სიყვარულისა და შემთხვევითობის თამაში. (3)
ჩემს M5 E60 -ს სიამაყით მოვუძებნე ადგილი ვაჩეს კორპუსის წინ და მოულოდენლად თავში ერთმა გიჟურმა იდეამ „გამიელვა“ და რადგანაც თავისუფალი ადგილი მისი განხორციელების შესაძლებლობას მაძლევდა - მუსიკას მოვუმატე და კორპუსის წინ დრიფტი მოვინდომე, შემდეგ კი ხმოვან სინგალსაც მივხედე და რამდენიმე წუთი ხელი არ ამიშვია მისთვის - მაშინვე გაისმა შეძახილები, იყო კმაფყოფილი და რაღა თქმა უნდა უკმაყოფილო „სასტავიც“, მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი ვაჩეს გაღიზიანება იყო, რომელიც „კატასტროფულად“ ვერ იტანდა იმ „ტიპებს“ მამიკოს ნაყიდი მანქანებით, რომ „ბლატაობდნენ“ კორპუსის წინ და თავად არაფერს წარმოადგედნენ - რამდენიმე წუთიც და ჩვენი მშვენიერი ვაჩეც გამოჩნდა, შემდეგ კი მეც არ დავაყოვნე და მისი გამწარებული გინების აცილების მიზნით, შორიდანვე ერთი საყვარლად „დავიღრიალე“ - რაო ძმაკაც სულ გა******* ხო?! არ გინდა გაგატარებინო? - ანდრია?! ( ვაჩე ) - იძახე ახლა ანდრია ანდრია, მოუახლოვდი მამიკოს. სიამაყით ჩამოვჯექი ჩემი მანქანის ძარაზე და წარბები მხიარულად ავათამაშე. - ვისიატო? ამჯერად ვის „აახიე“ ეს სილამაზე? ( ვაჩე ) - ჩემია ძმაკაც, ჩემი. - აჰაჰა კი შენია შენი, მეც ვოცნებობ ხოლმე ზოგჯერ ძილის წინ, არაუშავრს. ( ვაჩე ) - ე ბიჭო მართლა რას ****** თავს, სერიზულს „ვბაზრობ“, ეს მშვენიერი „ძეტკა“ ჩემი დაბადების დღის საჩუქარია. - დათოსგან? ( ვაჩე ) - აუაუ რა დათოტო. - აბა შენ BMW-ს სხვა რომელი ნორმალური გაჩუქებდა?! ( ვაჩე ) - ლიკუშა! - ვინ? ( ვაჩე ) ვაჩეს რეაქციაზე მაგარი გამეცინა და ისევ კმაყოფილმა გავაგრძელე მის სიტყვებზე თამაში. - კი, კი არ მოგესმა, სწორად გაიგე. - ეგ ის „ნაშა“ არ არის, რომ ამბობდ ( ვაჩე ) - კარგი რა ქალივით „ბაზრობ“? მიდი მიდი ჩაჯექი და დანარჩენს გზაში მოგიყვები. კმაყოფული ჩავჯექი ჩემს მანქანაში და მუსიკას მოვუმატე. საბოლოოდ ვაჩე საქმის ვითარებაში სრულებით გავარკვიე და მალე ჩემი ტელეფონის ხმაც გაისმა. - ანდრია, სად ხარ? ( ნინო ) თუ არ გახსოვთ შეგახსენებთ, რომ ნინო დედაჩემია. - რამე მოხდა? - აუცილებელია რამე მოხდეს, რომ შვილი ვნახო? საერთოდაც სახლში მოსვლას არ აპირებ? ( ნინო ) - საღამოს გნახავ, გაკოცე „მამაჩკა“ ტელეფონი გავთიშე და ინტერესით სავსე მზერა ვაჩეს მივაპყარი, რომელიც „სასწაულად“ იყო ფიქრებში ჩაძირული და ჩემი არ ესმოდა, იქამდე სანამ ერთი მაგარი არ „წამოვარტყი“. - ე ბიჭო შენ ხომ არ *******. ( ვაჩე ) - ******* კი არა, რა დაგემართა? - ხვალ სკოლაში წავიდეთრა, რამდენი ხანია არ ვყოფილვართ. ( ვაჩე ) - აჰაჰა რა? რა სკოლაში წავიდეთ ბიჭო? - მიხვდი ახლა! ( ვაჩე ) - ვიღაცას ვიღაც ენატრებაო! - აუკი ბიჭო სეროზულად მაქვს დარ*****. ( ვაჩე) - აჰაჰა როგორციქნა მიხვდა. - მიდი რა! ( ვაჩე ) - კარგი ხო, წავიდეთ. - შენ ბოლოს როდის ნახე ანამარია? ( ვაჩე ) - ორი დღის წინ, კლუბში. - რა? ( ვაჩე ) - აჰაჰა კარგი ვხუმრობ, მაგ გოგოს მხოლოდ ბიბლიოთეკაში თუ ნახავდა ადამიანი მე კი რავიცი ძმაკაც მაგ ადგილის არცისე ხშირად ვსტუმრობ. ახლა გეტყვით ანამარია ვინ იყო - ერთი ძალიან ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა, კი ეს ორი „თვისება“ ერთად იშვიათობაა, მაგრამ ეგ ის მომენტი იყო ადამიანი „ბუნებისგან სასწაულად“ რომ დაჯილოდოვდა და სილამაზესთან ერთად ჭკუაც გააჩნდა, მაგრამ მოდით აქ გავჩერდეთ - მე რომ ვამბობ, რომ ჭკვიანი იყო -მეთქი ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დახვეწილობისგან და „ელეგანტურობისგა“ შორს იყო და მთელი დღეები წიგნებში იყო დაკარგული, პირიქით, ჩვენს სკოლაში ერთი ძალიან ძალიან მაგარი, ყველასთვის მიუწვდომელი „ნაშა“ იყო - ჩემი გამოკლებით, რადგან მე ანამარიასთან ბევრისთვის შესაშური და „ზემდეტად“ ახლო ურთიერთობა მქონდა, მაგრამ აი არ ვიცი რატომ მაგრამ ამ დადებითი „თვისებებისდა“ მიუხედავად მე ყოველთვის მაგარ მეგობრად ვთვლიდი და სხვა თვალით არც შემიხედავს და მას შემდეგ რაც ვაჩესგან გავიგე, რომ მისით სერიოზულად იყო მოხობლული ხო საერთოდ, უფრო უფრო მეგობრულად, „ჯიგრულად“ გავაგრძელე ურთიერთობა. ვაჩემ უაზროდ გამომეტყვლებით შემომხედა და საუბრის თემა მაშინვე შეცვალა. - სად მივდივართ? ( ვაჩე ) - ბიჭებთან, თემქაზე. - აუდაიწყებს ახლა ბლატავს. ( ვაჩე ) - ოჰჰ რაო შენი მერსო „დაგოიმდაო? - აჰაჰა იოცნებე! ( ვაჩე ) - რა ბიჭო, ახლა მაინც როგორ ბედავ ხმის ამოღებას? არ გინდა „დავდგეთ“? - რა „დავდგეთ“ თუ ძმა ხარ! ( ვაჩე ) - ხომ არ შეგვეშინდაო? უაზრო კამათში დრო ისე გავიდა და ისე მივუახლოვდით დანიშნულების ადგილს ვერც კი „ვიგრძენით“, მანქანას მშვიდი, კომფორტული ადგილი მოვუძებნე და მაშინვე ბიჭებისგენ წავედით. - ვაჩე! ანდრია! () - ვავა რა ბიჭები „გაიჩითნენ“ () - სად დაიკარგეთ ბიჭო? () მონატრებულ ძმებს ჯიგრულად გადავეხვიეთ და მაშინვე ვახსენე ჩემი BMW. - ეს მანქანა ბიჭო? იმ „ნაშამ“? მოიცადე რა „პონტში“ტო? () - როგორ გიუშ და „მთავარია სიყვარული და ურთიერთ გაგება. - აჰაჰა კარგი არ გინდა ****** ვიყო, ასეთი გოგო შენთან რატომ უნდა იყოს?! ( გიუშა ) - ე ბიჭო შენს ძმაკაცს სწორად ვერ აფასებ. - ჩაგეკონე მაგ ლამაზ სულში, მე თუ არა აბა სხვა ვინ უნდა ხედავდეს შენს ვაჟკაცობას ანდრიუშ. ( გიუშა ) - აჰაჰა მიდი რა! ბიჭებმა სრულებით გაიცნეს ჩემი „ძეტკა“ შემდეგ კი წასვლა დავაპირე, რომ მოულოდნელად - ბიჭო ის თემუკა არ არის? ( ვაჩე ) ყველამ მითითებული ადგილისკენ გავიხედეთ და ერთი „გიჟებივით დავიღრიაეთ“. - თემუკა ბიჭო! - აჰაჰა მე ვარ კი მე, არ გეჩვენებათ! ( თემუკა ) თემუკა ჩემი ბავშობის ძმა იყო, რომელიც ორი წელი იმ ბრალდებისთვის იხდიდა სასჯელს, რომელიც არ ჩაუდენია, იმ მომენტში ვიცოდით, რომ ისევ „სროკზე“ უნდა ყოფილიყო ამიტომაც მისი გარეთ გამოჩენა ერთი დიდი „საკვირველება“ იყო ჩვენთვის, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ რაღაც „პლიუსების“ გამო ადრე გამოუშვეს. მოულოდენლად ხელიში ავიტაცეთ და ყველა მის სახელს ვყვიროდით. - ჩემი გიჟი ძმები, როგორ მომენატრეთტო! ( თემუკა ) მთელი ორმოცდაშვიდი წუთი ჩვენი ძმის „ფერებაში“ გავიყვანეთ, შემდეგ კი „სასტავში“ ერთი მაგარი იდეაც გაჩნდა. - წავიდეთ ახლა ერთი მაგარი „ბაითი გავჩითოთ“ და თემუკას გამოსვლა ისე ავღნიშნოთ, როგორც ამ ამბავს შეეფერება. ( გიუშა ) - მე ვიცი ერთი საჩვენო ადგილი, ამიტომ სახლის თემას მე და ანდირა ვიღებთ ჩვენს თავზე. ( ვაჩე ) - კარგი მთავარიც ეგ არის, დანარჩენს ჩვენს მოვაგვარებთ. ( გიუშა ) - კაიკაი მოიცადეთტო. ( თემუკა ) - რამე პრობლემაა ძმაკაც? ( გიუშა ) - არა არა, უბრალოდ ჯერ თიკუშას ნახვა მინდა, მისთვისაც მოულოდნელი იქნება ჩემი დანხვა და სიუპრის „პონტში“ მინდა გამოსვლა. ( თემუკა ) - ჩემი რომანტიკოსი და ერთგული ბიჭი, რა პრობლემაა მე აგიყვან თიკუშასთან. - კარგი მიდით მაშინ და იაქმდე ჩვენს ამ საქმეს მოვაგვარებთ. ( გიუშა ) - „დავაი!“ მე და თემუკა ჩემს BMW- ში კომფორტულად მოვთავსდით და თიკუშას სახლისკენ წავედით. - ანდრი, ეს მანქანა როდის იყიდე? ( თემუკა ) - ჩემმა „ძეტკამ“ მაჩუქა გუშინ. - რა? ( თემუკა ) - კი, კი დაბადების დღის საჩუქარია ძმაკაც. - მოიცადე, რომელმა „ძეტკამ“ტო? ( თემუკა ) - ლიკუშა გახსოვს? - ხვედელიძე? ( თეუმკა ) - არა მეორე, მაღალი შავი გრძელი თმით - მოიცადე, ის „ნაშა“ ჩვენი პარალელური კლასიდან? ( თეუმკა ) - აი გხსომებია. - „ღადაობ“ ბიჭო?! მაგ გოგოს რა დამავიწყდებდა? ( თეუმკა ) - აჰაჰა ხოდა ასე. - შენ რა მაგარი გაგიმართლა ძმაკაც. ( თემუკა ) - კაიმე რაში გამიმართლა თუძმა ხარ! - ნახეთ რა კიდე, რომ ბედავს წუწუნს, ანუ ერთად ხართ? ( თემუკა ) - ბიჭო არა, რავიცი „რთული“ ურთიერთობა გვაქვსტო.აჰაჰა მანქნას გჩუქნის და ასეთ ურთიერთობას შენ რთულს ეძახი? ( თემუკა ) - არა არა სულ სხვა თემაა. - კი ჩემი არ ყოფნის დროს, ბევრი რამ შეცვლილა გარეთ. ( თემუკა ) - არცისე, ისევ ისეთივე „ნაგავშია“ ყველაფერი ჩაფლული როგორც დატოვე. - ბიჭო ბიჭო აქ გააჩერე, ვარდებს ვიყიდი. ( თემუკა ) თუმკას დავალება უსიტყვოდ შევასრულე, შემდეგ კი კმაყოფილმბა გავაგრძელეთ გზა და რა რამდენიმე წუთში თიკუშას კორპუსის წინ აღმოვჩნდით. - მიდი, მე აქ დაგელოდები. ცდილობდა დაემლა, მაგრამ „ტიპი“ იმდენად ნერვიულობდა, რომ არაფერი გამოსდიოდა, ერთ ადგილას დაიწყო სიარული და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. - რა მოხდა? - არ ვიცი სუნთქვა მიჭირს, მგონია, რომ რამდენიმე წამში ჩემი გული გასკდება. ( თეუმკა ) - აჰაჰა ჩემი შეყვარებული ბიჭი, მიდი მიდი გაბედე! ისტორიის გაგრძელებას არ ვაპირებდი, მაგრამ იმ რამდენიმე ადმიანის შეფასების შემდეგ, რომელიც წინა თავმა დაიმსახურა, მე უბრალოდ არ მქონდა უფლება, რომ იმ ადამიანების აზრი ასე უბრალდ „არაფრად“ ჩამეთვალა და ისტორია ასე უბრალოდვე დამესრულებინა. აი ახლა კი ამ პატარა თავის საშუალებით უკვე ყველა მკითველს მივმართავ - გავაგრძელო თუ არა ისტორიის დამატება? მოგწონთ თუ არა ჩემი შემოქმედება? ამ კითხვებზე თუ არ იქნება პასუხები და შეფასებები რაღათქმა უნდა ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ისტორიის გაგრძელება არ ღირს და ასეთ შემთხვევაში უბრალოდ მადლობას გადავუხდი იმათ, ვინც ინტერსდებოდა და ინტერესდება ჩემი ნამუშევრებით. იმედია დავნიახავ თქვენს აქტიურობას და ისტორიის წაშლა არ გახდება „საჭირო“. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.