შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრალდებულო! თავი 17.


19-08-2017, 01:21
ავტორი Supreme
ნანახია 1 354

ცხოვრებისგან უკვე საკმაოდ იმედგაცრუებული და ნათრევი ვარ. ირაკლის სიკვდილი კი ახალი დარტყმა იყო ჩემთვის. ვგრძნობ, როგორ ხვდება ეს ცხოვრება ჩემს ყველაზე მტკივნეულ წერტილებს და შინაგანად მანადგურებს. ალბათ, ბედნიერება რჩეულთა ხვედრია, მე კი, როგორც ჩანს მათ სიაში არ ვარ. უცნაურია ელოდო გამოდარებას მაშინ, როცა ცა მოქუფრულია და ერთი ნათელი წერტილიც კი არ ჩანს...
ირაკლის მკვლელი უცნობია. მიზეზი-ფული. რა ამაზრზენია. ჩვენს ბოლო საუბარს ვიხსენებ და გული მეკუმშება. არც დავემშვიდობე. გამწარებულმა მხოლოდ უხასიათო და უჟმური სიტყვები ვესროლე. ალბათ, იმის იმედი მქონდა, რომ როგორც ადრე, მეორე დღესვე შევურიგდებოდი და ყველაფერი ძველებურად იქნებოდა. ვერ მოვასწარი...
ისევ დამნაშავის გრძნობები იღვიძებს ჩემში. საშინელი სურვილი მკლავს გავქრე ამ სამყაროდან.
არ ვიცი როგორ გავიდა პანაშვიდი, დაკრძალვა. არაფერი მახსოვს. გათიშული ვიყავი და ჩემს მეხსიერებაში მხოლოდ ორი სურათი ტივტივდებოდა ყველაზე ხშირად. იკას გაღიმებული სახე, როცა მეხუტებოდა სიკვდილის დღეს და მეორე, მისი დასახიჩრებული, დანით აკუწული სხეული, რომელიც უსულოდ ეგდო ცივ ასფალტზე და სისხლისგან იცლებოდა.
ხუთი დღის მერე აზრზე მოვედი. ყველაფერი საშინელ სიზმარს ჰგავდა. გავიღვიძე, მაგრამ არაფერი შეცვლილა.
რამდენად აუტანელიც არ უნდა იყოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნება მომიწია.
ჩაფიძის კლინიკის კიბეებზე ვიყავი, როცა საბამ დამირეკა.
-გისმენთ.-ხმაჩახლეჩილმა ვუპასუხე.
-როგორ ბრძანდებით?
-კარგად, გმადლობთ. თავად?
-ასევე. ვიცი, რომ საკმაოდ მძიმე რამ გადაიტანეთ, მაგრამ იმ საქმის მიტოვება არ შეიძლება.
-დიახ, ვიცი.
-მაშინ ვერ წავედით, მაგრამ შეძლებთ ამ დღეებში?
-დიახ, უპირობოდ. არავის შევარჩენ ჩემი ოჯახის კომპანიის ასე დაჩაგვრას, საკუთარ დასაც კი. ერთ კვირაში კომპანიაში ერთ-ერთი განყოფილების უფროსის ადგილს დავიკავებ და ვფიქრობ ჩვენი მიზანიც უფრო მარტივი მისაღწევი გახდება.
-კარგით, მაშინ დეტალებზე მოგვიანებით შეგეხმიანებით.
-კარგით, გმადლობთ.
ყურმილი დავუკიდე და კიბეები ჩქარა ავირბინე. მამაჩემი თავის პალატაში წყნარად იწვა და წიგნს კითხულობდა. ყველაფერი ვუამბე კომპანიასთან დაკავშირებით.
-რას აპირებ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-ფინანსური პოლიცია უკვე ჩავრთე საქმეში, მალე ყველაფერი გამოაშკარავდება.
-არ მეგონა, თუ ამის გამკეთებელი იყო.-სინანულით ჩახარა თავი მამაჩემმა.
-ხანდახან ვისაც ყველაზე მეტად ვენდობით, სწორედ ისინი გვღალატობენ.-იმედგაცრუებულმა გავუღიმე.
ხმა არ ამოუღია. უბრალოდ მძიმედ ამოიხვნეშა და სასაუბრო თემა შეცვალა.
-როდის შეუდგები კომპანიაში მუშაობას?
-ზუსტად ერთ კვირაში.
-ამდენი დრო რა საჭიროა? ხვალვე შეუდექი სამუშაოს.-გაუკვირდა.
-ხვალ სასამართლო მაქვს. ჩემი ბოლო პროცესია, ამიტომ ძალიან გთხოვ, ნუ შემეწინააღმდეგები.
-ეს იყო შენი პირობა?
-კი, მეტი არაფერი.
-აქამდე რატომ არ შემითანხმდი?
-საკმაოდ მძიმე პერიოდი მქონდა.
-ბოდიში, დაუფიქრებლად გითხარი.-გამიღიმა.
უცნაურმა გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში. მამაჩემი ასე თბილად არასდროს მექცეოდა. ალბათ, მართალია, როცა ამბობენ, ყველაფერს თავისი დრო აქვსო.
საავადმყოფოდან მაშინვე ციხეში წავედი და ჩემს ბრალდებულს ბოლოჯერ გავესაუბრე პატიმართა მოსაცდელ ოთახში. ხვალ გადაწყდება, გათავისუფლდება თუ ციხეში დარჩება კიდებ რამდენიმე წლით. როცა ვემშვიდობებოდი, იმედიანი თვალებით შემომხედა და სიცოცხლით სავსემ გამიღიმა.
-გადამარჩინეთ.-მხოლოდ ეს მითხრა.
ციხიდან გამოვედი და ცაში ავიხედე. უცნაურად წყნარია ჩემი ცხოვრება...
სახლამდე მისვლას დიდი ხანი არ დასჭირდა. ჩემს ბინაში არ შევსულვარ, პირდაპირ დანიელისკენ წავიწიე. მალე გამიღო კარი. წელსზევით შიშველი, პირში კბილის ჯაგრისით და მხრებზე გადმოგდებული პირსახოცით შემომეგება.
-რა სექსუალურ ფორმაში ხარ.-ჩამეცინა.
-ეს ყველაფერი მხოლოდ შენთვისაა.-გამიღიმა და მაგრად მომეკრო.
-სულს მიხუთავ.-ვუთხარი ჩუმად და მოხერხებულად გამოვძვერი მისი მკლავებიდან.
ხელებით კედელს მიყრდნობილმა თავი ჩახარა და ჩაეცინა.
-როგორ ჩაიარა დღემ?
-დამღლელად.
-მოკლე და ამომწურავი პასუხია, ზუსტად შენს სტილში.-გამიღიმა.
-ყავას გამიკეთებ?
-უშაქრო ამერიკანო?
-რა თქმა უნდა.-გამეცინა.
-მზად ხარ ხვალისთვის?-მკითხა, თან ელექტრომადუღარა ჩართო.
-მთელი ჩემი საბრძოლო ენერგია მოკრებილი მაქვს.-ვუთხარი დარწმუნებულმა.
-ძალიან მიხარია, რომ ეგეთი შემართებით ხარ.-მზრუნველად გამომხედა.
-ჩემი ბოლო სასამართლო პროცესია. ერთ კვირაში, კომპანიაში ვიწყებ მუშაობას.
-სამართლიდან ბიზნესში.-ჩაეცინა.
-არასდროს მეგონა თუ ეგეთი რაღაც მოხდებოდა.
-ყველაფერია შესაძლებელი.
თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დავუქნიე.
-საავადმყოფოს აშენება მინდა.
-დიდი თანხის ინვესტირება მოგიწევს.
-ვიცი.
-თან კვალიფიცირებული ექიმები დღესდღეობით საკმაოდ ჭირს, ამიტომ ეგ გეგმა დროებით გვერდზე გადადე. იქამდე მაინც, სანამ კომპანიის შიდა კრიზისს არ გაუმკლავდები.
-ეგეც ვიცი.
-მერე მეც დაგეხმარები.-გამიღიმა.
-უკვე სასიამოვნოდ წარმომიდგა ეს მიზანი თვალწინ.
გაეცინა. წამიერად სახე შეეჭმუხნა და თავზე ხელები დაიდო.
-კარგად ხარ?-ვკითხე შეშფოთებულმა.
-კი, უბრალოდ თავი ამტკივდა.-სუსტად გამიღიმა.
-ექიმთან არ წახვალ? ტომოგრაფიას გადაგიღებენ.
-უბრალო თავის ტკივილია, მეტი არაფერი.-ჩაეცინა.-გამაყუჩებელს დავლევ და გადამივლის.
-დარწმუნებული ხარ?
-ყოველ თავის წამოტკიებაზე ექიმთან ვერ ვირბენ.-მითხრა დამამშვიდებელი ტონით.
-კარგი, კარგი.-წავიბუზღუნე.
დანიელის მორთმეული ყავა გემრიელად მოვსვი და უაზროდ მივაშტერდი ერთ წერტილს.
-ამ დღეების განმავლობაში ნორმალურად არც გვილაპარაკია.-ისე ჩუმად მითხრა დანიელმა, თითქოს ჩემი დაფრთხობის ეშინოდა.
-ჰო, ვიცი. უბრალოდ თავი არ მქონდა.
-მესმის. საკმაოდ მძიმე კვირა იყო. კიდევ კარგად ხარ.
-როგორ ვარ, მეც არ ვიცი.
-სახე მოგეღუშა.-გაიცინა.
-კიდე გიკვირს.-სუსტად გავუღიმე.
-იცი ამ დროს რა უნდა ქნა?-ჩემკენ წამოიწია.
-რა?-გაკვირვებულმა შევხედე.
სკამიდან წამომაყენა. ხელები ნაზად გამიშალა და თავის წელზე შემომახვევინა, მერე თვითონაც მომეხვია და მაგრად ჩამეხუტა.
-აი ეს.-მითხრა ჩუმად.
უაზრო სიცილი ამიტყდა და თვალებზე ცრემლები მომადგა. მაგრად ჩავებღაუჭე. არ მინდოდა გაშვება, არც ვაპირებდი. დანიელი ჩემია!
ჩემს ბინაში გვიან ღამით წავედი. ძალიან არ მინდოდა დანიელის დატოვება, მაგრამ გამოძინება მჭირდებოდა. საინტერესოა, ხვალ თაკო როგორ შემხვდება? ალბათ, მთელი ძალით შემომიტევს, მაგრამ არც მე ვაპირებ უკან დახევას.
დილა გათენდა. მაქსიმალურად კლასიკურად ჩავიცვი და სასამართლოსკენ გავემართე.
ჩემი ბრალდებული საკმაოდ პოზიტიურ ხასიათზე დამხვდა.
-როგორ ბრძანდებით?-გამიღიმა.
-უკვე კარგად.-გამეცინა.
-უკვე?-გაიკვირვა.
-როცა ბრალდებული პოზიტიურადაა განწყობილი, ადვოკატსაც ბევრად უმარტივდება საქმე.
-არ მეგონა თუ აქ განწყობას მნიშვნელობა ჰქონდა.
-გამწყობას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა.
-დავიმახსოვრებ.-გამიღიმა და სკამიდან წამოდგა.
დარბაზში შევედით. ნაფიცი მსაჯულებიც შემოიკრიბნენ. პროკურორის მხარეს გავიხედე. თაკო...ისევ ისეთი, მაღალი, გამხდარი, ფერმკთალი და უცნაურად ლამაზი. ადრე სულ მოკლე ვარცხნილობას ატარებდა, ახლა კი ლამის წელამდე აქვს თმა...11 წელი გავიდა ჩვენი მეგობრობის დასასრულიდან. ჩემკენ გამოიხედა. უცნაური მუხტი გავცვალეთ თვალებით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
"-ფრთხილად.-თაკო მიცინის და ხელით მიჭერს რომ სკამიდან არ გადმოვვარდე.
-ესეც ასე.-ბოთლს ვიღებ კარადის თავიდან და ნელა ვინაცვლებ იატაკზე.
-კარგად გადაგიმალავს.-ეშმაკურად იღიმის.
-რომ აღმოეჩინათ, მომკლავდნენ.
-დარწმუნებული ხარ?-შეშფოთებული მიყურებს.
-უბრალოდ ვისკია. თან მაინც არ გავალთ ოთახიდან.
-რომ შემოვიდნენ?
-არ შემოვლენ.-ვეუბნები დარწმუნებული და ბოთლს ვხსნი.
კარზე უეცარი კაკუნი. შეშინებული, გახსნილ ბოთლს უაზროდ ვაგდებ ლოგინის ქვეშ. ოთახში ჩემი ძმა შემოდის.
-რას შვებით, გოგოებო?-გვიღიმის.
რაღაც სუნს იყნოსავს და ეცინება.
-მეც არ ვიფიქრე, ჩემი ვისკი სად გაქრა-მეთქი.-გვიყურებს.
მე და თაკო დამნაშავეებივით ვხრით თავებს.
-ბოდიში.-ერთდროულად ვლუღლუღებთ.
-გადარჩით, რომ მხოლოდ მე ვარ, მაგრამ ვისკის გუბეს გაწმენდა თქვენ მოგიწევთ.-თვალით წაქცეული და ლოგინიდან გამოგორებული ბოთლისკენ მიგვითითა."
ამის გახსენებისას უეცრად გამეღიმა. მაშინ 14 წლის ბავშვები ვიყავით. სასიამოვნო მოგონებაა, რადგან არ გვადარდებდა არაფერი. მიუხედავად ამისა, ახლა ეს სენტიმენტალიზმი უადგილოა.
-აბრძანდით, სასამართლო მობრძანდება.-გამოაცხადა სხდომის მდივანმა.
სასამართლო პროცესი დაიწყო. არ ვიცი, შეიძლება იმის გამო, რომ საკმაოდ ძნელი საქმე იყო ან იმ მიზეზით, რომ ეს ჩემი ადვოკატობის ბოლო იყო, ძალიან დავიღალე და გამოვიფიტე. მთელი სულით და გულით, მთელი ენერგიით გამოვიბრძოლე ჩემი ბრალდებულის თავისუფლება და მისი უდანაშაულობა დავამტკიცე. ნამდვილი მკვლელის პოვნა კი უკვე მე აღარ მევალებოდა.
ალბათ, ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა, როცა შენი ბრალდებული გულწრფელ მადლობას გიხდის შველისთვის. თითქოს თბები შიგნიდან.
-შეიძლება ერთხელ კაფეში დაგპატიჟოთ?-ჩემმა ყოფილმა ბრალდებულმა გამიღიმა.
-მიზანი?-ჩამეცინა.
-ჩემი მადლიერების გამოხატულება.
-მაშინ, დიდი სიამოვნებით.-გავუღიმე.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ. კიბეებისკენ წავედი. ლიფტი ყოველთვის გადატენილია და ჩახუთულობას ვერ ვიტან. რატომღაც, არ გამიკვირდა, თაკო რომ შემხვდა.
-ჩახუთულია.-მითხრა სხვათაშორის და რამდენიმე საფეხური ჩაიარა.
-გეთანხმები.-მეც გავყევი.
-გილოცავ, საქმე მოიგე.-მითხრა ჩემკენ გამოუხედავად.
-ჰო არ გაწყენინე?-ცალყბად გამეღიმა.
-ავიტან. შემდეგში აღარ დაგითმობ.
-შემდეგი აღარ იქნება. ადვოკატობას თავს ვანებებ.
გაკვირვებული თვალებით გამომხედა. აშკარად უკმაყოფილო იყო პასუხით.
-შენი საქმის შენ იცი, თუმცა მგონია რომ არასწორი გადაწყვეტილებაა.
-შენ რატომ გაღელვებს? ისევ ჰო არ გინდა მეგობრობა? ფული არც ახლა მაკლია.-მწარედ წავკბინე.
-არა, მადლობა. უბრალოდ, როცა ადამიანს აქვს ნიჭი და გამოსდის, ამას ყოველთვის ვაღიარებ. ფული არც მე მაკლია.-გამიღიმა და კიბეები ჩქარა ჩაირბინა.
გაშეშებული დავრჩი. რატომღაც ჩემი თავის ზიზღი გამიჩნდა. თითქოს ნამუსმა შემაწუხა. რა უცნაურია.
საათს შევხედე, ჯერ 5 იყო. სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში და საავადმყოფოსკენ დავიძარი. ტელეფონმა დარეკა.
-გისმენთ.-არ მინახავს, ვინ იყო.
-თქვენობით მომმართავ უკვე?-დანიელს გაეცინა.
-ხედავ რა პატივში მყავხარ?-მეც ავყევი.
-როგორც ჩაიარა?
-რა თქმა უნდა, მოვიგე.-გამეღიმა.-რაღაცნაირად გული მწყდება, რომ ჩემი ბოლო საქმე იყო.
-იქნებ კომპანიის პრობლემების მოგვარების შემდეგ ისევ შეძლო დაბრუნება?
-ძალიან გამიხარდება, მაგრამ იქ იმდენი საქმეა, თუ სიკვდილამდე მოვასწარი, გამიხარდება.-ჩამეცინა.
-აბუქებ. ყველაფერი რიგზე იქნება, აი ნახავ.
-ვერასდროს ვიტანდი ამ ფრაზას, მაგრამ შენ როცა მეუბნები, მსიამოვნებს.
-იმიტომ რომ, მე ვარ.-თქვა თავმომწონედ.
-დღეს საღამოს გავიაროთ სადმე?
პასუხი არ გამცა. ტელეფონის დავარდნის ხმა გავიგე.
-დანიელ?
ისევ სიჩუმეა.
-გესმის?-უკვე შევშფოთდი.
-კი, კი. ბოდიში, თავი ამტკივდა უცებ და ვერ გიპასუხე.
-ახლა როგორ ხარ?
-კარგად, არ ინერვიულო. გამაყუჩებელს დავლევ და გამივლის.
-გინდა მოვიდე?
-არა, ჯერ მამასთან წადი. მე კარგად ვარ.
-წამოწექი ცოტა ხანი და დაისვენე. უკვე მეორედ აგტკივდა თავი ასე მაგრად, იქნებ წახვიდე ტომოგრაფიის გადასაღებად?
-ჯერ არ მცალია, როცა შევძლებ, აუცილებლად. გკოცნი და საღამოს გელოდები.
-კარგი.-ყურმილი დავუკიდე.
იმედია სერიოზული არაფერია. საავადმყოფოში მალე მივედი. ექიმს დავუკავშირდი და მამაჩემის სანახავად გავემართე.
-როგორ ხარ?-შევედი გაღიმებული.
-კარგად.-თვითონაც გამიღიმა.-მიხარია რომ მოხვედი. როგორ ჩაიარა პროცესმა?
-მოვიგე.-განათებული სახით შევხედე.-ესეც ჩემი კარიერის ბრწყინვალე დასასრული.
-მიუხედავად იმისა, რომ იღიმი, ალბათ ძალიან გწყდება გული. ადვოკატობას მერეც ჰო შეძლებ?
-ჯერ კომპანიას მივხედოთ და ჩემს მომავალ გეგმებზე პრობლემების მოგვარების შემდეგ ვისაუბროთ.-გავუღიმე.
-მაპატიე.-თავი ჩახარა.
-რაზე მიხდი ბოდიშს?-გავიკვირვე.
-ამდენი წლის განმავლობაში საკმარის სითბოს არასდროს გჩუქნიდი, არასდროს ვყოფილვარ სამაგალითო მამა...
-ყველაფერს აანაზღაურებ, ოღონდ ჯერ გამოჯანმრთელდი.-ხელი დავადე.
-მადლობა.
ალბათ, ესაა ბედნიერება, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება შაქარი ნამდვილად არაა.
პალატიდან გამოვედი. დემეტრეს შევეჩეხე.
-რა კარგია, რომ აქ ხართ.-გამიღიმა.-კაბინეტში გამომყევით, თუ შეიძლება.
უსიტყვოდ დავემორჩილე.
-შუნტირებას გავუკეთებთ. მდგომარეობა კრიტიკული არაა, ამიტომ საშიში არაფერია, თუმცა, როგორც ქირურგს, მევალება გითხრათ, რომ ნებისმიერი ოპერაცია გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, ვერ მოგცემთ 100%-იან გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
-რა თქმა უნდა, ვიცი.-გავუღიმე.-თუმცა, გენდობით. იმედია, შეცდომას არ ვუშვებ.
-ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.
-დიდი მადლობა, ახლა კი, კარგად ბრძანდებოდეთ.
-ნახვამდის.
კაბინეტიდან გავედი. დაღლილი ვიყავი, ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ ამავდროულად თავს მშვიდად ვგრძნობდი.
სახლში მალე მივედი. კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და დანიელთან გავედი.
-როგორ ჩაიარა დღემ?-წელზე შემომხვია ხელები.
-საკმაოდ სასიამოვნოდ.-გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე.
-დაღლილი ხარ?
-სასტიკად.-ჩამეცინა.
-ყავას გაგიკეთებ, წამოწექი ცოტა ხანი.
-სავარძელში მოვკალათდები.
-კარგი.-ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა და ხელები გამიშვა.
სავარძელში მოვიკუნტე და უაზროდ მივაშტერდი დიდ სივრცეს.
რაღაც ხმაურმა გამომაფხიზლა. დანიელისკენ გავიხედე. ჭიქა იატაკზე ეგდო.
-რა გჭირს?-სავარძლიდან წამოვხტი.
-ცხელი იყო და უაზროდ მოვკიდე ხელი. არ ინერვიულო.-გამიღიმა.
-ნამდვილად?-შევეჭვდი.
-ნამდვილად.-მითხრა დარწმუნებულმა.
გავუღიმე და ისევ სავარძელში ჩავჯექი. ერთი წამით გავიხედე მისკენ. მარჯვენა ხელს უყურებდა.
ახალი ყავა გამიკეთა და მალე მომიტანა.
-ბოდიში, დიდხანს გალოდინე.-სუსტად გამიღიმა.
-ნუ მიხდი ბოდიშს, საერთოდ არ ხარ ვალდებული ასე მევლებოდე თავს.
-მე ვთვლი თავს ვალდებულად.
-რატომ ხარ ასეთი?
-იდეალური, არა?-ჩაიცინა.
-ზედმეტად კარგი ხარ ჩემთვის.
-შენი თავის დაფასება ისწავლე.
-ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ ყველაფრის მარტო კეთებას მივეჩვიე.
-ახლა მეც შენთან ვარ, ამიტომ გადაეჩვიე ყველაფრის მარტო კეთებას.-გამიღიმა.
-მგონი მართლა შემიყვარდი.-ჩამეცინა.
-ამას მხოლოდ ახლა მიხვდი?-თმა ყურსუკან გადამიწია.
ვიგრძენი როგორ ავხურდი.
-გიხდება წითელი ლოყები.
-მაკომპლექსებ.-თავი ჩავხარე.
ჩემკენ წამოიწია და შუბლზე მაკოცა. კისერზე მოვეხვიე.
-მეძინება.-წავიბურტყუნე.
-ჯერ ადრეა.-გამიღიმა.
-მერე რა.-უფრო მაგრად მივეხუტე.
ხელში ამიყვანა და საძინებლისკენ დაიძრა. ლოგინზე ნაზად დამაწვინა და თვითონაც მომეხუტა.
-დაიძინე.-კისერში მაკოცა.
თმაზე მეფერებოდა. მალე თვალები მიმელულა და გავითიშე.
***
დანიელი ფრთხილად გამოძვრა საძინებლიდან და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. თავის საშინელმა ტკივილმა გული შეუკუმშა. წონასწორობა ვეღარ შეინარჩუნა და იქვე სავარძელში მძიმედ ჩაესვენა.


ვიცი, რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლო თავი დავდე. არ ვიცოდი როგორ დამეწერა ან რა, არც მუზა მქონდა. ახლა კი, როცა მივხვდი რომ ზაფხულია და მეც უკვე ფაქტობრივად სტუდენტი, მშვიდად ჩავუჯექი მიტოვებულ მოთხრობას. იმედია დარჩით მკითხველები. ძალიან გამიხარდება, თუ ისევ მეყოლებით ერთგულები. მადლობა და ბოდიში. თქვენი სუპრემე <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ამას ვის ვხედავვვვ

 


№2  offline წევრი Supreme

nawkas12345
ამას ვის ვხედავვვვ

დიახ, დიახ :დ დავბრუნდი :დ <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Supreme
nawkas12345
ამას ვის ვხედავვვვ

დიახ, დიახ :დ დავბრუნდი :დ <3

შენთვისვეა უკეთესი რო მართლა დაბრუნდეე:დდ
თორე იცოდე აღარ გავეკარები ამ ისტორიას . :დდდ
დანიელიც კი ვერ გიშველის:დდდდ

 


№4  offline წევრი Supreme

nawkas12345
Supreme
nawkas12345
ამას ვის ვხედავვვვ

დიახ, დიახ :დ დავბრუნდი :დ <3

შენთვისვეა უკეთესი რო მართლა დაბრუნდეე:დდ
თორე იცოდე აღარ გავეკარები ამ ისტორიას . :დდდ
დანიელიც კი ვერ გიშველის:დდდდ

ეჰ, არადა დანიელის იმედზე ვიყავი:დ მუზებს რა ვუთხრა, თორემ წერა ძალიან მიყვარს:დ <3

 


№5  offline წევრი Indigo

რო შევხედე, სახელი აშკარად მეცნო და ვერ ვიხსენებდი საიდან joy joy joy
სანამ ნიკს არ დავხედე ვერ მივხვდი joy

პ.ს. დანიელს რამე არ დამართო თორე მოგკლავ smiling_imp smiling_imp smiling_imp
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline წევრი Supreme

Indigo
რო შევხედე, სახელი აშკარად მეცნო და ვერ ვიხსენებდი საიდან joy joy joy
სანამ ნიკს არ დავხედე ვერ მივხვდი joy

პ.ს. დანიელს რამე არ დამართო თორე მოგკლავ smiling_imp smiling_imp smiling_imp

დღეს მუქარების დღეა :დდ

 


№7  offline წევრი მეი ლუ

არ ვიცი რას გიზაააააამ დადე თორე

 


№8  offline წევრი Supreme

მეი ლუ
არ ვიცი რას გიზაააააამ დადე თორე

არადა დავბრუნდი :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent