხვიდე და შეეგუე რეალობას.დააცხრე აბობოქრებული ფიქრთა ტალთა და თვალების ციმციმი შემდეგსთვის გადადე. ---მამააააა.ისეთი დიდი სიყვარულით თქვა ეს სიყვა,ვახოს ღიმილი,სითბო,სიყვარული,სიხარული ერთად მოეძალა ეს ყველა გრძნობა და ელისოს ღიმილით მიუახლოვდა,გულში ჩაიკრა და უთხრა. ---დღეს ისეთი დღეა,თავისით არაფერი ხდება.ეს ყველაფერი კი უფლის ნებაა შვილო.მოდი,ნუღარ გაიხსენებ რაც იყო ელისო და ბედს მივენდოთ,თვით ბედი გამოგიტანს გადაწყვეტილ განაჩენს,მაგრამ არ შემიძლია არ ვაღიარო,რომ მე ძალიან მომეწონა შენი ექიმი და კარგად დავინახე მის თვალებში შენდამი დიდი გრძნობა.ის მოვა,აუცილებლად მოვა მე მჯერავს სასწაულის,და ეს საწაული აღარ არის,მას შენ დარჩი აქ და შენთვის მოვა. ---რომ არ მოვიდეს,ან რომ ვერ მოვიდეს? ---ექიმი ადამიანია ის ელისო და გამორიცხული არაფერი არის,მაგრამ ის თუ ვერ მოვა,შენ წახვალ იქ.ჯერ კი დროს ნუ გავუსწრებთ,დაველოდოთ მოვლენებს. ---იცი ახლა რა მინდა?მინდა გაწვიმდეს და მისი სითბოთი გალუმპულმა სულმაც იწივლოს ჩემში.აღარაფერმა მავნოს და ყველა წამი ბედნიერებით აივსოს.ბევრი არ მინდა მამიკო,მე მხოლოდ სიყვარული მინდა,რომ მაწვიმდეს. ---ჩემო ტკბილო,ჩემო ერთადერთო ეს დღეც დადგება აუცილებლად და შენთან მხოლოდ ბედნიერება მოვა.მადლობა ღმერთს,რომ იმ ადამიანმა შეგივსო ეს ცარიელი ადგილი სადაც მხოლოდ სიცივე და სინანული იყო.მთელი ორი კვირა მხოლოდ ტელეფონით და სკაიპით ცხოვრობდა,ჭამაც კი არ ახსოვდა,მხოლოდ ყავაზე იყო გადასული.მოენატრა სახლში ჩვეული ხმაური,მოენატრა მიშოს და თინის კინკლაობა,უეცარი ცივი ხმით შეკივლება.ვერ შეეგუა სიჩუმეს და სიწყნარეს.ერთ დღეს ვახო ჩაფიქრებული იჯდა რომ ტელეფონზე მოულოდნელმა ზარმა შეაშინა. ---გისმენთ.ჩვეული სიწყნარით უპასუხა ტელეფონს. ---ძია ვახო როგორ ხართ,ელისო როგორაა, სად არის.რამდენი დავრეკე არ მპასუხობს,ვერ ნახულობს შემოსულ ზარებს?გაბრაზება ეტყობოდა ხმაში მიშოს.ვახოს გაეცინა და უთხრა. ---ძალიან არ მომწონს ეს მიშო.მიეწება ტელეფონს და კომპიუტერს და საათობით საუბრობს,აღარც ჭამა ახსოვს წესიერად.მხოლოდ ყავა,ყავა და ყავა. ---აააა,გასაგებია ყველაფერი.ხვალ მოვდივარ და მივხედავ მე მაგას. ---კარგია რადგან მოდიხარ მიშო.ახალი ტენდერისთვის უნდა მოვემზადოთ,კი მართალია ჯერ დრო წინ არის,მაგრამ უშენოდ ხომ იცი ვერაფერს გავაკეთებტ.ხელის შეშლა კი არ მინდოდა. ---არა,არა თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე არ მოგერიდოს.ხვალ კი მოვდივართ,უფრო სწორად ხვალ დილით გამოვალ სამსახურში. ---კარგი შვილო ეს შენი გადასაწყვეტია და რადგან ასე გადაწყვიტე, გელოდებით.არ უთხრა ელისოს მიშოსთან საუბარი და სიურპრიზისთვის შემოიტოვა.როგორც ეს ორი კვირა,იმ ღამესაც დილამდე ისაუბრა კომპიუტერში და დილით უძილო თვალებით წავიდა კომპანიაში.ანგარიშენს ჩასჩერებოდა,რომ მისი კაბინეტის კარები შემოგლიჯა მიშომ და ელისოს წინ გაბრაზებული სახით დადგა. ---შვედმა მეცნიერმა მისო ბოლო დროინდელი კვლევების შედეგად,მოულოდნელი რამ დაამტკიცა და დაადასტურა,რომ ყავის რეგულარულად მოხმარების გამო,ქალის მკერდი ზომაში იკლებს.დაიხედე აბა შენს თავზე,მე ასეთი პატარა პრიჩიკა მკერდით დაგტოვე?ელისომ ჯერ მკერდზე დაიხედა გაოცებულმა და შემდეგ მის წინ სერიოზულად მდგარ მიშოს შეხედა თვალებდაჭყეტილმა. ---იდიოტო,ვიტამენების დოზა ალბად ზედმეტი მოგივიდა და დაგარტყა ტვინში ხომ?ეს უნდა მითხრა,თუ ორი კვირაა არ დაგირეკია და არ გიკითხია როგორ ვარ და უნდა მომიკითხო. ---მაშინ ასე ვქნათ, შემოსულ ზარებში რამდენ ჩემს უპასუხო ზარს ვნახავ,იმდენს ჩაგარტყამ თავში,გაწყობს? ---არა,ბევრი გამოვა და კოპი დამაჯდება.თქვა სიცილით და შემდეგ ფეხზე წამოდგა.ორივე გადაეხვია ერთმანეთს და მიშომ უთხრა. ---როგორ ხარ.მომენატრე, ნერვების მჭამელო. ---უუუუუუხ,მეც როგორ მომნატრებიხარ ჩემი ნერვების კიბოვ. ---შენ რა,მართლა გამხდარი ხარ თუ მე მეჩვენება.მართლა არაფერს არ ჭამ?შეეკითხა გაკვირვებულმა. ---მარტო, არც ჭამას არააქვს გემო მიშო. ---ხოდა, აწი აღარ იქნები მარტო.წავიდეთ,მშია.იმდენად დიდი იყო სიხარული მიშოს ნახვისას,ორივეს ნერვიული სიცილი აუტყდათ.როგორც იქნა,მის გარშემო დადუმებულმა სამყარომ გაიღვიძა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა.როგორ კარგად იცნობდა მიშო ელისოს და მისი ბედნიერებით,ისიც ბედნიერების ზენიტში იყო. ხარობდა და ხალისობდა მიშოსთან ერთად,მაგრამ თვალებში სევდის სხივები უფრო და უფრო ძლიერდებოდა.მშვენიერი აპრილი დადგა,საუცხოო სურნელით გაბრუებულ სამყაროში ფეხით უყვარდა სეირნობა.დანისლული თვალებით მიაბიჯებს ქუჩაში,რადგან ძალიან ლამაზია თბილისი აპრილიში.ამ თვეში ექიმმა ძალიან მოუკლო საუბარს,დარეკვას,მოწერას და ამიტომ სევდა უფრო და უფრო მოედო მთელ მის სხეულსაც და ხასიათსაც.მიშო და თინი ართობდა და კიდევაც იცინოდა,კიდევაც მუშაობდა,მაგრამ მისი ფიქრები სულ სხვას დასტრიალებდა.მთელი აპრილის თვე ასეთ ტანჯვაში გაატარა და არც მისი დაბადების დღის მოსვლა არ უხაროდა.რამოდენიმე დღეში 28 წლის გახდებოდა,თითქოს რაღაც აკლია მის სულს და ამ რაღაცამ,თუ ამ ვიღაცამ უნდა შეავსოს.ფიქრებით დაღლილი გააქნევს თავს და ასე უხალისოდ და მოწყენილი მიაბიჯებს ფიქრებში და ოცნებებში დაღლილი.სურით შეჰხარის გზაში მიმავალ ხელ-გადახვეულ წყვილებს,რომლებიც ერთმანეთის ბედნიერებით შესცქერიან თვალებში.კომპანიაში მისულს მიშო და შაკო დააცხრა თავზე და ჩვეული ხუმრობით უთხრეს. ---ეეეეეე,ელისაბედ,ბერდები გოგო,არ ავღნიშნოთ? ---არა.თქვა მოწყენილად. ---რატომ არა?ორივემ გაკვირვებულმა იკითხა. ---არ მინდა და იმიტომ. ---შენ თუ დაგეკითხეთ კი.ჩაილაპარაკა მიშომ მაგრამ ელისომ გაიგონა და მკაცრად უთხრა. ---გააკეთეთ რაც გინდათ,დაუძახეთ ვისაც გინდა.მე არ ვიქნები მხოლოდ.მკაცრი და ცივი იყო ელისოს ხმა,რაც არ მოეწონა მიშოს. ---ელო რა ხდება? ---არაფერიც არ ხდება.მხოლოდ შემეშვით და ჩემს ფიქრებთან ერთად,მარტო დამტოვეთ. ---ელო ხომ იცი,ექიმიც ადამიანია.ვინ იცის როგორი გადატვირთული და დაძაბული რეჟიმი აქვს,იქნებ ვერ მოახერხა,აი ნახე აუცილებლად დაგირეკავს.ასე ნელა-ნელა გავიდა დარჩენილი დღეებიც და დადგა 26 აპრილიც.გვიან ღამით,როცა საათის ისრებმა 12-ს მიუახლოვდა ვახო კოვზაძის ბინაზე,კარებზე ზარი იყო და სამზარეულოდან გამოსულმა ელისომ კარები გააღო და გაოცებისაგან ვერ გაეგო რა ხდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.