შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აქ სიტყვები ზედმეტია (მეცხრე თავი)


19-08-2017, 15:48
ავტორი meilin
ნანახია 1 782

დილიდან მოყოლებული ჩემი მობილური წამში 9ჯერ რეკავდა. ხან რა პრობლემა იქმნებოდა ხან რა, იქ მძღოლს ინსულტი მოუვიდა, იქ თაღი ჩამოინგრა, დაკიდებისას ჭაღი ჩამოუვარდათ და ვიღაცას მის ქვეშ ფეხი მოყვა, ამას ისიც დაემატა, რომ მენიუში ზღვის პროდუქტების შეტანა დაავიწყდათ. ლამის იყო ჭკუიდან ავწეულიყავი.
- ხო გიორგი
- მია, შენ რო დეკორაციებისთვის ყურები თუ რაღაც რო შეუკვეთე
- სამყურა, მერე ?
- ხო ეგ, ერთ-ერთს ოთხი ყური აქვს და მოვაწყვიტო თუ ეგრე დავტოვო? ჰარმონიას არ დაარღვევს ? ეგ სიტყვა მათემ მასწავლა. თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე.
- მოაწყვიტე გიორგი.
- კარგი, წავედი. მობილური გავთიშე, დავხედე და წამის მეასედში კედელს შემოვალეწე. ხმაურზე მარიამი გამოვიდა.
- რა ხდება ? მშვიდად წრუპავდა კოკა-კოლას.
- გიორგიმ დამირეკა სამყურას ოთხი ყური აქვსო და მოვაწყვიტოვო ? სიმწრის ღიმილით გავხედე.
- ხოდა დარწმუნებული ვარ ეგ ერთადერთი მიზეზია. გავიგე ჭაღზეც რო ლაპარაკობდი, მე გითხარი არ დაკიდომეთქი, ან მაშინ უნდა დაგეკიდათ ქვეშ ნუცა რო გაივლიდა. კმაყოფილი ღიმილით მოიკალათა და ფეხი ფეხზე გადაიდო. ამ დროს კარზე ალექსანდრემ დააკაკუნა. კარი გავაღე.
- გამარჯობა.
- გაგიმარჯოს, გისმენ რა გინდოდა.
- ჯერ შემოდი. ხმის ამოუღებლად შემოვიდა.
- რამდენიმე რაღაც მაინტერესებს.
- შესავლის გარეშე არ შეგიძლია ?
- მოსმენის კულტურის შესახებ გსმენია ? უპასუხა მარიამმა.
- და შენ არაფერი იცი იმის შესახებ, რომ ორი ადამიანის საუბარში არ უნდა ჩაერიო ?
- ორი ადამიანისაში კი, მაგრამ როცა მომთვინიერებელი ცხოველს წვრთნის და ეს ცხოველი თავს ესხმის, სანიტრები მოდიან და ხელკეტით ცემენ. მე კომბალი მაქვს, დამიჯერე უფრო ეფექტურია, თუმცა არ მიცნობ, სიტყვაზე რატო უნდა მენდო, ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავტესტოთ. ნიშნის მოგებით გახედა.
- აქ სისინის მოსასმენად არ მოვსულვარ, გისმენ.
- მაინტერესებს რომელი მანქანა მოვაყვანინო და რა ადგილები გირჩევნია სურათების გადასაღებად.
- კატაფალკა და ჯოჯოხეთი, მიპასუხა მარიამმა. სიცილი ვერ შევიკავე, რომელიც მალე ხარხარში გადამივიდა.
- შავი ლიმუზინი და მნიშვნელობა არ აქვს.
- „მალჩიშნიკი“ ისე დაგეგმე რო მეორე დღეს თვალებზე შავი ჩაღმავებები არ გქონდეს და არ დააგვიანო.
- მაგას უპეები ქვია, და მე მაგითაც სიმპათიური ვარ.
- მია, ცაში აიხედე, ალექსანდრეს ეგოს ბოლოს ხედავ ? ხოო, ვერც მე. მარიამს სიცილით გავხედე. ალექსანდრემ ამოიოხრა და თვალები გადააბრიალა.
- ვსო თავისუფალი ხარ.
- მე ისედაც თავისუფალი ვარ.
- დღეს კი, თან წარბაწევით შეხედა.
- არ დავიწყებ შენთვის რაიმეს ახსნას, არ მაინტერესებს ჩემზე რას იფიქრებ.
- შენზე საერთოდ არ ვფიქრობ, ეს უბრალოდ იმპროვიზაციაა.
- რაც გინდა ის დაუძახე უპასუხა ალექსანდრემ და ნელი ნაბიჯებით დატოვა სახლი.
- ამ ბოლო დროს უჟმურ ხასიათზეა, უფრო სწორად შენი ჩამოსვლის შემდეგ უფრო.
- შენ რო ნუცა მოგყავდეს ცოლად უკეთეს ხასიათზე იქნებოდი ? მე აქ არაფერ შუაში ვარ. გადაიხარხარა მულტფილმის ბოროტი პერსონაჟივით.
- მარიამ, შენ ნუცას არ იცნობ, უყვარს და ვერ ვამტყუნებ. მესმის რო ისე არ იქცევა როგორც მეგობარი უდნა იქცეოდეს, მაგრამ ისიც მესმის რა არის სიყვარული, რომელიც ყველა ადამიანზე ინდივიდუალურად მოქმედებს.
- მე არ ვამტყუნებ იმაში რო უყვარს, შეიძლება გრძნობები ვერ აკონტროლო მაგრამ საქციელის გაკონტროლება შეიძლება, და ნუ ამართლებ. მიუხედავად იმისა, რომ გიცავ, შენც არანაკლებ დამნაშავე ხარ. ასე რომ ნუცას გამართლებას გირჩევნია შენი დანაშაული გამოისყიდო. გამომივიდა დედა ტერეზა. დარწმუნებული ვარ დიდი სიამოვნებით მოგუდავდი თავისივე ფატით.
- ყველა შენნაირი ნუ გგონია, არავის მოგუდვას არ ვაპირებ, და მე რა შუაში ვარ.
- არა მე არ ვარ შენნაირი, მე პირდაპირ ვეტაკებოდი, და არ დავიწყებდი უკნიდან მოგუდვას. ძალიან კარგად იცი რაზეც გელაპარაკები. არგინდა ჩემთან გულუბრყვილოს როლის თამაში, ორივემ ვიცით, რომ ეგეთი არ ხარ.
- და უკნიდან მოგუდვის წინააღმდეგი რატომ ხარ, ენერგიას მაინც დაზოგავ. გვიპასუხა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარმა დემეტრემ, რომელიც არც კი ვიცი როდის და რანაირად შემოპარულიყო სახლში ისე, რომ ვერც ერთმა ვერ შევამჩნიეთ, ყავაც კი გაეკეთებინა და კმაყოფილი წრუპავდა.
- უკნიდან შესაძლოა ბევრი რაღაცის წინააღმდეგი არ ვიყო, მაგრამ თავდასხმის შემთხვევაში პირდაპირობას ვამჯობინებ. პლიუს ამას არ მითქვამს რომ წინააღმდეგი ვარ, უბრალოდ აღვნიშნე, რომ მე და მიას განსხვავებული სტილი გვაქვს.
- უკნიდან რო რაღაც-რაღაცეების წინააღმდეგი არ იქნები ეგ შევამჩნიე, ბოლობოლო მშვილდოსანი ხარ, სხვანაირად არც შეიძლება.
- ხო მაგალითად ზურგის ქარის წინააღმდეგი არ ვარ, ნიშნის მოგებით გაუღიმა მარიამმა.
- ხო რა თქმა უნდა, მეც ეგ ვიგულისხმე, წარმოვიდგინე როგორ დაჭენაობს ცხენი და როგორ ლამაზად უფრიალებს ფაფარი, ანალოგიური სახით გახედა დემეტრემ.
- სამწუხაროა, რომ წყლიდან მაგას ვერ დაინახავ.
- სამწუხაროა რო არც შენ არ ხარ ცხენი, თუმცა ფაფარის უკნიდან დანახვაზე რა მოგახსენო, ეჭვი მეპარება ეგ არ გამომივიდეს. რაფიდან ჩამოხტა და მილიმეტრებში გაუარა მარიამს, თან თვალი ჩაუკრა და სამზარეულოში შევიდა.
- არ მიაქციო ყურადღება, მარიამს გავხედე.
- როგორც ჩანს, თევზებსაც შეუძლიათ რაღაც-რაღაცეების ყალყზე წამოყენება.
- ფაფარს ხო არ გულისხმობ შემთხვევით ? ორაზროვნად გამოსძახა აწითლებულ მარიამს.
- შენ გირჩევნია ყავა არ გაგიცივდეს.
- ჩემი ყავაც და შენი ფაფარიც, ორივე მხურვალე მდგომარეობაშია.
- არ მაქვს ფაფარი !
- აბა თავზე რო გაქვს ეგ რაარის.
- მაგას თმა ქვია, დარწმუნებული ვარ არც შენ გაბია მხრებზე ფარფლები.
- გააჩნია ფარფლებში რას გულისხმობ, ან ფაფარში რას ვგულისხმობ.
- გადაგცდებოდეს ერთი ეგ ყავა, მეც დავისვენებდი და შენც.
- ჯერ არაფერი დამიწყია და რამ დაგღალა. ვუსმენდი მათ დიალოგს და სიცილისგან ცრემლები მომდიოდა. მარიამი ასეთი აღელვებული ჯერ არ მენახა, დემეტრესგან კი მსგავს ორაზროვან, ქვეტექსტურ და ნერვებისმომშლელ ლაპარაკს უკვე შეჩვეული ვიყავი.
- შენ რაღა გაცინებს, მოაგვარე უკვე სამყურას პრობლემები ? გამომხედა უკმაყოფილომ.
- აქ მალე ძალიან ჩამოცხება და მე გავალ, აბა თქვენ იცით, ხელი დაგვიქნია და სახლიდან გავიდა.
- კარგი დაწყნარდი, დემეტრეა რა, ეგეთია.
- არ ვიცი მე დემეტრეა თუ ბიძინა ჩოლოყაშვილი, საერთოდ რანაირად აღმოჩნდა აქ, და რა წესია სხვისი საუბრის მოსმენა. საქმე არა აქვს? რას დაეხეტება აქეთ-იქით, ან მოსვლა რა იყო ან წასვლა. ან რას განვიხილავთ ცხენის ანატომიას.
წარბაწეული ვუყურებდი მისი აგრესიის ამოხეთქვას, რომელიც არ იყო უბრალო აგრესია.
- თევზებია მარიამ, რა გიკვირს, და ხო, მაგასთან ცოტა ფრთხილად, საკმაოდ რთულია.
- ქალწულებისთვის გამიძლია და თევზი რაარი. ან რატო უნდა ვიყო ფრთხილად არც მაქვს ურთიერთობა.
- დამიჯერე ქალწული მონაგონია, მათეს სისხლს უშრობს როცა მოუნდება, და ურთიერთობა დამიჯერე შენზე არაა დამოკიდებული.
- მოდი ორივე შევთანხმდეთ, რომ მათეს სისხლი არ აქვს, ეგ უბრალოდ ცვილის ფიგურაა და ყველაფერი რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება ჩემზეა დამოკიდებული.
- მაშინ მიხარია, რომ დემეტრე გაიცანი, დამიჯერე ახლებურად დაგანახებს სამყაროს, ბოროტულად გამეღიმა.
- მირჩევნია თვალები დავითხარო, ვიდრე დემეტრეს დასანახებელი გამიხდეს სამყარო.
- მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
- მაშინ მოვლენებს უთხარი ცოტა სწრაფად იარონ.და სხვათა შორის ტელეფონი გაქვს საყიდელი. შენი აზრით, მტრედით უნდა დაგიკავშირდნენხოლმე ?
- უი ტელეფონი.. არ მაქვს საყიდელი, დედაჩემის გამოგზავნილი მიდევს კარადაში.
- და ნომერი ? ეგეც კარადაში გიდევს ?
- ჩავალ და აღვადგენ .
- ნუცაც წაიყოლე, იქნებ ტვინის უჯრედებიც აღუდგინონ თუ შესაძლებელია.
- მარიაამ !! სიცილით გავიდა სააბაზანოში.
ნომერი აღვადგინე, ჩემი საქმეები მოვაგვარე და საღამოს ბარში შევიკრიბეთ.
- რაო ჩაცხრა ფაფარი ? სარკასტული სახით გახედა დემეტრემ მარიამს.
- რაც არ აღშფოთებულა იმას ჩაცხრობა არ ჭირდება.
- ეჭვი მეპარება, რაღაც სისველე ვიგრძნენი.
- მემეგონა უკვე გამოხვედი ბავშვობის ასაკიდან როცა იფსამენ.
- ხო მე ბავშვობის ასაკში ვარ ჩარჩენილი შენ კიდე გარდატეხის, ეს იცი რა ასაკია ? ჰორმონების მოჭარბებულ რაოდენობას რომ განიცდიან.
- რასაც არ უნდა განიცდიდნენ, მაინც შენზე ჩამოყალიბებული გამოვდივარ.
- იმას თუ გავითვალისწინებთ, როგორ მდგომარეობაშიც დღეს გნახე, ინსტიქტებს დამონებულს უფრო გავხარ. რამდენი ხანი ბრდღვინავდი ჩემი წასვლის შემდეგ ?
- ჩასველებულ მდგომარეობაში მაინც არ გინახივარ.
- მაგ მდგომარეობაში მიდგახარ ახლა წინ, წარბაწევით ახედ - დახედა და ენა ოდნავ გამოყო. - შევამოწმებ.. დინჯად წამოდგა და ელვის სისწრაფით შეუცურა ხელი კაბის ქვეშ. - აჰაა.. ხო ვამბობდი, თან ჩაიხითხითა. აღშფოთებულმა მარიამმა სილა გააწნა, რამაც დემეტრეს ხარხარი გამოიწვია.
- რას წამომიფრინდი მამაკაცის სასქესო ორგანოსავით ?! დემეტრე მარიამს ნელ-ნელა უახლოვდებოდა..
- არ ვიცი რას ეძახი მამაკაცის სასქესო ორგანოს „წამოფრენას“, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ სკამიდან ნელა ავდექი, მაგრამ შემიძლია ქველმოქმედება გავიღო და მაგის დემონსტრაცია მოგიწყო. ელვის სისწრაფით ააყუდა პომიდორივით გაწითლებული მარიამი კედელზე და ისე მიეკრო, მისგან თავის დაღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
- რაჭველი მამაკაცის იყოს, თუ არ გამეცლები შენს კვერცხებს ვიმსხვერპლებ და ვეღარასდროს ვერავისთან მოახდენ მაგის დემონსტრაციას. დემეტრე ზემოდან ირონიული სახით დასცქეროდა.
- ვატყობ ფეხებს კარგად ამოძრავებ. მანახე რა შეგიძლია.
- გაათრიეთ ეს მასხარა აქედან.
- გაგაცლიდი რომ ვხედავდე, რომ არ გსიამოვნებს. უპასუხა ალექსანდრემ.
- შენდამდეც მოვალ.
- ჯერ თავი დამაღწიე და მისვლაზე მერე იფიქრე, უფრო ახლოდან დახედა დემეტრემ, მათ სახეებს შორის მანძილი მილიმეტრებს ითვლიდა.
- მია ბოთლი მომაწოდე. დემეტრემ ცინიკურად ჩაიცინა, ისევე სწრაფად გამოიწია როგორც მიუახლოვდა და თავისი ადგილი დაიკავა. მარიამი ხვნეშით მომიჯდა გვერდით. ზეკმაყოფილმა გავხედე.
- მიყვარს ეს ბიჭი და რა ვქნა.
- გინდა მეც იგივე გითხრახოლმე ? უკმაყოფილო სახით გამომხედა მარიამმა.
- არ არის საჭირო, იგრძნობა..
- მართალია, მე დაცვას არ ვსაჭიროებ.
- აჰაამ... ღიმილით გავხედე.
ამ დროს ვიგრძენი, რომ ვიღაცის ფეხი ჩემს ფეხებს შორის ამოცურდა, გაოცებულმა გავხედე ჩემ წინ მჯდომ ალექსანდრეს, რომელიც აშკარად სხვა რაღაცით იყო გართული და დავინახე გიორგის გაბადრული, „ეშმაკური“ სახე, და ანთებული თვალები, რომლითაც ჩემ გვერდით მჯდომ მათეს შესცქეროდა. მომენტალურად ჩაბჟირებამდე სიცილი ამიტყდა და გიოს გავხედე.
- გიო, მისამართი შეგეშალა.
- აა უი, მათესთვის მინდოდა გეფიცები, კიარადა, მეფსია.. სწრაფად წამოხტა და ტუალეტისკენ გაიქცა. მისმა უნიჭო თავის მართლებამ ჯგუფური ხარხარი გამოწვია, ყველა იცინოდა, გარდა მათესი, რომლის ზოგადად მკვდარ თვალებში მრისხანება იგრძნობოდა. მათეს გავხედე.
- გეხვეწები არ ეჩხუბო, ნახე რა საყვარელია. მკაცრად შემომხედა.
- კარგი რა მათე, ისედაც ყველამ ვიცით. მაგაზე ისეთი სახე მიიღო, გიორგის ალბათ მეც ზედ მიმაყოლებდა.
- კარგი ხო დამშვიდდი, პირველი შემთხვევა კიარარი მისამართი რო ეშლება, უბრალოდ ჩვენ არ ვიმჩნევდით. უპასუხა ალექსანდრემ.
- შენც მშვენივრად იცი, რომ ყველამ ვიცით, აყვა დემეტრე, - როდის აქეთ აღარ უყურებ თვალებში სიმართლეს ? მგონი ფორმას კარგავ, ნუ ისედაც ვიცოდი, რომ ძლიერი გავლენა მაქვს, მათეს შეხედა, - დაჟე ისეთი, რომელიც კლდეებს ამსხვრევს და ახედ-დახედა.
- როგორც ჩანს ალექსანდრესთან დიდ დროს ატარებ. ცოტა შეამცირე ეს ბარი, ორ დიდ ეგოს ვერ დაიტევს. სიცილით შეხედა მარიამმა დემეტრეს.
- ალექსანდრე აქ არაფერ შუაშია, მგონი მიაში გეშლები.
- ორი წუთით დააცადეთ და ყველას გადაწვდება.
- ხოო ისე, ყველაზე გამახსენდა, ნუცა.. ნუცასკენ მიბრუნდა.. - ასე თუ ისე ყველაზე ვფლობთ მცირეოდენ ინფორმაციას, აი შენს თვითშეფასებაზე არაფერი ვიცით, იქნებ იმიტომ რომ საერთოდ არ გაგაჩნია ? ალექსანდრემ დემეტრეს მკაცრად შეხედა. დემემ კი გადაუჩურჩულა.
- გეფიცები ოსკარი გეკუთვნის.
- თავი შეიკავე..
- მგონი მარიამი მართალია, ზედმეტად დიდ დროს ვატარებ შენთან. თავშეკავებულობას ვგულისხმობ, თან წამით მე გადმომხედა.
- მე ყოველთვის მართალი ვარ. ამ დროს ალექსანდრე წამოდგა, ნუცა წამოაყენა და გარეთ გაიყვანა.
- ოჰოო ვიღაცას რაღაც გულზე მოხვდა. დემეტრემ მარიამს გახედა. - მგონი შენი ისარი იყო.
- სამწუხაროა, სხვა გულს ვუმიზნებდი. კმაყოფილმა უპასუხა.
- სამწუხაროა. მაინტერესებს როგორ იმოქმედებდა შენი შხამი ჩემზე. იმას თუ გავითცალისწინებთ, რომ სხვადასხვა ნივთიერებას ჩემი ორგანიზმი კარგად იტანს, ვფიქრობ, რომ ეგეც წამალივით მომედებოდა.
- მორიელებში გეშლები, მე არავის ვგესლავ.
- მაგრამ მაინც მწარე ხარ.
- მაგას კომპლიმენტად მივიღებ.
- ეს არ იყო კომპლიმენტი. წიწაკა ყველაზე მწარეა, თუმცა გლუკოზის ყველაზე დიდი შემცველობა აქვს, ასე რომ როგორც გინდა ისე მიიღე. წარბი აუწია და სასმელი მოწრუპა.
- ის რო გლუკოზის ყველაზე დიდი შემცველობა აქვს ვერ ეწინააღმდეგება იმ ფაქტს რომ მწარეა. პლიუს ამას, წიწაკა არ არის ყველაზე მწარე. ლავა გასინჯე, მაგას გლუკოზა არ აქვს.
- ლავას აუცილებლად გავსინჯავ, წიწაკასთან ერთად. ორი ერთში ხარ. წარბები აუთამაშა. მარიამს კმაყოფილებისგან გაეცინა, ეტყობოდა, რომ ერთი სული ჰქონდა გაეგო, როგორ გასინჯავდა დემეტრე. ესეც ასე.. დღეს ფაქტობრივად ორი ახალი წყვილი შედგა. მათე და გიორგი და დემეტრე და მარიამი.



№1 სტუმარი Teo

gmertma icis am nucaze rogor vichrebi..aleqsandres sazizgari iumori chemshigadis da ver vamtkuneb (ertis mxriv..ragacis damalvas ro vcdilob mec mag taqtikas mivmartav).ubralod armesmis ratoa nucastan roca mias utxra miyvarxaro..amas albat shendegshi gavigebt.mosazrebas,rom nuca sashineli megobaria vetanxmebi.masets ori wutit argavucherbdi gverdit racarunda trusikis megobari iyos. Veli shemdeg tavs daimedia male dadeb.es nuca da aleqsi ardaaqorwino tore movkvdebi :d

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვგიჟდები ამ ისტორიაზე. როგორ ველი ხოლმე ახალ თავს

 


№3 სტუმარი Guest bubu

nuca da aleqsi ar minda ertad, aleqsi saertod gulis amrevia nucas xom ver vitan

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

უკვე ცუდადვარ წარამარა შემოწმებით. აღარ აგრძელებ ისტორიას? იქნებ როგორმე მოახერხო და გააგრძელო? ყველასგან განსხვავევული და გამორჩეული ისტორიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent